Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
საიდან მომდინარეობს დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის
არამართლმადიდებლური წესი
ხშირად გვეკითხებიან რატომ აკურთხებს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია დიდ აიაზმას ერთხელ, ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინა დღეს, მწუხრის ღვთისმსახურებაზე, და არა ორჯერ (მწუხრზე და ცისკარზეც), როგორც ეს მიღებულია ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიებში და ზოგიერთ ძველმორწმუნეობრივ (მაგ. "ბელოკრინიცელთა") კონფესიებში.
ძველსლავურ საეკლესიო წეს-
ამრიგად, ხსენებული ტიბიკონის გადმოცემაში გვაქვს დიდი აიაზმის კურთხევის დოგმატურ-
ამრიგად, მოცემულ ცნობაში ნათლად არის მითითებული, რომ დიდი აიაზმა უნდა იკურთხოს მხოლოდ ერთხელ, სწორედ ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინადღეს, მწუხრის ღვთისმსახურებაზე.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ სხვა ადგილობრივ სავანეებში და ადგილობრივ ეკლესიებში მისდევდნენ სხვა ჩვეულებას (კერზოდ, დიდი აიაზმის ორჯერ კურთხევის წესს), რაზეც დიდ ტიბიკონში მოცემულია საკმაოდ არაორაზროვანი და ირონიული შენიშვნაც კი.
თავად განსაჯეთ. იმის შემდეგ, რაც განმარტავს, რომ წყლის (აიაზმის) კურთხევა უნდა მოხდეს ერთხელ, "მხოლოდ მწუხრზე", ტიბიკონში "Церковное Око" ნათქვამია, რომ ზოგიერთებიო წყალს (დიდ აიაზმას) აკურთხებდნენო ორჯერ. და როგორია "საეკლესიო თვალის" შემდეგენლ წმიდა მამათა რეაქცია ამგვარ ქმედებაზე? ამგვარი რამ მათ არსად გაუგიათ და არსად უნახავთ. მეტიც, არც სადმე (ტიბიკონებში ან საღვთიმსახურებო წეს-
ხოლო საღმრთო წერილის უარყოფა და ეკლესიისთვის უცხო გადმოცემების მიბაძვა ხშირად ხდებაო მრავალი უბედურების მიზეზი ("Зане же подражавать кроме божественнаго писания, многу беду наносит"). რომლის? -
მეტიც, შეაგონებენ რა საღმრთისმსახურებო ტიბიკონის მკითხველს, მისი შემდგენელი წმიდა მამები, ერთგვარად აფრთხილებენ მას და ამბობენ: თუ გაქვთო ღმრთისგან ბოძებული გონიერება (ანუ თუ გონიერნი ხართო), მაშინ უნდა მიხვდეთო, რომ აიაზმა (დიდი) იკურთხებაო ერთხელ, რამეთუ ქრისტე ერთგზის მოინათლა იორდანეში და არა ორგზის.
მაშ, ხომ არ გმობენ წმიდა მამები იმათ, ვინც დიდ აიაზმას ორჯერ აკურთხებენ და უთითებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ღმრთისგან ბოძებული გონიერება (ანუ არიან უგუნურნი), რადგან დიდი აიაზმის ორჯერადი კურთხევით იქადაგება ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს იორდანეში ორგზის ნათლისღება და არა ერთგზის. ხოლო უგუნურებს განა სატანური არ გააჩნიათ ოცნებები? ამიტომაც, შესამჩნევი ირონიით ამბობენ, თუ ეს ასე არ არისო, მაშინ "შრომისმოყვარეთაგან თუ ვინმემ ჰპოვოს წერილთაგან რაიმე მოწმობა, ჩვენც გაგვანათლოსო" ("Аще же кто от трудолюбивых обрел есть от сем от писания свидетельство, сам той да просветит нас")! ანუ, ამგვარი მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობა, აჩვენებს ამგვარი განზრახვის ამაოებასაც და ამის გაკეთების მცდელობის უგუნურებასაც.
სხვა ძველმორწმუნეობრივ (და არა მარტო) ეკლესიათა პოზიციით დიდი აიაზმის ორჯერ კურთხევის ჩვეულებაც ძველია. სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში სხვადასხვა გადმოცემებს იცავდნენ და ეს არ ხდებოდა სერიოზული უთანხმოების მიზეზი. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ასეთი კატეგორიულობით მოცემული საკითხის გადაწყვეტა და საეკლესიო მშვიდობაზე მაღლა კერძო საეკლესიო გადმოცემების დაყენება.
ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს ორი კითხვა. პირველი: ვაყენებთ თუ არა ჩვენ ასეთი კატეგორიულობით მოცემულ საკითხს? და მეორე: ვაყენებთ თუ არა ჩვენ კერძო საეკლესიო გადმოცემებს საკლესიო მშვიდობაზე მაღლა?
ორივე შეკითხვაზე უნდა გავცეთ ერთდროული პასუხი: ჩვენ არ დაგვიყენებია ეს საკითხი კატეგორიულობით და არც ჩვენ მიგვინიჭებია კერძო საეკლესიო პრაქტიკისთვის საეკლესიო მშვიდობაზე უმეტესი მნიშვნელობა. წმიდა მამათა მოთხოვნებისა და საეკლესიო გადმოცემათა შესახებ არსებული განწესებების ძალით, საეკლესიო გადმოცემებში სიახლეთა შემოტანისა და აქამდე უცნობ ჩვეულებათა ეკლესიაში დამკვიდრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან წმიდა მამები.
მაგალითად, ღირსი ბიკენტი ლირინელი ბრძანებს: "არავის არა აქვს უფლება, მიიღოს ისეთი რამ, რასაც მსოფლიო ეკლესია არ გვახარებს. სარწმუნოებასთან დაკავშირებული სჯულისდება ყველა დროს ეხება. მაშასადამე, მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის ისეთი რამის წამოყენება, რაც ადრე მათ არ შეუწყნარებიათ, არც არასდროს ყოფილა ნებადართული და არც არასდროს იქნება" (ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ნ. საგარდა. II, 1915 წ.)
"ნამდვლად და ჭეშმარიტად მართლმადიდებელია ის, ვინც მთელი სულით ერთგულობს ეკლესიას, მთელი სულით ეკუთვნის ქრისტეს სხეულს და ღვთიურ ჭეშმარიტებას მთელი სულით აღიარებს. ვინც არაფერს აყენებს ღვთიურ რელიგიაზე მაღლა, და თავის მოვალეობად მიაჩნია სწამდეს მხოლოდ ის, რასაც ოდითგანვე თანხმიერად აღიარებდა მთელი ეკლესია; ხოლო თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცდუნების კუთვნილად მიიჩნევს" (იქვე. გვ. 156).
ხოლო წმ. მარკოზ ეფესელის (1483) თქმით "ყოველი, რომელიც გადმოცემის საწინააღმდეგოს იტყვის რასმე, გინდაც მარხულობდეს, გინდაც უბიწო იყოს, გინდაც სასწაულებს ახდენდეს, გინდაც წინასწარმეტყველებდეს, ვითარცა მგელი იყოს შენთვის ცხვრის ქურქში გახვეული რომელიც ზიანს აყენებს ცხვრებს".
მეტიც, საეკლესიო მშვიდობისა და ერთობის საწინააღმდეგოდ იქცევა არა ის, ვინც იცავს ძველ გადმოცემებს და უარყოფს უცნობ და უცნაურ ჩვეულებებს, არამედ ის, ვინც ამ უცნაურობას აყენებს სწორედ საეკლესიო ერთობასა და მშვიდობაზე მაღლა და თავისი წესს ჯიუტად და ძალდატანებით ამკვიდრებს ეკლესიაში.
საიდან იღებს სათავეს დიდი აიაზმის ორგზის კურთხევის წესი?
ზოგიერთი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, თითქოსდა უძველესი დროიდან არსებობდა ღმრთის განცხადების დღესასწაულზე დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესი. ეყდნობიან ს. ი. სრმინოვის გამოკვლევას, სადაც ამ მიმართებით დამოწმებულია XII-
მაგრამ, "უძველეს დროებას" თუ ავთვლით არა XII-
მაგალითად, IV საუკუნიდან, ანუ წმ. იოანე ოქროპირის დროიდან, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობდა დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესი. წმ. იოანე ოქროპირი ღმრთის განცხადებისადმი მიძღვნილ თავის ცნობილ ჰომილიაში ახსენებს დიდი აიაზმის მხოლოდ ერთგზის და არა ორგზის კურთხევას (იხ. Творения св. отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, т. II, кн. I. С.П. 1899г., стр.407)
მეტიც, თვით რუსეთის ცნობილმა რეფორმატორმა პატრიარქმა ნიკონმაც კი (XVII ს.) ვერ გაბედა ამ გადმოცემის შეცვლა თავისი რეფორმატორული მოღვაწეობის პერიოდში. ეს იყო ერთადერთი გადმოცემა, რომელიც მან არ შეცვალა და ჯიუტადაც კი იცავდა ანტიოქიელი პატრიარქის მაკარის ხელყოფისგან. აი რას წერს ამის შესახებ ცნობილი ისტორიკოსი და XVII საუკუნის რუსული განხეთქილების მკვლევარი პროფ. ნ. ფ. კაპტერევი:
"მხოლოდ ერთხელ არ დაეთანხმა ნიკონი პატრიარქ მაკარის მოთხოვნას და დამოუკიდებლად მოიქცა. კერძოდ, ღმრთის განცხადების დღესასწაულზე წყლის კურთხევის საკითხში. დარწმუნებული ძველი ბერძნული და სლავური წიგნებიდან იმაში, რომ უძველესი დროიდან უფლის ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევა აღესრულებოდა ერთგზის და სწორედ დღესასწაულის წინადღეს, მწუხრის მსახურებაზე, და არა ეკლესიაში, არამედ მდინარეში, ნიკონმა ამასთან დაკავშირებით გამოსცა დადგენილება, რომელშიც ლაპარაკი იყო ღმრთის განცხადების წმიდა დღესასწაულის წეს-
ამიტომაც, ნიკონის კრებითი განკარგულების მიხედვით: "ვინც ჩვენი დარიგების შემდეგ სხვაგვარ ბრძნობას გაბედავს და აიაზმას აკურთხებს არა წმიდა განცხადების დღესასწაულის წინადღის მწუხრზე, ანუ 5 იანვარს (ძვ. სტ. -
პატრიარქ მაკარის (ანტიოქიელის) დაბეჯითებითი მოთხოვნის მიუხედავად, აიაზმა ეკურთხებინა ორჯერ, როგორც ამას აკეთებდნენ იმდროინდელ ბერძნულ ეკლესიებში (დღესასწაულის მწუხრზე და ცისკარზე, ანუ თვით დღესასწაულზე, მდინარეში), დარჩა თავისი აზრის ერთგული, როგორც მთელი რუსეთის ეკლესიისთვის სავალდებულოსი" (იხ. იქვე. გვ. 199).
შემდგომში 1667 წლის მოსკოვის კრებამ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო ასეთი დადგენილება: "... ხოლო განკარგულება და წყევლა, რომელიც ყოფილმა პატრიარქმა ნიკონმა გაუაზრებლად დაადო წმიდა აიაზმის კურთხევის წესს, რათა ის აღსრულებულიყო მხოლოდ ერთხელ, გავხსნით, ვარღვევთ და არაფრად მივიჩნევთ" (რუს.: "повеление же и клятву, еже неразсудно положи ю Никон, бывший патриарх, о действе освящения воды святых богоявлений, еже действовати единощи, точию в навечерии, разрешаем и разрушаем и в ничтоже вменяем..." (ზუსტად ასე არღვევდნენ და არაფრად მიიჩნევდნენ სხვა, ძველმართლმადიდებლურ ჩვეულებებს და წეს-
"სანაცვლოდ განვაწესებთ, -
"სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, -
მაგრამ, მოდი, კვლავ აიაზმის დღესასწაულზე კურთხევის საკითხს დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ, საიდან და როგორ შეიძლებოდა ის გაჩენილიყო ეკლესიაში. ამ მიმართებით საინტერესო ცნობას გვაწვდის ღირ. მაქსიმე ბერძენი. მისი გადმოცემით, ღმრთის განცხადებაზე (ანუ ცისკარზე) აიაზმის კურთხევის ჩვეულება სათავეს იღებს წმ. პატრიარქ ფოტის დროიდან: "ხოლო წყლის კურთხევა (ცისკარზე -
ღირ. მაქსიმეს დროისთვის, ამ ჩვეულებას, როგორც თვით ღირ. მამა აღნიშნავს, ნახავდით წმიდა მთის (ათონის) სავანეებშიც, რაც უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მას სავალდებულოდ არ იცავდნენ საერო ეკლესიებში, რადგან ასეთ შემთხვევაში, ანუ ის რომ საყოველთაო ჩვეულება ყოფილიყო, ღირ. მამა არა მარტო ათონის სავანეებს, არამედ მათაც მოიხსენიებდა.
ის ფაქტი, რომ ეს არ იყო დიდი აიაზმის წეს-
როგორც აღწერიდან ჩანს, ეს არ არის დიდი აიაზმის კურთხევა (ეს უფრო მცირე აიაზმის კურთხევაა, რომელიც, სავარაუდოდ, თვით წმ. პატრ. ფოტის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო შედგენილი), მაშინ როდესც მოსკოვის 1667 წლის ყაჩაღთა კრებამ დააკანონა სწორედ ღმრთის განცხადების დღესასწაულზე დიდი აიაზმის განმეორებით კურთხევის წესი. ამას ადასტურებს კრების სიტყვები: "ვბრძანებთ და ვაკურთხებთ... დღესასწაულის მწუხრზე წყლები იკურთხოს ტაძრებში, და ცისკარზეც -
საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ "დიდი აიაზმის შესახებ, რომელიც იკურთხება 5 იანვარს, ერთხელ, ნათქვამია, რომ დიდი მანძილის გავლის გამო სამი საათის გასვლის, ხოლო ადგილზე მისვლიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ, მისი შენახვა საფრთხილოა, რადგან ის ხდება ისეთი სიწმიდე, რომელსაც, საკუთარი მოძღვრის განსჯით, ზიარების ნაცვლად აძლევენ მორწმუნეებს" (Изборник духовных ответов, полн. Собр. Переписки с читательями за 1995-
ამრიგად, თქმა არ უნდა იმას, რომ წმ. პატრიარქ ფოტის დიდი აიაზმის კურთხევა კი არ დაუვალებია თავისი მღვდლებისა და ეპისკოპოსებისთვის ყოველი თვის დასაწყისში, არამედ თვით ბერძნმა იერარქებმა და მათმა ქვეშევრდომებმა აურიეს ერთმანეთში წმ. პატრიარქ ფოტის მიერ მიღებული დადგენილება და დიდი აიაზმის კურთხევის წესი. სწორედ მათი მტკიცებით არის დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევა: "მწუხრზე ... და ცისკარზე, მდინარეში"
საბოლოოდ შეჯამების სახით მოკლედ ვიტყვით:
1. უძველესი, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხოა დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესი. აიაზმა უნდა იკურთხოს მხოლოდ წელიწადში ერთხელ Церковное око, და ისიც მხოლოდ ღმრთის განცხადების წინადღეს, მწუხრზე, ნიშნად უფლის ნათლისღებისა იორდანეში.
სწორედ ამიტომაც შთაფლავს ეკლესია დიდი აიაზმის კურთხევის წეს-
დიდი აიაზმის კურთხევისას სწორედ იორდანეში უფლის ნათლისღებას უგალობს ეკლესია სიტყვებით "რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო..." და აღასრულებს ამ მსახურებას ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინადღეს, მწუხრის მსახურებაზე.
2. პატრიარქმა ფოტიმ, წარმართულ ჩვეულებასთან ბრძოლის მიზნით, "განაწესა, რათა ყოველი თვის დასაწყისში (ანუ წელიწადში 12-
დროთა განმავლობაში, ჩვეულება, რომელიც პატრ. ფოტიმ დაამკვიდრა, გამოვიდა ეკლესიის პრაქტიკიდან, თუმცა ღირ. მაქსიმე ბერძენის დროს ის ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ათონის მონასტრებში. მოგვიანებით, სრულიად გაქრა რა იმდროინდელი ბერძნების ცნობიერებიდან, გადაკეთდა დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის მანამდე არარსებულ ჩვეულებად, რომელიც ძალდატანებით დაამკვიდრეს რუსეთში, საიდანაც გამოდევნეს დიდი აიაზმის ერთგზისი კურთხევის ნამდვილად ძველი და წმიდა მამებისეული წესი.
ეს დასტურდება 1667 წლის ყაჩაღთა კრებითაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა, რომ ცისკრად წყალი უნდა აკურთხონ იმავე წეს-
ამრიგად, სრულიად ცხადია, რომ დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესს არაფერი აქვს საერთო წმ. პატრიარქ ფოტის დადგენილებასთან. მან დაამკვიდრა წყლის კურთხევის მის მიერ შედგენილი წესი (ან მცირე აიაზმის არსებული წესი) და განაჩინა ის აღესრულებინათ "ყოველი თვის პირველ რიცხვში, იანვრის გარდა, რამეთუ იანვარში ეს წეს-
მაშ, რომელი წეს-
მეტიც, ისინი თვით პატრიარქ ფოტის წეს-
რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ბერძნებს, რომლებმაც დაივიწყეს საკუთარი ძველი ჩვეულებები (ისეთები, როგორიცაა ორი თითით პირჯვირსწერა, ორჯერადი ალილუია და მრავალი სხვა), -
გავმეორდებით, მაგრამ ვფიქრობთ ზედმეტი არ იქნება კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს, რომ ძველ რუსეთში უცნობი იყო დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევა; არ უწყოდნენ მის შესახებ არც ტიბიკონ "Церковное око"-
______________________________________
1. "Око Церковное" გადმოთარგმნილია ბერძნულიდან კონსტანტინოპოლის მონასტერში "ტის პერილევპტუ", რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელს რუსეთში. 150 წლის განმავლობაში მკვიდრდებოდა იერუსალიმური წეს-