Главное меню:
სამოთხიდან ადამის განდევნის ხსენება
დღეს ვიხსენებთ პირველქმნული ადამის სამოთხიდან განდევნას, რომელიც ჩვენმა ღვთაებრივმა მამებმა წმიდა და დიდი მარხვის დაწყებამდე დააწესეს, რითაც აჩვენეს, რამდენად სასარგებლოა კაცობრიობის ბუნებისთვის მარხვა და პირიქით, როგორი საძაგელი შედეგის მომტანია გემოთმოყვარება და ღმრთისადმი დაუმორჩილებლობა. ამრიგად, დღეს მამები წარმოგვიდგენენ პირველქმნილ ადამს, და ნათლად გვიჩვენებენ, რამდენად სასტიკად ივნო მან იმის გამო, რომ არ იმარხვა, რითაც სიკვდილი შეჰყარა ჩვენს ბუნებას; როგორ არ დაიცვა მან ღმრთის პირველი წმიდა მცნება მარხვის შესახებ და, აჰყვა რა გველის მიერ ცთუნებული ევას რჩევას, მიეცა გემოთმოყვარებას, განდიდებას და არა თუ ღმერთივით ვერ შეიქნა, როგორც ეშმაკი ჰპირდებოდა, არამედ სიკვდილიც კი მოიწია თავზე და მთელი კაცობრიობა სიკვდილსა და ხრწნილებას დაუქვემდებარა.
ადამის მიერ ამ აკრძალული ხილის ჭამის გამო ჩვენი უფალი იესუ ქრისტე უდაბნოში ორმოცი დღე მარხულობდა, "თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე" (ფლპ. 2:8); წმიდა მოციქულებმაც ადამის გამო დააწესეს ეს წმიდა და დიდი მარხვა, რათა იმის დაცვით, რაც მან დაარღვია და დაჰკარგა, ისევ მოგვეპოვებინა.
გარდა ამისა, დიდი მარხვის წინა კვირას სამოთხიდან ადამის განდევნის გახსენებით, მამები მიზნად ისახავენ მოკლედ გადმოგვცენ ის საქმენი, რაც ჩვენმა უფალმა დასაბამითგან ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე აღასრულა. ხოლო რადგან ყველა ჩვენი უბედურების მიზეზი მცნების დარღვევა და აკრძალული ხილის ჭამით ადამის დაცემაა, ეკლესია დღეს სწორედ ამ დღის მოგონებას გვთავაზობს, რათა გავექცეთ ცოდვას და მივსდიოთ არა გემოთმოყვარებასა და თავშეუკავებლობას, არამედ მარხვასა და მორჩილებას.
მეექვსე დღეს შექმნა ღმერთმა ადამი "სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა" (დაბ. 1:27); "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:1).
"ამრიგად, ხილული და უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან "ხატისებრობა" გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, "მსგავსებისებრობა" კი -
ამრიგად
ამრიგად, შექმნა მან იგი ბუნებით უცოდველი და ნებელობით თავისუფალი, მაგრამ უცოდველს ვამბობ არა იმიტომ, თითქოს არ იყო ცოდვის მიმღები (რადგან მხოლოდ ღვთიურობაა არმიმღები ცოდვისა) არამედ იმიტომ, რომ ბუნებაში არ ჰქონდა მას მცოდველობა; უმალ არჩევანში ჰქონდა მას ეს, ანუ უფლებამოსილი იყო იგი, როგორც სიკეთეში დარჩენისა და წარმატებისა საღვთო მადლის თანამოქმედებით, ასევე, კეთილისგან უკუმიქცევისაც და ბოროტებაში ყოფნისა, რასაც უშვებდა ღმერთი [ადამიანის] თვითუფლებრივობის გამო, რადგან არ არის სათნოება ის, რაც იძულებით კეთდება (ღირ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. თ. 23. ადამიანის შესახებ).
ამის შემდეგ ადამმა მიიღო მცნება და ამ დროიდან მეექვსე ჟამამდე იცხოვრა სამოთხეში, რის შემდეგაც დაარღვია მცნება და განდევნილ იქნა. სხვათა შორის, იუდეველი ფილონი თვლიდა, რომ ადამმა სამოთხეში ასი წელი იცხოვრა, სხვების აზრის მხოლოდ შვიდი წელი ან დღე (რიცხვ შვიდის მნიშვნელობის გამო). ხოლო ის, რომ მან (ადამმა) მეექვსე ჟამს გაიწოდა ხელი აკრძალული ნაყოფის მოსაწყვეტად, -
ამრიგად, ადამი შექმნილი იყო მოკვდავობასა და უკვდავებას შორის, რათა მიეღო ის, რასაც თვით აირჩევდა. ხოლო იმისათვის, რათა გამოცდილი ყოფილიყო მისი ნება, მიეცა მას უფლება ეჭამა ყველა ხის ნაყოფი, გარდა ერთისა -
დიდი და ღვთაებრივი ოქროპირი შემეცნების ამ ხეს ორმაგ ძალას მიაწერს და ამბობს, რომ სამოთხე დედამიწაზე არსებობდა; ამასთანავე მიიჩნევს, რომ ერთსა და იმავე დროს ის იყო სულიერიც და მატერიალურიც, როგორც ადამი იყო სიკვდილსა და უკვდავებას შორის.
ზოგიერთის აზრით აკრძალული ნაყოფი ლეღვის ხე გახლდათ, რადგან ადამმა და ევამ, როდესაც უეცრად იგრძნეს საკუთარი სიშიშვლე, მისი ფოთლები აიფარეს. ამიტომაც დასწყევლაო ქრისტემ ლეღვის ხე, რადგან ის იყო მიზეზი ცთუნებისა; მას ერთგვარი მსგავსებაც კი გააჩნია ცოდვასთან. უპირველეს ყოვლისა -
ამრიგად, დაარღვია რა მცნება, ადამი დაიწყევლა, განიდევნა სამოთხიდან და ხრწნადი გადა; უფალმა გასცა ბრძანება, რათა ამიერიდან სამოთხე დაეცვა ქერუბიმს მბრუნავი მახვილით, რათა უკვდავების ხისკენ ხელი კიდევ არავის გაეწვდინა. ხოლო ადამი იჯდა სამოთხის პირდაპირ და იგლოვდა რაოდენი სიკეთე დაჰკარგა მან იმის გამო, რომ თავის დროზე არ იმარხულა, დაარღვია ღმრთის მცნება და მიიღო აკრძალული ხის ის ნაყოფი, რომელიც უფალმა აუკრძალა. ადამში დაწყევლილ იქნა მთელი მისი მოდგმა, ანუ კაცობრიობა, რომელიც ამ მდგომარეობაში იყო მანამ, სანამ ჩვენმა მაცხოვარმა, სატანის მიერ წარწყმედული ჩვენი ბუნება არ შეიწყალა და კვლავ პირვანდელ პატივში არ აღგვიყვანა; ის იშვა ქალწულისგან, იცხოვრა უცოდველად, დაამარცხა ეშმაკი და გვიჩვენა გზა ცხოვნებისა, ანუ გზა მარხვისა და მორჩილებისა.
ამრიგად, ღმერთშემოსილმა მამებმა, რომლებსაც სურდათ ეს ყოველივე მოეთხროთ მთელს ტრიოდიონში, თავიდან ძველაღთქმისეული მოვლენები შემოგვთავაზეს; უპირველესად კი ადამის შექმნა და მისი განდევნა სამოთხიდან, რომლის ხსენებასაც დღეს აღვარულებთ, ასევე საკითხავები ბიბლიის სხვა წიგნთაგან: მოსესი, წინასწარმეტყველთა და ფსალმუნნი. შემდეგ კი, თანამიმდევრულად მათ ახალაღთქმისეული მოვლენებიც ემატება, რომელთაგან უპირველესია ხარება, რომელიც ღმრთის გამოუთქმელი განგებით თითქმის ყოველთვის დიდმარხვის პერიოდს ემთხვევა, ლაზარეს აღდგომა და ბაიობის კვირა, რომელსაც მოსდევს ვნების შვიდეული, როდესაც იკითხება წმიდა სახარება და გულაჩვილებით ქრისტეს წმიდა და მაცხოვნებელი ვნებანი იდიდება. ამის შემდეგ, კი იზეიმება უბრწყინვალესი აღდგომა მკვდრეთით, უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესი. აღდგომიდან სულთმოფენობამდე ეკლესია კითხულობს საქმეთ მოციქულთა: როგორ ქადაგებდნენ ისინი და მოუწოდებდნენ ყველა მორწმუნეს ქრისტეს რწმენისკენ. მათი საქმეები და სასწაულნი დასტურია ქრისტეს აღდგომისა და ამაღლებისა.
ამრიგად, რაკიღა ძლიერ დავზიანდით იმის გამო, რომ ოდესღაც სამოთხეში ადამმა მარხვა დაარღვია, ახლა ეკლესია გვთავაზობს ამ ამბის გახსენებას და წმიდა ორმოცეულის წინ, -
უწყოდეთ ესეც, რომ ეს წმიდა და დიდი ორმოცეული -
ორმოცდღიანი მარხვა გადმოგვცეს მოციქულებმა, და მას განსაკუთრებული პატივი მიაგეს მაცხოვრის წმიდა ვნებათა გამო და იმიტომაც, რომ თვით ქრისტემ 40 დღე იმარხულა და დაამარცხა რა ეშმაკი განდიდებულ იქნა; მოსეც 40 დღე მარხულობდა, რათა სჯული მიეღო; ასევე ილიაც და დანიელიც, და ყველა წმინდანი, რომელიც კი ღმერთმა განადიდა, თავს ლოცვითა და მარხვით განიწმენდდა. სამოთხიდან თვით ადამის განდევნაც გვიჩვენებს რაოდენ დიდი მადლია მარხვა. სწორედ ამ მიზეზით არის დაწესებული დიდი მარხვის წინ სამოთხიდან ადამის განდევნის ხსენება.
ქრისტე ღმერთო, შენი გამოუთქმელი მოწყალებით ღირს გვყავ სამოთხისეული ნეტარებისა და შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ მხოლო შენ ხარ კაცთმოყვარე. ამინ.
__________________________________
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ყველიერის კვირის სვინაქსარი.
2. ღირ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა".