Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
შინაარსი
დანართი 2
ხავსსჩაჭიდებულთა საპასუხოდ ანუ პასუხი თუ პასუხისმგებლობისგან გაქცევა
როდესაც სერიოზულ კამათში სიტყვებით თამაშს იწყებენ და დემაგოგიური მოთხოვნებით გამოდიან, აშკარა ხდება, რომ ცდილობენ, თავი აარიდონ პირდაპირ პასუხს. სამწუხაროდ, ასე იქცევიან ჩვენი ოპონენტებიც გაზ. “ივერიის გაბრწყინებიდან”. ჩვენს შეკითხვაზე, აეხსნათ თუ რა მიზეზით არ ცნობდნენ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, პასუხის სანაცვლოდ წამოგვიყენეს წინაპირობა, რომლის დაკმაყოფილების გარეშე საჭიროდ არ ჩათვლიდნენ ჩვენთან პოლემიკას. კერძოდ, უნდა გამოგვეხატა დამოკიდებულება ჩვენი პირველიერარქის, მეუფე იონას წიგნში “რა უნდა ვაკეთოთ” არსებულ ცთომილებათადმი. ოპონენტები გვწერდნენ: სანამ ოფიციალურად არ შეაფასებთ და დაგმობთ აღნიშნულ ერეტიკულ თხზულებას... სავსებით სამართლიანად კვალიფიკაციას მოგცემთ, როგორც “სტაროვერების” წიაღიდან გადმოსულ სექტანტ ერეტიკოსებს... ამრიგად, ვიდრე ზემოთქმულს არ მოიმოქმედებთ, მანამდე დადებული გექნებათ და სრულიად კანონიკურად, სხვათა შორის უკვე მხილებულ მწვალებელთა ყადაღა, რაც დისპუტის გაგრძელებას აზრს დაუკარგავსო. *(იხ. “ივერიის გაბრწყინება” #3 (24) 1998 წ.ს.ტ. “დისპუტის წინაპირობა” გვ. 17).
პოლემიკისას ორი რამ მიგვაჩნია აუცილებელ პირობად: პირველი, როდესაც საჭიროა მოვიტანოთ ის მოწმობანი რომლებიც საკითხის სასარგებლოდ მეტყველებს და მეორე – როდესაც ამა თუ იმ მოსაზრებაზე პასუხის გაცემის საჭიროება დგება. ვეცადეთ ჩვენს პირველ წინასადისპუტო პუბლიკაციაში (“ჭეშმარიტების საძიებლად და არა ერთურთის დასამარცხებლად”. “მართლმადიდებელი” #4 (15) 1998 წ. გვ. 6) ბიულეტენ “ივერიის გაბრწყინებასთან” პოლემიკა ამ წესების სრული დაცვით წარგვემართა, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენს ოპონენტებზე. ჩვენი ეკლესიის რეალობიდან გამომდინარე ვუპასუხეთ როგორც ოპონენტთა მოთხოვნას ეპისკოპოს იონას წიგნთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი მისამართით გამოყენებულ არაზუსტ გამონათქვამებსაც (როგორებიც არის: “ერეტიკოსი”, “სექტა”, “სქიზმატიკოსი”, “ხიბლი”). ამ საკამათო საკითხებზე, ვფიქრობ, დამაკმაყოფილებელი პასუხი გავეცით, მაგრამ, სამწუხაროდ, “ივერიის გაბრწყინების” საპასუხო წერილმა დიდად გაგვაოცა არა მარტო უსამართლო და არაკანონიკური მოთხოვნის სიჯიუტით, არამედ იმ უცოდინრობითაც, რაც ჩვენდამი წამოყენებულ ბრალდებებში წარმოჩინდა.
ოპონენტები დაჟინებით მოითხოვენ, სრულიად დავგმოთ ნაშრომი, რომელიც, მიუხედავად დასანანი ცთომილებებისა, ძირითადად და უმეტესწილად მათი ე.წ. “ეკლესიის” ერეტიკულობისა და უსჯულოების სამხილია. ამისთვის ისინი ამ წიგნს ერთ მთლიან თხზულებად, ერთი სიუჟეტის მქონე ნაწარმოებად წარმოაჩენენ, რომელიც, მათი თქმით, თურმე “სახარების პრეტენზიის მქონდე აპოკრიფია”. ეს მტკიცება არ შეფერება სინამდვილეს, რამეთუ ეპისკოპოს იონას წიგნი “რა უნდა ვაკეთოთ” ერთი, მთლიანი თხზულება როდია, არამედ ეს არის სხვადასხვა დროს დაწერილ სტატიათა კრებული, რომელიც ავტორმა ერთ წიგნად შეკრა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას ერთი იდეური დატვირთვა, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ სახარების ქადაგების ფუნქცია მიანიჭა. როგორც ჩანს, ამ მტკიცებას ოპონენტებში დიდი დაბნეულობა გამოუწვევია. სანამ ამ საკითხს შევეხებოდე, მსურს, ორიოდ სიტყვით აღვნიშნო ერთი გარემოება:
როდესაც ამა თუ იმ საეკლესიო მოღვაწის ან საეკლესიო მწერლის თეოლოგიურ, კანონიკურ ან პოლემიკურ თხზულებათა კრებულზეა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია იქ ზოგიერთი ცთომილი ტრაქტატიც იყოს შეტანილი, იგი ავტორის გარკვეული პერიოდის შემოქმედებით ნაღვაწად აღიქმება და ხელს ვერ შეუშლის სხვა მართლმადიდებლური თხზულებების აღიარებას. ამ შემთხვევაში დასაგმობია საკუთრივ ეკლესიისთვის მიუღებელი სწავლება და არა ამ მოღვაწის მთლიანი შემოქმედება. ჩვენმა ოპონენტებმა ეს კარგად უწყიან და ამიტომაც ანიჭებენ ამ კრებულს ერთი, მთლიანი ნაწარმოების სტატუსს, რათა მისი სრული და არა ნაწილობრივი დაგმობა მოითხოვონ.
როგორც უკვე ვთქვით, ამ სხვადასხვა დროს დაწერილ თხზულებათა კრებულს მისმა ავტორმა კონკრეტული დანიშნულება და იდეური დატვირთვა – მეორედ მოსვლის წინ სახარების ქადაგების მისია მიანიჭა. ახლა განვსაჯოთ, რას ნიშნავს თვით სახარების ბოლოს ქადაგება და რამდენად მართებულია ამ წიგნის აღქმა “სახარებად”.
სახარებად იწოდება ახალი აღთქმის პირველი ოთხი წიგნი. მათი დაწერა თვით ცხოვრებით არის ნაკარნახევი: რადგანაც მოციქულთა ეპისტოლეები საკმარისი არ აღმოჩნდა ქრისტეანულ თემთა დასამოძღვრავად, გაჩნდა მოთხოვნილება, ქრისტეს ცხოვრება და სწავლება უფრო დაწვრილებით აღწერილიყო. *(Полный правосл. богосл. словарь. Москва 1992 ст. «Евангелие»).
სახარება ძირითადად ეძღვნება განკაცებული ღმრთის ძის – უფალ იესუ ქრისტესაგან აღსრულებულ ცხოვნებას. მახარობელთა მიერ იესუ ქრისტე თვით გვახარებს ჩვენი ცხოვნების საქმის აღსრულებას, შესაბამისად, სახარებაში ქრისტეს ცხოვრებიდან ის მოვლენებია გადმოცემული, რომლებიც მისი, როგორც მაცხოვრის, მსახურებას უკავშირდება, მაშინ, როდესაც აპოკრიფული სახარებები, პირიქით, რისტეს ცხოვრების იმ მომენტებს “აღწერენ”, რომლებიც კანონიკურ სახარებაში არ მოიპოვება (მაგ. “თომას სახარებაში” “აღწერილია” ქრისტეს ყრმობა, ხოლო, “ნიკოდიმოსის სახარებაში” – ჯვარცმიდან აღდგომამდე, მაცხოვრის მიერ სულით ჯოჯოხეთში ჩასვლა და გამოსყიდვის მართალთადმი ხარება). “აპოკრიფები – როგორც ერთი ღვთისმეტყველი წერს, -
ამრიგად, აპოკრიფული სახარებები, გამოსყიდვის დოგმატის არასწორი გააზრებით ან მისი სრული იგნორირებით, კანონიკურთან მიმსგავსებით ცდილობენ “აღწერონ” ქრისტეს ცხოვრების ის მომენტები, რომლებიც კანონიკურში შეტანილი არ არის.
ეპისკოპოს იონას ნაშრომი არც ქრისტეს ცხოვრებას ეძღვნება და არც მისი ცხოვრების რომელიმე დაფარულ პერიოდს აღწერს, აქედან გამომდინარე, მას არათუ სახარების, არამედ აპოკრიფული სახარების სტატუსსაც ვერავინ მიანიჭებს, რამეთუ ის ამგვარი აპოკრიფისათვის საჭირო პირობებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ბოლო ჟამს სახარების ქადაგება ურწმუნოთა და წარმართთა მხილებასა და დასჯას ნიშნავს: “გულისხმაყავთ კეთილად თქმული ესე: არა თქუა, თუ ოდეს ჰრწმენეს ყოველთა კაცთა, არამედ ოდეს იქადაგოსო ყოველთა მიმართ; და ამისთვის თქუა ვითარმედ: “საწამებლად წარმართთა”, რაითა ვცნათ, ვითარმედ არა თუ მოელის, რაითა ყოველთა ჰრწმენეს და ესრეთ მოვიდეს, რამეთუ სიტყუაი იგი, თუ “საწამებლად წარმართთა” ამას მოასწავებს, ვითარმედ შემასმენლად, სამხილებლად და დასასჯელად მათთა, რომელთაცა არა რწმენა” (“თარგმანებაი მათეს სახარებისა”. წიგნი I, თბილისი 1996 გვ. 22-
იოანე-
სხვათა შორის, უფლებამოსილი ვარ განვაცხადო: რადგანაც წიგნის ავტორის მეტად პრეტენზიული განაცხადი დამაბრკოლებელია როგორც ეკლესიის გარეთ მდგომთათვის, ასევე ჩვენი ეკლესიის მრევლისათვისაც, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა ერთი ჯგუფისა და ჩემი შეგონებით ეპისკოპოსი იონა თანახმაა, თავი შეიკავოს ამგვარი განცხადებისაგან, მოაცილოს წიგნს მესიანისტური ადგილები და მეორე გამოცემისათვის ისაუბროს მხოლოდ თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური, ასევე ზნეობრივი ხასიათის საკითხებზე. ასე, რომ წიგნის მომდევნო გამოცემიდან სრულიად ამოღებული იქნება მისი პირველი გვერდები მსგავსი განცხადებებით, წიგნის სხვა გვერდებში მოცემული ანალოგიური ადგილები და მკითხველის დამაბრკოლებელი სიზმრები. ეს კი, ვფიქრობ, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რაც ამ წიგნთან და მის ავტორთან დაკავშირებით წარმოიშვა.
ჩვენი ოპონენტები იმასაც შეუშფოთებია, რომ ბიულეტენ “მართლმადიდებელში” დაბეჭდილია ჩვენი პირველიერარქის წერილი “შური, მზვაობრობა და უმეცრება”. ისინი გვწერენ: “თუკი თქვენი ბიულეტენი “ბაბილონის გოდოლი” არ არის, ერთ ნომერში როგორ თავსდება მწვალებლობის აპოლოგია და მისგანვე გამიჯვნა, თანაც ბ-
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,-
“ივერიის გაბრწყინების” რედაქციას განვუმარტავ, რომ ჩვენი პირველიერარქის ხსენებული წერილისათვის არავითარი სტატუსი არ მიგვინიჭებია. ეს პუბლიკაცია ამავე სათაურით და ქვესათაურით გამოქვეყნდა გაზეთში “რესპუბლიკა” (#2 (6) 1998 წ.) და მხოლოდ შემდეგ გადმობეჭდა ჩვენმა ბიულეტენმა. ოპონენტების პრეტენზია მაშინ იქნებოდა მართებული, პირველიერარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვეტილი რომ მქონოდა, მაგრამ, რადგანაც უკვე ხსენებული მიზეზების გამო ეს ერთობა შენარჩუნებულია, ჩვენი პირველიერარქის პუბლიკაციის გადმობეჭდვაზე თავი არ შემიკავებია.
ჩვენი ოპონენტები “გვასწავლიან” თუ როგორ უნდა დავგმოთ მწვალებლობა და სანიმუშოდ IV მსოფლიო კრებაზე ნეტ. თეოდორიტესადმი წამოყენებულ მოთხოვნას გვამცნობენ, სადაც კრებამ თეოდორიტესაგან ნესტორისა და მისი სწავლების მსწრაფლდაგმობა მოითხოვა. აქაც (ნებსით თუ უნებლიეთ) ოპონენტები მკითხველთა მაცთუნებლად გამოდიან. არც ერთ წმიდა, მსოფლიო კრებას არც ერთი ერეტიკოსი ასეთ “ცაიტნოტში” არ ჩაუყენებია!
თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიო საეკლესიო კრებათა საქმეებს, ამაში დარწმუნება არ გაგვიჭირდება. წმიდა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არათუ თეოდორიტეს, თვით ერესიარქ ევტიქისაც კი მისცა გამოსწორებისა და მონანიების უფლება. მრავალჯერადი შეგონების შემდეგ ევტიქის სამჯერ მოუწოდა კრებამ და, როდესაც ბოლოს და ბოლოს გამოცხადდა, მაშინაც კი ასე მსწრაფლად არ განუსჯია («Деяния всел. соборов, т. 1-
ნეტ. თეოდორიტეს შემთხვევის ამოგლეჯით წინაისტორიის ქვეტექსტიდან და ამ ამბის სანიმუშოდ მოხმობით “ივერიის გაბრწყინების” რედაქცია აშკარად აყალიბებს ერეტიკოსთა განსჯისა და გასამართლების მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ ჩამოყალიბებულ ფორმასა და პრაქტიკას.
საეკლესიო კრება, რომელიც ამა თუ იმ ერეტიკოსის ან ერეტიკული სწავლების საქმეს განიხილავს, უნდა მისდევდეს ერესის გამოძიებისა და ერეტიკოსთა განკითხვის იმ ფორმას, რომელიც შეიმუშავეს მსოფლიო საეკლესიო კრებებმა. ეს არის ერთადერთი და კანონიკურად სავალდებულო ფორმა, რომლის გარდა არანაირი ფორმა განკითხვისა არ მიიღება. ასე, რომ ეკლესია, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს “ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია”, თავის საქმისწარმოებაში ისეთ ფორმებს უნდა მიმართავდეს, რაც მსოფლიო კრებებზე გამოიყენებოდა.
მსოფლიო საეკლესიო კრებათა საქმეების მოკლე სქემა კი ასეთია: იხსნება კრება. იწყებენ წინა კრებათა (ან სხდომათა) აქტების კითხვას; კითხულობენ აქტებს, რომლებიც ცხადყოფენ ერესის წარმომავლობას და მის შემდგომ განვითარებას. ააშკარავებენ უკვე ფორმულირებულ, განცხადებულ და ზუსტად ჩამოყალიბებულ ერეტიკულ სწავლებას. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ყველა ამ აქტის ჯეროვან დამოწმებას ითხოვენ, რათა ყალბნი ან საეჭვონი არ აღმოჩნდნენ. მათში არ უნდა იყოს არც ერთი გამონათქვამი, რომელიც შეცდომით ან წინასწარგანზრახვით იქნებოდა შეტანილი გადამწერთა მიერ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ ეს გადმოცემა საკუთარი ხელით იყოს დაწერილი, უკიდურეს შემთხვევაში მას იმ ერეტიკოსის ხელმოწერა მაინც უნდა ახლდეს, რომელსაც ასამართლებენ. ამის შემდეგ კრება ითხოვს, სხდომას დაესწროს თვით ერესიარქი და მისი უმთავრესი მიმდევრები, რათა მათ ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი სარწმუნოება. ასეთი ქმედება ეყრდნობა პრინციპს: “სანამ არ მოვისმენთ, არ განვიკითხავთ”. ერეტიკული სწავლების ყოველმხრივი გამოკვლევისა და მისი ძირითადი ფორმულირების გამორკვევის შემდეგ კრება იწყებს შესაბამისი მართლმადიდებლური სწავლების გამორკვევას. კვლავ იწყებენ ერთად შეკრული და უეჭველი აქტების კითხვას. კითხულობენ ეკლესიის იმ წმიდა მამათა ეპისტოლეებს, თხზულებებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას ან უკვე გარდაცვლილნი არიან. ამის შემდეგ კრებაზე დამსწრე თითოეული ეპისკოპოსი სიტყვიერად აცხადებს საკუთარ სარწმუნოებას, აჩვენებს არა იმას თუ როგორ სწამს საზოგადოდ მის ეკლესიას, არამედ თუ როგორ სწამს პირადად, რათა გაირკვეს თუ როგორ უდგება თვითონ ეპისკოპოსი განსახილველ პრობლემას, როგორ ასწავლის ამ საკითხს სამრევლო – ეკლესია და რა გადმოცემებს ფლობს ამ სწავლებასთან დაკავშირებით. შემდგომ ამ გადმოცემის საფუძველზე მუშავდებოდა მართლმადიდებლური სწავლების ზუსტი გადმოცემა. ამის მერე კრება ერთმანეთს ადარებს ერეტიკული სწავლების ზუსტ გადმოცემასა და მართლამდიდებლური სწავლების ზუსტ გადმოცემას. ამ შედარების შედეგად დგინდება ერეტიკოსთა ცთომილების ხარისხი და მხოლოდ ამის შემდგომ საბოლოოდ იგმობა ერესი. ამის შემდეგ კვლავ ითხოვენ კრებაზე ერეტიკული მიმართულების მეთაურთა დასწრებას, რათა განუცხადონ მათ მართლმადიდებლური სწავლება იმ იმედით, რომ შესაძლებელია მათ მიიღონ იგი და უარყონ საკუთარი ერეტიკული მოძღვრება. მხოლოდ ასეთი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, თუ ერეტიკოსები კვლავ ჯიუტად იდგნენ საკუთარ აზრზე, მათივე თანდასწრებით დაიგმობოდა მათი სწავლება, ხოლო ერეტიკოსები გადაეცემოდნენ ანათებას (ეკლესიიდან მოკვეთას) (ვ.სენატოვი «История Философии старообрядчества» Москва 1995 г. с 75-
ასეთია მსოფლიო კრებებზე ერეტიკოსთა საქმეთწარმოების ძირითადი სქემა. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული გადახრებიც ამ კანონიდან, მაგრამ ისინი მეტად უმნიშვნელოა და კერძო და ამავე დროს თითოეული განსაკუთრებული ვითარებითაა გამოწვეული.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, აი ასე უნდა იგმობოდეს მწვალებლობა, რამეთუ ღმრთის კაცთმოყვარეობა უსაზღვროა და მას არ ნებავს კაცთა წარწყმედა.
და ბოლოს, არ შემიძლია გვერდი არ ავუარო ერთ საკითხსაც: “ივერიის გაბრწყინების” რედაქცია, რომელიც არ ცნობს ჩემს სასულიერო პატივს, შესაბამის ტერმინებსა და წოდებებს წინწკლებში ათავსებს. ეს მეთოდი მეთოდი იმდენად მოსწონებიათ ჩვენს ოპონენტებს, რომ წინწკლებში ჩემი კერძო სახელი “პავლე”-
ოპონენტებისაგან ჩემი საეკლესიო წოდებისა და სახელის წინწკლებში ჩასმა არ გამკვირვებია. თუ უარესს არა, ამაზე უკეთეს დამოკიდებულებას არც ველოდი, ოღონდ ჩემთვის (და, ალბათ მკითხველისთვისაც) გაუგებარია თუ რა თეოლოგიური პრინციპით ხელმძღვანელობენ ოპონენტები, როდესაც აშკარა და მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ანათემირებულ ერეტიკოსებს და ასევე ზოგიერთი, მათ მიერ მკაცრად გაკრიტიკებულ სქიზმატებსაც თავიანთ ტიტულატურას “უნარჩუნებენ”. საკითხს სადისპუტო სფეროში შემოსატანად განვსაზღვრავთ ჩვენს მისდამი დამოკიდებულებას:
ჩვენი აზრით, ერეტიკოსთა მოხსენიება საკუთარი წოდებით არის არა დოგმის, არამედ ეთიკის საკითხი. წინწკლებში მათ ტიტულს მაშინ ვათავსებთ, როდესაც ამას ჩვენთვის განსაკუთრებული პრინციპული მნიშვნელობა აქვს და როდესაც მოქიშპე ერეტიკოსი იმდენად უხეშად ეპყრობა ეთიკის ამ ნორმას, რომ იძულებულნი ვხდებით, მათი ტიტულატურის წინწკლებში ჩასმით ხაზი გავუსვათ მათ ერეტიკულობას (სხვათა შორის, ერეტიკოსთა სასულიერო და საერო სახელები, მიუხედავად იმისა, რომ მოუნათლავები არიან წინწკლებში არასოდეს მოგვითავსებია – მათ შორის ჩვენი ოპონენტებისაც, რამეთუ მათ ამ სახელით იცნობს საზოგადოება). ასე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, არ სცნობდე შენთვის არასასურველი ერთი რომელიმე კონფესიის “ტიტულატურას”, ხოლო სხვა ერეტიკული კონფესიის ტიტულატურას აღიარებდე, ყოველ შემთხვევაში, უწინწკლებოდ წერდე მათ სახელსა და წოდებებს.
არ ვიცი, რა იწვევს ჩვენდამი ასეთ დამოკიდებულებას, რაც უხერხულობას მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს უქმნის. საქართველოში გაბატონებულ ცრუმადიდებელთ, რომლებიც მათი უღვთოების სამხილებლად აღდგენილ და აღორძინებულ ძველმართლმადიდებლობას ჩვენს ქვეყანაში გამოჩენის დღიდანვე ებრძვიან, რაიმე სერიოზული ბრალდების წარდგენა დღემდე ვერ მოუხერხებიათ. “სექტანტებს” და “რასკოლნიკებს”, ამ ბრალდებათა ყოველგვარი თეოლოგიური დასაბუთების გარეშე, ეპისკოპოს იონას წიგნის გამოჩენამდე გვიწოდებდნენ, ხოლო მეუფე იონას წიგნი ის საბაბია, რომელსაც, როგორც წყალწაღებული ხავსს, ისე ჩაეჭიდა მოპირისპირე მხარე და, რადგანაც ჩვენი ერეტიკულობის არავითარი სამხილი არ გააჩნია, ცილისწამებით, უაზრო ბრალდებებით, უსაფუძვლო მოთხოვნებითა და დისპუტის შეწყვეტის მუქარით “ართმევს თავს” ჩვენთან პოლემიკას.
ჩვენი “მხილება” ეპისკოპოს იონას ნაშრომის საფუძველზე, როგორც უკვე ვნახეთ, მეტად უსუსური და არაფრისმეტყველია. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ოპონენტებს პასუხისმგებლობა უწევთ არა მხოლოდ ჩვენს წინაშე, ისინი პასუხს აგებენ მთელი ძველმართლმადიდებლობის წინაშე. ნიკონიანელი “მართლმადიდებლების” მამხილებელი მთელი ძველმართლმადიდებლობაა. მათ ერეტიკულობას და უღვთოებას ამხელს დოგმატური, ზნეობრივი და პრაქტიკული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება.
ოპონენტთა “პასუხი”, რომელიც მათი ბიულეტენის 1998 წ.-
გაბატონებული ეკლესია, რომელიც, როგორც ოპონენტთა გაზეთი გვაუწყებს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ე.მ.ს.) პროტესტანტთა და სხვა ერეტიკოსთა მოსაქცევად გაწევრიანებულა, გაურბის მართლმადიდებელ თანამოძმეებთან ურთიერთობას. სადაა აქ ლოგიკა?! განა მართებული არ იქნებოდა, რომ მართლმადიდებელთ ჯერ ერთმანეთთან გაგვერკვია ურთიერთობა და პროტესტანტებზე მერე გვეზრუნა?! ის დრო, საშუალებები და ენერგია, რომელიც ვითომდა პროტესტანტთა “მოქცევას” მოანდომეს, მართლმადიდებლობაში თანამოაზრეებთან ურთიერთობისა და პრობლემატური საკითხის გასარკვევად, ერთობისა და მშვიდობის აღსადგენად რომ გახარჯულიყო, მსოფლიოს მართლმადიდებლურ სივრცეში იქნებ არ ყოფილიყო ამდენი უთანხმოება და განხეთქილება, აქ კი ყველაფერი პირიქით ხდება. “ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო” – ნათქვამია.
მაშ ასე, როგორადაც უნდა აიცილონ პასუხისმგებლობა, ოპონენტები ჩვენს ბრალდებებს ვერ გაექცევიან, კერძოდ: ისნი პირველი ჩინის ერეტიკოსები (ე.ი. მოუნათლავები და სამღვდელოების არმქონე), თვითდაწყევლილი და ძველბიზანტიური საეკლესიო წესების მოძულე ერეტიკოსები ბრძანდებიან, რომელთაც არ გააჩნიათ არც ერთი საიდუმლო და მადლი.
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოსი პავლე (ხორავა).
ბიულეტენი “მართლმადიდებელი” # 1998 წ.