Главное меню:
ეკლესია და პოლიტიკა
ჭეშმარიტი ქრისტეანობა, ანუ მართლმადიდებლობა ასწავლის, თუ როგორ არის შესაძლებელი ადამიანი თავისუფალი გახდეს ვნებითი მიდრკილებებით შეპყრობილ სამყაროში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება ხშირად ძალადობითაც იმორჩილებს პიროვნებას. ჭეშმარიტი თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ეს ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა და საკუთარ ვნებისმიერ მიდრეკილებათაგან გათავისუფლებაა, რაც ადამიანის თავისუფალი ნებით და საღმრთო მადლისმიერი შეწევნით მიიღწევა. როგორც წმ. სახარება ბრძანებს: "სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ". მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი დაქვემდებარებულია ქრისტეანული ზნეობისგან განძარცულ პოლიტიკას. ეს დამონება ტოტალურია, რამეთუ პოლიტიკით გატაცებულ ადამიანთა უმეტესობა ჭეშმარიტი, ქრისტეანული ეთიკური ფასეულობების გარეშე დარჩა. დღევანდელ პოლიტიკაში ქრისტეანული მორალი და საკუთრივ პოლიტიკა განცალკევებულია ერთურთისგან რაც, თავის მხრივ, ილუზორული ჰუმანიზმის შედეგია, რომელიც ადამიანის გონებასა და შემეცნებას აღმერთებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის გონება იმ ძალად მიიჩნევა, რომელსაც თითქოსდა ძალუძს ჩიხში მოქცეული კაცობრიობის გამოყვანა, ბუნებასა და საკუთარ თავზე ძალაუფლების მინიჭება და მოჩვენებითი თავისუფლების მოპოვება.
რელიგიური მეთვალყურეობისგან განთავისუფლებული ეს ეთიკა უკვე ღმერთში კი არ ეძებს თავის საყრდენს, არამედ საკუთარ თავში, რაც არარელიგიური ადამიანის გონიერი აქტივობის პროდუქტში -
მართლმადიდებლობის საპირისპიროდ, ეთიკასა და კანონზე პოლიტიკის პრიმატი ახალი დროის ნიშნად აღიქმება. რელიგიური (ჩვენს შემთხვევაში ქრისტეანული) ზეგავლენისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა ადამიანის საქმიანობის ავტონომიური დარგი გახდა. ასეთი პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების წინაშე მდგარი მიზნების ფორმულირებას აყალიბებს და მათი განხორციელების საშუალებებს ეძებს, გარკვეული სოციალური ინტერესებით, ეკონომიკური გამორჩენითა და იდეოლოგიური ორიენტირებით ხელმძღვანელობს -
პოლიტიკის მეცნიერულ-
ჭეშმარიტი ქრისტეანობა სარწმუნოების საშუალებით ყოველთვის აკავშირებდა და აკავშირებს პოლიტიკას ზნეობასთან და სამყაროში მიმდინარე პროცესებს სწორედ სარწმუნოებრივ განზომილებებში განიხილავს; ამასთანავე, შეახსენებს კაცობრიობას, ამქვეყნიურ, წარმავალ მიზნებზე, მიდრეკილებებზე, მოქმედებებზე და ფასეულობებზე უმეტესი ღირებულებების არსებობას, რომელიც ადამიანთა არსებობის უმთავრესი დანიშნულების აზრის შემცველია.
შესაძლებელია თუ არა, რომ ეკლესია ჩადგეს გარკვეული პოლიტიკური ძალების სამსახურში?
ეკლესია ყოველ
ნებისმიერი პოლიტიკური ფორმა, როგორც წარმავალი და არამარადიული სტრუქტურა, უვარგისია ეკლესიისთვის. ამა თუ იმ პოლიტიკური წყობის ვარგისიანობა თუ საჭიროება მარადიული ღირებულებების მისაღწევად, მხოლოდ სულის ცხოვნებისთვის მებრძოლი ეკლესიის ხელისშემწყობი დანიშნულებით მოიაზრება. თავისთავად კი არც ერთი პოლიტიური წყობა ეკლესიის თვითმიზანი არ გახლავთ, და ეს სრულიად ბუნებრივია. ეკლესია, როგორც არაპოლიტიკური დაწესება, პოლიტიკური ამბიციების მისაღწევი არც იდეოლოგიური სტრუქტურა
ეკლესია შეიძლება ნეიტრალურად იყოს განწყობილი ამა თუ იმ სახელმწიფო წყობილების მიმართ, ანტიქრისტეანი ნერონისა იქნება ის თუ ათეისტი კომუნისტებისა, მაგრამ მხოლოდ იმ აზრით, რომ ის არ ეწევა პოლიტიკურ ბრძოლას და კეისრის სამეფოში ურთიერთმოქიშპე პოლიტიკურ ძალთა შორის რომელიმეს მხარდაჭერა არ ჩვევია და თუ მაინც ხდებოდა ასეთი რამ ძველ საუკუნეებში, ასეთი არჩევანი იმდროინდელი ქრისტეანობის სახელმწიფო მნიშვნელობით განისაზღვრებოდა, რამეთუ დღევანდელობისგან განსხვავებით, ქრისტეანობა მაშინ სახელმწიფოსგან გამოყოფილი არ ყოფილა. პოლიტიკურ ამბიციებში კი ეს მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, კერძოდ, მართლმადიდებლური ეკლესიის სვე-
პოლიტიკურ ძალთადმი მიუმხრობლობა კიდევ იმიტომ ახასიათებს ეკლესიას, რომ ის ზეპარტიული, კაცობრიობის ამქვეყნიურ ინტერესებზე აღმატებული, არა კაცობრივი, არამედ, კაცთა საცხოვნებლად დაფუძნებული საღმრთო დაწესებაა. ეკლესია ყველას დედაა, ვინც კი მოისურვებს მასთან დაბრუნებას,
მეტიც, მოქიშპე ძმებს შორის მას ყოველთვის შემრიგებლური, მშვიდობისმყოფელი მისია აკისრია. ეკლესია იესუ ქრისტეში აერთიანებს ყველა ადამიანს, ამდენად, მისი ფუნქცია ნებისმიერი კაცობრივი დაწესებულების, პარტიის და თვით კეისრის ძალაუფლებაზეც აღმატებულია.
სხვაგვარია ეკლესიის ცალკეულ წევრთა, მართლმადიდებელ მორწმუნეთა მდგომარეობა. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ განეკუთვნონ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას თუ საზოგადოებას, აწარმოონ პოლიტიკური ბრძოლა, მაგრამ ერთი პირობით: მათი პოლიტიკა ქრისტეანულ მორალთან, სინდისთან, ზნეობრიობასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რადგან მაშინ, პოლიტიკური ბრძოლის კრიტერიუმები ყოველთვის განსაკუთრებულად რელიგიური და ზნეობრივი იქნება.
"oldorthodox.ge".