ნათლობა - ნათლისღების დღესასწაულის ტრადიცია - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

"ქედფიცხელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს!.."

ნათლისღება

ინტერნეტში (როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ვებ-საიტებზე) შეხვდებით პუბლიკაციებს, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორ აღნიშნავენ ნათლისღების დღესასწაულს ოფიციალური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები. მაგალითად, 2014 წლის 19 იანვარს ქართული ინტერნეტ-წყარო "ნეტგაზეთი" წერდა: "ნათლისღების დღესასწაული ბათუმში ზღვაში შთაფლვით აღნიშნეს.



მართლმადიდებელი მორწმუნეები ბათუმში უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს ზღვაში შესვლით აღნიშნავენ. ზღვაში შთაფლვის რიტუალში მონაწილეობას ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი, სხვა სასულიერო და საერო პირები იღებდნენ. მეუფე დიმიტრისთან ერთად იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ზღვაში შთაფლვის ტრადიცია 14 წლის წინ სწორედ მეუფე დიმიტრის ინიციატივით აღდგა" (netgazeti.ge).

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/27126/

ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა: ბატონებო, ნათლისღების საიდუმლოს მხოლოდ შთაფლვით აღსრულების წესს როდის აღადგენთ? თუ თქვენთვის ხორცის კურნება სულის კურნებასა და მარადიული სუფევის მოპოვებაზე მნიშვნელოვანია?

წმ. იოანე ოქროპირის სიტყვების ("იუდეველთა წინააღმდეგ") პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, შეგვიძლია ასეც ვთქვათ:: "არავინაა თქვენზე საწყალობელი: თქვენ ხომ მარადის საკუთარი ცხოვნების წინააღმდეგ მიდიხართ. როდესაც ნათლისღებაში შთაფლვის დაცვა გმართებთ, ქელავთ მას, ხოლო ახლა, როდესაც ეს სულაც არ არის აუცილებელი, - ჯიუტად იცავთ. ვინ შეიძლება იმ ადამიანებზე საწყალობელი იყოს, ღმერთს არა ოდენ საიდუმლოს დარღვევით, ტრადიციების დაცვითაც რომ განარისხებს? ამიტომაც ბრძანებს წმ. სტეფანე: "ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც" (საქმე 7:51), - და ეურჩებითო არა მარტო ღვთის სჯულისა და საეკლესიო საიდუმლოებების დარღვევით, არამედ ქრისტეანული ტრადიციების დაცვის უდროო სურვილით; და სამართლიანადაც იწოდებით "ქედფიცხელად", რადგან უარჰყავით ნათლისღების წმიდა საიდუმლო და მით ქრისტეც უარყავით, თუმცა მისი უღელი საამო და ტკბილი იყო. "დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი" (მათე 11:2-30) (წმ. იოანე ოქროპირის "იუდეველთა წინააღმდეგ" პირველი ჰომილიის მიხედვით).




<iframe width="853" height="480" src="//www.youtube.com/embed/0OHwTRy4Xwo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ნათლისღება ბათუმში

<iframe width="853" height="480" src="//www.youtube.com/embed/CM3vw-Kvyqo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="//www.youtube.com/embed/x61B00T7rbQ" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ნათლისღება ახალციხეში

<iframe width="640" height="480" src="//www.youtube.com/embed/9ySI1wT0TMQ" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ნათლისღება მესხეთში

<iframe width="640" height="480" src="//www.youtube.com/embed/Pj_ZcJuelmc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ფიტარეთი ნათლისღება
(
19.01.2014)

<iframe width="640" height="480" src="//www.youtube.com/embed/ai-o4o7zJqg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ნათლისღება და განბანვის ტრადიცია ბორჯომში

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика