Главное меню:
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
ათონელი ბერები ნათლისღების საიდუმლოს შესახებ
ათონელი ისიხასტი ბერების სწავლების მიმოხილვა წყალგადავლებით "ნათლობასთან" დაკავშირებით
წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს წმიდა მამათა სწავლებისა და წმიდა ეკლესიის კანონების მიხედვით შედგენილი იმ ვრცელი მიმოხილვის შემჭიდროვებულ გადმოცემას, რომელიც XVIII საუკუნის ცნობილი მთაწმინდელი ისიქასტი და ღვთისმეტყველი ბერების მიერ არის შედგენილი, რომელთაგანაც ერთ ერთი, ყველაზე სახელგანთქმული და ეკლესიის მამად აღიარებული, ნიკოდიმოს მთაწმინდელია (ამ ბერ-
ამ თხზულების გამოქვეყნება მიგვაჩნია მეტად დროულად, რადგან სადღეისოდ, მართლმადიდებლობისგან საზოგადო განდგომილების (აპოსტასიის) ფონზე, სხვა დანარჩენთან ერთად, საყოველთაოდ ვრცელდება ნათლისღებასთან, წმიდა ეკლესიის ამ ფუძემდებლურ საიდუმლოსთან, დაკავშირებული უფლის ნაბრძანების, წმიდა მამათა სწავლებისა და ეკლესიის განწესებების უარყოფის პრაქტიკა.
ღმრთის ერმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლობის ამგვარი გამცემლობის შესახებ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნათლობის მადლმოსილი წესის უარყოფა ზოგჯერ არასწორად მონათლული კაცის ან დემონური შეპყრობილობის ან კიდევ ჯერაც ახალგაზრდულ ასაკში, უმძიმესი ცოდვების ჩადენის მიზეზი ხდება.
* * *
ძმანო, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვინ შეიძლება ცხონდეს ამ სოფლად ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მოსვლით? უფალი პასუხობს: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16). ანუ ის, ვისაც სწამს და მოინათლება წმ. ემბაზის წყლებში სამგზის დაფლვითა და აღმოსვლით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 18:19).
მართლმადიდებლურ ეკლესიაში, -
ნებისმიერი მღვდელი, ვინც სასიკვდილო საფრთხის გარდა (სასიკვდილო საფრთხის დროს შთაფვლა, ცხადია, იმ სახით ვერ ჩატარდება, როგორც ჯანმრთელ ადამიანზე. მაგრამ, ასეთ დროსაც, ადამიანი თუნდაც მწოლიარე, უნდა შთაიფლას წყალში. ამის შესახებ იხ. ქვემოთ -
ამიტომაც, ამგვარად ცრუდ მონათლულები ან ისინი, ვისზეც საიდუმლოს ლოცვები არასრულად და არამკაფიოდ არის აღსრულებული, ან კიდევ ვისზეც არასრულად არის ნაცხები ზეთი, ან არასრულადაა მირონნაცხები, ხშირად ხდებიან ეშმაკით შეპყრობილნი, რომლებიც ხშირად აგდებენ მათ უმძიმეს ხორციელ ცოდვებში. ამას მოწმობს მრავალი წმიდა მამა. წმ. სიმეონ თესალონიკელი, განაზოგადებს რა მათ შეხედულებებს წერს, რომ "ისინი (არასწორად მონათლულები) იტანჯებიან ამ საცთურთაგან სწორედ იმიტომ, რომ მღვდლები, რომლებმაც ისინი მონათლეს, უგულებელყვეს დემონთ განსასხმელი ლოცვები ან ნათლისღების წმიდა საიდუმლოს საღმრთო თანამიმდევრობის სხვა მხარეები".
აღნიშნავენ რა ნათლობის წმიდა საიდუმლოს თანამიმდევრობის სწორად და წესიერად აღსრულების მნიშვნელობას, წმ. მამები ნათლობის არსს განმარტავენ საღვთისმეტყველო და მისტიკური მნიშვნელობით.
ნათლობის საიდუმლო, ყოველგვარი ფუჭმეტყველების გარეშე, უნდა აღსრულდეს უფლის ბრძანების, წმიდა მამათა კანონებისა და ეკლესიის გადმოცემისამებრ. რადგან ჩვენ ვიმყოფებით უდიდესი ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ეკლესიაში, და მისგან და მის მიერ განბრძნობილ მამათაგან მივიღეთ ერთი და მხოლოდ ერთი ნათლობა; ასევე ვაღიარებთ, რომ გვწამს, "... ერთი ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა", უნდა ვუწყოდეთ, -
ნათლობაში მოსანათლავის სამგზის შთაფლვა გვასწავლა და გვიბრძანა თვით უფალმა; ამას მოწმობენ მოციქულთა, საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა განწესებანი. ჩვენ სწორედ ამგვარი ნათლობისა გვწამს და სწორედ მას ვაღიარებთ, როგორც განუმეორებელს. ეკლესია ნათლობის ერთადერთობას და განუმეორებლობას მხოლოდ იმიტომ კი არ აღიარებს, რომ ის არავის ნათლავს ორჯერ, არამედ იმიტომაც, რომ თითოეულ ადამიანს ნათლავს ერთი და იგივე და არა სხვადასხვაგვარი ნათლობით, რომელიც არის განუმეორებელი; ანუ არა ისე, რომ ერთი მონათლოს ერთი, და სხვა კიდევ მისგან განსხვავებული წესით.
ნათლობის მადლმოსილი ფორმის შეცვლა ეკლესიაში, რაიმე უმძიმესი და მწვავე სასიკვდილო აუცილებლობის გარეშე, არის სამოციქულო გადმოცემის უმძიმესი დარღვევა, საანათემო, საძაგელი და ყოვლად საზიზღარი საქმე. ეს არის სასიკვდილო ცოდვა (დოსითეოს იერუსალიმელი) (Свят. Досифей Иерусалимский, труды о. Константина Пресвитера, там же).
ნათლობასთან დაკავშირებული ეს სიახლე არის საძაგელი და საზიზღარი პრაქტიკა, რომელიც იოტისოდენადაც არ ემსახურება განწმენდის საქმეს და ერთმნიშვნელოვნად არის მწვალებლური, რადგან ის არის მწვალებელთა უკეთური გამონაგონი და მამათა მიერ გადმოცემული ფორმის ფალსიფიკაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიახლე არის მწვალებლობის ნაშიერი (Протопр. Георгий Металлинос, Св. Гора Афон, 1994).
ნათლობა შეესაბამება სარწმუნოების დოგმატებს და ამიტომაც, სამგზისი შთაფლვა არის დოგმატი (св. Василий Великий, О. Неофит Кавсокаливит, Канон I). ნათლობის სახე უბრალო "საეკლესიო პრაქტიკა" კი არ არის, რომელიც შეიძლება ადგილობრივი ჩვეულებების ან ტრადიციების მიხედვით შეიცვალოს, არამედ განეკუთვნება თვით რწმენის სფეროს. ამიტომაც, სარწმუნოების აღმსარებლობის განსხვავება ნათლობის ფორმისგან დაუშვებელია, რადგან "რწმენა და ნათლობა არის ორი ხატი, რომელიც განუყოფელია ერთურთისგან; ვინაიდან რწმენას ნათლობა სრულყოფს, ნათლობა კი რწმენაზეა დაფუძნებული". სარწმუნოების მართალ აღსარებას კი უნდა ახლდეს "სრული" ნათლობა, რადგან მხოლოდ ასეთი ნათლობა არის სარწმუნოების სრულმყოფი.
ის, რომ სამგზისი შთაფლვა აუცილებელია საიდუმლოს შესასრულებლად, სრულ თანხმობაშია მის დოგმატურ არსთან. სამი შთაფლვით ჩვენ ვაღიარებთ ყოვლადწმიდა ღვთაების სამპიროვნების დოგმატს, რომელსაც მოვუწოდებთ ლოცვისას და არა მარტო ამას ვაღიარებთ ნათლობის საიდუმლოში, არამედ ქრისტეს აღდგომის საიდუმლოსაც, რომელიც არის ჩვენი ღმერთი და მაცხოვარი, რამეთუ სამი შთაფლვა და სამი აღმოსვლა წყლიდან, სიმბოლურად გამოსახავს მის სიკვდილს, დაფვლას და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომას. მეტიც, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ნათლობის თვით ფორმა უბრალო სიმბოლო როდია, არამედ ყველაზე დიდი რეალობა, რადგან ნათელღებული საკუთარ თავზე განახორციელებს უფლის სიკვდილს. ანუ, მოსანათლავი ადამიანი თვითონაც კვდება და თანადაეფლვება ქრისტეს ნათლისღების წყლებში. აქედან კი იბადება კითხვა, მაშ როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს და თანადაეფლეს უფალს წყლის გადასხმით ან მისხურებით?
ხოლო, თუ ვინმე წმ. ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ მოისურვებს ნათელღებას პკურებით ან დასხმით, და არა ისე, როგორც ჩვენ წმიდა მამათაგან მიგვიღია, სამართლიანი და ჯეროვანი იქნება ამგვარმა დაწეროს ანდერძი და როგორც თავისი შეშლილი თავნებობისა და უგუნურების ლოგიკური გაგრძელება, მიუთითოს, რომ სიკვდილის შემდეგაც მიწაში სრულად კი არ დამარხონ, როგორც ეს კეთილგონიერ და ღვთისმოშიშ ქრისტეანებშია მიღებული, არამედ თავისი ფუჭი შეხედულებისამებრ, მიაყარონ რამდენიმე მუჭი მიწა და სადმე მიწის ზედაპირზე მიაგდონ უწმინდური მღრღნელებისა თუ ნადირის საჯიჯგნად და დემონთ დასაცინად, რადგან ნათლობასაც და სიკვდილსაც დამარხვა უწოდა ეკლესიამ. და თუკი ასევითარი არ ისურვებს ამგვარ დაკრძალვას, შეინანოს და თავისი მაცდური და გონებისდამაბნელებელი ქადაგება შეწყვიტოს.
ამრიგად, ყოველმა გულისხმაყოს, რომ სამგზისი შთაფლვის გარეშე შეუძლებელია გვქონდეს ქრისტეს სიკვდილისა და სამი დღე მისი საფლავში ყოფნის მსგავსება ნათლისღების საიდუმლოში. და კვლავაც, მართლმადიდებლური ნათლობა, ამავე დროს, აღბეჭდავს მაცხოვრის სულის ჯოჯოხეთში შთასვლას. სწორედ ამის გამო მოსანათლავი ადამიანის სხეულის დამარხვას წყალში, რომელიც მაცხოვრის დამარხვას ემსგავსება, ქრისტესთან თანადაფლვად გარდაქმნის ღმერთი და ჯოჯოხეთში შთასვლის მსგავსებისთვის განაღმრთობს მოსანათლავის სულს.
II მსოფლიო კრების 7-
მაგრამ, რატომ არის, რომ იმავე კანონში წმ. მამები შეიწყნარებენ, თუმც იკონომიით, მწვალებელ არიანელთა და სხვათა ნათლობას და ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში ღებულობენ მათ მირონცხებით, ევნომეველთა ნათლობას კი უარყოფენ? მხოლოდ იმიტომ, რომ არიანელებმა და სხვა მწვალებლებმა შეინარჩუნეს ნათლობის მადლმოსილი ფორმა და ნათლავდნენ სამგზისი შთაფლვით (თუმცა არამართლმადიდებლურად აღიარებდნენ წმ. სამებას), ევნომეველნი კი -
ამრიგად, როდესაც წმ. ეკლესია თავის გადმოცემასა და წმ. მამათა სწავლებაში უარყოფს ნათლობის ფორმის ღრმთითსაძაგელ ცვლილებას, ის უბრალოდ "ფორმას" კი არ უარყოფს, არამედ უფრო მეტს და მნიშვნელოვანს, კერძოდ, ქრისტეს ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას, რომელმაც გვამცნო: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). ხოლო ამ წმ. გადმოცემამ, თუ ის მთელი თავისი სისრულით არ არის დაცული, როგორც ცხოვრების სისრულე, -
ცხადია, წმ. მამები აღიარებენ იმ "ექსტრემალურ" შემთხვევებს, როდესაც მონათლულან წყალგადასხმით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს ემუქრებოდა სასიკვდილო საფრთხე, ანუ მძიმედ იყო სნეული და ფეხზე წამოდგომა არ შეეძლო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ნათლობა სრულდება ადამიანის სხეულის სრული "მორწყვით", ანუ მთელი სხეულის წყალგადავლებით, და არა ისე, როგორც აკეთებენ ამას ღვთისშიშდაკარგული უკეთურები. მიუხედავად იმისა, რომ წმ. ეკლესია შეიწყნარებდა მძიმედ სნეულთა ამგვარ წყალგადავლებას, ამგვარად ნათელღებულთ, როგორც არასრული ბეჭდის მიმღებთ, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და გამოჯანმრთელების შემთხვევაში, კრძალავდა მათ ხელდასხმას სამღვდლო ხარისხებში და საერთოდ, კლერიკოსთა დასშიც კი.
ხოლო ზოგიერთი ფუჭადმეტყველი და მეზღაპრე რომ ლაპარაკობს, მირონცხება ნათლობის უკეთური ფორმის უკმარისობას "აღავსებს"-
ამრიგად, ვინც მონათლული და ქრისტეში განათლებული არ ყოფილა კანონიკური სახით, შეუძლებელია გახდეს ქრისტეს ეკლესიის თანამოზიარე ოდენ მირონცხებით, რადგან ადამიანის განახლება მირონცხებით კი არა, ნათლისღებით ხდება, რომელიც ასევე აერთებს მას ქრისტესთან მის სიკვდილთან თანამსგავსების ძალით.
ამჯერად იბადება კითხვა, რა უნდა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვინც არასწორად არის მონათლული? სწორედ ის, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ბრძანებს თავის წმიდა კანონებში, რომლებიც არ შეიწყნარებენ არასწორად აღსრულებულ ნათლობას (ანუ თავიდან უნდა იქნენ ნათელღებულნი -
ამრიგად, ყველანი, ვინც არასწორად, ანუ არა წყალში სამჯერ შთაფლვითა და იქიდან აღმოსვლით, არამედ ცრუდ, წყალპკურებით, დასხმით და სხვა მათი მსგავსი ყალბი ნათლობებით არიან მონათლულები, მოუნათლავებად რჩებიან, როგორც ეს განაცხადეს წმიდა მამებმა რომაელ-