Главное меню:
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
კონსტანტინოპოლის პატრიარქ აგათანგელოზის ეპისტოლე
წმიდა ნათლისღების შესახებ
(1829 წ.)
წყალობითა ღმრთისათა ახალი რომის, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი აგათანგელოზი.
სახელმწიფოებრიობის საზღვრებში მდებარე კაცობრივი საქმეები დროისა და ვითარებების შესაბამისად მრავალჯერ ექვემდებარებიან ცვლილებას, მაგრამ ის, რაც საღმრთო და წმიდა მოციქულთა გადმოცემებით არის დამტკიცებული, უპირველეს ყოვლისა ჩვენი უბიწო სარწმუნოების დოგმატები და საიდუმლოებები, დროის ცვალებადობას არ ექვემდებარებიან და ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ამის უფლება არა აქვს თვით ანგელოზსაც კი, რადგან მცირედმა გადახრამაც კი შეიძლება უდიდესი საფრთხე წარმოქმნას და მართლმორწმუნეთა სულები დააზიანოს, რომლებიც უფალმა გამოისყიდა თავისი უპატიოსნესი სისხლით.
ეს უნდა ითქვას წმიდა ნათლისღების საიდუმლოს შესახებაც, რადგან სხვა მხარეში მცხოვრებმა ღვთისმოსავმა მორწმუნეებმა ჩვენს ეკლესიას ჰკითხეს თუ რომელი ნათლობაა ჭეშმარიტი და რომელია უბიწო და შეუგინებელი, რადგან იმ მხარეში ამის შესახებ დავობდა ორი მღვდელმსახური, რომლებიც უთანხმოებაში იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნათლისღების დროს ერთი მათგანი აღავსებს წმიდა ემბაზს წყლით, აიყვანს ყრმას ორივე ხელით და წარმოთქმით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი)", -
მაგრამ მეორე მღვდელმსახური ემბაზს მხოლოდ ერთ მესამედზე აღავსებს, აიყვანს მოსანათლ ყრმას და შთაფლავს მას წელამდე უჭირავს რა ყრმა მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი თავზე წყალს აპკურებს და პირველი მოწოდების დროს: "სახელითა მამისათა", -
ხსენებულმა ქრისტეანებმა, რომლებიც დაბნეულნი არიან და ბრკოლდებიან იმის გამო, რომ ამ მღვდელმოქმედებას ორი მღვდელი განსხვავებულად აღასრულებს და ერთმანეთში დავობს: პირველი ამტკიცებს, რომ სწორია ნათლობის მხოლოდ პირველი ფორმა, მეორე კი მიიჩნევს, რომ ის წესი, რომელსაც ის მისდევს, პირველისგან არაფრით განსხვავდება, არამედ უფრო უსაფრთხოა და უვნებელი ყრმათათვის, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოგვმართეს და ჩვენს მსჯავრს მიანდეს განაჩენის გამოტანა, და მოითხოვეს წერილობითად დაგვედასტურებინა თუ რომელია ამ ორი ფორმიდან ნათლობის საიდუმლოს ჭეშმარიტი და კანონიკური ფორმა. გარდა ამისა, მათ გვთხოვეს უარგვეყო ნათლობის ის წესი, რომელიც არ არის ჭეშმარიტი, რადგან მათ უკვე აღარ ძალუძთ ითმინონ ორაზროვნების სიბნელე და დაეჭვებულნი იყონ ერთ-
ამიტომაც, მოვიწონეთ რა მათი ღვთისმოშიშებრივი თხოვნა, რომელიც მათ ქრისტეანულ მოშურნეობას წარმოაჩენს საეკლესიო საიდუმლოთა შესრულებასთან დაკავშირებით, სულის სიღრმიდან ვაგვირგვინებთ მას ჩვენი ლოცვით, იერუსალემისა და მთელი პალესტინის უნეტარეს და უწმიდეს პატრიარქთან, ბატონ ათანასესთან და მის თანამსახურ ძმებთან ერთად, წინამდებარე საპატრიარქო და კრებითი მიმართვით ადასტურებს, რომ ღვთაებრივი და წმიდა ნათლისღება, როგორც ყველგან, ასევე ხსენებულ ქრისტეანებთანაც უნდა აღსრულდეს ძველი, საეკლესიო დადგენილებისა და კანონიკური წესის მიხედვით. კერძოდ, ემბაზის წყლით ავსების შემდეგ, მღვდელი ხელზე აიყვანს მოსანათლავ ყრმას და მოწოდებით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა", -
აი ასეთია ძველი გადმოცემა წმიდა და საღმრთო ნათლისღების შესახებ, რომელიც შეესაბამება მოციქულთა კანონებს და ღმერთშემოსილ მამათა კრებსით დადგენილებებს: მოსანათლავის ნათლობისას აუცილებელია მისი სამი სრული შთაჰფლვა თავითურთ, სადაც პირველი შთაფლვისა და აღმოყვანის დროს მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ", -
სწორედ ასეთი ნათლობა მიიჩნევა სრულ, სახარებისა და მოციქულთა კანონების შესაბამის და უფლის მიერ მოციქულებისთვის მიცემული მცნების თანხმიერ ნათლობად, რომელმაც ბრძანა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-
ის, ვინც სხვაგვარად მონათლავს უნდა დაემხოს თავისი პატივიდან წმიდა მოციქულთა 49-
ამრიგად, აი რას იცავს აღმოსავლეთის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა ნათლისღების სრულ და ჭეშმარიტ საიდუმლოსთან დაკავშირებით, რომელიც არიგებს, ასწავლის და უბრძანებს ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს, რათა მათაც განუხრელად ასე აღასრულონ ეს საიდუმლო. წელამდე შთაფლვა, მარჯვენა ხელით ყრმის თავის პკურება სამჯერ პირველ მოწოდებაზე ("სახელითა მამისათა"), სამჯერ მეორე მოწოდებაზე ("და ძისათა") და სამჯერ მესამე მოწოდებაზე ("და წმიდისა სულისათა"), რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდება, -
ამიტომაც ის, ვინც ყოველდღიურობაში მისდევს და იცავს ეკლესიისთვის ამ მიუღებელ და არასწორ მოქმედებას და არ სწორდება, უნდა დაექვემდებაროს მოციქულთა მიერ დაწესებულ ეპითემიებს. სწორედ ამის დასამტკიცებლად ვწერ წინამდებარე საპატრიარქო მიმართვასაც.
1829 წელი, სექტემბერი, მესამე ინდიქტიონი.
აგათანგელოზი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, ახალი რომისა და მსოფლიოს პატრიარქი.
ხელს აწერენ აგრეთვე:
იერუსალემის პატრიარქი
ზაქარია, ქალკედონის არქიეპისკოპოსი
ნიკიფორე, დერკის არქიეპისკოპოსი
(სინოდის სხვა წევრთა სახელები ჩამოთვლილი არ არის).
შენიშვნა: ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით პატრიარქ აგათანგელოზის მსგავსი განკარგულებები გაუციათ კალინიკე ნიკიელსაც და გრიგოლ სმირნელსაც.