Главное меню:
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
წმ. კალისტე კონსტანტინოპოლელი († 1363 წ.)
დარიგება ქალაქ ტერნოვოს კლერიკოსებს
ტერნოველი პატრიარქისა და ნათლისღების საკითხებთან დაკავშირებით
(ამონაწერი)
"რაც შეეხება იმას, რომ ბულგარელი მღვდლები ერთჯერადი შთაფლვით, ან უწესოდ, წყლის მიპკურებით ნათლავენ, საკმაოდ სულელური და უკეთურებით აღსავსე საქმეა. წმიდა და ქებულ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ რათა, მაცხოვრის გადმოცემით, ერთგზის შთაფლულნი, როგორც უნათლავნი თავიდან მოინათლონ. ხოლო რაკიღა ყოველი, ვინც არ მოინათლება წყლითა და სულით, მაცხოვრის სიტყვისამებრ, ვერ შევა ცათა სასუფეველში, ცხადი უნდა იყოს, რომ ვინც არ მოინათლება წყალში სამგზის შთაფლვით ცათა სასუფევლის გარეთ აღმოჩნდება.
წმიდა ნათლისღებაში სამი შთაფლვა უბრალოდ და უაზროდ როდი აღსრულდება, არამედ ზეციურ და საღმრთო საიდუმლოზე მიანიშნებს. რადგან ჩვენმა მაცხოვარმა თავის წმიდა მოწაფეებს ამცნო ყველანი სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ანუ სამიპოსტასოვანი, ღვთაებრივი და სახიერი სამების სახელით მოენათლათ, ჩვენც, საღმრთო საიდუმლოთა უდიდესი განმმარტებლის, დიონისე არეოპაგელის სწავლებით, ნათლისღების საიდუმლოში სამი შთაფლვით, როდესაც მოსანათლავის წყალში შთაფვლისას სათითაოდ წარმოვსთქვამთ მის იპოსტასთა წმიდა სახელებს და შემდეგ აღმოვიყვანთ, ღვთაების სამ იპოსტასს განვადიდებთ.
ამასთანავე, რადგან წმიდა ნათლისღება გამოხატავს სიკვდილს მაცხოვრისა (მოციქულის სიტყვისამებრ: "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-
ამრიგად, თუ ქრისტეს ეკლესიას ნათლისღების სწორედ ასეთი აღსრულება გადმოეცა ის, ვინც წმიდა ნათლისღებას ამ ხატის საწინააღმდეგოდ და უწესოდ -
ამრიგად, თუ მრავალთა ცხონებისთვის იღვწით, ეცადეთ შეაგონოთ და დაარიგოთ ყველა იქაური მღვდელმთავარი და ყველა მღვდელმსახური ბულგარეთში, რათა ნათლობის საიდუმლო, მეორედ შობის საღმრთო საბანელი, როგორც აქ მოკლედ გადმოვეცით, ღმრთის ეკლესიის გადმოცემისამებრ, სამგზისი შთაფლვით, ზეთნაცხები წყლით სავსე ჭურჭელში შეასრულონ; ნათელღებულთ წმიდა და ღვთაებრივი მირონი სცხონ და ამგვარად, წმიდა მოციქულთა და საღმრთო განწესებათა თანხმიერად იმოქმედონ; ხოლო ჭურჭელი, რომელსაც ნათლობისთვის იყენებენ, მხოლოდ ამ საქმისთვის გამოიყენონ და არა სხვა რაიმე საჭიროებისთვის, რაც არაღვთისმოშიში ქმედებაა და უსჯულოც".
წყარო: Увещание константинопольскаго патриарха Каллиста к клиру города Тернова относительно терновскаго патриарха и обряда крещения. // Журнал "Труды Киевской духовной академии" -
ინტერნეტ წყარო: http://tvorenia.russportal.ru/index.php?id=saeculum.xi_xv.k_16_0001
რუსულიდან თარგმნა არქიეპისკოპოსმა პავლემ