Главное меню:
არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი)
დასხმითი ნათლობის წინააღმდეგ
ნიკიფორე თეოტოკისი (ერში ნიკოლოზი 1731—1800) -
კონსტანტინოპოლში მან სახელი გაითქვა, როგორც მქადაგებელმა. 1776 წელს თავისი თანამემამულის ევგენი ბულგარისის მოწვევით რუსეთში ჩამოვიდა; თავიდან, ევგენის დროს, პოლტავაში კონსისტორიის წევრი გახლდათ, შემდეგ კი სახალხო სასწავლებლების ინსპექტორი, ბოლოს ეპისკოპოსი, დანიელის მონასტრის მოძღვარი. ნიკიფორეს თხზულებათა უმეტესი ნაწილი დაწერილია ბერძნულ ენაზე და ეხება ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებებს. ასეთებია, "ფიზიკა" (Лпц., 1766—67) და "მათემატიკის კურსი" (М., 1798—1800). ღვთისმეტყველებაში მისი თხზულებებია: "ისააკ ასურელის თხზულებები" (Лпц., 1770), "კათოლიკეთა ძალადობა, და ვინ არიან უნიატები და სქიზმატიკოსები" (Галле, 1775), "საკვირაო სახარებების განმარტებანი" (М., 1796, რუს. თარგმანი 1809), "მამათა ჯაჭვი -
https://ru.wikisource.org/wiki/%D0%AD%D0%A1%D0%91%D0%95/%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%B8%D1%84%D0%BE%D1%80_%D0%A4%D0%B5%D0%BE%D1%82%D0%BE%D0%BA%D0%B8
წყარო: архиепископ Никифор (Феотокис). Против обливательного Крещения
1. http://www.russian-
2. http://azbyka.ru/otechnik/Nikifor_Feotokis/protiv-
ჩვენი მინაწერი: ნიკიფორე თოეოტოკისის ეს ეპისტოლე საყურადღებოა იმიტომ, რომ ის იყო ბერძენი, თანას საკმაოდ განსწავლული. საგულისხმოა, რომ ის, როგორც თავისი ენის კარგი მცოდნე, ტერმინ "ბაპტიზმას" განმარტავს შთაფვლის და არა დასხმის ან სხურება-
სლავენელი და ხერსონელი არქიეპისკოპოსის ნიკიფორეს (თეოტოკისის) მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე
ჩემი მოწოდებიდან გამომდინარე, მოვალე ვარ თვალყური ვადევნო ყველაფერს, რაც კი ეხება ქრისტეანულ სწავლებას, რათა ჯანსაღად და დაუზიანებლად იყოს დაცული. უპირველეს ყოვლისა კი, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ წმიდა ნათლისღებას, რომელიც არის ყველა საიდუმლოსთან მისასვლელი კარი, ცოდვათა მიტევება, ღმერთთან შერიგება და ჩვენი ცხონების დასაწყისი. ის არის მიშვილების ნიჭი, რადგან ნათლისღებაში ჩვენ ვხდებით ღმრთის შვილები და ქრისტეს თნამემკვიდრენი, ვიმოსებით ჩვენი უფლით იესუ ქრისტეთი წმ. მოციქულ პავლეს სიტყვისამებრ: "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-
ვმსჯელობ რა ამ წმიდა საიდუმლოზე, უნდა გითხრათ, რომ:
1. თვით მისი სახელწოდება, მის პირველდაწყებით ენაზე, რომელზეც გადმოგვცეს ჩვენ ხარება ღმრთითგანბრძნობილმა მახარობლებმა, ნიშნავს შთაფლვას და არა დასხმას ან პკურებას (ბერძნული სიტყვა
2. ნათლისღების დამფუძნებელმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, იორდანეს წყლებში შესულმა შთაფლვით ნათელიღო.
3. ასე მონათლა მოციქულმა ფილიპემ საჭურისიც: "და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-
4. მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა გადმოცემებისამებრ ყოველთვის ნათლავდა შთაფლვით. ეს ჩანს წმ. მოციქულთა 50-
5. წყალში შთფლვა, თანაც სამგზის, და სამგზისივე აღმოსვლა წყლიდან შემთხვევით და თვითნებურად როდია დაწესებული, არამედ ქრისტეს სამდღიანი დამარხვის ნიშნად. "წყალი, -
6. მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის და ყველგან ნათლავს წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოსვლით. ასე ნათლავენ ბერძნული, არაბული, ბულგარული, სერბული, ვლახეთის, დალმაციის ეკლესიები; ასე ნათლავს რუსეთის ეკლესია მთელს დიდ რუსეთში. ამ ეკლესიათაგან ყოველს გააჩნია ჭურჭელი, რომელშიც განშიშვლებულად სამგზის შთაიფლვიან მოსანათლავნი ყრმანი წმიდა სამების სახელის მოწოდებით (როგორც ეს არის მითითებული წმ. მოციქულთა 49-
თუმცა, ვფიქრობ არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დასხმითი ნათლობა ჯერ დაიწყეს კიევში, შემდეგ კი მთელს მცირე რუსეთში. ასეთი განდგომა მოხდა იმ დროიდან, როდეაც უნიატებმა დაიპყრეს კიევის მიტროპოლია.
რომის ეკლესიაში XII საუკუნემდე შთაფლვით ნათლავდნენ, შემდეგ კი დაიწყეს არა მარტო დასხმა, არამედ პკურებაც. აქედან კი გამოდის, რომ ყველა მართლმადიდებელთაგან, მხოლოდ მალოროსებმა შეცვალეს შთაფლვა და ნათლავენ დასხმით. ამან კი სქიზმატიკოსებს მისცა შესაძლებლობა ვემხილებინეთ იმაში, რომ ჩვენ, უგულებელვჰყავით რა წმიდა მოციქულთა გადმოცემები, რომლებიც უცვლელად უპყრია მთელს მართლმადიდებლურ ეკლსიას, მივბაძეთ პაპისტებს, რომლებმაც მრავალ სხვა არასწორ ცვლილებასთან ერთად გაბედეს და ცვალეს წმიდა ნათლისღების წესიც. "იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას" (1 კორ. 11:2). "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თესალონიკ. 2:15). ასე წერდა ღვთაებრივი მოციქული პავლე. ხოლო წმ. ბასილი დიდი ნათლად ბრძანებს: "უბედურებაა, როდესაც ვიღაც მოუნათლავი მოკვდება ან როდესაც რაღაცას ტოვებენ გადმოცემიდან წმიდა ნათლისღების შესრულების დროს".
რითია გამოწვეული ასეთი უპასუხისმგებლობა ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში? რატომ არ ვიცავთ ამ წმიდა სამოციქულო გადმოცემას ისე, როგორც იცავს მას მთელი მართლმადიდებელი ეკლესია? რა საპატიო მიზეზს წარვადგენთ ღმრთის წინაშე ამგვარი დარღვევისთვის? იქნებ ვინმემ თქვას, საშიშიაო ყრმების შთაფლვა წყალში? -
ვფიქრობ, საკმარისია ის, რაც ვთქვი, ქრისტეში საყვარელნო შვილნო და უპატიოსნესო მღვდელმსახურნო, საკმარისია იმისთვის, რათა მეტად აღარ მონათლოთ დასხმით, არამედ ისე, როგორც ეს წესია, შთაფლვით, რათა ყველაზე უწინარეს მისცეთ მაგალითი მალოროსებს როგორ უნდა იქნეს დაცული ეკლესიაში მოციქულთა უძველესი წესები და გადმოცემები, რათა შემდგომ ღმრთისგან მიიღოთ უდიდესი ჯილდო და პატივი. ამასთანავე, რათა არავინ უგულებელჰყოს ჩვენი ეს დადგენილება იმ მიზეზით, რომ თითქოსდა არ ჰქონოდათ ნათელი განწესება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომაც, ჩვენ, ჩვენთვის ბოძებული სამოძღვრო ძალაუფლებით, მთელი ჩვენი სულიერი მმართველობის უფლებამოსილებით ვბრძანებთ:
1. შეეცადეთ, რათა ყოველ ეკლესიაში მოწყობილ იქნეს ვერცხლის ან სპილენძის, ან კიდევ რომელიმე სხვა შესაფერისი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელსაც ექნება ზარის ან ვარცლის ფორმა, ქვემოთ შევიწროვებული, ზემოთ კი გაფართოვებული, სიღრმით არა უნაკლებეს ერთი არშინისა (1 არშ. = 71,2 სმ. -
2. ყველგან ებრძანოს მღვდლებს, რათა ზემოთხსენებულ წყლით სავსე ჭურჭელზე წაკითხულ იქნას ჩვეული ლოცვები და ნაკურთხ წალში ყრმები მონათლონ სამგზისი შთაფლვით, თითოეულ შთაფლვაზე კი უწმიდესი სამების თითოეული იპოსტასის სახელის მოწოდებით, როგორც ეს აღსრულდება აღმოსავლეთსა და დიდ რუსეთში.
3. მკაცრად ებრძანოს ყველას, რათა ნაკურთხი წყალი ნათლობის აღსრულების შემდეგ სადმე ბინძურ ადგილას კი არ გადაასხან, არამედ შიშითა და კრძალულებით გადაღვარონ იქ, სადაც მღვდლები ხელს იბანენ, ხოლო თვით ჭურჭელი არ გამოიყენონ სხვა საქმისთვის, არამედ წმიდად დაიცვან ის ეკლესიაში სხვა საეკლესიო ჭურჭელთან ერთად.
ამ განკარგულების მორჩილთ და აღმასრულებელთ ვპირდებით ღმრთის კურთხევას და მარადიულ დიდებას, ასევე ჩვენს სამწყემსო კურთხევას.
1754 წელი.