Главное меню:
ვ. ვ. სმირნოვი
კიდევ ერთხელ სერაფიმე საროველის შესახებ
წიგნიდან "III რომის დაცემა"
დღეს ქრისტეან-
ამ "პროცესზე" დიდი და სრულიად მიზანმიმართული ზეგავლენა მოახდინა მიტრ. სერაფიმ ჩიჩაგოვმა, რომელმაც საროველი მოხუცის ცხოვრება მანამდე უცნობი და ყოვლად დაუსაბუთებელი აპოკრიფებით "გაამდიდრა". ისტორიკოსი ვ. ა. სტეპაშკინი თავის წიგნში "Преподобный Серафим Саровский: предания и факты" ("ღირსი სერაფიმ საროველი: გადმოცემა და ფაქტები") საარქივო დოკუმენტებზე (ფოტოსურათებითურთ) დაყრდნობით იმოწმებს უამრავ ფაქტს, რომელიც ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც წერენ მიტრ. სერაფიმ ჩიჩაგოვი და სხვები.
განსხვავებები იწყება პირდაპირ მოხუც სერაფიმეს დაბადების თარიღიდანვე. სინოდალურ "ცხოვრებებში" წერია, რომ ის დაიბადა 1759 წელს, თუმცა 1786 წლის "საროვის უდაბნოს ბერთა სიაში" სახელი სერაფიმე გვხვდება პირველად მისი სრული ასაკის, 32 წლის მითითებით. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ ღირ. სერაფიმე დაიბადა 1754 წელს. ეს დასტურდება გვიანდელი, კერძოდ, 1796, 1797, 1798 და 1799 წლებში მოსაგრე მონაზონთა უწყებებიდან, სადაც შესაბამის თარიღებს შეესატყვისება ასაკი: 42, 43, 44 და 45 წლები. შედეგად, ყველა მოვლენა, რომელიც თავს გადახდა ღირ. სერაფიმეს, შეემთხვა ადამიანს, რომელიც ხუთი წლით უფროსი იყო მასზე. მაგალითად, პროხორეს ბერად აღკვეცა მოხდა 1786 წლის 13 აგვისტოს, ანუ მაშინ, როდესაც ის ჯერაც 32 წლისა იყო და არა 27-
სარანსკის, ნიჟნი ნოვგოროდისა და არზამასის არქივებში არ დასტურდება საროველ ბერებზე, კერძოდ კი სერაფიმე საროველზე გლეხების თავდასხმის ისტორია. პერსონალური საქმე, რომელიც 1903 წლისთვის, ანუ მხცოვანის კანონიზაციის მომენტისთვის არსებობდა და რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ეს ფაქტი, დღემდე არავის უპოვია. დიდია ვარაუდი იმისა, რომ პროხორე არ ჩამოვარდნილა სამრეკლოდან, რადგან ის უბრალოდ არც არსებობდა. ახალი მონაცემების ისეთი მიზანსწრაფულმა მეძიებელმაც კი, როგორიც იოასაფია (მის შესახებ ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ), ვერც ერთ თავის გამოცემაში ვერ გაბედა სიტყვა "სამრეკლოც" კი ეხსენებინა. სამრეკლოს შესახებ პირველ ცნობას მხოლოდ 1863 წელს ვხვდებით და შეუძლებელია ავტორიტეტულ წყაროდ იქნას განხილული.
დიდ ეჭვს ქვეშაა აგრეთვე ქვასთან დაკავშირებული ისტორია, რადგან მოცემული ფაქტი აღწერილია სერაფიმეს ბიოგრაფიაში, რომელიც გამოსცა მღვდელმონაზონმა სერგიმ 1841 წ. (ავტორის მითითების გარეშე, წიგნის წინასიტყვაობას თან დართული აქვს მხოლოდ ინიციალები И.С. (ანუ Иеромонах Сергий). მაგრამ მონასტრის არქივში არსებობს იღუმენ ნიფონტის წერილის შავი დედანი, რომელიც "ქვაზე ლოცვის" ფაქტს ეჭვ ქვეშ აყენებს: "გარდაცვლილი მღვდელმონაზვნის, სერაფიმეს ცხოვრების წაკითხვის შემდეგ, რომელიც ჩემთვის ცნობილი პიროვნების მიერ არის შედგენილი, მაქვს პატივი განგიმარტოთ, რომ მე არ უარვყოფ მისი (სერაფიმე საროველის -
ისტორიკოსი ვ. სტეპაშკინი იხრება იმ ვერსიისკენ, რომ ქვა ასე თუ ისე არსებობდა, მაგრამ, კარგად უწყოდა რა "რასკოლთან" სინოდალური ბრძოლის მეთოდების არსი, სრულიად კანონზომიერად უჩნდება ეჭვი ქვაზე ლოცვის ისტორიასთან დაკავშირებით.
კიდევ უფრო საეჭვოა ის ფაქტი, რომ თითქოსდა ღირ. სერაფიმე ქვაზე ლოცულობდა მუხლმოყრით, როგორც ლოცულობენ ლათინები (ძველი ეკლესია უარყოფდა ამ ჩვეულებას, რადგან იმის შემდეგ, რაც მაცხოვარი პილატეს წარუდგინეს, რომაელმა ჯარისკაცებმა დაწნეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს, თანაც "მუხლს იყრიდნენ მის წინაშე და დასცინოდნენ" (მათე 27:29). დიდია ვარაუდი იმისა, რომ სერაფიმეს მიერ ქვაზე ათასდღიანი ლოცვის ლეგენდა გაჩნდა იმ მიზნით, რათა გაემართლებინათ ლათინური სიახლე: მუხლმოყრითი ლოცვის პრაქტიკა, რომელსაც ნიკონიანელი რეფორმატორები იმხანად აქტიურად ნერგავდნენ თავიანთ ეკლესიაში.
აუცილებელია ვახსენოთ კიდევ ერთი ცნობილი მოვლენა, რომელიც შორეულ უდაბნოში მოხდა. იქ იყო სკა, რომელიც დათვებს იზიდავდა. მღვდელმონაზონ იოასაფის (ივან ტიხონის ძე ტოლსტოშეევი) "თქმულებაში", რომელსაც საროველმა ბერებმა "უცხოთსტუმარი" ("чуждопосетитель") შეარქვეს, შეტანილია "დივეევოს მხცოვანი მონაზვნის, მატრონა პლეშჩეევას თქმულება", რომელიც ჰყვება თუ როგორ აპურებდნენ დათვს ის და სერაფიმე. იყო კი ასე სინამდვილეში?
ვ. სტეპაშკინი: "ჯერ ერთი, მატრონა საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც სერაფიმე შორეულ უდაბნოში ცხოვრობდა. მეორეც, რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდში, ნაპოვნია საქმე სახელწოდებით: "Выписка из книги о жизни и подвигах Серафима Саровскаго 1849г. (разсказ монахини, как она выдумала чудо Серафима Саровскаго)" ("ამონაწერი წიგნიდან სერაფიმე საროველის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე (მონაზვნის მონაყოლი, როგორ გამოიგონა მან სერაფიმე საროველის სასწაული)): "... ეს თქმულება, როგორც მატრონა პლეშჩეევამ სიკვდილის წინ აღიარა, იღუმენ იოასაფს შეუთხზავს: იმის შიშითა და შეგნებით, რომ უფალი ჯერაც სწყალობს მას (მატრონა პლეშჩეევას -
აი, როგორ ახასიათებს იღუმენი ესაია II იოასაფს, მისი "თქმულებების" პირველი გამოცემისთანავე: "ივან ტიხონის ძის (ტოლსტოშეევის) ახალი ქმნილება სერაფიმე საროველის სასწაულებზე ჯერ არ მინახავს და არც მიმაჩნია საჭიროდ მისი ნახვა, რადგან მართალი მხცოვანის ცხოვრება მე უფრო ვიცი, ვიდრე ივან ტიხონოვმა. საკვირველია, როგორ სჯერა პუბლიკას ახალი მუჰამედის. ივანეს თვითნებობით აღწერილი სასწაულები არ იმსახურებენ ნდობას, უფრო ზუსტად სულაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენ ვიცით"...
იხ. აგრეთვე: არქიეპისკოპოსი პავლე. "ახალმოწესეთა "წმინდანი" სერაფიმე საროველი"