Главное меню:
მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი)
დაბადებული 1909, გარდაიცვალა 1991 წლის 25 მარტს.
დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში
ეკლესიაში არაფერია საიდუმლო და დაფარული
საბოლოო წერილი კათალიკოს-
უპირველესად ის გვინდა მოგახსენოთ, რომ ამ წერილს ჩვენ მივაწვდით ყველა დაინტერესებულ ქართველს, რამდენადაც კი შევძლებთ მის გამრავლებას.
თქვენს მოსაზრებას, რომ "ეკლესიის საიდუმლოებანი არ უნდა გავიდეს ეკლესიის გარეთ", ჩვენ არ ვიზიარებთ იმიტომ, რომ გარდა ქრისტიანული დოგმატიზმით დაწესებული შვიდი საიდუმლოისა, ეკლესიაში სხვა საიდუმლო არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს.
ეკლესიაში არაფერია საიდუმლო და დაფარული არც ხელისუფლების ორგანიებისათვის და არც ხალხისათვის. ამიტომ ჩვენს მოქმედებაში არაფერი არაა დამალული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად და ყველასათვის გასაგებად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთბთ და ვცდილობთ გავაკეთოთ, უაღრესად სამართლიანია, დროულია და უცილებელია საქართვლოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის, ყველასთვის ერთად მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის.
აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეკლესიისთვის, ჩვენთვის და, ვფიქრობ, პირადად თქვენთვისაც უმჯობესი იქნებოდა არ დაგვჭირვებოდა ამ წერილის დაწერა. მაგრამ ვინაიდან თქვენ ეს არ ინებეთ, ჩვენც მივყევით მაღალი ღვთის შთაგონებას და ვწერთ ამ წერილს არა ჩვენი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და მოწყალებით.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ თქვენ რაიმე გასწავლოთ. გვინდა მხოლოდ გაუწყოთ ჩვენი აზრი და შეხედულება აქ მოხსენებულ საკითხებხზე პირდაპირ და დაუფარავად. და ეს პირდაპირობა სრულიებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითოს არად ვაგდებდეთ თქვანს მაღალ პატივსა და ღირსებას. რასაც გაუწყებთ და მოგახსენებთ, ქრისტიანულმა სიკეთმ სიყვარული სიმაღლიდან უნდა დაინახოს, განსაზღვროს და აღიაროს.
ჩენ არ ვიცით, როგორ განმარტაავს ლექსიკონი სიტყვას "პატრიარქი"; არც მიგვიმართავს ენკიკლოპედიისათვის; კიდეც რომ მიგვემართა, გვჯერა, ვერ გასცემდა იგი პასუხს ჩვენს კითხვას. ჩვენ ჩვენს გულს ვკითხავთ და გონებას.
პატრიარქობა პატივია ღვთაებრივი, რომლის ბადალი არ არსებობს ცისქვეშეთში. ამ პატივს საფუძვლად უდევს არა ერთი ღვთის კურთხევა; თავმდაბლობა, რომელმაც ღმერთის ხელებით ფეხები დაბანა მოციქულებს დიდ ხუთშაბათს; ანდერძი დაატოვებინა დავით აღმაშენებელს, დაემარხათ გელათის კრთან, რათა იქ მოსულ ქართველ ხალხს ფეხი დაედგა მიწაში მყოფი მისი მდუმარე გულისათვის. მაშასადამე, თავმდაბლობა არის პირველი ასო პატრიარქობისა.
მეორე ასო პატრიარქობისა არის დიდი სიწმინდე, რომელიც ეკლესიაში უნდა სუფევდეს პატრიარქის მოღვაწეობით. არ შეიძლება ეკლესიაში არსებული ბიწიერების გამართლება. ეკლესიის მსახურთა შორის რომ სიწმინდე უნდა სუფევდეს, ეს დოგმა არის სულიერი ჩვენი ცხოვრების. ვინც უარყოფს ამ ჭეშმარიტებას, იგი უარყოფს თვით ღვთაებას და მის დიდებას.
მესამე ასო პატრიარქობისა ეკლესიის მსახურთა სულიერი აღზრდაა. სულიერად დაბლა მყოფი სამღვდელო პირი ვერ წარუძღვება თავის მრევლს და ეკლესიას. შეუძლებელია ეკლესიაში იყოს სიკეთე და წესიერება, თუ მას არ ემსახურებიან კეთილი და გულით წმიდა შვილები ღვთისა. ეკლესიის ყველა მსახური უნდა იდგეს პატრიარქის უნათლეს მადლს შეფარებული და უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას თავისი სიტყვისა და საქმის გამო.
მეოთხე ასო სიტყვისა "პატრიარქი" არის ზრუნვა ერის სულიერ აღზრდასა და ამაღლებაზე. თუ პატრიარქი ივიწყებს ამას და ცდილობს ერს თავი შეაყვაროს თილისმობითა და ყალბი პათოსით, იგი ივიწყებს ღვთიურ საქმეს, მასზე მინდობილს და პირად განდიდებას ეძლევა.
მეხუთე ასო, რომელიც ავსებს სახელს დიდებულს, არის საეკლესიო სამეურნეო საქმიანობა. ხალხისგან შემოწირულ ფულს და ქონებას გზა უნდა მისცეს პატრიარქმა აზრიანი და წესიერი; მომჭირნეობამ და ზომიერებამ უნდა განსაზღვროს შემოსავლის მართებული გამოყენება; მრავალ მეტ-
მეექვსე ასოდ ჩვენ გვესახება მომავალი სამღვდელო დასის სწავლა და აღზრდა. ჩვენი პატარა სემინარია დიდ მომავალს უნდა ამზადებდეს ჩვენი ეკლესიის სულიერი ცხოვრებისათვის. ამ საქმის განუზომელი მნიშვნელობა განმარტებას არ საჭიროებს.
მეშვიდე ასო საეკლესიათაშორისო საქმეებს განეკუთვნება. საეკლესიათაშორისო ურთიერთობაც, რა თქმა უნდა, პატრიარქის ნათელმა გონებამ უნდა მართოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს როდი ქმნის მზიან ამინდს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში. ამიტომ დილით გაღვიძებული ეკლესია ჯერ უნდა რწყავდეს შიდა ცხოვრების ბაღს და შემდეგ აგზავნიდეს სხვათა მილოცვებს და მისალმებებს.
მერვე ასო სიტყვისა "პატრიარქი" არის საეკლესიო სამართალი. თუ ეს ასო ამოშლილია ამ სიტყვიდან, გაუგებარი ხდება ეს სიტყვაც და ეკლესიის საქმიანობაც; უპასუხისმგებლობა, ქაოსი, თვითნებობა და ათასგვარი გაუგებრობა დაეუფლება ეკლესიას. საეკლესიო სამართალი სისხლის სამართლის იდენტური არ არის. საეკლესიო სამართალი მადლცხებული ჭურჭელია, რომელიც იტევს ცისა და მიწის ჭეშმარიტებას ჩვენთა სურვილთა და საქმეთა გამოსაჩენად, დაავადებულ სულთა და ხორცთა განსაკურნებლად.
მეცხრე ასო სიტყვისა "პატრიარქი" არის საეკლესიო დებულება. დებულების გარეშე ან მოძველებული დებულებით საქმიანობა ბნელში ხელების ფათურს ნიშნავს და ამ გზით მიმავალი პატრიარქი ჩამორჩება მზეს და ცხოვრებას. ძველი ახალმა უნდა შეცვალოს და მაშინ ივლის რჩეული აღმავლობის გზით, მზის ნათლისა და ვარსკვლავებისკენ.
ჩვენ ამოვწურეთ სიტყვის "პატრიარქი" ყველა ცხრა ასო, მაგრამ არ გვითქვამს, რომ მას გვირგვინი ადგას ხელთუქმნელი, ფასუთქმელი. ეს გვირგვინი გამოძერწა ქრისტიანულ საუკუნეთა დინებამ: დევნამ, მოწამეობამ, მოთმინებამ, გამჭრიახობამ, სიბრძნემ და განსჯამ, გულმართლობამ... უნდა ახსოვდეს ამ გვირგვინის მატარებელ კაცს -
ბევრი რამ ნახა საქართვლოს ეკლესიამ წმინდა ნინოდან ჩვენს დრომდე. ჩვენ კაცს ველოდით -
იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტეანული გზა, მიხვეულ-
გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულიანტებთან კავშირსაც კი. ამას წინათ მასწავლებელი ქალის გალანძღვისთვის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე მაიზერას დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა: ვაი, რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?!
თქვენ ბატონო პატრიარქო, თქვენ პატრიარქობის დასაწყისიდანვე შეუდექით ახალგაზრდა სამღვდელოების გამრავლებას და ახალგაზრდა სამღვდელოება ხედავს, რომ თქვენ ხელს აფარებთ გარყვნილებას. თუმცა მამათმავლები მათ სძულთ, სამაგიეროდ უყვართ ლამაზი ქალები, უშაქრო ღვინო, ყომარბაზობა, ნადირობა და სხვა ასეთები.
ჩვენ არ გიზრახავთ, რომ სამეურნეო საკითხები არ გესმით; არ გქონიათ შემთხვევა ჩასწვდომოდით თუ რა არის არისტოტელეს "ოიკოს" და "ნომოს" -
მიმბაძველობის ფასი საყოველთაოდ ცნობილია, თქვენ კი ჩვენს მეზობლად მყოფ კათალიკოს-
პასუხი უდავოა: ის შვილია საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ მის მოღვაწეობას ეკლესია არ საჭიროებს. საქართველოს ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა თქვენ აგირჩიათ პატრიარქად, თქვენი ძმა კი არაფერში აურჩევიათ. დღემდე არ ვიცით, თუ რა თანამდებობაზეა იგი გაფორმებული საპატრიარქოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი უბოროტესად იყენებს თავისი ძმის მაღალ მდგომარეობას, მოურიდებლად ერევა საპატრიარქოს ყოველგვარ, განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობაში. იგი იმდენად მოურიდებელია, რომ მღვდელმთავრების საქმეებშიც ერევა და ჭკუას ასწავლის მათ. როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლო ნათესავებს საქართველოს ეკლესია მიგაჩნიათ თქვენს საგვარეულო საკუთრებად, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს არ მოსწონს ეკლესიისადმი თქვენი ასეთი დამოკიდებულება, მაშინვე იწყება ნერვიულობა, დაძაბულობა, ჭორაობა და მოუსვენარი ფუსფუსი. საკმარისი იყო მოგვეტანა თქვენთან თხოვნა მამათმავლების შესახებ, რომ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბუჰღალტრად მომუშავე თქვენს დას შეეწყვიტა ჩვენთან მისალმება და ლაპარაკი. როგორც ძველი მემამულე არ ინდომებდა, რომ ვინმე ჩარეულიყო მისი მამულის საქმეებში, ასევე თქვენ და თქვენიანები ვერ იტანთ, რომ ვინმემ გამოიჩინოს საქართველოს ეკლესიისადმი რაიმე დაინტერესება. ქართველი ხალხი -
საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ განიცადა წარსულში და დღეს სრულებით არაა იმის პირობები, რომ უსამართლობა ყვაოდეს ჩვენს ეკლესიაში. თქვენ ჩვენი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მართვა მამათმავლებსა და ვიქტორ შიოლაშვილს მიანდეთ, თავად კი უზენაესი ზედამხედველის მანტია მოიხურეთ და თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობთ. არ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ ეკლესია ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს, ყველას ერთად, მორწმუნესა და არამორწმუნეს. მალე ექვსი წელი შესრულდება, რაც თქვენ აღსაყდრდით საქართველოს საპატრიარქო დიდებულ ტახტზე. ახალგაზრდა მღვდლები გამრავლდა; გამრავლდა ცხვრის ფარა. მაგრამ უმწყემსოდ მყოფნი უნდა დატოვო მგლების შესაჭმელად, ანდა მგლებად გარდასაქმნელად?
უპატრონობა...
წყეული უპატრონობა...
ჩვენი მღვდლები, ახალგაზრდები...
შევასწავლეთ სახარების მხოლოდ წაკითხვა და გავუშვით ღვთისა და ბედის ანაბარა. აი, რა მოგვცა ამ ექვსმა წელმა.მოცემა კი ბევრის შეეძლო, ძალიან ბევრის. რომ ყოფილიყო ჩვენი პატრონი არა სიამაყე და განდიდება, არამედ მამა ჩვენი ძმობისა და სიყვარულის; არა მონური მორჩილება, არა დუმილი სიმართლის ნაცვლად, არამედ მეტყველება სიმართლისა. სიტყვა “მორჩილება” ბევრს სწორად არ ესმის. მორჩილება მონობას არ ნიშნავს. მონობა დამყარებულია ძალადობაზე, მორჩილების საფუძველი კი ღვთაებრივი სიყვარულია. სადაც არაა ღვთაებრივი სიყვარული, იქ მონობას ნათლავენ მორჩილებად. მაშასადამე, მორჩილად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიყვარულს ვეთაყვანებით, სასოების ვენახში ვშრომობთ, რომ მზე სხივებს ჰფენს ჩვენს ნამდვილ ძმობას, იბადება ჩვენში აზრი სანუკვარი და გონივრულად ვიყენებთ ღვთისგან ბოძებულ თავისუფალ ნებას. როცა ცდილობენ კაცს წაართვან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების სიცხოველე, თავის ერთ სიტყვას დაუმორჩილონ სხვათა აზრი, მისწრაფება, შრომა და გარჯა, მაშინ მყარდება სწორელ მონობა და ძალმომრეობა. თქვენი პატრიარქობის პირველ ორ წელიწადს იმედი გვქონდა თქვენი სიმართლის, თქვენს გარშემო მყოფი მონები ღვთისა, აღტაცებულნი ნდობითა და სასოებით, თქვენს მორჩილებაში ვიყავით და ვასრულებდით თქვენს ყოველ ნებას. გამოიკვეთა ჩვენს წინაშე ერის წინაშე თქვენი სახე, ოდნავ ღიმილს მიფარებული. თქვენი ღიმილი, თითქოს ტკბილი, სანდომიანი, ბევრ სიკეთეს რომ გვპირდებოდა, თურმე ფარავდა თქვენს იმ სახეს, რომელიც დრომ თანდათან გამოაჩინა, გამოიკვეთა ყველა თქვენი ნამდვილი ფიქრი და მისწრაფება, თქვენი რწმენა და ფილოსოფია -
თქვენი გაგებით, შიგნით ყველაფერს დაიპყრობდით მონობის ხერხით. უამისოდაც მიღწეული გქონდათ უკვე საკუთარ ხალხში ამაღლება და განდიდება, ალბათ, ამიტომ შეაქციეთ ზურგი ყველაფერს, რაც კი შექმნიდა ეკლესიის შიდა მადლსა და კეთილდღეობას. არ კითხულობდით ეკლესიის შინაურ ამბებს გარდა იმისა, რომ მღვდლებს ამრავლებდით; არ დადიოდით ჩვენს ეპარქიებში და თუ წახვიდოდით, ისევ და ისევ მხოლოდ თქვენი განდიდებისათვის. მიგყავდათ თან მთელი დასი სამღვდელოებისა და მოსეირენი ორასი ან სამასი კაცი. მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის შინაგანი სამყარო თქვენ გჭირდებოდათ, როგორც ტრიბუნა საკუთარი განდიდებისა, საყრდენი პუნქტი ზენიტისკენ ასამაღლებლად. თქვენს მიერ დაწერილ სააღდგომო, საშობაო და საახალწლო ეპისტოლეებსაც კი იყენებდით ამავე მიზნით. ხომ ცნობილია, რომ პატრიარქობა ათჯერ უფრო დიდი პატივია, ვიდრე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ექვსთაგან ერთი პრეზიდენტობა. ამასთანავე ყოველი პატრიარქი თავის სამწყსოს მართავს როგორც პატრიარქი და არა როგორც პრეზიდენტი. რა კავშირშია ქართველი ხალხის სააღდგომო ეპისტოლესთან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტობა? თქვენ პრეზიდენტი არ ყოფილხართ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხისა. თქვენ პატრიარქი ბრძანდებით ჩვენი, მაგრამ ხელს აწერდით ჩვენს ეპისტოლეებს, როგორც პატრიარქიც და პრეზიდენტიც. ისეთი მადა გაგეხსნათ განდიდებისა, რომ ვეღარ გაპურებდათ პატრიარქის სუფრის სიუხვე და პრეზიდენტის ღარიბ სუფრას იშველიებდით.
თქვენი მოღვაწეობის პირველი რიგისსაკითხად გაიხადეთ ეკლესიის საგარეო ურთიერთობა. მაგრამ, პირველ რიგში, მებაღემ საკუთარ ბაღს უნდა არგოს, მიხედოს გასხლას, გათოხნოს, წყლით მორწყას, შეწამლოს და როდესაც გაიფურჩქნება ვარდ-
ნიკორწმინდა კი... მისი გასაოცარი ჩუქურთმები ადიდებს მხოლოდ მეჩუქურთმეს და დედა საქართველოს, მაგრამ პატრიარქს არა. ყველას ადიდებს, მეუფეო ჩვენო, ჩვენი ტაძრები. ჩვენი ფრესკები და ყოველივე, რაც შეუქმნია თავისი შრომით, თავისი სისხლით, თავისი ოფლითა და აზროვნებით ჩვენს ერს დიდებულს; ყველას ადიდებს -
ო, ეს წყურვილი სულთამხდელი, განდიდების ცხელი წყურვილი! როგორ აწვალებს თვით პატრიარქს, ღვთისაგან რჩეულს; როგორ აიძულებს თვით მოყვასთაც, ერთგულებას მისას., თქვენ ვერ იტანდით სხვის აზრს, სხვის სიტყვას. გარეგნულად მშვიდსა და მომთმენს, მოსვენებას გიკარგავდათ სხვათა ნათელი აზრის გამოთქმა, ამის გამო ფაქტიურად უმოქმედო იყო ჩვენი სინოდი. სხდომების დროს სინოდის წევრებმა არ იცოდნენ, თუ რა საკითხი იდგა. სხდომა იწყებოდა და საკითხები ცნობილი ხდებოდა მხოლოდ თითოეული მათგანის განხილვის დროს, პირველ აზრს განსახილველ საკითხზე თქვენ გამოთქვამდით და შემდეგ ეკითხებოდით სათითაოდ სინოდის წევრებს: “თქვენ რას იტყვითო” ვინ გაბედავდა რაიმე ეთქვა წინააღმდეგი, როცა თქვენ უკვე განაცხადეთ, რაც გნებავდათ და როგორც გნებავდათ?
ზოგჯერ ისეთი გზით გინდოდათ განდიდების მოპოვება, რომ ბავშვური იყო, სასაცილოც და სავალალოც ის ოცნებები. მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ადგილის შეცვლა მართლმადიდებელ ეკლესიათა რიგით სიაში, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის კომპლექსის კვლავ საქართველოსთვის დაბრუნება. ვინ უნდა გაგეგზავნათ ჯვრის მონასტრის დიდ კომპლექსში, სამას ოთახში, როდესაც შიო მღვიმის უმოქმედოდ და მოუვლელად მიტოვებული “მოქმედი” მონასტერი დავკარგეთ იმის გამო, რომ ერთი ბერიც ვერ მოვნახეთ იქ გასაგზავნად? რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის კეთილდღეობისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა სიაში ჩვენი ეკლესიის ადგილის შეცვლას? ამით მხოლოდ თქვენი სიამაყე დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან სათქმელი გექნებოდათ: “ნახეთ, მე რა გავაკეთე, როგორი დაჩაგრული იყო ჩვენი ეკლესია და ჩემმა სიბრძნემ ამოიყვანა ჯურღმულიდან”. რაში გვჭირდება, ოცნებებს აყოლილნი ღობე-
1. ოთხ მამათმავალს უნდა ჩამოერთვას სამღვდელო ხარისხი და გაიგზავნონ ბეთანიაში.
2. უნდა განთავისუფლებულ იქნან საქართველოს ეკლესიაში მუშაობისგან პატრიარქის ოჯახის წევრები, რომელთაც მიღებული არა აქვთ სამღვდელო ხარისხი.
3. დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის კედლებიდან უნდა წაიშალოს პატრიარქისა და მისი “მოციქულების” ნახატები და მათ ადგილზე დაიხატოს წმინდანები.
4. კათალიკოს -
5. წმიდა სინოდმა უნდა დაიკავოს თავისი მოქმედი ადგილი ეკლესიის საქმიანობაში და გამოვიდეს იმ გაუგებრობიდან, რომელშიც იყო დღემდე.
6. ჩვენ წერტილს ვსვამთ ამ წერილზე, მაგრამ თუ არ აღსრულდება ჩვენი სამართლიანი ხუთი მოთხოვნა, წერტილი არ დაესმევა ჩვენს მისწრაფებას და მოქმედებას ამ მოთხოვნათა აღსასრულებლად.
სასურველია, მომავლისათვის პატრიარქმა გაიზიაროს ის აზრი, რომ არც დიდისა და არც პატარა ადამიანის აბუჩად აგდება, რა გზითაც არ უნდა იყოს ეს გამოხატული, ქრისტიანული მეთოდი არ არის; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დუმილი და არაფრის თქმა სიბრძნე არ არის, სიბრძნე არის ნაყოფი დიდი გონებისა, მეტყველებით განცხადებული. ისიც უნდა მოგახსენოთ, დიდო მეუფევ, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით გვაქვს შეგნებული ის დიდი გულისტკივილი, რაც ჩვენმა შვიდთვიანმა საქმიანობამ მოგაყენათ. მაგრამ ამავე დროს გვჯერა რომ არაფერი გვაქვს თქვენს წინაშე მოსანანიებელი, ვინაიდან ჩვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება ცათამდე სამართლიანია. თავიდანვე რომ არ ყოფილიყო ჩვენი ასეთი დაჯერება, არ გადაიდგმებოდა ჩვენგან არავითარიასეთი ნაბიჯი აღარ იქნებოდა არც შვიდთვიანი საქმიანობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და არ მივყვებით ზიგზაგებს, არამედ მივდივართ პირდაპირ, მართალი, პატიოსანი გზით. ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენც დიდი წამება მოგვაყენა ამ შვიდმა თვემ, იმ აშკარა უსამართლობამ, რომელსაც თქვენ იჩენდით ჩვენს მიმართ. საბოლოოდ, ვითარცა მონანი ღვთისა და ქრისტესმიერი შვილნი თქვენი მუხლს ვიდრეკთ თქვენი მაღალი პატივის წინაშე და გემუდარებით: დატოვეთ განდიდების ყალბი მწვერვალი და შეუდექით თქვენი მოვალეობის შესრულებას. თქვენ მომავალი განგადიდებთ არნახულად, არგაგონილად.
შიო ავალიშვილი -
ამბროსი ქათამაძე -
30 ივნისი, 1983 წელი, ქალაქი თბილისი.