Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია
მარადიულმა ღმერთმა, წმ. სამების მეორე იპოსტასმა, სიტყვამ ღმრთისა და ძემ ღმრთისა, შობილმა მამისგან "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა", უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, განკაცდა რა "სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა", შეიმოსა სრული ადამიანური ბუნება, განიცადა ჯვარცმა და საკუთარი სისხლით კაცთა მოდგმა ცოდვის წყევისგან გამოისყიდა. ამ მსხვერპლით უფალმა განწმინდა, აკურთხა და ერთ წმიდა საკრებულოდ შეჰკრა მისდამი მორწმუნენი. "ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით, და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო" (ეფეს. 5:25-
ვერავითარი ამსოფლიური დევნა თუ შეჭირვება ვერ შემუსრავს ეკლესიას. ის შეუძლებელია გაქრეს ან დაკარგოს ჭეშმარიტება და სიწმიდე, რამეთუ, როგორც მარადიულია და უცვალებელია თავი მისი ქრისტე, ასევე მარადიული და უცვალებელია მისი სხეული -
ეკლესიაში არასოდეს შეწყდება ღვთის დიდება და მსახურება და, როგორც წმიდა მოციქული პავლე მოწმობს, იქნება "დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესუსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ." (ეფეს. 3:21). მოციქული პავლე ასეც გვმოძღვრავს: "ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული" (ეფეს. 4:1-
რადგანაც, ყოველნი გარდაცვალებულნი მართალნი და წმინდანნი ცოცხალ არიან ღმრთის წინაშე (შეად. მათე 22:23) და მარადიულ სასუფეველში განისვენებენ, ეკლესიაც, არა მხოლოდ ჩვენ, ანუ ამქვეყნად მოღვაწე მართლმორწმუნე ადამიანებს, არამედ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს, ღმრთისმადიდებელ უხორცო ძალთ, პირველშესვენებულ მამაებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მოწამეებს, ღირ მამებსა და მართალ სარწმუნოებაში ღმრთივსათნო ღვაწლში გარდაცვალებულთაც შეჰკრებს. სწორედ ამიტომ ვევედრებით მათ გარდაცვალებულ სულთა საოხად და გვწამს, რომ ჩვენი ლოცვები და ვედრებანი შესმენილ იქნება ღმრთის მიერ სწორედ იმიტომ, რომ როგორც წმინდანნი, ასევე ჩვენ და გარდაცვალებულნი ერთმორწმუნე მამანი და ძმანი ჩვენნი, -
ამრიგად, ეკლესია, როგორც მართალთა საკრებულო, ღვთიური და მადლშემოსილი სიცოცხლეა მთელს სამყაროში. ის არის ტრანსცენდენტური (საიქიო) და იმანენტური (სააქაო) ყოფიერების ერთობა, რომლის შემეცნება ადამიანურ გონებას აღემატება, ამიტომაცაა იგი რწმენის საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მის წევრთა ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებაში იხსნება. ეკლესია არის კიბე ცასა და მიწას შორის, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ღმრთისა და ადამიანის კავშირი.
ეკლესია თავისი ამქვეყნიური დანიშნულების შესახებ გვასწავლის რომ ეკლესია (მებრძოლი), ეს არის ღვთისგან დაწესებული ერთობა კაცთა, რომლებიც შეერთებულნი არიან მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ღვთის სჯულით, იერარქიით და წმიდა საიდუმლოებებით. მასში დამკვიდრებულია სულიწმიდის მადლი, მასში მუდამ ჰგიებს ქრისტე მაცხოვარი, რომელმაც უბრძანა მოციქულებს: "მე თქვენთან ვარ "ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:20).
ეკლესია არის ქრისტეს საქმის გამაგრძელებელი, რომლის მოსვლის აზრი და დანიშნულება წარწყმედილთა მოძიება და ცხოვნება იყო, ამიტომაც, ცოდვილთა განათლება და მეორედ შობა (იგულისხმება ნათლისღების საიდუმლო) ახალი ცხოვრებისთვის არის "შეერთება მათი ქრისტესთან და მამა ღმერთან და ამგვარად მოყვანება მათი ღვთის სასუფეველში არის აზრი და დანიშნულება ეკლესიისა" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბ. 1990 წ. გვ. 51-
ამრიგად, ეკლესია -
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.) ბრძანებს: "ვინაიდან სიტყვა "ეკლესია" სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: "რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო, ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას. ეს თქვა და დაითხოვა კრებული" (საქმე 19:40) და რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს, და სხვებს, ამიტომაც, სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა, კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში. ამიტომაც, ნუ იკითხავ უბრალოდ: "სად არის ეკლესია", არამედ იკითხე: "სად არის კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესია", რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და დედა ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი" და ეძიე მისი ნიშნები.
ეკლესიაში უხილავს წარმოადგენს ღვთიური მადლმოსილი ძალა, რომელიც თავისი მოქმედებებით ასულდგმულებს მას; კერძოდ, სეკლესიო საიდუმლოთა გარეგნული ფორმებისა და გამოვლინებების განუხრელი დაცვით აღესრულება მასში ღვთიური ძალის მოქმედება ანუ მოგვეწოდება მადლი ღვთისა.
უფლის ნებით, სწორედ საეკლესიო საიუდმლოთა გრეგული ფორმებითა და წმიდა დადგენილებებით განცხოველდება ეკლესია, რომელიც წმიდად და შეურყვნელად უნდა დავიცვათ. ეს არის კონკრეუტული ფორმა ეკლესიისა და ამ თვალსაზრისით მას, როგორც ღვთისგან დადგენილ ერთობას, თავისი განსაზღვრული წყობა გააჩნია. ამიტომაც, არ არის ის უსახური ან წუთისოფლის მოთხოვნილებებსა და ადამიანის ცოდვილ მიდრეკილებებს დაქვემდებარებული დაწესება, არამედ მარადიული სიცოცხლეა ღმერთში.
ხოლო პირველი და უმთავრესი ნიშანი ქრისტეს ეკლესიისა, -
ჭეშმარიტი ეკლესიის თავი არის ქრისტე, ამიტომაც, ეკლესია ქრისტეს მიერვე დაფუძნებულ იერარქიულ წყობას ექვემდებარება, რათა უმაღლეს იერარქიულ წოდებათაგან განწმენდის მადლი, კურთხევა და მოძღვრების სიბრძნე უქვემოეს წოდებებს გადმოეცეთ.
ყოველივე, რაც საეკლესიო ცხოვრების მოწმობისა და მართალი სარწმუნოების განსამტკიცებლად -
ამრიგად, ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას გააჩნია განუწყვეტელი იერარქიული მემკვიდრებოა, შეურყვნელი მოძღვრება და საიდუმლოებანი. ეკლესიაში სულიერი შემეცნების მადლი მარადიულია, შედეგად სარწმმუნოება მისი, მოციქულთა დროიდან ვიდრე აღსასრულემად სოფლისა, -
ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობა დოგმატური, კანონიკური, ლიტურგიკული და ტრადიციული (საწესჩვეულებო) ხასიათით არის განპირობებული, რაც მისი მადლმოსილების ერთადერთი პირობაა. ამიტომაც, მსოფლიო საეკლესიო კრებათაგან განმტკიცებულ დოგმატურ-
ახლა კი განვიხილოთ, თუ რამდენად ახასიათებთ ჩვენს მიერ თუნდაც საკმაოდ ზოგადად ჩამოყალიბებული ნიშნები იმ მრავალრიცხოვან და გარვცელებულ აღმსარებლობებს, რომლებიც "ძლიერთა ამა სოფლისათა" მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან.
რომაულ-
ლათინები აშკარად უარყოფენ და "ყალბად" მიიჩნევენ წმ. მოციქულთა და წმ. საეკლესიო კრებათა მრავალ დადგენილებას. სამაგიეროდ, აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან განხეთქილების შემდეგ მოწვეულ თავიანთ კრებებს აკერებენ მსოფლიო კრების სახელს, "მსოფლიო ეკლესიის" თავად კი, ქრისტეს სანაცვლოდ, რომის პაპს მიიჩნევენ.
პაპისტთა ყველა დოგმატური და საწესჩვეულებო სიახლე აჩვენებს, რომ მათი ეკლესია ღმრთის დიდებას და კაცთა სულების ცხონებას კი არ ემსახურება, არამედ ცოდვილ მიდრეკილებებს ადამიანისა, განსაკუთრებით თავიანთივე მეუფეების ძალაუფლებისმოყვარებასა და ვერცხლისმოყვარებას, რომის პაპთა ამპარტავნულ ამბიციებს.
ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშნება არა აქვს არც ლუთერანთა, ბაპტისტთა, ორმოცდაათიანელთა, იეღოვას მოწმეთა და პროტესტანტთა მრავალრიცხოვან წარმონაქმნს! ყველა ისინი დასაბამს იღებენ არა მოციქულთა დროიდან, არამედ XV-
პროტესტანტებმა უარყვეს წმ. ეკლესიის ყველა მთავარი გადმოცემა და თავიანთ მოძღვრებაში თავი მოუყარეს ადრე არსებულ და შეჩვენებულ მწვალებლობებს; პატივს არ მიაგებენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმინდანებს, უარყოფენ საეკლესიო იერარქიას, საიდუმლოებებს, მარხვებს, დღესასწაულებს, თაყვანისცემას, პირჯვრისწერას, ხატებს, არ ლოცულობენ გარდაცვლილთათვის და სხვა.
ამრიგად, როგორც კათოლიკენი (პაპისტები), ასევე პროტესტანტები ქრისტეს ერთ, წმიდა და სამოციქულო ეკლესიას არ ეკუთვნიან და დღეისთვის მწვალებელთა პირველ კატეგორიას შეესაბამებიან; თუ ქრისტეს ეკლესიისთვის სარწმუნოებრივი და წეს-
ახლა ვნახოთ, აქვთ თუ არა "მართლმადიდებლურად" წოდებულ საკრებულოებს ნიშნები ქრისტეს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა.
"მართლმადიდებლურად" წოდებულ აღმოსავლეთის ეკლესიათა რაობის გამოსარკვევად საქართველოში გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესიაც შეიგვიძლია ავიღოთ, რომელსაც, თავის მხრივ, სარწმუნოებრივი და საწესჩვეულებო იგივეობა ახასიათებს აღმოსავლეთის ანალოგიურ საკრებულოებთან. თვალი უნდა მივადევნოთ რეფორმების იმ კურსს, რომელიც აქ XVIII საუკუნეში გატარდა და რომლის შემწეობითაც იმ დროისთვის უკვე შერყვნილ აღმოსავლეთის თანამოძმე ეკლესიებს დაემსგავსა.
საქართველოში მკვეთრი ანტიმართლმადიდებლური რეფორმატორული ღონისძიებები კათოლიკოს ანტონ I-
საქართველოს რუსეთთან მიერთებისა (XVIII ს.) და ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსმა ეგზარქოსებმა ანტონ I მიერ დაწყებული საქმე დააბოლოვეს და ქართული, "მართლმადიდებლურად" წოდებული ეკლესია, იმ დროისთვის უკვე მწვალებლობასა და სქიზმაში შთავარდნილი, ბერძნულის დარად გადაკეთებული რუსული ეკლესიის ზუსტ ასლად გარდააქციეს (ცნობილია, რომ XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის რეფორმის ორგანიზატორები იეზუიტები და უნიატები, ასევე ძალაუფლებას და პირველობის პატივს დახარბებული ბერძენი იერარქები იყვნენ).
ამრიგად, რუსულმა ადგილობრივმა ეკლესიამ, რომელიც IX-
1656-
ამ და სხვა უაზრო ბრალდებებს ძველმორწმუნეთა მტკიცე შემართება აღუდგა წინ. არც ერთი ნიკონიანური ცილისწამება არ დარჩენილა უპასუხოდ. ძველმორწმუნეებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლურობა ძველი საეკლესიო ჩვეულებებისა, რომელთაც წყევლა-
ამგვარად, უეჭველია, რომ ნიკონმა და მისმა მომხრეებმა ბერძენ იერარქებთან ერთად გაბედეს და ანათემას გადასცეს მსოფლიო მართლმადიდებლობა. მათ დაგმეს უძველესი აღმსარებლობა და საეკლესიო პრაქტიკა, რომელიც რუსეთმა ბიზანტიისგან მიიღო და 17-
"ყოველივეს, რაც საეკლესიო გადმოცემათა და წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა სწავლების საწინააღმდეგოდ ახალქმნილია, ან მოსალოდნელია შეიქმნას, ანათემა".
"ვინც დაუდევრად მოეპყრას ეკლესიის განმამტკიცებელ, ქრისტეანული ცხვორების დამამშვენებელ და ღვთისმოსაობაში დამმოძღვრელ წმიდა მამათა ღვთაებრივ განწესებებს, -
იგივეს ბრძანებს VII მსოფლიო საეკლესიო კრება თავის დადგენილებაში: "ჩვენ, ყველაფერში კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ძველ სჯულმდებლობას მივყვებით და წმ. მამათა განწესებებს ვიცავთ... ქრისტეანთა ბრალმდებლების მიერ ქმნილ სიახლეებს კი შევაჩვენებთ... ვინაც დაწერილი თუ დაუწერელი საეკლესიო გადმოცემათა დარღვევას მიჰყოს ხელი, -
ამრიგად, ნიკონიანელი რეფორმატორები და მათი მიმდევრები, თვიანთი უსჯულო ქმედებით თვითვე გამოეყვნენ ქრისტეს წმიდა ეკლესიას, მოაკლდნენ სულიწმიდის მაცხოვნებელ მადლს, ლოცვით შეწევნას და თავი საგეჰენიოდ გასწირეს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ რეფორმიდან განვლილი 300 წლის განმავლობაში ისინი ერთსა და იმავე აღმსარებლობაშიც კი არ იმყოფებიან, თანდათანობით იმასაც უარყოფენ, რაც ადრე წმიდად და ხელშეუხებლად მიაჩნდათ და გაუგონარი სიახლეებით "ამდიდრებენ" თავიანთ საკრებულოს.
ასე, მაგალითად, 18-
ამავე დროს, ყოველგვარი კრებითი განხილვის გარეშე, ახალმოწესეთა ეკლესიამ წყლის თავზე დასხმითი "ნათლობის" ლათინურ-
უკვე ჩვენს დროში, ახალმოწესეებმა შერყვნეს არა მხოლოდ საიდუმლო ნათლისღებისა, არამედ სხვა საეკლესიო საიდუმლოებანიც. მორწმუნეებს აღსარების გარეშე აზიარებენ, ნასაუზმევს, ღირსსა და უღირსს განურჩევლად, -
ახალმოწესეთ ეკლესიის უმეტეს ტაძრებში ლიტურგია სრულიდება არა მხოლოდ მწუხრისა და ცისკრის ლოცვების, არამედ ჟამნების გარეშეც და მიმსგავსებულია კათოლიკურ "მესა"-
"ცოდვათა მიტევების" მიზნით, ვრცელდება ჯანმრთელ ადამიანთა ზეთისცხების ჩვეულება, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მკაცრი საეკლესიო აკრძალვები არსებობს.
ყოველივე ეს და სხვა მრავალი დარღვევა, რაც ახალმოწესეთა "მართლმადიდებლურად" წოდებულ ეკლესიაში ხდება -
ამრიგად, ცხადი ხდება, რომ საქართველოში გაბატონებული, "მართლმადიდებელი" ეკლესია (აღმოსავლეთის ანალოგიური ეკლესიების მსგავსად) არ არის მართლმადიდებლური! ის არ არის მემკვიდრე ძველი, სამოციქულო ეკლესიისა, რამეთუ, ნათლისღების საიდუმლოს გაუქმების გამო დაკარგული აქვს ქიროტონია (სამღვდლო ხელდასხმა), არ გააჩნია მადლი და არც ერთი საეკლესიო საიდუმლო