Главное меню:
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
კონსტანტინოპოლის ეკლესიის
საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე
რომის პაპ ლეონ XIII-
(ამონაწერი)
"... ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მზად არის ნებისმიერი წინადადება მიიღოს შეერთების შესახებ, ოღონდ თუკი რომის ეპისკოპოსი ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის თავის ეკლესიაში შეტანილ სახარების საწინააღმდეგო ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებზე, რომელთაც გამოიწვიეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების სამწუხარო განყოფა... სანამ იგი თავის სიახლეებს ადგას, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია დამკვიდრებულია საღმრთო და სამოციქულო გადმოცემებზე და ქრისტეანობის პირველი ცხრა საუკუნის დადგინებებზე, რომლებშიც დასავლეთის ეკლესიებიც (ოდესღაც) ერთი აზრისანი და თანხმიერნი იყვნენ აღმოსავლეთის ეკლესიებთან. -
... რამეთუ წინააღმდეგობა ცხადზე უცხადესია, როცა ერთსა და იმავე ეკლესიაში ერთს სწამს, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან, მეორეს კი -
... როცა ამას ვამბობთ, ჩვენ სულაც არ ვგულისხმობთ იმ განსხვავებებს, რომლებიც განეკუთვნება საეკლესიო ტიბიკონებსა და წეს-
... თუკი ღვთაებრივ მამათა და ღმრთივშეკრებილ მსოფლიო კრებათა სწავლებიდან დასავლელნი დაგვიმტკიცებენ, რომ ოდესღაც, მეცხრე საუკუნემდე, რომის (მაშინ) ჯერ კიდევ მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთში სარწმუნოების სიმბოლოს დანამატით ("და ძისაგან გამოვალს") კითხულობდა, ანდა უფუარ პურს იყენებდა (ზიარების საიდუმლოში). ან მიიღებდა სწავლებას განმწმედ ცეცხლზე, (წყლის) პკურებას (წყალში სამგზის) შთაფვლის ნაცლად... მაშინ, (თუკი დასავლელნი დაგვიმტკიცებენ ყოველივე ამას), ჩვენ არაფერი გვექნება სათქმელი ხოლო თუკი პირიქით, ცხადი შეიქნება, ... რომ დასავლეთის ეკლესიამ დაამახინჯა ისინი სხვადასხვა სიახლეებით, მაშინ ყრმათათვისაც კი ცხადი გახდება, რომ უფრო ბუნებრივი გზა გაერთიანებისკენ არის დასავლეთის ეკლესიის დაბრუნება ძველს მდგომარეობაში... რამეთუ სარწმუნოება არანაირად არ იცვლება დროისა თუ გარემოებათა ზეგავლენით, არამედ მარადის ერთი და იგივე რჩება (§ 6).
ე
ციტ. თეოლოგიური ალმანახი "ივერიის გაბრწყინება" (სპეციალური ნომერი) 1999 წ. # 4 (32) (გვ. 2-
იხილეთ აგრეთვე: http://www.pagez.ru/olb/025.php