Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
შინაარსი
დანართი 3
შური, მზვაობრობა და უმეცრება!..
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის
პირველიერარქის, ეპისკოპოს იონას ეპისტოლე
„ოდნავ გადაიხრები მართლმადიდებლობისაგან, ერეტიკოსი ხარ“ –
თეოდორე სტოდიელი
ღმერთო გვაკურთხე!
წყალობა-
ერთმანეთის ძაგებას და თითის ქნევას დიდი არაფერი უნდა, საქმის გამოსწორებაზე ვიფიქროთ. აკი, თავად ისმინეთ, რასა ბრძანებს უფალი: „ვინც ჩემი კანონებით ცხოვრობს“-
იქნებ არა ხართ ქრისტეს კრავები და ამაოდ კიკინებთ მაცხოვრის ბაგაში, რათა თქვენს კვალობაზე გაიყოლიოთ თქვენი ჭკუის მადევარნი? გაფრთხილდით, ერის წინამძღოლობა ღმერთს თქვენთვის არ დაუვალებია და ცხვრად დაბადებულები მწყემსებზე წინ ნუ მიგელაობთ. თუ კი სული მიგიყიდიათ ეშმაკისათვის, რისხვის მეტი რა გელოდებათ; იტყვით: მაინც რა დანაშაულისთვისო, გიპასუხებთ: ქრისტეანის დაბდების მკვლელნი აღმოჩნდით, როგორც ედიშერ ჭელიძის ცრუ ფილოსოფიის მემკვიდრენი. თქვენ უარყავით ნათლობის მოციქულთა წესი და ერეტიკული ნათლობის დამკვიდრება ინებენთ, რითაც სასიკვდილო დამღა დასვით სიცოცხლისათვის დაბადებულებს. არ დაეხსნებით ჯოჯოხეთისკენ ერის წარტყვევნას? არ გეყოთ, რაც ტვინი აუმღვრიეთ საქართველოს? გადასძახეთ ბრმა ძმებმა ერთმანეთს: წინ, ბიჭებოო, და მადევრებიც ზარ-
ხე ისე არ წაიქცევა, სანამ მუმლი არ შეეხვევა, სანამ ქარი არ მოარყევს. გასაფრთხილებელ ნიშნად იგულვეთ ყოველი მომხდარი. ნუთუ, ვერა გრძნობთ, რას ითხოვს უფალი თქვენგან? მოეგეთ გონს, მოეგეთ და გაიწვდინეთ ხელი რჯულისაკენ, მერე გვიან იქნება; დავით აღმაშენებელი ამას დროზე მიხვდა. მკალავიშვილმა იმით გაჯობათ, რომ ისაზრა წყალპკურებით ნათლობის სიცრუე, მაგრამ მოტყუვდა იმაში, რომ თავი ერეტიკოსებს ჩაუგდო. თითქოს ნათლობაც ჭეშმარიტი (წყალში სამჯერ შთაფვლითი) მიიღო, ხოლო სამღვდელო ხელდასხმა ძველი დაიტოვა. სწორედ აქ ჩანს თუ როგორი ეკლესიის მესვეურებს ხლებია იგი. როდის იყო, უნათლავს სამღვდელო ხელდასხმა ეძლეოდა! მკალავიშვილი თუკი მიხვდა თავის უნათლობას და ამისთვის გადაინათლა საბერძნეთში, ხელდასხმა რანაირად შერჩა უნათლაობის დროინდელი?
ასეა, ჩემო კარგებო, არ გინდათ სიმართლეს თვალები გაუსწოროთ. თქვენ რომ ჭეშმარიტების მაძებარი იყოთ, ძველმართლმადიდებლებთან მობრძანებას ინებებდით. ისე როგორ დაგაბრმავათ ეშმაკმა, რომ ვერ ხვდებით, ვინ შეინარჩუნა მართლმადიდებლობა. შეჭიდებიხართ ქრისტეანობის აპოლოგეტობის ტიტულის მოპოვებას და დღემდე ვერ გაგირკვევიათ თქვენი უბედურება.
მართალია, მხილება ნებადართულია დიდი სჯულის კანონის მიხედვით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რჯულში ასევე გათვალისწინებულია მამხილებელთა სიმართლე და ვინაობა.
შეიძლება ნაკლებად ერეტიკოსმა დიდი ერეტიკოსი ამხილოს, მაგრამ რა ბედენაა ეს ყოველივე ჭეშმარიტების თვალში? ხომ არ აჯობებდა, ჯერ საკუთარი თვალიდან ამოგვეღო დირე და შემდგომ სხვის თვალში შეგვენიშნა ბეწვი? რა ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელსაც დღემდე ვერ გაურკვევია, ვინ შირჩინა მსოფლიოში რჯულმოსილი, მართლმადიდებლური სახე. არც კი იცის, რომ არარჯულიერი ნათლობის მქონე ურჯულოა, ესე იგი, მოუნათლავი და პირველი ჩინის ერეტიკოსი. ვერც სამჩინიანი ერესის ხარისხებში გარკვეულა; სანაცვლოდ, ეკუმენისტურ ეკლესიებთან ევქარისტული კავშირის გამო ბუქი დაუყენებია. არც ის იცის, რომ ეგ ცოდვა მეორე ჩინის ერესია, ხოლო წყალპკურებითი ნათლობა -
“დიდი მეცნიერი” ედ. ჭელიძე კი კათოლიკეებს კვლავ ორთოდოქსებად მიიჩნევს. დაგიგდოთ ცრუ წიგნი და წამოგაგოთ ანკესზე. ვერც ხვდებით, რატომ დგას თქვენს გვერდით?! ისე გაგთიშათ ეშმაკმა, ქრისტეს ნამდვილი სახელიც დაგავიწყდათ, რჯულიერი ნათობა განზე მოგასროლინათ და წყეულანათემირებული ლათინური ნათლობის მემკვიდრეობის ქადაგება დაგაწყებინათ. ამიტომაც მოგიწევთ XVIII საუკუნის საქართველოს კათალიკოსის ბესარიონ ორბელაშვილის მიერ წყალპკურებითი ნათლობის მოქადაგეთა მიმართ გამეტებული შეჩვენება. ამას დაემატება დიონისე არეოპაგელის, ბასილ დიდის, იოანე ოქროპირის, იოანე დამასკელის, მარკოზ ეფესელის და სხვათა მიერ ამგვართათვის გამეტებული წყევლა-
რასაც თქვენ და თქვენი მიმდევრები უბედავთ სქართველოს ძველმართლმადიდებლებს, თვით საქართველოს ოფიციალური ეკლესიის თავკაცსაც არ გაუბედავს. არასოდეს დაცდენია, რომ ძველმართლმადიდებლები ქრისტეანი ორთოდოქსები არ არიან, ეს თქვენ ბობოქრობთ “გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩეს” მეთოდით. რუსოფილებს გვიწოდებთ, თავად კი რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიას ჩაუხუტებიხართ. მსოლიოში რუსების მიერ შენარჩუნებულ ქიროტონიას, საქართველოში სისხლის ფასად შემოტანილს, მტრობად გვითვლით. ეს თქვენა ხართ საგანგაშო ზარების დამრისხებელნი?! გემბანზე აფრებს ატკაცუნებთ, ხომალდის მოსალოდნელ ჩაძირვაზე კი არაფერს ამბობთ (რუსული ემიგრაციული ეკლესიის ორთოდოქსულობაზე მალე მიიღებთ განმარტებას). არ აჯობებდა, მოგვეყარა თავი ოფიციალური ეკლესიის მესვეურებთან ერთად და ჩვენს მრავალსაუკუნოვან ცდომილებათა გასარანდად გვეთათბირა?
მავანნი კვლავ ვერ ხედავენ დედამიწაზე ქრისტეანულ ჭეშმარიტ ეკლესიას და ხალხს შინ ლოცვას მოუწოდებენ. ესეც უცოდინრობა და მზვაობრობაა, მაშ, ქრისტეანული ეკლესია მომკვდარა, რომლისთვისაც ქრისტემ ბრძანა: ჯოჯოხეთის ბჭე ვერ სძლევს ჩემს ეკლესიასო. ნურავის ჰგონია, ერეტიკოს მწვალებელთა სახელის დასაკუთრებას დიდი მიწისძვრები სჭირდება, ერთი სიტყვაც კი საკმარისია ამისათვის, როგორც გვასწავლის თეოდორე სტუდიელი. უნდა გვესმოდეს, მღვდლობის უარყოფა ნიშნავს ქრისტეს უარყოფას, რომელიც მარად მღვდელია მელქისედეკის წესით.
ეგრეთ წოდებულ “მოძღვარ” მინდიაშვილს და “არქიმანდრიტ” რაფაელს თითქოს არ ჰყოფნით ჭეშმარიტების წვდომისთვის განათლება, -
დაიწერა რა რჯულის საფუძველზე გონიერთა საფხიზლოდ წიგნი “რა უნდა ვაკეთოთ”, იმავე წამს აბობოქრდით და კვანტურ ფიზიკაზე დაგვიწყეთ დავა. ცრუნო! ამპარტავანნო! რჯულის მძაგებელნო! რომელმა ერთმა დაინახეთ სულის გადამრჩენი ეკლსია?! ჩაბღაუჭბიხართ სიკვდილის დედას – ერეტიკულ სწავლებას და ხალხსაც გზას იქით უტევთ. მერწმუნეთ, თქვენ ის ადამიანები ხართ, ქრისტეს ეპოქის თანამედროვენი რომ ყოფილიყავით, ვერავინ დაგასწრებდათ მის მოკვდინებას. ჯერ იყო და, სამონასტრო ინსტიტუტით ამაყობდით, როცა დაგჭირდათ, მაშინ დაუწყეთ თქვენს მიერ ქებულ ბერ-
სადა ხარ შენ, გურიის ეპარქიის “არქიმანდრიტო” ნიკოლოზ?! შენ მაინც ჰყოფნის ვაჟკაცობა, ჩადგე ძმათა შორის და სიმართლე თქვა, საამისო განათლებაც გაგაჩნია და მამულიშვილობაც!
სადა ხარ შენ, მერაბ სულაქველიძე, ჟურნალ “ლაზარეს აღდგინების” რედაქტორო?! გამოიყენე შენი მეჭველობა უფრო დიდი საქმისათვის!
სადა ხართ თქვენ, ოფიციალური ეკლესიის პატიოსანო მსახურნო, უმეტეს უბედურებას რას ელოდებით. რატომ არ გნებავთ, გავარკვიოთ ჩვენი უბედურების მიზეზები?!
გავრანდოთ საუკუნოვანი ცდომილებანი, სიცოცხლე დავუბრუნოთ ეკლესიას. თუ კეთილი ნება იქნება, ღმერთი მოგვეშველება. სულ მთლიანად ენად გავიკრიფეთ, სიბრძნისთვის ვერ ვიცლით, ძაგებისთვის კი – იცოცხლე! ვარდის ფურცლებად გვეფინება ბაგებზე სიძულვილი. ვერ ვგრძნობთ, შურმა და მზვაობრობამ როგორ დაგვამხო და დაგვაქცია; როგორ დაგვაშორა ძმები ერთმანეთს.
ყველას მეუფედ მოაქვს თავი, უფალს არვინ არაფერს ეკითხება; საკუთრივ დაადგინეს თავიანთი თავები ქვეყნის წინამძღოლებად; უფლის მიერ ბოძებულ ნიშან-
ღმერთმა გვიშველოს, ამენ!
იონა
16.02.98 წ.
გაზ. „რესპუბლიკა“ #22 (6) 1998 წ