რჯულისკანონი - ნიკეის პირველი მსოფლიო კრების დოგმატი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიდი სჯულისკანონი

სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი)

ნიკეის I მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 318 წმიდა მამისა

მსოფლიო კრებები

გვწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისმპყრობელი, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედი, და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი, ესე იგი მამის არსებისაგან, ღმერთი ღვთისაგან, ნათელი ნათელისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი, ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლის მიერ ყოველივე შეიქმნა ცაში და ქვეყანაზე, გარდამოსული ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი ხსნისათვის განხორციელებული და განკაცებული, წამებული და აღმდგარი მესამე დღეს და ამაღლებული ზეცად და მამის მარჯვნივ მჯდომარე, რომელიც კვლავ მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად. და ერთი სულიწმიდა. ხოლო ვინც ამბობს, რომ იყო (დრო), როცა ძე ღვთისა არ იყო, ან ვითომ დაბადებამდე არ არსებობდა, ვითომ არარსებისაგან იყო, ან ვინც ამბობს, რომ სხვა იპოსტასისაგან ან არსებისაგან შეიქმნა ძე ღვთისა და იგი გარდაქმნადია და ცვალებადი, მათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика