Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
თქვენი სინდისისა გრცხვენოდეთ
ანუ
არის თუ არა წვერის პარსვა ცოდვა და არამამაკაცური საქციელი
სამწუხაროდ, დღეისთვის მივიწყებულია ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ წვერ-
მრავალმა არ უწყის ქრისტეანული არსი წვერმოსილებისა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც შეგნებულად ეწინააღმდეგებიან მას და არასწორი განმარტებებით წარწყმედას უადვილებენ გულუბრყვილოთ (იხ. მაგალითად, არქ. რაფაელის (კარელინი) წიგნი "საუბრები მართლმადიდებლობაზე" (თბილისი 1994 წ., გვ. 106). სწორედ მათდა და მისნაირთა პირის დასაყოფად შევკრიბეთ წმ. მამათა შეფესებანი და საეკლესიო სჯულმდებლობანი წვერის პარსვის შესახებ, რათა გვეჩვენებინა ამგვარი ქმედების უსჯულოება და წვერის გაპარსვის აპოლოგეტების უღვთოობა. "გონიერი კაცი ყველაფერში ღვთის გულის მოგებას ცდილობს, იგი ღვთისგან მონიჭებული ღირსების შერყვნას არ შეუდგება და თუკი წყეულ არიან ღვთის მცნებათაგან გარდამხდომნი, იგივე წყევლას ექვემდებარებიან ისინიც, ვინც წვერს იპარსავს და ამგვარი უგუნურებით უფლის განჩინებას ეწინააღმდეგებიან" (ღირ. მაქსიმე ბერძენი).
"შეჰქმნა რა ადამიანი, ღმერთმა ხილული ზღვარი დასდო მამაკაცსა და დედაკაცს შორის; ნიშნად მეთაურობისა წვერშემოსილი გარეგნობით შეამკო მამაკაცი, დედაკაცს კი ამგვარი ღირსება არ უბოძა, რათა მამაკაცის წვერმოსილება სრულქმნილობის, სიმშვენიერის, მამაკაცური ღირსების და დედაკაცზე უპირატესობის ხატად ჰქონოდა თვალწინ.
ძველ ისრაელში არც კი იდგა საკითხი იმის შესახებ უნდა ეტარებინათ მამაკაცებს წვერი თუ არა. ძველ აღთქმაში, ლევიტელთა წიგნში, აკრძალულია წარმართების მიბაძვა და გლოვის გამოხატვა საკუთარი წვერის დამახინჯებით.
"ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი. ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს. ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!" (ლევიტ. 19:1-
"უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით. თუ სისხლით ნათესავია -
აი როგორ განმარტავენ ამ ადგილს ნეტ. თეოდორიტე კვირელი და წმ. კირილე ალექსანდრიელი:
"კითხვა 28: რას ნიშნავს ნათქვამი: "თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ, ტანზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ (ლევ.Лев. 19: 27-
პასუხი: ელინებს ჩვეულებად ჰქონდათ თავი არ გაეკრიჭათ ბავშვებისთვის, არამედ გაეზარდათ და დროთა განმავლობაში დემონებისთვის მიეძღვნათ. როდესაც ვინმეს გლოვობდნენ მიცვალებულის საპატივცემოდ წვერს იპარსავდნენ, ღაწვებს იკაწრავდნენ და სხეულის ზოგიერთ ნაწილს რაიმე ბასრი საგნით შანთავდნენ, შემდეგ კი შავად ღებავდნენ დემონთა გულის მოსაგებად. სწორედ ამას კრძალავს საღმრთო სჯული" (Блж. Феодорит, еп. Киррский. Творения, Ч.1. -
"ამრიგად, სჯულმა ნება დართო მღვდლებს მიახლებოდნენ მიცვალებულთ, თუ ისინი სისხლით ნათესავები იყვნენ (ლევ. 21:1-
ის, რომ მოპარსული წვერი უკეთურება იყო, ნაჩვენებია წმიდა წერილის შემდეგ ადგილას: "როდესაც ეს ესმა ანონს (დავითის მსტოვრების მობრძანება -
მეფე დავითს არ უთქვამს თავისი მორჩილებისთვის წვერის დარჩენილი ნაწილიც მოიპარსეთო, არამედ უბრძანა დალოდებოდნენ სანამ მეორე ნახევარი არ წარმოეზრდებოდათ და მხოლოდ მაშინ დაბრუნებულიყვნენ იერუსალემს.
წვერის პარსვა ძველ ისრაელში ბუნების საწინააღმდეგო ქმედებად ითვლებოდა.
"მოციქულთა სწორი წმ. კლიმენტოსი, მოწაფე წმ. პეტრე მოციქულისა, მოწმობს, რომ არ უნდა შებღალოს წვერი მამაკაცმა და კაცის ბუნების საწინააღმდეგოდ არ შეიცვალოს გარეგნობა. მაგრამ, ო, ბოროტება! ღვთის ხატად შექმნილმა ადამიანმა ცვალა ღვთითბოძებული სიკეთე და გარყვნილი გარეგნობის მოყვარულთა საამებლად, მამაკაცური ხატის შეურაცხყოფით (ე. ი. წვერის მოპარსვით -
ზოგიერთი წვერს იპარსავს, ხოლო ულვაშს იტოვებს და ერთგვარ საამაყო საქმედაც კი მიაჩნია, რითაც იმავე ახალმოწესე-
წმ. მამებიც აძაგებენ ამდაგვარ წვერგაპარსულ და პირუტყვთ მიმსგავსებულ გარეგნობას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წვერისმოძულეს უწოდებს ღვთისგან განდგომილ მეფე იულიანეს და უღმერთობაშიც ამხელს. წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებაში ეშმაკის გარეგნობის მქონედ მიიჩნევს წვერმოპარსულთ. ღვთაებრივი ეპიფანე კვიპრელი კი წვერის მოპარსვაზე უსაძაგლესად არაფერს მიიჩნევს. გარყვნილი ჩვეულება წვერის პარსვისა ყოვლად უსაძაგლესი და ბარბაროსული რამ არის, რაც ყირიმელ თათრებსა და სხვა არაქრისტეან, წვერიპარსია ხალხებს შორის დღემდეა შემორჩენილი.
აი რას წერდა ღირსი ისიდორე პელუსიელი (V ს.) ვინმე დიონისე მცირეს წვერის პარსვასთან დაკავშირებით: "ფრიად დამწუხრებული ვარ შენს გამო, რადგან მესმის, თითქოსდა უკვე აღარ მისდევ მამობრივ უბიწოებას, თავს ირცხვენ საკუთარი პირისახის სიდიადისა და ბუნებრივობის შერყვნით და დედაკაცური გარეგნობისკენ მიქცევით უცხოსა და სამარცხვინო ჩვეულებას ემორჩილები. ხოლო ეს შემოქმედის დაყვედრებას ნიშნავს, რამეთუ, თუკი უარყოფ დროით მონიჭებულ ღირსებას მოწიფულობისა, მით აჩვენებ კაცობას რომ უარყოფ დაჟინებით და საეჭვო საჭურისს ემსგავსები" ( Св. Исидор Пелусийский. Письмо 463 к Диогисию младщему).
წმ. მამათა განმარტებით: "ქრისტეან მამაკაცს არაფერი უნდა ჰქონდეს ბავშვური, ქალური და არამამაკაცური" (თეოფილაქტე ბულგარელი. "მახარობელი", მათე 14:21).
საგულისხმოაამ მხრივ მოსკოვის ასმუხლიანი კრება, რომელსაც სიცოცხლეშივე სასწაულთმოქმედი მამები ესწრებოდნე. ეს კრება ბრძანებს: "წმიდა კანონები მართლმადიდებელ ქრისტეანებს სრულიად უკრძალავს წვერისა და ულვაშის პარსვას. ასეთია მართლმადიდებელთა პატივი, და მის შეურაცხყოფას კრძალავენ სამოციქულო და მამათა კანონები" ("От священных правил о пострижении брад. Глава 40).
ასმუხლიანი კრების მოთხოვნით წვერგაპარსული ადამიანი თუ გარდაიცვლება ის საეკლესიო ლოცვებით არ უნდა დაკრძალონ, არც პანაშვიდი გადაუხადონ და არც სანთელი შეწირონ მის სახელზე. არამედ ურწმუნოებთან ერთად უნდა შეირაცხოს, მწვალებელთა შორის არსებული ჩვეულების შეწყნარების გამო".
წვერის მოპარსვა ასმუხლიან კრებაზე აიკრძალა ამ პრაქტიკის უზნეო შინაარსის გამო.
ძველ რუსეთში წვერის მოპარსვა მამაკაცური ბუნების უმძიმეს შეურაცხყოფად ითვლებოდა.
მოკლე რუსული სამართალი (რუს.:Русская Правда, სლავ.: Правда роусьскаΙа, ან Правда рускаа -
"6. Аще ли перстъ оутнеть которыи (а) любо, 3 гривны за обидоу. 7. А во оусе 12 гривне, а в бороде 12 гривне".
(ქართ.: "ვინცა ვინმეს თითი მოჰკვეთოს, შეახოს, წყენისთვის გადაიხადოს 3 გრივნა. 7. თუ ულვაში (მოჰკვეცოს) 12 გრივნა, ხოლო თუ წვერი -
6-
ვრცელი რუსული სამართალი (ტროიცკის წყაროს მიხედვით XIV ს. მეორე ნახევარი):
"60. А кто порветь бородоу, а въньметь знамение, а вылезуть людие, то 12 гривенъ продаже; аже безъ людии, а в поклепе, то нету пpoдaже".
მ. ფ. ვლადიმირსკი-
"Въньметь знамение" – ნიშნავს "თუ დარჩება კვალი, ნიშანი" იმისა, რომ წვერი მოგლეჯილ იქნა. მსგავსი ტექსტი გვხვდება 1073 წლის კრებულშიც: "учять же ныне взимати знамением" (Срезневский. Материалы, т.1, стр.389), ანუ ასწავლიანო ვიეთნიმე "ნიშნებზე ყურადღების მიპყრობას". ბრალდება (поклеп) მოწმეების გარეშე დაუმტკიცებლად ითვლებოდა და არ მიიღებოდა.
შემოკლებული რუსული სამართალი ( XVII ს. მეორე ნახევრის ტოლსტოის წყაროების მიხედვით):
"21. А кто порвет бороду, а возмет знамение, и станут видоки, то 12 гривенъ продажи; аже без людеи, в поклепе, нету продажи".
(21. "ვისაც მოგლეჯენ წვერს და წარადგენს ნივთმტკიცებას, ასევე მოწმეებს, აუნაზღაურდეს ზარალი 12 გრივნით. ხოლო თუ ბრალდებისას მოწმეებს ვერ წარადგენს, არ აუნაზღაურდეს").
ძველრუსი თავადები, როდესაც მოისურვებდნენ ელჩის შეურაცხყოფას, მას წვერის მოპარსვას აიძულებდნენ. XVII ს. – XVIII დასაწყისში წვერის მოპარსვა დასავლურ ჩვეულებად მიიჩნეოდა და გაკათოლიკებასთან იყო ასოცირებული. ამის შესახებ იხ. მაგ., წიგნში: С.М. Соловьев. История России с древнейших времен.
წვერის მოპარსვა მიანიშნებდა მამაკაცის არაჯანსაღ მიდრეკილებებზე.
დიდი თავადის იაროსლავის საეკლესიო წეს-
"Аще кто пострижеть голову или бороду, митрополиту 12 гривень, а князь казнить" ("ვინც მიტროპოლიტს თავი მოპარსოს ან წვერი, ჯარიმა 12 გრივნა...") (Митрополит Макарий (Булгаков). История Русской Церкви. Кн. 2. М., 1995. Приложения к т. 2. с. 577).
მაშასადამე, იაროსლავის წეს-
წვერის მოპარსვის მიზეზი ხშირად გახლდათ სოდომური ცოდვა ან უბრალოდ მრუში ვნებები, ამიტომაც, წვერის პარსვას პირდაპირ კრძალავდნენ.
ვიხილოთ მაგალითად მიტროპოლიტ გიორგის დავა ლათინებთან: "ვინც თავის წვერს მოიკვეცს, მოსეს სჯულისგანაც და სახარებისგანაც არის მოკვეთილი" (რუს.: "Иже постригают бороды своя бритвою, иже есть отсечено от Моисеева закона и от Евангельска" (Цит. по: Макарий Московский, митр. История Русской Церкви)).
მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის ვ. დ. იუდინის რუსეთის ეკლესიის ისტორიის ლექციიდან: "ბასილი III-
აი, როგორ ამხელდნენ წვერის პარსვას ძველრუსი მქადაგებლები:
"დიდად იღვწი მეძავების გულის მოსაგებად: იცვლი ტანისამოსს, იცმევ მეტად ვიწრო და წითელ ჩექმებს, ისე, რომ შენს ფეხებს მათი ტარება ძლიერ უჭირთ... თმებს არა მარტო სამართებლით იკვეცავ, არამედ მაშითაც ძირფესვიანად იგლეჯ და არც კი გრცხვენია; ბაძავ დედაკაცებს და მამაკაცურ სახეს ქალურად მიაქცევ. იქნებ ქალად ყოფნა გსურს? ხოლო თუ არ გსურს, რატომ იპარსავ შენს წვერს და რატომ იშიშვლებ ლოყებს, პირისახეს კი ბევრჯერ იბან, ფერუმარილებს ისმევ და ლოყებს იწითლებ?... ("Соборник" митрополита Даниила (годы жизни 2-
"ზოგიერთმა თქვენგანმა თუ დაივიწყა ღმრთის შიში, სამეფო მცნება, და ჩვენი სულიერი დარიგება, და არ შეინანებს წვერის პარსვას ან მოკვეცას, ან ულვაშების მოკვნეტას, ან კიდევ ყრმებთან ერთად მიეცემა სოდომურ ცოდვას, ან დატყვევებულ ქალებთან დაამყარებს სქესობრივ კავშირს და იმხილებიან, უნდა დაისაჯონ მეფის სამართლის მიხედვით, ჩვენ კი მათ მთელი საეკლესიო კრებულისგან, მთელი ეკლესიისგან და ყოველგვარი სიწმიდისგან მოვიკვეთავთ წმიდა განწესებების მიხედვით" (Первое послание митр. Макария от 25 мая 1552 г. Цит. по: Макарий Московский, митр. История Русской Церкви).
ძველი რუსი მართლმადიდებელი წმინდანები, რა თქმა უნდა, ერთგულად მისდევდნენ მანამდე არსებულ ძველ საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა დადგენილებებს, საყოველთაო და წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკას.
ასე, მაგალითად, კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ნეტარმა მიქაელ კერულარიოსმა, სხვა ნეტარ პატრიარქთა მსგავსად დიპთიქიდან ამოაგდო წვერის პარსვაში მხილებული რომის პაპების ხსენება... და თავდ უწმიდესი მსოფლიო პატრიარქნი და ადგილობრივი კრებანიც არა თუ ანათემას გადასცემდნენ, არამედ სიკვდილის შემდეგაც კი არ შეიწყნარებდნენ და არ მოიხსენიებდნენ წვერიპარსია ქრისტეანთ.
"მაშ, დაჟინებით გევედრებით ცრემლმორეული, -
მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად ნათქვამისა: "ნუ გაიპარსავთ წვერს თქვენსას" (ლევიტ. 19:27), თქვენ მაინც იპარსავთ და სახეს თქვენსას ილამაზებთ; ან ცდილობთ მოაწონოთ თავი ვინმეს, მაშინ როდესაც, უკვე ღვთისთვის საძაგლებად ქცეულხართ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი. Творения, часть 2, стр. 15). რამეთუ მოციქულნი "კრძალავენ თავის გაპარსვას და გარეგნობის შებღალვას წვერის მოპარსვით" (წმ. კირილე ალექსანდრიელი. Твор. часть 2, стр. 351). არ შეიძლება გაიფუჭო შენი წვერის თმა და კაცის ბუნების საწინააღმდეგოდ შეიცვალო გარეგნობა. ნუ გაიშიშვლებთო, _ ამბობს კანონი, _ თქვენს წვერს (ლევიტ. 19:27). რამეთუ უწვერობა ქალს მომადლა გამჩენმა, ხოლო მამაკაცი ცნო ამ მიუდგომლად და "შენ, გამპარსველო წვერისა შენისა, რათა მოსწონდეთ, როგორც მოძალადე კანონისა იქნები საძაგელი ღმრთისთვის _ შენი გამჩენისთვის, რომელმაც შეგქმნა შენ თავის ხატად" (დადგენილებანი წმიდათა მოციქულთა. წიგნი 1, გვ. 6, 7). რადგან, "რა არის იმაზე უფრო უარესი და საძაგელი, თავზე თმას იზრდიდნენ და მამაკაცის ხატად ბოძებულ წვერს კი იპარსავდნენ. ღვთის სიტყვა და მოძღვრება მოციქულთა დადგენილებებში განაწესებს, რომ არ უნდა შეირყვნეს ხატი იგი, ანუ არ უნდა შეიკვეცონ წვერი და არ უნდა ატარონ გრძელი თმები მეძავთა მსგავსად" (წმ. ეპიფანე კვიპრელი, Твор., часть 10, гл. 7).
"მოციქულთა ქადაგების მიხედვით მამკაცმა თმა არ უნდა გაიზარდოს, რამეთუ იგი არის ხატი და დიდება ღვთისა. ამაზე უფრო საშინელი კი წვერის გაპარსვაა. მოციქულთა მცნებებში ღვთის სიტყვა გვაუწყებს "არ დაიმახინჯოთ თქვნი გარეგნობა უწვერობით და რომელთაც ინებონ მათი შეგონების წინააღდმეგ გალაშქრება, ეუწყოთ, რომ არც ჩვენ და არც ეკლესიას არ გაგვაჩნია ამგვარი ჩვეულება, რითაც გადადიან მოციქულთაგან და წმ. ეკლესიისგან დადგენილ საზღვრებს" (ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი. სიტყვა 37). აი რას წერდა ღირსი ისიდორე პელუსიელი ვინმე დიონისეს წვერის პარსვასთან დაკავშირებით: "ფრიად დამწუხრებული ვარ შენს გამო, რადგან მესმის, თითქოსდა უკვე აღარ მისდევ წმ. მამებისეულ უბიწოებას და გარეგნობის შერყვნითა და დედაკაცური გარეგნობის მიღებით, დამორჩილებიხარ უცხოსა და სამარცხვინო ჩვეულებას. ხოლო ეს შემოქმედის დაყვედრებას ნიშნავს, რამეთუ, თუკი უარყოფ დროით მონიჭებულ ღირსებას მოწიფულობისა, მით აჩვენებ კაცობას რომ უარყოფ დაჟინებით" ( Св. Исидор Пелусийский. Письмо 463 к Диогисию младщему). წმ. მამათა განმარტებით: "ქრისტეან მამაკაცს არაფერი უნდა ჰქონდეს ბავშვური ან ქალური და არამამაკაცური" (თეოფილაქტე ბულგარელი. "მახარობელი", მათე 14:21).
წვერის მოპარსვა წარმართული ჩვეულებაა, -
"თმებს იხვევენ, რათა ხუჭუჭთმიანებად გამოჩნდნენ; იღებავენ, რათა ქერათმიანებად მოაჩვენონ თავი; სხვები ჯერ თმას დაისველებენ, შემდეგ კი მზის გულზე იშრობენ, თმის სიშავე რომ შეცვალონ. არიან ისეთებიც, ვინც საკუთარს იჭრის და სხვის კულულებს იდგამს თავზე. თმებს თუ ასე ექცევიან, წვერს პირიქით ღინღლს გამოჩენისთანავე სპობენ, წვერში რომ არ გადაიზარდოს და თვალშისაცემი იყოს მათი პირის სისადავე. ცდილობენ ნაზ არსებებად წარმოაჩინონ თავი და მიემსგავსონ ქალებს. ხოლო ისინი, რომელთაც სისტემატურად ეზრდებათ თმა, წვერი რომ არ ატარონ ქოთნის გახურებული ნატეხით იმ ზომამდე იწვავენ, წვერის სიგრძეს ახლად ამოსული ღინღლის შეხედულება რომ ჰქონდეს და მოწიფულობას მიღწეული მამაკაცნი მოუმწიფებელ ყმაწვილკაცთ მიემსგავსონ ანუ მათ, რომელთაც ეს-
თუ ვინმეს ჰგონია, რომ წვერის მოპარსვა მხოლოდ სამღვდელოთათვის იყოს განწესებული და არა ერისკაცთათვის, მათ შევახსენებთ განმარტებას "დიდი რჯულისკანონიდან" "წმიდა კანონთაგან ეპითიმიას (განკვეთას) ექვემდებარებიან ისინიც, რომლებიც თავს არ აკარებენ სამართებელს, ანუ თმას არ იკრეჭენ და დედაკაცებივით იზრდიან; იგივე ეპითიმიას ექვემდებარებიან წვერის მომპარსველნიც, რომლებიც წვერს იპარსავენ იმისთვის, რათა შემდეგ თანაბრად და კოხტად ზარდონ იგი, ან იმისთვის რათა მუდამ ახალგაზრდად და უწვეროდ გამოაჩინონ თავი... ამავე ეპითიმიას ექვემდებარებიან ის დედაკაცნი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ფერ-
ამრიგად, "ყველა -
ასე, რომ არათუ წვერის პარსვა, არამედ მისი კოხტად შეჭრა-
"... და ეს არის არა მართლმადიდებელთა, არამედ ბილწ ლათინთა ერეტიკული ჩვეულება" (ასმუხლიანი კრება. თ. 40). ამიტომაც ასე შეაჩვენებს მართლმადიდებლობისკენ მოქცეული ლათინი (და ყოველი მწვალებელი, რომელიც წვერის პარსვას ასწავლის): "ვწყევლი ღვთისთვის საძაგელ, გარყვნილ გარეგნობას, რაც წვერის შეკვეცა-
"წყეულნი ლათინნი, რომლებიც მრავალ მწვალებლობებში არიან დანთქმულნი, წმიდა ხატებზეც არ გამოსახავენ ღვთითბოძებულ გარეგნობას და მით არც უფალს, არც მის წმინდანებს თაყვანს არ სცემენ და პატივს არ მიაგებენ... და ამგვარად არ აძლევს მათ ეშმაკი იმის საშუალებას, ღვთითბოძებულ გარეგნობას რომ უცქირონ, არამედ გამუდმებით წვერ-
ზოგიერთს საეჭვოდ გაუხდია, რომ წვერის პარსვა უფლის მიერ ბოძებული ხატის შერყვნაა, მათ შორის არის ვინმე "არქიმანდრიტი" რაფაელიც: "ო, ბოროტო თვითნებობავ! თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა ღმერთმა და გამოჩნდნენ უმადურნი, ხორციელნი... რომლებიც სამართებლით რყვნიან (იპარსავენ) წვერებს... არ ეკადრება ამგვარი საქციელი მართლმადიდებელს, რამეთუ მწვალებელ ლათინთა საქმეა იგი და მქმნელი ამისა შეურაცხყოფს უფალს, რომელმაც ადამიანი "თავის ხატად შექმნა" (Митр. Макарий. История Русской Церкви, т. 8, Послание митрополита в Свяжск).
ამრიგად, "წვერის შემკვეცელები მწვალებლებად იწოდებიან და თქვენ, ამგვარად მოქმედნო, ადამიანთა თავმოსაწონად რომ ირჯებით და უფალს კი ეწინააღმდეგებით, მოძულებულნი იქნებით ღვთისგან, რამეთუ საკუთარ ხატად ჰყავხართ შექმნილი" (სლავ. "კორმჩაია" (დიდი რჯულისკანონი)). აი, რას ვკითხულობთ ათონურ პატერიკში. წმ. ათონის მთაზე პაპისტების თავდასხმის შესახებ. როდესაც პაპისტები გარს შემოერტყნენ ათონის ზოგრაფის მონასტერს, ბერებისგან თავიანთი მწვალებლური სწავლების მიღება და წვერის გაპარსვა მოითხოვეს. ზოგრაფელმა მამებმა საკადრისი პასუხი გასცეს მწვალებელთა მოთხოვნას, ხოლო წვერის შესახებ ასე მიუგეს მტარვალთ:
"... ხოლო წვერის მოპარსვას არც ძველი და არც ახალი აღთქმა არ გვასწავლის, რამეთუ ძველ აღთქმაში პირველშექმნილი ადამიანიდან, მართლებიდან და წინასწარმეტყველებიდან, ვიდრე ჩვენს უფალ იესუ ქრისტემდე ამის შესახებ არავითარი დადგენილება არ არსებობს. ახალ აღთქმაში კი არც თვით ქრისტეს, არც მოციქულთ ამის შესახებ არაფერი უთქვამთ; არც რომელიმე კრებას დაუდგენია, არც წესებით ყოფილა მითითებული; ეს ხომ ბრმისთვისაც თვალნათელია; შენ კი, სულიწმიდის უბადრუკო მგმობელო, წვერი კი არა, ენა უნდა მოიკვეთო, რათა იგი გმობასა და საცთურს არ ანთხევდეს და შენთან ერთად სხვებიც არ მიჰყავდეთ წარსაწყმედად..." (სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. წიგნი 2. თბლისი 1994 წ. გვ. 322). როდესაც ვამბობთ, წვერის მოპარსვა ღვთის ხატის დაკარგვას ნიშნავსო, ვგულისხმობთ იმას, რომ ადამიანი, როგორც ღმრთის ხატი უბიწოებითა და კეთილგონიერებით უნდა ბრწყინავდეს.
მაშ, დაჯინებით გევედრებით ცრემლმორეული, -
ნუ დაემსგავსებით საცთუნებლად განლაღებულ მეძავ დედაკაცებს და ნუ დაემორჩილებით უბილწესი მამათმავლობისკენ წამბიძგებელ ცოდვას. თქვენი სინდისისა გრცხვენოდეთ!