Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
შინაარსი
4. სექტის ცნების ჩვენეული განმარტება
ოპონენტთა დემაგოგიურ პოლიტიკას, სექტანტებად გამოეცხადებინათ ძველმართლმადიდებებლები, ჩვენ დავუპირისპირეთ სექტის საღვთისმეტყველო განმარტება: “სექტა, სექტორი, სექცია” ერთი და იგივე სიტყვიდან იწარმოება და მთელის ნაწილს აღნიშნავს. სიტყვა “სექტა”-
ზოგიერთს ქრისტეს მოძღვრებაში შეაქვს საკუთარ სწავლება, რაც ერესად იწოდება, ესენი ერეტიკოსები (მწვალებლები) არიან. ერეტიკოსი შესაძლებელია ჯერ კიდევ არ იყოს სექტანტი. მართლმორწმუნეთაგან მათ საეკლესიო მოძღვრების მთლიანობა კი არ განასხვავებთ (ეს სექტათა თვისებაა), არამედ საერთო აღმსარებლობით საკითხთა მათებური ინტერპრეტაცია. ისინი ამახინჯებენ ქრისტეანულ მოძღვრებას, მეტიც, ზოგჯერ “ავსებენ” მას ახალ-
ეს განმარტება ოპონენტებმა თავიანთ ბიულეტენში გადაბეჭდეს, მაგრამ ხაზგასმული ბოლო ციტატა გამოტოვეს, რითაც ჩვენი განმარტების დედააზრი არასრულად წარმოაჩინეს, ამ არასრულად დამოწმებულ განმარტებას კი შემდეგი კომენტარი დაურთეს: ”როგორც ვხედავთ ბატონი “პავლე” ხორავა, სექტანტთა ჩვეულებისამებრ, მთლიანად საკუთარ სამყაროში “ჩაძირულა” და იქ “იხარშება” – მის მიერ შემოთავაზებული განმარტება “სექტის” ცნებისა თავიდან ბოლომდე თვითშემოქმედებაა და მხოლოდ და მხოლოდ ავტორისეულ “მიგნებებსა” თუ “აღმოჩენებს” ეფუძნება. რა თქმა უნდა, ოპონენტის ნაფიქრალში აქა-
ამრიგად, ოპონენტთა შეფასებით, ზემოთ დამოწმებული განმარტება თურმე ჩვენი თვითშემოქმედება ყოფილა, თანაც უკვე “გამოგონებული ველოსიპედის” კუსტარული ასლი, რომელსაც, როგორც გვპირდებიან “ზოგადსამეცნიერო-
“სექტის” თაობაზე მოცემული ჩვენი განმარტება “წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის” პროფესორის, დიაკვან ანდრია კურაევის წიგნში “Традиция, догмат, обряд (Москва – Клин 1995 г.) მოცემული ვრცელი განმარტების მოკლე რეზიუმეა, საიდანაც ოპონენტებმა გამოტოვეს ამ წიგნიდან დამოწმებული და ჩვენს მიერ შემოთავაზებული განმარტების აზრის გამხსნელი ციტატა. მათ მიერ დაწუნებული “ველოსიპედის” გამომგონებელი და “პრიმიტიული განმარტების” მომწოდებელი მათი თანამოაზრე და თანამოძმე ნიკონიანელი პროფესორია, რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ ავტორიტეტით სარგებლობს რუსეთის რელიგიურ წრეებში. აქ შეიძლება მოგვიგონ, რომ ჩვენ იქნებ მთლად ზუსტად სრულყოფილად ვერ შევძელით ბატონ ა. კურაევის აზრის რეზიუმირება, ამიტომაც მოგვყავს სექტის რაობაზე დიაკონ კურაევის საღვთისმეტყველო განმარტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა მკითხველმა უფრო თვალნათლივ დაინახოს ჩვენს მიერ გაზიარებული და მოკლედ გადმოცემული განმარტების დედააზრი და შეაფასოს მისი ღირებულება:
“როგორი გზითაც უნდა აღმოცენდეს ერესი, მასში სამ სახეობას გამოვყოფდი – წერს ბ-
მეორე -
და მესამე სახეობა (რაც სწორედ სექტანტური ერესი გახლავთ -
ერესი სისავსისა და ტრადიციის სუნთქვათა წონასწორობის შეზღუდვაა, კერძო მდგომარეობის საზოგადო სიდიდემდე დისპროპორციული გაზრდაა, რაიც რაღაც ერთის განსაკუთრებულ თვითნებურ არჩევანში გამოიხატება. ეს არის ცალმხრივობა, ნაწილის არჩევა მთლიანის მაგიერ (“избрание части вместо целого”). (სქოლიო: “სექტა, ეს არის ნაწილედობა”); "სექტორი" სრულიად გადმოსცემს ერეტიკული აზროვნების ამ თავისებურებას. გავიხსენოთ, რომ ძველ რუსეთში ერეტიკოსებს “სექტატორები” ეწოდებოდათ). აქედან, სხვათა შორის, ცხადია, რომ კათოლიციზმის მართლმადიდებლობისადმი მიმართების საკითხი უფრო რთულია დამრავაწახნაგოვანი, ვიდრე მართლმადიდებლობისა და პრეტესტანტიზმის ურთიერთმიმართებისა. კათოლიციზმმა ისეთი დანაშრევები წარმოქმნა ძველი ეკლესიის სწავლებაზე, რაც მართლმადიდებლობისათვის სრულიად მიუღებელია; კერძოდ, ასეთია დოგმატები რომის პაპის უცთომელობის შესახებ ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის, განსაწმენდელისა და Filioque-
“ერესი – წერს ბ-
სექტანტისთვის ჭეშმარიტებაა მხოლოდ ის, რაც მას მოსწონს, სხვათა შორის, შევნიშნავთ, რომ ლუთერანული “Sola fide” არის მართლმადიდებლობაშიც. ყოველდღიურ საცისკრო ლოცვებში მართლმადიდებელი აღიარებს, რომ სულის ცხოვნების საქმეში საკუთარ საქმეებს კი არ ესასოება, არამედ: "И паки, Спасе, спаси мя по благодати, молю Тя; аще бо от дел спасеши мя, несть се благодать и дар, но долг паче. Веруяй бо в Мя, рекл еси, о Христе мой, жив будет и не узрит смерти во веки. Аще убо вера, яже в Тя, спасает отчаянныя, се верую, спаси мя, яко Бог мой еси Ты и Создатель. Вера же вместо дел да вменится мне, Боже мой, не обрящеши бо дел отнюд оправдающих мя. Но та вера моя да довлеет вместо всех, та да отвещает, та да оправдит мя, та да покажет мя причастника славы Твоея вечныя".
არის მართლმადიდებლობაში ისეთი რამ, რასაც ყველაზე მეტად უფრთხილდებიან ადვენტისტები, როდესაც ისტორიულ ეკლესიაზე თავიანთი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ; დიახ, მართლმადიდებლობაში არის შაბათის დღესასწაულიც. მეოთხე მცნება არ გაუქმებულა. საღვთისმეტყველო კალენდარში იგი დღემდე შვიდეულის ბოლო დღედ იწოდება. შვიდეული ხომ თავის დასაბამს კვირადღიდან იღებს, რომელიც მსგეფსის პირველი დღეა (ანუ “მერვეა” ესქატოლოგიური თვალსაზრისით).
შაბათს არ იკითხება ღირ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვები (ასევე, აკრძალულია მუხლმოყრები -
ერესის შექმნის მეთოდიკა შესანიშნავად აისახა ლევ ტოლსტოის სტატიაში “როგორ წავიკითხოთ სახარება” ის გვირჩევს, ხელში ავიღოთ წითელ-
მუსლიმები ამბობენ, რომ ქრისტე წინასწარმეტყველია; და აქაც ქრისტეანს აქვს სრული უფლება, დაეთანხმოს ყურანს, ოღონდ ისიც დაუმატოს, რომ ქრისტე, ამავე დროს, ღმრთის ძეა განკაცებული (საგულისხმოა, რომ წმ. იოანე დამასკელი ისლამს “ქრისტეანულ” ერესთა შორის განიხილავს. იხ. მისი “მწვალებლობათა წინააღმდეგ”). მართლმადიდებლურ პოლემიკურ ლიტერატურაში საკმაოდ საყურადღებოა არიანული ერესის (რომელიც ამასთან ძის ერთარსებას უარყოფდა და ამით მამა ღმერთს სიმარტოვეში ამყოფებდა) – სახელდება: არიანული სიმწირე (სწორედ ამ ნაკლულევანი სწავლებისათვის იქცნენ არიანელები სექტანტებად – არქიეპ.პ.). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით არიოზმა ღმრთის ცნება “ერთი იპოსტასით” “შეამოკლა” (Св. Григорий Богослов. Творения. СПБ., т. 1, стр. 301).
სიტყვა აირესის – ნიშნავს არჩევას, ამორჩევას, სეპტუაგინტაში კი აირესის ღმრთისადმი საუკეთესო შესაწირავის ამორჩევას (ლევ. 22:18,21) ან თავისუფალ, დემოკრატიულ გადაწყვეტილებას (1 მაკაბ 8:30) ნიშნავს. მეორე მხრივ, სიტყვა აირესის ფილოსოფიურ მიმართულებათა და სკოლათა აღსანიშნავად გამოიყენება, მაგალითად დიოგენე ლაერტელი “აკადემიკოსთა ერესის” (ანუ აკადემიკოსთა სკოლის – მ.პ.) შესახებ ლაპარაკობს, მაგრამ თუ აირესის, როგორც საუკეთესო არჩევანი, სასურველი მოვლენაა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და ფილოსოფიაში, რელიგიურ სფეროში ის ყოველთვის საძრახისია. უკვე რომაელთა (16:17) და გალატელთა (5:20) ეპისტოლეებში ერესი უარყოფითი მოვლენაა. რელიგიური ფაქტის ფილოსოფიურ სწავლებად აღქმის ნებისმიერი მცდელობა საძრახისია (სქოლიო: ჭეშმარიტი ბერძნებისათვის, პირიქით, აირესის არათუ საძრახისი, არამედ სასურველი მოვლენაც იყო”) (Болотов В. В. Лекции по истории древней церкви. СПБ, 1910, т. 2, стр. 348).
მოციქულებს ქრისტემ მოუწოდა, ამიტომაც მათ ან უნდა მიეღოთ მისი პიროვნება და მისი საიდუმლო, ან უარეყოთ იგი. აქ “არჩევა” იქცევა “ერესად” პირველადი ამომრჩევლის (ე.ი. ქრისტეს -
წყაროები, რომელთაც უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ ოპონენტები, ჩვენთვისაც ცნობილი და ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ მათში არსებული რიგი ნაკლოვანებებისა და არასრულყოფილების გამო (რასაც ქვემოთ დაწვრილებით წარმოვაჩენთ) მათ არ დავეყრდენით. ჩვენი აზრით, სექტის რაობაზე პროფ. კურაევის მიერ მოცემული განმარტება “სექტის” ეტიმოლოგიიდან დაწყებული მისი თეოლოგიური ხასიათით დამთავრებული, იმდენად კარგად და სრულად წარმოაჩენს სექტის ბუნებას, მის რაობას, რომ, ოპონენტების მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებებთან შედარებით, უპირატესობა მას ეკუთვნის. ეს საკმაოდ მიუკერძოებელი და არატენდენციური განმარტებაა, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მას დავეყრდნობით. ჩვენი “ბრალმდებელი კრიტიკოსები” კი მოცემულ განმარტებას მეტად აკნინებენ, რაც, ვეჭვობთ, თეოლოგიაში მათი განუსწავლელობით უფროა გამოწვეული და, როცა ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას “სექტას” უწოდებენ, საკმაოდ აკნინებენ საკუთარ რეპუტაციას.
მოკლედ, ჩვენი რეზიუმე დაეფუძნა პროფ. ანდრია კურაევისეულ ამ ვრცელ განმარტებას. მისი ობიექტურობის, მეცნიერულობის და საღვთისმეტყველო დონის შეფასება აწ სიმართლის მოყვარული, ობიექტური მკითხველისთვის მიგვინდია, ხოლო რაც შეეხება ჩვენ ეკლესიასთან მიმართებაში “სექტისა” და “ერესის” ოპონენტებისეულ განმარტებებს, ის არათუ თეოლოგიაში ღრმად ჩახედული პიროვნების, მოყვარულის დონისაც კი არ არის! სრულიად სამართლიანად ბრძანებს ბატონი კურაევი, რომ: “განსამარტებელ ადგილთა და თვით კომენტართა ამორჩევა, საუბრის ინტონაცია და საბოლოო დასკვნები -