Главное меню:
უნდა ატარებდეს თუ არა მღვდელი
სასულიერო კაბას ყველგან და ყოველთვის?
რედაქციისგან: სულ ახლახან რამოდენიმე პიროვნება დაინტერესდა საკითხით -
ავტორი: დეკანოზი იგორ საბა.
უნდა განსხვავდებოდეს თუ არა მღვდელმსახური მკაფიოდ და მკვეთრად გარემომცველი ადამიანებისგან თავისი შესამოსელით? ლაპარაკია არა საღვთისმსახურებო შესამოსელზე, რომლითაც მღვდელი ტაძარში მსახურობს, არამედ ე. წ. სასულიერო "კაბაზე". საღვთისმსახურებო შესამოსელი (სტიქარი, ეპიტრაქილი, სამაჯურები, სარტყელი, ფილონი და ა. შ. -
როგორც არქიმ. კიპრიანე (კერნი) აღნშნავს თავის წიგნში "მართლმადიდებლური სამოძღრო მსახურება" ("Православное пастырское служение"), აუცილებელია, რათა მღვდელმა სასაცილო მდგომარეობაში არ ჩააგდოს "თავისი სულიერი სამოსი. მაგალითად, როგორი სანახავია სასულიერო კაბით შემოსილი მღვდელი, მხრებზე გადაშლილი გრძელი თმებით, მკერდზე გადმოკიდული ჯვრით, მხარზე გადმოდებული ტომრით და რძით სავსე ბოთლებით ხელში. ამგვარი მღვდლის დანახვამ შეუძლებელია გამვლელებში ღიმილი არ გამოიწვიოს. მაშინ მღვდელი თვითონაც იგრძნობს თავს უხერხულად". საკითხი საყოფაცხოვრებო სამღვდლო შესამოსელის შესახებ განხილულ უნდა იქნას რამოდენიმე, კერძოდ, კანონიკურ, ისტორიულ და მისიონერულ ასპექტებში.
არსებობს თუ არა კანონი, რომელიც არეგულირებს მღვდელმსახურის საყოფაცხოვრებო შესამოსელის საკითხს? ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერისკაცთაგან მღვდლები თავიანთი სამოსით თუ არა? როდის და რისგან გაჩნდა ასეთი განსხვავებანი? ეხმარება თუ არა შესამოსელით განსხვავება საეკლესიო სამახარობლო საქმეს თანამედროვე მსოფლიოს პირობებში? აი სამი მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი.
საეკლესიო კანონები ყოველდღიური სასულიერო შესამოსელის შესახებ
არქიმანდრიტი კიპრიანე (კერნი) წერს, რომ "ყოველდღიური სასულიერო შესამოსელის შესახებ არავითარი კანონიკური განწესება არ არსებობს". მართლაც, მღვდელმსახურის ტანისამოსი კანონებში ნახსენებია მხოლოდ რამოდენიმეჯერ, და ისინიც არაფერს განაწესებენ ფორმასთან ან ფერთან დაკავშირებით.
VI მსოფლიო კრების 27-
ერთის შეხედვით, აქ ლაპარაკია მღვდლის "შესამოსელის" რომელიღაც, უკვე სავალდებულოდ დაწესებულ და განსაზღვრულ ფორმაზე. ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილოში) ასეც განმარტავს ამ კანონს: "კანონი ნათელია. როგორც ტრულის კრების დროს განწესდა სამღვდლო შესამოსელი, დღესაც ეს საკითხი ასეა დარეგულირებული ადგილობრივი ეკლესიების სჯულმდებლობით, და ამიტომაც, ყოველი კლერიკოსი მას უნდა დაემორჩილოს; სხვაგვარად, ამავე კანონის მიხედვით, ის უნდა განეყენოს მღვდელმსახურებას ერთი კვირით". მაგრამ, აშკარაა, რომ ის შეცდა. არავითარ განწესებას ამ საკითხზე ჩვენს დრომდე არ მოუღწევია, ხოლო მღვდელმსახურთა საყოფაცხოვრებო სამოსი, თვით მსოფლიო კრებათა ეპოქაშიც, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდებოდა.
უფრო ძველ კომენტატორებს 27-
ზონარა წერს, რომ შეუფერებელი სამოსი -
ბალსამონი აზუსტებს, რომ "კლერიკოსისთვის შეუფერებელი სამოსი ის კი არ არის, რასაც მეომრები ატარებენ, რამეთუ, კლერიკოსი ოდესმე თუ ჩაიცმევს ამგვარ სამოსს მკაცრ სასჯელს დაექვემდებარება, არამედ ძვირფასი, ოქროთქსოვილი, მარგალიტებით მოვარაყებული და მეწამული ფერის ფოჩებიანი ტანისამოსი; რადგან კლერიკოსები უნდა იყვნენ სათნოებისა და კეთილსახოვნების, და არა სიმდიდრისა და არაკეთილსახოვანი ცხოვრების ნიმუშები". აი ასეთი ტანისამოსი არ შეეფერება მღვდელმსახურს 27-
ჯეროვანი იქნება აქ გავიხსენოთ პაპ კელესტინეს (V ს.) სიტყვები, რომელიც ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდა: "კლერიკოს სხვებისგან განასხვავებს განათლება და არა სამოსი, ქცევა და არა შესამოსელი, გონების სიწმიდე და არა მორთულობა".
მღვდლის საყოველდღეოდ სატარებელ ტანისამოსთან დაკავშირებულ ჩვენს დასკვნას ადასტურებს კიდევ ერთი განწესება:
VII მსოფლიო კრების 16-
ამ კანონში დამოწმებული წმ. ბასილი დიდის სიტყვები, საერთოდ, როგორც განსაკუთრებული, მღვდელთათვის ცალკე განკუთვნილი სამოსის იდეის მხილებადაც კი შეიძლება გავიგოთ.
მღვდელთათვის განკუთვნილ სამოსელთან დაკავშირებულ კანონთა რიგს ასრულებს ღანგრის კრების 12-
ეს კანონი ამხელს საპირისპირო უკიდურესობას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სამღვდელოება ატარებდა "საზოგადო და ჩვეულებრივ სამოსს".
სპეციალურ, საყოფაცხოვრებო ვითარებაში სატარებელ სამოსზე ლაპარაკია მხოლოდ თანამედროვე საეკლესიო დადგენილებებში, ისიც მოყოლებული XX საუკუნიდან. ეს არის წმიდა სინოდის დადგენილება საშტატო (საერო) ტანისამოსის ტარების შეწყნარებასა და თმის ჩვეულებრივ შეჭრაზე იმ მღვდელმსახურთათვის, რომლებიც უცხოეთში მსახურობენ. ასევე უწმიდესი სინოდის 1934 წლის 11 მაისის დადგენილება "სასულიერო პირთა მიერ საერო ტანისამოსის ტარების შესახებ", რომელიც, არსებითად შეცვლილი მსოფლიოს პირობებში (მართლმადიდებლური იმპერია უკვე წარსულს ჩაბარდა), შესაძლებლობას აძლევდა სამღვდელოებას ჩვეულებრივ ყოფაში ეტარებინათ გარშემომყოფთათვის ჩვეული სამოსი.
უნდა აღინიშნოს, რომ რმე-
დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმამდე კანდიდატი არ იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ყველგან და ყოველთვის ატაროს სპეციალური "სასულიერო" ტანისამოსი, ანუ სამღვდლო "კაბა". ხელდასხმის სიგელებში არაფერია ნახსენები სასულიერო ტანისამოსზე. ტექსტში "მღვდლად ხელდასასხმელის გამოკითხვა ხელდასხმამდე" ("Допрос ставленника перед рукоположением во священника") ვხვდებით დარიგებას, რომელიც თავისი სულისკვეთებით შეესაბამება ტრულის კრების 27-
როგორც ვხედავთ, მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებში არსად არის განწესებული მღვდელმა ატაროს სპეციალური, "სასულიერო"-
"სასულიერო" სამოსის ისტორია
მიიჩნევა, რომ სასულიერო "კაბას" მღვდლები ატარებენ უფალ იესუ ქრისტესა და მის მოციქულთადმი მიბაძვით. ნაწილობრივ ეს ასეც არის. "კაბისქვეშა" (подрясник) სამოსი სხვა არაფერია, თუ არა ტრადიციული აღმოსავლური ქვედატანი მამაკაცთათვის, გრძელი პერანგით, რომელსაც შიშველ სხეულზე იცვამდნენ. ზემოდან მასზე იფარებდნენ სამოსს, რომელიც დღევანდელი "კაბის" ანალოგიურია.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე "კაბისქვეშა" სამოსის და თვით "კაბა" დროთა განმავლობაში განვითარდა, რათა სპეციალურ სამღვდლო სამოსად ქცეულიყო. ქრისტეანული ეკლესიის პირველ საუკუნეებში თვით სპეციალური საღვთისმსახურო შესამოსელიც კი არ არსებობდა. წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული ინსტიტუტის (ПСТГУ) ლიტურგიკის კათედრის მასწავლებელი ალექსანდრე ტკაჩენკო ბრძანებს: "პირველქრისტეანულ ეკლესიაში რაიმე სპეციალური შესამოსელი ღმრთისმსახურების აღსასრულებლად არ არსებობდა, გარდა დიაკვნის ოლარისა და მღვდლის ეპიტრაქილისა... ეპისკოპოსებს ჰქონდათ ომფორი...". დროთა განმავლობაში სამი ხარისხის წარმომადგენლები (დიაკვანი, მღვდელი, ეპისკოპოსი) სამღვდელმსახურო სამოსს თავისებურად ატარებენ.
მაშ, თუკი პირველ საუკუნეებში ჯერ კიდევ სამღვდელმსახურო სამოსის სახე საბოლოოდ არ იყო ჩამოყალიბებული, მით უფრო შეუძლებელია არსებულიყო საყოფაცხოვრებო სასულიერო სამოსი. მოციქულები, ეპისკოპოსები და პრესვიტერები ჩვეულებრივი სამოსით დადიოდენ, ისევე როგორც ყველა გარშემომყოფი რიგითი ადამიანები.
როდესაც ეკლესიის დევნულება შეწყდა და თავისი არსებობა გააგრძელა რომის იმპერიის კულტურულ გარემოში, ტანისამოსთან დაკავშირებით შენარჩუნდა ძველრომაული ტრადიცია. მამაკაცები ატარებდნენ გრძელხელებიან პერანგს -
რავენას წმ. ვიტალის ეკლესიის ცნობილ მოზაიკაში (იხ. სურ. ქვემთ) გამოსახულნი არიან ჯარისკაცები, მოახლეები, იმპერატორი, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები. თუ არ იცით განმასხვავებელი ნიშნები, ტანისამოსის მიხედვით მხოლოდ ჯარისკაცების ცნობას თუ შეძლებთ.
რუსული ტანისამოსი, როგორც საერო, ასევე სასულიერო, თავიდან ბიზანტიური სტილის დიდ ზეგავლენას განიცდიდა. მაგრამ XIII საუკუნის შემდეგ -
აი როგორ აღწერს XVI სუკუნის რუსულ ტანისამოსს ელჩი გერბერშტეინი: "ისინი გრძელ კაფტანებს ატარებენ, ნაკეცების გარეშე, ძალზედ მოკლე სახელურებით, თითქმის ვენგრულ სტილში".
ინგლისელი ფლეტჩერი, თევდორეივანეს ძეს მეფობის, ანუ XVI საუკუნის რუსული ტანისამოსის შესახებ წერს: "ზემოთ მოქარგული პერანგის ზემოთ, ზიპუნს (ნახევრადკაფტანი) იცმევენ... შემდეგ კი კაფტანს ან ვიწროდ შეკრულ სამოსს სპარსული სარტყლით (კუშაკი)... კაფტანები ჩვეულებრივი ოქროს ფარჩისგან იკერება და კოჭებამდე ჩამოდის..."
"XVII საუკუნის ნახევარში ანტიოქიელი პატრიარქ მაკარის რუსეთში მოგზაურობიდან, რომელიც აღწერა მისმა შვილმა არქიდიაკვანმა პავლე ალეპიელმა", კარგად ჩანს, თუ რითი განსხვავდებოდნენ იმდროინდელი მღვდლები მაღალი წოდების სხვა ადამიანებისგან. ავტორი წერს, მღვდლები და დიაკვნები ატარებდნენ მწვანე ან ყავისფერი მაუდისგან შეკერილ გრძელ და ფართე სამოსს ან კიდევ ფერადს შეკერილს ანგორული მატყლისგან შუშის ან ვერცხლის მოოქროვილი ფოლაქებით, რომელიც კისრიდან ფეხებამდე ჩამოდის დახვეული აბრეშუმის საკინძით. "ამ სამოსს მაუდის ან მატყლის საყელო ჰქონდა, სიგანით მტკაველის ოდენა, რომელიც მოიცავდა მთელს კისერს, ჩამოდიოდა მკერდის ქვედა ნაწილამდე, ეკიდა თავისუფლად, ეპიტრაქილივით... ასეთივეა დიაკვანთა და მღველთა ცოლების სამოსიც, რათა იცოდნენ, რომ ისინი სასულიერო პირთა ცოლები არიან. დეკანოზი ამ საყელოს აკეთებს მძიმე მატერიისგან, რათა ადამიანებმა შესძლონ მისი ცნობა".
"სასულიერო პირთა სამოსი სილუეტითა და გამოჭრილობით საეროსაგან არ განსხვავდებოდა. მისი ძირითადი სახეობები იყო კაბქვეშა, კაფტანის ტიპის სამოსი და ზედა ქურქის მსგავსი კაბა", -
იგივეს ვკითხულობთ მ. ალექსანდრე მენის წიგნში "საიდუმლო, სიტყვა, სახე": "რუსი სასულიერო დასის საყოველდღეო სამოსი შედგება "ნახევრადკაფტანისგან", ანუ კაბქვეშა სამოსისგან, და თვით კაბისგან. ნახევრადკაფტანი პეტრემდელ ეპოქაში "საერო" სამოსიც იყო, ზუსტად ისევე, როგორც კაბა, რომელსაც საყოველდღეო სამოსის გამოჭრილობა აქვს, რომელსაც აღმოსავლეთში ატარებენ".
გრავიურაზე, მარცხნიდან მარჯვნივ, გამოსახულია სამი მოსკოველი და თათარი მეომარი
ეს კი გახლავთ XVII საუკუნის რუსი აზნაურის გამოსახულება,
ხოლო მარჯვნივ, შედარებისთვის, მღვდელმსახურის საყოველდღეო შესამოსელი
რუსულმა კოსტიუმმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა პეტრე I-
მართალია ბევრი ცდილობდა პეტრე პირველის დროს დაეცვა ძველი, გრძელი რუსული სამოსი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგაც, ევროპული შესამოსელი მტკიცედ დამკვიდრა რუსულ ყოველდღიურობაში. ამ მომენტიდან, როგორც ვხედავთ, მღვდელმსახურთა საყოფაცხოვრებო, საყოველდღეო სამოსი, რომელსაც რეფორმა არ შეხებია, მკვეთრად განსხვავდება სხვა წოდებათა სამოსისგან. ეს ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მთელ რუსულ საზოგადოებაში მიმდინარეობს სეროზული ცვლილებები. "რანგთა ტაბელი (ნუსხა)" განაცალკევებს ყველა მსახურს თანრიგისა და წოდების მიხედვით. დაწესდა განსაკუთრებული ფორმა ეტარებინათ არა მარტო სამხედროებს, არამედ სამოქალაქო ჩინოვნიკებსაც. საეკლესიო რეფორმის შედეგად სამღვდელობა ფაქტობრივად სახელმწიფო მოხელეთა განცალკევებულ განყოფილებად იქცა. სასულიერო პირთა არქაული საყოფაცხოვრებო სამოსი წოდების ფორმა გახდა.
მდგომარეობა მკვეთრად იცვლება XX საუკუნის რევოლუციური რყევების შემდგომ. ქრება საზოგადოების წოდებრივი დაყოფა, იცვლება გარეგანი განსხვავებანიც. ფორმა, თანაც მნიშვნელოვნად შეცვლილი, რჩება მხოლოდ სამხედროებს. მეორეს მხირ, სამღვდელობა უკვე აღარ არის სახელმწიფოს ფენა და ნაწილი. ყოველივე ამან განაპირობა სამღვდლო-
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ეკლესიაში მღვდლის საყოფაცხოვრებო სამოსი გარშემომყოფი ადამიანების ჩვეული, საყოფაცხოვრებო სამოსისგან მკვეთრ განსხვავებას იწყებს მხოლოდ XVIII საუკუნიდან. თუ არ გავითვალისწინებთ XX საუკუნეს, როდესაც კაბქვეშა შესამოსელის ტარება სავალდებულო უკვე აღარ იყო, ეკლესიის ორიათასწლოვანი ისტორიიდან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 200 წელი.
"სასულიერო" სამოსი და ეკლესიის მისიონერული მიმართულება
საინტერესოა აღინიშნოს, რომ "მისიონერულ" ეპოქაში, მაგალითად მოციქულთა საუკუნეში, ან კიდევ ქრისტეანული ეკლესიის პირველ სამ საუკუნეში, სახარების მქადაგებელთ არ გააჩნდათ არანაირი აუცილებლობა რაიმე სპეციალური სამოსით განსხვავებულიყვნენ თავიანთი მსმენელებისგან. პირიქით, ისინი ცდილობდნენ დამსგავსებოდნენმათ, რათა მათთან მათივე ენით ელაპარაკათ (1 კორ. 9:22). განსაკუთრებული "სასულიერო" სამოსი ჩნდება იმ დროს, როდესაც მისიონერობა პრაქტიულად ქრება ან ხდება გამონაკლისი.
დღეისთვის ეკლესია ცხოვრების სრულიად განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდა. ჩვენ, რევოლუციამდელი რუსეთის იმპერიისგან განსხვავებით, ვცხოვრობთ არა მართლმადიდებლურ, არამედ სეკულარიზებულ საზოგადოებაში, სადაც ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის ქრისტე. უკეთეს შემთხვევაში მათ ოდენ ზედაპირულად თუ სმენიათ ზოგიერთი მართლმადიდებლური ჩვეულების შესახებ, და ისიც, როგორც წესი, ესმით წარმართულ, ცრუმორწმუნოებრივი სულისკვეთებით. ამ ვითარების გამო ეკლესიის წინაშე სამქადაგებლო მისიის ამოცანა დგება ახალი და აქამდე არნახული ძალით.
მრავალი მღვდელმსახური (მათ შორის მეც) აწყდება ადამიანების მიერ სამღვდლო შესამოსელის აღქმის შემდეგ თავისებურებას. კაბქვეშა სამოსი, ქუჩაში შემხვედრ მცირედ ეკლესიურ მრევლს თუ ეხმარება მღვდლის ამოცნობაში. მართალია, მააში აუცილებლობაც არ არსებობს: დიდ ქალაქებშიც კი ბევრ მღვდელს სახითაც იცნობენ, გარდა ამისა, ადვილია მღვდელმსახურის ცნობა აკურატული გარეგნობით, თუნდაც არ ატარებდეს არქაულ ვარცხნილობას და წვერს. ამავე დროს არასაეკლესიო ადამიანებს შორის მღვდლის შესამოსელისადმი ინტერესს იჩენენ მთვრალი ადამიანები, მტრულად განწყობილი ათეისტები, სექტანტები, რომლებიც მიდრეკილნი არიან არაკონსტრუქციული პოლემიკისადმი და სხვა. ხოლო ისინი, ვისაც რაღაცის კითხვა სურს, ან რჩევის მიღება, ან უბრალოდ საუბარი, "სასულიერო კაბა" პირიქით განიფრთხობს. გამოდის, რომ სასულიერო "კაბა" მღვდელთან ურთიერთობას უადვილეს ეკლესიურ ადამიანებს, რომელთათვისაც მღვდელთან ურთიერთობა ისედაც არ არის პრობლემა, მაგრამ აძნელებს ამგვარ ურთიერთობას არაეკლესიური ადამიანებისთვის, რომლებიც ამგვარ ურთიერთობას საჭიროებენ. ამგვარი დასკვნა გაკეთდა მღვდელმსახურთა მრავალწლოვანი დაკვირვების შედეგად. გამოდის, რომ მისიონერული მოსაზრებით, მღვდელი უნდა ეძებდეს ადამიანებთან დაახლოვების გზებს, და არა პირიქით, განიოტებდეს მათ თავისი გარეგნობით, სამოსის განსაკუთრებული ფორმით.
ამრიგად: არ არსებობს კანონიკური განწესება, რომელიც ავალდებულებს მღვდელმსახურს ყოველთვის იმყოფებოდეს სასულიერო "კაბაში". ამგვარი სამოსელის ტარების ტრადიცია არ არის ძველი, არამედ ფაქტობრივად ჩნდება ახალ დროში, თანაც ის დაკავშირებულია საზოგადოების ფენებად დაყოფასთან. ეკლესიის მისიონერული საქმიანობა ითხოვს ღმრთის სიტყვის ქადაგთაგან ითხოვს გარეგნული სახით არ გამოჰყონ თავიანთი თავი დანარჩენი ადამიანებისგან, არამედ პირიქით, უფრო ახლოს იდგნენ მათთან. მაშ, არის კი საჭირო ასეთ შემთხვევაში მღვდელი ყოველთვის და ყველგან ატარებდეს სასულიერო "კაბას"?
წყარო: http://www.kiev-