ნათლობა - წმიდა მამები ნათლისღების შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება


ათონელი ბერები ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

ათონელი ისიხასტი ბერების სწავლების მიმოხილვა წყალგადავლებით "ნათლობასთან" დაკავშირებით

ნათლისღების საიდუმლო

შედარებითი მოწმობანი ახალმოწესე, გაბატონებულ "მართლმადიდებელი" ეკლესიის წყალდასხმითი "ნათლობის" სამხილებლად

ძველი ეკლესიის სწავლება. ნათლობის სამგზისი შთაფლვის აუცილებლობა


მათეს სახარება:
"მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან. იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდინარ ჩემთან? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3:13-17).

ნეტ. იერონიმე:
ის ინათლება მონის მიერ და ამ დროს ზეცითგან ისმის ხმა ღმრთისა. შთაიფლვის წყალში, მაგრამ ზეციდან გარდამოვალს მტრედი, სული წმიდა მტრედის სახით (Блаж. Иероним, часть 17, стр. 280, изд. 1905 г.).

წმ. ამბროსი მედიოლანელი:
ქრისტე იმისთვის კი არ მოინათლა, რათა წყლით განბანილიყო, არამედ იმისთვის, რათა მის ნაკადში შთაფლვით თვით ეკურთხებინა და განეწმინდა წყალი (Св. Амвросий Медиоланский, Поучительныя слова, слово 10, на Крещение Господне, стр. 80, 81, изд. 1838 г. в Москве).

წმ. ეფრემ ასურელი:

გოლიათი იმ მახვილით მოკვდა, რომლითაც თვითონ კლავდა; ხოლო სატანა, იმ ხორცით, რომელიც წარწყმიდა, დამხობილ იქნა და მხილებულ იმაში, რომ ღმერთი როდია. მსგავსად სამი შთაფლვისა, რომლის მეშვეობით მოინათლა მაცხოვარი, სამჯერვე გამოცდილ იქნა ის სატანისგან. (часть 8, стр. 64).

მისივე:
"... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით (Св. Ефрем Сирин, на послание к евреом, часть 7, глава 2, стих 17, стр. 263).

წმ. იოანე ოქროპირი
"ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა ნათლობა სხეულის სამგზისი შთაფლვით, როდესაც უთხრა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით"" (მათე 28:19) (Том 7, Беседа о вере, стр. 290).

წმ. პაპი პელაგიუსი (VI .)
მრავალი ინათლება მხოლოდ ქრისტეს სახელით და ერთხელ შთაიფლვის წყალში. მაშინ, როდესაც სახარება, რომელიც გვებოძა თვით ჩვენი ღმრთისა და უფლის, იესუ ქრისტეს მიერ, გვამცნებს და გვარწმუნებს, რომ ყველა უნდა მოინათლოს სამების სახელით და სამჯერ შთაფლვით, რაც ჩანს უფლის სიტყვიდან მისი მოწაფეებისადმი: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით"" (მათე 28:19) (Ветринский, Памятники древности. Письма св. папы Пелагия, том 2, стр. 511, изд. 1830 г.).

დიდი კატეხიზმო
"კითხვა: როგორ უნდა შესრულდეს ეს საიდუმლო (ნათლობა - oldb.)
პასუხი: სიტყვებით, რომელიც უფალმა ამცნო თავის მოწაფეებს: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, სამჯერადი შთაფლვით. ამ სიტყვებითა და ქმედებით აღესრულება ნათლობა". (Катехизис Большой, глава 73, лист 364 обор.).

წმ. ათანასე ალექსანდრიელი
"ის, რომ ჩვენ სამგზის შთავფლავთ ყრმებს ემბაზში და სამგზისვე აღმოვიყვანთ, მიანიშნებს , რომ ქრისტე სამი დღე იყო მკვდარი, მესამე დღეს კი აღსდგა" (Св. Афанасий Александрийский, древлеписьменные ответы, ответ 94).

საკვირაო სახარების განმარტება

"როგორც ქრისტე იყო სამი დღე და სამი ღამე მიწის გულში, ასევე მოსანათლავთა სამი შთაფლვა და აღმოსვლა, სამი დღე საფლავში უფლის ყოფნას მოასწავებს" (Евангелие недельное, на Крещение Господне, слово 68, лист 476).

წმ. ბასილი დიდი. არ გინდა თაყვანი სცე შენთვის ჯვარცმულს? მაშ, იჩქარე თანადაეფლა მას ნათლისღბით (რომ. 6:4) და თუ არ მოინათლები მისი სიკვდილის მსგავსებით, მისი აღდგომის თანამოზიარე როგორღა შეიქნები (რომ. 6:5)? (Василий Великий. Беседа 13 Побудительная к принятию святого крещения).
http://www.krotov.info/library/03_v/vasiy_vel/2_193.html

მისივე:
"რატომ აღესრულება ნათლობის საიდუმლო სამი შთაფლვით და სამი მოწოდებით (სამების თითოეული იპოსტასის სახესლი მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე - ადმ.), იმიტომ, რომ უფლის სიკვდილის სახე აღიბეჭდოს ჩვენზეც და მონათლულთა სულები განათლდეს მის მიერ ბოძებული ღმრთისშემეცნებით" (Св. Василий Великий, часть 3, глава 15, стр. 231, изд. 1891 г.).

მისივე:
"იმათ საპასუხოდ, ვინც ირწმუნება, რომ საკმარისია მხოლოდ უფალში ნათლობა, უნდა ვთქვათ, რომ არავინ უნდა ცდუნდეს მოციქულის ნათქვამისგან, როდესაც ის ნათლობაზე ლაპარაკობს და არცთუ იშვიათად დუმს მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე. არავინ უნდა გააკეთოს აქედან დასკვნა, რომ არ არის საჭირო ნათლობაში წმიდა სამების სახელის მოწოდება... და ამის საფუძველზე არც ის უნდა ამტკიცოს ვინმემ, რომ სრულყოფილია ნათლობა, რომელშიც მხოლოდ სულიწმიდას მოუწოდებენ... ამიტომაც, რაიმეს შემატება ან შემოკლება ნიშნავს მოაკლდე საუკუნო ცხოვრებას... როგორც გვწამს მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, ასევე ვინათლებით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (Там-же, часть 3, глава 12, стр. 221−222).

ნეტ. იერონიმე
"ნათლობაც ერთია, რადგან ერთნაირად ვინათლებით ჩვენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და შთავიფლვით სამგზის, რათა წარმოჩინდეს ერთი საიდუმლო წმიდა სამების" (Блаж. Иероним, часть 17, книга 2, глава 4, стр. 299).

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.):
"მრავალ არიან საქმენი მისნი (... სახმარობაი იგი წყლისაი...) გარნა მრავალთა მათგან ერთი ვთქუა ესე იგი არს ვითარმედ საღმრთო საქმე აღესრულების მას ზედა: დაფლვა, სიკუდილი და აღდგომაი და ცხოვრებაი და ეს ყოველი ერთბამად იქმნების, რამეთუ, ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულად ყოველივე; და კუალად, რაჟამს აღმოვიღოთ თავი, აღმოვალს ჩვენ თანა ახალი იგი კაცი, რამეთუ ვითარცა ადვილ არს შთაყოფაი თავისა წყალსა და აღმოღებაი, აგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაი და დანთქმაი სრულიად ძუელისა; ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაი თავისა წყლისა, რაითა სცნა, ვითარცა ძალი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმე ესე. ისმინე პავლესი რასა იტყვს, ვითარმედ: დავეფლენით მის თანა ნათლისღებითა სიკუდილად...", რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და ინება რაი აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა" (განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი, 1993 წ. 1, გვ. 165, 167, 168).

წმ. კირილე იერუსალიმელი
ამის შემდეგ მიგიყვანენ თქვენ ნათლობის წმიდა ემბაზთან, როგორც ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე წაიყვანეს საფლავში. და თითოეულს გკითხავენ: გწამს თუ არა მამა, ძე და სულიწმიდა? თქვენ კი უპასუხებთ მაცხოვნებელი აღმსარებლობით და სამჯერ შთაიფლვებით და ისევ აღმოხვალთ, რითაც მიანიშნებთ უფლის სამდღიან დამარხვას, რადგან როგორც ჩვენი მაცხოვარი სამი დღე და ღამე იწვა მიწაში... და შემდგ.) (Св. Кирил Иеросалимский, тайноводственное слово о крещении 2-е, параграф 4, стр. 287, издан. 1893 г.).

ბერძნული დიდი რჯულისკანონი ("პიდალიონი") წმ. მოციქულთა 50-ე კანონი
თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, დაემხოს პატივისგან, რამეთუ არ უთქვამს უფალს: “ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით”, არამედ: “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა” (მათ. 28,19).

ძვ. ქართულით: "უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოებისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღება სიკუდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული, განიკუეთენ, რამეთუ არა ესრეთ თქუა უფალმან, ვითარმედ: „სიკუდილისა მომართ ჩემისა ნათელ-სცემდით“, არამედ - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა, და სულისა წმიდისაჲთა".

ზონარა: სამ ნათლისღებას აქ კანონი უწოდებს სამ შთაფვლას ერთ საიდუმლოში. ამგვარად, ვინც ნათლავს თითოეულ შთაფვლაზე წარმოთქვამს წმიდა სამების თითო სახელს. ხოლო მოსანათლავის ემბაზში შთაფვლა ერთგზის და თანაც უფლის სიკვდილის მიმართ, არის უკეთურება. ვინც ასე აღასრულებს ნათლობას, დაემხობა თავისი პატივისგან.

არისტინე: ვინც საიდუმლოს შეასრულებს არა სამგზის, არამედ ერთგზის შთაფვლით, უფლის სიკვდილის მიმართ (რაც უფალს არ უსწავლებია), დაემხობა სასულიერო პატივისგან.

ბალსამონი: "... ნათლისღების წმიდა საიდუმლო უნდა შესრულდეს ერთხელ, სამი შთაფვლით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით, რადგან ღმერთი ერთია და სამპიროვანი, ან კიდევ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილისა, სამდღე დაფვლისა და აღდგომის ნიშნად. რადგან მოციქულიც ამბობს: "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ" (რომ. 6:3). ხოლო სიტყვა "ნათლისღება" აქ, ჩემი აზრით, გულისხმობს შთაფვლას". (Греческая Кормчая, правило святых апостол 50, стр. 93-94).

მათე ბლასტარისი.
მოციქულთა 50-ე კანონი გვიბრძანებს აღვასრულოთ ნათლობა სამი შთაფლვით და თითოეულ შთაფლვაზე წარმოვთქვათ წმიდა სამების თითოეული იპოსტასის სახელი..." (Матфей Властарь, состав b, глава 1, лист 48 обор., изд. 1858 г.).

ნეტ. თეოდორიტე
"მწვალებელი ევნომე არღვევს ნათლობის წესს, რომელიც უფლისგან და მოციქულთაგან გადმოცემულს და აწესებს საწინააღმდეგოს, როდესაც ამბობს, რომ არ უნდა შთავფლათ მოსანათლი სამჯერადი შთაფლვით, და არც წმიდა სამების სახელს მოვუწოდოთ, არამედ ერთხელ უნდა შთავიფლათ ქრისტეს სიკვდილის მიმართ" (Блаж. Феодорит, о еретических баснях, книга 4, глава 3, стр. 236).

წიგნიდან:
"რატომ ნათლავენ მართლმადიდებლობაში მხოლოდ წყალში შთაფლვით".

წმ. იპოლიტე რომაელი: "ვინც რწმენით შედის ემბაზში და შედეგად, შთაიფლვის მასში, ის განეყოფა ეშმაკს და შეუდგება ქრისტეს... ის ემბაზიდან გამოდის სიმართლის სხივებით მზესავით განბრწყინვებული..." (вообще в православии крестят именно погружением в воду. издан. 1892 г. (стр. 9, из Ипполита, папы Римскаго).

ნეტ. ავგუსტინე: "იმის შემდეგ, რაც რწმენა აღუთქვით უფალს, თქვენ სამჯერ შთაყავით თქვენი თავები წმიდა წყაროში. თქვენ სწორად ხართ სამჯერ შთაფლულნი: რადგან შთაფლვა, სამჯერ განმეორებული, გამოხატავს უფლის დამარხვას. ნათლობის მიერ კი თქვენ თანადაიმარხენით უფალთან ერთად ნათლობის წყლებში და მის თანა აღსდეგით სარწმუნოებაში (გვ. 11-12).

წმ. გრიგოლ დიდი, რომის პაპი, ეპისკოპ ლეანდრესადმი მიწერილ თავის ეპისტოლეში წერს: "სამგზისი შთაფლვის შესახებ შეუძლებელია იმაზე უფრო სწორად ფიქრი, როგორც თქვენ ფიქრობთ. ჩვენ, როდესაც სამგზის შთავფლავთ, ამით უფლის სამდღიან დამარხვას აღვნიშნავთ, რათა ყრმის სამგზისი აღმოყვანით ემბაზიდან გამოვხატოთ უფლის აღდგომა, რომელიც აღსრულდა სამდღიანი დამარხვის შემდეგ.

იგივე წმიდა მამა, თავის კურთხევანში განაწესებს: მღვდლმა უნდა მონათლოს სამგზისი შთაფვლითა და წმიდა სამების სახელის მოწოდებით.

იქვე: წმ. ლეონ რომაელი: სამდღიან დამარხვას შეესაბამება სამგზისი შთაფლვა (ნათლობაში), ხოლო წყლიდან ამოსვლა არის უფლის საფლავიდან აღდგომის ხატი".

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი.
"მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით..." (კოლას. 2:12): განმარტება: ამრიგად, მონათლული ქრისტესთან ერთად იმარხება ნათლისღებით და სამგზისი შთაფლვით გამოსახავს უფლის სამდღიან დამარხვას, და კვდება, ვითარც ძველი და ცოდვილი კაცი..." (Блаж. Феофилакт, на послание к колоссаем, глава 2, ст. 12, стр. 38, изд. Казань, 1887).

წმ. იოანე დამასკელი
"...ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (Св. Иоанн Дамаскин, кн. 4, гл. 9, лист 109, о вере и крщении).

წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი
შესაძლოა წინასწარმეტყველის ეს სიტყვები მიანიშნებენ ღვთაებრივი საბანელის მადლზე, რომლითაც მოსანათლავნი განიწმინდებიან ცოდვის მწიკვლისგან, რადგან სამჯერადი შთაფლვა, როდესაც მოუწოდებენ წმიდა სამების ღვთაებრივ სახელს, აღიარებულ იქმნების სამიპოსტასოვნება ერთი ღმრთისა და ერთობა უზეშთაესი ღვთაებისა და თანადაემარხებიან უფალს განბანილნი წმიდა და ნაკურთხი წყლით" (Св. Никифор Константинопольский, часть 1, стр. 214).

წმ. თევდორე სტოდიელი

რას ნიშნავს წყლის სამჯერადი დასხმა სამსხვერპლოზე და ილიას მიერ შეწირულ მსხვერპლზე; ვფიქრობ, ეს მიანიშნებს ან მოსანათლავზე წმიდა სამების სახელის მოწოდებას, ან კიდევ სამჯერად შთაფლვას მოსანათლავისა წყალში" (Св. Феодор Студит, том 2, стр. 103, изд. 1908 г.).

იერემია კონსტანტინოპოლელი
"რაც შეეხება ღვთაებრივი ნათლისღებით აღორძინებას, რომლის შესახებაც მრწამსში ნათქვამია: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა, ჩვენ ვნათლავთ სამგზისი შთაფლვით, ხოლო ლათინები ცუდად აკეთებენ, როდესაც ნათლავენ მხოლოდ წყალდასხმით. რადგან ერთ ღვთაებაში უნდა ვაღიარებდეთ სამ იპოსტასს და ამიტომაც ნათლობა უნდა აღსრულდეს სამი ჩაძირვითა და აღმოსვლით წყალში და წმიდა სამების თითოეული იპოსტასის: მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით, რადგან ასეთია უძველესი გადმოცემა წმიდა ეკლესიის. ამავე დროს, სამი შთაფლვა და აღმოსვლა მიანიშნებს ჩვენთვის ჯვარცმული უფლის ხორცით დამარხვას სამი დღე და შემდეგ მის აღდგომას (Иеремия Константинопольский. Ответ лютераном, глава 2, стр. 15, изд. 1866 г.).

იქვე (Там-же, стр. 223, о таинствах).
"ნათლობა გვაძლევს ახალ ცხოვრებას და თანაგვაზიარებს ქრისტეს. ჩვენ მასთან ერთად ვიმარხებით ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღვსდგებით რათა გავხდეთ მისი სასუფევლის მემკვიდრენი; სამჯერ გვირგვინმოსილნი ვიქმნებით სამგზისი შთაფლვით წყალში, და არა სამგზისი დასხმით. რადგან ძველი მამები მოსანათლავზე წყალს კი არ ასხამდნენ საკუთარი ხელებით, არამედ ნათლავდნენ სამგზისი შთაფვლვით და ამაში ღვთაებრივი სახარების მოთხოვნას იცავდნენ, რომელშიც ნათქვამია: "და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან" (მათე 3:16). ცხადია, რომ ჯერ ის შევიდა წყალში, ხოლო შემდეგ კი აღმოვიდა. აი, ეს არი შთაფლვა და არა დასხმა".

წმ. პატრიარქ იოსების ეპისტოლე მეფისწულ ვალდემარისადმი (თ. 83).
"ერთია ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. აღვიარებთ ერთ ღმერთს სამ იპოსტასში სამი შთაფლვით და არა დასხმით... ჯერ შთავიფლვით მამის სახელით, რომელსაც მოსდევს შთაფლვა ძის სახელით და სრულდება იგი შთაფვლით სულიწმიდის სახელით. ყველა შთაფლვაზე წარმოითქმება, ამინ. აი ეს არის ჭეშმარიტი ნათლობა მოსატევებლად ცოდვათა. შთავიფლვით სამჯერ უფლის სამი დღის განმავლობაში დამარხვისა და სამი დღის შემდეგ აღდგომის სახედ. ასეთია ჩვენი ნათლობა, ჩვენ მას აღვასრულებთ შთაფვლით და არა დასხმით, როგორც ამას იქმან რომაელნი და სხვა რწმენისა და ჭეშმარიტი ნათლობისგან განდგომილნი, რომლებიც ნათლობაში წყალს ასხამენ... წყალდასხმით ნათლობა არის მწვალებლური, ევნომიანური ერესი, როგორც წერს ამას ეპიფანე კვიპრელი".

დიდი კურთხევანი, ლუთერანული სარწმუნოებიდან მართლმადიდებლურ სარწუნოებაში გადმოსულთა მიღების წესი, ფურცელი 16.

"ვწყევლი მათ ბილწ ნათლობას, რომელიც აღესრულება წყლდასხმით და არა შთაფლვით, რომელიც არის უფლის იორდანეში ნათლობის ხატი და გადმოცემული წმიდა მოციქულთა მიერ, რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს სამგზისი შთაფლვით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (Потребник Большой, чин приходящих к православной церкви от лютеран, лист 16, 2-го счета).

არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი":
"ვინცა ვინ არა ნათელს-სცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ!" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთ-ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა).

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика