Главное меню:
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის
თბილისის ეპარქიის საგანგებო კრება
2011 წლის 4 სექტემბერი
2011 წლის 4 სექტემბერს თბილისში, წმ. დიდმოწამე ირინეს სახელობის სალოცავში შედგა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის თბილისის ეპარქიის საგანგებო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე. საწყისი ლოცვებისა და პარაკლისის გადახდის შემდეგ კრება მუშაობას შეუდგა.
კრებაზე განხილულ იქნა ეკლესიის თანაზიარობიდან მოკვეთილი ქალბატონის, მარინა იაშვილის პროვოკაციული წერილი, რომელიც მან ა/წ-
საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა არქიეპისკოპოსი პავლე, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა მ. იაშვილის ეპისკოპოს ბასილისადმი მიწერილი წერილი. გამოჰყო ის მკრეხელური გამონათქვამები, რომლითაც ის ჭკუას ასწავლის ფოთის ეპისკოპოსს, ცდილობს მიიყვანოს არასწორ დასკვნებამდე და მიაღებინოს ეკლესიისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება -
არქიესპისკპოსმა პავლემ განიხილა ის პუნქტებიც, რომლითაც მ. იაშვილი "უკანონობებსა" და "დარღვევებში" "ამხელს" საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, მის ეპისკოპოსებს, განსაკუთრებით კი მის მწყემსმთავარს. წმიდა წერილისა და დიდი სჯულისკანონის დეტალური განხილვის საფუძველზე დადგინდა, რომ მ. იაშვილი ამახინჯებს როგორც ერთი, ასევე მეორე წყაროს შინაარსს. არასწორად, ასევე პრობლემატიკასთან მიმართებაში შეუსაბამოდ იყენებს მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებს და წმიდა მამათა გამონათქვამებს.
თავის მოხსენებაში არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მ. იაშვილის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც მან გაილაშქრა ეკლესიის მწყემსმთავართა წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ ამგვარ პროვოკაციებს ის ადრეც (აწ გარდაცვლილ ეპისკოპოსთა ფილარეტისა და იონას დროს) მიმართავდა. მაშინ მ. იაშვილს ჯეროვანი პასუხი გაეცა, მაგრამ 5 წლის წინათ, ჩვენს ეკლესიაში მან კვლავ წარმოშვა დიდი დავა ზოგიერთ საეკლესიო და საყოფაცხოვრებო თემატიკასთან დაკავშირებით. ვითარების გასამძაფრებლად, მან ჩვენი ეპარქიისა და პირველიერარქის გვერდის ავლით საქმეში ჩართო ფოთის ეპისკოპოსი ბასილი, აიძულა ის ჩამოსულიყო თბილისში და საეკლესიო კრებაზე განეხილა მის მიერ წამოყენებული საკითხები.
5 წლის წინათ მოწვეულ კრებაზე ეკლესიის მწყემსმთავრის მხრიდან, დიდი სჯულისკანონის, წმიდა მამათა სწავლებებისა და მამათა ცხოვრების საფუძველზე, მოტანილ იქნა საკმაო მასალა მ. იაშვილის პრეტენზიათა უსაფუძვლობის საჩვენებლად. პრობლემების არსი განემარტა ფოთის ეპისკოპოს ბასილისაც. მხარეები ზოგ საკითხში შეთანხმდნენ ზოგში ვერა. შეუთანხმებელ მომენტებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაგრძელებულიყო საგნის კვლევა, მანამ კი ეკლესიაში ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო არსებული მდგომარეობა.
მიუხედავად
ანტიოქიის კრების 2-
"უბრალო კაცი არ უნდა ამუნათებდეს (საყვედურობდეს) მღვდელმსახურს, ან რაიმეს უკრძალავდეს მას, ან ლანძღავდეს, ან ცილს სწამებდეს, ან კიდევ პირისპირ ამხელდეს. თუ ვინმე ერისკაცთაგან ამგვარს მოიმოქმედებს რასმე, მართალიც რომ იყოს, გადაეცეს ანათემას და განიდევნოს ეკლესიიდან. მოკვეთილ იქნეს ის წმიდა სამებას და დაიმკვიდროს მან იუდას ადგილი ტარტაროზში. რადგან ნათქვამია, "შენი ერის მთავარს ნუ შეურაცხყოფ" (ნომოკანონი. განწესება 121).
მარინას და მის მეუღლეს ეკლესიამ, ფოთის ეპისკოპოს ბასილის პირით რამოდენიმეჯერ მოუწოდა მოსულიყვნენ კრებაზე და მათთვის საინტერესო თემები ეკლესიის მწყემსმთავართან ერთად განეხილათ, რასაც მ. იაშვილმა დუმილით უპასუხა.
ლიტურგიის დემონსტრატიულად დატოვებისა და მღვდელმთავრის შეურაცხყოფის გამო, რაც გამოიხატა მ. იაშვილის კადნიერ გამოხდომებსა და ცრუ ბრალდებებში მის წინააღმდეგ; ასევე იმის გამო, რომ მან შეგნებულად გააჭიანურა თავის მეუღლესთან ქორწინება, საეკლესიო კანონებზე დაყრდნობით და პირველიერარქისათვის ბოძებული უფლებამოსილებით, მთავარეპისკოპოსმა პავლემ მ. იაშვილი თავის მეუღლესთან ერთად საეკლესიო თანაზიარობიდან მოიკვეთა (არასრული მოკვეთა). ამის შემდეგ, ორივეს გაეგზავნა შეგონების წერილი, სადაც ეკლესიის მწყემსმთავარი უთითებდა მათი უკანონო მოქმედების არსს, უთითებდა იმ საეკლესიო განწესებებს, რომელთა მიხედვითაც მათი ქმედება სასჯელს ექვემდებარებოდა და მოუწოდებდა ჰქონოდათ ეკლესიისადმი მორჩილება.
ეკლესიის პირველიერარქის ეს შეგონება დარჩა "ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა".
მარინამ, თავის მეუღლესთან ერთად, საერთოდ შეწყვიტა კონტაქტი ეკლესიასთან, მიიმხრო მეუღლის ნათესავებიც და ეკლესიას გაეცალა.
ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ, ანუ დღეს, მარინა იაშვილი ისევ გააქტიურდა და როგორც მაშინ, თავისი შეტევა ეკლესიისა და მისი პირველიერარქის წინააღმდეგ კვლავ ფოთიდან განახორციელა. თვის 26 გვერდიან წერილში ის მიმართავს ფოთის ეპისკოპოს ბასილის და უკიდურესი კადნიერებით ეპისკოპოსის ჭკუის სწავლებას ბედავს. მიუთითებს მას მთელ რიგ საეკლესიო დადგენილებებზე, რომლებიც ვითომცდა ჩვენს ეკლესიაში ირღვევა და უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს (ანათემის ჩათვლითაც კი). ფოთის ეპისკოპოსისადმი მიწერილ თავის წერილში, მ. იაშვილი აშკარად ილაშქრებს ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავართა წინააღმდეგ და მათი მისამართით გამოაქვს გამანადგურებელი დასკვნები. თავისი წერილში მას ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურები გამოჰყავს უმეცრებად, უსჯულოებად და ლამის მწვალებლებადაც კი. ცხადია, როგორც უწინ, ასევე ამჯერადაც მ. იაშვილის წერილის უმთავრესი სამიზნე საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე გახლავთ.
მ. იაშვილის წერილის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და ცილისწამებების დეტალური განხილვის შემდეგ, არქიეპისკოპოსმა პავლემ წაიკითხა დასკვნა:
"მარინა იაშვილი, როგორც ეს დამოწმებული მაგალითებიდან ცხადყოფილია, სრულიად უსაფუძვლოდ აყენებს შეურაცხყოფას მთელს ეკლესიას, ამუნათებს, ჭკუას ასწავლის და ემუქრება ეკლესიის ეპისკოპოსებს და ცდილობს, საკითხთა ყალბი განმარტებით, წმიდა წერილისა და წმიდა სჯულისკანონის ყალბი ინტერპრეტაციით, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოდა მარქიეპისკოპოსი პავლე ეკლესიაში ამკვიდრებს უსჯულოებას. ამისთვის მარინა იაშვილი მიმართავს ფოთის ეპისკოპოსს და წმიდა წერილისა და სჯულისკანონისეული მუქარებით, რომლებიც სჯულის დამრღვევთათვის არის განწესებული, ცდილობს მთავარეპისკოპოსის წინააღმდეგ მის ამხედრებას.
ამდენად, ზემოთმოტანილი ფაქტებიდან გამომდინარე ცხადყოფილია, რომ მ იაშვილის მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმული ყველა შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, დაკავშირებული ჩვენს ვითომცდა ერეტიკოსობასთან, უსჯულოებასთან და სხვა, არის ელემენტარული ცილისწამება და ლანძღვა.
მ. იაშვილს ეკუთვნის ერთი სასჯელი, რაც მკაფიოდ და ცხადად არის გამოთქმული ნომოკანონის 121-
ჩემთვის მოცემული სამღვდელმთავრო ძალაუფლებიდან გამომდინარე და ნომოკანონის 121 კანონზე დაფუძნებით, მარინა იაშვილი გადაეცეს ანათემას! "მოკვეთილ იქნას ის წმიდა სამებას და იუდას ადგილი დაიკავოს ტარტაროზში, რადგან "უფლის ერის მთავრებს შეურაცხყოფა მიაყენა"" (დიდი კურთხევანი. ნომოკანონი. განწესება 121-
ანათემაზე მარინას გადაცემისას ასევე გათვალისწინებულ იქნა:
2) დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური ბრალდებები არქიეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ და მისი ღირსების დაკნინება.
მ. იაშვილს ასევე ბრალი ედება:
3) ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავართა წინააღმდეგ ქადაგებაში, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ისინი უხეშად არღვევენ წმიდა წერილს და ღმრთის სჯულს.
4) წმ. წერილისა და წმ. დიდი სჯულისკანონის ყალბი განმარტება.
ყოველივე ზემოთქმულთან მიმართებაში გათვალისწინებულ უნდა იქნას 5 წლის წინათ გამოტანილი მსჯავრის საფუძვლებიც და ძალაში დარჩეს უწინდელი ბრალდებები, რადგან მ. იაშვილმა აჩვენა არა სინანული და მორჩილება ეკლესიის მოძღვართადმი, არამედ პირიქით, შეუტია ეკლესიას, მის მოძღვრებს და ეკლესიაში შფოთისა და არეულობის გამოწვევას შეეცადა.
გამომდინარე აქედან, ქ-
ქ-
1) არასწორად განმარტა წმიდა წერილის ადგილები და საეკლესიო დადგენილებები;
2) განმარტავდა მათ საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც ეწინააღმდეგება მსოფლიო კრებათა მოთხოვნას;
3) სრულიად უსამართლოდ დასდო ბრალი ეპისკოპოს პავლეს საეკლესიო ღვთისმოსაობისა და კანონების დარღვევაში და
4) დააკნინა არქიეპისკოპოს პავლეს ღირსება მით, რომ უმაღლეს ეპისკოპოსად გამოაცხადა ფოთის ეპარქიის ეპისკოპოსი და მოსთხოვა მას მისდამი "დაქვემდებარებული" ეპისკოპოსის დასჯა.
ეპისკოპოსმა პავლემ აღნიშნა, რომ მ. იაშვილი მას შემჩნეული ჰყავდა ებრაული ტრადიციების პატივისცემასა და მიყოლაში, ლოცულობდა რაბინული ლოცვებით და ატარებდა ე. წ. "დავითის ვარსკვლავს", რაც დიდი სჯულისკანონის მიხედვით აკრძალულია. ეკლესიასთან შემოერთების შემთხვევაში, ის დეტალურად უნდა იქნას გამოკითხულ ებრაულ ჩვეულებათა დაცვასთან დაკავშირებით და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნას ებრაელთათვის დაწესებული წესით.
5) 5 წლის წინათ, ანუ მაშინ, როდესაც მ. იაშვილმა პირველად გაილაშქრა ჯერ კიდევ ეპისკოპოს პავლეს და თბილისის ეპარქიის წინააღმდეგ, მან ეპისკოპოსთან დავაში ეჭვი გამოთქვა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის იერარქთა ქიროტონიის კანონიკურობაში. კერძოდ, მან აღიარა, რომ არ ცნობს არც მეუფე ლეონტის მიერ მეუფე იონაზე და მეუფე ფილარეტზე აღსრულებულ ხელდასხმებს, აქედან კი მეუფე იონას მიერ აღსრულებულ ხელდასხმებს ჩვენზე. თავისი დაეჭვების საფუძვლები მ. იაშვილს არ მიუთითეებია, რადგან ეს გახლდათ მისი მორიგი პროვოკაცია და მცდელობა ეკლესიის მრევლი დაეეჭვებინა მის მოძღვართა კანონიკურობაში. გამომდინარე აქედან, მ. იაშვილის ეკლესიისკენ მობრუნების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული ვითარება და მოეთხოვოს მას საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხელდასხმებისა და მისი იერარქების კანონიკურობის წერილობითი აღიარება.
გარდა ამისა, მან წერილობითვე უნდა დადოს პირობა, რომ ყოველივეში დაემორჩილება ეკლესიას და უსაფუძვლოდ არ შეაშფოთებს სულიერ მოძღვრებს თავისი გამოხდომებით. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეცემა ხელმეორე ანათემას.
მოქცევის შემთხვევაში მარინა დაექვემდებაროს მძიმე შემცოდეთათვის დაწესებულ ეტაპობრივ მკურნალობას. განესაზღვროს მას შეტირილში, მსმენელობაში და შევრდომაში ყოფნის ვადები, რომლის შემდეგაც მიეცემა მას თანამდგომარეებთან დგომის უფლება ზიარების გარეშე. ზიარებას კი ის მიიღებს ჯეროვანი სინანულის ჩვენების შემდეგ.
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის თბილისის ეპარქიის კრება.
თბილისი. 2011 წლის 4 სექტემბერი.
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე.