Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
შინაარსი
9. ვისწავლოთ სწორი აზროვნება
მეტად მნიშვნელოვან ეკლესიოლოგიურ და ლიტერატურულ საკითხებზე სერიოზული მსჯელობის ნაცვლად ოპონენტები გვთავაზობენ პასკვილს, რომელიც იაფფასიან ბულვარულ გაზეთს უფრო მოუხდება ვიდრე სერიოზულ საღვთისმეტყველო ჟურნალს.
საკუთარი უმეცრებითა და ღვარძლით შეზარხოშებულ ოპონენტებს ძირითადი, სადავო პრობლემებიდან მკითხველის ყურადღება ხშირად არაფრისმთქმელ წვრილმანებზე გადააქვთ და ირონიითა და სარკაზმით ცდილობენ მის “გართობას”. “გასართობად” კი ამჯერად მოუნიშნავთ ჩვენს ბიულეტენში დაბეჭდილი მეუფე იონას წერილი “შური, ამპარტავნება და უმეცრება” (იხ. დანართი 3). ამ წერილის დაბეჭდვით, “ივერიის გაბრწყინების” რედკოლეგიისა და მათი “იმამის” აზრით, “გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგვიდენია, რომელიც ლამის “ერესს” ემიჯნება. რადგანაც ოპონენტთა შეხედულებით, ეპისკოპოს იონას წერილი საკუთარი “მწვალებლური წიგნის აპოლოგიაა”, მათთვის თურმე “ყოველივე ცხადი გამხდარა”: “ოპონენტები (ე.ი. ჩვენ – არქიეპ. პ.) ვერ ელევიან თავიანთი ბელადის მწვალებლურ ნაცოდვილარს, რის გამოც კვლავ მისი თანაზიარნი რჩებიან” (“ივერიის გაბრწყინება” #5 (26) 1998 წ. გვ. 14 სვ. 3). “ივერიის გაბრწყინების” რედაქციას მიაჩნია, რომ “მწვალებლური წერილის დაბეჭდვით მეწინავედ და უკომენტაროდ “ძველმართლმადიდებელთა” “საეკლესიო” ბეჭდვით ორგანოში, მათ სრულ ერთაზრობაზეა მიმანიშნებელი უდავოდ!” (ხაზგასმები ავტორისაა – არქიეპ. პ.) (იქვე გვ12 სვ.2).
მეუფე იონას წერილის ჩვენს ბიულეტენში გადმობეჭდვასთან დაკავშირებით “მართლმადიდებლის” მე-
ოპონენტების აზრით: “თუ ნებისმიერ ჭკუათმყოფელს დაეკითხებით (ალბათ, აქ მათი მსგავსი “ჭკუის კოლოფები” იგულისხმება – არქიეპ.პ.), ის მოგიგებთ, რომ ოპონენტთა (ე.ი. “ივერიის გაბრწყინების” – არქიეპ.პ.) პრეტენზია სწორედ ახლაა სამართლიანი, რაკი თქვენს “პირველიერარქთან” ლოცვით კავშირში იმყოფებით, ანუ როდესაც თქვენ ჩახავასთან ერთობაში მყოფი უკომენტაროდ ბეჭდავთ მისეულ აპოლოგიას მწვალებლობისა, -
არ ვიცი, რა შთაბეჭდილება რჩება ზემოთ მოტანილი “კომენტარებიდან” მკითხველს, მაგრამ მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტეანს, ჩემი ოპონენტები ცირკის ტაკიმასხარებად მესახება, რომელთა ხელობაც სეირის მოყვარე მაცქერალთა გართობაა! ალბათ, ახერხებენ კიდეც ამას თავიანთ გულშემატკივრებში, ოღონდაც, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვერ ამჩნევენ, თავად ეშმაკი როგორ ერთობა მათ ზურგს უკან!
იმის გამო, რომ ოპონენტები ჩვენს მსჯელობას “არაადამიანურ ლოგიკად” და “დემონისმიერ გენობადაბნელებად” თვლიან, აუცილებლად და საჭიროდ მივიჩნევთ თვით ლოგიკის ცნების განმარტებას. მითუმეტეს, ერთგან ოპონენტები საგნების, ცნებების და კატეგორიების სრულ ურთიერთაღრევასაც გვაბრალებენ.
ლოგიკური აზროვნება (ან მსჯელობა) – ეს იგივე სწორი აზროვნებაა, ხოლო ლოგიკურია აზროვნება მაშინ, თუ მოცემული დებულებიდან აუცილებლობით არის გამოყვანილი ახალი დებულება. სანამ ოპონენტების მიერ “არაადამიანური” და “დემონური გონებადაბენებით” შერაცხილ ჩვენს მსჯელობას მივუბრუნდებოდეთ, აქვე ზოგიერთი ფილოსოფიური ტერმინის განმარტებაც გავიხსენოთ, რათა განსახილველი მასალის ლოგიკურობის კრიტერიუმები დადგინდეს.
ცნობილია, რომ “როგორც ჩვეულებრივი, ისე განსაკუთრებით მეცნიერული მსჯელობის დროს, ადამიანი წინასწარ წამოაყენებს რაიმე აზრს და შემდეგ შეეცდება, იგი გაამართლოს: როგორ მოხდა ეს და ეს? რა იყო ამის მიზეზი? როგორ ავხსნათ ეს? ასეთი კითხვები დგება მეცნიერთა წინაშე ყოველდღიურად.”*(ვ. ქვაჩახია “ფილოსოფიის შესავალი” თბილისი 1983 წ. გვ. 63).
“დებულება მაშინ ითვლება დასაბუთებულად, როდესაც იგი გამომდინარეობს (გამოყვანილია) ისეთი დებულებიდან, რომელთა ჭეშმარიტებაში არ ვეჭვდებით...” ანუ “დასაბუთება არის დებულების ჭეშმარიტების გამართლება”. ეს კი ყოველთვის დასკვნის ფორმაშია მოცემული. დასაბუთების მთელ პროცესს – თეზისის არგუმენტებით გამართლებას – დემონსტრაცია ეწოდება. ჩვენთან მიმართებაში ოპონენტების დემონსტრაცია ყალბია, რასაც ქვემოთ ვაჩვენებთ!
ოპონენტთა დემონსტრაცია რომ უარვყოთ, ჯერ თავიანთი თეზისების მცდარობა უნდა დავუმტკიცოთ. ამისი განხორციელება შეიძლება სხვადასხვაგვარად.
შეიძლება დავამტკიცოთ მცდარობა არგუმენტისა, რომლითაც მოცემული თეზისი იყო დასაბუთებული.
ვაჩვენოთ არასწორი კავშირი აზრებს შორის -
შეიძლება პირდაპირ მოვიტანოთ საბუთები, რომლებიც მოცემული თეზისის მცდარობას ამტკიცებენ (იქვე გვ. 81).
ამრიგად, რადგანაც დასაბუთებაში სამი ნაიწლია, შეცდომებიც სამივე ნაწილში – თეზისში, საფუძველშივე და არგუმენტაციაშია საძიებელი.
შეცდომები თეზისში მაშინ გვაქვს, როდესაც იმ თეზისის ნაცვლად, რომელიც უნდა დაგვესაბუთებინა, სხვა თეზისი ავიღეთ. არ არის გამორიცხული, რომ დასამტკიცებელი თეზისი უნებლიეთ კი არა, წინასწარი განზრახვით შეცვალონ. ამას განსაკუთრებულად არაკეთილსინდისიერად დავაში იქმან და მას ეწოდება თეზისის იგნორირება (Ignoratio elechi). როდესაც ნამდვილი თეზისი იგნორირებულია (ნებით თუ უნებლიეთ) და საბუთები მოტანილია ამ თეზისის შემცველი, გარკვეული ნიშნებით მიმსგავსებული თეზისის სასარგებლოდ, შემდგომ მსჯელობაში ყველაფერი სწორადაც რომ აიგოს, მასში უკვე თავიდანვეა დაშვებული არსებითი ხასიათის შეცდომა, -
საფუძველში შეცდომა მრავალგვარია, აქედან უმთავრესია: ა) მცდარი მსჯელობის გამოყენება საფუძვლად – ამას მცდარი საფუძვლის შეცდომა ეწოდება. არაიშვიათია შემთხვევა (რაც კარგად ჩანს ჩვენი ოპონენტების მსჯელობაში – არქიეპ.პ.), როდესაც ან შეცდომით, ან წინასწარ განზრახვით მოჰყავთ მცდარი საბუთი იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა, იგი ვერ შეამჩნიონ და დასაბუთება მისაღებად მიიჩნიონ. ბ) წრე დასაბუთებაში შეცდომას წარმოადგენს და მისი არსი ისაა, რომ რაიმე X თეზისი საბუთდება Y საფუძვლით, ხოლო როდესაც Y ჭეშმარიტების დამტკიცებას გვთხოვენ, მიმართავენ X-
დასაბუთებაში შეცდომების მესამე სახეა შეცდომები არგუმენტაციაში – ე.ი. თუკი საფუძვლები და თეზისი, სხვა სიტყვებით, წინამძღვრები და დასკვნები ერთმანეთთან სწორად არ არის დაკავშირებული. ძნელი არაა შევამჩნიოთ, რომ ყველა ეს შეცდომა იგივე იქნება, რა შეცდომებიც დასკვნის პროცესში იყო. *(იხ. ვ. ქვაჩახია “ფილოსოფიის საფუძვლები” თბილისი 1993 წ. გვ. 81-
სწორი ან ლოგიკური აზროვნება ემყარება გარკვეულ კანონებს. ტრადიციულ ფორმალურ ლოგიკაში დადგენილი იყო აზროვნების ოთხი კანონი:
1) იგივეობის, 2) წინააღმდეგობის შეუძლებლობის, 3) გამორიცხული მესამის და 4) საკმაოდ საფუძვლის კანონები.
1. იგივეობის კანონის მოთხოვნა იმაშია, რომ, თუ გარკვეული მსჯელობის, აზრთა მსვლელობის დროს ცნებას გამოვიყენებთ, იგი იმავე (იგივეობრივი) მნიშვნელობისა უნდა იყოს აზრთა მთელი მსვლელობისას.
2. წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონის მოთხოვნაა, რომ სწორ აზროვნებაში გამორიცხული უნდა იყოს წინააღმდეგობა (ვთქვათ, საგანზე ერთ შემთხვევაში დავაფიქსიროთ რაიმე ნიშანი, სხვა შემთხვევაში (სხვა დროს) კი მასზე ყურადღება აღარ გავამახვილოთ; მაგალითად, მსჯელობაში დავუშვათ აზრი, რომ ამა და ამ მიზეზის ან ნიშნის გამო ადამიანი არის ერეტიკოსი, ხოლო სხვა ადამიანი ზუსტად იგივე მიზეზის ან ნიშნის გამო ერეტიკოსი არ არის – არქიეპ.პ.).
წინააღმდეგობებისგან თავისუფალი აზროვნება, სწორი, ლოგიკური, მით უფრო მეცნიერული აზროვნების ერთ-
3. გამორიცხული მესამის კანონი გვიჩვენებს, რომ თუ გვაქვს ორი ერთმანეთის საპირისპირო მსჯელობა, მათგან ან ერთია ჭეშმარიტი, ან მეორე; მესამე გამორიცხულია.
4. რაც შეეხება მეოთხე – საკმაო საფუძვლის კანონს – იგი მოითხოვს, რომ ყოველ აზრს ჰქონდეს საკმაო საფუძველი. რომლისგანაც ის აუცილებლად გამომდინარეობს, ამის გამო ამბობენ, და სრულიად სამართლიანად, რომ ეს კანონი საერთოდ ლოგიკური აზროვნების არსის ბუნების გამოთქმაა და რაიმე სპეციფიკურ კანონს არ წარმოადგენს.
“მოკლედ... ასეთი იყო ძველი ფორმალური ლოგიკის მიერ დადგენილი წესები და კანონები და ეს სწორია თანამედროვე ლოგიკის მიმართაც”. (იქვე. 82-
ახლა კი ამ კანონებისა და წესების გამოყენებით შევუდგეთ ოპონენტთა მიერ ჩვენდამი წამოყენებული “სამხილების” განჩხრეკას და გავარკვიოთ, “ვინ ვინ არის”.
რადგანაც ჩვენი და ოპონენტების მსჯელობანი უერთიერთგამომრიცხავია, აუცილებლობა მოითხოვს ლოგიკის გამორიცხული მესამე კანონის დამტკიცებას, რომელიც ადგენს, რომ “ორი ურთიერთდაპირისპირებული მსჯელობიდან ერთ-
თავიანთი ფანტასტიკური ბრალდებების საფუძვლად ოპონენტებმა შეიმუშავეს ასეთი დებულება: რადგანაც “... წიგნს აქვს პრეტენზია, რომ იგი არის საბოლოო ქადაგება მსოფლიოში სახარებისა, (!) ოპონენტთა აზრით “რა უნდა ვაკეთოთ” – ეს არის ... “ულტრააპოკრიფული სახარება”, ხოლო მსგავს ლიტერატურას მართლმადიდებლური ეკლესია მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში კი არ ასწორებდა, არამედ მთლიანობაში გმობდა (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – არქიეპ.პ.) და ანადგურებდა!... თქვენი პირველიერარქისეული თხზულება – გვწერენ ოპონენტები – ულტრააპოკრიფული “სახარებაა” შემდეგი მიზეზების გამო: ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი მურთაზ ჩახავა, იმყოფება რა უმძიმეს რელიგიურ ხიბლში, საკუთარ თავს რაცხს “წმ. იოანე ღვთისმეტყველად” (?), ან – “წმ. იოანე ღვთისმეტყველის მისიის მატარებელ აპოკალიფსური ჟამის ქრისტეს მოციქულად, რომელმაც წმ. ილია და წმ. ენოქ წინასწარმეტყველებთან ერთად, უნდა უქადაგოს ქრისტიანობა ღვთისგან განდგომილ ბოლო დროის კაცობრიობას და ამხილოს დიდი ანტიქრისტე. სწორედ ამ ბოლო ქადაგების კონტექსტში დაწერა მან თხზულება, სათაურით – “რა უნდა ვაკეთოთ” და თავისი ეს ესქატოლოგიური გულისნაღები წიგნს ეპიგრაფადაც კი წაუმძღვარა: “და აჰა, აწ იქმნეს წიგნი ესე ქადაგებად სახარებისა ბოლოი, მღვიძარებად მიძინებულ სოფლისა და სუმევად ყოველთა წყალნატრულთა!”... ბატონმა მურთაზ ჩახავამ თავი ქრისტეს მეორედ მოსვლის მახარებლად და მსოფლიო მოძღვრად გამოაცხადა: “მეორედ მოსვლის უწინარეს, მცირედსა ჟამსა განსრულებისასა გამოჩნდეს კაცი ვინმე კეთილი (ე.ი. მურთაზ ჩახავა – რედ.), დაჰმოძღვროს ქვეყანაი (ხაზგასმა ჩვენი – “ივ. გაბრწყინების” რედ.) და მაშინ კეთილნი გზაზე დადგებიან” (“რა უნდა ვაკეთოთ” გვ.5). თუკი ბატონი მურთაზ ჩახავა თვითმარქვია მახარებელია, მაშინ ისიც უნდა აღიაროთ, რომ “რა უნდა ვაკეთოთ” ულტრააპოკრიფული “სახარებაა”, რომლის გასწორებაც ახალ გამოცემაში შეუძლებელია. რაკი ის თავიდან ბოლომდე შეთხზულია (ხაზგასმა ჩვენია – არქიეპ. პ.) ხიბლისმიერი სულისკვეთებით და მასში ყოველი სიტყვა დემონური ოცნებითაა გამსჭვალული და თუ ეს ასეა, მაშინ თქვენი პირველიერარქისეული ოპუსი უნდა უარყოფილ იქნას მთლიანობაში, უპირობოდ, საერთო წესისდა მიხედვით, როგორც იგმობოდა აქამდე წმ. წერილის აპოკრიფული წიგნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ იგი თქვენს მიერ შეწყნარებულია, ხოლო “აპოკრიფული სახარების” შევსებული და შესწორებული გამოცემა ალბათ, დაგვეთანხმებით რბილად, რომ ვთქვათ, უცნაურად ჟღერს”. *(“ივერიის გაბრწყინება” #3 (24) 1998 წ. გვ. 17. სვ. 2 და #4 (25) 1998 წ. გვ. 12 სვ. 2-
ოპონენტთა ამ დასკვნას დაეფუძნა ბრალდებაც ჩემს მიმართ, რომლის თანახმადაც: “ის არასრული გამიჯვნაც კი (ხსენებული წიგნისგან – არქიეპ.პ.), რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თქვენ სრულიად განაქარვეთ, როდესაც თქვენივე სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარეობითა და ლოცვა-
ოპონენტები ამ აზრს იმეორებენ ბიულეტენის მე-
იმის წარმოსაჩენად არის თუ არა სწორი და ლოგიკის კანონების შესაბამისი ოპონენტთა მსჯელობა თავიდანვე გვმართებს, გავარკვიოთ, რამდენად სწორად არის მოწოდებული საფუძვლის (ჩვენს შემთხვევაში “ულტრააპოკრიფული სახარების” (ცნება) განმარტება, რათა შემდგომ გავარკვიოთ, სწორია თუ არა ამ შეხედულებაზე აგებული დებულების დანასკვი (რაც შეეხება ეპისკოპოს იონას განცხადებას “მსოფლიო მოძღვრებაზე”, ამაზე როგორც ამ წიგნის დასაწყისში (იხ. გვ. 19, ასევე ცალკე პუბლიკაციაში (იხ. დანართი მე-
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპონენტთა მთელი მსჯელობა ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ეპისკოპოს იონას წიგნი ულტრააპოკრიფული “სახარება”, ეს დასკვნა ზემოთ დამოწმებული წიგნის მე-
სწორედ ამიტომაც ბიულეტენ “მართლმადიდებლის” მე-
შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოს იონას განცხადებული, -
სადავო წიგნის ერთ მთლიან თხზულებად წარმოჩენის მეორე “არგუმენტი” პირველზე უფრო სუსტია. კერძოდ, ოპონენტებს მოაქვთ საკუთარი მტკიცება, რომელიც თვით წიგნის შინაარსითა და შემადგენლობით ემხილება. კერძოდ, ისინი წერენ, თითქოსდა წიგნი “თავიდან ბოლომდე შეთხზულია ხიბლისმიერი სულისკვეთებით” (ხაზგასმა ჩვენია – მ.პ.) *(იხ. “ივ. გაბრწყინება” #4 (25) 1998 წ. გვ. 12 სვ. 3) ოპონენტების დასკვნები იმიტომაც არის მცდარი, რომ თავიდან ბოლომდე საკუთარ მტკიცებებს ეყრდნობიან, ხოლო ამ მტკიცებებში (როგორც საერთოდ ჩვენთან პოლემიკაში) მეტად დაუდევრად ეპყრობიან ტერმინოლოგიას. ასეა აქაც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ ეს წიგნი სხვადასხვა დროს დაწერილ სტატიათა კრებულია, რომელიც ავტორმა ერთ წიგნად შეკრა. ასე რომ, ის სრულებითაც არ არის თავიდან ბოლომდე შეთხზული ერთი მთლიანი ნაწარმოები. მით უმეტეს, რომ მასში უამრავი არაავტორისეული სტატიებიც გვხვდება (მაგ.: მე-
მესამე ბრალდებად წარმოგვიდგება “მწვალებლური” წერილის დაბეჭდვა. რამდენად „მწვალებლურია“ ეს წერილი, მკითხველი თავად დარწმუნდება, რამეთუ თვალსაჩინოებისთვის ჩვენს წინამდებარე წიგნში (მე-
ამრიგად, რადგან წიგნი არ არის არც თავიდან ბოლომდე შეთხზული ქმნილება და არც “სახარება” და რადგანაც, ზოგიერთი ცთომილების მიუხედავად (რასაც თვით მისი ავტორიც არ უარყოფს და აპირებს მათ გასწორებას), წიგნის ძირითადი ნაწილი სავსებით მართლმადიდებლურია და ასრულებს უსჯულოების მამხილებელ საღმრთო დანიშნულებას, წიგნის ავტორისეული აპოლოგიაც ხსენებულ წერილში სწორედ ამ თვალსაზრისით შევიწყნარეთ და გამოვაქვეყნეთ კიდეც. მითუმეტეს, რომ ბიულეტენი “მართლამდიდებელი” ჩემი კერძო საკუთრება არ გახლავთ! ის ეკლესიას ემსახურება. აქედან, თუკი ზოგიერთი სადავო საკითხის გარკვევამდე, იმ თვითშეგნებით და აშკარა მტკიცებულებებით, რომ მისი წიგნის ძირითადი ნაწილი მართლმადიდებლურია, პირველიერარქთან ევქარისტული თანაზიარობა შენარჩუნებული მაქვს, რა უფლებით უნდა მეთქვა უარი ეკლესიის საზოგადო ბიულეტენში მისი წერილის დაბეჭდვაზე?
ამდენად, იმის განსაზღვრა, თუ ვისი კალმიდან “წრიპინებს” ეშმაკი, აქ ობიექტური მკითხველისთვის მიგვინდია, ხოლო თუ ვინ არის “გონებადაბნეული და არაადამიანური ლოგიკის მქონე”, ნათლად ჩანს წინამდებარე წიგნიდან.
წიგნის შეფასების ოპონენტებისეული დასკვნა მცდარია, რადგანაც მცდარია დასაბუთება, არგუმენტაცია, ხოლო ეს უკანასკნელი მცდარია იმიტომ, რომ თვით დებულება, რომლის არგუმენტირებულ დასაბუთებას ცდილობენ ავტორები, ყალბია. და ეს სიყალბე წინასწარ განსაზღვრული ქმედებაა, რომლის არც მიზანი და არც მოსალოდნელი შედეგი მხედველობის არიდან არ გამოგვპარვია (უფრო დაწვრილებით იხ. დანართი 2). ასევე ყალბია ჩვენს წიგნში განხილულ ყველა სადავო საკითხისადმი მიმართული (იქნება ეს სექტის, ეკლესიის, ერესის, სახარების თუ ცნებათა და მოვლენათა განმარტება) ოპონენტთა მთელი დემონსტრაცია (ე.ი. დებულებათა არგუმენტირება დასკვნის ჩათვლით). ოპონენტების ბრალდებებს არათუ არასაკმარისი, ზოგჯერ საერთოდ არავითარი საფუძველიც კი არ გააჩნია (ეს ლოგიკის მე-
სწორ აზროვნებაში წინააღმდეგობა გამორიცხულია!
ოპონენტები ჩვენთან პოლემიკაში სწორედ ამ უწესობას მიმართავენ, რითაც თავიანთ მსჯელობაში ლოგიკური აზროვნების ამ ერთ-
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ “ივერიის გაბრწყინების” რედაქტორის მოადგილის, ჩვენს ოპონენტთაგან ერთ-
თავისი ჟურნალის 1998 წ-
ცოტა ქვემოთ კი ბატონი გაბაშვილი ამ “სულიერი მგლის” საქმიანობაზე უწყება: “პატრიარქ ილია II-
“დიდი რჯულისკანონის” მოთხოვნით, სასულიერო პირი ვინც უნდა იყოს იგი, ასეთი “მოღვაწეობისთვის” უნდა დაემხოს პატივისაგან (იხ. მოციქულთა კანონები: 4-
“საინტერესოა – წერს ბატონი გაბაშვილი, -
ეს შეკითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება!
ბატონი გაბაშვილი თავის ამ სტატიაში ილია II-
და ბოლოს, ბატონი გაბაშვილი თავისი სულიერი მოძღვრის მთელ მოღვაწეობას ასეთ შეფასებას აძლევს: „როგორც ზემოთ ვნახეთ პატრიარი ილია II სულიწმიდის მიერ ეკლესიიდან უხილავად განკვეთილია მწვალებლებთან ხშირი და მჭიდრო სულიერი კონტაქტის გამო; თუკი ამას დავურთავთ მის და მისდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირების ლოცვით კავშირებს აშკარა სატანისტებთან (იხ. გაზ. – იბერია-
თანაც ბეჯითად ირწმუნებიან, რომ: „1995 წელს გამოქვეყნებული წერილით ჩვენ ცილი არ დაგვიწამებია პატრიარქისათვის (ხაზგასმა ჩვენია – მ.პ.), რამეთუ იქ დაცული ყველა ბრალდება, საპატრიარქოს ჟურნალ „ჯვარი ვაზისა“-
იბადება შეკითხვა: მაშინ ამ პუბლიკაციებისთვის რატომ არ ამხილა მან საპატრიარქოს ჟურნალის რედკოლეგია და მისი მაკურთხეველნი და რატომ არ მოითხოვა ის, რასაც ჩვენ გვიკიჟინებს?
თუკი ჩვენს ბიულეტენში დაბეჭდილი პირველიერარქის წერილის გამო, სადაც გადმოცემულია ზნეობრივი (და არა „ერეტიკული“) სწავლება და წიგნის („რა უნდა ვაკეთოთ“) მართლმადიდებლური მიზნობრივი გამართლების გამო (უფრო დაწვ. იხ. ზემოთ) ჩვენი „მხილება“ კანონზომიერია, რატომ იგივე კანონზომიერებით არ ამხილეს „ჯვარი ვაზისას“ რედკოლეგია ბატონმა გაბაშვილმა და მისმა ამფსონებმა, მითუმეტეს, რომ, ჩვენი იერარქისაგან განსხვავებით, რომელიც მის ნაშრომში შემჩნეულ ცთომილებათა გასწორებაზე უარს არ ამბობს, ე.წ. საქართველოს მართლმადიდებლური „ეკლესიის“ საპატრიარქომ, -
ან, თუკი ჩვენი ზემოთ აღწერილი „დანაშაულებრივი“ მოქმედება ეპისკოპოს იონას „მწვალებლურ წერილთან“ „ერთაზრობაზე“ მიანიშნებს, რომელი „ლოგიკის“ საფუძველზე არ მიიჩნევს თავიანთი სულიერი მამის თანამოაზრეებად „ჯვარი ვაზისას“ რედაქტორებს, რედკოლეგიას, გამომცემლებს და მაკურთხებლებს, რომლებიც აშკარად მწვალებლურ პუბლიკაციებს ბეჭდავდნენ?!
ბატონი გაბაშვილი თავს იმით იმართლებს, რომ ის „ქამურად მოექცა თავის სულიერ მამას“ (ილია II, შიოლაშვილს), განსხვავებით მაგ.: „პროტორესვიტერ“ გიორგი გამრეკელის, „არქიმანდრიტ“ ლაზარე აბაშიძისა და „დეკანოზ“ ზურაბ ანთაძისა, რომელთაც გამოუჩენიათ „სიბრძნე“ და, ესოდენ მწვალებლური და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ქმედებების მიუხედავად, „მამასთან“ თანაზიარობა არ გაუწყვეტიათ (იხ. „ივ. გაბრწყინება“ 1998 წ. #6 (27) „ახალმა ნოემ გაიღვიძა და ღმერთს სათნო-
საინტერესოა, რაღა ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გაბაშვილისნაირი ქამობა და ავუმხედრდეთ ჩვენს სულიერ მოძღვარს და პირველიერარქს, თანაც იმგვარი კეთილგონივრული ქმედების გამო, რაც პიროვნების მიერ საკუთარი შეცდომების აღიარებაში გამოიხატება, მითუმეტეს, რომ ბატონ ილია შიოლაშვილს ჯერჯერობით თავისი მწვალებლური გამონათქვამები და ქმედებები არ შეუნანებია და არ დაუგმია?!