ნათლობა - ნათლობა - შთაფლვით თუ დასხმით - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ბორის კუტუზოვი

ნათლობა - შთაფლვით თუ დასხმით?

ნათლისღების საიდუმლო

ავტორის შესახებ: ბორის პავლეს ძე კუტუზოვი - ცნობილი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ძველმოწესეობის მკვლევარი, მოსკოვის ყოფილი სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის (ამჯერად მაცხოვრის სახელობის ტაძრის) რეგენტი, სადაც ეწევა ძველრუსული, ზნამენური გალობის აღდგენას. ბ. პ. კუტუზოვის კალამს ეკუთვნის ისეთი წიგნები, როგორიცაა "XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა", "ზნამენური გალობა - მგალობელი ღვთისმეტყველება", "ბიზანტიური ხიბლი", "რუსული ზნამენური გალობა", ასევე მრავალი სტატია.

ბ. პ. კუტუზოვის შრომები, რომლებიც ეძღვნება XVII ს. რუსეთის ეკლესიის განხეთქილებას, გამოირჩევა საკითხის არსში ღრმა წვდომით, გულწრფელი მისწრაფებით გაირკვეს ის ისტორიული რეალიები, რომლებიც სადღეისოდ ასე დამახინჯებულია. მის წიგნებსა და სტატიებში მოტანილია საეკლესიო განხეთქილების ობიექტური ანალიზი, დანახულია როგორც ქვეყნის კულტურულ და სულიერ ცხოვრებაზე ასახული რთული ფენომენი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია რუსი ერის წარსულსა და აწმყოზე და შეუძლია ასეთივე უდიდესი ზეგავლენა მოახდინოს მის მომავალზეც. ბ. პ. კუტუზოვს გამოარჩევს ისტორიის, ძველრუსული ლიტერატურისა და საეკლესიო-სლავური დამწერლობის ჭეშმარიტად ენციკლოპოედიური ცოდნა, ამიტომაც არის მისი ნაშრომები ესოდენ დამაჯერებელი.

თითქმის ოცი წლის წინათ ეს სტატია შევთავაზე "მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალს" ("Журнал Московской Патриархии"). როგორც მახსოვს, ჟურნალის პასუხისმგებელმა რედაქტორმა დაახლოებით ასე მითხრა: "რაზეა ლაპარაკი? ყველამ ბრწყინვალედ იცის, რომ ნათლოობა უნდა შესრულდეს შთაფლვით. გამოდის, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებით, როგორც იტყვიან, ღია კარების მტვრევას დავიწყებთ"... სტატია არ გამოაქვეყნეს...

მართლაც, თანამედროვე საეკლესიო ლიტურგიკიდან შეიძლება შევიტყოთ, რომ ნათლობა უნდა სრულდებოდეს მოსანათლავის წყალში სამგზისი შთაფლვით. ამას ასწავლიან სასულიერო სემინარიებშიც. ნათლობის შთაფლვით სახეს ადასტურებს "მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნიც" ("Настольная книга священнослужителя") (ძველ და ახალ რედაქციებში) და მიტროპოლიტ ფილარეტის (დროზდოვი) "კატეხიზმოც". თანამედროვე საღვთისმეტყველო სტატიებში ასევე ნათქვამია, რომ ნათლობა უნდა შესრულდეს შთაფლვით (იხ. მაგალითად, დეკ. ლ. ვორონოვისა (ЖМП, 1970, 5) და ე. ტურკინას სტატიები (ЖМП, 1989, 1) ნათლისღების შესახებ).

მაგრამ, პრაქტიკულად ჩვენში დღეს (ისევე როგორც ოცი წლის წინათ) დასხმით და წყალპკურებითაც კი ნათლავენ. რაშია საქმე? სიტყვით ერთს ამტკიცებენ, საქმით კი სხვას აკეთებენ - ანუ მარცხენა ხელმა არ იცის, რას იქმს მარჯვენა?

მოდი შევეცადოთ გავერკვეთ, ნათლობის რომელი ფორმაა მართებული და ჭეშმარიტი. ეს საკითხი ამაო როდია, რადგან არსებობს ადამიანთა დიდი რაოდენობა (ძველმოწესეები), რომლებიც ამტკიცებენ, რომ დასხმითი ნათლობა - საერთოდ არ არის ნათლობა, ზოგიერთები კი ამ ფორმას არასრულყოფილად და ზიანის მომტანად მიიჩნევენ. მართლაც, თუ დასხმითი ნათლობა საზიანო და არასრულყოფილა, ბუნებრივად იბადება კითხვა, ხომ არ არის საჭირო დასხმითად მონათლული ისევ მოინათლოს შთაფლვითად? ეს საკითხი უბრალოდ და მარტივად მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს.

საქმე იმაშია, რომ მოციქულთა კანონების მიხედვით ნათლობის განმეორება დაუშვებელია, ნათლობა ერთხელ უნდა შესრულდეს, "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა", ნათქვამია მრწამსში. ამრიგად, თუ დასხმითი ნათლობა არ არის ჭეშმარიტი, მაშინ არ არსებობს იურიდიული წინააღმდეგობა იმისთვის, რათა ადამიანი მოინათლოს თავიდან, ჭეშმარიტი შთაფლვით ნათლობით, მაგრამ თუ დასხმითი ნათლობა ჭეშმარიტია, მაშინ...

დასხმითი ნათლობა თუ ნაკლული, არასრულყოფილი და ზიანის მომტანია, შეუძლებელია თუ არა ამ ნაკლოვანების გასწორება და რითი შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც უკვე მოინათლა დასხმითი წესით? რაში მდგომარეობს სამარადისო ბნელისთვის გაწირულ ამ ადამიანთა დანაშაული? რატომ უნდა გაემგზავრნენ ისინი საიქიოს ნაკლული, არსრულყოფილი და არამაცხოვნებელი "ნათლობით"? იქნებ აქ წინასწარგანსაზღვრულობის კანონი მოქმედებს? არც ერთი და არც მეორე არ უთავსდება ღმრთის კაცთმოყვარეობას, არც მის სამართლიანობას (აქ უპრიანია გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები, რომელიც მან ფარისევლებს უთხრა: "თავად არ შემსვლელნო და სხვათა დამბრკოლებელნო, ვინ გითხრათ რომ აიცილებთო ღმრთის რისხვას" - ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ სასულიერო პირთა დაუდევრობა, უპასუხისმგებლობა ან ცდომილება, შეიძლება წარწყმედად შეუბრუნდეს მის სულიერ შვილებს. ამგვარი მღვდელი ვერც თვითონ შევა ცათა სასუფეველში და სხვათაც დააბრკოლებს. ღმერთი სამართლიანია ყველა შემთხვევაში. ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ ჭედავენ - რედ.).

ან იქნებ დასხმით-პკურებითად მონათლულნი ღებულობენ სრულ მადლს, ისევე როგორც შთაფლვითი ნათლობის დროს? როგორც ჩანს, საკითხი ისტორიულ, საღვთისმეტყველო და კანონიკურ განხილვას ითხოვს.

კატეხიზმოში ვკითხულობთ, რომ "ნათლობა არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (Христианский катехизис, М., 1860) (იხ. აგრეთვე სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64 - რედ.).

კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნათლისღების საიდუმლოში, კატეხიზმო პასუხობს: "წყალში სამ-გზის შთაფლვა, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (იქვე). თვით მაცხოვარმა ბრძანა: "მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5). ნათლობა - ეს არის შობა მარადიული ცხოვრებისთვის, ღმრთის სასუფევლისთვის.

ჩვენში ნათლობა ხშირად აღესრულება არა მარტო კანონიკური განწესებების დარღვევით, ანუ დასხმითად, არამედ შემოკლებითაც, მრავალი ლოცვის გამოტოვებით (მოსანათლავის სურვილის თანხმიერად), ზოგჯერ ნათლობის წეს-განგებას ანახევრებენ კიდევაც. გვაქვს თუ არა რაიმე საფუძველი შეშფოთებისთვის?

უინტერესო არ იქნება თუ ნათლობის წეს-განგების შემოკლებასთან დაკავშირებით დავიმოწმებთ მამა პავლე ფლორენსკის: "ნათლობის წეს-განგებას, - წერს ის, - მოსდევს თვით მოსანათლავის წინასწარი განწმენდა, რომელიც ჩვენში არ სარგებლობს ჯეროვანი აღიარებით და მას რაღაც "მოძველებულ" და "ყავლგასულ" ჩვეულებად მიიჩნევენ. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მაშინ სულაც ნუ მოინათლებიან, რადგან რაღა დარჩება სწავლებიდან პირველდაწყებითი ცოდვის შესახებ, აქედან კი ნათლისღებისგანაც, თუკი უარიყოფა ქრისტეანული დემონოლოგია? პროტესტანტულ სამყაროში, სადაც სარწმუნოების ონტოლოგიური მასივების განიავების ეს პროცესი არა მარტო ფაქტობრივად ხდება, არამედ პრინციპის რანგშია აყვანილი, ნათლობის უარყოფა უფრო შორს არის წასული, ვიდრე ჩვენთან. უმიზეზოდ და შინაგანი სიმართლის გარეშე როდი იყენებდა ერთი პროტესტანტი პასტორი ნათლობის დროს ასეთ ფორმულას: "გნათლავ შენ სახელითა სიკეთისა და პროგრესისათა". ვინც უარყოფს პირველდაწყებით ცოდვას და ეშმაკის ძალაუფლებას უარყოფს, დაე ნათლობაში სიკეთისა და პროგრესის სახელით განიბანოს...

შეიძლება მთელი კულტი მთლიანად უარყო ან კიდევ სრულიად მიიღო, მაგრამ დაუშვებელია მას რენანივით ან ჰარნაკივით შემწყნარებლური ნახევრადღიმილით მიუდგე. ვიმეორებ, აქ მხედველობაში მაქვს ეშმაკის უარყოფის ლოცვები. აი რას ვკითხულობთ ლიტურგიკის ერთ ერთ უდიდეს ავტორიტეტთან, ნეტარ სიმეონ თესალონიკელთან, რომელიც გარდაიცვალა 1430 წელს: "მღვდელი პირობას დებს, თუ რაიმე უკიდურესი მიზეზი არ აიძულებს, წმიდა ლოცვები ყურადღებით, აუჩქარებლად და ხმამაღლა წაიკითხოს. მამათაგან გვსმენია, რომ ისინი, ვისაც ხშირად აშინებენ მოჩვენებები, ამას იმისგან განიცდიან, რომ მათმა ნათლისმცემელმა მღვდელმა ყურადღებით არ წარმოსთქვა შეფუცვები (ეშმაკის განსადევნელი ლოცვები ნათლისღების საიდუმლოში - რედ.) და სხვა წმიდა ლოცვები.

ამდენად, თუკი შესაძლებელია, ნათლობის წეს-განგების დასაწყისში მოცემული შეფუცვების ლოცვები ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ უნდა იქნეს წაკითხული. რადგან კურთხევანში (წმიდა მამას აშკარად მხედველობაში აქვს რომელიღაც ძველი კურთხევანი - ავტ.) მისი წაკითხვა განწესებულია რვაჯერ ან ათჯერ, რადგან ძველ ეკლესიაში არსებობდა წესი კათაკმევლობის მიმცემ მღვდელს შვიდეულის ყოველ დღეს ეკითხა შეფუცვები მოსანათლავისთვის; ხოლო მერვე დღეს ნათლობას აღასრულებდა იგივე მღვდელმთავარი ან ნათლისმცემელი მღვდელი. იგივე გვსმენია ღვთისმოშიშ მღვდელთაგან, რომლებიც ამ ლოცვებს სამჯერ ყურადღებით კითხულობენ და მხოლოდ ამის შემდეგ ნათლავენ...

ამრიგად, შვიდეულის განმავლობაში (ძველი პრაქტიკის თანახმად) საჭიროა ყოველდღიურად ვუკითხოთ მოსანათლავს შეფუცვების ლოცვები, და კვლავაც ძველი პრაქტიკის თანახმად, ვცხოთ ზეთი თავიდან ფეხებამდე. ჩვენში, ნათლობის მაცქერალთა და ტრაპეზის მომლოდინეთა დამცინავი მზერით შეცბუნებული მღვდლები სიტყვებს ყლაპავენ და იძულებულნი ხდებიან ნათლობის პირველი ნაწილი როგორღაც მოისტუმრონ, რომლის აუცილებლობაში თვითონაც ჯეროვნად არ არიან დარწმუნებულები" (Флоренский П., свящ. Из богословского наследия // Богословские труды. 1977, 17).

ვინმესთვის მამა პავლე ფლორენსკი ავტორიტეტს თუ არ წარმოადგენს, წმ. სიმეონ თესალონიკელის მოწმობას მაინც ხომ უნდა მიუდგეს მთელი სერიოზულობით. აღმოჩნდა, რომ ნათლობის ლოცვების წაკითხვის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონია მოსანათლავისთვის. გამომდინარე იქიდან, როგორ სრულდება ნათლობა, მორწმუნემ შეიძლება მიიღოს სულიერი ზიანი იმისგან, რომ, საიდუმლოს შემოკლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მღვდელი ჯეროვანი ყურადღებით არ ასრულებდა წმიდა ლოცვებს. პირიქით, ძველად შეფუცვების ლოცვებს მოსანათლავს ათგზის უკითხავდნენ!

ნათლობის საიდუმლოში ასეთი მნიშვნელობა თუ ჰქონია ისეთ "წვრილმანს", როგორიცაა მღვდლის მიერ ლოცვების ყურადღებით და გარკვევით წარმოთქმა, ცხადია, უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს თუ როგორ მოინათლება ადამიანი - შთაფლვით თუ დასხმით-პკურებით.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია XVII ს. ნიკონო-ალექსეევურ "რეფორმამდე" მხოლოდ შთაფლვით ნათლობას აღიარებდა. 1620 წელს პატრიარქმა ფილარეტმა ადგილობრივ კრებას შესთავაზა გადაეწყვიტა საკითხი, როგორ მიეღოთ ბელორუსები, რომლებიც მოსკოვის ქვეშევრდომობას აღიარებდნენ. როგორც ნ. კაპტერევი წერს, კრებამ გადაწყვიტა: "ყველა ბელორუსი, მართლმადიდებელიც რომ იყოს, მაგრამ დასხმითი წესით იყოს მონათლული, თავიდან, სამგზის შთაფლვით უნდა მოინათლოს; და თუ მირონცხებულნი არ არიან, მირონიც ეცხონ. ხოლო უნიატი მღვდლებისგან მონათლული ბელორუსები, თავიდან მოინათლონ" (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов, М. 1887.С.4).

როდესაც 1630 წელს მოსკოვში სამუდამო საცხოვრებლად ყოფილი უნიატი არქიეპისკოპოსი ანფინოგენი ჩამოვიდა, მიუხედავად მისი სამღვდელმთავრო ხარისხისა, თავიდანვე მონათლეს (Ист. русск. церкви Макария, т. 11., стр. 33, 34. ციტ. იქვე. გვ. 148). აი რას წერდა მეფე მიხეილ ფიოდოროვიჩი სუზდალის არქიეპისკოპოს იოსებს, რომელსაც არაჯეროვანი საქციელისთვის სასულიერო პატივი აჰყარეს: "შენ გვითხსარი, რომ ლიტვაში ლათინთა დევნას გამოექეცი და ჩვენ შეგვეკედლე, რადგან ჩვენს სახელმწიფოში სრულყოფილ ქრისტეანად ყოფნა გსურდა. ჩვენც შენ შეგიწყნარეთ და მიგიღეთ... შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ მიწამდე თაყვანისცემითა და ვედრებით უთხოვიათ შენთვის შენს კაცებს, ფედკასა და ზოგიერთებს, რათა მოგენათლა ისინი ჭეშმარიტი, სწორი ნათლობით, როგორც ამას სამოციქულო ეკლესია ითხოვს და რომელიც სამგზის შთაფლვით აღესრულება, შენ კი უგულებელგიყვია ისინი და ზოგიერთი გიწამებია კიდეც... გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ თვითონაც არასრულად ყოფილხარ მონათლული - დასხმითად, ლათინური წესით, და არა სამგზისი შთაფლვით. და კიდევ, მრავალი ისეთი საჩივარია შენს წინააღმდეგ შემოსული, რომლის წერა და გამჟღავნება სირცხვილად გვიჩნს" (Там же, С. 175).

მეფის სიგელიდან ჩანს, როგორ უყურებდნენ რუსები იმ დროს შთაფლვით და დასხმით ნათლობებს. ჭეშმარიტ ნათლობად მიიჩნეოდა მხოლოდ შთაფლვითი წესი: "ჭეშმარიტი წმიდა ნათლობა არის სამგზისი შთაფლვით, როგორც ამას სამოციქულო ეკლესია ითხოვს". დასხმითი ნათლობა კი არასრულყოფილი და ლათინური წესია: "თვითონაც არასრულად ყოფილხარ მონათლული - დასხმითად, ლათინური წესით, და არა სამგზისი დაფლვით".

თავისი დროისთვის საკმაოდ განათლებული ადამიანი, ტროიცე-სერგიევო ლავრას ბერი, არსენ სუხანოვი (იცოდა ბერძნული, პოლონური და ლათინური ენები) თავის ცნობილ თხზულებაში "Прении о вере с греками" ("დავა ბერძნებთან სარწმუნოების შესახებ") (XVII ს. მეორე ნახევარი) ამბობს: "წმიდა მოციქულთა 50-ე კანონში ნაბრძანებია მოსანათლავი მოინათლოს ემბაზში სამგზისი დაფლვით, მსოფლიო კრებებიც ამას ბრძანებენ, - ხოლო წმიდა მოციქულებმა ეს კანონი დაწერეს სიონში, ანუ იერუსალიმში და ჩვენთან იგი დღემდე შეურყვნელად არის დაცული, მაშინ როდესაც, თქვენ ემბაზში სამგზისი დაფლვით კი არ ნათლავთ, არამედ დასხმით. აქედანაც ცხადი ხდება, რომ სიონიდან გამოსულ სარწმუნოებას არ მისდევთ" (Старца А. Суханова Статейный список "Прения с греками о вере". (Публ. Белокурова С.). Спб.,1883. С. 34).

მოციქულთა 50-ე კანონი ბრძანებს: "Аще который епископ или пресвитер не крещает в три погружения единем глашением, но во едино погружение в смерть Господню даемо, да извержется таковый. Не рече бо Господь в смерть Мою крестите, но: шедши научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа" (ქართ.: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა" (მათ. 28,19) (საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. იხ. აგრეთვე: lt http://www.oldorthodox.ge/rjl_mociqulta_48_53.html).

განმარტება: "ნათლისღების წმიდა საიდუმლო უნდა შესრულდეს ერთხელ, სამი შთაფვლით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით. კანონი ამბობს, რომ დაემხობა პატივისგან ის, ვინც ნათლავს ერთგზისი შთაფვლით უფლის სიკვდილის მიმართ, რაც უფლის სწავლების საწინააღმდეგოა და არის უსჯულო. ამგვარად მოქმედი - უნდა დაემხოს" (ბალსამონის განმარტებიდან).

როგორც ვხედავთ, მოციუქლთა კანონი თუმც ძირითად აქცენტ სამებაზე აკეთებს, მკაფიოდ და არაორაზროვნად ლაპარაკობს ნათლობის შესრულების ფორმაზე - სამგზის შთაფლვაზე, რაც საკმაო იურიდიული საფუძველია ნათლობის დაფლვითი ფორმის დამტკიცებისთვის.

მეტიც, 50-ე სამოციქულო კანონის კატეგორიულობა გამოხატულია მრისხანე სასჯელით: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა... განკვეთილ იქნეს" (ზონარას, არისტინეს და ბალსამონის გამარტებებიდან ცხადი ხდება, რომ აქ "განკვეთაში" იგულისხმება სასულიერო პატივისგან დამხობა, ანუ განკვეთა სასულიერო პატივისგან - რედ.).

ეს აკრძალვა მოწმობს, რომ ნათლობა, რომელიც მოციქულთა მიერ გადმოცემული ფორმისგან განსხვავდება, მაცხოვნებელი არ არის!

ნათლობის საიდუმლო თვით მაცხოვრის მიერ არის დაწესებული, რომელმაც თავის მოწაფეებს უთხრა: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19).

სიტყვა baptizw ძველბერძნულ ენაზე ნიშნავს: 1) შთაფლვას, ჩაყვინთვას; 2) ფსკერისკენ ჩაშვებას, ჩაძირვას; 3) ამოხაპვას; 4) ნათლობას (შთაფლვის გზით).

ასევე სიტყვა baptw ნიშნავს - ჩაძირვას, ჩაყვინთვას, ჩაყურყუმელავებას; ba£ptisma - ნათლობას; baptisterion – 1) აბანოს, საბანელს; 2) ემბაზს. ახალბერძნულ ენაში ყველა ეს მნიშვნელობა შენარჩუნებულია.

ნათლობა - ეს არის ჩვენი სიკვდილი და აღდგომა ქრისტესთან ერთად, მოაცხოვრის დაფლვისა და აღდგომის სახე, მისი მეშვეობით კი წინასახე მომავალი ადამიანის აღდგომისა და ცხოვნებისა. მოციქული პავლე ამბობს: "მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით... ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე" (რომ. 6:4-9).

ნათლობის საიდუმლოში წყალში ამ შთაფლვას ღრმად მისტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია: "მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე (b£ptisaj), ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს" (საქმე 22:16). ეს ნიშნავს ჯერ დაფლულ, შემდეგ კი მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან შეერთებას ახალი ცხოვრებისთვის" (Е. Туркина. Троицы явление во Иордане бысть. ЖМП.1989, 1).

წმ. კირილე იერუსალიმელი მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შესახებ ბრძანებს: "როგორც წყალში შთაფლულ მოსანათლავს ყოველმხრიდან წყალი აკრავს, ასევე სულიწმიდით სრულად მოინათლნენ ისინი" (Св. Кирилл Иерусалимский. Слова согласительные. XVII, 14).

როგორც ვხედავთ, წმიდა მამა ლაპარაკობს შთაფლვით წესზე: როდესაც "მოსანათლავი ყოველმხრივ წყლით არის გარემოცული" ის ნათლობის სრულ მადლს ღებულობს. ადამიანი, წმ. კირილეს თქმით, "მრჩობლ (ორმაგ) მადლს მიიღებს", ანუ "მადლს წყლის მეშვეობით" და "მადლს სულიწმიდისგან", რომელიც გარკვეულწილად შეიძლება განვასხვავოთ კიდეც" (Там же. Сл. IV).

როგორც დეკ. ლ. ვორონოვი თავის სტატიაში "Крещение и принадлежность к Церкви" ("ნათლობა და ეკლესიისადმი კუთვნილება") წერს: "წყლის მადლი" - უპირატესად ქრისტეს მადლია, თუმცა "არც ერთი ნიჭი არ მოიცემა სულიწმიდის გარეშე" (св. Василий Великий, «О Св. Духе», т. 24, 55), ამიტომაც წყალი მადლმოსილია სულიწმიდის მყოფობით, რომელიც "ქრისტეს მადლის მოზიარეებად" გვქმნის. მეორე მადლი უპირატესად სულიწმიდის მადლია (წმ. კვიპრიანეს თქმით, ეს არის "ზეციური მადლი", რომელიც "ქრისტესადმი ვედრებით" გვენიჭება). მადლის ორივე სახე აუცილებელია ადამიანისთვის (прот.-проф. Л. Воронов Крещение и принадлежность к Церкви. ЖМП. 1970, 5).

და თუკი "ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს" (იოანე 3:34), არამედ გულუხვად, რატომ "ენანებათ" წყალი მათ, ვინც მორწმუნეებს დასხმით-სხურებითად ნათლავენ? ხომ არ არის ეს ქრისტეს მადლის შეგნებული შეზღუდვა, რომელიც მორწმუნეს წყლის მეშვეობით მიეცემა?

შემდეგ, წმ. კირილე წერს: "არ გააჩნია სრულყოფილი მადლი მას, ვინც წყლით არის მონათული, მაგრამ სულიწმიდა არა აქვს". მეორეს მხრივ, "სულის მადლის შემდეგაც", რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში მოუნათლავმაც კი შეიძლება მიიღოს (მაგ.: კორნელიუს ასმეთაური და მასთან მყოფნი (საქმე. 10:44)), აუცილებელია ნათლობა "იესუ ქრისტეს სახელით", რათა "სხეულიც ეზიაროს მადლს წყლის მეშვეობით", ვინაიდან, "ვინც არ აღბეჭდილა წყალში, ის ვერ შევა ცათა სასუფეველში" (Св. Кирилл Иер. Сл. III, 4. Цит по: прот.-проф. Л. Воронов Крещение и принадлежность к Церкви. ЖМП. 1970, 5).

წმ. კირილეს აზრით, "წყლით" ნათლობა სწორედ იმიტომ არის აუცილებელი, რომ ქრისტეს, როგორც ღმერთკაცს მისით ვეხებით. ადამიანის მთელი სულიერ-ხორციელი დაზიანებული ბუნება, რომელიც წყალში ნათლობით იკურნება, "წყლის მადლით" უმჭიდროვეს კონტაქტში მიიყვანება განკაცებული ღმრთის ძის ღმერთკაცობრივ არსებასთან. წყალში შთაფლვით, რომელიც ოდესღაც იორდანეში ნათელღებულმა ქრისტემ აკურთხა, ადამიანის დაზიანებული ბუნება ერთგვარად იფლობა ქრისტეს მადლიან, ღმერთკაცობრივ ბუნებაში (Л. Воронов. დასახ. ნაშრომი).

"რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (ახ. ქართ.: "ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით"), - ბრძანებს მოციქული (გალატ. 3:27). ახლა გასაგებია, რატომ უნდა შთაიფლოს მოსანათლი ქრისტეში. იმისთვის, რათა ქრისტე შეიმოსოს.

ნათლისღების წინ წყლის საზეიმო კურთხევის დროს, ერთ ერთ სავედრებელ ლოცვაში, რომელიც დიდ კვერექსს მოსდევს, არის სიტყვები: "გამოაჩინე წყალი ესე... სამოსლად უხრწნელებისად..." მაგრამ წყალი თუ სამოსია უხრწნელებისა, როგორ შევიმოსოთ ის შთაფლვის გარეშე?

სხვათა შორის კარგი იქნება თუ გავისხენებთ მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდის ნათლობას. როდესაც ჯერ კიდევ წარმართად მყოფი კეთრით მოიწყლა. კაპოტოლიუმის მოგვებმა განკურნებისთვის მას ყრმათა სისხლში ბანაობა ურჩიეს. შევნიშნავთ, რომ უკეთურებისა და ბოროტების სამოსით შემოსვა, ბნელეთის მსახურთა აზრით, სწორედ შთაფლვით უნდა აღსრულებულიყო, და არა პკურებით (ბნელეთის თავადი ხომ ყოველთვის ეკლესიის პაროდირებას მიმართავს). კაპიტოლიუმში უკვე შემოეკრიბათ მრავალი ყრმა ამ საზარელი რიტუალის აღსასრულებლად, მაგრამ უკანასკნელ მომენტში, ყრმათა და მათ მშობელთა მოთქმა-გოდებით გულშეძრულმა იმპერატორმა უარყო ეშმაკის რჩევა. კონსტანტინე მონათლა წმ. სილვესტრმა, ცხადია, შთაფლვით, რის შესახებაც ნათქვამია ამ ეპისკოპოსის ცხოვრების სლავურ თარგმანში: "Уготова ему купель крещения святаго, в нюже егда вниде царь, и погрузи его святый Сильвестр, призывая над ним имя Пресвятой Троицы... очистися же царь абие и от проказы, яже вся в воде остася, отпадши от тела его аки чешуя от рыбы, и изыде от купели здрав" (Четия Минея. Январь (на слав.)) (ქართ.:("გაუმზადა მას წმიდა სილვესტრმა ნათლისღების წმიდა ემბაზი, რომელშიც შევიდა მეფე და მოუწოდა რა წმიდა სამებას, შთაჰფლა იგი... მყის განიკურნა მეფე კეთრისგან, რომელიც როგორც თევზს ქერცლი ჩამოსცილდა და მთლიანად წყალში ჩარჩა, თავად კი ემბაზიდან ჯანმრთელი ამოვიდა").

შთაფლვით მოინათლა ჩვენი მოციქულთასწორი თავადი ვლადიმირიც, რომელიც ემბაზში სიბრმავისგან განიკურნა, "отрясший слепоту во святей купели, душевную вкупе и телесную" (წმინდანის ტროპარი სლავურად).

დასხმით-პკურებითი ნათლობის მომხრეები, რომლებიც აშკარა უსჯულოების გამართლებას ცდილობენ, მხარდაჭერას ვერც მართლმადიდებლური ეკლესიის გამოცდილებიდან ჰპოვებენ. შთაფლვის შესახებ მსჯელობს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულად ყოველივე..." (Л. Воронов. დასახ. ნაშრომი) (იხ. აგრეთვე განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი, 1993 წ. 1, გვ. 165, 167, 168 - რედ.).

რა წყალია ეს, რომლის მეშვეობითაც ადამიანი მარადიულ ცხოვრებისთვის იშვება?

"ქვეყნიერების ოთხი ხილული სტიქიისდან წყალი დიდი და საუკეთესო სტიქიაა, - ბრძანებს წმ. კირილე იერუსალიმელი. - ადამიანის საცხოვრისი დედამიწაა, მაგრამ მიწაც წყლისგანაა. სამყაროს დასაბამი წყალშია, და სახარებისა - იორდანეში. ისრაელს ფარაონისგან გათავისუფლება ზღვით მოენიჭა, და ცოდვათაგან გათავისუფლებაც - "წყლის საბანელით და სიტყვით" (ეფეს. 5:26). ნოესთან აღთქმა ღმერთმა წარღვნის შემდეგ დადო... და სადაც არის აღთქმა, წყალიც იქვეა" (Св. Кирилл… Сл. III. С. 42).

წყალი - ერთ ერთი უძველესი რელიგიური სიმბოლოა. სწორედ წყალი გვიხსნის ნათლისღების შინაარსს. წყლის კურთხევა, რომელიც წინ უძღვის ნათლობის საიდუმლოს, ჭეშმარიტად გვიჩვენებს ნათლისღების კოსმიურ მნიშვნელობას, რადგან აჩვენებს მის კავშირს სამყაროსა და მატერიასთან, სიცოცხლესთან, მის ყოველგვარ გამოვლინებაში.

წყლის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, წყალი სამყაროს პირველი სუბსტანციაა: "სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2). მაგრამ თუ წყალი სიცოცხლისა და მისი საფუძვლის სიმბოლოა, იგივე წყალი სიკვდილისა და დამანგრეველი ძალის სიმბოლოც არის; მისი იდუმალი სიღრმე კლავს, ის არის დემონურ ძალთა ბნელი სამკვიდრო. სიცოცხლის საფუძველი, მაცხოვნებელი ძალი, და სიკვდილის საფუძველი, დესტრუქციული ძალი - ასეთია წყლის სიმბოლო საღვთისმეტყველო გაგებით.

და ბოლოს, წყალი - ეს არის განწმენდის, სიწმიდის, აღორძინების და განახლების სახე. წყლის ამ რელიგიური სიმბოლიკით არის გამსჭვალული მთელი წმიდა წერილი (Настольная книга священнослужителя. Т. 4. М., 1983). ძველაღთქმისეულ პერიოდში გარეგნული განბანვა შინაგანი განწმენდის სიმბოლოდ აღიქმებოდა. "უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი... სამოსელი გაირეცხონ... რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე" (გამ. 19:10).

წყალი განწმენდის, სინანულისა და მიტევების საშუალებაა წმ. იოანეს ნათლისმცემელის ნათლისღებაშიც. სხვათა შორის, წმ. სახარებაში ნათქვამია, რომ ის "ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან" (იოანე 3:23), რაც ადასტურებს, რომ ნათლავდა ის შთაფლვით, რისთვისაც "ბევრი წყალი" იყო საჭირო, და არ ასხამდა რაიმე ჭურჭლიდან, არც ენონში მისვლა დაიზარა, და არც ტექნიკური სიძნელეები მოუმიზეზებია, რითაც ასე წუწუნებენ და თავს იმართლებენ ჩვენი დასხმით-პკურებითი პრაქტიკის აპოლოგეტები.

ნათლობის სიმბოლო იყო საბანელი, რომელიც მღვდელმთვარის ხელებისა და ფეხების დასაბანად იდგა სკინიის შიგნით (გამ. 40:7). თანამედროვე დასხმით-პკურებითი ნათლობა ამ ძველაღთქმისეული სიმბოლოსკენ დაბრუნება ხომ არ არის?

იმისთვის, რათა გარეგანი განბანვა ქმედითი იყოს, მარტო პკურება ან დასხმა როდია საკმარისი, სულის განსაწმენდად საჭიროა წყალში ჩაყურყუმალავება, შთაფლვა, რის გამოც უთხრეს სავლეს: "ადექი, ნათელ იღე (სიტყვა სიტყვით - შთაიფალ, ჩაყვინთე), ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს" (საქმე 22:16).

წყალი უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი ცხოვნების საქმეში, რის გამოც წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ "წყალი დიადი რამეა". ნათლობის აქტის წინ, წყლის კურთხევა მას თავის პირველდაწყებით დანიშნულებას უბრუნებს - იყოს ღმრთის მყოფობის გარემო, მარადიული სიცოცხლის წყარო. წყლის საიდუმლოს გაგებას იმის გაგებასთან მივყავართ, რომ როდესაც ადამიანი წყლითა და სულით ცხონდება მარადული ცხოვრებისთვის, აუცილებლად უნდა წყალში შთაიფლას.

წყლის ნათლობა იმისთვის აღესრულება, რათა "ჩვენც ქრისტეს ღვთაებრივი მადლისა და მისი ხორციელად მოსვლის თანამოზიარენი გავხდეთ" (წმ. კირილე. დასახ შრ.). ღმერთკაც ქრისტესთან ეს სრული კონტაქტი იმისთვის არის აუცილებელი, რათა მოსანათლავმა მიიღოს შესაძლებლობა მოკვდეს ცოდვისთვის, თანა დაეფლას ქრისტეს ამა სოფლის მშვინვიერი ცხოვრებით და თანააღდგეს მასთან (ქრისტესთან) ერთად მომავალი საუკუნის მარადიული ცხოვრებისთვის, მისი ბუნების მკურნალ ქრისტე-მაცხოვართან განუყოფელი და მუდმივი ერთობით, რომლითაც შეიმოსა (გალატ. 3:27) და ვისი სულიც მკვიდრობს მასში (რომ. 8:19) (ლ. ვორონოვი. დასახ ნაშრ.).

სულით ნათლობა, წმიდა მამათა სწავლებით, წყლით ნათლობის ბუნებრივი და აუცილებელი გაგრძელებაა. თუკი წყლით ნათლობაში ხდება "დაბადება წყლისა და სულისგან" (იოანე 3:5), სულით ნათლობაში ნათელღებულს ეძლევა ნიჭები, რომლებიც აუცილებელია ამ ცხოვრების გასავლელად "არა ჴორცთაებრ, არამედ სულისაებრ" (რომ. 8:1) (წმ. კირილე. იქვე).

და თუკი "ცოდვათა მიტევება ყველას ერთნაირად ეძლევა", როგორც წმ. კირილე ამბობს, მაშინ "სულიწმიდის ზიარება ყველას საკუთარი რწმენისაებრ მიენიჭება. თუ მცირედს იღვწი, მცირეს მიიღებ, ხოლო თუ დიდს, დიდი იქნება ჯილდოც" (Св. Кирилл... Сл.I. С.23).

ჩვენს დროში, საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა კი საეკლესიო საზოგადოების, სულიერი გაღატაკება პირდაპირ არის დაკავშირებული ღრმა ლიტურგიკულ დაცემასთან. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ნათლობის საიდუმლოს თვითნებური შემოკლებებისა და ნათლობის შთაფლვითი წესიდან, დასხმით-პკურებით პრაქტიკაზე უკანონო და უსჯულო გადასვლის შესახებ. არც თუ იშვიათად ზოგიერთი მღვდელი უბრალოდ "ივიწყებს" წყლის საზეიმო კურთხევას და მის ნაცვლად ემბაზში ადრე ნაკურთხ აიაზმას აწვეთებს. ნათლობას ასრულებენ ყრმაზე აიაზმის რამოდენიმე წვეთის მიპურებით, და ამას საკმარისად მიიჩნევენ...

როგორც ერთი სწავლული ღვთისმეტყველი წერს: "გინდათ თქვათ, რომ სულ რაღაც ათი წუთში ქრისტეანი, ქრისტეს მისტიკური სხეულის წევრი და სულიწმიდის განწმენდილი ჭურჭელი გახდით? ათ წუთში ხდებით წმინდანთა თანამოქალაქე?... მაშ, უკანასკნელი, რისი გაკეთებაცღა რჩება, ნათლობის მოწმობის გაცემაა და მორჩა! ამიტომაც, რა გასაკვირია, ჩვენს დროში ადამიანთა უმეტესობას უადგილოდ რომ ეჩვენება არა მარტო ნათლობა, არამედ თვით ეკლესიაც კი მთელი მისი ნაკლებად გასაგები არქაული წეს-ჩვეულებებითურთ; და ისინიც უბრალოდ "განიდრიკებიან" ეკლესიისგან სხვა ადგილისა და სხვა საზრდელის ძიებაში, რომლის გარეშეც ადამიანს არსებობა არ ძალუძს... მილიონობით მონათლულმა ადამიანმა დატოვა ეკლესია და აგრძელებს მის დატოვებას, და იმიტომ ხომ არა, რომ მათ თვალში "ვუღალატეთ" ნათლობის საიდუმლოს? ხომ არ არის საეკლესიო ცხოვრების ამგვარი დაბალი დონის მიზეზი ის, რომ მათ განახლების მადლსა და სიწმიდეს ვერ ვანიჭებთ?" (Шмеман А., прот. Водою и Духом. Париж, 1973. С.49, 57).

ამრიგად, დამტკიცებულად ჩავთვალოთ, რომ სწორი, ჭეშმარიტი ნათლობა - ეს არის ნათლობა შთაფლვით.

მაგრამ არსებობენ გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც საჭიროა ლოგინში მწოლიარე მძიმე ავადმყოფის ნათლობა. ეკლესია ოდითგანვე დასაშვებად მიიჩნევდა ე. წ. "კლინიკოსთა" (ბერძნ. kline» - სარეცელი) დასხმით ნათლობას შთაფლვის ნაცვლად (ეს იყო გამონაკლისები, რომლის შემდეგ, თუ ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა თავიდან უნდა აღსრულებოდა მთელი საიდუმლო. უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ - რედ.). დასაშვებად მიიჩნეოდა აგრეთვე წეს-განგების შემოკლებაც, როდესაც ნათლობას უტარებდნენ მომაკვდავს: "Аще когда случится младенцу больну сущу быти, и спешити крестити того страха ради смертнаго... молитва вкратце" (Большой Потребник с Номоканоном. М., 1916 (перепечатано с изд.1651 г.). Лист 113). მეტიც, მღვდლის არყოფნის დროს დასაშვები იყო ნათლობა აღესრულებინა ერისკაცსაც, სწორედ მოსანათლავის "გარდაცვალების საშიშროების" შემთხვევაში. ამის შესახებ ნომოკანონში ნათქვამია: "როდესაც ნათლავენ არახელდასხმულნი, კაცნი და ქალნი, ასევე ბერ-მონაზონნი, რა უნდა გაკეთდეს? პასუხი: თუ მოსანათლავი მანამ გარდაიცვლება, სანამ მას მღვდელს მიუყვანენ, ღმრთის მადლი დაასრულებს ყოველივეს. ხოლო თუ ცოცხალი დარჩა, კვლავ ემბაზში ჩააყენოს მღვდელმა მოსანათლავი, წაუკითხოს ლოცვები, სცხოს მირონი და ყოველივე დანარჩენი აღუსრულოს (შთაფლვის გარდა - რედ.). იგივეს ბრძანებს ნიკიფორე კონსტანტინოპოლელიც" (Там же. Л. 626).

წიგნში "Настольная книга священнослужителя" ("სამაგიდო წიგნი მღვდელმსახურთათვის") (1983 წ.) ნათქვამია, რომ ადამიანი, რომელიც იძულებით (ვითარების გამო - რედ.) მოინათლა ერისკაცისგან, "გამოჯანმრთელების შემთხვევაში უნდა წარუდგეს მღვდელს ნათლობის აღმასრულებელ პირთან ერთად. როდესაც, დეტალური გამოკითხვის შემდეგ, მღვდელი დარწმუნდება, რომ ნათლობა სწორად იყო შესრულებული, დაასრულებს მას მხოლოდ მირონცხებით" (Настольная книга священнослужителя. М.,1983. Т.4). ხოლო, "თუ გამოირკვა, რომ ნათლობა არასწორად იყო შესრულებულია, ანუ არა სამგზისი შთაფლვით, ან დამახინჯებული ან კიდევ სრულიად არასწორი და მიუღებელი სანათლავი ფორმულით... მღვდელმა ნათლობის და მირონცხების საიდუმლო, მთელი წეს-განგებითურთ, თავიდან უნდა აღასრულოს" (Там же. С.236).

მაგრამ, თუ ერისკაცის მიერ "არა სამგზისი შთაფლვით" ნათლობა არასწორია, ცხადია, არასწორია ის მაშინაც, როცა მას ასრულებდა მღვდელმსახური!

მოდი, საკითხი დავსვათ პრინციპულად: განა ღმერთს არ ძალუძს დასხმით-პკურებით ნათლობაში მიანიჭოს ადამიანს მადლის მთელი სისრულე, მითუმეტეს, თუკი ამას უფალი აკეთებდა გამონაკლის შემთხვევებში?

ამაზე შეიძლება ვუპასუხოთ, რომ ღმერთმა თვითონ დააწესა ეკლესიაში ცნობილი წესები და კანონები, მაგრამ ამავე დროს, საზოგადო კანონების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევებში, მანვე დაუშვა გამონაკლისები. თუმცა, ეს გამონაკლისები არ შეიძლება გავრცელდეს ყველა ადამიანზე, მთელს ეკლესიაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში კანონი გახდება გამონაკლისი, ხოლო თვით კანონი დაკარგავს თავის აზრსა და ძალას, რის შედეგადაც დაირღვევა ეკლესიის ღმრთითბოძებული წყობა და სჯულმდებლობანი.

წმ. იოანე ოქროპირის თქმით, უფალი პატივს მიაგებს იმ კანონებს, რომელიც თვითონვე დააწესა სამყაროსთვის და დიდი საჭიროების გარეშე მათ არ არღვევს (ამგვარი კანონების დარღვევას ჩვენ სასწაულს ვუწოდებთ, რომელიც ხდება გამონაკლის შემთხვევებში, ღმრთის მიუწვდომელი განგებულებით). ასე მაგალითად, მოწამეებს ქრისტესთვის წამება ნათლობად ეთვლებათ, "და წყლის გარეშე შედიან სასუფეველში" (წმ. კირილე იერუსალიმელი), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენებიც წყლის გარეშე შევლენ. ძველ ეკლესიაში თუ იყო დასხმით-პკურებითი ნათლობის ცალკეული შემთხვევები, ეს გამონაკლისები ვერ გაამართლებენ დასხმით-პკურებითი ნათლობის აყვანას საყოველთაო კანონის ან პრაქტიკის რანგში.

"ლიმონარში" ("Луг духовный") (VII ს. დასაწყისი) მოთხრობილია უდაბნოში ქვიშით ნათლობის შემთხვევა. თავის კლერიკოსებთან თათბირის შემდეგ, მიეღოთ თუ არა ამგვარი ნათლობა, რომელიც უდაბნოში აღსრულდა მომაკვდავის თავზე ქვიშის დაყრით, ეპისკოპოსმა დიონისემ მაინც გააგზავნა ეს ყმაწვილი (ვინც ქვიშით მონათლეს - რედ.) იორდანეზე, რათა წყალში შთაფვლით სრული ნათლობა მიეღო. სქოლიოში მოცემულია შენიშვნა: "აღსანიშნავია, რომ ზეცითგან ბოძებული აშკარა მინიშნებისდა მიუხედავად, ეპისკოპოსებმა ვერ გაბედეს ღმრთის სიტყვისგან გადახვევა ნათლისღების აღსრულების ფორმასთან დაკავშირებით" ("არა ქვიშით, არამედ წყლით")) (Мосх Иоанн, блаж. Луг духовный. Сергиев Посад, 1915. С. 208).

პატრიარქ ფილარეტის კრებითი დადგენილება, რომელიც შეტანილია "დიდ კურთხევანში" (1651 წ. გამოცემა), მოციქულთა 50-ე კანონზე დაყრდნობით სხვადასხვა მწვალებლობათა შესახებ ყოველგვარი ქარაგმების გარეშე ბრძანებს: "ეპისკოპოსი ან ხუცესი თუ არ მონათლავს სამგზისი შთაფლვით, დაემხოს თავისი პატივისგან" (Большой Потребник… Л. 503 на об.).

იმავე წიგნის 79-ე თავში, სადაც ლაპარაკია სხვადასხვა მწვალებლობათაგან გადმოსულთა შესახებ, ნათქვამია: "ვინც არ მონათლოს სამგზისი შთაფლვით, სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, იყავნ შეჩვენებულ" (Там же. Л. 559 на об.).

ნომოკანონი (მცირე სჯულისკანონი - რედ.), რომელიც ამავე კურთხევანშია დაბეჭდილი, ზუსტად ასე განმარტავს მოციქულთა 50-ე კანონს. განყოფილებაში "О еже како подобает крещати иерею" ("იმის შესახებ თუ როგორ უნდა ნათლავდეს მღვდელმსახური"), 200-ე პარაგრაფში წერია: "წმიდა მოციქულთა 50-ე კანონი ბრძანებს, რომ თუ მღვდელი არ მონათლავს სამგზისი შთაფლვით, პირველ შთაფლვაზე სახელითა მამისათა, მეორეზე - "და ძისათა", და მესამეზე - "და სულისა წმიდისათა", - დაემხოს" (Большой Потребник…).

ნომოკანონი, რომელიც "ღმრთითგანბრძნობილ მამათა სწავლებათაგან და მრავალ განწესებათაგან" გამოკრებულ და მოკლედ გადმოცემულ სჯულმდებლობას წარმოადგენს, შედგენილია ათონზე, XV საუკუნეში. ჩვენში ის პირველად დაიბეჭდა პატრიარქ იოსების დროს 1639 წ. (Там же. Л. 565). შედეგად, ათნოელი ბერები XV საუკუნეში ისევე განმარტავდნენ მოციქულთა 50-ე კანონს, როგორც XVII საუკუნის დასაწყისის რუსი მამები.

პატრიარქ ფილარეტის კრებით დადგენილებას საფუძვლად დაედო მღვდელმოწამე პატრიარქ ერმოგენეს ღვაწლი; კერძოდ ის, რაც მან წმ. მოციქულთა, შვიდი მსოფლიო კრებისა და ეკლესიის წმიდა მამათა შრომებიდან შეჰკრიბა. ამ კრებულს გარკვეული წყაროები შესძინა თვით პატრიარქმა ფილარეტმაც, რის შესახებ თვითონაც მოწმობს: "иная и аз собрах и вкупе с тем же написах" (ზოგიერთი მე შევჰკრიბე და მათთან ერთად დავწერეო - რედ.) (Там же. Л. 565 на об.).

ამგვარად, პატრიარქ ფილარეტის მიერ "დიდი კურთხევანის" კრიტიკის მცდელობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა პატრიარქი ფილარეტი ასე მოიქცა ლათინებთან მისი დაძაბული დამოკიდებულების გამო (ხანგრძლივი პოლონური ტყვეობა), რაც შემდეგ ვითომცდა აისახა "დიდ კურთხევანში", უპირველეს ყოვლისა არის თვით წმ. ერმოგენეს საეკლესიო პრაქტიკის კრიტიკა, ასევე მისი წინამორბედებისა, კერძოდ: პატრიარქ იობისა და წმ. მიტროპოლიტ იონასი.

ამგვარ კრიტიკას, რომელიც დასხმითი ნათლობის გამართლებას ცდილობდა, თავის დროზე ბედავდა ნ. ი. ივანოვსკი თხზულებაში "Критический разбор учения не приемлющих священства старообрядцев" (Казань, 1883 г.). დემაგოგიასა და სოფისტიკაში გაწვრთნილ ავტორს მცირედიღა უკლია ამტკიცოს, რომ დასხმითი ნათლობა ლამის უკეთესიც კი ყოფილა შთაფლვითთან შედარებით.
მსგავსი "კრიტიკა" შესაძლებელი გახდა მხოლოდ ნიკონო-ალექსეევური რეფორმის შემდეგ, რომელმაც საეკლესიო პრაქტიკის ტრადიციული ნორმების შეცვლას მოუხსნა საუკუნეობრივი აკრძალვები. 1724 წელს ეპისკოპოსმა ფეოფან პროკოპოვიჩმა დაბეჭდა წიგნი "Истинное оправдание правоверных христиан, крещением поливательным крещаемых" ("დასხმითი წესით მონათლულ მართლმორწმუნე ქრისტეანთა ჭეშმარიტი გამართლება"), რაც წმინდა სინოდმა სახელმძღვანელოდ მიიღო.

შესაძლოა, "ჭეშმარიტი გამართლების..." დაწერის ერთ ერთი მიზეზი იყო ლუთერანელი მართა სკავრონსკაიას (შემდგომში ეკატერინა I) მართლმადიდებლობაში ნათლობის გარეშე შემოერთების იურიდიული გამართლების მცდელობა. მართა სკავრონსკაიასგან პეტრე I-ს 1706 წელს შვილი შეეძინა; 1712 წელს პეტრე I-მა ის მეუღლედ გამოაცხადა, 1724 წელს კი დედოფლად აკურთხა.

შემდგომში რუს იმპერატორთა ყველა პატარძლები (პროტესტანტები) მართლმადიდებლობას ნათლობის გარეშე უერთდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ამიტომ ხომ არ არის საეჭვო რომანოვთა მთელი დინასტიის კანონიკურობა დასხმით-პკურებითი "ნათლობის" უარმყოფელთათვის, რადგან იმპერატორთა დედები ფაქტიურად მოუნათლავები იყვნენ?

გარდა ამისა, უცხოელ ოსტატთა მთელ დასს, რომელიც პეტრე I-მა სამუშაოდ მოიწვია მოსკოვში, "დასხმითი ნათლობა" უდავოდ უმარტივებდა მართლმადიდებელ რუსეთთან ასიმილაციის პრობლემას; მათ უკვე აღარ უყურებდნენ, როგორც ერეტიკოსებს. კათოლიკეთა სახელმწიფო რელიგიასთან შემოერთება (რომლის გარეშე ვერავინ იხილავდა უმაღლეს სასულიერო ხარისხს) შესაძლებელი გახდა მხოლოდ მირონცხებით და მთელი ამ "დავიდარაბის" თავიდან აცილება შთაფლვასთან დაკავშირებით პროტესტანტებისთვისაც მომგებიანი იყო, რადგან ამით იხსნებოდა რუსეთის მოქალაქეებთან დაქორწინების ყოველგვარი ბარიერი (მითუმეტეს, რომ შთაფლვითი ნათლობა ყოველთვის აღესრულებოდა "ცოცხალ", ანუ ცივ და არაშემთბარ წყალში).

ეს ყოველივე ობიექტურად უწყობდა ხელს რუსეთში უცხოელი სპეციალისტების დამკვიდრებასა და განმტკიცებას. მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ამ მრავალრიცხოვან ოსტატთაგან, რომლებიც მართლმადიდებლობას უერთდებოდნენ, ყველა გულწრფელი იყო და არ ამოძრავებდათ კონიუნქტურული ინტერესები? ფეოფან პროკოპოვიჩის "ჭეშმარიტი გამართლების..." უკან, უეჭველად დგას იმდროინდელი "ეკლესიის მეთაური", იმპერატორი პეტრე I, ფეოფან პროკოპოვიჩი მხოლოდ მისი თანაშემწე გახლდათ.

იმ დროს ძლიერ ლათინიზირებული კიევო-მოგილევური აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფ. პროკოპოვიჩი რომში გაემგზავრა, უარჰყო მართლმადიდებლობა, მიიღო კათოლიციზმი და სწავლა სახელგანთქმულ იეზუიტურ კოლეგიაში გააგრძელა. რომში სწავლების პერიოდში, მან თვით პაპის ყურადღებაც კი მიიპყრო, მაგრამ იქ დარჩენა არ ისურვა, კიევში დაბრუნდა და "კვლავ მართლმადიდებლობისკენ მოექცა". ამის შემდეგ მან კიევის აკადემიაში დაიწყო პიეტიკის, რიტორიკის, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სწავლება. 1716 წელს პეტრემ ის გამოიძახა პეტერბურგში, ხოლო ორი წლის შემდეგ ეპისკოპოსობა უბოძა და მთავარ თანაშემწედაც დანიშნა სულიერი მმართველობის საქმეებში.

ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (კაზანცევი) 1905 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ნათქვამია: "პეტრემ თვითნებურად, მხოლოდ საკუთარი სურვილით, სინოდის წესდების შესაქმნელად აირჩია მღვდელმთავარი ფეოფან პროკოპოვიჩი, რომელიც მღვდელმთავარიც კი არ უნდა გამხდარიყო. მან უარყო მართლმადიდებლობა და გახდა ლათინი, შემდეგ გადავიდა ლუთერანობაში და კვლავ მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. სარწმუნოებაში ასეთ მერყევ ადამიანს მიანდეს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი სინოდის წესდების დაწერა" (Старообрядчество. Энциклопедический словарь. М., 1996. С. 293).

პატრიარქ ფილარეტის კრებით განსაზღვრებაში რომაელ მწვალებლებზე (ანუ პაპისტებზე - რედ.), "რომელთაც თავიანთი შეხდულებები მიუღიათ ევნომეველთაგან" ("иже прияша от евномиан") ნათქვამია: "Евномиане убо вместо крещения на главы своя возливают воду до пояса и молитвы своя творят... церкви же, ни храмины не имут. И приходящих убо от евномиан повелевают святая правила совершенно крестити святым крещением" ("ევნომიანელნი ნათლობის ნაცვლად მხოლოდ წელამდე ასხამენ წყალს მოსანათლს და საკუთარ სიტყვებს ამბობენ... ხოლო ეკლესია, ანუ ტაძარი არა აქვთ. წმიდა კანონების თანახმად, ევნომეველთაგან მოქცეულნი სრულიად უნდა მოინათლონ წმიდა ნათლისღებით" (Большой Потребник... Л. 572).

"რომაული (კათოლიციზმი - რედ.) და სხვა მწვალებლობანი... არასწორად და ღმრთისსაწინააღმდეგოდ მსჯელობენ მეორედ შობის წმიდა საბანელსა და ნათლისღებაზე, და ნათლობის საიდუმლოში კი არ შთაფლავენ, არამედ წყალს ასხამენ. არ ამბობენ აგრეთე მოციქულთაგან და წმიდა მამათაგან გადმოცემულ ფორმულას: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი)", არამედ იტყვიან: "გნათლავ შენ მე, მღვდელი" და შემდგ..., - ღმრთის სახელს არ ახსენებენ და არც მირონსა და ზეთს სცხებენ. მირონის ნაცვლად პირში მარილს ჩაიდებენ, ნერწყვით დაასველებენ და მირონის ნაცვლად მას წაუსვამენ. ხოლო ყოველივე ამას წმიდა მამათა განწესებების საწინააღმდეგოდ აკეთებენ" (იქვე. გვ. 506).

"წმიდა მამათა განმარტებით ყველა მწვალებლობათა შორის უბილწესი და უსაძაგლესია ლათინ პაპისტთა მწვალებლობა, რადგან მოიცავს, როგორც იუდეველობას, ასევე ყველა ადრინდელ და წყეულ მწვალებლობებს" (Там же. Л. 561 на об.).

"ამიტომაც, თუ ვინმე რომაელთაგან და ყველა სხვა მსგავს მწვალებლობათაგან მოექცევა ჩვენი წმიდა, მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ, სრულიად უნდა მოინათლონ. რადგან მწვალებელთა ნათლობა შებილწვაა და არა ნათლობა" (Там же. Л. 565).

პატრიარქი ფილარეტი ლათინებს იმგვარ მწვალებლებად მიიჩნევდა, რომლებიც თავიდან უნდა გადაენათლათ. მწვალებლებს უწოდებდა მათ შფოთიანი დროის თვითმხილველი პატრიარქი ერმოგენეც: "ვხედავ როგორ იქელება ჭეშმარიტი სარწმუნოება მწვალებელთაგან და სარწმუნოების გამცემთაგან; როგორ აპარტახებენ ღმრთის ტაძრებს... არ შემიძლია ლათინურ გალობის მოსმენა მოსკოვში" (История Русской Церкви. Курс лекций МДС. 1971 г.).

მსოფლიო პატრიარქებმა დასწყევლეს რომის ეკლესიის პაპისტური მწვალებლობა, რის გამოც პატრიარქი ფილარეტი თავის კრებით განსაზღვრებაში შეგვახსენებს: "პატრიარქმა სერგიმ სხვა მსოფლიო პატრიარქებთან და წმიდა კრებასთან ერთად, შეწყვიტა რომაელ მწვალებელთა და რომის პაპთა ხსენება და საუკუნო ანათემას გადასცა ისინი".

როგორც ცნობილია, ლათინები ("კათოლიკეები" - რედ.) დღემდე მიჰყვებიან თავიანთ ცდომილებებს: "იხილეთ, რამდენი უცნაური, მკრეხელური და ღმრთისმგმობელური ცდომილებაა პაპისტურ (და არა ქრისტეს) სარწმუნოებაში... დაამკვიდრეს პაპებმა თავიანთ ეკლესიაში ათასგვარი ფოკუსები, ცრუ დოგმატები, ყალბი სარწმუნოება და ცხოვრება. ეს არის სრულიად მწვალებლური ეკლესია... ან შეხედეთ, როგორი გაცოფებით ცდილობენ მართლმადიდებელთა მიქცევას თავიანთი წარმწყმედელი სარწმუნოებისკენ! დაიცევ, უფალო, მართლმადიდებლობა კათოლიციზმისგან!... ან იხილეთ რამდენი ცდომილება და მწვალებლობაა მათ სწავლებებში, რამდენი განდგომაა ჭეშმარიტი ქრისტეანობისგან! დამღუპველი და სულის წარმწმყედელია პაპისტური სისტემა! (Иоанн Кронштадтский. Дневник).

ასეთები იყვნენ ლათინები 1620 წლის ადგილობრივი კრების დროსაც, რომელმაც დააწესა მათი თავიდან ნათლობა მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში, რაზეც აღშფოთებულები წერენ ნ. ი. ივანოვსკი და კათოლიკეების მართლმადიდებლობასთან შემოერთების "ლიბერალური" შეხედულების სხვა მიმდევრები.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენში შთაფლვითი ნათლობიდან წყალდასხმით ნათლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული არანაირი დადგენილება არ არსებობს. ხოლო ის, რომ დღეისთვის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, უმცირესი გამონაკლისის გარდა, თითქმის საყოველთაოდ დასხმით-პკურებითად ნათლავენ, გახლავთ ნიკონო-ალექსეევური "რეფორმისა" და მართლმადიდებლური ტრადიციის დარღვევის უცილობელი შედეგი.

მღვდელმოწამე ანდრია უხტომსკისა და მისი თანამოაზრე მღვდელმთავართა განსაზღვრებით, ამისი პრეცედენტი შექმნეს აღმოსავლელმა და რუსმა "რეფორმატორმა" იერარქებმა 1667 წლის ყაჩაღთა კრებაზე, როდესაც ლათინობიდან მოქცეულთა სრული ნათლობით მიღების დაკანონებული წესი გააუქმეს და ის მირონცხებით შეცვალეს, რითაც დასხმითი ნათლობის კანონიკურობა აღიარეს.

1667 წლის კრებამ ერთგვარად დაასრულა ბერძნებთან ერთგვაროვნების მიღწევა საეკლესიო პრაქტიკის სფეროში, ამიტომაც რეფორმის მონაწილე აღმოსავლელი პატრიარქები (რომლებიც, სიტყვამ მოიტანა და, იმ დროისთვის აკრძალულები იყვნენ. ხოლო ავანტიურისტი პაისი ლიგარიდი, რომელიც ღაზის მიტროპოლიტად ასაღებდა თავს, ეკლესიიდანაც განკვეთილი იყო) უეჭველად მეფე ალექსი მიხაილოვიჩის პროგრამით მოქმედებდნენ, რომელიც სწორედ საკითხის ამგვარი გადაწყვეტისკენ იყო გამიზნული. რადგან იმ დროისთვის ბერძნებს უკვე დამკვიდრებული ჰქონდათ დასხმითი ნათლობა (რაშიც ამხელდა მათ არსენი სუხანოვი) და ლათინებს ეკლესიაში თავიდან ნათლობის გარეშე, მირონცხებით შეიწყნარებდნენ, ბუნებრივია, რუსებსაც იგივე განუწესეს, ანუ ლათინებთან მიმართებაში ემოქმედნათ ბერძნული ნიმუშის მიხედვით. ამგვარად, 1620 წლის კრებითი დადგენილების შეცვლისა და მოციქულთა და წმიდა მამათა განწესებების საწინააღმდეგო სიახლის შემოღებისთვის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მეფე ალექსი მიხაილოვიჩსა და პატრიარქ ნიკონს.

1669 წელს ამბაკუმი ოდნავ დაგვიანებით ამხელს მეფეს: "შენ, თვითმპყრობელო, პასუხს აგებ ყოველივე იმისთვის, რაც თავს დაგვატეხე... შენში იყრის თავს ყოველივე მეფეო და შენ დაგეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის" (Аввакум, протопоп. Житие. Горький, 1988. С.110, 111).

სხვათა შორის, მოციქულთა 46-ე კანონი ბრძანებს: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის განკვეთას ვბრძანებთ, რადგან რა აქვს საერთო ქრისტეს ბელიართან (სატანასთან)? ან რა აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან? (შდრ. 2 კორინთ. 6:15)" (სლავურად: "Епископ или презвитер, аще не похулит ни поругается еретическому крещению, но приемлет крещенаго от них или на службу приемлет, да извержется" (Большой Потребник. Л. 503)).

1667 წლის კრებაზე აღმოსავლელმა პატრიარქები სტილთან და ყოფით თემებთან დაკავშირებულ მრავალ წვრილმან საკითხშიაც კი ნიმუშად ბერძნულ პრაქტიკას სახავდნენ და წერდნენ: " да творят по чину восточныя церкви" ("ყოველივე აღმოსავლეთის (იგულისხმე იმდროინდელი ბერძნული - რედ.) ეკლესიის მიხედვით აღასრულონ"), "якоже чин держится издревле во всех святых церквах в восточных странах" ("როგორც ეს აღმოსავლეთის (იგულისხმე იმდროინდელი ბერძნული - რედ.) ყველა წმიდა ეკლესიაში წმიდა მამათაგან არის გადმოცემული" და ა. შ. (Карташев А.В. Очерки по истории Русской Церкви. М.,1991. Т.2. С.181).

მაგრამ XVIII საუკუნეში ბერძნები კვლავ ლათინთა გადანათვლას მიუბრუნდნენ, ხოლო XIX საუკუნისთვის თვითონაც აღადგინეს შთაფლვითი ნათლობა, რაც, უეჭველად, ღირსეული და მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის.

ე. გოლუბინსკი წერს, რომ ბერძნები XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე სრული ნათლობით მხოლოდ მოზრდილებს ნათლავდნენ, ყრმებს კი წყალში ყელამდე ჩააყენებდნენ და თავზე წყალს პეშვით აპკურებდნენ. თუმცა, ქრისტოფორ ანგელოსის მოწმობით, პელოპონესსა და მის შემოგარენში ყრმებსაც მთლიანად შთაფლავდნენ. 1829 წლიდან ბერძნული ეკლესია ყრმების ნათლობას განაწესებს მხოლოდ და მხოლოდ სრული შთაფლვით (კონსტანტინოპოლის პატრიარქის აღათანგელოზის 1829 წლის სექტემბრის სიგელი) (Голубинский Е. К нашей полемике со старообрядцами. М.,1905).

ლათინები ყრმებს ასე ნათლავენ: ჩაცმულ ყრმას, რომელიც ხელში ნათლიას უჭირავს, თავზე სამჯერ ასხამენ ნაკურთხ აიაზმას; პროტესტანტული ნათლობა ამაზე უფრო მარტივია.

დასხმითი ნათლობა ჩვენში უპირველესად კათოლიკურ ლიტვის მოსაზღვრე რაიონებში წარმოიშვა. მიტროპოლიტი კვიპრიანე ფსკოველ სასულიერო პირებს ჯერ კიდევ 1395 წელს წერდა: "არასწორია ნათლობა, როდესაც ნათლიებს ყრმები ხელში უჭირავთ, პატარას კი წყალს თავზე ასხამენ" (Русская историческая библиотека. М.,1880. Т.6. С.240. – Цит. по: Булгаков С.В. Настольная книга священно-церковно-служителей. М., 1993. Ч. II (репринт с изд. 1913 г.).

იგივე მამა იღუმენ ათანასეს წერს: "წმიდა ნათლობა ასე შეასრულეთ: წყალი არ გადაასხათ, როგორც ამას ლათინები იქმან, არამედ მდინარეში ან წმიდა ჭურჭელში შთაჰფალით... ვინც ასე არ იქმს, ის არასწორად ნათლავს" (იქვე. გვ. 255).

1410 წელს მიტროპოლიტი ფოტი ნოვგოროდელებს წერდა: "ხოლო ნათლბა წმიდა მოციქულთა გადმოცემისამებრ აღასრულეთ, წყალი კი არ გადაასხათ, არამედ წყალში შთაჰფალით სამჯერ, პირველ შთაფლვაზე "სახელითა მამისათა", მეორე შთაფლვაზე - "და ძისათა", და მესამე შთაფლვაზე "სულისა წმიდისათა". იგივე გაიმეორა მან პსკოველებთან მიმართავში, ასევე თავის 1431 წელს დაწერილ თავის სწავლებაში "მღვდლებისა და დიაკვნების მიმართ" (Там же. С.274).

ჩვენი ეკლესიის ისტორიაში არსებობს მთელი რიგი დადგენილებები, რომლებიც კრძალავენ დასხმით ნათლობას. ასე მაგალითად, 1274 წლის ვლადიმირის ადგილობრივ კრებაზე მიღებული იქნა დადგენილება: "აწ აღარავის დაასხათ წყალი თავზე, არამედ შთაჰფალით: არსად წერია დასხმა, არამედ ემბაზში შთაფლვა" (იქვე. გვ. 94).

1551 წელს ასმუხლიანმა კრებამ დააწესა: ""ხოლო ყრმები ეკლესიაში უნდა ინათლებოდნენ წეს-განგებისამებრ, წმიდა მოციქულთა და მამათა გადმოცემისამებრ, და კი არ დაასხან წყალი, არამედ სამგზის შთაჰფლან წყალში, როგორც ამას ნაბეჭდი კურთხევანები ითხოვენ" (Стоглав. СПб., 1863. С. 81).

როსტოვის მიტროპოლიტი ბარლაამი (გარდ. 1652 წ.) ახალხელდასხმულ მღვდელს ასწავლის: "ყრმები სამი შთაფლვით მონათლე და არა დასახმით" (А. Смирнов. Патриарх Филарет (Чтения в обществе любителей духовного просвещения). XIX в.).

გარდა ამისა შევნიშნავთ, რომ არსებობს საღვთისმეტყველო ტერმინი "ცოცხალი წყალი". ძველად ნათლობას განაწესებდნენ "ცოცხალ წყალში" ("დიდაქე", 7:1), რასაც დღემდე იცავენ ძველმოწესეები და ნათლავენ სწორედ "ცოცხალ წყალში", ანუ წყლის გაცხელების ან შეთბობის გარეშე, წლის დროისდა მიუხედავად. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ყრმები, რომლებიც ზამთარში, წყლის შეთბობის გარეშე, წყლის ბუნებრივ ტემპერატურაზე (+ 4°-ზე) ინათლებიან, უკეთესად იზრდებიან და ვითარდებიან" (Булгаков С.В. Настольная книга для священно-церковно-служителей. М., 1993. Ч. II (репринт с изд. 1913 г.). С. 981).

პატრიარქ ფილარეტის "დიდ კურთხევანში" დასხმითი ნათლობის ხსენებაც კი არ არსებობს!

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასხმით-პკურებითი ნათლობას არა აქვს არც ისტორიული, არც საღვთისმეტყველო და არც კანონიკური საფუძველი.

დასავლეთის ღვთისმეტყველების იურიდიულმა სულისკვეთებამ, რომელიც თანამედროვე მართლმადიდებლობაშიც შემოიჭრა, ნათლობის საიდუმლოს ცნება "ქმედითობამდე" დაიყვანა, ხოლო ნათლობის არსი, რომელიც პიროვნების აღდგენასა და აღორძინებაში მდგომარეობს, უგულებელჰყო (ა. შმემანი. დასახ. ნაშრ.). იურიდიული ქმედითობის თვალსაზრისით საიდუმლოს აღსასრულებლად აუცილებელია მხოლოდ მღვდელი და წყალი (რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს), რომეელიც დროის ეკონომიის თვალსაზრისით შეიძლება შემოკლდეს კიდეც და სულ რაღაც 15 წუთში აღესრულოს.

მაგრამ ეკლესია ქმედითობასა და აღსრულებას ერთმანეთისგან არ განასხვავებას. ნათლობის საიდუმლოში მღვდელი ღმერთს ევედრება საკუთარი, პირადი ცოდვების მიტევებას, განწმენდას და საიდუმლოს აღსასრულებლად ძალის მოვლინებას, რითაც გამოხატულია ის, რომ მღვდელი აქ უბრალო ფუნქციონერი კი არ არის, არამედ სულის ცხონების მოსურნე ქრისტეანის ის მოძღვარი თვითონაც რომ უნდა ცხონდეს ("молитва священника о себе" в чине Крещения" ("მღვდლის ლოცვა თავისთვის ნათლისღების საიდუმლოში").

ლათინურ-სქოლასტიკურმა მიდგომამ (როდესაც მოსანათლავის წყალში შთაფლვის ნაცვლად რამოდენიმე წვეთი წყლის შეხებას საკმარისად მიიჩნევენ), ნათლისღების საიდუმლო თითქმის მაგიურ აქტად გადააქცია და გამოიწვია ის, რომ ყოველგვარი კავშირი დაჰკარგა "წყლის საიდუმლოსთან".

და კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო მომენტი: ნათლობა არ არის მხოლოდ პირადი ან ოჯახური საქმე. ლიტურგიკულ პლანში ის მჭიდროდ უკავშირდება თვით ეკლესიის მისტიკურ ცხოვრებას. ეს არის ეკლესიის ფუნდამენტი, რომელიც არის ნათელღებულ ადამიანთა ერთობა. ღვთისმეტყველთა აზრით, ამ საიდუმლოს ყოველ აღსრულებაში მთელი ეკლესია მონაწილეობს, რადგან ეს არის ადამიანის მეორედ შობისა და სულიერი აღორძინების საიდუმლო და ყოველ მორიგ ნათლობაში, როდესაც ადამიანები სულწმიდის ნათელს ღებულობენ, ამ ნათელს ღებულობს მთელი ეკლესიაც. წყლის კურთხევის კვერექსში, ერთ ერთ სავედრებელში ნათქვამია: "რათა განგუანათლოს ჩვენ ნათლითა მეცნიერებისათა და სარწმუნოებითა და დანერგვითა სულისა წმიდისათა...". ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა მხოლოდ ერთ მონათლულზე, არამედ მთელს ეკლესიაზე, ამიტომაც არის ზის აქ ნაცვალსახელი "ჩვენ" მრავლობითში.

ამგვარად, ნათლობის სწორი შესრულება - ეს არის მთელი ლიტურგიკული განახლებისა და სულიერი აღორძინების რეალური წყარო და ამოსავალი წერტილი. ნათლობის საიდუმლოში ეკლესია მუდმივად განაახლებს საკუთარ თავს ნათელღებულ ქრისტეანთა მიერ. და ნათლობის ამ არსებითი ფუნქციის შუქზე - რაც ეკლესიის განახლებაში გამოიხატება - რა შეიძლება ითქვას ლიტურგიკულად არასწორ, არასრულყოფილ და შემოკლებულ "კერძო" ნათლობებზე, რომლებიც უკიდურეს მინიმუმამდეა დაყვანილი და ისიც სრულდება წყალპკურებით?...

"ნათლობა უნდა აღესრულოს უდიდესი ყურადღებითა და მონდომებით, და არა ეშმაკობით..." - შეგვახსენებს "დიდი კურთხევანი". თუ როგორ აღესრულება დღეს ნათლობა ახალმოწესეობრივ ეკლესიაში, კარგად ჩანს მასალიდან, რომელიც განთავსებულია ქ. მოსკოვის ბერსენევკას რაიონის სამრევლოს გამოცემაში "Берсеневске страницы" (ივლისი 2099 წ.).

"ნათლობის შესრულებასთან დაკავშირებით ქრონიკული პრობლემები გვაქვს", - განაცხადა კორესპონდენტთან ინტერვიუში ტაძრის მოძღვარმა იღუმენმა კირილემ (სახაროვი).

"როდესაც თემს ახალი წევრები ემტაება, ცხადი ხდება, რომ ბევრი მათგანი მონათლული ყოფილა ჯეროვანი მომზადების გარეშე, ნაჩქარევად, შეფუცვების ლოცვები მათთვის ან საერთოდ არ წაუკითხავთ ან ძალზედ შემოკლებით. ხოლო რუსეთის გაქრისტეანებიდან ათასწლოვანი იუბილეს შემდეგ (80-იანი წლების მიწურული, 90-იანი წლების დასაწყისი), როდესაც მასობრივი ნათლობები ჩატარდა, მრავალი ადამიანი მონათლეს დასხმითი და თვით პკურებითი წესითაც კი" (Берсеневские страницы. М., 2009, 6, июль).

რაღა ქნან ახლა მათ, ვისაც ამ ვითარების გამოსწორება სურს?

"ყველაფერი მარტივადაა, - ამბობს იღუმენი კირილე, რომელიც ამ საკითხში გამოცდილი სულიერი მოძღვრის რჩევას მისდევს, - ყოველივე რაც ნათლობაში დააკლეს უნდა აღივსოს" (ხაზგასმა ავტორისაა - რედ.).

ძველმოწესეობრივ პრაქტიკაში, თუ ადამიანი კლინიკოსია (ანუ საწოლს არის მიჯაჭვული) და დასხმითად მონათლა ვინმემ, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ემბაზში ჩააყენებენ და თავიდან შთაფლვით მონათლავენ, რადგან ამით ვითარებით გამოწვეულ დანაკლისს აღუვსებენ. ასე უნდა მოეპყრან ყველა დასხმითად თუ პკურებითად მონათლულს, თუ ის გულგრილი არ არის საკუთარი ბედისადმი და მდგომარეობის გამოსწორება სურს.

"ძალზედ მტკივნეულად განვიცდი, როდესაც დასხმითი ნათლობებზე მესმის, - აგრძელებს იღუმენი კირილე. - სამრევლოს წევრებმა მიყვებიან, რომ თავად უნახავთ ამგვარი რამ სხვადასხვა ტაძრებში... მრავალ მღვდელს შიშიც კი უჩნდება შთაფლვითი ნათლობის მიმართ; მათ ექმნებათ ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც უნდა გადაილახოს...".

კალუგაში, საკათედრო ტაძარში უკვე ტანისამოსის გახდის გარეშე, ოდენ თავის დასველებით "ნათლავენ". წიგნში "Самарский батюшка" არის ფოტოსურათი, თუ როგორ "ნათლავენ" ადამიანს წყალდასხმით, როგორ აპკურებენ მას თავზე. შთაფლვით არ ნათლავენ არც კრანოიარსკის, ნოვოსიბირსკის, ომსკის და სხვა დიდი ქალაქების საკათედრო ტაძრებშიც.

ნათლობის შთაფლვითი წესიდან დასხმით-პკურებითზე გადასვლაში იღუმენი კირილე ხედავს ნიკონო-ალექსეევური რეფორმის დამღუპველ შედეგს.

"იმ დროიდან, განსაკუთრებით კი პეტრეს ეპოქიდან, მალოროსიიდან გამოსული მღვდლები ჩვენში სამღვდელმთავრო კათედრებზეც კი აღზევდებოდნენ, ეპყრათ ტაძრებისა და მონასტრების წინამძღვართა ადგილები. თვითონ კი მოქცეულნი იყვნენ დასავლურ, ლათინური ზეგავლენის ქვეს და ყველგან ნათლობის დასხმით წესს ამკვიდრებდნენ. XX საუკუნემ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, - ჯერ ობნოვლენცებმა თავიანთი ლიბერალური მიდგომით, ხოლო შემდეგ მრავალმა "დასავლელმა", რომლებიც ომის შემდეგ ჩვენს სასულიერო სკოლებსა და აკადემიებს მოაწყდნენ და რუსეთში დამკვიდრდნენ.

ქ. ალჩეევსკის (დონბასი) წმ. ნიკოლოზის ტაძარში ძველმა მღვდელმა, რომელიც ამ ტაძარში ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან ცხოვრობდა, მოგვითხრო, რომ "მის დროს ნათლობა შთაფლვითი იყო და მხოლოდ 60-იანი წლების დასაწყისიდან, ხრუშჩევის დევნულების დროიდან, ხელისუფლების ზეწოლით, რომელიც აღშფოთებული იყო "ბარბაროსული ჩვეულებით", პრაქტიკაში დასხმითი ნათლობა დაამკვიდრეს".

დღეს ბაპტისტერიუმი თითქმის არც ერთ ტაძარში არ არსებობს (მცირედი გამონაკლისის გარდა). გუმბათების მოსაოქროვებლად და ძვირფასი ლითონებით მოსაპირკეთებლად თანხები არსებობს, ხოლო ბაპტისტერიუმებისა და ემბაზებისთვის არა?

"აი, ჩავალ დონბასში, ჩემს მცირე სამშობლოში, - ამბობს იღუმენი კირილე, ვკითხავ, მაგალითად, სოფ. მალოივანოვკას ტაძრის მოძღვარს: "რატომ ნათლავ ყველას წყალდასხმით? მაშინ მე არაფერი მესაქმება თქვენთან და არანაირ მონაწილეობას თქვენი ეკვდერის მშენებლობაში არ მივიღებ". რისთვის არის ის საჭირო, იმისთვის, რომ ზარების რეკვით ერს ეკლესიისკენ, ღმრთის ადგილისკენ მოუწოდო, სადაც ასეთი უსჯულოება აღესრულება?"

1854 წელს სლავენისა და ხერსონესის არქიეპისკოპოსმა ნიკიფორემ თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში კატეგორიულად აკრძალა დასხმითი ნათლობა და ყველას განუწესა მორწმუნეები მოენათლად შთაფლვით. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბარნაულისა და ლუგანსკის საეპარქიო მმართველობა გამოსცემდა ცირკულარს, რომელშიც მღვდლებს მიეთითბოდა ნათლობა აღესრულებინათ მხოლოდ შთაფლვით. იგივეს განაწესებდა რამოდენიმე წლის წინ ოდესის მიტროპოლიტ აღათანგელოზის ცირკულარი. შთაფლვითი ნათლობის აღდგენისკენ არაერთხელ მოუწოდებდა აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი II.

"აუცილებელად ღრმა სინანული გვმართებს ამ უდიდესი საიდუმლოსადმი ჩვენი მკრეხელური დამოკიდებულების გამო, - ბრძანებს იღუმენი კირილე. - ყოველმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა უნდა შეინანოს ეს ცოდვა, რაც უნდა მოხდეს კრებით დონეზე. ამის შემდეგ კი კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ეს უმსგავსობა, წესის დამრღვევნი კი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ" (იქვე).

"ნათლისღება, - აღნიშნავს იღუმენი კირილე, - უნდა აღესრულოს "ცოცხალ" და არა "მკვდარ", ადუღებულ წყალში.

ნათლობის ჭეშმარიტი მნიშვნელობის აღდგენა მისი კანონიკური აღსრულების სახით - ქრისტეანული საზოგადოების აღორძინების ამოსავალი წყაროა.


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика