Главное меню:
თქუმული წმიდისა იოვანე მთავარ-
ქრისტეს ჯუარისა და მორწმუნისა მის ავაზაკისათვის
მოვიხსენოთ, ძმანო, დღესასწაული ჯუარისაი და ვაქოთ ჯუარი და ვაქოთ დღე ესე და ვადიდოთ ქრისტე, რაითა გვირგვინოსან იქმნენ გონებანი ჩუენნი მოხსენებითა მით ჯუარისაითა. არათუ სიტყვითა ჩუენითა ჯუარი იქების, არამედ მოხსენებითა მით ჯუარისაითა გონებანი ჩვენნი გვირგვინოსან იქმნებიან.
ძმანო, დღეს ჯუარი აღემართა და სოფელი განწმინდნა, სიკუდილი უკუნიქცა. ჯუარი აღემართა და ეშმაკნი განიბნინეს. ჯუარი აღემართა, სიკუ7დილი იძლია, ეშმაკი შეიკრა და კაცთა კრულებანი განჰხსნდეს. ღმერთი იდიდების და სოფელი განთავისუფლდების. დღეს ჰურიათა მიერ ქუეყანაი იძრვის, ხოლო მორწმუნეთა მიერ სოფელი განმტკიცნებსი. დღეს ჰურიათა მიერ ღმრთის მბრძოლი იგი კლდეთა განხეთქად ხელსა შეჰყოფს, ხოლო ღმრთისმოყუარეთა მორწმუნეთა მიერ განძლიერდებიან ერთად-
წესვე ეგრე არს მორწმუნეთა შეკრებაი და ურწმუნოთა განბნევაი, ვითარცა თქუა დავით: განიბნინეს და არა გულისხმა-
ხოლო მადლმან ჩუენ თანა ღამე დღედ გარდააქცია, რამეთუ წესვე ეგრე არს, რაით ღმრთის მოყუარეთა ბნელსა შინა ნათელი გამოუბრწყინდეს, ხოლო ურწმუნოთა მათ ნათელი დაუბნელდეს. მორწმუნეთათვის ღმე დღედ შეთუალულ არს, რამეთუ იტყვის მორწმუნეთათვის წერილი, ვითარმედ: "ღამე იყოს ნაცვალად ნათლისა, რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს" (ფსალმ. 138:12).
უკუეთუ მორწმუნისაი მის ღამე, ვითარცა დღე, განათლდების და ურწმუნოსა მას ნათელსა შინა დაუბნელდეს, მართლ ღაღადებს წინაწარმეტყუელი და იტყვის, ვითარმედ: ეჩუქუეფებოდიან, ვითარცა ბრმანი, კლდეთა თანა და ვიდოდიან შოვა სამხრის, ვითარცა შოვა ღამეს.
ძმანო, დღეს გამოვარდა ადამი სამოთხით, დღეს შევიდა ავაზაკი იგი სამოთხედ. გამოვიდა მპარავი იგი, გარდამავალი მცნებათაი, დღეს შვიდა მპარავი, რომელმან ჯუარსა ზედა მოიპარა ცხორებაი. ამან მპარავმან ძელისაგან მოიყურძნა უკუდავებაი, მოიავაზაკა სასუფეველი, მოიმძლავრა უკუდავებაი. არათუ ძლით დასწერს, არამედ სარწმუნოებით მოიავაზაკებს სასუფეველსა და მოიმძლავრებს უკუდავებასა. არათუ მძლავრ, არამედ სარწმუნოებით სძლევს, რამეთუ თვით უფალი იტყვის, ვითარმედ: სასუფეველი ცათაი მიიმძლავრების და მძლავრნი მიიტაცებენ მას.
ჯუარსა ზედა ორი ავაზაკნი, ერთი -
იხილეღა მართლ საშჯელი ესე ღმრთისაი, რაითა შენცა იტყოდი წინასწარმეტყუელისა მის თანა: მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არს საშჯელი შენი (ფსალმ. 118:137), ერთითა შეცოდებითა ადამ გამოვარდების სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისაითა ავაზაკი შევალს სამოთხედ; ერთი შეცოდებაი ადამს გამოჰხდის სამოთხით და ერთი სიტყუაი სარწმუნოებისაი ავაზაკსა დაამკვიდრებს.
ძმაო, აწ ეკრძალეე პირსა შენსა, რაითა არა სცოდო ენითა შენითა და მრავალ-
ჰე, საკვირველი! აბრაჰამსცა არა ესმა ესე ხმაი აღთქუმისაი სამოთხისათვის, არამედ სარწმუნოებით აღუთქუამს სასუფეველსა. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესლვად სასუფეველსა. ამას გულს-
ამენ გეტყვ: დღეს ჩემ თანა ხარ სამოთხესა. უწოდა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: გამოგუალე შენ ქუეყანისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა (დაბ. 12:1). და არა ჰრქუა, ვითარმედ: დღეს დაიმკვიდრო სამოთხე.
მოსესცა მისცა ღმერთმა შჯული აღთქუმისაი, ხოლო არცა ერთსა ვის აღუთქუა უწინარეს ავაზაკისა სამოთხე. თანა-
იტყვის წერილი: ჰრწმენა აბრაამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ; ჰრწმენა უკუე, კეთილად ჰრწმენა, არა ეგოდენსა ჯმლევანსა შურაცხებათ იხილა ღმერთი; ჰრწმენა უფალი, ზეცით გარდამომეტყუელი; ჰრწმენა ღმერთი ზეცით გარდამო წმიდათა ანგელოზთა მიერ, რომელთა მოაქუნდა ბრძანებაი ღმრთეებისა ბუნებისაი; ჰრწმენა ღმერთი ესაიაისცა, რამეთუ იხილა დიდებასა შინა ღმრთეებისასა; ჰრწმენა ღმერთი ეზეკიელსცა, რამეთუ იხილა ქერობინთა ზედა მჯდომარე საყდართა დიდებისა თვისისათა. ჰრწმენა ღმერთი ყოველთა წინაწარმეტყუელთა, რამეთუ იხილეს თითოეულად დიდებასა შინა თვისსა უფალი, რავდენ-
ხოლო ამასცა ვიტყვ და არათუ წინაწარმეტყუელთა მათ შეურაცხ-
შჯული არა გისწავიეს, რომელი-
იტყვის ავაზაკი: მე შჯულსა არა მეცნიერ ვარ. ვხედავ, მზის თუალი შეშინებული დაბნელდა; ვხედავ ქუეყანასა განღებულსა და მკუდართა აღდგინებასა. ვხედავ, რამეთუ ქრისტეს მკლველნი ესე ბნელსა შინა ეფეშუებიან, ხოლო მე თუალითა გულისა ჩემისაითა ვხედავ თუალთა ამათ უკუდავთა და მეუფესა საუკუნესა; ვხედავ კლდეთა განხეთქილთა, რამეთუ განაპნეს კლდენი და განსთქდა ეზოი იგი ტაძრისაი მის ორგან და გული უშჯულოთაი მათ არა განიპო ცნობად კეთილისა მის, რაი არს კეთილი იგი, არამედ ეზოი იგი იყო ნივთისა მისგან ძოწეულისა და ზეზისა იაკინთისა და თუალისაგან პატიოსნისა. ხოლო აწ ჯუარი აღემართა და ესე სასწაული იქმნა უფლისა ჯუარ-
ესე სასწაული იქმნა და იტყოდეს ჯუარ-
გულისხმა-
პილატე ეტყვის მათ: ვინ მიგმადლო: იესუ, მეუფე თქუენი, ანუ ბარაბა, ავაზაკი თქუენი, ანუ მაცხოვარი თქუენი? მათ მიუგეს და ჰრქუეს: ჩუენ მეუფე კეისრისა გარეშე არავინ ვიცით. უვარ-
იტყვის მართალსა მას ზედა და ცოდვილთა მათთვის: ჩუენთვის მოვიდა სიკუდილდ და უშჯულოთა თანა შეირაცხა, რომელ არს ავაზაკთა თან. არათუ სძულდეს ჰურიათა მათ ავაზაკნი იგი, არამედ რაითა ყოველთა, ვითარცა ძვირის-
ეტყვის მართალი პილატე: ვინ ორთაგანი მიგმადლო თქუენ: იესუ, მეუფე თქუენი, ანუ ბარაბა, ავაზაკი თქუენი, ანუ მხსნელი თქუენი? ავაზაკნი ავაზაკსა გამოითხოვენ, ბარაბას, და უფალი ჯუარ-
იტყვის: მიუპყრეს ჯუარსა ნავღელი და ძმარი. წინაისწარ იხილა ესე მოსე. ამისთვისცა თქუა: ნათესავი ცრუი და გულარძნილი, ამას მისაგებელსა მიაგებთ უფალსა? რომელმან-
იტყვიან ჰურიანი: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა! ჩუენცა ვიტვით მითვე ხმითა, არამედ არა მითვე გონებითა: სისხლი ქრისტესი ჩუენ და შვილთა ჩუენთა, მათა დასაშჯელად, ხოლო ჩუენდა განსამართლებელად, რამეთუ სისხლი ქრისტესი არსადა უმრისხანეს არს ცეცხლსა მას ბაბილონისასა მოშიშთა ზედა ღმრთისათა. დაჰხედე, რამეთუ ცეცხლმან ბაბილონისამან შეწუნა ქალდეველნი იგი და სისხლმან წმიდამან აცხოვნნა მორწმუნენი.
ჯუარმან განდევნა ეშმაკი; ჯუარმან გამოიღო ნაყოფი სიწმიდისაი, რომელმან გამოსცა ბრწყინვალებაი. ჯუარადმდე ეშმაკთა ჰმსახურებდეს, ხოლო აწ მაცხოვრისა ჯუარ-
"უდაბნოს მრავალთავი". თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა. 1993 წ.