Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
თვითდაწყევლილნი
"ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ" (მათე 5:12).
"ვინ არის დევნილი სიმართლისათვის? -
ასევე "როდესაც დაგწამებენ და გეტყვიან გრძნეულნი ხართ, მაცთურნი, ერის აღმაშფოთებელნი, მატყუარები და სხვა და ყოველივე ამას ჩემს გამო გიწოდებენ, ნეტარ იყვნეთ". ხოლო იმისთვის, რათა არ გეგონოეს, თითქოსდა ჩვენს მიმართ გამოთქმული ყოველგვარი ბოროტი სიტყვისთვის მივიღებდეთ ნეტარებას, ორი მიზეზი გვიჩვენა ამ ნეტარებისა: "სიცრუით ჩემთვისო", რათა ბოროტ სიტყვათა დაწამება ჯერ ქრისტესთვის იყოს და მერეც -
ხოლო ვიცსაც უფლის სახელისთვის დაედება ცილისწამება და იდევნება ჭეშმარიტებისთვის, ისმინე მათი მისაგებელი უფლის მიერ: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა".
მაშ, მიჰბაძეთ წინასწარმეტყველთ და იქმენით თანამოზიარენი მათი ღვაწლისა, რამეთუ იმიტომ კი არ გდევნიან თქვენ წინასწარმეტყველთა საწინააღმდეგოს ან ბოროტ რამეს იტყოდეთ, "არამედ იმიტომ, რომ თქვენი მადევრები უკეთურნი და ურჯულონი არიან, რასაც მოწმობს წინასწარმეტყველთა დევნულება", რამეთუ რაიმე ცოდვის გამო კი არ დასდეს მათ ბრალი და ამიტომ "ჩაქოლეს ზოგიერთი, ზოგიც შუაში გადახერხეს ან სასტიკად მოჰკლეს და ზოგიც უმოწყალოდ დევნეს, არამედ საკუთარი უკეთურებისა და უღმრთოების გამო, რისთვისაც თქვენც გდევნიან, როგორც ბრძანებს ამას წმიდა მოციქული პავლე: "... ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან" (1 თესალონიკ. 2:15). (წმ. იოანე ოქროპირი. იოანეს სახარების განმარტებიდან. თბილისი 1996 წ.).
რუსეთის "მართლმადიდებლურად" წოდებულმა, გაბატონებულმა ნიკონიანურმა ეკლესიამ 1971 წელს გამართულ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე საზეიმოდ, სრულიად მართლმადიდებლურად და მაცხოვნებლად გამოაცხადა ძველი საეკლესიო ჩვეულებები (როგორიცაა ორი თითით პირჯვრისწერა, ორჯერადი ალილუია, ლიტანიობაზე მზის მიმართულებით მოძრაობა და სხვა) და გააუქმა ანათემატიზმები, რომელიც XVII საუკუნეში ნიკონისა და მის მომხრეთა მიერ ძველ საეკლესიო წესთა და მათ მცველთა მიმართ იყო მიღებული (იხ. Поместный собор русской православной церкви. 30 июня – 2 июля 1971 г. Москва 1973 г.).
მეტიც, თანამედროვე ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა და ავტორიტეტულ ისტორიკოსთა მტკიცებით, გარდა იმისა, რომ ნიკონის რეფორმას XVII საუკუნის მე-
იგი ასევე ამტკიცებს, რომ "ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო და არც კანონიკური საფუძვლები და ხელოვნურად თავს მოახვიეს ეკლესიას" (იქვე, გვ. 44).
მოსკოვის სასულიერო აკადემიის ღვაწლმოსილი პროფესორი ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის თქმით: "ძველი საეკლესიო წესების ერეტიკულად გამოცხადება და წყევლა ძველი ბერძნული ეკლესიის ერეტიკულად შერაცხვასა და წყევლას ნიშნავს, რამეთუ ყველა საეკლესიო წესი და რიგი რუსეთმა სწორედ ბიზანტიისგან მიიღო" (Проф. Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и Царь Алексей Михайлович. Сергиев Посад).
ცნობილი ახალმოწესე პროფესორის, ე. გოლუბინსკის მტკიცებით ამ წყევლა-
მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ძველი საეკლესიო ჩვეულებანი, რომელთა გამო 17-
ცნობილია, რომ კანონთა ის ნაწილი, რომელიც წმ. მოციქულთა და წმ. მამათა მიერ სხვადასხვა მიზეზით შეწყნარებულ იუდაურ-
ვიხილოთ წმიდა მამათა განსაზღვრებანი ამ საკითხზე:
წმ. დიონისე არეოპაგელი: "თუ ეპისკოპოსი ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ განკვეთს ვინმეს, საღმრთო მსჯავრი მას დაუმტკიცებლად ჩათვლის".
წმ. ანასტასი სინელი: "რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და -
VII მსოფლიო კრების მე-
წმ. წიგნები ცხადად ადასტურებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ უსამართლოდ დასჯის შემთხვევაში, საღმრთო მსჯავრი არ მიჰყვება არც პატრიარქის, არც ეპისკოპოსის და თვით კრების განჩინებასაც კი. და "ეს ეხება არა მხოლოდ განკვეთას, არამედ თვით წყევლა-
ალექსანდრიის პატრიარქმა, ერეტიკოსმა დიოსკორემ და ევტიქიმ, თანამოაზრე ეპისკოპოსებთან ერთად კრებითი განჩინებით დასწყევლეს ნეტარი ფლაბიანე კონსტანტინოპოლელი, მაგრამ განა დაეთანხმა მათ მსჯავრი უფლისა და მართალთა უსამართლოდ მაწყევარნი თვითვე არ შეიქნენ წყეულნი ღვთისა და ერისაგან?! ნეტარი ფლაბიანე კი წმინდანთა დასში ჩაირიცხა.
ასევე -
აი, რას ეუბნება ხატმებრძოლ ისავრიელს რომის პაპი გრიგოლი იმ წყევლის გამო, რაც მან თავს დაატეხა მართლმორწმუნეთ: "თავიდანვე, ნებაყოფლობით და არა ძალდატანებით, აღიარებდი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხოლო შემდგომ ნებაყოფლობითვე წყევლა-
დიახ, ქრისტეს სჯულის დამცველთა მაწყევარი თვითდაწყევლილია, რამეთუ იგი, წმ. თევდორე სტოდიელის თქმით, თვით ქრისტეს, ქვეყნიერების შემოქმედს წყევლის ( იხ. Письма к разным лицам, часть 1. Санкт-
უსამართლოდ მაწყევარზე ეშმაკი მძლავრობს, ღირსი იოსებ ვოლოკოლამელის 12-
წმ. სვიმეონ მესვეტის ცხოვრებაში აღწერილია როგორ დაისაჯა უსამართლობის მოქმედი ხუცესი. "მაშინ, როდესაც ეს კაცი "ეკლესიის კარიბჭესთან იჯდა და წმ. სახარებას კითხულობდა, მასთან შავი და ბნელი ღრუბლის სახით ბოროტი სული მივიდა და ვითარცა ბარტყულა, თავზე შემოეხვია. იმ დღიდან ჩაქრა მისთვის ნათელი და წაერთვა გონება. ყველა ძვალი მისი დაუძლურდა და ლაპარაკის უნარიც წაერთვა. ეკლესიაში მისულებმა იგი ცოცხალ-
როდესაც ეს ხუცესი წმ. სვიმეონმა განკურნა, წმინდანმა მას უთხრა: "იმის გამო, რომ წმ. საკურთხეველთან სიწმინდეს ღვთის შიშის გარეშე შეურაცხყოფდი, ცილისმწამებლებს, რომელნიც მახლობლებს ფარულად განსჯიდნენ, ჭეშმარიტების გარკვევამდე უსმენდი და უდანაშაულოებს, რომელთაც ცილს სწამებდნენ, წმ. ზიარებისგან განყენებით სჯიდი, კაცთმოყვარე ღმერთს წყენას აყენებდი, ხოლო ეშმაკს ფრიად ახარებდი -
"ვინც თავშეუკავებლობის გამო განუსჯელად განკვეთს მართალთაგან ვინმეს, ამგვარი განაჩენი არა თუ არ შეიკვრება, არამედ მის უსამართლოდ წარმომთქმელს დაატყდება თავზე. წმ. კრებანი მხოლოდ იმ განაჩენს კრავენ, რომლებიც არა საკუთარი სურვილების, არამედ ღვთაებრივ განწესებათა და სამართლიანი მსჯავრის მიხედვით არიან განჩინებულნი".
"განუსჯელად სასჯელის გამომტანი თვითონვე განიკვეთოს და იმავე სასჯელს დაექვემდებაროს, რაც სხვას განუწესა..." (Номоканон. Потребник печатанный при патр. Филарете. Сл. св. Никона от послания к Енклистию. С 152 об).
"უსამართლო აკრძალვას ღმერთი ეწინააღმდეგება და უსამართლოდ დასჯილთათვის შურს იძიებს" (Патриарх Николай Богом произведенный. С. 153 об.). ამის ბრწყინვალე დადასტურებაა წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრება: "სამღვდელოების მაღალ იერარქთა და სამეფო კარის სამართლიანი მხილებისთვის, სასულიერო პირებმა შეთქმულება მოაწყვეს წმ. ოქროპირის წინააღმდეგ და საკრებო განჩინებით განდევნეს იგი. იმავე ღამეს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, შეშინებულმა ევდოქსიამ უკან დააბრუნებინა წმ. იოანე, მაგრამ ორი თვის შემდეგ ისევ მოიწვიეს უსამართლო კრება და კვლავ განდევნოს ოქროპირი. უფლის დამსჯელმა მარჯვენამ არც ამჟამად დააყოვნა მღვდელმთავრის უდანაშაულობის განცხადება. ცეცხლმა მოიცვა ტაძარი, სენატის შენობა და ქალაქის საუკეთესო ნაგებობანი. თვით წარმართნიც კი ზეციურ სასჯელად მიიჩნევდნენ ამ მოვლენას. იოანეს დამსჯელი ეპისკოპოსები მალევე სასტიკი სიკვდილით აღესრულნენ. ნახევარი წლის შემდეგ კი ევდოქსიამაც განუტევა სული" (Старообр. церковный календарь 1994 г., ноябрь 13 (26)).
საგულისხმოა, რომ როდესაც ევდოქსიას შვილმა თეოდოსი II კონსტანტინოპოლის პატრიარქ პროკლეს რჩევით, კომანიდან (კომანი მდებარეობს აფხაზეთში -
ვფიქრობთ, ეს მაგალითებიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ საღმრთო მსჯავრი არ მისდევს არც ეპისკოპოსის და არც პატრიარქის განაჩენს, თუ ეს მსჯავრი უდანაშაულოს ედება, " და თუკი საღმრთო სიტყვის თანახმად, წყეულია აბრაამის მაწყევარი" (დაბ. 12:3), რამდენად წყეული უნდა იყოს მართლმორწმუნეთა მაწყევარი ერეტიკოსი?! უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ თავის მოწაფეებსა და მოციქულებს ამცნო... "მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ" (იოანე 20:22-
მაშასადამე ნიკონისა და მის მომხრეთა მიერ მოწვეულ კრებებს საკუთარი თავი უწყევლიათ და არა ძველმორწმუნენი. ამიტომაც 1971 წლის კრების ფაქტობრივი აღიარება ძველმართლმადიდებელთა უსამართლო დაწყევლისა წარმოადგენს თვითდაწყევლილობის უბადლო მტკიცებასა და აღიარებას. ამასთან, რადგან საეკლესიო წყევლა შეუქცევადი ხასიათისაა, მისი "უკან წაღება" მაწყევართა თვითდაწყევლილ მდგომარეობას ვერ ცვლის. მართლმადიდებლური წეს-
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერეტიკოსთა "შეკვრა და გახსნა" არ შეუძლიათ და, ამაგვარი რამ შესაძლებელიც რომ იყოს, წყალპკურებითი "ნათლობით" გაერისკაცებულთ თავიანთი უბადრუკი მდგომარეობის შეცვლა არაფრით ხელეწიფებათ.
ამრიგად, მართლმადიდებელთა ჩვეულებების მაწყევარი თავს იწყევლის და ღვთის უხილავი მსჯავრით განკვეთილია ქრისტეს მისტიკური ერთობისგან, ასეთ მდგომარეობაშია ყველა ის ეკლესია, რომელმაც შეაჩვენა მოციქულთა გადმოცემები და მართლმორწმუნეთა უსამართლო წყევლით შეიბილწა. უსჯულოებისადმი დაუმორჩილებელ მართლმორწმუნეთა განკვეთით ისინი თვითვე მოსწყდნენ საეკლესიო ერთობას და საგეჰენიოდ გაიმწესეს თავი. საგულისხმოა, რომ ამგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან არა მხოლოდ მართლმადიდებლთა უსამართლოდ მაწყევარნი, იგივე სასჯელს ექვემდებარებიან ისინიც, ვისაც მათთან რაიმე ურთიერთობა გააჩნიათ.
დიდი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად" (1 იოანე 4:3). ღვთისმეტყველმა ანტიქრისტე უწოდა მწვალებელთ; მაშ, როგორ შეიძლება საღმრთო მსჯავრმა დაამტკიცოს მსჯავრი ანტიქრისტესი? და შემდგომ ბრძანებს: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 1:10-
ღვთაებრივმა მოციქულმა პავლემ განაჩინა "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8). და ბრძანა: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10-
დიდი მოციქული პეტრე კი ბრძანებს: "იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა" (2 პეტრე. 2:1-
წმ. თევდორე სტოდიელის თქმით: "... არა მარტო მწვალებლებს, არა მარტო მემრუშეთა, მეძავთა და მსგავსი უწესოების მოქმედთ მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ იმათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და აქვს მათთან ურთიერთობა.
უტყუარია სიტყვა: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (ზირაქი 13:1) (Добротолюбие, т. 4. Москва 1889 г., стр. 444).
ამგვარად, ღვთაებრივნი მოციქულნი, მღვდელმთავარნი და წმიდა პატრიარქნი, მსოფლიო საეკლესიო კრებებისა და მრავალი ადგილობრივი საეკლესიო კრება ანათემას გადასცემდნენ ერეტიკოსებს და ჩვენც გვავალდებულებდნენ მათ შეჩვენებასა და უარყოფას. წმ. კრებებმა განგვიმარტეს, რომ თუნდაც დაგვწყევლონ, არაფერი გვევნება მწვალებელთა წყევლისგან და ეს კრულვა უკანვე უბრუნდებათ. მაშ, რა წყალობას მოელის ღვთისგან ის, ვინც არათუ მეგობრობს და ტრაპეზს იყოფს, არამედ ლოცვასაც კი არ ერიდება მათთან?
წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ბრძანებს: "ქრისტეანი რაჟამს საძულველ იქმნეს სოფლისგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა (ეპისტოლე რომაელთა მიმართ). ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი გვამცნობს: "ცხადია, როდესაც ერეტიკოსები გვწყევლიან, ღმერთი გვაკურთხებს! უფალი ჩვენი იესუ ქრისტე თავის მოწაფეებსა და მოციქულებს ეუბნებოდა: "მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს" (იოანე 16:2). წმ. მოციქულთა და ყოველთა მართლმორწმუნეთა მკვლელნი, იუდეველნი და ელინნიც, ფიქრობდნენ, რომ ამით ღმერთს ემსახურებოდნენ, მაგრამ ამგვარი "სამსახურისთვის" საუკუნო ცეცხლში იქნენ გამწესებულნი და ეშმაკის თანამოწილადენი იქნენ.
წმ. მოციქულებმა და ქრისტესთვის წამებულმა მართლმადიდებლებმა კი დაიმკვიდრეს მოქალაქობა ცათა სასუფევლისა და ზეცად, უფალ იესუ ქრისტესთან ერთად მოიპვეს სუფევა, რამეთუ ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ ბრძანა: "ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის" (მათე 5:11).
ამრიგად, როგორც კი რუსეთის ადგილობრივი, გაბატონებული ეკლესიის 1971 წლის საეკლესიო კრებების დადგენილებებით იქნა აღიარებული, 1656-
აქედან გამომდინარე, დაწყევლილია ქართული გაბატონებული ეკლესიაც და, თუმც მის მესვეურთ არ წარმოუთქვამთ ანათემანი და კრულვანი ძველმართლმადიდებლური ჩვეულებებისა და მათ მიმდევართა მიმართ, მართალთა უსამართლოდ მაწყევრებთან ძმობის, ლოცვით-
მწვალებლებთან და საუკუნოდ შეჩვენებულებთან ძმობისა და ლიტურგკული ერთობის შედეგებს დღემდე იმკის გაუბედურებული საქართველო და, თუ იმ გარემოებასაც დავუმატებთ, რომ გაბატონებული ქართული ეკლესია მსოფლიო ეკუმენისტურ ფერხულშიც იყო ჩაბმული მართლმადიდებელთა მაწყევარ ლათინ, მონოფიზიტ და მართლმადიდებელთაგანვე სამართლიანად ანათემირებულ ერეტიკულ მოძღვრებათა მქადაგებელ კონფესიებთან და სექტანტებთან, მძიმე წარმოსადგენია ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდებიან განკითხვის დღეს ფულის დიად და საშინელ სამსჯავროზე, თუ არ მოასწრეს და შეინანიეს თავიანთი საქციელი, არადა, რაც ყველაზე საწუხარია, თავიანთ "მართლმადიდებლურობაში" ღრმად დარწმუნებულებს ამ უბადრუკი მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილიც კი არა აქვთ.
გზა კი მხოლოდ ერთი რჩება -
საეკლესიო ბიულეტენი "მართლმადიდებელი". № 8 (19). 1998 წ. გვ. 9-