Главное меню:
ვ. ტ. ზელენკოვი
ამონაწერები წმიდა მამათა თხზულებებიდან და სხვა წიგნებიდან,
საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესასწავლად
შინაარსი
ნაწილი I
პირველი ნახევარი
თავი IV-
ქრისტეს უპატიოსნეს საიდუმლოთ ვერაფერი შეცვლის:
ვერც ლოცვა, ვერც მოწყალება, ვერც გულის შემუსვრილობა ან სხვა რამე
დიდი კრებული: "... როგორც სტიქიათა გარეშე არ შეუძლია სხეულს სიცოცხლე, ასევე არ შეუძლია სულს მოიპოვოს ცხოვრება ღვთაებრივი ზიარების გარეშე" (Соборник Больш. Печ. В Москве 7155 (1647) г., гл. 18, слово Григорий мниа, л. 241).
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი."... ყოველი უსამართლოდ მოქმედი მზად არის თავი იმართლოს. მაგრამ, ის რაც იშვიათად ხდება კანონი როდია ეკლესიისთვის, რადგან ერთი მერცხლის ჭიკჭიკსაც როდი მოჰყავს გაზაფხული და ერთი მონახაზიც როდი შექმნის მიწის მზომელად, ან ერთი ხანმოკლე გადაცურვა -
იქვე: "... შენ იტყვი განა ღმერთი მოწყალე არ არის? განა მან არ იცის კაცის ზრახვანი, განა არ გამოსცდის განწყობას და ნათლობის სურვილს ნათლობადვე არ ჩაუთვლის?
შენი მსჯელობა წააგავს გამოცანას. ნუთუ ღმერთისთვის, მისი კაცთმოყვარებით, მოუნათლავი და მონათლული ერთი და იგივეა; ან ცათა სასუფეველში დამკვიდრებული ტოლია იმისა, ვისაც ოდენ მოსურვება აქვს ამდაგვარი, სასუფევლის საქმეებს კი ჯერაც არ იქმს... ზუსტად ასევე, ვინც არ მიიღო ნათლისღება პირუტყვს ემსგავსება თავისი უგუნურებით ან უზნეობით. ყველაზე უდიდესი ბოროტება მათში ისაა, რომ ჯეროვან პატივს არ მიაგებენ ნათლობის ნიჭს; როგორც ნიჭი, თუ მიეცემათ, უყვართ, და თუ არ მიეცემათ, სძულთ. სხვები თუმც პატივს მიაგებენ ამ ნიჭს, მაგრამ მის მიღებას არ ჩქარობენ ან დაუდევრობის გამო ან თავშეუკავებლობისადმი მიდრეკილებით. სხვებს ამ ნიჭის მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ, ან იმიტომ, რომ საკმაოდ მცირეწლოვანნი არიან, ან კიდევ, მათგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ვერ ეზიარებიან ამ მადლს, თუნდაც მისი მიღების უდიდესი სურვილიც ჰქონდეთ; და როგორც პირველთა შორის არის დიდი განსხვავება, მსგავსი განსხვავებაა მეორეთა შორის...
ამასაც ვიტყვი: მკვლელობად თუ მკვლელობის მხოლოდ მოსურვებას ჩათვლი, მისი რეალური აღსრულების გარეშე, მაშინ მონათლულად უნდა ჩათვალო ნათლობის მოსურნეც, თუმცა, სინამდვილეში არ ყოფილა მონათლული; და თუ პირველს აღიარებ, რატომ უნდა უარყო მეორე? ვერ ვხედავ მიზეზს ამგვარი უარყოფის. ასეც განვსაჯოთ: თუ ნათლისღების მისაღებად მისი მოსურვებაც საკმარისია, მაშინ მოსურვებით მიგიღია ცათა სასუფეველიც და მისი რეალური მიღების ნაცვლად მოდი მხოლოდ მოსურვებით დაკმაყოფილდი. და რა ზიანი მოგადგება თუ არ მიიღებ სასუფეველს, როდესაც გაგაჩნია მისი მიღების დიდი სურვილი?" (сл. 40. На св. крещение, стр. 293, по изд. 1889 г. Стр. 241).
დიდი კატეხიზმო: "... მხოლოდ სული რომ იყოს ადამიანი და არა სხეული, ანგელოზი იქნებოდა და არა ადამიანი და საღმრთო საიდუმლოებებშიც გრძნობისმიერი და ხილული სიმბოლოების გარეშე მიიღებდა ღმრთის მადლს. მაგრამ, რაკიღა სულს გარს აკრავს სხეული, ხილული და გრძნობისმიერი ნიშნების გარეშე ღმრთის მადლის მიღება არ ძალუძს" (Катехизсис больш., гл. 72, о тайнах церковных, л. 323 и об.).
წმ. იოანე დამასკელი: "ამრიგად, როგორც ერთგზის აღსრულდა უფლის სიკვდილი, ასევე ერთგზის გვმართებს ნათლისღება, ხოლო, უფლის სიტყვისებრ, ნათელვიღებთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, რითაც ვსწავლობთ მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარებას. ამიტომ, თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქულთ „შეუხლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი“ (და ასე შემდეგ) „კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცმევენ რა და განაქიქებენ რა ქრისტესი (ებრ. 6,4-
რადგან ორმაგია ადამიანი, -
მისივე: "ამრიგად, მოგვცა მან ჩვენ, როგორც თქვა, მეორე შობა, რომ როგორც ადამისგან შობით მივემსგავსეთ ადამს, ვიმემკვიდრეთ რა წყევლა და ხრწნილება, ასევე მისგან შობითაც მივემსგავსოთ მას და ვიმემკვიდროთ უხრწნელება და აგრეთვე, კურთხევა და დიდება მისი.
ხოლო რადგან სულიერი ადამია იგი, საჭირო იყო, რომ შობაც სულიერი ყოფილიყო, როგორც აგრეთვე საჭმელი, მაგრამ რადგან ვართ ჩვენ რამ ორმაგნი და შედგენილნი, გვმართებდა, რომ შობაც ორმაგი გვქონოდა, როგორც აგრეთვე საჭმელიც -
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "... რა არის კარგი იმაში, რაც ქრისტეს უპატიოსნესი ხორცის მიღებაში ხელს გიშლის? ამაზე მოკლედ ვუპასუხებ: რა უფრო მნიშვნელოვანია ლოცვა თუ ქრისტეს ხორცის მიღება? რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია ხორცი ქრისტესი" (Творение блаж. Иеронима Стридонского, ч. II? 1894 г., письмо 46 к Пахомию против Иовиниана, стр. 35).
ოქროპირი: "… თუნდაც უბიწოებასა და სინანულში ცხოვრობდე, მაგრამ არ ეზიარები ქრისტეს მაცხოვნებელ საიდუმლოებებს, ვერ ცხონდები" (Златоуст., в 5 нед. Поста, лист 133 об.).
თავი VI
ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ეზიარებოდნენ
უდაბნოებსა და სხვა მიუვალ ადგილებში მცხოვრები წმიდა მამები
ღირ. ნიკონ შავმთელი: "... ყველა მეუდაბნოვე მამას, სადაც არ იყო მღვდელმსახური, გააჩნდა საზიარებელი ტარიგი და თვითონ ეზიარებოდა. ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში, უბრალო ადამიანებსაც გააჩნიათ სახლში მღვდლისგან ბოძებული საზიარებელი ნაწილები და როცა უნდათ ეზიარებიან. თვითმაზიარებელმა ზიარება ისე უნდა მიიღოს, თითქოსდა მღვდლისგან მიეღოს; რადგან ეკლესიაში მღვდელმსახური საზიარებელთ საკუთარი ხელით აზიარებს" (Преп. Никона Черныя горы, сл. 53, л. 450 об.).
წმ. ბასილი დიდი: "... კარგია და სასარგებლო ყოველდღიური ზიარება და ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის მიღება, რადგან თვით მაცხოვარმა ბრძანა: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:54). თუმცა ჩვენ ვეზიარებით ყოველ შვიდეულში ოთხჯერ: დღეს უფლისა (კვირადღეს -
ნეტ. სიმეონ თესალონიკელი: "... მრავალი მეუდაბნოვე მამა, მღვდლის კურთხევით, სპეციალურ, მყარ ჭურჭელში ინახავს საზიარებელ ნაწილებს და საჭიროების შემთხვევაში ღმრთის შიშითა და თრთოლვით ეზიარება, თუმცა არა ისე, როგორც ამას მღვდელი აკეთებს ეკლესიაში... არამედ რომელიმე სუფთა ადგილას გაშლის წმიდა მატერიას, მასზე დადებს დაფარნას და კოვზით ამოიღებს სპეციალური ჭურჭლიდან საზიარებელ ნაწილს, იგალობებს ფსალმუნს, უკმევს მას, სამჯერ თაყვანსცემს და ზიარებას აიღებს არა ხელით ან კოვზით, არამედ პირით; ამის შემდეგ აიღებს წყალგაზავებული ღვინით სავსე ჭურჭელს და პირს მოიბანს; თუ ვინმე სიკვდილის პირას აღმოჩნდა, ხოლო ახლომახლო მღვდელი არსად არის, და ასევე აღმოჩნდება, რომ ცხოველმყოფელი პური (ანუ ქრისტეს ხორცი -
დიდი საკითხავი თვენი: "... ღირს თეოდორეს ყველგან თან დაჰქონდა უფლის ცხოველმყოფელი ხორცის ნაწილი, რომელიც ქრისტეს სისხლითვე იყო დარწყულებული" (Чет-
***
თავი VII
მღვდლობა და ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი მეორედ მოსვლამდე შენარჩუნდება
მათეს სახარება: "რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მათე 5:18).
ლუკას სახარება: "უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან" (ლუკა 16:17).
იქვე: "როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი. რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის" (ლუკა 22:14-
მათეს სახარება: "და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი" (მათე 26:26).
წმ. იოანე ოქროპირის განმარტება მათეს სახარებაზე (მათე: 26:26-
სამოციქულო. კორინთელთა მიმართ მოციქულ პავლეს პირველი ეპისტოლე: "რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად, ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად. ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე (1 კორ. 11:23-
სამოციქულო. გალატელთა მიმართ მოციქულ პავლეს ეპისტოლე: "მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი" (გალატ. 1:6-
წმ. იოანე დამასკელი: "... შემდეგ, პური განტეხა, მისცა მათ და უთხრა: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი", განტეხილი თქვენდა მოსატევებლად ცოდვათა" (მათე 26:25). ამგვარადვე აიღო რა ღვინითა და წყლით სავსე ბარძიმი, მიაწოდა თავის მოწაფეებს და უთხრა: "სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მათე 26:27-
წმ. იოანე ოქროპირი: "... თუმცა, დროა უკვე მივეახლოთ ამ საშინელ ტრაპეზს. მივეახლოთ ჯეროვანი ღვთისმოშიშებითა და ყურადღებით; და ნუვინ აღმოჩნდება იუდა, ნუვინ იქნება ბოროტი, დამმარხველი საკუთარ თავში სიძულვილის ღვარძლისა, ბაგით რომ ერთს ღაღადებს, გონებაში კი სხვა აზრი უტრიალებს. ახლაც ქრისტე წარსდგება ჩვენს წინაშე, და ვინც მაშინ აღასრულა ტრაპეზი მოციქულთა წინაშე, ახლაც ის აღასრულებს; რამეთუ კაცი კი არ გარდაქმნის პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად, არამედ თვით ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე. მღვდელი, ხატი ქრისტესი, დგას და საჭირო ქმედებას აღასრულებს, მოქმედებით კი ღმრთის ძალი და მადლი მოქმედებს. "ესე არს ხორცი ჩემი", ბრძანა მან. ეს სიტყვები გარდაქმნიან შეწირულს, და როგორც ერთხელ ბრძანა მთქმელმა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა" (დაბ. 1:28), და არა მარტო მაშინ იქმნა ასე, არამედ გამრავლებისა და განაყოფიერების ძალას კაცთა მოდგმას დღემდე აძლევს, ის განკარგულებაც ერთხელ გაიცა, მაგრამ დღესამომდე მოქმედებს და მეორედ მოსვლამდე აღასრულებს უსისხლო მსხვერპლს ეკლესიის ტრაპეზზე" (ტექსტი ძველი გამოცემის მიხედვით) (Слова и беседы на различные случаи, св. Иоанна Златоуста. Перев. С греч., т. II, изд. Спб. 1886 г., 1 беседа "о предательстве Иуды и о приобщении таин", стр. 91. Изд. Спь., дух. Акад. 1899 г., т. II, стр. 422, ч. 6-
ნეტ. თეოდორიტე: "რამეთუ რაოდენ-
ღირ. ეფრემ ასურელი: "მრავალთან განამტკიცებს აღთქმას; მოკლული მეფე -
სამოციქულოს განმარტება: "რამეთუ რავდენ-
წმ. პროკლე (წმ. იოანე ოქროპირის მოწაფე): "... ჩვენი მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ, მოციქულები, უპირველეს ყოვლისა, სანამ მთელს მსოფლიოში გავიდოდნენ საქადაგებლად, ყოველდღე ერთსულოვნად იკრიბებოდნენ და ნუგეშს უფლის ხორცის ზიარების მღვდელმსახურებაში ჰპოვებდნენ, როდესაც ლიტურგიას ძალზედ ხანგრძლივი საგალობლებით აღასრულებდნენ... (38): სწორედ ამგვარი ლოცვებით გამოითხოვნდნენ ისინი სულიწმიდა, რათა მისი ღვთაებრივი მოვლინებით მღვდელმსახურებაში შეწირული პური და ღვინო, შეერთებული წყალთან, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქმნილიყო, რაც დღემდე ამ სახით აღესრულება და ასევე დარჩება სამყაროს აღსასრულამდე" (Книга "О предании Божественной литургии св. Прокла (ученика св. Иоанна Златоуста) напечатано в "христианском чтении" 1839 г., ч. IV, стр. 37 и 38).
კრებული "ოქროპირი" (Златоуст): "... ხოლო სათნო მღვდლები, როგორც ღმრთის ჭეშმარიტი მსახურნი, მართლმადიდებლური სარწმუნოების მაცხოვნებელ სწავლებას არ გადაუხვევენ" (Златоуст, нед. 27 по всех св., л. 303 (единоверч. Печ.)).
ფსალმუნი: "სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი -
წმ. იოანე ოქროპირი: "... მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ" (ფსალმ. 131:9). "სიმართლედ" აქ წმიდა საეკლესიო წესებს, სამღვდელოებას, ღვთისმსახურებას, მსხვერპლსა და შესაწირავს უწოდა" (Твор. Златоуста, т V, стр. 423 (беседы на псалмы).
წმ. იუსტინე: "... ("ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის" (1 კორ. 11:19)) ბოროტეულთა აღრევა ეკლესიაში კეთილთა შორის სამყაროს აღსასრულამდე და განკითხვის დღემდე იქნება..." (Апостол толковый, зач. 195, Св. Иустина в толк., числ. 6, л. 686 об.).
წმ. იოანე ოქროპირი: "... ("ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე" (1 კორ. 11:26) ... პავლე მოციქული აქ ამბობს: "ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით. ასეთია ეს სერობა! შემდეგ კი სიტყვებით "მისსავ მოსვლამდე" ასწავლის მათ, რომ იგი (ანუ სერობა, ზიარება -
კრებული "კირილეს წიგნი": "... მხოლოდ მწვალებელნი ამბობენ, რომ თითქოსდა ქრისტეს ეკლესიაში მღვდლობა და (უსისხლო) მსხვერპლი უკვე აღარ არის საჭირო" (Кн. Кирилова, печ. В Москве 7151 (1643) г., гл. 8, л. 76 об (др. изд. 99 об.).
იქვე: "... და ეს მსხვერპლი, ანუ უფლის ხორცი და სისხლი, რომელსაც მოქცეულ წარმართთაგან შედგენილი ეკლესია მთელს დედამიწაზე აღუვლენს უფალს მისი სიკვდილის მოსახსენებლად, სამყაროს აღსასრულამდე იქნება. ჭეშმარიტია ეს წინასწარმეტყველება და სარწმუნო, ძლიერია და უძლეველი" (Кн. Кирилова, печ. В Москве 7151 (1643) г., гл. 8, л. 78 об. (др. изд. 101 об.).
იქვე: "უფალმა ერთხელ უბოძა პურის სახით თავისი უპატიოსნესი ხორცი და ღვინის სახით თავისი უპატიოსნესი სისხლი, რომელიც არ დაიშრიტება და მართლმორწმუნეთ საუკუნოდ დააპურებს" (Кн. Кирилова, печ. В Москве 7151 (1643) г. "О опресноцех", л. 303 об. (по др. изд. л. 326 об.).
წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "... არავინ მართალთაგან, საყვარელო ძმაო, ვისაც კი ახსოვს სახარება და მიჰყვება მოციქულის მცნებებს, არ უნდა დაბრკოლდეს იმით, რომ ბოლო ჟამს ზოგიერთი ამპარტავანი და დაუმორჩილებელი ადამიანი, ღმრთის მღვდელთა მტრები განუდგებიან ეკლესიას და მეტიც, აღსდგებიან მის წინააღმდეგ; რადგან თვით უფალმა და მისმა მოციქულებმა ადრიდანვე გვამცნეს ამგვარ ადამიანთა შესახებ (2 ტიმ. 3:1-
მისივე: "... ხოლო ყოველივე ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველევია, რომ აღსრულდება სამყაროს აღსასრულის წინ; უფალი და მოციქულები გვაუწყებდნენ, რომ სამყაროს აღსასრულის წინ, ანტიქრისტეს მოახლოვებისდა კვალად, სიკეთე მოიკლებს, და ბოროტება გამრავლდება. თანაც, ამ ბოლო ჟამს სახარების ღვთიური ძალა ეკლესიაში არ დაეცემა და ქრისტეანთა სარწმუნოების სიმტკიცე იქამდე არ დაუძლურდება, რომ მღვდელმსახურნი უკვე საერთოდ აღარ დარჩნენ" (Творения св. свящ. Муч. Киприяна епископа Карфагенского, ч. I, 56 письмо "К клиру и народу испанскому о Василиде и Марциале", стр. 319, изд. 1891 г.).
მისივე: "... როდესაც ანტიქრისტე მოვა, ისიც კი ვერ შესძლებს ქრისტეს ეკლესიაში შეჭრას და ქრისტეანები არც მის მუქარებს დაუთმობენ და არც მის იარაღსა და ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ის (ანტიქრისტე) მათ სიკვდილითაც კი დაემუქრება" (Творения св. свящ. Муч. Киприяна епископа Карфагенского, ч. I, 47 письмо "Против еретиков", стр. 270).
ანდრია კესარიელი: "... მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა" (გამოცხ. 12:13-
მისივე. გამოცხადება: "... ყოველი მთა და კუნძული თავ-
წმ. ეფრემ ასურელი: "წყეუულიმც იყოს ვინც კითხულობს წმიდა წერილს და ეწინააღმდეგება მის სიტყვებს; ვინც კითხულობს მოციქულებს და ეწინააღმდეგება მათ სწავლებას. ნეტარ ხარ შენ, მართალთა ეკლესიავ, რამეთუ მეფემ მეფეთა დაისადგურა შენში. არასოდეს შეირყევა შენი საფუძვლები, რამეთუ უფალია შენი მფარველი; და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, მტაცებელი მგლები კი ვერ შემოიჭრებიან შენს გალავნებში. ო, რაოდენ დიადი ხარ სახლო ღმრთისაო! რაოდენ მშვენიერი! რაოდენ ბრწყინვალე ხარ შენ ხალხთა ქალწულო" (Творения св. Ефрема сирина, ч. I, печ. В Москве 1858 г., стр. 28, перев. Счет. По изд. Сер. Пос. 1907 г., стр. 23).
***
თავი VIII
ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი არ ექნება მხოლოდ იმათ, ვინც მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და მას მიჰყვება, ხოლო წმინდანებს, რომლებიც დაემალება მტარვალს, განუწყვეტლივ ექნებათ ზიარების წმიდა საიდუმლო
წმ. იპოლიტე რომაელი: "... იგოდებს მაშინ მთელი დედამიწა, იგოდებს ზღვა და ჰაერი, მზე და მთვარე, იგოდებენ საკვირველნი ცხოველნი ფრინველებთან ერთად მოდგმისათვის კაცთასა, რამეთუ განუდგნენ უფალს და შეუდგნენ მტარვალს, მიიღეს ღმრთისმბრძოლის ბილწი გამოსახულება, და ჯვრის ნაცვლად მისი ბეჭდით აღიბეჭდეს თავი. დიდი გლოვა ექნებათ მაშინ ღმრთის ეკლესიებს, რადგან ვერ შესრულდება ვერც წირვა, ვერც კმევა და ვერც ღვთისმსახურება. წმიდა ეკლესიები ბოსტნეულის საწყობებს დაემსგავსებიან და ქრისტეს უპასიოსნესი ხორცი და სისხლი მათში უკვე აღარ შეიწირება. ჩაქრება მსახურება და შეწყდება კითხვა წმიდა წერილისა, უკუნი ბნელი გაბატონდება ადამიანებზე და ცრემლს ცრემლი მიემატება და გლოვას გლოვა.
გაიფინება მაშინ ოქრო და ვერცხლი მიწაზე და ვერავინ ვერ შესძლებს მათ მოკრებას... ყველაფერი გაუწმიდურდება და გაუფასურდება... ადგილ-
ღირ. ეფრემ ასურელი: " ... იგოდებენ პირუტყვნი ფრინველებთან ერთად, ატირდებიან მთები და ველები, და ორივე მნათობი ვარსკვლავებითურთ კაცთა მოდგმის გამო, რამეთუ ყველანი განუდგებიან უფალს, ყოვლის შემოქმედს და ერწმუნებიან მტარვალს (ანტიქრისტეს -
კირილეს წიგნი (Кириллова книга): "... ასეთი იქნება წუთისოფლის აღსასრული. გამოაგზავნის უფალი თავის ანგელოზებს და განაშორებენ მის სასუფეველს ყოველგვარ საცთურს და მოქმედთ საცთურთა, და შთაყრიან მათ ცეცხლის გეჰენაში, სადაც იქნება დაუშრეტელი მატლი და კბილთა ღრჭენა. მაშინ გაბრწყინდებიან მართალნი ენით გამოუთქმელი ბრწყინვალებით თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყური აქვს სმენად ისმინენ. შენც ისმინე მწვალებელო რას ბრძანებს ქრისტე, რამეთუ უკანასკნელ დღეს ყველა განისჯება" (Кирилова книга, знам 6, л. 7 (по др. изд. 30)).
"... ხოლო როცა გესმის, რომ ანტიქრისტე დაჯდება უფლის საყდარში, ნუ შეცბუნდები, რამეთუ აქ იუდეველთა საყდარი (სოლომონის მესამე ტაძარი -
"... ხოლო ქრისტეანული მსხვერპლი, ანუ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, რომელსაც დღეს მთელს მსოფლიოში სწირავს ქრისტეს ეკლესია, სამყაროს აღსასრულამდე არ შეწყდება" (Там же, л. 78 об. (по др. изд. л. 101 об.)).