Главное меню:
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-
დიალოგი სასულიერო პირთა გრძელთმიანობის შესახებ
realoba -
dr.house... -
ამიტომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნი, როგორც ღვთის განსაკუტრებულ მსახურებას მიძღვნილი ხალხი, ატარებენ წვერებსა და გრძელ თმებს.
ikanosi -
GIORGI LELUASHVILI -
afxazi -
GIORGI LELUASHVILI -
afxazi -
GIORGI LELUASHVILI -
afxazi -
რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოვიდა პრაქტიკაში გრძელი თქმის ტარება, არ ვიცი.
ძველმართლმადიდებელი -
ეს ჭეშმარიტებაა! თმების საკითხით განსაკუთრებულად ვიყავი დაინტერესებული, რადგან ჩვენთან, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაშიც წამოიჭრა დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. დეტალურმა კვლევამ ცხადყო, რომ არც სასულიერო პირები და არც ერისკაცები (მამაკაცები) გრძელ თმებს არ უნდა ატარებდნენ! თქვენს მიერ დამოწმებული წყაროებიც ამას ადასტურებენ. მცირედი კომენტარის სახით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ის ბერძნების ზეგავლენით დამკვიდრდა დაახლ. XV-
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (I კორინთელთა 11, 14).
ძველმართლმადიდებელი -
სანამ რაიმეს მიპასუხებდეთ ვინმე, ვინც სასულიერო პირთა გრძელთმიანობას ემხრობა, ძალიან ვთხოვ ჩვენს საიტზე გაეცნოს ამ წერილს: "თმების შეჭრის შესახებ". http://www.oldorthodox.ge/wrl_diak_vtimove...is_shesaxb.html. შესაძლოა აქ დამოწმებული წყაროები საკმარისი აღმოჩნდეს, თუ არა და, მზად ვარ ვიმსჯელო ამ საკითხზე. ეს თემა ძალიან მაინტერესებს და გარკვეული მასალაც დამიგროვდა.
GIORGI LELUASHVILI -
ძველმართლმადიდებელი -
მაგრამ, ამ საკითხში მაცხოვრის გრძელი თმები პრობლემას ვერ წყვეტს. ჩემის აზრით საქმე იმაშია, რომ მაცხოვარი მთელი ეკლესიური ცხოვრების განხორციელებაა, განსახიერებაა, მათ შორის ქალწულებრივი და სამონაზვნო ცხოვრებისა (მეუდაბნოვეობისა და დაყუდებულობის ჩათვლით). მაცხოვარში აქვს ყოველივე ქრისტეანულს საფუძველი, ამიტომაც, მე ისე აღვიქვამ, რომ თავისი გრძელი თმებით (თუ მაცხოვარსაც გრძელი თმები ჰქონდა) მან მეუდაბნოვეთა ღვაწლზე მიანიშნა. ცნობილია, რომ მეუდაბნოვეთათვის გრძელი თმების ტარება სულაც არ არის ცოდვა. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს VI მსოფლიო კრების 42-
"მეუდაბნოვედ სახელდებულთა შესახებ, რომლებიც ძაძით შემოსილები და თმაწარმოზრდილები დადიან ქალაქში, ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთა შორის ტრიალებენ და თავიანთი აღთქმას შეაგინებენ, ვადგენთ, რომ თუ სურთ, გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ, მონასტრებში დამკვიდრდნენ და ძმათა რიცხვს მიემატონ. ხოლო თუ არ მოისურვებენ ამას, ქალაქიდან მთლად განიდევნონ და იძულებით უდაბნოში იქნენ დამკვიდრებულნი, რადგან მეუდაბნოვედ სახელდებით მოისურვეს სახელის მოხვეჭა" (კანონი დამოწმებულია 1987 წლის საქ. საეკლესიო კალენდარში განთავსებული "დიდი სჯულისკანონის" თარგმანის მიხედვით).
ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ კანონს სჯულის კომენტატორები:
ზონარა: "ძველად იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იმოსებოდნენ შავ სამოსში და არ იკვეცავდნენ თმას, არამედ კულულებად დაწნულს უშვებდნენ მხრებსა და მკერდზე და ასე დადიოდნენ ქალაქებში და ტრიალებდნენ ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთ შორის, რითაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერ-
არისტინეც იგივეს ამბობს, ოღონდ უფრო ცხადად: "შეიკვეცონ თმა და სხვა ბერთა სახე მიიღონ, თუ არა და, განიდევნონ ქალაქებიდან".
ბალსამონიკი წერს: "ამრიგად, კრებამ დაადგინა... რათა მათ შეიკვეცონ თმები და წავიდნენ მონასტრებში, რათა იქ გაატარონ მონაზვნური ცხოვრება..."
ამრიგად, ამ კანონის თანახმად, გრძელი თმების ტარება მისაღებად მიიჩნეოდა მეუდაბნოეთათვის (სრულიად ცხადი და გასაგები მიზეზების გამო), მაგრამ არა მონასტრულად მცხოვრები ბერებისთვის. ისინი თმებს იჭრიდნენ და ტონზურასაც იკეთებდნენ. სწორედ მათი სახის მიღებას უბრძანებს კანონი "მეუდაბნოვეებად" სახელდებულ და ქალაქებში მოხეტიალე თვითმარქვიებს.
ეს კანონი და სხვა ისტორიული მაგალითები ცხადად აჩვენებენ, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია ითხოვდა მოკლე თმებს სასულიერო პირთათვის და გრძელთმიანობის დასტურად არსად იმოწმებდა მაცხოვარს. მეტიც, არ შეგვიძლია მართლმადიდებლობას ვუსაყვედუროთ გრძელთმიანობის მოშლა და მაცხოვრისადმი მიბაძვის დავიწყება... მითუმეტეს, რომ მოციქულებიც მოკლე თმებით გამოისახებიან ხატებზე მართლმადიდებლური ტრადიციით.
GIORGI LELUASHVILI -
ძველმართლმადიდებელი -
GIORGI LELUASHVILI -
GIORGI LELUASHVILI -
ძველმართლმადიდებელი -
არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არამგონია მაცხოვარს იმიტომ ქონოდა გრძელი თმები, რომ მეუდაბნოეთა ღვაწლზე მიენიშნებინა...ეს რატომღაც თითიდან გამოწოვილი მგონია.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია უფალი გრძლ თმას ატარებდა, ნაზარეთული წისის მიხედვით.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ეს კი დავიჯერო პავლემ არ იცოდა?
ძველმართლმადიდებელი -
თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ" (Творения святителя Кирилла Александрийского. СПб, 1906.ч.3,стр.170).
წმ. ეპიფანე კვიპრელი: არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას" (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.).
ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.
როგორ დავიჯეროთ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ქრისტეს გრძელთმიანობის შესახებ? ან იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა მიებაძათ მაცხოვრის გრძელთმიანობისთვის? აშკარაა, რომ მთელი ქრისტეანული ტრადიცია, მოყოლებული პირველი საუკუნეებიდანვე, მამაკაცთა მიერ (მ. შ. სასულიერო პირთა მიერაც) გრძელი თმების ტარების წინააღმდეგია.
ძველ ეკლესიაში გრძელი თების მოშვება კატეგორიულად იგმობოდა წმ. მამათა მიერ. ადრინდელ პერიოდში წმ. მამები მამაკაცისგან თმის მოკლედ შეჭრას ითხოვდნენ. საჭიროა გავიხსენოთ, რომ მამაკაცის მიერ თმების შეჭრას და დედაკაცის გრძელთმიანობას ითხოვდა თვით მოციქული პავლე: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა" (1კორინთ. 11:14).
II ს.-
მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს.
დასავლეთში, ტოლედოს III კრების (VI ს.) დადგენილებების მიხედვით თმების შეკვეცა სავალდებულოა მთელი სამღვდელოებისთვის.
ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).
აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას: "ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან გმობდა გრძელი თმების ტარებას კლერიკოსთა მხრიდან და უცილობლივ ითხოვდა მათ შეჭრას.
მეტიც, ეკლესია არა თუ არ იწონებდა სასულიერო პირთა გრძელთმიანობას, არამედ გრძელ თმებს მწვალებლობაშიც კი უთვლიდა მათ, გულისხმობდა რა ევქიტელთა უღვთო სწავლებას, მითუმეტეს, თუკი კლერიკოსს, რომელმაც კარგად უწყოდა საეკლესიო განწესებები, არ დაემორჩილებოდა მათ და თმების მოშვებას გააგრძელებდა. ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი ამის შესახებ წერს, რომ ერეტიკოსთა მამხილებელ თხზულებაში დიდი ეპიფანე ევქიტელთა მწვალებლობაზე, რომელსაც ზოგან ჩვენი ძმებიც მისცემიან, წერს, რომ მათი ბერები თავს იწონებენო დედაკაცურად მოშვებული თმებით და არღვეევენო მოციქულის მცნებას, რომლის თანახმადაც, მამაკაცმა თმა არ უნდა მოუშვას, რადგან ხატია და დიდება ღმრთისა... ჩვენ ასეთი ჩვეულება არ გვაქვს და არც ეკლესიას ღმრთისა ("Во еже о ересях, великий Епифание о евхитстей ереси глаголет, яко и во другом негде предъята быша та честная наша братия. Иже междоречию в монастырех суще, рекше во градех зовомых, власы женскими радующися... И богообразно внешних ради ходити, и не хотети от зрящих прияти мзду или благодать, тужде есть соборныя Церкви вретище непроявленно и власы неотрезаеми, по проповеди апостольстей, муж бо рече не должен растити власы, образ и слава Божия сый... Мы таковаго обычая не имамы, ниже Церкви Божия". Слово 37, л. 284).
ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ გრძელი თმები ბარბაროსებისთვის არისო დამახასიათებელი, მაშინ როდესაც "მღვდლის გარეგნობა კეთილსახოვანი უნდა იყოს"... ქრისტეანი მღვდელმსახურები თმებს არ უნდა იპარსავდნენ ისიდას და სერაპისის მსახურებივით და არ უნდა იზრდიდნენ "გალანტურ" კაცთა, ბარბაროსთა და მოჭიდავეთა მსგავსად; გარდა ამისა მათ თმისგან გვირგვინებიც არ უნდა დაიწნან და არც ისე შეიჭრან, რომ გაპარსულებს დაემსგავსონ, არამედ ისე შეიკვეცონ თმები, რომ შესძლონ თავის თავისუფალი მოძრაობა (Migne, s. I, t. 25, соl. 427-
წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" (Творения преп. Симеона Нового Богослова Ч. 1, слово 47. С. 431).
კიდევ რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? წმიდა მამათა სწავლებით გრძელი თმების ტარება არის არა ქრისტეანული, არამედ ანტიქრისტეანული, წარმართული და დემონთთაყვანისმცემლური ტრადიცია. მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს, ღმრთის შეურაცხყოფას, ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას, მამაკაცის თავის, ქრისტეს შეურაცხყოფას, ძაღლურ ჩვევას და სხვ. ასეთი ადამიანები უნდა განიკვეთონ.
ასეთია, ბ-
GIORGI LELUASHVILI – (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას.
ჰო გასაგებია, ანუ თქვენც აღიარებთ მას. დამეთანხმები, მასში მაცხოვარს აშკარად გრძელი თმა აქვს".
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): რას ნიშნავს "ნაზარეთული წესი"? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ქრისტე "ნაზორეველი" (ანუ, ნაზორეველური აღთქმის დამდები) იყო? საიდან ჩანს ეს? არსებობს შეხედულება, რომ ქრისტეს "ნაზორეველობა" ან არასწორი თარმგნის შედეგია ან სწორი თარმგნის არასწორი გაგება... ქრისტე დაიბადა ბეთლემში, მაგრამ გაიზარდა ნაზარეთში. ამ თვალსაზრისით წერია წერილში რომ ის ნაზარეველი (ანუ, ქალაქ ნაზარეთიდან) იყო. აქ არ იგულისხმება მისი "ნაზორეველობა", რაც ჩანს კიდევ იქიდან, რომ ნაზორეველებს (აღთქმას ვგულისხმობ) გრძელი თმების მოშვების გარდა, უამრავი სხვა აღთქმებიც ჰქონდათ (მაგ.: არ ეკარებოდნენ მიცვალებულს და სხვა). სახარებებიდან და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან არაფერი ვიცით ქრისტეს მიერ სხვა ნაზორეველური წესების დაცვის შესახებ. ის იცავდა ძველ სჯულს, რათა აღესრულებინა იგი, მაგრამ არა ნაზორეველურ წესებს.
GIORGI LELUASHVILI – მე არსად მიხსენებია "ნაზორეთული აღთქმა". ვიცი სადაც დაიბადა და შემდეგ სად გაიზარდა იესო. მაგრამ ერთ-
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): რა უნდა ცოდნოდა პავლეს? ის, რომ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა?დავუშვათ ჰქონდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოციქულებსა და მომავალ სამღვდელოებას გრძელი თმები უნდა ეტარებინათ?
GIORGI LELUASHVILI – რატომაც არა? მღვდელი ხომ ქრისტეს განასახიერებს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ".
GIORGI LELUASHVILI – ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რადგან ეს ტრადიცია წარმართებშიც არსებობს, მართლმადიდებლებმა უარი უნდა ვთქვათ და შევაჩვენოთ ის. მაგ. თუკი წარმართებსაც აქვთ თავიანთი საკურთხევლები და "წმინდა გამოსახულებები", ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ავკრძალოთ ეს ყოველივე?
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას".
GIORGI LELUASHVILI – აქ ხომ არ არის საუბარი სასულიერო პირების მიმართ? ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.
GIORGI LELUASHVILI – თუ ამგვარად ცალკეული მამების დამოკიდებულებათა შესახებ ვისმჯელებთ ამა თუ იმ საკითხზე, მაშინ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი წმინდა მამა ჩვილთა და ყრმათა ნათლობის წინაამდეგ გამოდიოდა, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა იმის საფუძველი, რომ ყრმებზე ეს საიდუმლოება არ აღსრულებულიყო.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): II ს.-
GIORGI LELUASHVILI – მე ვფიქრობ, რომ მაინც არაა საკმარისი მოციქულ პავლეს სიტყვები და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხსენებული რომის პაპსაც არასწორად გაეგო მოციქულის სიტყვები. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა აკრძალვა ეხებოდა უშუალოდ ერისკაცებს და არა მღვდელმსახურებს. აუცილებლად მოვნახავ ამ მუხლის განმარტებას. ძალიან მაინტერესებს.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს.
GIORGI LELUASHVILI – აქაც არაა დაკონკრეტებული, რომ მამაკაცებში სასულიერო პირებიც მოიაზრებიან. შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს ჩემმა ამ განცხადებამ, რომ განა მღვდელმსახურები მამაკაცები არ არიანო? მაგრამ მე ვგულისხმობ ერისკაცებს.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).
GIORGI LELUASHVILI – კი მაგრამ, აქ ხომ არაა მითითებული, თუ როგორ იკვეცდნენ თმას სამღვდელონი? ჩემი მოძღვარიც ატარებს გრძელ თმას, მაგრამ ზოგჯერ ისიც იკვეცს ხოლმე. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მოკლე თმებით დადის.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას:"ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე".
GIORGI LELUASHVILI – ეს რაღა შუაშია?
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?"
GIORGI LELUASHVILI – თუ ვინმე რაიმე სათნობას ფარისევლურად სჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე სათნოება ჩვენ კეთილად არ უნდა აღვასრულოთ?
რა გჭირს კაცო.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს.
GIORGI LELUASHVILI – არსებობს უფლის ტრაპეზიც და სატანის ტრაპეზიც, ამიტომ რადგან სატანის ტრაპეზიც არსებობს, უფლის ტრაპეზზე უარი უნდა ვთქვათ?
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ღმრთის შეურაცხყოფას, ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას.
GIORGI LELUASHVILI – ერისკაცთა მიერ.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ასეთია, ბ-
GIORGI LELUASHVILI – ამდენი მუხლი, კანონი და წმინდა მამათა გამონათქვამი გყავდა მოყვანილი, მაგრამ მე ვერსად დავინახე ეკლესიის დამოკიდებულება და პირდაპირი აკრძალვა გრძელი თმის ტარებისა... მე, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს რამდენიმე ჭკვიან და გამოცდილ სასლიერო პირთან გავარკვევ და ვნახოთ რას მეტყვიან.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ჰო გასაგებია, ანუ თქვენც აღიარებთ მას. დამეთანხმები, მასში მაცხოვარს აშკარად გრძელი თმა აქვს.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე არსად მიხსენებია "ნაზორეთული აღთქმა". ვიცი სადაც დაიბადა და შემდეგ სად გაიზარდა იესო. მაგრამ ერთ-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ერთ-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მღვდელი ხომ ქრისტეს განასახიერებს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.
ძველმართლმადიდებელი -
გარდა ამისა გკითხავთ: რას ნიშნავს, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად"? ე. ი. ის ყოველმხრივ, ფიზიკური მონაცემების მიხედვით ქრისტეს უნდა ჰგავდეს? იქნებ მიმითითოთ წმიდა მამათა სწავლა ამის შესახებ? ანუ ის, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად".
ღმრთის მადლი ადამიანს თმის სიგრძის მიხედვით კი არ ეძლევა, არამედ ღირსების მიხედვით! თვით მოციქული მიგვითითებს, როგორი უნდა იყოს დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. საეკლესიო კანონებიც განგვიწესებენ, როგორი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მღვდელმსახური ხელდასხმის ღირსი რომ გახდეს და მერწმუნეთ, არსად, არცერთ წმიდა მამასთან სიტყვითაც კი არ არის ნახსენები, რომელიც დაადასტურებდა სამღვდლო ხარისხის მიმღებისთვის გრძელი თმების მოშვების აუცილებლობას (ან რამენაირ საჭიროებას) ქრისტესთან მიმსგავსების მიზეზით. არ არსებობენ სხვა პირობებიც, რომლებიც აიძულებდნენ მღვდელს თმების გაზრდას. პირიქით, მღვდელმა თმა უნდა შეიჭრას და არა გაიზარდოს, სხვაგვარად მას არ დაესხმებოდა ხელი!
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რადგან ეს ტრადიცია წარმართებშიც არსებობს, მართლმადიდებლებმა უარი უნდა ვთქვათ და შევაჩვენოთ ის. მაგ. თუკი წარმართებსაც აქვთ თავიანთი საკურთხევლები და "წმინდა გამოსახულებები", ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ავკრძალოთ ეს ყოველივე?
ძველმართლმადიდებელი -
მეორეც, მსგავსი რამ თვით უფალმა აუკრძალა ებრაელებს. კერძოდ, მან თავის ერს აუკრძალა თმების გადაპარსვა, რათა არ დამსგავსებოდნენ წარმართებს. ღვთის ერი ამ მხრივაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო. "ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით" (რუსულად: "Они не должны брить головы своей и постригать края бороды своей" (ლევ. 21:5-
როგორი თმები უნდა ჰქონოდათ მღვდელმსახურებს, აღწერილია წმ. ეზეკიელის წინასარმეტყველებაში, კერძოდ ეზეკიელის წიგნის 44-
და ბოლოს, მართლმადიდებლები თავიანთი "წმიდა გამოსახულებებით" სულაც არ ჰგვანან წარმართებს. ვფიქრობ გესმით, რომ წარმართთა გამოსახულებები და მართლმადიდებელთა გამოსახულებები სულ სხვადასხვაა ფორმითაც და შინაარსითაც.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას". აქ ხომ არ არის საუბარი სასულიერო პირების მიმართ? ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თუ ამგვარად ცალკეული მამების დამოკიდებულებათა შესახებ ვისმჯელებთ ამა თუ იმ საკითხზე, მაშინ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი წმინდა მამა ჩვილთა და ყრმათა ნათლობის წინაამდეგ გამოდიოდა, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა იმის საფუძველი, რომ ყრმებზე ეს საიდუმლოება არ აღსრულებულიყო.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე ვფიქრობ, რომ მაინც არაა საკმარისი მოციქულ პავლეს სიტყვები და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხსენებული რომის პაპსაც არასწორად გაეგო მოციქულის სიტყვები. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა აკრძალვა ეხებოდა უშუალოდ ერისკაცებს და არა მღვდელმსახურებს.
აუცილებლად მოვნახავ ამ მუხლის განმარტებას. ძალიან მაინტერესებს.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): აქაც არაა დაკონკრეტებული, რომ მამაკაცებში სასულიერო პირებიც მოიაზრებიან. შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს ჩემმა ამ განცხადებამ, რომ განა მღვდელმსახურები მამაკაცები არ არიანო? მაგრამ მე ვგულისხმობ ერისკაცებს.
ძველმართლმადიდებელი -
კარგად დავაკვირდეთ მოციქულის სიტყვებს და მთლიანობაში ვნახოთ რა თემას ეხება იგი. მოციქული ბრძანებს: "მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს. იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი -
ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით მოციქულის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გრძელი თმები წარმოადგენენ თავსაბურავ ნიშანს მორჩილებისთვის. დედაკაცმა თმა უნდა გაიზარდოს კაცისადმი მორჩილების ნიშნად, რადგან სწორედ კაცი დაადგინა ღმერთმა ქალის მეთაურად. ნიშნად მორჩილებისა, ქალის თავი დაფარული უნდა იყოს, თავსაფრად კი ღმერთმა მას უბოძა გრძელი თმები. ამიტომაც, თუ დედაკაცი თმას იჭრის, ეს საძრახისია მისთვის, რადგან ამით ის აცხადებს დაუმორჩილებლობას კაცისა და ღმრთის განგებისადმი.
ხოლო მამაკაცს, ნეტ. თეოფილაქტეს თქმით "ეკრძალება დავის დაბურვა, თუმცა არა ყოველთვის, არამედ ლოცვისა და წინასწარმეტყველების დროს". მაგრამ, რადგან გრძელი თმები ერთგვარი თავსაბურავია და ნიშანია მორჩილებისა, კაცისთვის "საძრახისია გრძელი თმების მოშვება". ამიტომაც, ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, მან არ უნდა დაიბუროს თავი "არა მარტო ტანისამოსით, არამედ თმებითაც" (რუს.: "уничтожить покрытие головы не только одеждой, но и волосами").
"რატომ ირცხვენს თავს მამაკაცი გრძელი თმების მოშვებით?" -
"მაშ, როგორ შეიძლება საძრახისი არ იყოს კაცისთვის თმების მოშვება, -
ნეტ. თეოფილაქტესთან ერთად ვიკითხავთ ჩვენც: თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი?
და თუკი "თვით ბუნება გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის, როგორ არის შესაძლებელი საამაყო და პატივი იყოს ის მღვდელთათვის? ან პირიქით, როგორ შეიძლება მღვდლისთვის საამაყო იყოს ის, რაც საამაყოა მხოლოდ დედაკაცთატვის და ისიც, როგორც მორჩილებისა და დაქვემდებარების სიმბოლო?
დოგმატურად და კანონიკურად, მღვდელი სწორედ იმიტომაც არ უნდა იზრდიდეს თმებს, რომ კაცია არა მარტო ბუნებით (რაზეც ამახვილებს ყურადღებას მოციქული), არამედ მწყემსი, თავისი სამწყსოს მეთაური, ეკლესიის ეპისკოპოსი. გრძელთმიანი მღვდელმთავარი დედაკაცზე უფრო დაბალია და უპატიოა უფლის თვალში! ასეთია წმიდა მამათა განმარტებების ძირითადი აზრი.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): კი მაგრამ, აქ ხომ არაა მითითებული, თუ როგორ იკვეცდნენ თმას სამღვდელონი? ჩემი მოძღვარიც ატარებს გრძელ თმას, მაგრამ ზოგჯერ ისიც იკვეცს ხოლმე. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მოკლე თმებით დადის.
ძველმართლმადიდებელი -
რას ნიშნავს, "სხვა მონაზონთა სახე მიიღონ" თუ არა იმას, რომ ამ თმამოშვებული ვითომ "მეუდაბნოეებისგან" განსხვავებით, მონასტერში მცხოვრები ძმები თმაშეჭრილები იყვნენ? რა სახე უნდა ჰქონოდათ მონასტერში მცხოვრებ ბერებს? რატომ არ ითქვა უბრალოდ: შევიდნენ მონასტრებში და იცხოვრონო? არამედ "გაიკრიჭონ თავზე თმა და სხვა მონაზონთა სახე მიიღონო".
მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრების 21-
რას ნიშნავს "უნდა გაიზარდონ თმა ერისკაცთა მსგავსად"? საქმე იმაშია, რომ ძველად, სამღვდელონი თმას იჭრიდნენ როგორც სიგრძეში, ასევე მრგვლად კინკრიხოზეც, რასაც ლათინები "ტონზურას", ბერძნები კი "პაპალიტრას" უწოდებდნენ. ერისკაცებს "ტონზურის" გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ამით განსხვავდებოდნენ მღდელმსახურები ერისკაცთაგან. ამდენად, შემცოდე მღვდელი თუ შეინანებდა დანაშაულს, მას უფლება ეძლეოდა თმა "სამღვდელოთა მსგავსად შეეჭრა". ხოლო თუ არ ინანიებდა და იმხილებოდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მას ეს უფლება ეკარგებოდა და "უნდა გაეზარდა თმა (ანუ ტონზურის ადგილას) ერისკაცთა მსგავსად".
ასე განმარტავს პატრ. ბალსამონი: "წინამდებარე კანონიდან შენიშნე, რომ რაიმე დანაშაულისთვის დამხობილნი განწესდებიან ერისკაცთა რაგნში და უკვე აღარა აქვთ უფლება რაიმე შეასრულონ, რაც კლერიკოსთათვის არის დამახასიათებელი; და მხოლოდ მათ, ვინც თავს დაანებებს ცოდვას, რომლისთვისაც დაემხო, მაგალითად, სიძვისთვის, ან სხვა რომელიმე ცოდვისთვის, კანონი უფლებას აძლევს შეიჭრას თმა კლერიკოსთა მსგავსად, ანუ ატაროს ე. წ. "პაპალიტრა" და კლერიკოსის სამოსი. ხოლო მათ, ვინც ჯიუტად იმყოფება ცოდვაში კანონი ერისკაცთა მსგავსად უბრძანებს თმის გაზრდას..." (რუს.: Заметь из настоящего правила, что извергаемые за какое либо преступление считаются мирянами и не могут после извержения совершать чего-
ამრიგად, აშკარად მითითებულია როგორ ატარებდნენ თმას კლერიკოსები.
იგივეს ვკითხულობთ თქვენი ეკლესიის ავტორიტეტულ კანონისტ ნიკოდიმოს მილოშთან ნიკოდიმოს მილოშთან, რომელიც მეექვსე მსოფლიო კრების ხსენებული კანონის განმარტებაში წერს, რომ "ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში კლერიკოსები გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ ერისკაცთაგან, განსაკუთრებით დევნულების პერიოდში, რათა თვალში საცემი არ ყოფილიყვნენ მტარვალთათვის, ამიტომაც, თმასაც და წვერსაც ერისკაცებივით იჭრიდნენ... მეოთხე საუკუნეში დონატისტმა მღვდელმსახურებმა დაიწყეს თმის გადაპარსვა, რისთვისაც მკაცრად ამხელდა მათ ოპტატ მილევიელი. დაახლოებით ამ დროს გამოიცა მოციქულთა დადგენილებანი, რომლებშიც დაწესებული იყო, რათა არავის არ მოეშვა გრძელი თმები, არამედ შეეკვეცა იგი და აგრეთვე, თმებისგან არავითარი ნიშანი არ გაეკეთებინა თავზე".
ამრიგად, ეს საკითხიც ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას:"ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე".
ეს რაღა შუაშია?
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თუ ვინმე რაიმე სათნობას ფარისევლურად სჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე სათნოება ჩვენ კეთილად არ უნდა აღვასრულოთ? რა გჭირს კაცო.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არსებობს უფლის ტრაპეზიც და სატანის ტრაპეზიც, ამიტომ რადგან სატანის ტრაპეზიც არსებობს, უფლის ტრაპეზზე უარი უნდა ვთქვათ?
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ამდენი მუხლი, კანონი და წმინდა მამათა გამონათქვამი გყავდა მოყვანილი, მაგრამ მე ვერსად დავინახე ეკლესიის დამოკიდებულება და პირდაპირი აკრძალვა გრძელი თმის ტარებისა...
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს რამდენიმე ჭკვიან და გამოცდილ სასლიერო პირთან გავარკვევ და ვნახოთ რას მეტყვიან.
ძველმართლმადიდებელი -
GIORGI LELUASHVILI -
ასე ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით. უბრალოდ მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" ერთ გვერდზე იყო სტატია, სადაც მაცხოვრის ფიზიკური გარეგნობა იყო დაწერილი და ბოლოს ეწერა, რომ ეს ყოველივე წმ. დიონისე არეოპაგელის ნაშრომის მიხედვით იყო. იქ ეწერა, რომ მაცხოვარს მოწაბლისფრო, გრძელი თმები მხრებამდე სწვდებოდა. ჰქონდა წვრილი და მუქი წარბები, დიდი თვალები. ფიზიკურად მაღალი, რაც ძალიან იშვიათობა იყო მაშინდელ იუდაურ საზოგადოებაში და ა.შ.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს თავის ცნობილ თხზულებაში: "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", რომ რაღაცაში შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს, მაგრამ რაღაცაში არა (ამას საკუთარი სიტყვებით გადმოვცემ). მაგალითად, ამბობს, წმ. იოანე, ქრისტე წინადაცვეთილი იყო, მაგრამ ჩვენ ამ ჩვეულებას უკვე აღარ მივდევთ, რადგან ის საჭირო არ არის ქრისტეანთათვის, და თვით მოციქულებმა გააუქმეს. რატომ არ შეიძლება მაცხოვრის თმების საკითხშიაც ასე იყოს? და ნამდვილად ასეა, რაშიც გვარწმუნებს წმიდა მამათა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მაშინ მღვდლებმაც უნდა წინადაიცვითონ! ეს კი მოციქულთა დადგენილებების საწინააღმდეგოა და მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო. იმედია ამაში არ შემომედავებით.
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): გარდა ამისა გკითხავთ: რას ნიშნავს, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად"? ე. ი. ის ყოველმხრივ, ფიზიკური მონაცემების მიხედვით ქრისტეს უნდა ჰგავდეს? იქნებ მიმითითოთ წმიდა მამათა სწავლა ამის შესახებ? ანუ ის, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად". ღმრთის მადლი ადამიანს თმის სიგრძის მიხედვით კი არ ეძლევა, არამედ ღირსების მიხედვით! თვით მოციქული მიგვითითებს, როგორი უნდა იყოს დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. საეკლესიო კანონებიც განგვიწესებენ, როგორი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მღვდელმსახური ხელდასხმის ღირსი რომ გახდეს და მერწმუნეთ, არსად, არცერთ წმიდა მამასთან სიტყვითაც კი არ არის ნახსენები, რომელიც დაადასტურებდა სამღვდლო ხარისხის მიმღებისთვის გრძელი თმების მოშვების აუცილებლობას (ან რამენაირ საჭიროებას) ქრისტესთან მიმსგავსების მიზეზით. არ არსებობენ სხვა პირობებიც, რომლებიც აიძულებდნენ მღვდელს თმების გაზრდას. პირიქით, მღვდელმა თმა უნდა შეიჭრას და არა გაიზარდოს, სხვაგვარად მას არ დაესხმებოდა ხელი!
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში თქვენ ედავებით წმ. კირილე ალექსანდრიელს და არა მე, რომელიც სწორედ იმიტომ, რომ მართლმადიდებლები თმების მოშვებით წარმართებს დაემგვანენ, დაგმო ეს ბილწი ჩვეულება.მეორე, მსგავსი რამ თვით უფალმა აუკრძალა ებრაელებს. კერძოდ, მან თავის ერს აუკრძალა თმების გადაპარსვა, რათა არ დამსგავსებოდნენ წარმართებს. ღვთის ერი ამ მხრივაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო.
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): როგორი თმები უნდა ჰქონოდათ მღვდელმსახურებს, აღწერილია წმ. ეზეკიელის წინასარმეტყველებაში, კერძოდ ეზეკიელის წიგნის 44-
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): და ბოლოს, მართლმადიდებლები თავიანთი "წმიდა გამოსახულებებით" სულაც არ ჰგვანან წარმართებს. ვფიქრობ გესმით, რომ წარმართთა გამოსახულებები და მართლმადიდებელთა გამოსახულებები სულ სხვადასხვაა ფორმითაც და შინაარსითაც.
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ნეტ. თეოფილაქტესთან ერთად ვიკითხავთ ჩვენც: თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი? თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი?
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრების 21-
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თმის ფარისევლურ მოშვებას კი არ გმობს, არამედ თავად თმის მოშვებას მიიჩნევს დასაგმობ საქმედ.
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმიდა მამათა განმარტებით ერისკაცთა და სასულიერო პირთა გრძელთმიანობა სულაც არ არის "უფლის ტრაპეზი".
GIORGI LELUASHVILI -
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): აქ უნდა გიპასუხოთ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით კორინთელთა მიმართ პიველი ეპისტოლეს იმავე თავიდან: "მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას" (1 კორ. 11:16).
GIORGI LELUASHVILI -
ძველმართლმადიდებელი -
არ ვიცი ვის საიდან მოაქვს მსგავსი აღწერილობები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ადამიანის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ფიზიკურად რამდენად მიბაძავს მაცხოვარს. მისი ნებაა როგორ ატარებს წვერსა და თმას. ამას არც არავინ უშლის და არც არავინ უბრძანებს.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არასწორად იგებთ ჩემ ნათქვამებს. მე არ მითქვამს, რომ მღვდელმა ფიზიკურად ყველაფერში მაცხოვარს უნდა მიბაძოს. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელიც კია (იოანე ოქროპირს წვერი უბალოდ არ ეზრდებოდა). მაგრამ გამახსენდა ერთი სასულიერო პირის სიტყვები, რომელსაც კითხეს, თუ რატომ ატარებდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები წვერს და პასუხი იყო, რომ როცა მღვდლები წვრსა და გრძელ თმას ატარებენ, ამით მაცხოვარს ბაძავენო.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არც თქვენ გედავებით და არც კირილე ალექსანდრიელს, არამედ ვამბობ იმას, რომ რადგან წარმართებს მართლმადიდებელთა მსგავსი ჩვეულებები აქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ეს ჩვეულებები შევცვალოთ.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): შეიძლება წმინდანმა მოგვიწოდოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ წმინდა გამოსახულებათა მაღალ ხარისხსა და სიძვირფასეს, როგორც წარმართნი, არამედ მასში დავინახოთ ღვთაებრივი მადლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ძვირფასი ხატები არ გავაკეთოთ?
ძველმართლმადიდებელი -
მე პირადად, ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც მაცხოვრის გარეგნობას იმოწმებენ გრძელთმიანობის გასამართლებლად, რადგან ჯერ ერთი, ეს არ უქადაგია არც ერთ წმიდა მამას. რამდენადაც ვიცი არ არსებობს წმიდა მამათა არც ერთი ქადაგება გრძელი თმების გასამართლებლად. პირიქით, როგორც უკვე დაგიმოწმეთ მაგალითები, ისინი ამგვარ რამეს მკაცრად კიცხავდნენ. აქედან გამომდინარე, მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვერ დავეთანხმები გრძელი თმების მომხრეებს არის ის, რომ მაშინ, ისეთი უდიდესი წმიდა მამები, როგორებიც უკვე დავიმოწმეთ, ასეთი კატეგორიულები და მკაცრები არ უნდა ყოფილიყვნენ. მჯერა, რომ არც თქვენ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მათ არ იცოდნენ მაცხოვრის გარეგნობა ან ის, რომ ადამიანები ამას უბრალოდ მაცხოვრისადმი მიბაძვის სურვილით აკეთებდნენ. განზრახვისდა მიუხედავად მათი შეფასება მკაცრია და გვესმის ეს ჩვენ თუ არა, მათ სწავლებას უნდა დავემორჩილოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი აზრი.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ეს კი საინტერესო მუხლია და ვიკითხავ ამის შესახებ.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თქვენთან მღვდლები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებისას გარკვეულ დროს, არ ლოცულობენ დავდაბურულნი? ლოცვისას ეპისკოპოსებს არ ახურავთ მიტრები?
ძველმართლმადიდებელი -
მოდი, საკითხს სხვა კუთხითაც შევხედოთ: დავუშვათ თქვენ შეხვდით დედაოს (ანუ, მღვდლის ცოლს) და ხედავთ რომ მას თმა შეკვეცილი აქვს. თქვენ მიდიხართ მასთან, სიყვარულით საყვედურობთ და შეაგონებთ, რომ დედაკაცი თმას არ უნდა იკვეცავდეს (იმედია, ამაში სრულიად ერთსულოვნები უნდა ვიყოთ). თქვენი სიტყვების დასტურად კი იმოწმებთ პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს 11-
და მართლაც, თუ ასე გავიგებთ, გამოდის, რომ მღვდლის ცოლებს უფლება ჰქონიათ თმის შეკვეცის (რაზეც არავინ დამეთანხმება და სრულიად სამართლიანადაც), ხოლო თუ ეს ეწინააღმდეგება მოციქულის სიტყვებს, მაშინ უნდა გავიგოთ, რომ მოციქული კაცისა და ქალის ბუნებაზე, პირველის მეთაურობასა და მეორის მორჩილება-
დააკვირდით რას ამბობს პავლე: "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი -
მე შეგნებულად გამოვტოვე სიტყვა "ყოველი". დიახ, მოციქული ამბობს, რომ ქრისტე "ყოველი კაცის თავი" არისო და არა გარკვეული კასტის (ვთქვათ ერისკაცთა). ამიტომაც, თუ "ყოველში" მღვდლებსაც მოვიაზრებთ (აუცილებლად უნდა მოვიაზროთ), მაშინ გასაგები გახდება, რომ სიტყვებში: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" "კაცში" სასულიერო პირებიც უნდა ვიგულისხმოთ.
მეორე გარემოება, რომელიც "კაცში" სასულიერო დასსაც გვაფიქრებინებს არის სიტყვა "ბუნება". ანუ, კაცის ბუნებისთვის თმის მოშვება საძრახისი არისო. რატომ? ამისთვის ვნახოთ რა მნიშვნელობას ატარებს ის ქალისთვის: "ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი -
ამრიგად, გრძელი თმები, იგივე ბუნებითი თავსაბურავი (რადგან ხელოვნური თავსაბურავიც მისცა ღმერთმა დედაკაცს -
თანაც, ერთიც მინდა ვიკითხო თუ ზოგიერთი მღვდლების გრძელთმიანობას იმით ამართლებს, რომ ქრისტეს ბაძავს, რატომ არა აქვს ქრისტესადმი მიბაძვის უფლება ერისკაცს? განა თვით ქრისტემ არ მოუწოდა ყველას მიებაძათ მისთვის? განა მოციქული პავლე არ ამბობს ერთგან: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა?" (ციტატა ზეპირად მომყავს და მომიტევეთ თუ დავამახინჯე). მაშ, რატომ არის აკრძალული ერისკაცთათვის გრძელი თმების მოშვება?
თქვენ რას იტყვით, ბ-
დააკვირდით რას ამბობს პავლე: "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი -
მე შეგნებულად გამოვტოვე სიტყვა "ყოველი". დიახ, მოციქული ამბობს, რომ ქრისტე "ყოველი კაცის თავი" არისო და არა გარკვეული კასტის (ვთქვათ ერისკაცთა). ამიტომაც, თუ "ყოველში" მღვდლებსაც მოვიაზრებთ (აუცილებლად უნდა მოვიაზროთ), მაშინ გასაგები გახდება, რომ სიტყვებში: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" "კაცში" სასულიერო პირებიც უნდა ვიგულისხმოთ.
მეორე გარემოება, რომელიც "კაცში" სასულიერო დასსაც გვაფიქრებინებს არის სიტყვა "ბუნება". ანუ, კაცის ბუნებისთვის თმის მოშვება საძრახისი არისო. რატომ? ამისთვის ვნახოთ რა მნიშვნელობას ატარებს ის ქალისთვის: "ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი -
ამრიგად, გრძელი თმები, იგივე ბუნებითი თავსაბურავი (რადგან ხელოვნური თავსაბურავიც მისცა ღმერთმა დედაკაცს -
თანაც, ერთიც მინდა ვიკითხო თუ ზოგიერთი მღვდლების გრძელთმიანობას იმით ამართლებს, რომ ქრისტეს ბაძავს, რატომ არა აქვს ქრისტესადმი მიბაძვის უფლება ერისკაცს? განა თვით ქრისტემ არ მოუწოდა ყველას მიებაძათ მისთვის? განა მოციქული პავლე არ ამბობს ერთგან: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა?" (ციტატა ზეპირად მომყავს და მომიტევეთ თუ დავამახინჯე). მაშ, რატომ არის აკრძალული ერისკაცთათვის გრძელი თმების მოშვება?
თქვენ რას იტყვით, ბ-
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თუკი ამ კანონს მთლიანად მივიღბთ, მაშინ დღესაც ხომ უნდა ატარებდნენ ტონზურას სასულიერო პირები? მე მინახავს ხატები, სადაც ზოგიერთ წმინდანს ამგვარად აქვს თმა შეჭრილი.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" ანუ გრძელი თმის მოშვება ყოფილა კეთილსახოვნების სიმბოლო, რასაც საეკლესიო კანონთა დამრღვევიბი ფაისევლურად ატარებდნენ. მე ამგვარად მესმის.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე ზოგადად მაგალითი მოვიყვანე, რომ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩემი ნათქვამის გაგება ამ შედარებით.
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე არ ვაპირებ დავას. უბრალოდ დავწერე ის, რაც დავინახე.
ძველმართლმადიდებელი -
თქვენთვის შეიძლება უინტერესო არ იყოს ის, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი ასე გადაწყდა: არქიეპისკოპოსმა დაუშვა თმების ტარების სამივე ფორმა: გრძელი თმები (იკონომიით, რადგან დღეს ამის მკაცრად მოთხოვნამ შეიძლება ეკლესიას უფრო ავნოს, ვიდრე არგოს), მოკლე თმები და პაპალიტრა. ანუ, ვისაც როგორც სურს ისე გაიკრიჭოს. აკრძალულია მხოლოდ ერთი რამ, ძალდატანებით და იძულებით რომელიმე ფორმის თავს მოხვევა.
ყველა ადამიანი თვითონ აგებს პასუხს თავის საქციელზე. გრძელთმიანები თავიანთი გარეგნობისთვის ალბათ თვითონ გასცემენ პასუხს უფლის სამსჯავროზე. მოკლეთმიანებს კი საპასუხო არაფერი ექნებათ, რადგან მათ მოციქულის მცნება შეასრულეს.
პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.
P. S. ბ-