Главное меню:
ა. ი. სოლჟენიცინი
შევინანოთ და გავერთიანდეთ
საზღვარგარეთის რუსული, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თავის მესამე მიმართვაში (1974 წ.)
ა. ი. სოლჟენიცინმა განაცხადა:
"...გავბედავ ჩემი ყურადღება შევაჩერო კიდევ ერთ საკითხზე -
მე მხედველობაში მაქვს რუსული ინკვიზიცია: შევიწროება და პარტახი, რომელიც მოუწყვეს ძველი ღვთისმოსაობის დამცველებს. ჩვენი, 12 მილიონი ერთმორწმუნე და თანამემამულე ძმების დევნა, უსასტიკესი წამებანი, ენების ამოგლეჯა, ცეცხლი და სიკვდილი, ტაძრების წართმევა, ცხრა მთას იქით, უცხო ქვეყნებში გადახვეწა, -
მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყვნენ ისეთი ორპირებიმ მიეღოთ საბერძნეთიდან სამათხოვროდ შემოსულ საეჭვო პატრიარქთა რეკომენდაციები; მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნეს ორი თითით პირჯვრისწერა, როგორც იქმოდა ამას მთელი ჩვენი ეკლესია შვიდი საუკუნის განმავლობაში, -
დღესაც სერგიევ პოსადში მრავალი მორწმუნის თვალწინ ატარებენ მსახურებას ღირ. სერგი რადონეჟელის წმიდა ნაწილებთან, -
250 წელი მოგვეცა სინანულისთვის, -
ამ ერთი წლის წინათ, მოსკოვის ტაძრებში, ღვისმსახურებებსა და გასაუბრებებში ვაკვირდებოდი ჩვენს ყველაზე უძველეს შტოს და მაკვირვებდა მათი გასაოცარი სიმტკიცე და პატიოსნება (სახელმწოფოებრივი დევნის მხრივაც, ისინი ჩვენზე უმტკიცესნი არიან!) და საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე რუსული სულის, მეტყველებისა და პატიოსნების ანალოგიური ხატი არსად შემხვედრია. ის, რასაც ხედავდა ჩემი თვალი და რასაც ისმენდა ჩემი ყური, არასოდეს მომცემს იმის შესაძლებლობას ვიფიქრო, რომ ყოვლად სანატრელი ერთობა რუსი ერისა დამთავრებულია, სანამ ურთიერთმიტევებით არ გავერთიანდებით ჩვენს ყველაზე უძველეს და უმტკიცეს შტოსთან.
"ჩვენ კი არ შევისმინეთ ეს შეგონება! არ მივუტევეთ მათ საკუთარი დანაშაული: უდანაშაულოთა დევნა და ფიზიკური განადგურება!" ეს სიტყვები შეიძლება მივაკუთვნოთ 1971 წლის კრებასაც, რომელმაც ძველი წეს-
ჩვენი გული არასოდეს შემდრკალა სინანულით! განა უგუნურება არ არის თაყვანს სცემდე ღირ. სერგი რადონეჟელს, წმიდა მღვდელმთავართ პეტრეს, ალექსის და იონას, ასევე ერმოგენეს, ხოლო წიგნებს, რომლებითაც ისინი ლოცულობდნენ სატანურად აცხადებდე, კუპრს ასხამდე და წვავდე! ჩვენს სამრევლოებში დღემდე გაურბიან ძველი წიგნებით მსახურებას, -
1971 წლის კრების შემდეგ მრავალს იმედი გაუცრუვდა, რადგან ძველმოწესეები მეტად ცივად შეხვდნენ ამ კრების დადგენილებებს და ახალმოწესეებთან შეერთებასაც არ ჩქარობენ. "და რა ვქნათ ახლა, ფეხქვეშ ხომ არ გავეგოთ?" -
ეს მომავალი საეკლესიო კრება ჩვენ ასე წარმოგვიდგენია. მან უნდა აღავსოსო ის დანაკლისი, რაც 1971 წლის კრებამ დაუშვა და გააგრძელოს მისი ხაზი განხეთქილების აღმოსაფრხვრელად; ახალმა კრებამ რუსული საღვთისმსახურებო წიგნები ახლის თანასწორად კი არ უნდა აღიაროს, არამედ უფრო უმჯობესად უნდა გამოაცხადოს რეფორმის შემდგომდროინდელი წიგნებისა.
ძველმოწესეთა წინაშე სინანულის გულწრფელობის ნიშნად და ჩვენი საეკლესიო ცხოვრების გაჯანსაღების მიზნით, კრებამ მონასტრებსა და სამრევლოებს უნდა დაუგზავნოს რეკომენდაცია (მკაცრი განწესება, ვფიქრობ, უადგილო იქნება, რათა არ წარმოიშვას ახალი განხეთქილება), რათა მათ საეკლესიო მსახურება ჩაატარონ ძველი წიგნების მიხედვით, ძველი წეს-
ამრიგად, არა ადმინისტრაციულად, ერთ წამში, არამედ რეკომენდაციულ დონეზე უნდა მოხდეს ყოველივე ძველზე თანდათანობითი გადასვლა; უნდა შეიქმნას კეთილი და დადებითი გარემო საეკლესიო ცხოვრების ძველი ნორმებისკენ დაბრუნებისა; ასევე უნდა გაიცეს რეკომენდაცია ყველგან აღორძინდეს ერთხმიანი საეკლესიო გალობად, საყოველთაოდ გავრცელებული საკონცერტო-
უეჭველად, თუმცა უკვე ადმინისტრაციულ დონეზე, უნდა აიკრძალოს დასხმით-
ეს ყოველივე შექმნის ჯანსაღ წანამძღვრებს რუსეთის დიდი განხეთქილების აღმოსაფხვრელად და ურთიერთ მიტევებით, ჩვენს ყველაზე უძველეს შტოსთან შესაერთებლად. ცხადია, ყველა ეს საკითხი უნდა გახდეს საზოგადოების ფართო და კრებითი მსჯელობის საგანი.
როგორც უკვე ითვა, რეფორმამდელ საეკლესიო პრაქტიკაზე გადასვლის პროცესში, ყველაზე მტკივნეული საკითხია ღვთისმსახურებათა მონასტრული ხანგრძლივობის საერო სამრევლოებში დამკვიდრება, როგორც ეს არის გავრცელებული ძველმოწესეებში. თანამედროვე ძველმოწესეობის საღვთისმსახურებო ასკეტიზმი, ცხადია, გამართლებულია როგორც არსებობისთვის ბრძოლის ისტორიული მიზეზებით, ასევე თავისი არსებობითაც. მაგრამ, ისტორიული ფაქტები მოწმობენ, რომ ჩვენი სამრევლოების რეფორმამდელი საეკლესიო ცხოვრებისთვის, უკიდურეს შემთხვევაში პატრიარქ იოასაფ I და იოსების დროს, ხანგრძლივი საეკლესიო მსახურება უცნობი იყო, როდესაც, უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების კურთხევით გამოიყენებოდა ე. წ. ლიტურგიკული მრავალხმიანობა (იგულისხმება სხვადასხვა საღვთისმსახურებო ტექსტის ერთდროული კითხვა -
ნიკონო-
უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მომავალში დავუბრუნდეთ საღვთისმეტყველო ტექსტების ნორმალურ, ბუნებრივ შესწორებას, როგორც ეს იყო ნიკონო-
ამასთან დაკავშირებით, თუ გვინდა გადავლახოთ განხეთქილებისა და სინოდალური ცეზაროპაპიზმის დროინდელი სტერეოტიპები, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული გადამჭრელი ზომები, რათა ჩვენი საღვთისმსახურებო წიგნებიდან ამოღებულ იქნას, უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც ისეთი აშკარა და უხეში შეცდომები, როგორიცაა მაგალითად, "жертву водою попалил еси", "крестообразныма Моисеовыма рукама", "свет во откровение языков" და ა. შ.
ენა დანაგვიანებულია უსასრულო "еси-
საეკლესიო სლავური ენის იმპერატიულ-
და ბოლოს, დე კვლავ შეაერთოს ღმერთმა განყოფილნი.
ციტ.: Солженицын А.И. «Третьему Собору Зарубежной Русской Церкви».// Публицистика. Т.1. Ярославль, 1995