Главное меню:
დიდი სჯულისკანონი
დოგმატი
კონსტანტინოპოლის VI მსოლიო კრებაზე შეკრებილი 170 წმიდა მამისა
ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ
ვაღიარებთ ორ ბუნებრივ ნებას ან სურვილს მასში და ორ ბუნებრივ ქმედებას განუშორებლად, შეურწყმელად ჩვენი წმიდა მამების მოძღვრების თანახმად. ასევე ვქადაგებთ: ორი ბუნებრივი ნება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, დაე, ნურც იქნება, როგორც უკეთური ერეტიკოსები ამბობენ, მაგრამ მისი ადამიანური ნება მიჰყვება და არ ეწინააღმდეგება და არ ებრძვის, არამედ ექვემდებარება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას.