Главное меню:
მართლმადიდებელთა პასუხი ბომონდს
ნეტარი ავგუსტინეს სიტყვით არიან "საწყალობელი ადამიანები, რომელთა შეხედულებითაც შეცნობილს რასმე ფასი არა აქვს და რომელთაც სიახლე უფრო მეტად ახარებთ და მეტის ხალისით სწავლობენ ხომე ვიდრე შეიმეცნებენ", ყველა ამდაგვართა ხვედრი, ვინც ცუდად იყენებს გონების ძალას, ამ დიდ სიკეთეს -
მათთვის, ვისთვისაც რაიმე შეცნობილსაც კი ფასი არა აქვს, შეუცნობელი და რწმენის საგანი, უზენაესი და უსრულყოფილესი ღირებულებანი ყოველთვის შეურაცხყოფისა და დაცინვის საგანია. ასე იყო ოდითგანვე, რამეთუ მათ შესახებ ბრძანებდა ღვთაებრივი მოციქული პავლე: "ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის, ხოლო შეგინებულთათვის და ურწმუნოთა არარაი არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა" (ტიტ. 1:15).
"ყოვლადვე ისწავებენ და არსადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებასა შემძლებელ არიან მოსლვად; ვითარცა -
ზემოთ ხსენებული პუბლიკაციის ავტორთა უმეცრება და ღვთისმგმობელობა მის დასაწყისშივე ნათელია: "1997 წელია. ამდენივე წლისაა ძე ღვთისა" -
ამრიგად, ძე ღმერთი, რომელიც წმიდა წერილში ღმრთის ძედაც იწოდება, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იშვა მამისგან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ მომენტს, რომ ძე იშვა მამისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და არა დროის ფარგლებში. ფიზიკურ სამყაროში არ არსებობს მაგალითი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა მამისგან ძის დაუსაბამო შობის თუნდაც რაიმე სახით წარმოდგენა. ასევე არ შეიძლება, ძის შობა მამისგან ადამიანის შობის მსგავსად წარმოვიდგინოთ. ყოვლად დაუშვებელია ყოფილიყო დრო, როდესაც არ იყო ძე, მამა ღმერთი ყოველთვის იყო და არის მამა, ამიტომაც მას ყოველთვის ყჰავდა და ჰყავს ძე.
რადგანაც, გაზეთი "ბომონდი" ღვთის ძის, ანუ ძე ღმერთის ასაკოვნებას ქადაგებს (მათი აზრით ძე ღმერთი 1997 წლისაა (!)), თავისდაუნებურად (ან იქნებ შეგნებულადაც) იმეორებს მრავალგზის შეჩვენებულ არიანულ მწვალებლობას. ალექსანდრიელი პრესვიტერის, არიოზის, ცრუ მოძღვრება მეოთხე საუკუნეში გაჩნდა. მისი სწავლებით ძე არ არის თანამარადიული მამისა და იყო დრო, როდესაც ძე არ არსებობდა.
არიოზი ცდომილებაში აღმოჩნდა მარადისობის ცნების არასწორი გაგების გამო, რამეთუ მარადისობა მას დროის მარადიულ არსებობად წარმოედგინა. ეს კი, როგორც მარადისობის, ასევე დროის ცნებათა აღრევა და მცდარი გაგებაა. აქედან გამომდინარე, არიოზი ფიქრობდა, რომ რადგანაც ძე იშვა მამისგან, ყოფილა დრო, როდესაც ძე არ იყო. სინამდვილეში მარადისობა დროის მარადიულობა კი არ არის, არამედ დროის არარსებობაა საერთოდ. დრო ქმნილებასთან ერთად გაჩნდა, მაშინ როდესაც ღმრთისთვის არ არსებობდა არც წარსული არც მომავალი.
ღმერთი "მარადიულ აწმყოში" იმყოფება, ამიტომაც მამა ღმერთმა შვა ძე, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, წარმოუდგენელი შობით. ასე, რომ ძე ღვთისა 1997 წლის კი არ არის, როგორც "ბომონდი" იუწყება, არამედ მარადიულია! თუ "ბომონდი"-
უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა იესუ ქრისტემ თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობა 30 წლისამ დაიწყო; 33 წლისა ის ჯვარს აცვეს; ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ მაცხოვარმა, რომელმაც "სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა" და ჯოჯოხეთის ბჭენი შემუსრა, მკვდრეთით აღადგინა ადამიანის დაცემული ბუნება და ამქვეყნიური ჟამთასვლისა და ხრწნილებისგან განთავისუფლებული და განღმრთობილი მარადისობას შეუერთა. ასე რომ, იესუ ქრისტემ "გარდაცვალნა ხორცი ესე სიმდაბლისა ჩვენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანა-
"მატერიალურ სამყაროში სივრცე, დრო და მათზე დამოკიდებული მოძრაობა ის საერთო ფორმებია, რომლებიც ერთმანეთითაც არიან განპირობებულნი და ხილულ საგანთა ყოფიერებასაც განსაზღვრავენ. ამ თვალსაზრისით, ამ ფორმებთან ადამიანის სულსა და სხეულს განსხვავებული მიმართებანი აკავშირებთ. დროსთან მიმართებაში ხილულ საგანთა საერთო თვისებაა მათი ცვალებადობა. თითოეულ საგანში მუდმივად, ჩვენგან შეუმჩნევლად, მოქმედებენ ქიმიური და ფფიზიკური პროცესები, მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც სრულიად ცვლიან, ხრწნიან და ბოლოს შლიან კიდევაც ფორმებს. ჩვენი ხრწნადი სხეულიც სწორედ ამგვარ კანონსაა დაქვემდებარებული. მასში მთელი ცხოვრების განმავლობაში უცვლელია მხოლოდ მისი განმაცხოველებელი ძალა, მაშინ, როდესაც სხეულის მატერიალური ნაწილები მუდმივად იცვლება და სხვადასხვა არაორგანული ელემენტების გამოყოფის გზით ქრება. ფიზიოლოგია ამტკიცებს, რომ ჩვენი სხეული რამდენიმე წლის განმავლობაში განიცდის სრულ განახლებას და მატერიალურ ნაწილაკთა ერთი მასა ადგილს უთმობს ნაწილაკთა სხვა რაოდენობას, მაგრამ სულ სხვა კანონი მოქმედებს, როცა საქმე ეხება სულს. ეს მარადიულობის და არაცვალებადობის კანონია..." (Полный православно-
მაშასადამე, მიცვალებულთა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე მარადისობის ამ კანონს მხოლოდ სული ექვემდებარება, რამეთუ ის უცვლელია, ხოლო ადამიანის სხეული ცვალებადია და ემორჩილება ხრწნილებას, მაგრამ აღდგომის შემდგომ ღვთის მადლით განღმრთობილი ადამიანის სხეულიც მარადიული გახდება. დადგება დრო, როდესაც ყოველი ქმნილების არსებობა აღსასრულს მიუახლოვდება; აღარ იქნება თვით დრო დღევანდელი გაგებით, მიცვალებულნი აღდგებიან, ხოლო სამყარო განახლდება, იქნება "ახალი ცა და ახალი მიწა" (გამოცხ. 21:1). "მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ბრძანებს ღირ. იოანე დამასკელი, _ დრო აღარ აღირიცხება დღეებითა და ღამეებით; ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, მაშინ დადგება ისეთი დაუსრულებელი დღე, რომელშიც მზე სიმართლისა თავისი წარუვალი ბრწყინვალებით გაუნათებს მართალთ".ოღონდ თუ კაცობრიობა მომავალში ელოდება ასეთ მეტამორფოზას, მკვდრეთით აღმდგა ქრისტეში ეს უკვე მოხდა და როგორც ღირსი იოანე დამასკელი ბრძანებს: "უფალი თავისი ბრწყინვალე აღდგომით შეიქმნა დასაბამი სრულყოფილი აღდგომისა, უკვე რომ აღარ ექვემდებარება სიკვდილის ხრწნილებას" (იქვე, გვ. 363).
"ჯერ არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი და მოკვდავისა ამის შემოსად უკვდავებაი" _ ბრძანებს მოციქული (1 კორინთ. 15:53); და კიდევ: "ეგრეთმცა აღდგომა მკვდართაი: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნილებით, დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი ფშვინვიერი (ანუ უხეში, მოკვდავი _ არქიეპ. პ.) და აღდგების ხორცი სულიერი" (1 კორინთ. 15:42, 43). ამგვარია თვით უფლის სხეული აღდგომის შემდეგ, რომელიც დახშულ კართა შორის გადიოდა დაუბრკოლებლად, არ იღლებოდა, არ საჭიროებდა საზრდოს, ძილს, თუ სასმელის დალევას, შეეძლო გაუჩინარება და ა. შ. (წმ. იოანე დამასკელი).
იმის შემდეგ, რაც ღმერთმა საუკუნე კაცთათვის დროდ და მარადისობად განჰყო, "საუკუნედ", -
ადამიანი ჩასახვიდან მოყოლებული თანდათანობით ვითარდება, იზრდება და სულიერი თუ ხორციელი გაფურჩქვნის ასაკს 30-
ნეტარი ავგუსტინეს სიტყვით გარდაცვალებულნი და თვით დაუბადებელი, დედის მუცლიდან დედისავე ნებით თუ უნებლიეთ მომწყდარი ყრმანი, ყველანი, სწორედ კაცობრივი ასაკის ამ სრული გაფურჩქვნის პერიოდში აღდგებიან და არ ექნებათ მათ არავითარი ხინჯი, არასრულყოფილება ან ნაკლი და ვერაფერი დააბრკოლებს მათ ნეტარებას.
სულიერი სამყარო მატერიალურ სამყაროში მოქმედ კანონებს არ ექვემდებარება, ამიტომ ქრისტეს ასაკის "ათვლა" მისი შობიდან დღემდე ან უმეცრების გამოხატულებაა, ან კიდევ ბოროტი ირონია, რომლის ქვეტექსტი სახარებისეულ ჭეშმარიტებათა ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად. ქრისტეს შობიდან შეიძლება ავთვალოთ კაცობრიობის ასაკი, მაგრამ არა ქრისტესი.
ამრიგად, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სხეული (ადამიანური ბუნება) მატერიალური სამყაროს კანონებს არ ემორჩილება, განღმრთობილია და როგორც ამქვეყნიური ყოფიერებიდან, ზეცად, მარადიულ ყოფიერებაში ამაღლებული, ამქვეყნიურ ჟამთა სვლას არ ექვემდებარება. ქრისტე კაცობრივი ბუნება მარადის 33 წლისაა! ამ ასაკში ავიდა იგი ზეცად და "დაჯდა მარჯვენით სიმდიდრისა მისსა მაღალთა შინა" (ებრ. 1:3); ამავე ასაკში, განღმრთობილი, მოვალს დიდებით "განსჯად ცოცხალთა და მკვდართა", რამეთუ "ესე იესუ რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე 1:11). ასე, რომ "უფალი არათუ ჟამთა ქუეშე იყო, არამედ ჟამთა წესსა იგი დასდებდა, ვითარცა შემოქმედი მათი" (წმ. იოანე ოროპირი. იოანეს სახარების განმარტება. თბ. 1993 წ. ტ. 1, გვ. 149 და Беседы на Евангелие от Иоанна богослова. Москва 1993 г., т. 1, стр. 142, 143).
"ბომონდის" რედაქციას აინტერესებს: თუ ჩვენი ერა 1 იანვარს იწყება, ქრისტეს კი 25 დეკემბერს იშვა, როგორ შეიძლება თუნდაც უმნიშვნელო შეუთავსებლობის დაშვება..., საიდან გაჩნდა საკრამეტნული ზღვარი "ქრისტეს შობიდან", რომლის მიხედვითაც ვაწარმოებთ ჩვენს წელთა აღრიცხვას?"
არ ვიცი "ჩვენ"-
მართლმადიდებლური ეკლესია ახალ წელს ძველი იულიანური სტილით 1 სექტემბრიდან (ახ. გრიგორიანული კალენდრით 14 სექტემბერს) იწყებოდა, რომელიც შემდეგ, როგორც "ბომონდი" მოწმობს, პეტრე პირველს შეუცვლია (რუსეთში -
საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ჟამთა აღრიცხვას აწარმოებს: 1) ადამითგან; 2) ქრისტეს შობიდან და 3) ინდიქტიონის დაწყებიდან, რომელიც ეკლესიამ ქრისტეანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ, წმ. კონსტანტინე დიდის დროს, 312 წელს მიიღო. "არც ერთში, ოთხი სახარებიდან -
მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საღმრთო მოვლენათა აღმნიშვნელი დღესასწაულები იმდენად ღრმად სულიერ და მისტიკურ შინაარსს ატარებენ, რომ მათი აღქმა ჩვეულებრივ ისტორიულ მოვლენათა რიგს აღემატება (თუმც, გარკვეულწილად, ისიც ისტორიულ ჟამთასვლაში აღესრულა). ამიტომაც მორწმუნენი მას უნდა აღიქვამდნენ არა როგორც რიგით, ისტორიულ ან ბიოგრაფიულ თარიღს, არამედ რაღაც დიდად ამაღლებულს, ისტორიულ ჟამთასვლის მიღმა მდებარეს, ზეისტორიულს, მისტიკურს. ალბათ ამიტომაც არის, რომ არაერთია ეკლესიაში გარდამავალი, რელიგიური დღესასწაული. რაც შეეხება ქრისტეს შობის კონკრეტულ თარიღებს: საუკუნეს, წელს, თვესა და რიცხვს, აქ მკვლევარები სხვადასხვა აზრს ადგანან. ბიზანტიელი ბერი გიორგი კედრინი (XII ს.) ცნობილი, ისტორიული ხასიათის ნაშრომში წერს, რომ ზოგიერთნი ქრისტეს შობის თარიღად ქვეყნიერების შექმნიდან 5501 წელს, სხვები კი 5508 წელს მიიჩნევენ. თივთ კედრინი ქრისტეს შობას 5506 წლისთვის ანგარიშობს. არიან მკვლევარები, რომლებიც ქრისტეს შობას 5500 წლისთვის ვარაუდობენ (Г. Кедрин. "Деяния церковных и гражданских от рожд. Христова до половины пятого на десять столетия", часть 1, Москва, стр. 1, 2).
მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობის თარიღად 5500 წელს მიიჩნევს. "მათეს სახარებით, ქრისტე ჰეროდეს (იგულისხმება ჰეროდე I, დიდი -
კვირინიუსი სირიის ერთ-
კვირინიუსის ცხოვრებიდან ცნობილი ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ქრისტეს შობის პერიოდში ის სირიის (ასურეთის) მმართველი იყო (Полный правосл. богосл. энцикл. словарь. Москва 1992 г., репринт, т. 2, стр. 1241,1242). გარდა ამისა, არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც კვირინიუსი იყო ჩინოვნიკი, რომელსაც მოსახლეობის აღწერის ჩატარება მიანდეს. ასე წარმოადგენს ამ ფაქტს კედრინი: "ჰეროდეს მეფობის 33-
ამრიგად, კვირინიუსის მისიის შესახებ არსებობს ორი სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ აქედან არც ერთი არ ეწინააღმდეგება სახარებას. იმ შემთხვევაშიაც კი, კვირინიუსის შესახებ დამატებითი ცნობა, რომ არ არსებობდეს, სახარებისეულ მოწმობაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რამეთუ, თუკი რაღაც წყარო კვირინიუსის მმართველობის შესახებ ქრისტეს შობის შემდგომ პერიოდზე მეტყველებს, ლუკა მახარობელი მისი მმართველობის უადრეს პერიოდზე გვამცნობს.
მკვლევარები ხშირად ცდილობენ სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით გადაამოწმონ სახარება, მაგრამ რატომღაც არ ფიქრობენ ამ მოწმობათა სანდოობაზე. უფრო მეტიც, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებული "მეცნიერება" თვით სახარებასაც კი არ მიიჩნევს ისტორიულ წყაროდ. სამართლიანად ბრძანებს ერთი რელიგიური მოღვაწე: "თუ რომელიმე არაბიბლიური წყარო უფრო ჭეშმარიტად ცხადდება და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არაბიბლიურია" (Диакон А. Кураев. Традиция, догмат, обряд". Москва, 1995 г., стр. 133). ასე იქცევიან ბომონდელებიც ალბათ იმიტომ, რომ არ სწამთ სახარება. ლუკა მახარობლის მოწმობა თავისთავად მნიშვნელოვანია და უზუსტეს ისტორიულ მოწმობათა უქონლობა მის ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
დასახელებულ სტატიაში სახარებაზე სხვა მხრივაც მიიტანეს იერიში _ კერძოდ, აქ ვკითხულობთ: "ლუკას ვერსიით, ბეთლემში ჩვილთა მოსვრა და წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გაცევა საერთოდ არ მომხდარა". "რვა დღის შემდეგ, როცა ჩვილი წინადაცვითეს, ანგელოზის ნებით (ჩასახვამდე) იესუ დაარქვეს. მოსეს კანონის თანახმად, განწმენდის დღეების აღსრულების შემდეგ ჩვილი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, რათა ღვთის წინაშე წარედგინათ" (ლუკა 21:22). იქვე აღნიშნავენ, რომ "მათესგან განსხვავებით, ლუკა ზუსტი ისტორიული ორიენტირია" ე. ი. "ბომონდელების" აზრით მათე მახარობელი ზუსტი ისტორიული ორიენტირი არ ყოფილა. აქედან კი ქვეტექსტით სურთ მიგვანიშნონ, "რადგან სახარებები ურთიერთსაწინააღმდეგოს ღაღადებენ, მათი მოწმობა არასაიმედოა. ქრისტეს არსებობა მითია".
მაგრამ წმიდა მახარობლები კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ პირიქით, ავსებენ ერთურთს. ამის ნათელსაყოფად და მოცემულ საკითხში ბომონდელთა გასარკვევად ნეტარ თეოფილაქტეს დავიმოწმებ: "მაშ, როგორღა ამბობს ლუკა, რომ უფალი მივიდა ნაზარეთში მას შემდეგ, რაც ორმოცი დღე გავიდა შობიდან და რაც უფალი მიირქუა სიმონმა, მათე კი აქ ამბობს, რომ ის მოვიდა ნაზარეთს ეგვიპტიდან დაბრუნებული? მაშ გახსოვდეს, რომ ლუკამ თქვა ის, რაც მათემ გამოტოვა. მაგალითისთვის მე შემდეგს ვიტყვი. შობიდან გავიდა 40 დღე და შემდეგ მოვიდა უფალი ნაზარეთს. ამას ამბობს ლუკა, მათე კი ლაპარაკობს იმას, რაც მას შემდეგ იყო, რომ უფალი გაიქცა ეგვიპტეში და შემდეგ დაბრუნდა ეგვიპტიდან ნაზარეთში. ასე, რომ ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. ერთი ლაპარაკობს დაბრუნებაზე ბეთლემიდან ნაზარეთს, _ ეს ლუკა. მათე კი დაბრუნებაზე ეგვიპტიდან ნაზარეთს (ღირ. თეოფილაქტე ბულგარელი. "მახარობელი". მათეს სახარების განმარტება. მათე 2:23).
იგივეს ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირიც: "რამეთუ ლუკა რასა იგი იტყვის, ჟამისა მისთვის იტყვის პირველ ეგვიპტედ შთასვლისა, რამეთუ არცა ეგებოდა პირველ ტაძრად მიყვანებისა შთასვლაი ეგვიპტედ, რაითამცა არარაი იქმნა გარეგან რჩულისა. არამედ, დაყვეს ბეთლემს ვიდრემდის აღესრულნეს დღენი იგი განწმენდისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსესისა. და მერმე მოვიდეს ტაძრად, ვითარ იტყვის ლუკა, ვითარმედ: "აღმოიყვანეს ყრმაი იერუსალემდ წარდგინებად წინაშე უფლისა ვითარცა წერილ არს სჯულისა უფლისასა" (ლუკა 2:22, 23). და მიერ წარვიდეს ნაზარეთად და მერმეღა შთავიდეს ეგვიპტედ, და აღმო-
გარდა იმისა, რომ გაზეთისაგან სახარებათა დაპირისპირების ასეთი მცდელობა ამ სახარებისეულ ჭეშმარიტებებში მკითხველთა დაეჭვების სურვილს ააშკარავებს, ასევე ცხადყოფს, რომ გაზეთი სახარებას უბრალო კაცთა ნაწერად მიიჩნევს და არა ღვთის სიტყვად. სახარებისადმი ამგვარი კრიტიკული დამოკიდებულება ადამიანთა იმ ნაწილს ახასიათებს, "რომლებიც მიზნად ისახავენ დოგმატური უღლისგან კაცობრიობის გათავისუფლებას" (დ. ფ. შტრაუსი. "Жизнь Иисуса" 1864).
სხვაგან იგივე ავტორი წერს: "ისტორიული კვლევა_ძიებანი ყველაზე საიმედო საშუალებაა ყოველი ადამიანის იმ დამთრგუნველი იდეებისაგან გათავისუფლებისა, რომლის მიხედვით თითქოსდა ქრისტეანობა ზებუნებრივი გამოცხადებაა. ხოლო მისი დამფუძნებელი ღმერთკაცია" (იქვე); ან კიდევ: "ახალაღთქმისეულ მოთხრობებს წინასწარ უნდა ვაკონტროლებდეთ და იმ საზომით ვზომავდეთ რა საზომითაც ჩვეულებრივ ადამიანურ მონათხრობს ვუდგებით ხოლმე" (ციტ. В. Ф. Марцинковский. "Достоверно ли Евангелие?" Москва 1992 г., стр. 5).
სახარებისეულ მოვლენებთან შტრაუსის მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ რენანს, დრევსს, ტოლსტოის (რომელიც ამბობდა: "არ ვღებულობ, რამეთუ არ მესმის". იქვე. გვ. 6). ნემოევსკის, დიუპიეს, რომელიც სახარების ფაქტობრივი მხარის უარყოფასაც ცდილობდა. "სახარებაში გადმოცემული ფაქტების გასაყალბებლად უარყოფითი კრიტიკა "მაკრატლის მეთოდს" იყენებს. ის ჭრის ყოველივე იმას, რაც მისი ფილოსოფიის ჩარჩოებში ვერ ეტევა: თუ ცოცხალი ღმერთი არ არსებობს, მაშინ შეუძლებელია სასწაული; ხოლო თუ სასწაული არ არსებობს, მაშინ ის არც მომხდარა" (იქვე. გვ. 7).
მსგავსადვე კვალიფიცირდება "ბომონდი"-
ამდაგვართა ფილოსოფია ასეთია: "სანამ ქრისტეს ისტორიულობისადმი რწმენა არსებობს, ჩვენ ვერ მოვახერხებთ გადავაგდოთ უღელი თითქოსდა დამტკიცებული ფაქტისა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 2000 წლის წინათ მოხდა და მაინც ევროპულ მეცნიერებასა და ფილოსოფიას დიდი ზიანი მიაყენა" (არტურ დრევსი. ვ. ფ. მარცინკოვსკი. დასახ. ნაშრ. გვ. 6). მაგრამ, ქრისტეს შობა ისტორიული ფაქტია, რომელსაც თვით თალმუდისტებიც კი ვერ გაექცნენ. "თალმუდი, რომელიც ბიბლიის რაბინისტულ კომენტართა კრებულს წარმოადგენს, არა ერთხელ მიუთითებს ქრისტეს შესახებ, მაგრამ მის პირდაპირ დასახელებას გაურბის (მაგალითად, ასე წერს: "ის, რომლის სახელიც არ უნდა ითქვას"). ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულს ბნელ ძალას მიაწერს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თალმუდში შეტანილმა მრავალმა მასალამ ჩვენამდე უცვლელი რედაქციით მოაღწია. ცნობილი გებრაისტი ხვოლსონი ამტკიცებს, რომ თალმუდიდან ზოგიერთი ნაწილი ამოღებულია. თავად მინახავს თალმუდის ცნობილი თავი "იესუს შობის შესახებ", რომელიც თავის დროზე, ქრისტეანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი შინაარსის გამო ამოღებულ იქნა თალმუდიდან" (ვ. მარცინკოვსკი. დასახ. ნაშრ. გვ. 18).
"სახარებისა და მისი კრიტიკის ისტორია ჭეშმარიტებისადმი ორგვარ მიდგომას წარმოაჩენს: ერთნი ქედს იდრეკენ ჭეშმარიტების წინაშე, ხოლო სხვები ცდილობენ თვით ჭეშმარიტებას მოადრეკინონ ქედი და შეუხამონ იგი საკუთარ გემოვნებას. ასეთნი საკუთარი ჭკუისამებრ აღიქვამენ მას: თუ ერთნი სულის გაშლას ესწრაფვიან, რათა ჭეშმარიტების უსასრულო ზეცას ჩაეკონონ, სხვები თავიანთი მოკლე ჭკუის ვიწრო ნაჭუჭში ცდილობენ მის შეტევას _ რომლის გამოც, ჭეშმარიტის უმცირეს ნაწილს თუ ეზიარებიან; მაშინ როდესაც, ერთნი კოლიზეუმის არენაზე სახარებისთვის იტანჯებიან, უდაბნოებსა და სენაკებში იღვწიან და სიცოცხლესაც კი არ იშურებენ მისთვის, სხვები თავიანთი მყუდრო, "სამეცნიერო კაბინეტებში, კალმით ოპერირებენ, ჭრიან, ამოკლებენ და ამახინჯებენ სახარებას" (ვ. მარცინკოვსკი. იქვე).
თანამედროვე კრიტიკოსები "მჭევრმეტყველებენ" ღვთის სიტყვის გარშემო და თავიანთი მატერიალისტური, მდაბალი და მდაბიო გაგებით ცდილობენ მის ჩამოქვეითებას, მიკერძოებულნი ფაქტებს კი არ ემორჩილებიან, არამედ თვით ცდილობენ ფაქტების "დამორჩილებას" თავიანთ მოთხოვნილებათა საამებლად.
სახარების წინააღმდეგ ამხედრებული ბომონდი გვაგონებს ქრისტეს იმ მოკიცხართ, რომლებმაც "შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალთაგან გვირგვინი და იწყეს მოკიცხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყვიდეს მას და დაიდგნიან მუხლნი და თაყვანი-
დღემდე ისმის ქრისტეს კიცხვა და ვითომცდა აქებენო _ დითირამბებითაც ამკობენ მას ("დაიდგნიან მუხლნი და თაყუანის სცემედ მას..."). სამართლიანად ბრძანებდა დოსტოევსკი: "ეშმაკი ებრძვის ღმერთს, ხოლო ბრძოლის ველი ადამიანთა გულებია"-
დღეს მრავალი განსჯის და აკრიტიკებს სახარებას, მაგრამ მოვა დრო და სახარებით განიკითხებიან კრიტიკოსნი: "რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანაისკნელსა დღესა" (იოანე 12:48).
და ეს სიტყვა მარადიული სახარებაა!