ლოცვანი - სადღეღამისო - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ყოველდღიური, სადღეღამისო

ლოცვანი

სადღეღამისო ლოცვანი

წარსდექი ხატის წინ ქრისტეანული სამოსით: გადაშვებული პერანგით, წელზე ქამრით ან თოკით, რომელიც ჭიპისქვეშ მჭიდროდ უნდა იყოს შემორტყმული. დედაკაცი უნდა იყოს თავსაფრით, მამაკაცი - უქუდოდ.

შენიშვნა: წითლად ხაზგასმული სიტყვები ლოცვის დროს არ იკითხება.


ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას,

მეტანია

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე,

მეტანია

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე და მომიტევე მე ცოდვილს.

მეტანია


ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, მარად ნეტარსა და უბიწოს, დედას ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და ჭეშმარიტად უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მეტანია მუხლმოყრით
   
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა,

მეტანია

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა, ამენ,

მეტანია

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხენ.

მეტანია

                                               
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ძალითა პატიოსანითა და ცხოველმყოფელისა ჯვარისათა, და მეოხებითა წმიდისა ანგელოზისა ჩემისა მფარველისა, და ყოველთა წმიდათა, შემიწყალე და მიხსენ მე ცოდვილი, რამეთუ კურთხეულ ხარ და კაცთმოყვარე.

მუხლმოყრა ჯვარგადაუსახავად


ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას.

მეტანია

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე.

მეტანია

მრავლად ვცოდე უფალო, შემიწყალე და მომიტევე მე ცოდვილს.

მეტანია

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამენ.

მეტანია



გარდაისახე პირჯვარი ერთხელ თაყვანის გარეშე და წარმოსთქვი სამჯერ:

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა ყოვლისათვის

ღმერთო განმწმინდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა,

მეტანია

არამედ მიხსენ მე ბოროტისაგან და იყავნ ჩემ შორის ნება შენი,

მეტანია

რათა დაუსჯელად აღვაღო პირი ჩემი არა ღირსი და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდასა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და, მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა, ამენ.

მეტანია

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა,

აწ და, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


პირჯვარი გადაიწერე და თქვი:


მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ, საუნჯეო კეთილთაო, და მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ  და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და გაგვწმინდე ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნე სახიერო სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

სამჯერ მეტანიებით


ყოვლად წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო, გაგვწმინდე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, მომიტევენ ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და, მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა, ამენ.


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. Pპური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და, მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვიწყალენ
( 12-ჯერ )


ეს ლოცვა იკითხება მხოლოდ ცისკრად


ძილისაგან აღდგომილი, გმადლობ შენ, ყოვლად წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სიკეთისა და სულგრძელებისა შენისათვის, არა განრისხენ ჩემზედა _ ცოდვილისა და მცონარისა მონისა შენისა მიმართ და არა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ კაცთმოყვარე მექმენ მე, უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე, აღმადგინე მე სადილაო აღმსთობად და დიდების მეტყველებად მეუფებისა უძლეველისა შენისა. აწცა, მეუფეო, ღმერთო უწმიდესო, განმინათლენ თვალნი გულისა ჩემისანი და აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმისყოფად მცნებათა შენთა, და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელისა შენისა აღსარებითა გულისათა, დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდებულსა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და, მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა, ამენ

მოვედით თაყვანის ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა,

მეტანია

მოვედით, თაყვანის ვცეთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა,

მეტანია

მოვედით, თაყვანის ვცეთ და შეუვრდეთ თვით უფალსა იესუ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

მეტანია


50-ე   ფსალმუნი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ, ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


მრწამსი:

გარდაისახე პირჯვარი თაყვანის გარეშე და წარსთქვი მოკრძალებით:

მრწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი, ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი. ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა;

რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის, გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა.

ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე, ივნო და დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა;

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. Dდა კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისათანა და ძისათანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

და ერთი წმიდა, სამოციქულო და საყოველთაო ეკლესია.

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებლად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნისასა, ამენ.


ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ გვიშევ ქრისტე მაცხოვარი, მხსნელი სულთა ჩვენთა.


სამჯერ მეტანიებითურთ


ჰოი, ყოვლად საგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყვისა, მიმთუალველმან აწინდელისა ამის ძღუნისამან, ყოვლისა განსაცდელისაგან იხსნენ ყოველნი, და მერმისა სატანჯუელისაგან გამომიხსნენ, მღაღადებელნი ესრეთ, ალელუია.

სამჯერ მუხლმოყრითი მეტანიებით


უძლეველო და საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, ნუ დამიტევებ მე ცოდვილსა, შენდა მოიმედესა.

მეტანია


ყოვლად წმიდაო დედუფალო ჩემო ღვთისმშობელო, შემიწყალე მე და მიხსენ მე, და მექმენ მე შემწე აწცა, ამა ყოფასა და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა და მერმისსა საუკუნესა.

მეტანია

    
ყოველნო ზეციურნო ძალნო, წმიდანო ანგელოზნო და მთავარანგელოზნო, ქერუბიმნო და სერაფიმნო, შემიწყალეთ მე, და აღავლინეთ ლოცვა უფლისა მიმართ ჩემ ცოდვილისა გამო, და მექმენით მე შემწე აწცა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა და მერმისსა საუკუნესა.

მეტანია


ანგელოზო ქრისტესო, მფარველო ჩემო წმიდაო, შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღვთისადმი ჩემ ცოდვილისა გამო, და მექმენ მე შემწე აწცა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა და მერმისსა საუკუნესა.


მეტანია


წმიდაო დიდო იოანე, წინასწარმეტყველო და წინამორბედო უფლისაო, შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ჩემ ცოდვილისა გამო, და მექმენ მე შემწე აწცა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა და მერმისსა საუკუნესა.

მეტანია


წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინასწარმეტყველნო და მოწამენო, მღვდელმთავარნო, ღირსნო და მართალნო და ყოველნო წმიდანო, შემიწყალეთ მე და აღავლინეთ ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ჩემ ცოდვილისა გამო, და მექმენ მე შემწე აწცა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა და მერმისსა საუკუნესა.

მეტანია


ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, წმიდაო ნინო, შემიწყალე მე და აღავლინე ლოცვა უფლისა ღმრთისადმი ჩემ ცოდვილისა გამო, და მექმენ მე შემწე აწცა, და ჟამსა სულისა ჩემისა განტევებისასა და მერმისსა საუკუნესა.

მეტანია



ამის შემდეგ ილოცე თითოეული ლოცვა სამჯერ მეტანიებით:


უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

დიდება უფალო, ჯვარსა შენსა პატიოსანსა.

ყოვლად წმიდაო, დედუფალო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე, ცოდვილი მონა შენი.

ანგელოზო ქრისტესო, მფარველო ჩემო წმიდაო, მაცხოვნე მე, ცოდვილი მონა შენი.

წმიდანო ანგელოზნო და მთავარანგელოზნო, შემავედრეთ ღმერთსა მე, ცოდვილი.

წმიდაო დიდო იოანე, წინასწარმეტყველო და წინამორბედო, ნათლისმცემელო უფლისაო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.


წმიდაო ქებულო წინასწარმეტყველო ილია, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო მამათმთავარნო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო წინასწარმეტყველნო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო მოციქულნო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ქებულნო მოციქულნო და მახარობელნო: მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე ღვთისმეტყველო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ქებულნო მთავარმოციქულნო, პეტრე და პავლე, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდაო ქებულო მოციქულთო და ქართველთ განმანათლებელო, ანდრია პირველწოდებულო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ქებულნო მოციქულნო და ქართველთ განმანათლებელნო: სიმონ კანანელო და მატათა, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

სულისა წმიდისა ქნარო და ქართველთ განმანათლებელო წმიდაო ნინო, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდაო დიდმოწამეო გიორგი, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო დიდნო მღვდელმთავარნო: ბასილი დიდო, გრიგოლ ღვთისმეტყველო და იოანე ოქროპირო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

მღვდელმთავარო ქრისტესო ნიკოლოზ, შემავედრე ღმერთსა მე ცოდვილი.


აქ შეგიძლიათ ანალოგიურად ევედროთ თქვენს მოსახელე წმინდანს და ყველა წმინდანს, რომელიც გენებოთ. შემდეგ კი იტყვით:

ღირსნო და ღვთით შემოსილნო მამანო, მწყემსნო და მოძღვარნო ქვეყნისანო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.

წმიდანო ყოველნო, შემავედრეთ ღმერთსა მე ცოდვილი.


ამის შემდეგ კი ღმერთს უნდა ევედროთ მშობელთა, ნათესავთა და ახლობელთა ჯანმრთელობისათვის სამგზის:

  
მწყალობელო უფალო, იხსენ და შეიწყალე მონანი შენნი:

მოიხსენე სახელები ვისიც გენებოს და აღასრულე მეტანია

იხსენ ისინი ყოვლისა ჭირისა, რისხვისა და ჭირვებისაგან,

მეტანია

ყოვლისა სულიერი და ხორციელი სნეულებისაგან,

მეტანია

მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი,

მეტანია

და სულთა ჩვენთათვის სიკეთე ჰქმენ.

მეტანია

ამის შემდეგ, კვლავ სამჯერ მეტანიებით, უნდა ვევედროთ უფალს გარდაცვალებულ მშობელთა, ნათესავთა და ახლობელთათვის:

განუსვენე, უფალო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა შენთათა,

მოიხსენიე სახელები და აღასრულე მეტანია

და ამა ყოფასა შინა, ვითარცა კაცთმან შეგცოდეს, ხოლო შენ, ვითარცა კაცთმოყვარემან ღმერთმან, მიუტევე მათ და შეიწყალე,

მეტანია

სამარადისო სატანჯველისაგან იხსენ,

მეტანია

და სულთა ჩვენთათვის სიკეთე ჰქმენ.

მეტანია
                     
ლოცვის დასასრულს თქვი:

უფალო, რაოდენიცა ვცოდე სიტყვითა, საქმითა თუ გრძნობითა ჩემითა ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა, მომიტევე მე და შემიწყალე დიდითა წყალობისა შენისათვის.


მუხლმოყრითი მეტანია


დედაო ღმრთისაო, შენ გესავ, წმიდისა საფარველისა ქვეშე დამიფარე.

მუხლმოყრითი მეტანია


სასოება ჩემი არს ღმერთი, და საყუდარი ჩემდა ქრისტე, და მფარველ ჩემდა არს სული წმიდა.

მუხლმოყრითი მეტანია

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მარად ნეტარსა და ყოვლად უბიწოს, დედას ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და ჭეშმარიტად უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.


მეტანია მუხლმოყრით


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა,

მეტანია

აწდა, მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ.

მეტანია

უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო გვაკურთხე

მეტანია


განტევება:


უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ღირსთა და ღმერთშემოსილთ მამათა ჩვენთა და ყოველთა წმიდათა შემიწყალე მე და მაცხოვნე მე ცოდვილი, რამეთუ კურთხეულ ხარ და კაცთმოყვარე.

ამის შემდეგ მოიყარე მუხლნი და ასე, მიწაზე თავდადრეკილმა სთქვი:

გვიხსენ, გვილხინე, შეგვინდევ და მოგვიტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვითნი და საქმითნი, ცნობითნი და უმეცრებითნი, გულის სიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, ყოველნი ცოდვანი მოგვიტევე, რამეთუ სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

ამის შემდეგ წამოდექ და განაგრძე შემდეგი ლოცვები მეტანიებით:


კაცთმოყვარეო მეუფეო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთასა, კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილ უყავ, ძმათა და ყოველთა ნათესავთა ჩვენთასა და რომელ არს განმარტოებულ, მომადლე საცხოვრებელი თხოვაი და ცხოვრებაი სამარადისო.

მეტანია


სნეულნი მოიხილენ და განკურნე, საკანსა შინა მყოფელნი თავისუფალ ჰყავ, რომელნი ზღვასა ზედა იჭირვიან შეეწიე, მოგზაურთა თანა მავალნ ეყავნ და იყავნ მსწრაფლშემწე.

მეტანია


მოიხილე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან, ერთმორწმუნენი მართლმადიდებლური რწმენისა, და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა.

მეტანია


შეიწყალე, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და დამმოძღვრელნი ჩვენდა უღირსთა და მვედრებელნი რათა ვულოცვიდეთ მათ, შეუნდევ მათ და შეიწყალე.

მეტანია


შეიწყალე, უფალო, მშრომელნი და მსახურნი, მოწყალენი და დამპურებელნი ჩვენდა, ყოველი საცხოვრებელი თხოვაი მოეც მათ, შეუნდევ მათ და შეიწყალე.

მეტანია


მოიხსენე, უფალო, აწ განსვენებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი არს ნათელი პირისა შენისა.

მეტანია


მოიხსენე, უფალო, უღირსობა და უღვთობა ჩვენი და განანათლენ ნათლითა წმიდისა სახარებისა შენისათა და სვლად გზასა მცნებასა შენთასა მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამენ.

მეტანია


სასრული ლოცვები:

ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას,

მეტანია

შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე,

მეტანია

მრავლად ვცოდე, უფალო, შემიწყალე და მომიტევე მე ცოდვილს.

მეტანია

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, მარად ნეტარსა და უბიწოს, დედას ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და ჭეშმარიტად უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.


მეტანია მუხლმოყრით


ლოცვების დამთავრების შემდეგ, როგორც ცისკრად, ასევე მწუხრზე, გარდაისახე პირჯვარი  და ეამბორე შენს ჯვარს, რომელსაც მკერდზე ატარებ. ჯვრის ამბორისას უნდა თქვა ეს ლოცვა:

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მაკურთხე, განმწმინდე და დამიცევ მე ძლიერებითა ცხოველმყოფელისა ჯვრისა შენისათა.


ღამით, ძილის წინ, ვკითხულობთ ლოცვას: "აღდეგინ ღმერთი"...


აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდიან მოძულენი მისნი პირისა მისისაგან; ვითარცა გაქრეს კვამლი, გაქრნენ და ვითარცა ცვილი რაი დასდნის წინაშე ცეცხლისა, ეგრეთცა წარსწყმდნენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყუართ ღმერთი და გამოისახვენ პირჯვარსა (პირჯვარი თაყვანის გარეშე) და სიხარულით იტყოდიან: გიხაროდენ, ჯვარო უფლისაო, ეშმაკთა განმდევნელო ძალითა შენზედა ჯვარცმულისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, ჯოჯოხეთს შინა შთამსვლელისა და ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმან მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი პატიოსანი განსადევნელად ყოველთა სუპოსტატთა. ჰოი, ყოვლად პატიოსანო და ცხოველმყოფელო ჯვარო უფლისაო, შეგვეწიე ჩვენ, ყოვლად წმიდისა დედუფლისა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდათა ზეციერთა ძალთა თანა, ყოვლადვე, აწ და, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

დიდ მარხვაში: შაბათ-კვირისა და დღესასწაულების გარდა, "მეუფეო ზეცათაო"-ს შემდეგ სადღეღამისო ლოცვებში, აღესრულება დიდი (ანუ მუხლმოყრითი) მეტანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მეტანია სადღეღამისო ლოცვებში აღესრულება მიწამდე თაყვანისცემით.


განტევების წინ იკითხება ლოცვა:

უპატიოსნესსა ქერუბინთასა და ჭეშმარიტად უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მეტანია


ამის შემდეგ, წაიკითხება სინანულის ლოცვა ეფრემ ასურელისა:

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სული უქმობისა, მიმომწვლილველობისა, ვერცხლისმოყვარეობისა და უქმადმოუბრობისა განდევნე ჩემგან.

დიდი (მუხლმოყრითი) მეტანია

ხოლო სული უბიწოებისა, მორჩილებისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

დიდი მეტანია

ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა ცოდვათა ჩემთა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ სამარადისოდ, ამენ.

დიდი მეტანია


ამის შემდეგ შეასრულე 12 მუხლმოყრითი მეტანია ლოცვებით:

1-2. უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი (ორჯერ)

მეტანია

3. ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას.

მეტანია

4. ღმერთო, განმწმინდე ცოდვათა ჩემთაგან და შემიწყალე მე.

მეტანია

5. შემქმენ რა, უფალო, შემიწყალე მე.

მეტანია

6. მრავლად ვცოდე, უფალო, და შემიწყალე მე

მეტანია

ეს ლოცვები (1 - 6) კვლავ გაიმეორე

შემდეგ კი კვლავ წმ. ეფრემ ასურელის სინანულის ლოცვა წაიკითხე:

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სული უქმობისა, მიმომწვლილველობისა, ვერცხლისმოყვარეობისა და უქმადმოუბრობისა განდევნე ჩემგან, ხოლო სული უბიწოებისა, მორჩილებისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა; ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა ცოდვათა ჩემთა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ სამარადისოდ, ამენ.


დიდი მეტანია


სააღდგომო ლოცვები:

ლოცვები ბრწყინვალე შვიდეულიდან ამაღლებამდე

აღდგომიდან ამაღლებამდე, ცისკრისა და მწუხრის ლოცვებში, "ღირს არსის..." ნაცვლად იკითხება:


"განათდი, განათდი, ახალო იერუსალემ! დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდე სიონ, და აწ შენცა იშვებდინ წმიდაო ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა"

დიდი მეტანია

საწყისი ლოცვების შემდეგ

(საწყისი ლოცვები იხ. ზემოთ):

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ.

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი
(სამჯერ)

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა,

აწდა, მარადის, და საუკუნეთა საუკუნეთასა, ამენ.

ყოვლადწმიდაო სამებაო შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო განგვწმინდე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილენ და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.     


"მამაო ჩვენო..."

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება... აწდა...

მოვედით, თაყვანის-ვცეთ, მეუფესა ღმერთსა ჩვენსა,

მეტანია

მოვედით, თაყვანის-ვცეთ, ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა,

მეტანია

მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ თვით უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

მეტანია

50-ე ფსალმუნი

მრწამსი

სხვა, დანარჩენი ლოცვების თანამიმდევრობა, საყოველდღეო, ცისკრისა და მწუხრის ლოცვების ანალოგიურია. ამაღლების დღესასწაულიდან სულთმოფენობამდე.


ზემოთ აღწერილი ლოცვებიდან, ყოველივეს, ვკითხულობთ ჩვეულებრივ, მიყოლებით, მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ამაღლებიდან უკვე აღარ იკითხება (ან იგალობება) “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...” და ასევე “განათდი, განათდი ახალო იერუსალემ...”, მის ნაცვლად უკვე ვკითხულობთ “ღირს არს ჭეშმარიტად...”-ს. ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულიდან ლოცვებს ემატება სული წმიდის ლოცვა “მეუფეო ზეცათაო...” დანარჩენი ჩვეულებისამებრ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика