Главное меню:
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-
ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
სანთელ-
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ეზეკიელი 3:18-
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, -
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები
ლეონი -
ძველმართლმადიდებელი -
"ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე" (ლევ. 24:1-
და კიდევ: "უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში" (გამ. 27:20, 21).
ამრიგად, უფალი ითხოვს, ზეთი ყოფილიყო ზეთისხილის სუფთა ზეთი და არა სხვა რომელიმე მცენარისგან დაწურული, რომლისგანაც შეიძლება გამოიწუროს ზეთი, რომელიც ზეთისხილის ზეთთან შედარებით აღიქმებოდა, როგორც "არა ნამდვილი"," ყალბი". ძველ აღთქმაში ზეთისხილის ზეთი იყო ქრისტეს მადლის სიმბოლო. ასევე დღესაც, ერთია, ყოველთვის წმიდაა და არაყალბი ნათელი ეკლესიისა, რომელსაც ქრისტეს მიერ გვანიჭებს სულიწმიდა თავის წმინდანთა პირით, რომელსაც უთხრა მაცხოვარმა: "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა" (მათე 5:14).
ამიტომაც, ძველმართლმადიდებლური ეკლესია, ყველა საეკლესიო საიდუმლობაში, სადაც კი ზეთი გამოიყენება (მაგალითად, ნათლისღებისა და ზეთისცხების საიდუმლოებებში, ასევე ტაძრის კურთხევისას), აუცილებლად იყენებს "ზეთისხილის სუფთა ზეთს" და არა სხვა რომელიმეს.
ამრიგად, ზეთისხილის ზეთი არის ქრისტეს მადლის სიმბოლო, რომელიც ძველი დროიდან მოსწავებულ იქნა წარღვნის შემდეგ მტრედის მიერ მოტანილი ზეთისხილის რტოთი და როგორც გადმოცემა გვასწავლის, ქრისტეს ჯვარცმისას ზეთისხილისგან გაკეთებული დაფის დაკვრით, რომელსაც პილატემ დააწერა "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე" (იოანე 19:19).
რაც შეეხება კანდლებში ჩასასხმელ ზეთს, რადგან კანდლის ნათელი ზეციური ნათლის სიმბოლოა და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თვით ნათელს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ თუ რომელი ნივთიერება იქნება კანდელში ჩასხმული; თუმცა რადგან კანდელიც ისეთივე უსისხლო მსხვერპლია, როგორც სანთელი, ერთიც და მეორეც მაქსიმალურად უნდა იყონ მიახლოებულნი სიწმიდეს. ამ მხრივ ყოვლად დაუშვებელია, მაგალითად, კარტოფილის სანთლების და ტექნიკური ზეთის ანთება ტაძრებში.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკლესიაში კეთილსურნელოვან საკმეველსაც, რომელიც ლოცვის სიმბოლოა. ჩვენთან, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში იყენებენ ბუნებრივ საკმეველს და ბუნებრივ ნახშირს.
სამწუხაროდ, ხელოვნური საკმეველს რომელსაც თქვენს ეკლესიებში იყენებენ, პარფიურმერიული ნაწარმის სუნი ასდის, ხოლო ნახშირს, რომელსაც ასევე ხელოვნურად ამზადებენ, გოგირდს ურევენ. გამოდის რომ კმევისას გოგირდსა და წუმწუბას უკმევთ ღმერთს. რა გაგიჭირდათ ასეთი, ტყეებითა და ნაძვნარ-
კანონისტი -
არსად ამოგიკითხავს "წარვედით და ისწავეთ, რაი არს -
P.S. კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზიც მისი შური იყო და არა პროდუქციის დაბალი ხარისხი. ამდენი უნდა გესმოდეთ, წესით.
ძველმართლმადიდებელი -
როდესაც ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემებისთვის დახოცილ მოწამეებს განიკითხავთ და ხან სექტანტებს უწოდებთ, ხან კიდევ "რასკოლნიკებს"; როდესაც ორი თითით პირჯვრისსაწერ წყობას და სხვა ძველ გადმოცემებს განაქიქებთ (როგორც იქმოდა, მაგალითად, დ. როსტოველი, რომელიც თქვენი ეკლესიის "წმინდანია") მაშინ რატომღაც არ ფიქრობთ იმაზე, ქრისტესთვის წამებული ამდენი ადამიანის და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური გადმოცემების განმაქიქებლად რომ არ ხართ დაყენებული... რაც შეეხება უფლის მსხვერპლის მიღება-
თქვენ როგორ ფიქრობთ, უფალი იძულებულია მიჰყვეს იმას, რასაც აქ ჭკუანაკლული კაცი მოფიქრებს და საკუთარი ნებასურვილის მიხედვით აღასრულებს, თუ ჩვენ უნდა მივყვეთ უფლის მიერ დაწესებულ წეს-
იმედია დამეთანხმებით, რომ უწმინდურ მსხვერპლს ღმერთი არ შეიწნყარებს. და თუ ამაში შევთანხმდებით, მაშინ უნდა გავარკვიოთ რა შეიძლება ღმრთისთვის უწმინდური იყოს და რა არა და ისიც გავარკვიოთ, რატომ შეიძლება კონკრეტული მსხვერპლი იყოს უწმინდური, თუკი ყოველივე ღმერთმა წმიდად შექმნა (ცხადია, მეძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვაზე არ ვმსჯელობ)?
მოდერნისტული "მართლმადიდებლობის" მიმდევარი რომ ყოფილიყავით, ასეთი გაცხარება ისეთ "დეტალებზე", როგორიცაა ზეთისა და საკმევლის ქიმიური შემადგენლობის გამორკვევა და მისი "ფარისევლობად" შერაცხვა, არ გამიკვირდებოდა (თუმცა ვინ იცის იქნებ ხართ კიდევაც მოდერნისტი), მაგრამ რამდენადაც თავს თვლით ჭეშმარიტ, ორთოდოქს მართლმადიდებლად და გაცხარებით მიტევთ, მოვალე ვარ აგიხსნათ, რომ ძლიერ ცდებით ამ საკითხშიც.
თქვენ უპირველესად ფარისევლად აცხადებთ ღმერთს (თუნდაც უნებლიედ), რადგან თვით ღმერთმა უკარნახა მოსეს როგორი ზეთი უნდა შეეწირა და როგორი არა. ციტატები ბიბლიიდან დაგიმოწმეთ და უნდა მიმხვდარიყავით რაში დამჭირდა ამ ადგილების დამოწმება შემდგომი მსჯელობისთვის. ძველ აღთქმაში, ღმერთი ისეთ დეტალებს ამცნებს მოსეს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საკითხში თქვენი თვალთახედვის ადამიანს ეს ნამდვილად გაუკვირდება. მაგალითად, მოცემულია კიდობნის ტარების მთელი ინსტრუქცია უწვრილმანესი დეტალებით (სხვაგვარად მისი ტარება დაუშვებელი იყო); ძალზედ არის დეტალიზებული მთელი მსხვერპლშეწირვაც, განბანვის რიტუალები და სხვა სატაძრო მსახურება თუ საყოფაცხოვრებო საკითხები...
როგორ ფიქრობთ, რაში უნდა დასჭირვებოდა ღმერთს ამდენი დეტალიზაცია სისხლიან თუ უსისხლო მსხვერპლშეწირვებში... უფრო მარტივად არ შეიძლებოდა ყოფილიყო? ამის გარეშე არ შეიწირავდა? დიახ, არ შეიწირავდა! რადგან ამ დეტალებში იყო ჩადებული ის სიმბოლიკა, რომელიც ძველ აღთქმაში ახალაღთქმისეული ჭეშმარიტების წინასახეს წარმოადგენდა... ამ სიმბოლიკით უნდა მიმხვდარიყო და აღზრდილიყო ძველაღთქმისეული თაობა ქრისტეს სწავლების მისაღებად. ამ მიმართებით, მინდა გირჩიოთ წმ. გრიგოლ ნოსელის "მოსეს ცხოვრება", სადაც უამრავი ასეთი დეტალია განმარტებული. დარწმუნებული ვარ ამ წიგნის წაკითხვა ძალიან წაგადგებათ წვრილმანი სიმბოლიკის მნიშვნელობის გარკვევის საკითხში და მომავალში ჩემგან დაყენებული ამგვარი საკითხებიც არ გაგიკვირდებათ...
უნდა ითქვას, რომ სიმბოლიკას არც ახალაღთქმისეულ პერიოდში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა... შთაფლვა წყალში, თითების წყობა პირჯვრისწერისას, ზიარების შემადგენლობა და მრავალი სხვა სიმბოლო, რომელიც მოცემულია არა მარტო იმ ნივთიერებებში, რომელიც საიდუმლოს აღსრულებისას გამოიყენება, არამედ თვით ღვთისმსახურების აღსრულების ფორმებშიც, ღრმად სიმბოლურია და მათი დარღვევა მათში ჩადებული სწავლების დარღვევის ტოლფასია... ამაოდ როდი ბრძანებს წმ. ბასილი დიდი: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში" (კანონი 91).
ჩემს პოსტში ძალზედ მოკლედ და ნათლად გადმოვეცი კანდლის, სანთლის და საკმევლის მნიშვნელობა. ასევე აღვნიშნე, თუ რა სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული თითოეული მათგანი. თუკი თქვენ იმდენი არ გესმით, რომ შეურაცხმყოფელია ღმერთისთვის ძაღლის ქონის (პარაფინის), კარტოფილის და კიდევ რაღაც რაღაცეებისგან შერეული "სანთლის" (რომელსაც თაფლის ესენციას ან მცირეოდენ თაფლის სანთელს უმატებენ სუნისთვის) დანთება; რომ არ შეიძლება ზეითუნის ზეთის ამოღება საეკლესიო საიდუმლოებებიდან, მაშინ არ ვიცი ღირს თუ არა თქვენთან საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი... და თუ თქვენს მეტყველებასა და აზროვნებაში მთელი თქვენი სასულიერო დასისა და მრევლის შეხედულებები აისახება, მაშინ დავღუპულვართ... და ეს არა მარტო თქვენთვის, ჩვენთვისაც ძლიერი ტრაგედია იქნება...
იცით თუ არა რამდენი კომპონენტისგან შედგება წმიდა მირონი? 33-
ნამდვილად პარადოქსულია, წყალუხვ და ტყეებით დამშვენებულ ქვეყანაში თავგამოდებით იცავენ წყალპკურებას შთაფვლის მაგიერ და ბუნებრივი ნახშირისა და საკმევლის ნაცვლად ჯოჯოხეთის სიმბოლოებს, გოგირდსა და წუმწუბას უკმევენ უფალს და თან დარწმუნებულები არიან, რომ ამას ღმერთი სიხარულით მიიღებს...
კანონისტი -
ძველმართლმადიდებელი: ამაშიც ცდებით. რატომ არ ეკითხებით საკუთარ თავს, ღმერთს რის გამო არ სურდა კაენის მიერ შეწირული მსხვერპლის მიღება? კაენის შური განა მსხვერპლშეწირვის შემდეგ არ წარმოიშვა? განა მის მიერ შეწირული მსხვერპლის უფლისგან უარყოფამ არ წარმოშვა კაენის შური აბელის მიმართ?
და რა შესწირეს ასეთი აბელმა და კაენმა ღმერთს, რომ ერთის ძღვენი შეწყნარებულ იქნა და მეორის მსხვერპლი კი უარყოფილ? ნუთუ ღმერთი სახისმოყვარეა ან უსამართლო? განა უკეთურება არ არის ამგვარი რამ მივაწეროთ ყოვლადმოწყალე უფალს? რაშია აბელისა და კაენის მსხვერპლშეწირვის საიდუმლო?
საიდუმლო იმაშია, რომ ყოველივე შეწირული არა მარტო სიმართლითა და უზაკველად უნდა შეიწიროს ღმრთისა მიმართ, არამედ იყოს ყველაზე უმჯობესი და საუკეთესო ხარისხის...
არა გჯერა? კვლავაც მეტყვი, რომ "კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზი მისი შური იყო და არა პროდუქციის დაბალი ხარისხი"? მაშ, მოდი ბ-
აი, რას ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი:
"და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა" (დაბ. 4:3). იხილე, როგორ ჩადო შემოქმედმა სინდისში შეგნება. მითხარი, ვინ შთააგონა კაენს ეს აზრი (მსხვერპლი შეეწირა ღმრთისთვის)? სხვამ არავინ, თუ არა შეგნებამ, რომელიც ღმერთმა ჩადო ადამიანის სინდისში. "მიართვა"-
"და აბელ მოართუა მან-
მაშ ასე, რას ბრძანებს წერილი? "და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მან-
უფრო გამჭრიახნი თვით წარმოდგენილი საკითხავიდან წვდებიან ნათქვამის აზრს. ხოლო რაკიღა ჩვენ გვმრათებს ზრუნვა ყველაზე საზოგადოდ, -
კაინზე კი აფერი ამდაგვარი არ არის ნათქვამი, არამედ მხოლოდ ის, რომ "მიართვა მან უფალს მსხვერპლი, მიწის ნაყოფი", ანუ საუკეთესო კი არა, ნებისმიერი, რომელიც შეხვდა, ყოველგვარი მონდომებისა და გარჩევის გარეშე.
კვლავაც ვიტყვი და არ დავიღლები: ღმერთი ჩვენს შენაწირს შეიწყნარებს არა იმიტომ, რომ სჭირდება იგი, არამედ იმიტომ, რომ სურს რათა ამ შეწირვით გამოიხატებოდეს ჩვენი მადლიერება მისდამი. ვინც ღმერთს სწირავს და თანაც იმას, რაც მას ეკუთვნის, ვისაც ესმის განსხვავება ღმერთსა და კაცს შორის და ის, თუ რა პატივი დასდო შემოქმედმა ადამიანს,ჯეროვანი იყო, შეძლებისაებრ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და ღმრთისთვის შეეწირა ყველაზე ძვირფასი.
მაშ, იხილე, საყვარელო, ვისაც შეეძლო საკუთარი მოვალეობის შეგნება და არ შეიგნო, სამართლიანად დაისჯება და დაკარგავს თავის ცხოვნებას საკუთარი უდებებით. არც ერთს ჰყავდა მოძღვარი და არც მეორეს -
როდესაც ორივემ შესწირა უფალს, "მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს" -
ცხვრების შეწირვა აქ ძღვნად იწოდება, რადგან შეწირულია ყველაზე საუკეთესო, გამორჩეული, უბიწო და უნაკლო.
ამრიგად, ღმერთმა მოხედა აბელს იმისთვის, რომ მან გულითადი და წმიდა განზრახვით შესწირა უფალს და უფალმაც მოჰხედა მის მიერ შეწირულ ძღვენს არა იმიტომ მხოლოდ, რომ ის იყო წმიდა, არამედ ყოველმხრივ უბიწო და გულწრფელი იყო მისი შენაწირი, რაც იმით გამოხატა აბელმა, რომ შეწირა "ნათავარი", თანაც "რჩეული პირუტყვი", ანუ საუკეთესოსგან საუკეთესო მსხვერპლი.
ამიტომაც, "და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა" (დაბ. 4:4, 5). რადგან აბელმა ჯეროვანი, შინაგანი განწყობითა და გულწრფელობით შესწირა უფალს, ღმერთმაც "მოჰხედა" მის მსხვერპლს, ანუ -
"ხოლო კაენსა და მის მსხვერპლს არ მოჰხედა". დააკვირდი წმიდა წერილის გამოთქმათა სიზუსტეს. სიტყვით: "არ მოჰხედა" აჩვენა შემომწირველის უგულებელყოფა, ხოლო მიწის ნაყოფსაც "ძღვენი" (მსხვერპლი) რომ უწოდა სხვა აზრიც არის ჩადებული.
იხილე, როგორ გვასწავლის წერილი თვით მოვლენებითა და სიტყვებით და შეგვაგონებს, რომ მსხვერპლშეწირვა უფალს ნებავს იმისთვის, რათა ჩვენი შინაგანი განწყობა გამომჟღავნდეს ჩვენსავ საქმეებში და რომ ვუწყოდეთ, ყველანი ვიმყოფებით უფლისა და შემოქმედის განგებულების ქვეშ, რომელმაც არაფრისგან შეგვქმნა და არარაობიდან მოგვიყვანა ყოფიერებად.
როდესაც აბელის შენაწირს "ძღვენს" უწოდებს, ხოლო კაენისას "მსხვერპლს", ღვთაებრივი წერილი გვასწავლის, რომ უფალი ჩვენგან ეძიებს არა პირუტყვთა მორეკვას შესაწირად ან მიწიერ ნაყოფთა მოტანას, არამედ მხოლოდ შინაგან, სულიერ განწყობას. ამიტომაც, ამჯერადაც, განწყობისგან გამომდინარე, ერთის შემოწირულობა მიღებულ იქნა ვითარც "ძღვენი", მეორისა კი ვითარც "მსხვერპლი". ხოლო სიტყვები: "მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა" (დაბ. 5:4-
ამრიგად, "რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა" (ებრ. 11:4), ბრძანებს მოციქული, ანუ მიზეზი იმისა, რომ აბელის ძღვენი უფრო სათნო იყო ღმრთისთვის, ვიდრე კაენის მსხვერპლი იმაშია, რომ კაენმა გარეგნულად გამოხატა თავისი შინაგანი დამოკიდებულება და რწმენა ღმრთის აღთქმათა ჭეშმარიტებისადმი; რომ, როგორც უზენაეს სულს, უფალს უფრო სულიერი თაყვანისცემა ეკუთვნის, ვიდრე გარეგნული. აბელის გარეგნულ ძღვენში კი სწორედ ეს შინაგანი დამოკიდებულება იყო გამოხატული, ვიდრე კაენისაში, რომელმაც აბელისგან განსხვავებით, უბრალოდ აღასრულა რიტუალი, მისი გული და გონება კი შორს იყო ღმრთისგან. მას ეგონა, რომ მისი მოვალეობა ღმრთის წინაშე მდგომარეობდა მხოლოდ რიტუალის შესრულებაში.
ორივე ძმის სულიერი განწყობა მათ მიერ არჩეულ ძღვენს დაეტყო (ისევე როგორც ჩვენს მიერ არჩეულ ძღვენს ეტყობა ჩვენი სულიერი განწყობა ღმრთისადმი). აბელმა, თავისი გულითადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საუკეთესო ძღვენი მიართვა უფალს, რაც გამოიხატა რაოდენობაშიც და ხარისხშიც. რასაც ვერ ვიტყვით კაენზე, რომელმაც ხარისხითაც მდარე ნაყოფი მიართვა უფალს და რაოდენობითაც ბევრი როდი იყო მის მიერ მირთმეული. ღმერთს ესეც ეყოფაო, ფიქრობდა იგი, რატომ უნდა დავკარგო საუკეთესო ნაყოფი თუკი ღმერთი არც ჭამს და არც სვამს? ღმერთი თუ მსხვერპლს ითხოვს განა უმჯობესი არ იქნება საჭმელად მე დამრჩეს უკეთესი, უდარესი კი გამოვიყენო მსხვერპლშეწირვისთვის, რიტუალისთვის? ასე ფიქრობდა კაენი.
ძალზედ წააგავს ეს მსჯელობა იუდას ლაპარაკს ძვირფასი მირონის უაზრო ფლანგვაზე (მათე 26:6-
მაშ ასე, ძმაო, გავეცანით რა ზემოთწარმოდგენილ განმარტებებს, გულისხმავყოთ: ხომ არ ვემსგავსებით კაენს, თუ არ ვეძებთ საუკეთესო ხარისხის ზეთს (ზეითუნისას) საიდუმლოთა აღსასრულებლად, საკმეველსა და სანთელს და ამათგან უფალს შევწირავთ იმას, რაც ხელს მოხვდება, ან სიძუნწის, ან ანგარების ან კიდევ კაენური დაუდევრობის გამო?
მეტსაც გეტყვით, კაენს ემსგავსება ისიც, ვინც ტაძრის ყულაბაში აგდებს უვარგის მონეტას, ვარგისს კი თავისთვის იტოვებს; ვინც დაბალი ხარისხის ფქვილს სწირავს ეკლესიას (პროსფორის გამოსაცხობად), საუკეთესო კი სახლში მიაქვს; ვინც დაბალი ხარისხის სანთელს, ზეთსა და საკმეველს სწირავს უფალს, კარგი ხარისხისას კი სახლში ანთებს... განა შესაწირავის ხარისხით არ იმხილება ამგვარი "მორწმუნის" შინაგანი განწყობა უფლისადმი?
როდესაც ახლობელთან მივდივართ წვეულებაზე და საჩუქრებს ვარჩევთ, განა არ გვამცნებს ჩვენი სინდისი როგორი საჩუქარი ავარჩიოთ ახლობლისადმი კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოსახატავად? და თუ ერთ ახლობელს საუკეთესო საჩუქარს მივართმევთ, მეორეს კი მდარე ხარისხის საჩუქრით "გავისტუმრებთ", განა არ გამოჩნდება ვის უფრო მეტი პატივი მივაგეთ, პირველს თუ მეორეს? ასეა აქაც, ბ-
მაშ, ვინ ყოფილან ჩვენში აბელური და კაენური მსხვერპლის შემწირველნი: ძველმართლმადიდებლები, რომლებიც საქართველოს უღრან ტყეებში დაეძებენ და აგროვებენ კეთილსურნელოვან საკმეველს; იყენებენ მხოლოდ სუფთა თაფლის სანთელს; უარყოფენ ტექნიკურ ზეთს და კანდლებში მხოლოდ მცენარეულს იყენებენ, ხოლო საეკლესიო საიდუმლოებებში განუწყვეტლივ იყენებენ ქრისტეს მადლის სიმბოლოს ზეითუნის ზეთს, თუ თქვენ, ახალმოწესე ნიკონიანელები, რომლებიც კაენივით ფიქრობთ, რომ არაფერი დაშავდება ღმერთს თუ შეწირავთ პარაფინის სანთელს, კანდელში ჩაასხამთ ნავთობპროდუქტებს, საკმევლად გამოიყენებთ პარფიურმერიულ ნაწარმს და ნახშირად კი გოგირდს აუნთებთ?
რომელია აქედან კაენური მსხვერპლი? ვინ არის ჩვენს შორის კაენური მსხვერპლის შემწირველი?
სანამ მიპასუხებ, კარგად დაფიქრდი!
"მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, ამპარტავებისაგან და მედიდურობისგან თავისუფალი".
პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.
კანონისტი -
პირველივე შეცდომა. ვინ გითხრათ, რომ შეიძლება პარალელი გაივლოს ზიარების საიდუმლოთა საიდუმლოსა და კანდელის ზეთის მცენარეულობას შორის? თუ გგონიათ, რომ მოციქულთა და მსოფლიო კრებების 3 კანონი რომ ეძღვნება საწირავ ღვინოსა თუ ნივთიერებებს, კანდელზე ვერაფერ კანონს ვერ მიიღებდნენ?
სწორედ ამაშია თქვენი შეცდომა, რომ დოგმატს, კანონსა და ტრადიციას ურევთ. იმაზე, რაზეც ეკლესიამ თქვა, რომ არის ტრადიცია, ნუ ამბობთ, რომ ან კანონია ან დოგმატი. საწირავი ნივთიერებები -
ნამდვილად მომწონს და მივესალმები თქვენ პატრიოტიზმსა და თავდადებას, რომ გსურთ როგორც იტყვიან ტყე-
ერთ მაგალითს გეტყვით. მე სამსახური მაქვს, საოფისე ტიპის და ცხადია, ვერ დავიწყებ საკმევლის შეგროვებას, რადგამ ოჯახის რჩენის ვალს, რაც უფლისგან მაკისრია, ვერ შევასრულებ. ვაკეთებ ჩემ საქმეს, რაც უფლის დიდებაა ისევ, რამეთუ ქრისტიანი "ყოველსა შინა ადიდებს უფალს". მე ჩემი ხელფასი უნდა შევწირო ეკლესიას. ეხლა მითხარით, რა უფრო დიდი შესაწირია ჩემგან, 50 თეთრიანი ქართული საკმევლის შეწირვა, თუ 2 ლარიანი ბერძნული საკმევლის შეწირვა? ამიტომ გითხარით თავიდანვე -
იხარეთ ქრისტეს მიერ.
P.S. გთხოვთ, ჩემ კანონისტობას ბრჭყალებში ნუ ჩასვამთ, რადგან იძულებული ვიქნები ადეკვატურადვე თქვენი საერთოდ მართლმადიდებლობა ჩავსვა ბრჭყალებში... ეს ისე, თხოვნის სახით.
ძველმართლმადიდებელი -
ჩემი პასუხი თავიდანვე მინდა ამ შენიშვნით დავიწყო. მე თქვენი ნიკი ბრჭყალებში იმიტომ კი არ ჩავსვი, რომ რაიმე შეფარვით მიმენიშნებინა ან თქვენი დაკნინება განმეზრახა, არამედ იმიტომ, რომ ნიკია და როგორც ასეთი ბრჭყალებში ჩავსვი. კერძო სახელთან რომ მქონოდა საქმე მაშინ, ცხადია, ასე არ მოვიქცეოდი, თუმცა პრობლემა არ არის უბრჭყალებოდაც თქვენი ნიკის მოხსენიება. გაუგებრობას რომ თავი ავარიდო ვითვალისწინებ თქვენს შენიშვნას და ამიერიდან ეს სახელი ბრჭყალებში აღარ ჩაისმება.
(ციტატა) (კანონისტი): "პირველივე შეცდომა. ვინ გითხრათ, რომ შეიძლება პარალელი გაივლოს ზიარების საიდუმლოთა საიდუმლოსა და კანდელის ზეთის მცენარეულობას შორის? თუ გგონიათ, რომ მოციქულთა და მსოფლიო კრებების 3 კანონი რომ ეძღვნება საწირავ ღვინოსა თუ ნივთიერებებს, კანდელზე ვერაფერ კანონს ვერ მიიღებდნენ?"
პარალელი გავლებული იყო არა ზიარების საიდუმლოსა და კანდელის ზეთს შორის, არამედ "მსხვერპლის მაკონტროლებელ უფლებაზე". სწორედ ამ კუთხით იყო დამოწმებული ეს შედარება. ამიტომ, ვფიქრობ თქვენი მჯელობა უფრო გაუგებრობიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ღმრთისთვის შესაწირ ზეთს, მასზე ლაპარაკია წმიდა წერილში (ძველ აღთქმაში) და დაცულია გადმოცემის სახით მართლმადიდებლურ ეკლესიაში. რადგან ზეთისხილის ზეთი იყო და დარჩა ქრისტეს მადლის, ქრისტეს წყალობის სიმბოლოდ, მას იყენებენ სწორედ საეკლესიო საიდუმლოებებში.
სხვათა შორის რუსულად ამ ზეთს უწოდებენ "Елей", რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ღვთის წყალობას ნიშნავს. ზეთისხილი ფიგურირებს წარღვნის დასრულების და მყარის გამოჩენის სამახარობლო სიმბოლოდ; და ზეთისხილივე ფიგურირებს ქრისტეს ჯვარცმის დროს, რომლისგან გამოკვეთილი დაფა დააკრა პილატემ მაცხოვრის ჯვარს, მაცხოვრის თავს ზემოთ ცნობილი წარწერით. ამიტომაც, საეკლესიო გადმოცემით, ზეთისხილის ზეთი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორც სიმბოლო, დაკავშირებული ღვთის წყალობასთან.
(ციტატა) (კანონისტი): "სწორედ ამაშია თქვენი შეცდომა, რომ დოგმატს, კანონსა და ტრადიციას ურევთ. იმაზე, რაზეც ეკლესიამ თქვა, რომ არის ტრადიცია, ნუ ამბობთ, რომ ან კანონია ან დოგმატი. საწირავი ნივთიერებები -
ძველმართლმადიდებელი -
წმიდა მამათა თქმით, იქ სადაც არ არის დაწერილი კანონი, კანონის ძალა აქვს დაუწერელ გადმოცემას. რადგან, ეკლესიაში ყოველივე როდია კანონების სახით ჩაწერილი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თვით წმიდა წერილიც კი გადმოცემაზე უგვიანესია, და იქაც ყოველივე როდი ჩაიწერა. მოგვიანებით, მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქაში, ამ გადმოცემებიდანაც მრავალი რამ დაკანონდა, საჭიროებისდა მიხედვით, მრავალი რამ კი ისევ გადმოცემად დარჩა, რომელსაც ეკლესია დღემდე იცავს...
წმ. ეპიფანე კვიპრელი ამბობს, რომ "უნდა გადმოცემასაც მივსდიოთ, რამეთუ შეუძლებელია მხოლოდ წმ. წერილში ვპოვოთ ყოველივე. წმ. მოციქულებმა ზოგი რამ წერილში დატოვეს, ზოგი -
წმ. გადმოცემის დიდმნიშვნელოვნებას წმ. მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განწესებანი ცხადყოფენ. ეს კრებები თავიანთ კანონებს ადგენდნენ მათივე თქმით, "ვითარცა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა და წმ. მამათა გადმოცემების მიმდევარნი. ამიტომაც ძალზე ბევრ კანონს ისინი შემდეგნაირად გამოხატავენ: "დავიმარხოთ ძველი წეს-
საეკლესიო კანონი -
მექვსე მსოფლიო კრება. საქმენი: "ანათემა მას, ვინც დაარღვევს საღვთო დაწერილ თუ დაუწერელ გადმოცემას".
დოგმატი ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმ. მამისა: "ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად დადგენილ საეკლესიო გადმოცემებს -
მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმენი: "რომელმაც უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას".
მეშვიდე მსოფლიო კრება, კანონი 7: "წმიდა ადათ-
წმ. ბასილი დიდი († 379):"თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში".
"ჯერ-
"ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონები 87 და 91).
ნეტარი ავგუსტინე (430 წ.): "ყოველივე, რასაც პყრობს ეკლესია და რასაც პყრობდა კრებათა დადგენილებების გარეშე, მოციქულთაგან მიგვიღია".
ტერტულიანე (II ს.): "თუკი რომელიმე კანონი წერილობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ მაინც ყველგან გვხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის განმტკიცებულია წესჩვეულებით, რომელიც საღმრთო გადმოცემაზე არის დაფუძნებული. ხოლო თუკი იტყვიან, გადმოცემასაც სჭირდება რაიმე წერილობითი მოწმობაო, მაშინ ჩვენი მხრივ მივუთითებთ ისეთ განწესებებზე, რომლებიც დაცულია ყოველგვარი წერილობითი წყაროს გარეშე, მხოლოდ გადმოცემისა და წეს-
მეთოდე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი (846 წ.): წმ. მეთოდე განდგომილებს უწოდებს იმათაც, ვისაც სიახლე შემოაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს. ასეთ განდგომილთა მობრუნება ეკლესიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვიან თავის ცდომილებებზე და საკუთარ ცოდვებს ეპითიმიით მოინანიებენ (ახალი სჯულის ფიცარი. 17, 4, 5).
"პიდალიონი" (ბერძნული სჯულის კანონი): "სადაც არ არის განწესება ან დაწერილი კანონი, განწესებისა და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-
ამიტომაც, ნუ ვიტყვით იმას, მართლმადიდებლები, რომ რადგან არ არსებობს კანონი რომელიღაც გადმოცემაზე, ის უმნიშვნელოა და გადასაგდები, ან აბუჩად ასაგდები და შესაცვლელი... თუ გადმოცემათა შინაარსს ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ მათში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი სიმბოლოებია ჩადებული. გარდა ამისა, ეს გადმოცემები ძალზედ ამშვენებენ ეკლესიის ცხოვრებას, ლიტურგიკას და ა. შ. მაგალითად, ჩვენთან, ძველმართლმადიდებლებთან, მრავალი ძალზედ მშვენიერი და მოსაწონი უძველესი ტრადიციაა დაცული, მათ დოგმის მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ვიკითხავ -
მაგალითისთვის ავიღებ ერთ ჩვეულებას: ჩვენთან, ლიტურგიის ბოლოს, ყოველთვის, ზიარების შემდეგ, მორწმუნეებს ასმევენ წყალგარეულ ღვინოს. ტრადიცია ძალზედ ძველია და დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მითხრა საიდან მოდიოდა ან რას ნიშნავდა ეს. ასეთ შემთხვევაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ამგვარ ჩვეულებებს, როდესაც სიძველის გამო მისი ჭეშმარიტი დანიშნულება და არსი მივიწყებულია, მაგრამ ტრადიცია მაინც დაცულია, საკუთარი გულისხმისაებრ განმარტავენ და ყოფით მნიშვნელობას ანიჭებენ. აქაც ასე მოხდა და მითხრეს, რომ წყალგარეული ღვინოს დაყოლება ზიარებაზე თითქოსდა იმიტომ იყო საჭირო, რომ ზიარების ნაწილები ადამიანს პირის ღრუში, ან კბილებში არ ჩარჩეს და შემთხვევით არ გადააფურთხოს. სიმართლე გითხრათ, ლოგიკურია და მოსაწონი ამგვარი ზრუნვაც, მაგრამ, მოგვიანებით, ამ ჩვეულების დასტური წმ. კლიმენტი ალექსანდრიელის "პედაგოგში" ვიპოვე (თუმცა იქ, როგორც მახსოვს, ლაპარაკია მარტო წყალზე, ან წყალსა და თაფლზე). იქაც ნათქვამია, რომ ზიარების შემდეგ, მორწმუნეებს წყალს ასმევდნენ. წყალი კი, ამ შემთხვევაში არის იმ წყაროს სიმბოლო, რომელზეც მაცხოვარმა თქვა: "ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში" (იოანე 4:14). რადგან, ერთის მხრივ, თქვენთვის ძნელი არ იქნება უფლის უწმიდეს ხორცთან და სისხლთან ამ სიტყვების დაკავშირება, და მეორეს მხრივ, მისი დაკავშირება წყალთან, როგორც ქრისტეს სიმბოლოსთან, გასაგები გახდება რატომ ასმევენ წყალს მორწმუნეებს ზიარების შემდეგ.
უამრავი სიმბოლოა მიცვალებულის დაკრძალვაში: წყალი, თაფლი, ხორბალი, ღვინო, სანთელი და ა. შ. ყველაფერს ხომ თავისი მნიშვნელობა აქვს და წარმოვიდგინოთ რა იქნებოდა მართლმადიდებლური დაკრძალვის წესი ყველა ეს სიმბოლო ან დამახინჯებულიყო ან გაუქმებულიყო...
ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ არ არის არავითარი ფანატიზმი ძველმორწმუნეთა მხრიდან ძველი ტრადიციების დაცვა. მითუმეტეს, რომ "მეშვიდე მსოფლიო კრება თავის მეშვიდე კანონში ბრძანებს, რათა, ყველაფერი რაც ეკლესიაში იქნა უგულვებელყოფილი, აღსდგეს და ძალაში შევიდეს, დაწერილი და დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად; სხვაგვარად კი განიკვეთოს ყველა, ვინც საეკლესიო გადმოცემას დაარღვევს" (იხ. სინტაგმა. 11, 374)".
(ციტატა) (კანონისტი): "ნამდვილად მომწონს და მივესალმები თქვენ პატრიოტიზმსა და თავდადებას, რომ გსურთ როგორც იტყვიან ტყე-
ერთ მაგალითს გეტყვით. მე სამსახური მაქვს, საოფისე ტიპის და ცხადია, ვერ დავიწყებ საკმევლის შეგროვებას, რადგან ოჯახის რჩენის ვალს, რაც უფლისგან მაკისრია, ვერ შევასრულებ. ვაკეთებ ჩემ საქმეს, რაც უფლის დიდებაა ისევ, რამეთუ ქრისტიანი "ყოველსა შინა ადიდებს უფალს". მე ჩემი ხელფასი უნდა შევწირო ეკლესიას. ეხლა მითხარით, რა უფრო დიდი შესაწირია ჩემგან, 50 თეთრიანი ქართული საკმევლის შეწირვა, თუ 2 ლარიანი ბერძნული საკმევლის შეწირვა? ამიტომ გითხარით თავიდანვე -
ძველმართლმადიდებელი: იცით, საქმე იმდენად ბერძნულ საკმეველში არ არის, რამდენადაც ჩვენ დამოკიდებულებაში სანთელ-
ამიტომაც, როდესაც თქვენ, გამომდინარე თქვენი გულიდან, ძვირიან, 2 ლარიან საკმეველს სწირავთ, რადგან ფიქრობთ რომ ის უკეთესია 50 თეთრიან ქართულ საკმეველზე, უფლის წინაშე არ განიკითხებით, რადგან მამათა თქმით, ადამიანი თავისი განზრახვის მიხედვით განიკითხება. მაგრამ, თუ დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ ეს ქართული 50 თეთრიანი საკმეველი, თავისი სურნელებითა და ბუნებრივობით ბერძნულზე უკეთესია, ცხადია, უფრო მოაწონებთ თავს უფალს, ვინაიდან, აღმოჩნდებით საუკეთესოს შემწირველი.
მისასალმებელია და სასიამოვნო, თქვენი მღვდლები საეკლესიო საიდუმლოს შესრულებისას მხოლოდ ზეთისხილის ზეთს რომ იყენებენ. დიდება ღმერთს! სხვა საკითხებშიც რომ იქნებოდეს წინსვლა, ეს ჩვენი ქვეყნის ბედსაც ძლიერ დაეტყობა.
(ციტატა) (კანონისტი): იხარეთ ქრისტეს მიერ.
ძველმართლმადიდებელი: თქვენც იხარეთ.
ამის შემდეგ დავა აღარ გაგრძელებულა