Главное меню:
ღირ. თევდორე სტოდიელი
სხვადასხვა საკითხთა გადაწყვეტა
კითხვა 1: შეიძლება თუ არა ეკლესიაში მივიტანოთ შესაწირავი ან აღვასრულოთ ღამისთევა, ან ლოცვა გარდაცვალებული პრესვიტერის, დიაკვნის და წიგნისმკითხველის სახელზე, რომლებიც, მართალია, მართლმადიდებლური ცნობიერებისანი იყვნენ, მაგრამ ადამიანური შიშის გამო თანაზიარობა ჰქონდათ ერეტიკოსებთან?
პასუხი: თუ ისინი სიკვდილამდე მწვალებელთა (ერეტიკოსთა) თანაზიარნი დარჩნენ, მაშინ, არა! მაგრამ, სიკვდილის წინ თუ შეინანეს და აღიარეს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა შიშმა აიძულათ _ შეიძლება; და მესამეც, ყოველივე ზემოთთქმულის აღსრულება ნებადართულია, თუ ისინი მართლმადიდებლურ წმიდას საიდუმლოებებს ეზიარნენ.
კითხვა 2: როგორ მოვიქცეთ იმ ბერ-
პასუხი: ზემოთ ჩამოყალიბებული პასუხი დაცულ უნდა იქნას მათ მიმართაც, და ეს ერისკაცებს, კაცებს, ქალებს და ბავშვებსაც ეხება. და ეს ყოველივე გარდაცვალებულთათვის ითქვა. მაგრამ, თუკი ვინმე ზემოთ ხსენებულთაგან ჯერ კიდევ ცოცხალია, ნანობს თავის საქციელს, ამ ჟამიდან უკუაგდებს შიშს და სიმართლისთვის ტანჯვასაც არ შეუშინდება, თუ პრესვიტერი ან დიაკვანია, მართლმადიდებლური კრების მოწვევამდე აეკრძალოს ღმრთისმსახურება და საკადრისი ეპითემიის შემდეგ წმიდა, მართლმადიდებლურ საიდუმლოს (იგულისხმება ევქარისტიის წმიდა საიდუმლო _ მთარგმნ.) ეზიაროს. ხოლო ეპითემია გულისხმობს წმ. საიდუმლოთაგან განყენებას იმ ვადით, რა დროითაც დაუწესებენ ეპითემიას, რამეთუ კონკრეტულად ამის შესახებ ლაპარაკი ძნელია, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც პიროვნულად, ასევე ცნობიერებით, საქმიანობით და ასაკითაც. ამის ჩამდენი თუ ბერი იქნეს ან წიგნის მკითხველი, ან მონაზონი, ეპითემიის შესრულების შემდეგ მას მყის უნდა მიეცეს წმ. ღვთაებრივი ზიარება; ამას ვიტყვი ერისკაცთა: კაცების, ქალების და ბავშვების შესახებაც, თუმც, ცხადია, რომ აქაც უნდა დავუშვათ განსხვავება პიროვნების, ღირსების და ასაკის შესაბამისად. ასე რომ, წმ. საიდუმლოებებთან უზიარებლობის ეპითემიას, დასასჯელის შეძლებისამებრ, ემატება ლოცვები და მუხლმოყრები, ასევე თავშეკავებანი საკვებისგან.
კითხვა 3: რას გვეტყოდით მამათა და დედათა მონასტრებში ძღვენის შეწირვის შესახებ?
პასუხი: ძღვენის შეწირვა დასაშვებია, თუკი შემჩნეულნი არ არიან მწვალებლებთან თანაზიარობაში.
კითხვა 4: შეუძლიათ თუ არა ბერ-
პასუხი: დაუშვებელია, წმ. ძღვენს შეეხოს ის, ვისაც სამღვდელო ხარისხი არა აქვხ, მაგრამ თუ ამ დროს არ გვყავს პრესვიტერი ან დიაკვანი და არსებობს აუცილებელი საჭიროება, მაშინ შესაძლოა თვითზიარება. თვითზიარებისას უნდა გაშალო სუფთა ტილო ან წმიდა საფარველი, რომელზეც დაიდება წმ. წიგნი. ასევე, უდიდესი შიშით, მოათავსებენ მასზე წმ. ტარიგს, გალობის შემდეგ შეახებენ პირს და მიიღებენ. ამგვარად ზიარებული ბოლოს ღვინით მოიბანს პირს.
კითხვა 5: რა შეიძლება ითქვას იმ ერისკაცთა: მართლმადიდებელ მამაკაცთა და დედაკაცთა შესახებ, რომლებიც მართლმადიდებელთაგან ეზიარებიან, მაგრამ სხვა ყოველივე დანარჩენში, ადამიანური შიშის გამო შეერევიან მწვალებლებს; რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ასეთ ადამიანებთან იმათ, ვინც მკაცრად იცავს განწესებებს?
პასუხი: სამღვდელო პირნი, კერძოდ, პრესვიტერი და დიაკვანი, ასევე ბერ-
კითხვა 6: უნდა აზიაროს თუ არა მართლმადიდებელმა მღვდელმა წმ. საიდუმლოს ის პრესვიტერი, დიაკვანი ან ერისკაცი (კაცი იქნება ის თუ ქალი), ვინც ერეტიკოსებთან ერთად ლოცულობს ან გალობს, მაგრამ არ ეზიარება მათთან?
პასუხი: რაც შეეხება წმ. ზიარებას, მართლმადიდებელ მღვდელს შეუძლია აზიაროს სამღვდელო პირნი ეპითიმიის შემდეგ, თანაც იმ პირობით, რომ სხვა შემთხვევაში თავს აარიდებენ მწვალებლებთან ურთიერთობას; ხოლო ერისკაცებს ზიარება შეიძლება მიეცეთ უეპითიმიოდაც; რაც შეეხება წიგნის მკითხველს (მედავითნეს), რომელიც ორი წლის განმავლობაში თავს იკავებდა ერეტიკოსებთან თანაზიარობისგან, თუნდაც სხვა მიმართებით მწვალებლებთან ურთიერთობით ყოფილიყო გატაცებული, მას უფლება აქვს, სამართლიანად ეზიაროს წმ. საიდუმლოებებს. თუმცა, ეს ყოველივე ითქვა შემწყნარებლობით, ადამიანთა უძლურების გათვალისწინებით, რათა ჩვენ, რომელთაც გვსურს მათი სრულყოფა, შეუმჩნევლად სასიკვდინე საფრთხეს არ დავუქვემდებაროთ ისინი.
კითხვა 7: რამდენად დასაშვებია იმათთან ერთად ლოცვა (ან გალობა), ან შემოწირულობის მიღება თაფლის სანთლის თუ ზეთის სახით იმ ადამიანებისგან, ვისაც მართალია, მწვალებლებთან თანაზიარობა არა აქვთ, მაგრამ მათთან ურთიერთობას ინარჩუნებენ?
პასუხი: თუ ესენი სამღვდელო პირები არიან და არ სწირავენ სხვაგვარადმორწმუნეებთან, შეგვიძლია მივიღოთ მათი შემოწირულობა, თუმც ერთგვარი ეპითიმიით, ხოლო თუ ერისკაცები არიან, შეგვიძლია მივიღოთ უეპითიმიოდაც, რამეთუ ერისკაცთა და სამღვდელო პატივს შორის უნდა არსებობდეს განსხვავება.
კითხვა 8: თუ გვაქვს უფლება, ვილოცოთ მთხოვნელთათვის ან ვუკურთხოთ ზეთი, ავანთოთ მათ სახელზე სანთელი, ან მივცეთ წმიდა აიაზმა?
პასუხი: თუ ისინი სხვაგვარადმორწმუნეები (ე. ი. ერეტიკოსები) არიანნ, ეს დაუშვებელია. ტუნდაც მოგვეახლებოდნენ რწმენით, რამეთუ "რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა?" (2 კორინთ. 6:14).
კითხვა 9: როგორ მოვიქცეთ თუ საღმრთო ზიარებისთვის მოგვმართავს მონაზონი ან ბერი, რომლის სარწმუნოებაც უცნობია, როგორი აღსარება უნდა მოვითხოვოთ მისგან?
პასუხი: ზარებაზე დაიშვება ყოველი მომსვლელი და თუ მისი აღსარება (სარწმუნოება) უცნობია, უნდა გამოვიკითხოთ; ასევე, გავარკვიოთ, სცემს თუ არა თაყვანს ქრისტეს და მისი წმინდანების პატივდებულ ხატებს; განეშორება თუ არა მწვალებლებთან თანაზიარობას და ხომ არ იზიარებს სხვაგვარადმორწმუნეთა შეხედულებებს და თუ იტყვის აღსარებას და დაიცავს მას ყოველგვარი მწვალებლობის მოძულებით, მაშინ უნდა მიეცეს მას წმ. საიდუმლოებებში ჩვენთან თანაზიარობის უფლება.
კითხვა 10: რამდენად შესაძლოა მონაზონმა თვითონ მიიღოს წმიდა აიაზმა?
პასუხი: უკიდურესი საჭიროების ჟამს, თუკი არსად არ არის მღვდელი ან სხვა მონაზონი, ეს დასაშვებია.
კითხვა 11: შეიძლება თუ არა მგზავრობისას შევიაროთ ერეტიკოსთა ეკლესიებში?
პასუხი: თუ ეკლესია მწვალებლებს უპყრიათ, სალოცავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ მასში, მაგრამ, თუ რაიმე სხვა გარემოება გაიძულებს, შეიძლება შესვლა.
კითხვა 12: როცა გვესტუმრება უცნობი ამბა, სანამ მის ვინაობას გავარკვევდეთ, გვაქვს თუ არა უფლება, ვუწოდოთ მას "წმიდაო მამაო" და ლოცვითი შეწევნა გამოვითხოვოთ მისგან?
პასუხი: რადგანაც დღეს მწვალებლობა ბობოქრობს, გამოუკითხავად არ უნდა მივმართოთ მას: "გვაკურთხე წმიდაო" და არც ლოცვითი შეწევნა გამოვითხოვოთ მისგან. მაგრამ, წმ. ბასილის განწესებებისამებრ, აკრძალული არ არის საზოგადო მისალმება.
კითხვა 13: აღავლენს მართლმადიდებელი მღვდელი ლოცვას ჭაზე, რომელიც შებილწული აღმოჩნდება?
პასუხი: უნდა აღევლინოს ლოცვა იქ, სადაც მართლმადიდებლობასთან თანაზიარობაა, მაგრამ არ უნდა მივიდეთ იმასთან, ვინც მწვალებლებთან თანაზიარობაშია, რამეთუ საკუთარი პურით სულის შემბილწველი ხორცითაც იბილწება.
შეკითხვა 14: როგორ მოვიქცეთ ნათლისღებასთან დაკავშირებით, თუკი ახლომახლო არ არის მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენ კი გვთხოვენ ნათლობას. სად უნდა აღვბეჭდოთ მოსანათლავი, სად მივცეთ მას კათაკმევლობა და სად ნათლისღება? როგორები უნდა იყვნენ მშობლები და მიმრქმელნი?
პასუხი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწვალებელთა ეკლესიებში არ უნდა შევიდეთ. ასე რომ, მტკიცედ გვმართებს წესის შესრულება! ოღონდ თუ ახლომახლო არ არის ტაძარი, მოსანათლი უნდა შეიყვანონ სახლის უწმიდეს (ანუ ყველაზე სუფთა) ადგილას და იქ მოაწყონ წმიდა საყდარი ან მაგიდა, რომელზეც ინებებენ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას, დე, შეასრულონ იგი. ხოლო მიმქმელებად უნდა შევიწყნაროთ ისეთი ადამიანები, რომელთაც თანაზიარობა არა აქვთ ერეტიკოსებთან, ასევე, მშობლებიც არ უნდა იყვნენ მწვალებლების თანაზიარნი.
კითხვა 15: თუ ეკლესიას აქვს ორი ან სამი მინაშენი (ეკვდერი) და ერთი მათგანი თავისუფალია, შეიძლება თუ არა იქ შესრულდეს ლიტურგია?
პასუხი: თუ რომელიმე ეკლესია რომელიმე ცნობილ მწვალებელს უპყრია, ყველა ეკვდერი თავისუფალიც რომ იყოს, იქ ლიტურგიის ჩატარება არ შეიძლება; მაგრამ თუ მართლმადიდებელთ უპყრიათ ტაძარი, შეიძლება ლიტურგიის ჩატარება იმ ეკვდერში, რომელშიც მღვდელი არ ატარებს ღვთისმსახურებას.
კითხვა 16: შეუძლია თუ არა ვინმეს, დაიცვას თავისი ეკლესია, რათა იქ მწვალებელმა არ ჩაატაროს ღვთისმსახურება; რა ვადით შეიძლება დაიკეტოს ეკლესია და რა წესები უნდა დავიცვათ ამასთან დაკავშირებით?
პასუხი: ამ საკითხის გადაწყვეტა ჩვენი საქმე არ არის. ამას გადაწყვეტს ეპისკოპოსი, რომელიც იძლევა ნებართვებს ეკლესიებთან დაკავშირებით.
კითხვა 17: ხშირად გადავეყრებით ხოლმე ერეტიკოსებს, რომლებიც თავიანთი უმეცრების გამო არიან ერეტიკოსები ან ერთ რომელიმე მწვალებლობას მიეკუთვნებიან დაბადებიდან. რამდენად დასაშვებია, გავიაზიაროთ მათთან ტრაპეზი ან რაიმე მივიღოთ მათგან?
პასუხი: ბოროტგანზრახვით გახდებიან ისინი ერეტიკოსები თუ უმეცრებით, მათთან ერთად ტრაპეზის გაყოფა ან რაიმეს მიღება დაუშვებელია. გარდა იმ შემთხვევისა, როგორც მე ვფიქრობ, როცა უმეცარნი გამოსწორდებიან და პირობას დადებენ, რომ მართლმადიდებელნი გახდებიან.
კითხვა 18: რამდენად დასაშვებია ლიტურგიაზე საკუთარი მამის მოხსენიება?
პასუხი: გინდ მამა იყოს შენი, გინდ დედა ანდა ძმა, ან სხვა ვინმე, სიკვდილამდე ერეტიკოსებთან თანაზიარობაში მხილებული, როგორც უკვე წინა თავში ვთქვი, ლიტურგიაზე არ მოიხსენიება. თუმც თითოეულს შეუძლია თავის გულში ილოცოს მათთვის და გასცეს მოწყალება მათ სახელზე, რამეთუ შეუძლებელია, ის, ვინც სიცოცხლეშივე მწვალებლების თანაზიარი იყო და ამავე მდგომარეობაში დაიკრძალა, მართლმადიდებლური ღმრთისმსახურების მოსახსენებლებში შევიტანოთ. ნუმც იყოფინ!
თუმც, მე ეს არა სჯულმდებლობით მითქვამს _ რამეთუ ეს ეპისკოპოსთა გადასაწყვეტია, _ არამედ რჩევის სახით გამოვთქვი სიყვარულით, რადგან სიყვარულზე აუცილებელი არაფერია. შენი კეთილმოწყალება რაიმე უკეთეს გადაწყვეტას თუ იპოვის, საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. ოღონდ ერთს კი ვიტყვით, ჩვენ, როგორც ცოდვილი ადამიანები, თქვენს წმიდა ლოცვით შეწევნას გევედრებით.
მეთოდე მონაზონისადმი
დარწმუნებული იყავი, რამდენადაც ნებავს შენს ღირსებას ჩვენი მორჩილების ხილვა, იმდენად გვსურს ჩვენც შენთან გასაუბრება, მაგრამ, რადგანაც ნათქვამია, რომ ეს "ეს კაცის ნება-
კითხვა 1: შეიძლება თუ არა დამამტკიცებელი წერილის გარეშე მივიღოთ რომში, ნეაპოლში და ლონგობარდიაში ხელდასხმულნი ან განტევებულნი და ვიქონიოთ მათთან საერთო ზიარება, საერთო ტრაპეზი და ლოცვა?
პასუხი: როდესაც მწვალებლობა ბობოქრობს, ვითარების გამო ყველაფერი მშვიდობიანობის პერიოდში მიღებულ განწესებათა შესაბამისად ვერ ეწყობა. ამას გვიდასტურებენ ნეტარი ათანასე და უწმიდესი ევსები, რომლებიც თავიანთი ეპარქიების გარეთ ატარებდნენ ხელდასხმებსს. ამჟამადაც, დღეს არსებული მწვალებლობის პირობებში, იგივე ვითარებას ვხვდებით. ამდენად, ხსენებულნი, თუკი უეჭველად ვიცით, რომ განსჯილნი არ არიან, არ უნდა უარვყოთ იმის გამო, რომ ამგვარად იქნენ ხელდასხმულნი. ასეთები უნდა მივიღოთ.
კითხვა 2: რამდენად მისაღებია ჩვენთვის ეპარქიაში, სიცილიაში ხელდასხმული პრესვიტერები?
პასუხი: ეს შეკითხვაც წინამორბედის მსგავსია, ოღონდაც მისგან ადგილით განსხვავდება. ბუნებრივია, რომ ამ შეკითხვის პასუხიც ანალოგიური იქნება.
კითხვა 3: არის თუ არა დასაშვები ისეთ ეკლესიებში ლოცვა, რომლებიც მწვალებლებს ეპყრათ ან მწვალებლებთან თანაზიარ მღვდელმსახურთა მიერ იქნენ შებილწულნი?
პასუხი: ზემოთხსენებული მიზნით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ ასეთ ეკლესიაში, რამეთუ დაწერილია: " და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მათე 23:38). ჭეშმარიტად, წმ. ბასილი დიდის თქმით, როგორც კი მწვალებლობა ეკლესიაში შემოიჭრება, იმ ადგილს მფარველი ანგელოზი განშორდება (იხ. წერილი CCXXX. Творения в рус. переводе, т. VII М. 1982, стр. 168) და იგი უბრალო სახლად გარდაიქცევა. "შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები" (ფსალმ. 25:5) -
კითხვა 4: შეიძლება თუ არა ვილოცოთ ან ღვთისმსახურება ჩავატაროთ ისეთ ტაძრებში, რომლებიც, მართალია, ერეტიკოს ღმრთისმსახურთაგან შებილწულან, მაგრამ მათ მფლობელობაში არ იმყოფებიან?
პასუხი: დიახ, შეიძლება შევიდეთ ასეთ ეკლესიებში სალოცავად და ღმრთისმსახურების ჩასატარებლად, თუკი ისინი მომავალში მწვალებელთაგან მეტად არ შეიბილწებიან და მათ სამუდამოდ დაეუფლებიან მართლმადიდებლები. ასეთი შემთხვევისთვის დადგენილია, რომ ეკლესია შესაბამისი ლოცვების კითხვით გახსნას შეუცდენელმა (უბიწო) ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, და თუ ასე მოხდება, იქ ლიტურგიის ჩატარება არ აიკრძალება. ამის მაგალითად გამოდგება წმ. ათანასე, რომელიც იმპერატორ კონსტანციუსის თხოვნას, ალექსანდრიაში არიანელებისთვის შესაკრებელად დაეთმო ერთი ტაძარი, იმ პირობით დაეთანხმა, თუკი მიიღებდა იგივე წყალობას და კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლებსაც შესაკრებლად მიეცემოდათ არიანელთა კუთვნილებაში მყოფი რომელიმე ტაძარი.
კითხვა 5: წმინდანთა ნაწილების შესახებ: გვაქვს თუ არა ნება, შევიდეთ მათ განსასვენებელში, აღვავლინოთ იქ ლოცვა და თაყვანი ვცეთ, თუკი ისინი უწმინდურ (მწვალებელ) მღვდელმსახურთა მფლობელობაში იმყოფებიან?
პასუხი: კანონი უფლებას არ გვაძლევს ზემოთხსენებული მიზეზების გამო შევიდეთ ასეთ განსასვენებელში, რამეთუ დაწერილია: "რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?" (1 კორინთ. 10:29). ასეთ ადგილებში შესლვა ნებადართულია მხოლოდ წმინდანთა თაყვანისცემისთვის.
კითხვა 6: როგორ მივიღოთ მონაზვნები, რომლებიც ბერად აღკვეცეს შებილწულმა მღვდელმსახურებმა?
პასუხი: უნდა მივიღოთ ისინი, თუ აღიარებენ, რომ შესცოდეს და გარკვეული ვადით აიღებენ ეპითიმიას. მხოლო ამის შემდეგ აღიბეჭდებიან უბიწო მღვდელმსახურის მიერ.
კითხვა 7: როგორ მივიღოთ იმავე მწვალებლობაში მყოფ მონაზვნებთან ან კლერიკოსებთან თანაზიარობაში (ან მწვალებლობაში) მყოფნი, -
პასუხი: ვინც ხელს აწერს მწვალებლობას ან თანაეზიარება მწვალებელს, ჯეროვანი ეპითიმიით მიიღება, რამეთუ, ვისაც ჯერ სინანულის ნაყოფი არ უჩვენებია, როგორ შეიძლება შეუერთდეს წმ. მართლმადიდებლურ ეკლესიას? ხოლო ამგვართათვის ეპითიმიის დაწესება ჩვენთვის სრულებითაც არ არის საძრახისი, რამეთუ წერილ არს: "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალათ. 6:2).
კითხვა 8: დაიშვებიან თუ არა საერთო ტრაპეზზე და ფსალმუნთგალობაზე მონაზვნები, რომლებიც განურჩევლად ეხებიან ყოველ შემხვდურს, ლოცულობენ და ტრაპეზს იყოფენ მათთან?
პასუხი: როდესაც მოციქული მცნებად გვაძლევს: "ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ" (2 თესალონიკ. 3:6). თქვენც ამის შესაბამისად არ გმართებთ განსჯა? მაშ ასე, თუკი ისინი თავს შეიკავებენ ცოდვითი მიდრეკილებისგან, ჯეროვანი ეპითიმიის შემდეგ შეიძლება მივიღოთ. თუმც გამოსარკვევია, "ყოველ შემხვდურში" ვინ იგულისხმება -
კითხვა 9: ტრაპეზზე და ფსალმუნთგალობაზე თუ მიიღება პრესვიტერი, რომელსაც, მართალია, ერთხელ ან ორჯერ უჭამია საჭმელი მწვალებლებთან ერთად, მაგრამ მათთან თანაზიარობაში არ შესულა, მწვალებლობაზე ხელი არ მოუწერია და მათთან ერთან არ უმსახურია? მისაღებია თუ არა მათი ბეჭედი კურთხევისა?
პასუხი: ამგვართა შესახებ უნდა გამოვიკვლიოთ, ვისთან ერთად გაიზიარეს ტრაპეზი -
კითხვა 10: აქვს თუ არა მართლმადიდებელ ქრისტეანს უფლება გაიზიაროს საერთო ტრაპეზი ისეთ ერისკაცთან, რომელმაც მწვალებლურ მრწამსს ხლი მოაწერა და ამ მწვალებლობას ეზიარა?
პასუხი: განურჩევლობა არის ბოროტების მიზეზი, რადგან "მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ" (ეზეკ. 22:26). ამიტომაც, მანამ არ უნდა იყოფდნენ, სანამ ისინი (შეცდენილნი) არ აიღებენ ეპითიმიას თავიანთი უკეთური ხელმოწერისთვის და უარს არ იტყვიან მწვალებლებთან თანაზიარობაზე. მაგრამ, ზოგიერთები გამოუვალი მდგომარეობის გამო, საფრთხის ასაცილებლად იბილწებიან ხოლმე მათთან ურთიერთობით, ამიტომაც, თუკი აღიარებენ, რომ ეს გააკეთეს შემთხვევით და შეინანებენ, ასეთებთან ერთად საზრდელის მიღება დასაშვებია. თუმც, არა განურჩევლად, არამედ გარკვეული პირობებით, არა მათი სულების საზიანოდ, არამედ სასარგებლოდ.
კითხვა 11: თუ არსად არის უბიწო მართლმადიდებელი მღვდელი, შეუძლიათ თუ არა ნათლობის მსურველთ, ნათელიღონ იმ მღვდელთაგან, რომელთაც თანაზიარობა აქვთ მწვალებლებთან ან ისეთ პირებთან, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსანათლავი სიკვდილის პირას არის?
პასუხი: ასეთი შემთხვევისთვის აღმსარებელთა, იერარქთა და იღუმენთა მიერ ასეთი განწესებაა გამოთქმული: როდესაც არ მოიპოვება უბიწო მღვდელმსახური, პრესვიტერებს, რომელთაც მწვალებლებთან თანაზიარობისთვის აკრძალული ჰქონდათ მღვდელმსახურება, ნათლობის და იმ წმიდა საიდუმლოთა მიცემის უფლება უბრუნდებათ, რომლებიც მათზე უწინ მართლმადიდებელი მღვდლების მიერ იყო შეწირული; მათ ასევე შეუძლიათ აღკვეცონ ბერ-
კითხვა 12: რამდენად ვართ უფლებამოსილნი მივიღოთ და ეპითიმია დავადოთ იმ პირებს, რომლებიც ჯერ გამოგვეყვნენ, შემდეგ კი კვლავ შემოგვიერთდნენ სინანულით?
პასუხი: ზემოთ უკვე განვმარტე, რომ ეს შესაძლოა და ერთი და იმავე კითხვას ორჯერ რატომ უნდა გაეცეს პასუხი?
კითხვა 13: დანაშაულში ჩავარდნილი და (საეკლესიო) კრების მიერ თავისი პატივისგან დამხობილი ზოგჯერ ხელს დაასხამს პრესვიტერს და ეს პრესვიტერი მონასტერში მისვლის შემდეგ თავისი იღუმენისგან დროებით მიიღებს ეპითიმიას, რომლის შემდეგ ღმრთისმსახურებას შეუდგება, შეიძლება თუ არა შევიწყნაროთ ასეთი მღვდელი, მითუმეტეს თუ უდანაშაულოა?
პასუხი: რადგანაც ეს შეკითხვა შეიცავს აშკარა უაზრობას, არც კი უნდა დაესვათ ჩემთვის, რამეთუ ქრისტემ ბრძანა: "არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება" (მათე 7:18). ამიტომაც, იღუმენისგან კი არა, წმინდანისგანაც რომ მიიღოს ეპითიმია, მას მაინც არ მიეცემა ღმრთისმსახურების უფლება. ის არ არის მღვდელი და მისი გამხსნელი არ არის წმინდანი, რამეთუ ასეთ შემთხვევაში დაირღვევა და გაუქმდება ყველა კანონიკური განწესება.
კითხვა 14: რას იტყოდით იმ პრესვიტერთა შესახებ, რომლებიც ხელდასხმულნი არიან მართლმადიდებელთა მიერ, არ მიუღიათ ერეტიკული მრწამსი, არც თანაზიარობა ჰქონიათ მწვალებლებთან, მაგრამ მხოლოდ ტრაპეზი გაიყვეს მიტროპოლიტ გრიგოლთან (იმდროინდელი მწვალებელი -
პასუხი: ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ ამის შესახებ: გრიგოლთან ერთად იტრაპეზეს მათ თუ სხვა მწვალებელთან, ამის ჩამდენი ჯეროვანი ეპითიმიის შემდეგ გაიხსნება და არა მხოლოდ შეუმცდარ ქრისტეანებთან ერთად საზრდელის მიღების, არამედ ღმრთისმსახურების უფლებაც მიეცემა. რაც შეეხება ეპითიმიას, მისი ზომის განსაზღვრა შეუძლებელი პიროვნებისა და მისი ზნეობის გაუთვალისწინებლად; ვფიქრობ, საკმარისი იქნება, თუკი მას ეპითიმიის ვადად ორი ან სამი ორმოცდღიანი მარხვა დაუწესდება.
კითხვა 15: რას იტყვით იმ პრესვიტერთა შესახებ, რომლებიც ასევე მართლმადიდებელთა მიერ არიან ხელდასხმულნი, მაგრამ ტრაპეზი გაიყვეს იმ მღვდლებთან, რომელთაც თავის მხრივ ერთობლივი ტრაპეზი ჰქონდათ ხსენებულ მიტროპოლიტთან?
პასუხი: დაწერილია: "ყოველი ცოდვა, ჩადენილი უმეცრებით, განიწმინდება" (იხ. ლევ. 4), ამიტომაც, ისინი არ დაექვემდებარებიან არავითარ ეპითიმიას.
კითხვა 16: აქვთ თუ არა მართლმადიდებელ პრესვიტერებს, კერძოდ, ილარიონსა და ევსტრატე მონაზონს ეპითიმიის დანიშვნის უფლება?
პასუხი: ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მათ აქვთ ამის უფლება, მაგრამ, რადგანაც შეკითხვა გულისხმობს, აქვს თუ არა ეს უფლება, მღვდლების არყოფნის შემთხვევაში სამღვდელო ხარისხის არმქონეს (იგულისხმებიან ბერ-
კითხვა 17: რას გვეტყვით იმ მონაზვნებზე, რომლებმაც პრესვიტერისგან დაუკითხავად მიიღეს ბერ-
პასუხი: ერთგან ჩვენ ვთქვით, რომ უმეცრებით ჩადენილი ცოდვა განწმენდადია, ამიტომაც, ამდგვართაგან არც ტრაპეზის გაყოფა იკრძალება და არც სხვა რაიმე, რაც თანხმობასა და ძმობას შეეწევა. და ეს ყოველივე, შეძლებისამებრ აგიხსენით შენ, რამეთუ ჩვენთან ერთსულოვანი ხარ და თანამოღვაწე, ხოლო შენ ფრთხილად გადაეცი იმ ძმებს, რომლებიც გეკითხებიან: ვინაიდან "ყველას როდი აქვს რწმენა" (2 თესალონიკ. 3:2) და არც საყოველთაო მნიშვნელობით არის ეს გადმოცემული, და არც მხოლოდ მათთვის, რომლებიც უსჯულოებენ უმეცრებით, არამედ ხელისუფალთა მხრიდან აღძრულ შეჭირვებათა გამო. ღვთისმოსავ ადამიანთა მიერ გამოგზავნილი მრავალი მშვენიერი ამანათისთვის, დე, უფლისგან ღირსეულად მიეზღოს მათ სიკეთით. ეს ორი კალათიც ჩვენი მეგობრობის ხსოვნისთვის იგზავნება. იყავით ჯანრმთელნი უფლისა მიერ და ილოცეთ ჩვენ ცოდვილთათვის, რადგან "უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი" (ებრ. 6:9).