Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
სიტყვა ქრისტეს ეკლესიის შესახებ
"საუკუნითგან დაფარული ეს უდიდესი საიდუმლო უკანასკნელ ჟამს გამოეცხადა კაცთა მოდგმას, თუმც ძველთაგანვე საღმრთო სულის მადლით განბრძნობილ მრავალ წინასწარმეტყველთა და მართალთაგან იყო ნაუწყები, -
"ანგელოზთა ძალთაგან ის ანგელოზი, რომელიც ამქვეყნად განწესებულთა მეთვალყურედ იყო დადგენილი და ღმერთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა დავალებული თავდაპირველად სიკეთისთვის შეიქმნა და კეთილი იყო, მაგრამ ვერ დაიტია ის ნათელი და პატივი, შემოქმედმა რომ მიანიჭა და თავისი ნების–მიერი მოქმედებით გარემიიქცა იმისგან, რაც ბუნების თანხმიერია და იმად იცვალა, რაც ბუნების საწინააღმდეგოა; ანუ ეშმაკი ღმრთისა და თავისი შემოქმედის მიმართ ამპარტავნობით აღივსო, წინაღუდგა მას და გახდა პირველი, ვინც სიკეთეს განეშორა, რის გამოც ბოროტებას ეწია" (წმინდა იოანე დამასკელი, "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი I, თ. 3). ამიტომაც დაკარგა მან თავისი ხარისხი და პატივი და ჩამომხობილ იქნა ციდან მისი მომხრე ანგელოზებითურთ, რომელთაც ეწოდებათ დემონები.
ამის შემდეგ შემოქმედმა ინება, შეექმნა ერთგვარი მეორე ანგელოზი, ღვთის თაყვანისმცემელი, დედამიწაზე არსებული ყოველგვარი ქმნილების მეუფე და ზედამხედველი. მტვრისგან შეუქმნა სხეული, სიცოცხლის სუნთქვა კი თვითონვე შთაჰბერა, მიანიჭა თავისუფალი ნება და დაასახლა სამოთხეში. ცეცხლი არ წვავდა მას, წყალში არ იძირებოდა და ცხოველნი არ აყენებდნენ ვნებას.
დაამშვენა რა ყოველგვარი სათნოებით, ყოველი ხილული ქმნილების მეუფედ დააყენა იგი. მისგანვე შექმნა დედაკაცი, მისი თანაშემწე და მისცა მათ სჯული, თუ რომელი ხისგან ეჭმეოდათ და რომლის ნაყოფი იყო აკრძალული, რამეთუ ჯეროვანი იყო, ადამიანები დასაბამითგან მცნებათა დაცვაში გამოცდილიყვნენ. თუკი ადამიანი დაიცავს მცნებებს უცვალებლად დაემკვიდრება სამოთხეში, შეიმოსება უხრწნილებით, უკვდავებით, უცვალებელი სიმტკიცით და განდგომილი ანგელოზის ადგილს დაიკავებს ზეციურ სამყაროში.
ეშმაკს შეშურდა ღმრთის მიერ აღზევებული ადამიანისა და გველის მეშვეობით აცდუნა ჯერ დედაკაცი, დედაკაცის მიერ კი – ადამი. და დაარღვიეს პირველქმნილმა ადამიანებმა მათთვის მიცემული მცნება, გონება განაშორეს თავიანთ შემოქმედს და უსმინეს ეშმაკს, რომლის შთაგონებით გასინჯეს აკრძალული ხის ნაყოფი და ისურვეს ყოფილიყვნენ როგორც ღმერთი. ამიტომაც განდევნილ იქნენ სამოთხიდან, ღმრთის სიახლოვისგან და მიეცნენ სიკვდილს.
სწორედ ამ დროიდან ეშმაკმა უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა კაცთა მოდგმაზე.. გამრავლებისდა კვალად, ეშმაკი ბოროტებას ასწავლიდა ადამიანებს და მათაც, საკუთარი ვნებებით დატყვევებულებმა, დაივიწყეს ღმერთი.
ადამიანებში გავრცელდა მკვლელობა, მრუშობა, ჯადოქრობა და ათასგვარი ეშმაკობანი. ამ ბოროტების ამოსაძირკვად ღმერთმა კაცობრიობას მოუვლინა წარღვნა, მაგრამ წარღვნის შემდეგ, როდესაც კაცთა მოდგმა კვლავ გამრავლდა, ადამიანებმა ისევ მიივიწყეს ღმერთი, ქმნეს კერპები და ბილწ და უკეთურ "ღვთაებებს" (დემონებს) სცეს თაყვანი, რომელთაგან ერთნი იყვნენ "ღმერთნი" მრუშობისა, ხოლო სხვანი – ძალადობისა და ათასგვარი სისაძაგლისა; გამოჩნდნენ ჯადოქრები და გრძნეულები, მჩხიბავები და თილისმისმკეთებელნი.
თავიანთი "ღმერთების" მიბაძვით ადამიანები უსირცხვილოდ ეძლეოდნენ ყოველგვარ ვნებას და მათით იბილწებოდნენ; მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ის იყო, რომ ისინი ამ კერპებს, მათ მიერ გაღმერთებულ დემონებს, მსხვერპლად სწირავდნენ საკუთარ შვილებს, ვაჟებსა და ასულებს. საშინელი უკუნი და სიკვდილი მძვინვარებდა კაცთა მოდგმაზე, რამეთუ დამონებულნი იყვნენ ეშმაკს და ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩადიოდნენ ყველანი.
მაგრამ ჩვენმა შემოქმედმა არ უგულებელყო ასეთ სიბრმავესა და განსაცდელში შთავარდნილი კაცთა მოდგმა და მისი საბოლოო წარწყმედა არ დაუშვა, არამედ მოგვცა რჯული, მოავლინა წინასწარმეტყველნი და ხსნის გზაზე მიგვანიშნა, თუმცა კაცთა მოდგმის ამოყვანა ცოდვისა და ვნების ამ უფსკრულიდან მათ არ შეეძლოთ, რადგან თავადაც (თუმც, მეტ-
ადამიანის მაცდუნებელი მზაკვარი ეშმაკი ხედავდა, როგორ გაუყვა ღმრთის ქმნილება ვნების გზას. სიკვდილი მეუფებდა ადამიდან მოსემდე, ანუ მოსეს სჯულის შეწყვეტამდე ადამიანები სცოდავდნენ ძალდატანებით, ცოდვის მოსურვების გარეშეც, მოციქულის სიტყვისამებრ: "მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა" (რომ. 7:10).
წუხდა ღმერთი, კაცთა შემოქმედი. მას არ სურდა, ძალდატანებით გამოეტაცა კაცთა მოდგმა ეშმაკის ხელიდან, რამეთუ ღმერთი სამართლიანია და თავისი სამართლიანი მსჯავრით ადგენს სამართალს, უსამართლოებს კი სჯის. ამიტომაც, მას არ შეეძლო დაეშვა უსამართლოება და ძალდატანებით გამოეტაცა ეშმაკისთვის ადამიანი, რომელიც მას საკუთარი ნებით ემონა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი იქნებოდა უსამართლობისა და ცოდვის მოქმედი, რაც შეუძლებელია, რამეთუ ღმერთი სამართლიანია და უცოდველი.
ღმერთს ეშმაკთან მიმართებაშიც კი არ სურს იყოს უსამართლო. მას თავისი ყოვლისშემძლეობის ძალით რომ დაემარცხებინა ეშმაკი, ეს უკანასკნელი იტყოდა: "მე უსამართლო ვარ, მაგრამ ასეთია ღმერთიც, რამეთუ ის ყოველივეს იძულებითა და ძალდატანებით აკეთებს; მე გავიმარჯვე ადამიანზე, ღმერთმა კი (ძალდატანებით) იმარჯვა ჩემზე და ადამიანი უსამართლოდ წამართვა" და მართალიც იქნებოდა. მაგრამ უფალმა არ მისცა ეშმაკს ამის თქმის შესაძლებლობა და თავისი გამოუთქმელი და მიუწვდომელი განგებულებით ინება ეშმაკის დასამარცხებლად სამართლიანი ძლევამოსილება მიენიჭებინა კაცობრიობისთვის " (Просветитель, Слово 4).
"რა ხდება? კაცთა მოდგმა საჭიროებდა უმეტეს შეწევნას, ვიდრე ეს იყო წინასწარმეტყველთა ქადაგება და მხილება და მიიღო კიდეც: თავად სიტყვა ღმრთისა, უფალი იესუ ქრისტე, რომელიც არის მამის თანაარსი, ნათელი ნათელისგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი ცხოვნებისთვის გარდამოხდა ციდან და სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცდა. მაშ ასე, ძე ღვთისა და სიტყვა ღვთისა, წყარო სიცოცხლისა, თავად განკაცდა და ყოველმხრივ გვემსგავსა ჩვენ, გარდა ცოდვისა (იქვე).
ქრისტე იშვა ბეთლემში. მისი დაბადება ანგელოზის მიერ პირველად ბეთლემელ მწყემსებს ეუწყათ, ხოლო შემდეგ -
ეშმაკი საგონებელში ჩავარდა, რამეთუ ხედავდა მას, როგორც ხორცშესხულს, როგორც კაცს, მაგრამ ღმერთივით სასწაულმოქმედს; უფალმა იესუ ქრისტემ თავისი გამოუთქმელი განგებეულებით დაფარა თავისი ღმერთობა, რადგან არ სურდა ეშმაკი გაქცეოდა მას, არამედ ენება, რომ მასაც თავს დასხმოდა ისე, როგორც ესხმოდა ეშმაკი სხვა ადამიანებს.
როდესაც ეშმაკმა იხილა, როგორ მოძღვრავდა იესუ ცოდვილთ, განაყენებდა მათ ბოროტი გზიდან და სათნოებათა გზაზე აკვალიანებდა, რომელსაც მარადიულ ცხოვნებასთან მიჰყავს ადამიანი, თავს დაესხა ქრისტეს, როგორც ჩვეულებრივ კაცს, სხვა კაცთაგან არაფრით განსხვავებულს. სწორედ ეშმაკმა ასწავლა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, როგორ უნდა მოეკლათ იესუ.
ქრისტე უდანაშაულოდ გააკრეს ჯვარზე და მოკლეს. თავისი განკაცებით მან ისე დაფარა ღმრთეება, როგორც ანკესზე წამოგებული სატყუარა ფარავს ანკესს. ამიტომაც, როდესაც ეშმაკმა და სიკვდილმა შთაიყვანეს იგი ჯოჯოხეთს და ეგონათ რომ შთანთქავდნენ მის სულს ისევე, როგორც აქამდე ჩვეულებრივ მოკვდავთა სულებს ნთქავდნენ, უეცრად, მისი ღმრთაებრივი ძალმოსილებით განიგმირნენ! აი, მაშინ აჩვენა იესუმ თავისი ღმრთეება და საშინელი განაჩენი მეხივით დაატეხა მათ თავზე: "მე ვარ მარადიული ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისგან ჭეშმარიტისა, რომელიც გარდამოვხედ ზეცით და განვკაცდი. მიმითითეთ ჩემი ის ცოდვა, რისთვისაც მომკალით და საგეჰენიოდ გამასამართლეთ!" შეძრწუნებულნი ეშმაკნი ვერაფერს პასუხობდნენ.
ამრიგად, ქრისტემ თავისი ღვთაებრივი დიდებით დაამხო სიკვდილი და ეშმაკი, ჩააგდო ისინი ტარტაროზში და შეკრა თავის მეორედ მოსვლამდე. აღადგინა ადამი, ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა მართალთა სულები, აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს, ამაღლდა ზეცად მეორმოცე დღეს, სული წმიდა გარდამოუვლინა თავის მოწაფეებსა და მოციქულებს, რომლებმაც ქრისტეს ნათლით განანათლეს მთელი დედამიწა და ბნელში მყოფი კაცობრიობა ჭეშმარიტ ღვთისშემეცნებასა და ნათელს აზიარეს.
განკაცებული მაცხოვრისა და უფლის, იესუ ქრისტეს მადლით, მზის აღმოსავალიდან დასავლამდე ცხონდებოდნენ და დღემდე ცხონდებიან ადამიანები. ქრისტემ თავისი გამოუთქმელი სიბრძნით დაამარცხა ეშმაკი. როგორც მეთევზეები წამოაგებენ ხოლმე ანკესზე ჭიაყელა–სატყუარას, რათა დაიჭირონ სიღრმეში ჩამალული თევზი, ასევე ქრისტემაც, შეიმოსა რა კაცობრივი ბუნება, კეთილგონივრული ხერხით დაიჭირა მზაკვარი გველი. ასე დაიხსნა მან კაცთა მოდგმა ეშმაკისა და მისი მძლავრებისგან“ (преп. Иосиф Волоцкий, Просветитель, Слово 4).
იმის შემდეგ, რაც უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ ცოდვის წყვისა და სიკვდილის მეუფებისგან გამოიხსნა კაცთა მოდგმა და განუხვნა მას ზეცის კარები, დააფუძნა თავისი ერთი, წმიდა და საყოველთაო ეკლესია და ამცნო მას, მის მეორედ მოსვლამდე ცხოვნებად მიეყვანა ყველა დროის ყოველი ადამიანი. მიჰფინა ამ ეკლესიას სული წმიდის მადლი და უთხრა მოციქულებს: "ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე" (იოანე 14:16).
ამ ეკლესიის მოწყობა და მთელ დედამიწაზე მისი გავრცელება მაცხოვარმა დაავალა თავის მოციქულებს, რომელთაც დაუწესა მღვდელმთავრობა და საეკლესიო საიდუმლოებანი, ხოლო თავისი მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოუვლინა სული წმიდა. ეკლესიის თავი არის თვით ქრისტე. რითაც მან შეაერთა მიწიერი (მებრძოლი) ეკლესია ზეციერთან (მედღესასწაულესთან), რომელშიაც მკვიდრობენ ანგელოზნი და ამქვეყნიდან ზეციურ საცხოვრისში გადასული მართალნი, რომელნიც განუწყვეტელ ურთიერთობაში იმყოფებიან უფალ იესუ ქრისტესთან, მამა ღმერთთან და სული წმიდასთან.
მიწიერი (მებრძოლი) ეკლესია საეკლესიო საიდუმლოებებით იკურთხება და განიწმინდება მისი თავის, იესუ ქრისტეს, მიერ. ეკლესია არის ქრისტეს სხეული და არ არსებობს სხვა ეკლესია მის გარდა, რომლის მიერაც სულის ცხოვნება იყოს შესაძლებელი, რამეთუ ყველას აცხოვნებს ეკლესიის თავი იესუ ქრისტე.
წმინდა მოციქულები ეკლესიის განვრცობის საქმეში აკეთებდნენ იმას, რაც ამცნო და ასწავლა მათ ქრისტემ. ამისთვის თავიდანვე სიტყვიერად განუმარტავდნენ მორწმუნეებს ძველი აღთქმის წმინდა წერილს, მაცხოვრის სახარებისეულ სწავლებას. სული წმიდის შთაგონებით, მათ ეს სწავლება წერილობითაც წარადგინეს, რომელთაგანაც შემდეგ ახალი აღთქმის წმინდა წერილი ჩამოყალიბდა.
წმინდა მოციქულებმა სულის ცხოვნების მოსურნე ყველა მორწმუნე ადამიანს ამცნეს, განუხრელად მიჰყოლოდნენ წმინდა წერილს და ერწმუნათ მისი. სარწმუნოების საქმეებში ეხელმძღვანელათ საღმრთო რჯულით, რომელსაც ასევე მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილი. ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით, საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად მოციქულებმა შეადგინეს განსაკუთრებული სახელმძღვანელო განწესებანი, რომლებიც სრულიად თანხმიერნი არიან წმინდა წერილისა.
წმინდა წერილთან და ამ განწესებებთან ერთად, ქრისტეანის სარწმუნოებრივი ცხოვრების წარმართვისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საღმრთო გამოცხადების სხვა წყაროსაც, რომელსაც ეწოდება საღმრთო გადმოცემა; ქრისტეანები უძველესი დროიდანვე მკაცრად იცავდნენ ქრისტეს მცნებებს და მოციქულთა განაწესებს და არავითარ სიახლეს არ ამკვიდრებდნენ მათში.
ურწმუნო ებრაელთა და წარმართთა მხრიდან უსასტიკესი დევნის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც თვით ქრისტეანთა შორის გაჩნდნენ ერეტიკოსები, რომლებმაც დაიწყეს ქრისტეანული სარწმუნოების დოგმატებისა და სახარებისეული ზნეობრივი ნორმების შერყვნა, ქრისტეს ჭეშმარიტმა და ერთგულმა მიმდევრებმა მოიწვიეს მსოფლიო საეკლესიო კრებები და მათით განემტკიცეს ქრისტეს სარწმუნოება და უბიწოდ, შეურყვნელად და უცვალებლად დაიცვეს იგი.
მსოფლიო (და ადგილობრივი) კრებების მეშვეობით, ერთგულმა ქრისტეანებმა, ქრისტეს მებრძოლი ეკლესიისა და მისი ჭეშმარიტი შვილების სარწმუნოებრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად, ისეთი წეს-
ამავე დროს, ქრისტეს ერთგულ შვილთა შორის ჩნდებოდნენ ღმრთითსათნო მამები და მოძღვარნი, რომლებიც თავიანთ თხზულებებსა და ჰომილებში ცდილობდნენ, ყოველმხრივ განემარტათ ქრისტეანული სარწმუნეობის დოგმატები და მაცხოვრის სახარებისეული სწავლების ზნეობრივი ჭეშმარიტებანი.
ეკლესიისა და მისი ერთგული შვილებისთვის შედგენილი განწესებები სრულიად თანხმიერია მაცხოვრის მცნებებისა და მის წმიდა მოციქულთა განმარტებებისა. წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა თხზულებები და განწესებები განიხილებოდა მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე და ისინი, რომლებიც ნამდვილად მაცხოვრის მცნებებისა და მოციქულთა განმარტებების თანხმიერი იყო, სახელმძღვანელოდ იქნა მიჩნეული როგორც მთლიანად ეკლესიის, ასევე მისი ცალკეული წევრებისთვის.
ეკლესია ცნობს 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას:
პირველი მსოფლიო კრება ჩატარდა ქ. ნიკეაში 325 წ. ამ კრებაზე ჩამოყალიბდა სარწმუნოების სიმბოლოს პირველი შვიდი წევრი, დაიგმო არიოზის მწვალებლობა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ძე ღმერთის შესახებ და დადგენილ იქნა 20 განწესება საეკლესიო დისციპლინის განსამტკიცებლად.
მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება იყო ქ. კონსტანტინეპოლში 381 წ. კრებამ განსაზღვრა სარწმუნოების სიმბოლოს კიდევ ხუთი წევრი და დაგმო მაკედონიუსის სული წმიდის საწინააღმდეგო ერესი და ეპისკოპოსთა უფლება -
მესამე მსოფლიო კრება შედგა ეფესოში 431 წ. მან ეკლესიის ყველა წევრისთვის სავალდებულოდ მიიჩნია სარწმუნოების სიმბოლო ("მრწამსი"), ყოველგვარი შემატებისა და შემოკლების გარეშე, რომელიც შედგება 12 წევრისგან და ჩამოყალიბებული იყო პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე. ამ კრებამ დაგმო, აგრეთვე, ნესტორის სწავლება, მიიღო 8 განწესება და ერთი ეპისტოლე პანფილიის ადგილობრივი ეკლესიის კრებისადმი.
მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ჩარატდა ქ. ქალკედონში 451 წ. მან დაგმო ევტიქის მონოფიზიტური მწვალებლობა, რომლის მიხედვითაც ღვთაებრივმა ბუნებამ ქრისტეში თითქოსდა შთანთქა კაცობრივი ბუნება. კრებამ მიიღო 30 კანონი.
მეხუთე მსოფლიო კრება მოწვეულ იქნა კონსტანტინეპოლში 553 წელს. მან დაამტკიცა მეოთხე მსოფლიო კრების დადგენილებანი და დაგმო ერეტიკოს ნესტორის სამი მიმდევარი.
მეექვსე მსოფლიო კრება, რომელიც ტრულის საეკლესიო კრებადაც იწოდება, შედგა კონსტანტინეპოლში 680 წ. მან დაგმო მონოთელისტური ერესი, დაამტკიცა მესამე მსოფლიო კრების აკრძალვა სარწმუნოების ახალი სიმბოლოს შედგენის შესახებ და მიიღო 102 კანონი.
დასასრულ, მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა ქ. ნიკეაში 789 წ. მან დაგმო ხატმებრძოლური ერესი და მიიღო 22 კანონი.
ყველა 189 კანონიკური განწესება, რომლებიც შვიდივე საეკლესიო კრებამ მიიღო საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად, წმიდა მოციქულთა 85 განწესებასთან ერთად, ეკლესიის წმინდა გადმოცემას წარმოადგენს. ამ მსოფლიო კრებებზე განიხილებოდა ის განწესებებიც, რომლებიც ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე შეადგინეს და საეკლესიო მოწყობისა და ქრისტეანული ღვთისმოსაობისთვის სავალდებულოდ იქნა მიჩნეული (Слово и доклад архиеп Николы (Позднева) стр 17. Труды россииских соборов сторообрядцев приемлющих священство от Греко-
ქრისტეს ერთმა, წმიდა და საყოველთაო ეკლესიამ საყოველთაო სავალდებულო სარგებლობისთვის „დიდ რჯულისკანონში“ შეიტანა 9 ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონებიც. ეს ის ადგილობრივი, კრებებია, რომლებიც შედგა 314 და 879 წლების შუალედში:
1. ანკირიის კრება (ადგილობრივი კრებები ჩამოთვლილი გვაქვს იმ თანმიმდევრობით, რომლითაც ისინი შეიტანეს "დიდ რჯულისკანონში"), მოწვეული იყო პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე (დაახლ. 314 წ.) ერეტიკოს პავლე სამოსატელის წინააღმდეგ; ამ კრებამ მიიღო 25 კანონი.
2. ნეოკესარიის საეკლესიო კრებამ, რომელიც ასევე ჩატარდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე, საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად მიიღო 25 კანონი.
3. ღანგრის საეკლესიო კრება "მოწვეულ იქნა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ვინმე ევსტათისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ. ისინი გმობდნენ სჯულიერ ქორწინებას, მათი დედაკაცები იცვამდნენ მამკაცურად და თმებს იჭრიდნენ, ეზიზღებოდათ ის ადგილები, სადაც დასვენებული იყვნენ წმიდა მოწამეთა ნაწილები და სხვა ამდაგვარი..." (Правила Поместных соборов с толкованиями, Москва, 1911 г. Правила св. поместн. соб. Гангского. Зонара. Вальсамон, стр. 84). ამ კრებამ მიიღო 21 კანონი.
4. ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრებაც პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ჩატარდა. ეს იყო ანტიოქიის მეორე ადგილობრივი კრება (პირველი მოიწვია გალატიის მიტროპოლიტმა ქ. ანკირიაში ერეტიკოს პავლე სამოსატელის სამხილებლად და დასაგმობად. იხ. ზემოთ, § 1). ეს კრება შედგა კონსტანტინე დიდის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, მისი შვილის, კონსტანციუსის იმპერატორობის პერიოდში და მიიღო 25 განაწესი (იხ. იქვე, გვ. 109. ზონარა. ბალსამონი. Слав. Кормчая).
5. ლაოდიკიის ადგილობრივმა კრებამ, რომელიც ჩატარდა 365 წელს, შიდასაეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად მიიღო 60 კანონი.
6. სარდიკიის ადგილობრივი კრება რიგით მეექვსეა "დიდ რჯულისკანონში". კრებაზე შეკრებილმა დაახლოებით 341-
7. კართაგენის ადგილობრივი კრება შედგა ძველ რომში ჰონორიუსის, ხოლო კონსტანტინეპოლში თეოდოსი მცირის იმპერატორობის პერიოდში. ამ კრებამ შეადგინა 147 განწესება.
8. მერვეა კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრება, რომელმაც ეპისკოპოსის გასამართლებასთან დაკავშირებით მიიღო ერთი კანონი.
9. კონსტანტინეპოლშივე ჩატარდა კიდევ ერთი ადგილობრივი კრება, რომელიც რიგით მეცხრეა "დიდ რჯულისკანონში" და ორგზის კრებად იწოდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მე-
მთლიანობაში, "დიდ რჯულისკანონში" შეტანილმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებებმა მიიღო 334 განწესება, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით უთანაბრდებიან მოციქულთა 85 და 7 მსოფლიო კრების მიერ მიღებულ განწესებებს.
მათ უერთდება ეკლესიის იმ წმიდა მამათა და ღვთისმოსავ იმპერატორთა მიერ შედგენილი კანონებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ ქრისტეს შობის მესამე ასწლეულიდან მერვე საუკუნემდე. ესენია: განწესებები, კანონიკური პასუხები, კანონიკური ეპისტოლეები და ამონარიდები წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა თხზულებებიდან:
ბასილი დიდის (92 კან.), დიონისე ალექსანდრიელის (1 ეპისტ.), პეტრე ალექსანდრიელის (14 კან. პას.), გრიგოლ ნეოკესარიელის (13 კან.), ათანასე ალექსანდრიელის ( 1 ამონაწერი), გრიგოლ ღვთისმეტყველის ( 1 ამონაწერი), ამფილოქე იკონიელის (1 ამონაწერი), წმიდა გრიგოლ ნოსელის ( 8 კან.), ტიმოთე ალექსანდრიელის ( 15 კან.), თეოფილე ალექსანდრიელის ( 14 კან.), კირილე ალექსანდრიელის ( 5 კან.), დიმიტრი კიზიკელი მიტროპოლიტისა, ნილოს მონაზვნისა, ნიკიტა სტოდიელი მონაზვნისა, ნიკოლოზ კონსტანტინეპოლელისა, ნიკიტა ჰირაკლიელისა, მეთოდე კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა, ნიკიფორე კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა და აღმსარებლისა, იოანე კვიპროსელისა, ტიმოთე პრესვიტერისა, ანასტასი სინელისა, ნიკონ შავმთელისა.
დიდ რჯულისკანონში“ შეტანილია აგრეთვე, ამონაწერები წმიდა წერილიდან; სხვადასხვა ადგილობრივ კრებათა დადგენილებები; განწესებანი კანონიერი და უკანონო ქორწინებისა და ნათესაური კავშირების შესახებ; იმპერატორთა: ლეონ დიდის, იუსტინიანე დიდის, კონსტანტინე დიდის, ალექსი კომნენოსის და სხვა წმიდა მამათა -
წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა ყველა განწესება სარგებლობისთვის უფრო მარტივი და მოხერხებული რომ ყოფილიყო, იოანე სქოლასტიკოსმა შეიტანა წიგნში, რომელსაც ბერძნულად ეწოდება ნომოკანონი (ქართულად "სჯულისკანონი").
გარდა ამისა, ეკლესია, საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად და მრავალგვარი კანონიკური თუ დოგმატური საკითხის გადასაწყვეტად, სარგებლობს ისეთი წიგნებითაც, როგორებიცაა დიდი საეკლესიო განაწესი (წეს-
ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია უკვე 2000 წელზე მეტია, რაც არსებობს. მთელი ამ დროის განმავლობაში მან განვლო ხუთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი:
პირველი პერიოდი მოიცავს 34-
მეორე პერიოდი -
მესამე პერიოდი 1054-
მეოთხე პერიოდი იწყება 1453 წლიდან და მთავრდება 1667 წელს, როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიები, რომლებიც ფინანსურად ბევრწილად იყვნენ დამოკიდებულნი რუსეთის სახელმწიფოზე მხარი დაუჭირეს პატრიარქ ნიკონის რეფორმას (1654-
მეხუთე პერიოდი იწყება 1667 წლიდან და გრძელდება დღემდე. ამ პერიოდში ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებას იცავენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, რომლებმაც განუხრელად, ყოველგვარი შემატებებისა და შემოკლებების გარეშე დაიცვეს ყოველი საღვთისმსახურებო წესი. შეურყვნელად დაიცვეს ყველა საეკლესიო საიდუმლო და დოგმატური სწავლებანი.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაც, შეიძლება, პირობითად ხუთ პერიოდად დავყოთ:
პირველი პერიოდი შეიძლება განვსაზღვროთ 1 – 4-
მეორე პერიოდი მოიცავს 4-
მესამე პერიოდი გრძელდება 10-
მეოთხე პერიოდი მოიცავს 13-
მეხუთე პერიოდი მოიცავს 17-
საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს, რაც, საბოლოოდ, რუსეთთან საქართველოს მიერთებით მთავრდება. საქართველო რუსეთის ერთ-
საქართველოდან გაძევებული, ხოლო შემდეგ ერეკლე მე-
რადგანაც ქართული ეკლესიის ისტორიის ბოლო პერიოდი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული, ჯეროვანი იქნება, მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ეკლესიის ისტორიაც, რომლის განვითარებასაც 5 პერიოდად ყოფენ.
პირველი პერიოდია რუსეთის ნათლისღებიდან მონღოლთა შემოსევამდე. ეს არის 989-
მეორე პერიოდი მოიცავს 1287-
მესამე პერიოდი მოქცეულია 1461-
მეოთხე პერიოდი -
დაბოლოს, მეხუთე პერიოდი 1666-
მას შემდეგ, რაც აბსოლუტურად ყველა აღმოსავლელმა იერარქმა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო, მხარი დაუჭირა მეფე ალექსისა და პატრიარქ ნიკონის რეფორმას; მას შემდეგ, რაც მათ 1654 წლიდან 1667 წლამდე მეთოდურად გაანადგურეს და შერყვნეს მართლმადიდებლური ღვთისმსახურება და ლიტურგიკული წიგნები, მეტიც, ერეტიკულად შერაცხეს ძველი, მართლმადიდებლური საეკლესიო გამოცემები, დაწყევლეს ისინიც და მათი მიმდევრებიც, რის გამოც სული წმიდა აღარ იმყოფება მათში.
ამ უმძიმეს პერიოდში, რომელიც თავისი დევნულობის სისასტიკით, ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის ეკლესიის პირველ სამსაუკუნოვან ბრძოლას უტოლდება, მართლმადიდებლობას, მის სიწმინდეს, იცავენ უკვე დევნულებაში მყოფი ძველმორწმუნენი.
საყოველთაო ეკლესიის ისტორიის ეს უკანასკნელი, მეხუთე პერიოდი განსაკუთრებულად მდიდარი და მრავალფეროვანია მთელი რიგი მოვლენებით. ძველმოწესეობა დაუღალავად იღვწის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის განმტკიცებისთვის, რასაც ხელს უშლის გაბატონებული, ერეტიკული, საერო და საეკლესიო ხელისუფლება (როგორც რევოლუციამდელ, ასევე რევოლუციის შემდგომ პერიოდში).
ისტორიულად ცნობილია ძველმოწესეებზე საშინელი დევნის სისტემა, მაგრამ ვერავითარმა დევნამ ვერ დათრგუნა ძველმოწესე მართლმადიდებელთა თავგანწირვა და მებრძოლი სულისკვეთება. ეპისკოპოს პავლე კოლომენსკელის (მე-
საქართველოში ძველმოწესეობრივი მართლმადიდებლობის სახელი დაკავშირებულია აქ გადმოსახლებულ მღვდელ თევდორე გონჩაროვის (შემდგომში ეპისკოპოს ფილარეტის) სახელთან, რომელმაც მე-
ქართული ძველმართლმადიდებლობის აღორძინებასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, პერმელი ეპისკოპოსი ლეონტის (კრეჩეტოვი). მისგან იღებს საქართველო მინავლებულ ქიროტონიას და შესაძლებლობას, კვლავ ააღორძინოს მართლმადიდებლობის ძველი წესი და ჩვეულება. ამ ადამიანისგან ეზიარა დღევანდელი საქართველო ერეტიკოსების მიერ დაწუნებულ და "ანათემირებულ" ქრისტეს ეკლესიის ძველ გამოცემებს. ეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეექვსე პერიოდი, რომელიც დაიწყო 1989 წლიდან და დღემდე გრძელდება.
ეკლესიის ისტორიის არც ეს პერიოდია მშვიდი. ამპარტავან და სჯულში განუსწავლელ ზოგიერთ იერარქთა თუ ცალკეულ ერისკაცთა ამბიციები, გარეგან მტერთან უსასტიკეს ბრძოლაში ჩაბმულ ეკლესიას შიგნიდან არყევენ. ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიისაგან განდგნენ მთელი რიგი ჯგუფები, რომლებმაც შექმნეს თავიანთი "ეკლესიები" და თემები. ფარულ ბრძოლას ეწევა ნიკონიანური ეკლესიაც, რომელიც სასულიერო ხარისხებს ამოფარებულ თავის აგენტებს ამკვიდრებს ძველმოწესეებში. ასე წარმოიქმნა რამოდენიმე სქიზმა, როგორც ეს იყო ყოველთვის, როდესაც ქრისტეს ჭეშმარიტ სხეულს გამოეყოფოდნენ საღმრთო სჯულისა და ეკლესიისადმი დაუმორჩილებელი და პირადი ამბიციებით აღტკინებული ადამიანები.
ყოველივე ზემოთ ნათქვამი ადასტურებს, რომ ქრისტე მაცხოვრის მიერ დედამიწაზე დაფუძნებული ეკლესია უნდა იყოს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო, როგორც არის გამოხატული ეს ნიკეო-
"სწორედ ამ ეკლესიამ, ყოველგვარი შემატებისა და შემოკლების გარეშე, წმიდად და შეურყვნელად, უნდა დაიცვას ქრისტეანული სარწმუნოება, სახარებისეული სწავლება და მაცხოვრის მცნებები და ასწავლოს ისე, როგორც განგვიმარტეს ეს წმიდა მოციქულებმა და თავიანთ ღმრთითშთაგონებულ თხზულებებსა თუ საეკლესიო-