დღეს აღესრულნეს, საყუარელნო, რომელ-იგი წინავე მრავალთა ნათესავთა თქუა დავით სიტყვითა თვისითა, ვითარმედ: "მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით" (ფსალმ. 29:6). რამეთუ მწუხარებაი, რომელ შთაეცუა მოწაფეთა ჟამსა ჟუარ-ცუმისა მისისასა, იგი განიძარცუეს და სიხარული შეიმოსეს ჟამსა აღდგომისა მისისასა; და მხიარულებაი იგი, რომელც შთაეცუა ჯუარის-მცუმელთა მათ მისთა, აღიმსთუეს და განიძარცუეს და შეიმოსეს მის წილ სირცხვილი პირისა მათისაი (შდრ. ფსალმ. 43:16) ცისკარსა მას აღდგომისა მისისასა.
ვითრცა-იგი სირცხვილეულ იყვნეს ძვირის-მეტყუელნი იგი დანიელისნი, რაჟამს აღმოვიდა იგი მღვიმისა მისგან და ლომნი იგი არა ეუფლნეს მას, და მთავარი იგიცა ბაბილონისაი სირცხვილეულ იყო, რაჟამს სამნი ყრმანი სახუმილისა მისგან განურყუნელად გამოვიდეს (დან. 3:94), უფროისღა მათსა ჯუარისმცუმელნი იგი ძისა ღმრთისანი სავსე იყვნეს სირცხვილითა და კდემითა, რაჟამს გამოვიდა უფალი ჩუენი საფლავით. განცხოველდეს მართალნი ბრძანებითა მისითა; უწყოდაცა, რამეთუ არა ჰრწმენეს ურწმუნოთა მათ აღდგომაი იგი მისი. აღადგინნა მართალნი სხუათა საფლავთაგან, რაითა იყვნეს იგინი ქადაგ აღდგომისა მისისა. საკვირველი დიდი არს ესე, ვითარ-მე არა ჰრწმენა, რაჟამს ხედვიდეს თუალნი მათნი განხუმასა სამარეთასა და ესმოდა ყურთა მათთა ქადაგებაი იგი მკუდართაი?!
ხოლო არავე რაი დიდ არს, რამეთუ არა ისმინეს მათ ღაღადებაი იგი მკუდართაი, რომელნი ქადაგებდეს მისთვის. მათ, რომელთა ღმრთისაი და ძისა ღმრთისა არა ჰრწმენა, ვითარმცა მართალთაი ისმინეს, რომელნი საფლავით გამოვიდეს?! და ჯუარის-მცუმელნი იგი ღათუ მწუხარე იყვნეს, რაჟამს მკუდარნი უთხრობდეს დიდებასა მისსა, - ხოლო მოწაფეთა მისთა უხაროდა. მკუდარნიღა იგი ღაღადებდეს უფლისა მათისათვის და ანგელოზნი - საფლავსა მისსა, რამეთუ ანგელოზნი, რომელნი არა ესხნეს ჟამსა ჯუარ-ცუმისა მისისასა, იპოვნეს შემოსილნი დიდებითა საფლავსა ზედა და უთხორბდეს აღდგომასა მისსა მოწაფენი. უკუეთუმცა ჟამსა ვნებისა მისისასა გმაოჩინებულ იყვნეს ანგელოზნი, შე-მცა-ძრწუნებულ იყვნეს ჯუარის-მცუმელნი მისნი. და რაით-მე-მცა აღესრულა მოსლვაი იგი მისი? რაითამცა ცხონდეს სიკუდილითა მისითა თაყუანის-მცემელნი მისნი? არამედ ჟამს ვენბისა მისისასა განეშორნეს მისგან ანგელოზნი ბრძანებითა მისითა, რათა აღესრულოს მის ზედა ნებაი იგი უკეთურთაი მათ.
ხოლო ჟამსა მას აღდგომისა მისისასა გარდამოიყვანნა ანგელოზნი ცეცით, რაითა ახარონ აღდგომაი მისი მოწაფებთა. რამეთუ ვითარცა შთავიდეა იგი წიაღთა მარიამისთა, იმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მწყემსთა შობისა მისისიათვის, რომელი-იგი იყო ქალწულისაგან. ეგრეცა, რაჟამს გამოვიდა იგი ჯოჯოხეთით, აღიმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მოწაფეთა მისთა აღდგომისა მისისათვის, რომელი-იგი სამარისაგან იყო.
იხარებდინ ამიერთგან ეკლესია ამას დღესა შინა და არქუნ იერუსალემსა, ვითარმე: ნუ გიხარინ მტერსა მაგას ჩემსა, რამეთუ დავეცი და მერმე აღვემართო და რამეთუ დავჯედ ბნელსა და უფალმან განმანათლოს.
მერმეცა არქუნ წინაისწარმეტყუელმან ეკლესიასა: აღდეგ და განათლი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინვდეს, რამეთუ გამობრწყინდა დიდებაი იგი მისი ეკლესიასა მისსა ზედა, რომელი-იგი არს ყოველსა ქუეყანასა. ესერა თაყუანის-სცემენ მეფენი სოფლისანი დიდებასა მისსა და მსაჯულნი ქუეყანისანი, ვითარცა ჰრქუა მას წინაისწარმეტყუელმან, ვითარმედ: "განხეხუნეს ბჭენი შენნი სამარადისონი დღე და ღამე და ნუ დაეხსშვიედ, და შევიდენ შენდა ერნი თესლთანი და შარავანდედენი მათნი" (ესაია 60:11).
ხოლო ყავნ მოწყალემან, რაითა ვითარცა გევნებოდა თქუენ, ჟამსა მას ჯუარ-ცუმისა, ეგრეცა იხარებდით და იშუებდით დღესა აღდგომისა მისისასა და ეზიარენით წმიდათა მისთა თანა სასწაულსა მისსა და ჩუენდა გამოვთქუათ დიდებაი სიმდიდრისა მისისაი უკუნისამდე, ამენ.
"უდაბნოს მრავალთავი". თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა. 1993 წ.