Главное меню:
დიდი სჯულისკანონი
სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი)
კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 150 წმიდა მამისა
გვწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისმპყრობელი, ცისა და მიწისა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედი. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი საუკუნეთა უწინარეს, ნათელი ნათელისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლის მიერ შეიქმნა ყოველივე, ჩვენთვის, ადამიანთათვის და ჩვენი ხსნისათვის გარდამოსული ზეციდან, განხორციელებული სულიწმიდისა და მარიამ ქალწულისაგან, და განკაცებული. ჯვარცმული ჩვენთვის პილატე პონტოელის დროს, წამებული და დაფლული და აღმდგარი მესამე დღეს საღვთო წერილის მიხედვით და ამაღლებული ზეცად და მამის მარჯვენით მჯდომარე, რომელიც კვლავ მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად და რომლის მეუფებას არა აქვს დასასრული. და სულიწმიდა, უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი, მამისაგან გამომავალი, მამასთან და ძესთან ერთად თაყვანსაცემი და სადიდებელი წინასწარმეტყველთა თქმით. და ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ვაღიარებთ ერთ ნათლისღებას ცოდვათა მოსატევებლად. მოველით მკვდართა აღდგომასა და ცხოვრებას მომავალ საუკუნეში. ამენ.