Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ქადაგება ეკლესიის დაქვრივებისა და ღვთიური მადლის შესახებ
სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა. ამენ.
წმიდა წერილში არის ადგილები, სადაც ნაწინასწარმეტყველევია ეკესიის დაქვრივება. ასე, მაგალითად, ესაიას წინასწარმეტყველებაში წერია: "თქვა სიონმა (ეკლესიამ -
ან კიდევ: "გაიხარე ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი... ნუ გეშინია, რომ შერცხვენილი ხარ, ნუცა გეკდიმების, რამეთუ ყვედრებულ იქმენ, რამეთუ დავიწყებულ იქნება საუკუნოდ შენი სირცხვილი და შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება გახსენებული. რამეთუ უფალია შენი შემოქმედი... თქვა ღმერთმან შენმან: მცირე ხნით მყავდი მიტოვებული, მაგრამ შეგიწყალებ დიდი წყალობით. გულისწყრომისას მცირე ხნით გარემივიქციე პირი ჩემი შენგან, მაგრამ სამარადისო წყალობით შეგიწყალებ, ამბობს შენი მწყალობელი უფალი" (ესაია 64:1-
ცნობილია, რომ წმიდა მამები (მაგ.: ნეტ. ავგუსტინე, ჰიერონიმე, ამბროსი და სხვები) ამგვარ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს სიონზე, იერუსალიმზე და ა. ს. მიაწერდნენ ეკლესიას. ისინი სწორედ ეკლესიის მომავლის წინასახეებს ხედავდნენ ამ ადგილებში. ცნობილია ისიც, რომ ნიკონის რეფორმების შემდეგ, ნიკონიანელ მწვალებელთაგან გამოყოფილი მართლმადიდებლები დაახლოებით 270 წელი უეპისკოპოსოდ იყვნენ. ანუ, ჭეშმარიტ, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე აღსრულდა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველება ეკლესიის დაქვრივების შესახებ, ვინაიდან უეპისკოპოსობას ეკლესიაში დაქვრივებას უწოდებენ.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე ზოგიერთი ზოგიერთი კითხულობს: "შესაძლოა თუ არა ღმრთის მიერ მიტოვებულ ეკლესიაში მადლი არსებობდეს?" ჩვენ ვპასუხობთ: -
ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაცხოვარმა ეკლესიას აღუთქვა: და აჰა თქვენთან ვარ დღემუდამ, აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 27:20), ეს კი ნიშნავს, რომ ქრისტეს მადლი ეკლესიაში იქნება ქვეყნიერების აღსასრულამდე.
და მეორეც, ტერმინი "მიტოვება" ამ შემთხვევაში გულისხმობს საღმრთო განგებულებით იმგვარ დაშვებას, როდესასც ეკლესია უკიდურეს განსაცდელში ვარდება, ან მადლს იმდენად შეამცირებს, რომ ადამიანებს ეგონებათ ღმერთმა ხომ არ მიგვატოვაო, ზუსტად ისე, როგორც ძველ ისრაელს ეგონა და ამბობდა: "მიმატოვა უფალმა და ღმერთმა დამივიწყა" (ესაია 49:14-
მაგრამ განა თვით უფალი არ პასუხობს ისრაელს ესაიას პირით: "განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს, არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მან რომ დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ შენ. აჰა, ხელებზე მყავს გამოსახული შენი კედლები და მუდამ ჩემს წინაა, მალევე დაჯილდოვდები მათგან ვინც აგაოხრა და შენი დამაქცევარნი წავლენ შენგან..." (ესაია 49:14-
ამგვარი "დავიწყების" ნიშნად გვესახება უფლის დაძინება, როდესაც ის მოციქულებთან ერთად ნავით გადადიოდა ზღვას. "და ჩაჯდა იგი ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფენი, და აჰა, საშინლად აღელდა ზღვა ისე, რომ ტალღებით იფარებოდა ნავი; მას კი ეძინა. და მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა და, ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი" (მათე 8:23-
აი, როგორ განმარტავს ამ ადგილს ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "და ჩაჯდა იგი ნავში, და გაჰყვნენ მისი მოწაფენი, და აჰა, საშინლად აღელდა ზღვა ისე, რომ ტალღებით იფარებოდა ნავი; მას კი ეძინა". უფალს მიჰყავს მხოლოდ მოწაფეები იმისთვის, რათა სასწაული ნახონ. უშვებს უბედურებას, რათა განსაცდელისთვის მოამზადოს და იხილავენ რა სასწაულს უმეტესად ირწმუნონ. ხოლო სძინავს იმიტომ, რომ შეშინებულმა მოწაფეებმა შეიგნონ თავიანთი უძლურება და განსაცდელის ჟამს ლოცვა აღავლინონ უფლის მიმართ. ამიტომაც არის ნათქვამი: "და მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?" უფალი მათ ურწმუნოებს კი არ უწოდებს, არამედ მცირედმორწმუნეთ, ვინაიდან როდესაც მათ თქვეს "უფალო გვიხსენო" რწმენა აჩვენეს, მაგრამ სიტყვა "ვიღუპებით" არ არის რწმენისგან. მათ არ უნდა შეშინებოდათ, რადგან უფალი იყო მათთან" (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. "მახარობელი").
წმ. ათანასე დიდი პირდაპირ ბრძანებს, რომ "დევნულების ჟამს, მოძღვართა არყოფნისას თვით უფალი თავისი სულით დააპურებს მისდამი მორწმუნეებს" (წიგნი 4. გვ. 146).
წმ. იოანე ოქროპირი თავის სულიერ შვილს ოლიმპიადას განუმარტავს, რომ "როდესაც ხედავ თითქოსდა ყველა მხრიდან გარშემორტყმული მტრული ძალების მიერ იძლევა ეკლესია, სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ გრწამდეს ღმრთისა და განგამტკიცებს. იხილე, ყოველი მხრიდან ირყევა ეკლესია, მაგრამ რას იზამ, იყო დრო, როდესაც ყველა მოციქულმა მიატოვა მაცხოვარი; რამდენი ცდუნდა მის მოწაფეთაგან, როდესაც გაიგეს რომ მაცხოვარე ჯვარზე უნდა ეცვათ? ერთმა გაყიდა, სხვები გაიქცნენ, მესამემ უარყო და, როდესაც ყველა განუდგა და განეშორა, საცნაურღა იყო მხოლოდ შეკრული" (წერილები ოლიმპიადას).
წმ. ეფრემ ასურელი ბრძანებს: "არც ისე ბევრი მემკვიდრე ჰყავს მადლს, რომლებთან ერთადაც განიხარებდა იგი: თუ უწესივროდ იცხოვრებენ, ითმენს, როხლო თუ უკეთურობენ, პირს მიაქცევს. თუმც იმდენად მაინც არ დაკეტავს თავის წიაღს, რომ ადამიანები ამოწდნენ" (წიგნი 2. გვ. 647).
ხედავთ რას ამბობს? – "რომ არ ამოწყდნენო"! ხედავთ რა ზომამდე შეიძლება დაიკეტოს მადლის წიაღი?! არის ჟამი, როდესაც ეკლესიის გადასარჩენად და იმისთვის, რათა ჭეშმარიტი გზის ძიება აიძულონ მართალთ და ყალბი სწავლებისგან გამოაცალკევონ ჭეშმარიტი, საჭიროა ეკლესია დროებით ძნელ ვითარებაში ჩააყენოს. ეს უფლის სიყვარულით აღსავსე დამოძღვრისა და პედაგოგიური გზის გამოვლინებაა. მისი მიზანია, -
ეკლესია რომ დაწუნებულია, არ ნიშნავს იმას, რომ ის უმადლოდ არის დარჩენილი. ეს არის ღმრთის განსაკუთრებულ განგებულება, რომლის მიხედვითაც დროებით, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეკლესია მიტოვებულია.
განა მიტოვებული და დაწუნებული არ იყო წმიდა იობი, რომელმაც ერთ დღეში თითქმის ყველაფერი დაჰკარგა, მაგრამ არ დაუკარგავს ღმრთისადმი რწმენა და ბრძანა: "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო", ან კიდევ: "სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა" (იობი 1:21; 2:10).
ამრიგად, ღმრთისგან მიტოვება ეს მადლისგან სრულ განძარცვას არამც და არამც არ გულისხმობს. ასე განმარტავდნენ წმიდა მამები, რომელთა სწავლებისადმი სრული მორჩილება გვმართებს.
ღმრთისგან მიტოვებულობა კიდევ დაიშვება იმისთვის, რათა ასწილ და ათასწილ გამოჩდნეს მიტოვებულისა და დაწუნებულის რწმენა და უფლის სიდიადე.
ამრიგად, ღმრთისგან მიტოვებულობა მარტოდენ სასჯელი კი არ არის, არამედ ღმრთის განსაკუთრებული განგებულებაც, თანაც მიტოვებულობა ყოველთვის ერთი და იგივე ფორმით როდი სრულდება. პირველ საუკუნეთა ქრისტეანებს ეპისკოპოსებიც ჰყავდათ და უდიდეს მადლიც ჰყონდათ. იმ დროს, რიგითი ქრისტეანები საოცარ სასწაულებს იქმოდნენ და უამრავ წარმართტ ქრისტეანობისკენ მოაქცევდნენ, მაგრამ "მიტოვებულები" იყვნენ იმ თვალსაზრისით, რომ მშვიდობიან ცხოვრებას მოკლებულნი იყვნენ.
პირველი სამი საუკუნე საშინელ დევნას განიცდიდნენ ქრისტეანები. სამი საუკუნე კატაკომბებში იმალებოდნენ, მაგრამ ამგვარი მიტოვებულობა განა მათ უმადლობაზე მიანიშნებს?
ბოლო ჟამის ქრისტეანებს, რომელთაც ანტიქრისტეს მეფობის წინარე პერიოდსა და მის დროს მოუწევთ ცხოვრება, უფალი კიდევ ერთი გაგებით "მიატოვებს": წმ. ეპიფანე კვიპროსელი და სხვები ამბობენ, რომ ბოლო დროს, მართლმადიდებელთა შორის სასწაულნი იკლებს, ხოლო მწვალებლებში მოიმატებს და, როგორც ცნობილი ბიზანტიელი ბერი, გიორგი კედრენე ამბობს იმიტომ, რომ ქრისტეანები გამოცდილ იქნენ ღმრთის სჯულს მიანიჭებენ უპირატესობას თუ სასწაულებს, რადგან ნათქვამია: "უკეთური მოდგმა ეძიებს სასწაულსა".
ამრიგად, მიტოვებულობით გამოიცდება და გამოიწრთობა ქრისტეანთა რწმენა და მოთმინება. ამგვარი მიტოვებულობით გამოცდილ იქნა ქრისტეანობა, როდესაც ღმერთმა მისი დაქვრივება დაუშვა. განა საგულისხმო არ არის ის, რომ აპოკალიფსისში არადაქვრივებულობით თავს სწორედ მწვალებლური ეკლესია, მეძავი ბაბილონი იქებს, და ამბობს: "ვზივარ დედოფლად, და არა ვარ ქვრივი. ამიტომაც, მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განსჯის მას" (გამოცხადება 18:7).
დიდება ჩვენს უფალს, იესუ ქრისტეს, მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.