Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
შინაარსი
2. სიზმრად ნანახი რეინკარნაცია
ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ზემოქმების მოსახდენად და კიდევ იმისთვის, რათა უარყოფითად დამუხტონ და ჩვენს მიმართ მტრულად, ხოლო საკუთარ ყალბ მტკიცებათა მიმართ ნდობით განაწყონ მკითხველი, ოპონენტები მეტად მზაკვრულ და ბინძურ ხერხს მიმართავენ: თავიანთი ბიულეტენის 1998 წლის მე-
ქვეტექსტი ნათელია: ზემოთ ჩამოთვლილ ცრუმესიათა დარად ეპისკოპოსი იონაც საკუთარ თავს თურმე "იოანე მახარობლად" აცხადებს; ქრისტემტყუვართა გვერდით ძველმართლმადიდებლური ეკლესიის "სუპერსექტად" გამოცხადება, ხოლო მისი ეპისკოპოსის ურჯულოთა მარაქაში გაყვანა ოპონენტთა კიდევ ერთი უნამუსო წამოწყებაა, რომელიც მათ სიცოფეს წარმოაჩენს. იმაზე, თუ რა წარმოდგენა აქვთ ოპონენტებს სექტაზე ან შესაძლებელია თუ არა ყოფილი პარტიული ეპისკოპოსი გახდეს, ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ, ამჯერად კი აღვნიშნავთ, რომ აზრი, თითქოსდა ეპისკოპოსი იონა "იოანე მახარობლად" აცხადებს თავს, მოწოდებული და დამკვიდრებულია საქართველოში გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის სასულიერო აკადემიის ლექტორის, ბ-
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ერისკაცობაში, 1989 წელს ბ-
წიგნში, წმ. მამათა და ძველ მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით, მოწოდებულია ცნობა მეორედ მოსვლის წინა ჟამს სამი წინასწარმეტყველის: ილიას, ენუქისა და იოანეს მობრძანების თაობაზე, რომლის ჩახავასეულ განმარტებას, სამწუხაროდ, ფრიად ყალბ ინტერპრეტაციას აძლევს ბატონი ე. ჭელიძე და ავტორს ანტიმართლმადიდებლური იდეების ქადაგებას სწამებს. ის წერს: "ბატონი ჩახავა ცდილობს მკითხველს წინასწარ წარმოუდგინოს ამ უსაიდუმლოესი ჟამის (მეორედ მოსვლის -
"ბიბლიური ცნობების მიხედვით ილიასა და ენოქს ციდან უწევთ ჩამოსვლა, რადგან ისინი ცოცხლად იქნენ აყვანილნი ცაში, ხოლო იოანე მობრძანება ალბათ ჩვეულებრივ დაბადებას უნდა ჰგავდეს, ე. ი. უნდა გამოჩნდეს კაცი იოანეს სახელით, მისივე სულიერებით და ძლიერებით" (იქვე. გვ. 31).
"ავტორი, -
ვინც ბატონ მურთაზ ჩახავას ნაშრომის ზემოთ ხსენებულ ადგილს იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ბატონი ე. ჭელიძე აყალბებს და ამახინჯებს ბატონ მ. ჩახავასგან გადმოცემულ ცნობას იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის თაობაზე.
ჯერ ერთი, შეგახსენებთ, რომ მტკიცება მეორედ მოსვლის წინ იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის შესახებ, რომელიც ბევრს დღემდე ასე "უცნაურად" ეჩვენება, სრულიადაც არ ეკუთვნის ბატონ მ. ჩახავას, არამედ უძველესი მართლმადიდებლური გადმოცემაა. აი, ის წყაროები, რომელთაც ეყრდნობა ბატონი მ. ჩახავა:
ძველსლავური წიგნი "ალფა და ომეგა": თუ მისი (ე. ი. ქრისტეს -
ნეტარი იერონიმე: "ღვთისმეტყველი იოანე წინასწარმეტყველ ილიას მსგავსად სხეულებრივად მოვა" (Творения, часть 15, стр. 170).
წმ. იპოლიტე რომაელი: "იხილე კაცთმოყვარება ღვთისა, თუ ვითარ მფარველობს კაცთა მოდგმას, რამეთუ წინასწარმეტყველთაც კი მოავლენს ჩვენდა დასამოძღვრად, მოსაქცევად და ანტიქრისტეს გამოჩენის საუწყებლად, დანიელის სიტყვისამებრ და იქნება იმ ჟამს, რომ შვიდეულის ნახევარს აიღებენ ორივე წინასწარმეტყველნი (ილია და ენოქი) იოანესთან ერთად, რაც არის ათას ორას სამოცი დღე, და ანტიქრისტეს გამოჩენას აუწყებენ მსოფლიოს" (Слово блаж. Ипполита Римского в неделю мясопустную, о скончании мира, об антихристе и о втором пришестви Господа нашего Исуса Христа).
მეორეც, ბატონი მ. ჩახავა არსად ამბობს, რომ იოანე ღვთისმეტყველი (ერთი თორმეტ მოციქულთაგანი) ხელახლა უნდა დაიბადოსო, არამედ წერს: "უნდა გამოჩნდეს კაცი, იოანეს სახელით, მისივე სულიერებით და ძლიერებით" (ამ ციტატას ბატონი ე. ჭელიძეც იმოწმებს); ე. ი. კაცი იოანეს სახელით და არა თვით იოანე მახარობელიო. მაშ, რა შუაშია აქ რეინკარნაცია და მეტემფსიქოზი?
და კიდევ: ანდრია კესარიელი აპოკალიპსისის მე-
"...მინიშნებულია, რომ ყოველივე, ნაუწყებიდან საღმრთო გამოცხადებისთანავე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების მეშვეობით, ხოლო ნეტარს (იოანეს -
აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ბოლო ჟამს იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის აზრს აღიარებდა წმ. მაქსიმე ბერძენიც (XIV ს.). მაგრამ, რადგანაც იოანე თვითონაც არ უარყოფს სახარებაში თავის სიკვდილს (ცნობილია, რომ მან ცოცხლად ჩაამარხვინა თავი და, როცა კვლავ მოინახულეს, ადგილზე აღარ დახვდათ) ისევე, როგორც არ უარყოფს იოანე მახარობლის სიკვდილს ეკლესიის ცნობილი ისტორიკოსი ევსები პამფილი (კესარიელი) (IVს.) ("საეკლესიო ისტორია", წიგნი III, 31:2) -
პირველი ვერსიით: იოანე მახარობელი ჯერაც ცოცხალია და ისევ გამოჩნდება მეორედ მოსვლის წინ, რათა დამოძღვრას მსოფლიო.
მეორე ვერსიით: იოანე ღვთისმეტყველი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო ჟამს უნდა გამოჩნდეს სხვა კაცი იოანეს სახელით, მისი სულიერებითა და ძლიერებით, და მეტემფსიქოზი აქ არაფერ შუაშია.
ასე, რომ ბატონ ე. ჭელიძის მიერ ბატონ მ. ჩახავასადმი წაყენებული ბრალდება, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არაზუსტია. თუ "კაცის დაბადება იოანეს სახელით", ხოლო მისი გამოჩენა და მოღვაწეობა "იოანე ღვთისმეტყველის სულიერებითა და ძლიერებით" რეინკარნაციის, მეტემფსიქოზის ქადაგებაა, მაშინ ყოველი ანალოგიური განმარტება სხვა შემთხვევაშიც რეინკარნაციად და მეტემფსიქოზად უნდა მიიჩნიოს ბატონმა ჭელიძემ და, აქედან გამომდინარე, მან თვითონ მაცხოვარიც კი უნდა დაადანაშაულოს "მეტემფსიქოზის" ქადაგებაში, რადგანაც იოანე ნათლისმცემელზე ბრძანა: "ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყველას, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ" (იხ. მათე 17:10-
ახალ ძველი აღთქმის (IV მეფ. 2:8-
ამრიგად, ძველ, მართლმადიდებლურ წყაროთა მიერ განცხადებული ამბის, -
თუ "ივერიის გაბრწყინების" თანამშრომლები "იოანე მახარებელზე" მინიშნებისას ჭელიძისეულ განმარტებას ეყრდნობოდნენ, ეს განმარტება, როგორც ნახეთ, სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ჩვენი ეპისკოპოსის პრეტენზიას "იოანე მახარებლის სულიერებასა და ძლიერებაზე", ეს ერთგვარად სადავო საკითხია და ამაზე მსჯელობისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, იოანე მახარებლის ზეცაში ცოცხლად აყვანასა და მის კვლავ ჩამოსვლას კი ვიზიარებთ, როგორც ამას გვასწავლიან ანდრია კესარიელი, წმ. ნეტარი იერონიმე, წმ. ანდრია სალოსი, წმ. იპოლიტე რომაელი და სხვები.
როგორც უკვე ითქვა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეპისკოპოსი იონა ადრე კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მაგრამ ივიწყებენ, რომ იგი პარტიული იყო მონათვლამდე. ე. ი. მანამ, სანამ ის ჭეშმარიტი ნათელღებით ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი გახდებოდა. ოპონენტების სივერაგე აქ იმაში გამოიხატება, რომ კომუნისტებისადმი ხალხში არსებული ანტიპათიით მანიპულირებასა და ეპისკოპოსის წარსულზე მინიშნებით, მისი სასულიერო ღირსების გაუფასურებას ცდილობენ. ამას ისეთი კადნიერებით იქმან, თითქოსდა თვითონ მუდამ "ანგელოზები" ან "მამა აბრაამის ბატკნები" იყვნენ. ამასთან, ადამიანის წარსულისა და აწმყოს ამგვარი ურთიერთ შეპირისპირებით ისინი უარყოფენ ცოდვილთა მოქცევის ქრისტესმიერ პრინციპებს და ეს მაშინ, როდესაც ქრისტე ბრძანებს: "ჩემთან მოსულს არ გავაგდებ და მის ცოდვებს არ გავიხსენებ" (შეად. ესაია 43:25; 44:22; ეზეკ. 18:32).
ისინი მანიპულირებით ცდილობენ ადამიანებს ეჭვი აღუძრან პიროვნების წარსულის გამოქექვით. ჩანს, არც კი უწყიან, თუნდაც ერთ ადამიანსაც რომ მიუდგე ასეთი პრინციპით, ამით შეურაცხჰყოფ არა მარტო საძრახისი წარსულის მქონე მრავალ წმინდანს, არამედ თვით ჩვენს უბიწო და უცოდველ უფალს, იესუ ქრისტეს.
უფალი რომ ცოდვილს შეიწყნარებს და მისი მოქცევის შემთხვევაში თავდაპირველ პატივში აღადგენს, ეს ჩანს უძღები შვილის იგავიდან, სადაც მოქცეული შვილის მისაღებად ზეციერი მამა ასეთ ბრძანებას გასცემს: "გამოიღეთ სამოსელი პირველი, და შეჰმოსეთ მას, და შეაცუთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა, და მოიბით ზურაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და გაცოცხლდა, წაწყმედილ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად" (ლუკა 15:22-
მაშ, თუკი მამა ზეციერი ხარობს ცოდვილთა მოქცევაზე, რატომღა გლოვობენ ჩვენი ოპონენტები ყოფილი კომუნისტის მოქცევას? ხომ არ ემსგავსებიან იმ ერეტიკოსებს, რომლებიც ცოდვილთა მოქცევას უარყოფდნენ?!
თუკი ნათლობის შემდეგ კომპარტიის ყოფილი წევრის გაეპისკოპოსება შეუძლებელია ან საძრახისი, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს სიძვა-
სავლე "ფრიად მავნე იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ" (საქმე 8:3). მღვდელმთავართაგან უფლებამოსილი მრავალ წმინდანს ყრიდა საპყრობილეში და ეთანხმებოდა მათ დახოცვას. ყველა სინაგოგაში მრავალგზის აწამებდა ქრისტეანებს და აიძულებდა, ეგმოთ. გამძვინვარებული სდევნიდა მათ ვიდრე უცხო ქალაქებამდე (შეად. საქმე 25:10, 11).
ასე, რომ პირველად ვიყავიო "მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ". მაგრამ "დედის მუცლითგან გამორჩეული" (გალატ. 1:15), შეწყალებულ ვიქმენო, რამეთუ "უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა", _ ბრძანებს პავლე (1 ტიმ. 1:13). მაშ, ხომ არ დავგმოთ და სამოციქულო ღვაწლისთვის უღირსად ჩავთვალოთ უფლის "რჩეული ჭურჭელი" (საქმე 9:15) პავლე? თან იქნებ ქრისტეანობის პირველ საუკუნეებშიც გადმოვიხედოთ და კიცხვას მივცეთ მოგვყოფილი ეპისკოპოსი წმ. კვიპრიანე (IIIს.), ან არცთუ მოსაწონი წარსულის მქონე იპონიის ეპისკოპოსი ნეტარი ავგუსტინე (IVს.)?
ცხადია, ჩვენ, მორწმუნენი ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან უფლის ბრძანებაა: "ჩემთან მოსულს არ გავაგდებ და მის ცოდვებს არ გავიხსენებ", ხოლო ოპონენტების კაცთმოძულეობას ცოდვილთადმი მათი დამოკიდებულება წარმოაჩენს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპონენტები "სუპერ-