Главное меню:
მოკლე ცნობები
ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხელდასხმით მემკვიდრეობაზე
მრავალ ადამიანს აინტერესებს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ქიროტონიის თავწყარო. გვეკითხებიან თუ რატომ ავირჩიეთ საქართველოში ხელდასხმის აღსადგენად რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ის შტო, რომელმაც, თავის მხრივ, ქიროტონია აღადგინა გაბატონებული რუსულ-
მსოფლიოს მართლმადიდებლურად წოდებულ კონფესიათა შორის წყალპკურების, როგორც ნათლობის წესად დამკვიდრებამ (რომელიც აყალბებს ნათლობას და წყვეტს ქიროტონიას), განაპირობა იმ ეკლესიის მოძიება, რომელმაც დღემდე შეურყვნელად მოიტანა ძველმართლმადიდებლური მოძღვრება და წეს-
ჩვენ შევარჩიეთ სლავური მართლმადიდებლობა და არა ბერძნული; ამ არჩევანს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია ხსნის იმით, რომ მსოფლიო საქრისტეანო დიდი ხანია გაწარმართებულია სჯულისკანონის გამრუდების გამო. ყველა კონფესია თავის სწავლების უპირატესობას აღიარებს, მაგრამ ვიცით, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია ვერ იქნება ჯოჯოხეთის ბჭით ძლეული. ამიტომაც, მართალი ეკლესიის არსებობაზე ეჭვიც კი არ შეგვპარვია, ოღონდ საჭირო იყო ამდენ ცრუ ეკლესიათა შორის მისი მოძიება.
როცა ქრისტეანული ორიენტაციის მქონე კონფესიათა შორის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მოკვლევის საკითხი დგება, უნდა განვიხილოთ ორი მომენტი:
1) გააჩნია თუ არა ეკლესიას პირველყოფილი სახით შენარჩუნებული შვიდი საიდუმლო;
2) გაწყვეტილია თუ არა მათ იერარქიაში ქიროტონია, ანუ ხელდასხმითი მემკვიდრეობა. ე. ი. სამოციქულო ხელდასხმა მოსდევს თუ არა დასაბამიდან...
ასეთი ეკლესია ჭეშმარიტად გახლავთ ძველმართლმადიდებლური, სლავური ეკლესია (გაზეთი "ღვთიური გზა", 1991 წ. გვ. 416). ეპისკოპოსთა შემოერთებამდე, 1666/7 წლებიდან მოყოლებული 1923 წლამდე, ძველმართლმადიდებლური რუსული ეკლესია სამღვდელოებას ინარჩუნებდა გაბატონებული, ნიკონიანური ეკლესიიდან ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულ ღვთისმსახურთა ხარჯზე (დადასტურებულია, რომ რუსულ ნიკონიანურ ეკლესიას ნათლისღების საიდუმლო არ დაურღვევია საბჭოთა ეპოქის შუა პერიოდამდე).
წარმოადგენს რა ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას, რუსეთის ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ მართლმადიდებლური ღვთისმოსაობა, სწავლა-
რუსეთის მართლმადიდებელ ქრისტეანთა დიდმა ნაწილმა არ მიიღო პატრიარქ ნიკონის რეფორმა, რისთვისაც რეპრესირებულ იქნა და რომელსაც შედეგად ეკლესიის დაქვრივება მოჰყვა. თითქმის ორსაუკუნე ნახევრის განმავლობაში ძელმართლმადიდებლური სასულიერო დასი რუსეთის, ოფიციალური, სინოდალური ეკლესიისდან გადმოსულ სასულიერო პირთა მიერ ივსებოდა, რომელთაც ეკლესიაში I მსოფლიო კრების 8-
1923 წელს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას შემოუერთდა არქიეპისკოპოსი ნიკოლა (პოზდნევი), ხოლო 1929 წელს -
გთავაზობთ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ხელდასხმულ ეპისკოპოსტა სიას და მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს
1. ეპისკოპოსობის აღდგენა განხორციელდა 1923 წლის 4 ნოემბერს (ძვ. სტ. – 22 ოქტომბერს). ამ დღეს, ქ. სარატოვში, წმ. დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში აღსრულდა სარატოვის არქიეპისკოპოსის, ნიკოლას (პეტრე ალექსის ძე პოზდნევი) მიღება. მეუფე ნიკოლა რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მირონცხებით მიიღო ამ ტაძრის მოძღვარმა, მღვდლმა ნიკოლა ტიხომიროვმა (იხ. I მსოფლ. კრების 8-
ეპისკოპოსი სტეფანე (რასტორგუევი), არქიეპ. ნიკოლა (პოზდნევი), ეპისკოპოსი პანსუფი (ივლიევი)
ეპისკოპოს პანსუფის ხელდასხმის დღე (მოსკოვი, 1929 წ. 18 სექტემბერი)
მეუფე ნიკოლა პოზდნევი გარდაიცვალა 1934 წლის სექტემბერს ქ. მოსკოვში. დაკრძალულია იქვე, როგოჟის სასაფლაოზე.
2. 1929 წლის 3/16 სექტემბერს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას მირონცხებით შემოუერთდა ბუგურუსლანის ედინოვერცული ეკლესიის ეპისკოპოსი სტეფანე (სერგი იაკობის ძე რასტორგუევი), რომელსაც მანამდე ეკავა რუსეთის საპატრიარქო ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრა. ის იმ ეპისკოპოსთა შორის იყო, ვინც არ აღიარა მიტრ. სერგი სტრაგოროდსკის ძალაუფლება. არქიეპისკოპოსი სტეფანე დაიბადა 1858 წლის 16 სექტემბერს. 1929-
3. 1929 წლის 5/18 სექტემბერს არქიეპისკოპოსმა ნიკოლამ და სტეფანე რასტორგუევმა, ეკლესიის დაქვრივებიდან 260 წლის შემდეგ, პირველად დაასხეს ხელი ძველმართლმადიდებელ მღვდელმთავარს. ეს იყო მღვდელმონაზონი პანსოფი (პავლე იაკობის ძე ივლიევი). მეუფე პანსოფის განაკუთვნეს დონის როსტოვისა და კურსკის კათედრა. ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ეპისკოპოსთა ხელდასხმებიც (ეპისკოპოსი პანსოფი დაიბადა 1881 წელს. ის ოთხი წლის განმავლობაში მწყემსავდა დონის როსტოვისა და კურსკის ეპარქიას. გარდაიცვალა 1936 წლის 1 თებერვალს). 1936 წლის 23 ივნისს / 6 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსმა სტეფანე რასტორგუევმა გოროდეცკის ეპისკოპოს პავლესთან (პეტრე მიხეილის ძე ნოსოვი) ერთად რომანოვო-
4. 1939 წლის 8 / 21 სექტემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსმა მიქაელმა (კოჩეტოვი) და აზოვისა და შავიზღვისპირეთის ეპისკოპოსმა ტრიფონმა (ტიმოეთ თომას ძე ეპიშევი) ცარიცინის კათედრაზე ხელი დაასხეს ეპისკოპოს იოანეს (სპირიდონ კიპრიანეს ძე კალინინი).
5. 1950 წლის 13 / 26 მაისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსმა იოანემ (კალინინი) და ნოვოზიბკოვის ეპისკოპოსმა მაკარიმ (მათე პავლეს ძე კუნეცოვი) კუიბიშევის კათედრაზე ხელი დაასხეს ეპისკოპოს ეპიფანეს (ექვთიმე კოზმას ძე აბრამოვი).
6. 1957 წლის 2 / 15 მარტს კუიბიშევის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსმა ეპიფანემ (აბრამოვი) და ბელებეევისა და ბელორეცკის ეპისკოპოსმა ევსებიმ (ევგენი თეოკტისტეს ძე სამარცევი) ნოვოზიბკოვის კათედრაზე ხელი დაასხეს ეპისკოპოს იერემიას (იაკობ იუვენალის ძე მატვიევიჩს).
7. 1966 წლის 13 / 26 ნოემბერს ნოვოზიბკოვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსმა იერემიამ (მატვიევიჩი) და კამიშინის ეპისკოპოსმა იონამ (იოანე პავლეს ძე იზიუმოვი) აზოვისა და შავი ზღვის კათედრაზე ხელი დაასხეს ეპისკოპოს პავლეს (პანტელეიმონ კოზმას ძე მაშინინს).
8. 1969 წლის 14 / 27 აპრილს ნოვოზიბკოვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსმა იერემიამ (მატვიევიჩი) და აზოვისა და შავი ზღვის ეპისკოპოსმა პავლემ (მაშინინი) კურსკის კათედრაზე ხელი დაასხეს ეპისკოპოს ბარსონუფის (ბორის ევტროპეს ძე ოვსიანნიკოვი).
9. 1969 წლის 27 ივლისს ეპისკოპოსი პავლე (მაშინინი) აღსაყრდრებულ იქნა ნოვოზიბკოვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსის კათედრაზე. არქიეპისკოპოსის წოდებაში დაჰყო 1979 წლამდე. გარდაიცვალა 1980 წლის 26 სექტემბერს.
10. 1979 წლის 10 / 23 სექტემბერს კურსკის ეპისკოპოსმა ბარსონუფიმ (ოვსიანნიკოვი), პერმის ეპისკოპოსმა ლეონტიმ (ლეონიდე კოზმას ძე კრეჩეტოვი) და კუიბიშევის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (გიორგი თევდორეს ძე კორნილოვი) ხელი დაასხეს ეპისკოპოს გენადის (გური ბასილის ძე ანტონოვს), იმავე წელს ეპისკოპოსი გენადი (ანტონოვი) აღსაყრდრებულ იქნა ნოვიზიბკოვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საარქიეპისკოპოსო კათედრაზე.
11. 1995 წლის 20 თებერვალს / 5 მარტს ნოვოზიბკოვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოსმა გენადიმ (გური ბასილის ძე ანტონოვი) და ტულას ეპისკოპოსმა ევმენიმ (ევდოკიმ ტიტე) მოსკოვის კათედრაზე ხელი დაასხეს ეპისკოპოს არისტარქს (ათანასე სპირიდონის ძე კალინინი).
12. 1996 წლის თებერვალში მოსკოვის ეპისკოპოსმა არისტარქემ (კალინინი) და გომელის ეპისკოპოსმა ბარნაბამ (ბასილ ედიგარევი) ბრიანსკო-
2000 წლის 9 მაისიდან მეუფე ალექსანდრე რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქია.
გასული საუკუნის 80-
1991 წელს პერმის ეპისკოპოსმა ლეონტიმ ქ. თბილისისა და სრულიად საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსად ხელი დაასხა ეპისკოპოს იონას (ერისკაცობაში მურთაზ შალვას ძე ჩახავა). ხოლო ეპისკოპოსებმა ლეონტიმ და იონამ, მოგვიანებით ფოთის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს ფილარეტს (თევდორე გონჩაროვი).
1997 ეპისკოპოსი ფილარეტი გარდაიცვალა. მის კათედრაზე ეპისკოპოსმა იონამ ხელი დაასხა მღვდელმონაზონ პავლეს (ერისკაცობაში ავთანდილ გიორგის ძე ხორავა).
2001 წელს, საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ეპისკოპოს იონასა და ეპისკოპოს პავლეს შორის მოხდა განხეთქილება. 2003 წელს ეპისკოპოსი იონა გარდაიცვალა.
ეპისკოპოსმა პავლემ, საერთო-
2009 წლის 17 მაისს 30 წლიანი განხეთქილების შემდეგ აღსდგა ევქარისტული ერთობა საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ და პატრიარქმა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალურობა აღიარეს, რაც აისახა შვიდპუნქტიან დოკუმენტში (რუსულ ენაზე დოკუმენტი იხილეთ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-
ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა ის საეკლესიო მსახურება და საიდუმლო, რომლებიც აღსრულებულია საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიების წიაღში მთელი ამ 30 წლიანი განხეთქილების პერიოდში, აღიარებულ იქნა ქმედითად (§ 2). რუსეთის ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობასთან ერთად ცნო მისი კანონიკური ტერიტორია (საქართველო).
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრობის მოწვევით, 2009 წლის 14 ოქტომბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე, ქ. ფოთის საკათედრო ტაძარში, რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ალექსანდრემ აღასრულა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქის, თბილისისა და სრულიად საქართველოს ეპისკოპოს პავლეს, არქიეპისკოპოსის ხარისხში აღსაყდრების წეს-