ლიტურგიკა - ოთხი არგუმენტი ნათლისღების დღესასწაულზე ბანაობის წინააღმდეგ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ეპისკოპისი ევტიქი

ოთხი არგუმენტი ნათლისღების დღესასწაულზე ბანაობის წინააღმდეგ

სანათლისღებო ბანაობა

17.01.2016

წინამდებარე პუბლიკაციაში გთავაზობთ მოსკოვის დომოდედოვოს ეპისკოპოსის (მოსკოვის ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის საპატრიარქო) დამოკიდებულებას ნათლისღების დღესასწაულზე ბანაობის ჩვეულებასთან დაკავშირებით.

დიახ, მეგობრებო, მე ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეთა ბანაობის წინააღმდეგი ვარ. რატომ?

პირველი. ეს არის გარდაუვალი რისკი ჯანმრთელობისთვის, რომელიც შეგნებულად და ნებაყოფლობით აღესრულება. რისკი, რომელიც ეწინააღმდეგება სახარებას. ქრისტე მის გამომცდელ ეშმაკს პასუხობს: "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათე 4:7).



გინდა ქრისტეს მიმდევარი იყო - ნუ გარისკავ შენი სიცოცხლით, ნურც ჯანმრთელობით მაშინ, როდესაც ამგვარი რისკისთვის არ არსებობს უმაღლესი მიზანი, - სხვებისადმი მსახურება (ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძლიერ ცივდებოდნენ და კვდებოდნენ კიდეც ამგვარი ბანაობის შემდეგ).

სახარებას ეწინააღმდეგება იმგვარი არგუმენტიც, რომლის თანახმადაც, ნაკურთხი წყლის მადლმოსილი ძალა "არ დაუშვებს რაიმე ცუდს". მაშასადამე ასეთი მტკიცება ტოლფარდია იმისა, რომ ღმრთისგან მოითხოვო სასწაული. რა არის ამაში ცუდი?!

აი, რას გვამცნებს სახარება: "გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას" (მარკ. 8:11-12). "უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს..." (მათე 12:39; 16:4).

მეორე. ნაკურთხ წყალში ბანაობა ეწინააღმდეგება უდიდეს სიწმიდისადმი ღვთისმოშიშებრივ დამოკიდებულებას. გადაშალეთ ს. ვ. ბულგაკოვის "მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი", რომელშიც წერია: "ნაკურთხი წყლისადმი ქრისტეანებს უძველესი დროიდან გააჩნიათ უდიდესი ღვთისმოშიშება. ნაკურთხი წყალი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დიდ აიაზმად (სიწმიდედ) იწოდება და მას ეკლესია იყენებს ტაძრებისა და საცხოვრებლის საპკურებლად, ასევე მის დალევას უწესებს მათ, ვინც არ დაიშვებიან წმიდა ზიარებასთან. ღვთისმოსავ ქრისტეანებს ასევე ძველთაგანვე გააჩნიათ ჩვეულება ნათლისღების დღესასწაულის წინადღეს ამოიღონ ნაკურთხი წყალი ოჯახში გამოყენებისთვის და შეინახონ ის წმიდა ხატებთან ერთად" (издание 1913 г., стр. 21).



ეს წყალი გამოიყენება ტაძრების, საკურთხეველების, საზიარებელი ბარძიმის, წმიდა ხატების და სხვა, საკურთხებლად. ნათლისღების საიდუმლოში ემბაზის წყალი სხვანაირად იკურთხება და მას შესაბამისი ლოცვები ახლავს. ხოლო ნათლისღების დღესასწაულის წყლის კურთხევისას ლოცულობენ დიდი აიაზმით "საზიარებელთა, საპკურებელთა და საცხებთათვის", და არა ამ სიწმიდეში მოცურავეთა და ტანის მობანავეთათვის.

ჩემთვის "იორდანეში" ბანაობა ასოცირდება არასასიამოვნო ხმებთან იმის შესახებ, რომ თითქოსდა სადღაც რძის ქარხანაში დედაკაცი ბანაობდა რძიან ცისტერნაში და ნამდვილ ამბავთან ადამიანთა იმ კატეგორიაზე, რომლებიც აბაზანას ღებულობენ შამპანიურთან ერთად; სხვათა შორის, ეს კოჰორტა ერთად მონაწილეობს ნათლისღების ბანაობაშიც, და მათ შეიძლება გაუგო: მათთვის ცხოვრება მოსაწყენია, თავიანთ რელიგიად მათ აირჩიეს მთვლემარე ცრუმორწმუნეობა და ამიტომაც არას დაგიდევენ უდიდეს სიწმიდეებს.

მესამე. სანათლისღებო ბანაობანი - ეს ცრუმორწმუნეობის სათავეა. კვლავ მივმართოთ ს. ვ. ბულგაკოვს: "ბანაობენ განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამ დღესასწაულზე მკითხაობდნენ და სხვადასხვა ცრუმორწმუნეობრივ ძალას მიაწერდნენ ნაკურთხ წყალში ბანაობას, ცოდვათა ჩამობანის ჩათვლით" (გვ. 24). იგივე ამბობს, XIX საუკუნის ცნობილი ფოლკლორისტი ა. ა. კორინფსკი, ახსენებს რა ნათლისღებაზე გაჩაღებულ ბანაობებს ცრუმორწმუნეობათა ჩამონათვალს შორის წიგნში "ხალხური რუსეთი" ("Народная Русь"): "ბანაობენ ისინიც, ვინც თავს იწონებდა "წმინდანობით", და ცდილობდა ნაკურთხ წყალში ბანაობით ჩამოეწმინდა ცოდვის მწიკვლი; ბანაობენ უბრალოდაც - მხოლოდ "ჯანმრთელობისთვის". ეს უკნასკნელი, ყოველთვის როდია გამართლებული" (глава "Крещенские сказанья").



რას პასუხობს ყოველივე ამას ჩვენი სარწმუნოების სიმბოლო? – "მწამს... ერთი ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა".

ისმინეთ, წაიკითხეთ და ნახეთ ინტერნეტში ვინ ბანაობს ძირითადად, როგორი დამოკიდებულება აქვთ ბანაობისადმი, რას ელიან ამ ბანაობისგან და შეადარეთ ეს სახარებისეული მოვლენის ნამდვილ შინაარსს, წმიდა მამათა ჰომილიებს, რომლებიც ნათლისღებისა და უფლის განცხადების დღესასწაულისადმია მიძღვნილი. მათ შორის ვერაფერ საერთოს ვერ იპოვით. არადა რამდენია ისეთი ადამიანი, რომლებიც თვითკმაყოფილებას ღებულობს ნათლისღების დღეს ბანაობით, მიიჩნევს რა მას საკუთარი სარწმუნოების ყველაზე ქმედით მტკიცებულებას, ხოლო საკუთარი სულის საცხოვნებლად და ცოდვის მონობისგან თავდასაღწევად თითსაც არ გაანძრევს.

მეოთხე. ბანაობა ნათლისღების დღესასწაულზე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის (მითუმეტეს ქართული მართლმადიდებლობისთვის - რედ.) არატრადიციულია, და არც წმიდა მამათა გამოცდილებას არის დაფუძნებული და არც წმიდა მამათა სწავლებებს. არქიმანდრიტი იოანე (მასლოვი) მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ლიტურგიის გაკვეთილებზე ჰყვებოდა ერთ მღვდელზე, რომელიც სპეციალურად "აგდებდა" ჯვარს ყინულში ამოჭრილ ღრმულში, რატა შემდეგ თვითონაც იქ ჩაყვინთულიყო; მან ეს ამბავი უარყოფითი მაგალითის ნიშნად მოგვიყვა. სიყრმითგან უამრავ ღრმად მორწმუნე ადამიანს ვიცნობ, მაგრამ არც ერთი მათგანისგან არ მსმენია ბანაობაზე ნათლისღების დღესასწაულს.



აღწერს რა ნათლისღების დღესასწაულზე ცრუმორწმუნეობრივ ბანაობას, ს. ვ. ბულგაკოვი ასკვნის: "თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთი ჩვეულებანი, როგორც აღსრულებული ზეიმის სიწმიდის დამარღვეველნი და ჭეშმარიტი ქრისტეანობის სულისკვეთების მოწინააღმდეგენი, შეუძლებელია შეწყნარებულ იქნან და აუცილებლად უნდა მოისპონ" (გვ. 25). აი, რატომ ვარ მე ნათლისღების დღესასწაულზე ბანაობის წინააღმდეგი.

ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს ვულოცავ უფლის ნათლისღების (განცხადების) დღესასწაულს!



წყარო: Русская неделя

http://www.pravmir.ru/pochemu-ya-protiv-kreshhenskix-kupanij/


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика