Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
"როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?..."
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე 20 წელიწადზე მეტია არსებობს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია და გამოიცემა ძველმართლმადიდებლური ლიტერატურა (ამ ბოლო დროს შესაძლებელი გახდა ინტერნეტში საიტის განთავსებაც), მორწმუნე საზოგადოებას ჩვენს შესახებ მართებული ინფორმაცია ჯერაც არ გააჩნია. მიზეზი მარტივია: ოფიციალური საპატრიარქო და მისი ადეპტები ყოველმხრივ ცდილობენ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობისა და ავტორიტეტის დაკნინებას, მოიხსენიებენ მას ხან სქიზმად, ხან "სექტად" და თანაც ისეთ სექტანტებს შორის, როგორებიც არიან ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ბახაისტები, იეღოვას მოწმეები და სხვა.
ზოგიერთები, ქართველ ძველმორწმუნეთა დისკრედიტირების მიზნით, "სტაროვერებად" მოიხსენიებენ "მოლოკნებს" და "დუხობორებს" და არავის განუმარტავენ, რომ მათ არაფერი აკავშირებთ ძველმართლმადიდებლობასთან. შემთხვევითი არც ის არის, რომ სპეციალურად მოგვიხსენიებენ რუსული სახელწოდებებით: "სტაროვერები" და "სტაროობრიადცები", რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოსდა ეს რომელიღაც რუსული სექტანტური გადმონაშთია ("დუხობორებისა" და "მოლოკნების" მსგავსი) და არა მართლმადიდებლობა.
სამწუხაროდ, ამ მიმართებით, ოფიციალური ეკლესიის გამოცემულ ბეჭდვით წყაროებსა და მასმედიაში სრული განუკითხაობაა, "სტაროვერებზე" ბეჭდავენ იმას რაც მოეპრიანებათ. გვაბრალებენ ყველაფერს, რაც ან თავში მოუვათ ან ენის წვერზე მოადგებათ ("კვირის რეზონანსში" დაბეჭდილი ბასილ კობახიძისა და ბექა მინდიაშვილის ინტერვიუები მარტო რად ღირს). ყველა ამ პასკვილს ჩვენ შეძლებისამებრ ვპასუხობდით (იხ. მაგალითად, ჩვენი პასუხი ბასილ კობახიძეს, ასევე ძველი პასუხები, რომლებიც თავის დროზე გამოქვეყნდა ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ ბეჭდვით გამოცემებში: "ღვთიური გზა", "აღდეგინ ღმერთი" და "მართლმადიდებელი" (წერილები ამ გამოცემებიდან შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ჩვენს ვებ-
ძველმართლმადიდებელთა ლანძღვამ და ცილისწამებებმა უკვე ინტერნეტ სივრცეშიც გადმოინაცვლა. ზოგიერთ ფორუმსა და საიტზე ვხვდებით ისეთ მჯელობებს, რომლებიც (ისტორიულ, საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიურ მხარეებს რომ თავი დავანებოთ) უმეცრებითა და არაობიექტურობით გვაკვირვებენ .
რადგან ჩვენი მიზანია თანამემამულეთა გაცნობიერება ძველმორწმუნეობასთან დაკავშირებით, მიუხედავად საკუთარი პოზიციის პრინციპულობისა, არ გაგვაჩნია რეაქციული დამოკიდებულება "სხვაგვარად" მოაზროვნეთა მიმართ და, ვხელმძღვანელობთ რა სახარებისეულ-
"ღვთიური სულის თანამოქმედებით გადავწყვიტეთ... სიმშვიდით და კეთილი სიტყვით" განვუმარტოთ დაბნეულ თანამემამულეებს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არსი და შემოვარიგოთ ისინი ეკლესიასთან, რადგან "დაუწყნარებელი განხეთქილებით გამოეყოფიან საუფლო გვამს (მართლმადიდებელ ეკლესიას)". რამდენადაც ჩვენგან შესაძლებელი იყოს, გამოვუცხადოთ ყველას, რომ შევეცდებით "დავარღვიოთ მათი საწყალობელი ცთომა, იქნებ მისცეს მათ ღმერთმა სინანული, შეიცნონ ჭეშმარიტება და გამოხსნილ იქნენ მათი დამატყვევებელი ეშმაკის მახისგან" (შეად. 2 ტიმ. 2:25-
2008 წელს საპატრიარქოს პრეს-
საპატარიარქოს წარმომადგენლები ცდილობენ არასწორი წარმოდგენა შეუქმნან გულუბრყვილო და საკითხის არსში ჩაუხედავ ადამიანებს. მათ მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში მორწმუნე საზოგადოება ძველმოწესეობის არსთან, ისტორიასთან და საქართველოში მის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რისთვისაც თარგმნიან და გამოსცემენ ისეთ "ანტისტაროვერულ" თხზულებებს, რომლებიც რუსეთში გამოცემულია ორი და მეტი საუკუნის წინათ, არის მეტად არაობიექტური და სადღეისოდ დაწუნებულია თვით ოფიციალური, რუსული ეკლესიის მიერაც.
ის, რომ საქართველოს გაბატონებული ეკლესიის საპატრიარქოს დამოკიდებულება ამ ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით საინტერესო მოვლენისადმი, არაქრისტეანული და არამეცნიერულია და ატარებს დემაგოგიურ ხასიათს, დასტურდება იმით, რომ თავს არ იწუხებს მისი ობიექტური გაშუქებისთვის, არ გამოსცემს რუსულ განხეთქილებასთან დაკავშირებულ მართლაცდა საინტერესო და მეტნაკლებად ობიექტურ თხზულებებს და პოპულარიზაციას უწევს ისეთ პასკვილებს, როგორიც შეუთხზავთ დიმიტრი როსტოველს და მის მსგავს სხვა სასულიერო პირებს.
ჩვენ უკვე მერამდენედ გვიწევს იმისი აღიარება, რომ ჩვენს თანამემამულეებს, სამწუხაროდ, ჯეროვანი წარმოდგენა არა აქვთ არც პატრიარქ ნიკონის (მე-
და თუკი თვით რუსებს ისეთი უბედურება დამართნიათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ამ მოვლენის არსი, რაღა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სარგებლობენ იმ რუსი ნიკონიანელი ავტორების თხზულებებით, რომელთა ნაშრომებს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს მრავალი მეცნიერი და მკვლევარი, ხოლო მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს აღიარებით, რევოლუციამდელი ეს ლიტერატურა ძველმორწმუნეებს "არაკორექტული და მიუღებელი მეთოდებით" აკრიტიკებდა ("Вдъ-
ქართველ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ იდეოლოგიური და დემაგოგიური ბრძოლის იმ მეთოდების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეალობაში და ხშირად გამოიხატება ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხან "სექტად", ხან "რასკოლად" გამოცხადებაში, ან კიდევ სექტანტთა ჩამონათვალში ე.წ. "იეღოვას მოწმეთა" და "ბახაისტთა" გვერდით მოხსენიებაში, საინტერესოა ზემოთ ხსენებული ნიკონიანელი მკვლევარის შემდეგი აღიარებაც: "რასკოლის საკითხში ცნებათა აღრევისა და უმეცრების უმთავრესი მიზეზი უნდა ვეძებოთ ზუსტი ცნობების სიმწირესა და იმ ცნებათა განსაზღვრებებში, რომლითაც ახასიათებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებაში მომხდარ იმ ნახევრად გასაგებ მოვლენას, რომელიც ჩვენში "რასკოლის" (განხეთქილების -
ავტორის თქმით, "არ შეიძლება ამ განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მრავალი მართლმადიდებლური და სექტანტური მიმართულების გაერთიანება და თავმოყრა ერთ ტერმინში", ანუ არ შეიძლება ერთი საზოგადო ტერმინით დავახასიათოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებანი. ისეთი ტერმინოლოგიური განურჩევლობა, როდესაც ადამიანები არსებით განსხავებას ვერ ხედავენ "რასკოლნიკების" სახელით "მონათლულ" მიმართულებებს შორის, ბუნებრივად იწვევდა ისეთ შეცდომებს, "რომელთაც, შეუძლებელი იყო, მოეტანათ რაიმე სარგებლობა" (იქვე გვ. 24).
განა დღემდე ამას არ აკეთებს საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის საპატრიარქო? განა რუსულ და თვით ამ ქვეყნის ოფიციოზის წარმომადგენლის, პ. მელნიკოვის მიერ "უხეშად და უმეცრად" შერაცხილ თხზულებათა პოპულარიზაციით არ არის დასაქმებული? ამის დასტურია საპატრიარქოს მიერ გამოცემული რუსული "სვინაქსარი", რომლის მიხედვით "ძველმოწესეები არსით ერეტიკოსები და განხეთქილების ჩამომგდებნი არიან. ერეტიკოსები იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ რწმენას თავიანთ ცრუ სწავლებასაც ურევენ. განდგომილები კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას განუდგნენ (ხაზგასმები ყველგან ჩვენია -
ამგვარი მტკიცებულება, როგორც თეოლოგიური, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, მით უფრო არასწორია, რაც უფრო აღრეულია ერთმანეთში ერთურთისგან განსხვავებული სარწმუნოებრივი მიმართულებები, და როდესაც, ერთი მიმართულების სარწმუნოებრივი დაჯგუფების ცოდვას მიაწერენ იმ მორწმუნეებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ დაჯგუფებასთან. მაგალითად, საპატრიარქოს პრეს-
"სვინაქსარის" შემდგენელ-
მაშ, რა არის ერესი, ანუ მწვალებლობა?
"მწვალებლობის საღვთისმეტყველო-
"ახლა წარმოვადგინოთ მწვალებლობის მეტად მკაფიო და ლაკონური, სჯულისკანონისეული, განმარტება: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" (დიდი სჯულისკანონი (ძველ ქართულ ენაზე), გვ. 197, თბილისი 1975)" (იქვე).
მთელი სამი საუკუნის განმავლობაში, გარდა ფუჭი და არაფრისმთქმელი ცილისწამებებისა და დემაგოგიისა, ოფიციალური ეკლესიის აპოლოგეტებს არ წამოუყენებიათ არც ერთი სერიოზული არგუმენტი იმისა თუ რაში შეიძლებოდა ძველმორწმუნეები ყოფილიყვნენ მხილებულნი, როგორც მწვალებლები. მაშინ როდესაც, თვით რუსული და ქართული (ასევე ბერძნული) ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები საკმაოდ შეშფოთებით წერენ მათი ეკლესიის მღვდელმთავართა სერიოზულ მწვალებლურ გადახრებზე. ამის დასტურია თუნდაც ჩვენს მიერ დამოწმებული სტატია "ივერიის გაბრწყინებიდან", რომელიც ეხება პატრიარქ ილია II-
ოფიციალური, როგორც რუსული, ასევე ქართული "მართლმადიდებელი" ეკლესიები, თავი რომ დავანებოთ მე-
მაგრამ მოდი ისევ ზემოთხსენებულ "სვინაქსარს" დავუბრუნდეთ და შევეხოთ "სქიზმის" ანუ განხეთქილების საკითხს.
"ანტისტაროვერულ" თხზულებებში ძველმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტეანებს უფრო ხშირად და სრულიად უსამართლოდ "რასკოლნიკების", იგივე განხეთქილების მოქმედთა ("სქიზმატიკოსთა") სახელით იხსენიებენ. როგორც წმ. ბასილი დიდი მოწმობს, ძველმა მამებმა ეკლესიასთან შეუთანხმებელი და დაპირისპირებული სწავლებებიდან "ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთილება და ზოგს კიდეშესაკრებელობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისგან გაყოფილები..." (წმ. ბასილი კესარია-
ხოლო, საეკლესიო დავა, XVII ს. რუსეთში, წარმოიშვა პატრიარქ ნიკონის სრულიად არასაჭირო რეფორმების გამო, როგორც აღიარებენ მას თვით ოფიციალური, რუსული ეკლესიის ღვთისმეტყველები და ცნობილი ისტორიკოსები. მაგალითად, ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორის, პროტოპრესვიტერ იოანე ბელევცევის მტკიცებით, "რეფორმა, რომლის ერთ-
რასკოლის საკითხის ერთ-
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ღირ. მეთოდე აღმსარებელის (IX ს.) განმარტებით საეკლესიო მშვიდობას ის კი არ არღვევს, ვინც იცავს ძველ სარწმუნოებასა და გადმოცემას, არამედ ის "ვისაც სიახლე შეაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს" ("ახალი სჯულის ფიცარი" 17:4,5. ციტ. "ლაზარეს აღდგინება" V. გვ. 33-
ასე რომ, საეკლესიო მშვიდობა
ძალზედ სასაცილოა "სვინაქსარის" შემდგენელი რუსი ავტორისა და მისი ქართველი პოპულარიზატორების დამოკიდებულება სასწაულების, როგორც საკუთარი სიმართლის და კანონიკურობის გამამართლებელი არგუმენტისადმი. "სვინაქსარში" ვკითხულობთ: "თქვენს შორის მცხოვრებ ე. წ. ძველმოწესეებს არასოდეს ეძლევათ სასწაულები და მუდამ რატომ დაობენ და შეაჩვენებენ ისინი ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე, ძველად ნაბეჭდი წიგნებისა სწამთ, თანაც ერთნი საკუთარ თავს მღვდლიანებს (ხაზგასმა ავტორებისაა -
"სვინაქსარის" ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ "ერეტიკოსებსა და განხეთქილებაში მყოფთა შორის სასწაულები არასდროს მომხდარა და არც მოხდება, და რომ უფლის რისხვა მუდამ იყო და იქნება მათზე". ახლა ჩვენ არ დავიწყებთ იმის გარკვევას თუ რა არის სასწაული, მაგრამ იმას კი ვიტყვით, რომ სასწაული, შეიძლება იყოს ღმრთისგანაც (ჭეშმარიტი სასწაული) და ეშმაკისგანაც (ცრუ და ყალბი), რომელიც აღსრულებულა როგორც მწვალებლებთან, ასევე მართლმადიდებელთა შორისაც. ოღონდ გასარკვევია, რომელია ჭეშმარიტი, ღვთისგან მოვლენილი სასწაული და რომელი ეშმაკისგან.
ღმრთის ნებით, როდესაც საღმრთო განგება მწვალებელთა მოქცევას ცდილობს, შესაძლოა სასწაული მწვალებლებშიც მოხდეს მათდა შესაგონებლად. ხოლო ეშმაკის სასწაული აღსრულდეს მართლმადიდებელთა შორის მათდა საცთუნებლად. მეტიც, წმ. ეპიფანე კვიპროსელი იმასაც კი ამბობს, რომ ბოლო ჟამს სასწაულები მწვალებელთა საზოგადოებებში უფრო აღსრულდება, მაშინ როდესაც მართლმადიდებელთა შორის ის იკლებს და ეს მოხდებაო უფლის დაშვებით, რათა მართლმადიდებელთა რწმენა გამოსცადოს. განა ამასვე არ ადასტურებს წმიდა წერილი? უფალი წმიდა მოციქულ პავლეს პირით ბრძანებს: "თუ ვინმე იღვწის, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არარჯულიერად იღვწის" (2 ტიმ. 2, 5).
მეტიც, უფალმა საუკუნო სამსჯავროზე გამართლების კრიტერიუმად დადო არა სასწაული, არამედ სახარებისეული ცხოვრება. მრავალი დაიმშვიდებს თავს იმით, რომ მათ საზოგადოებებში ხდებოდა სასწაული და უფლის მკაცრი განაჩენით გაკვირვებული ეტყვის მას: "უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?"
მაგრამ, მკაცრი იქნება უფლის სიტყვა მათ მიმართ, რომელიც ეტყვის მათ:
"არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22, 23).
საყვარელნო, სასწაულს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ სულის გადამრჩენელი კრიტერიუმი მოვიძიოთ, რითაც შეფასდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. და ეს კრიტერიუმი არის ქრისტეს სჯული! საღვთო სჯული! ახალი აღთქმის წმიდა წერილი და ასევე, წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე შეკრებილ მამათა სჯულდებანი! დიდი სჯულისკანონი! წმიდა მამათა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, წმინდანთა ცხოვრება, წმიდა მამათა თხზულებანი! არავის უთქვამს "სასწაულით განიკითხებიან ცოდვილნი"-
სასწაული რომ მადლმოსილების კრიტერიუმი იყოს, მაშინ ზეფირში (ეგვიპტე) და ფატიმში (პორტუგალია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი და უსაკვირველესი გამოცხადებანი კოპტურ-
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა" (2 კორ. 11:14). ბიზანტიელი ბერი გიორგი კედრენე (XII) თავის ისტორიულ თხზულებაში ბრძანებს: "უფალი დაუშვებს, რომ ზოგჯერ დემონთ შეწევნითაც აღესრულონ სასწაულნი, რათა ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა გამოცადოს მტკიცეა თუ არა იგი და შეურყევლად ვიმყოფებით თუ არა უფალში; მტრისკენ ხომ არ მიიდრიკა ჩვენი რწმენა სატანის მსახურთაგან აღძრული ყალბი სასწაულებით.
უფრო მეტიც, თვით უფლის სახელითაც კი წინასწარმეტყველებდნენ მრავალნი, მაგალითად, ბალაამი, საული და კაიაფა; იყვნენ უღირსნი, რომლებიც განდევნიდნენ ეშმაკებს (რადგანაც დემონები გარბოდნენ იესუს სახელის გაგონებაზე). ასე, რომ ზოგჯერ უღირსთა გზითაც კი მოქმედებს მადლი ღვთისა სხვათა საკეთილდღეოდ! თუმც ბალაამი გაუცხოებული იყო როგორც წმიდა ცხოვრებისგან, ასევე რწმენისგან, მაგრამ მასში სხვათა დასამოძღვრავად მოქმედებდა მადლი ღმრთისა.
ამგვარი იყო ფარაონიც, მაგრამ მასაც და უკეთურ ნაბუქოდონოსორსაც გაუხსნა მადლმა მომავალი. ზოგჯერ, უკეთურ კაცთა საცთუნებლად, ქრისტეს სახელით, მრავალნი უღვთონიც მოიმოქმედებდნენ სასწაულთ რაღაც მანქანებით. ამის მაგალითებად გამოდგებიან სიმონ მოგვი, მენანდრე და მათ შემდეგ გამოჩენილი ურიცხვნი ამდაგვარნი, ამიტომაც სამართლიანადაა დადგენილი: სასწაულებით კი არ უნდა ვცდუნდებოდეთ, არამედ გამოვეძიოთ, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებენ თუ არა საკვირველთმოქმედნი". "ნაყოფთა სამე მათთაგან ცნათ ისინი" -
სასწაულები ზოგ ადგილებში წარმართთა მოსაქცევად აღსრულდებოდა, როგორც საღმრთო სიწმიდეზე მინიშნება, მაგრამ აქედან სწორი დასკვნების გამოტანა გვმართებს და არა ამა თუ იმ ცრუ მოსაზრების ბრმა მიმდევრობა. აგარიანელთა შემოსევის დროს აღმოსავლეთის ტაძრებიდან დასავლეთში გადაიტანეს მრავალი წმინდანის უხრწნელი ნაწილები, მაგალითად, წმიდა მოციქულისა და მახარებლის მარკოზის უხრწნელი ნაწილები გადატანილია ვენეციას, წმიდა იოანე ოქროპირისა კი რომს, მაგრამ უფალმა ეს იმიტომ კი არ ინება, თითქოსდა დასავლეთის (პაპისტური) ეკლესია ღვთისმოსაობით ყოფილიყოს გამორჩეული, ან აღმოსავლეთი გადავარდნილიყოს მწვალებლობაში (პირიქით, სწორედ ამ დროისთვის დაამკვიდრა დასავლეთის ეკლესიამ თავის წიაღში მრავალი მწვალებლური მოძღვრება), არამედ იმიტომ, რომ როგორც ადრე, წარმართთა და კერპთაყვანისმცემელთა მოსაქცევად წარაგზავნა უფალმა მოციქულნი, ამჟამადაც წმინდანთა უხრწნელი ნაწილები დაასახლა დასავლეთში, რათა გონიერ-
ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ ყოვლადმოწყალე უფალი, რომლსაც არ ნებავს ცოდვილთა წარწყმედა, გარეგნული ნიშნებით შეგვაგონებს, რათა ჩვენი ცოდვილი ცხოვრება გავასწოროთ და ერთი სარწმუნოება შევინარჩუნოთ; ღვთის ნება აღვასრულოთ და საკუთარი ნებელობისა და შეხედულებებისამებრ არ ვიაროთ. მხოლოდ ეშმაკის საცდურით მოხიბლულნი ცდილობენ სხვადასხვა სახის "სასწაულებით" თავიანთი ავტორიტეტის "გამაგრებას", მაგრამ ამხელს მათ ქრისტე, რომელიც ბრძანებს: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე ეძიებს სასწაულსა" (მათე 12:39).
ასე, რომ, საყვარელნო, "არა ყოველმან რომელმან მრქუას მე უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7:21) -
საყურადღებოა ჩვენთან მოპაექრე "სვინაქსარის" ავტორისა და მისი პოპულარიზატორების სხვა "არგუმენტიც". საყურადღებოა ის იმით, რომ წარმოადგენს "სტაროვერთა" წინააღმდეგ უზნეო და უსამართლო ბრძოლის უბადლო ნიმუშს. თანაც ეს ნიმუში მომდინარეობს ოფიციალური ეკლესიის "წმინდანისგან", დიმიტრი როსტოველისგან, რომელიც დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობს ოფიციალურ "მართლმადიდებელთ" შორის.
"სვინაქსარში" ვკითხულობთ: "როდესაც მცირეწლოვანი მეფეების, ოანე და პეტრე ალექსის ძეების დროს, სასახლეში, რწმენაზე კამათის შემდეგ განხეთქილებაში მყოფნი იქიდან გამოვიდნენ და შეძახილებით -
ამ "არგუმენტზე" დეტალურად უნდა შევჩერდეთ. იმთავითვე უნდა ვთქვათ, რომ ცნობა, რომელიც მოჰყავს დიმიტრი როსტოველს არც ერთ ისტორიულ ნაშრომში არ დასტურდება და მთლიანად თვით დ. როსტოველის მონაჩმახია. ამ ისტორიას სულ სხვაგვარად გადმოსცემენ ობიექტური მკვლევარები და ისტორიკოსები.
"რასკოლნიკები", -
ამ დროს, იმპერატრიცა სოფიამ მოიწვია ამორჩეული მსროლელები, მოეფერა მათ და გასცა განკარგულება თაფლუჭით დაეთროთ ისინი, თანაც იმ ზომით, რომ ათ კაცს თითო "უშატი" (დიდი "ყურებიანი" ვარცლი -
მეფის ასულ სოფიას ბრძანებით, მისმა ერთგულმა მსროლელებმა შეიპყრეს ნიკიტა "ცრუწმინდანი" (რუს.: "пустосвят") და მასთან ერთად კიდევ ხუთი რასკოლნიკი და მიჰგვარეს ისინი სასამართლოს. ნიკიტას პირდაპირ მოედანზე მოჰკვეთეს თავი, მისი მეგობრები კი გადაასახლეს" (Костомаров Н. История России в жизнеописаниях ее главнейших деятелей. Глава 13. Царевна Софья.) ასეა, გადმოცემული ეს ამბავი თითქმის ყველა ისტორიულ წყაროში.
საგულისხმოა ერთი გარემოებაც: კრემლში ორგანიზებული დისპუტი მისმა მონაწილემ, საბა ხოლმოგორელმაც აღწერა, რომლისთვისაც ნიკიტა დობრინინს, როგორც წყაროები იუწყებიან, ცხვირ-
საგულისხმოა ისიც, რომ "ცრუწმინდანი", ნიკიტა დობრინინს, მის მიერ ძველი საეკლესიო გადმოცემების დაცვისთვის შეარქვეს, რომელიც მას წმინდად, რეფორმატორებს კი მწვალებლობად მიაჩნდათ. მოგვიანებით ოფიციალურმა, რუსულმა ეკლესიამ აღიარა, რომ ის რასაც ნიკიტა იცავდა, სინამდვილეში, მართლაც წმიდა და ძველმართლმადიდებლური გადმოცემა ყოფილა. ასე, რომ, ამ მხრივ, "პუსტოსვიატები" თვით ძველმოწესეთა მტრები, რეფორმატორები და ოფიციალური "მართლმადიდებლობის" აპოლოგეტები აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება დიმიტრი როსტოველს ნამდვილი "ცრუწმინდანი" სწორედ ის არის. საბაბად ისიც კი საკმარისია, რომ ეს დიმიტრი როსტოველი გატაცებული იყო ასტროლოგიით და სამეფო კარისთვის ასტროპროგნოზებსაც კი ადგენდა. ცნობისთვის აღვნიშნავთ, რომ ასტროლოგია, როგორც ცრუ და არაქრისტეანული მოძღვრება წმიდა მამათა მიერ მკაცრად უარყოფილი და დაგმობილია.
ვარსკვლავთმრიცხველობისადმი დიმიტრი როსტოველის დამოკიდებულებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ შეთის შესახებ არსებული ერთი გადმოცემით (სავარაუდოდ რომელიღაც აპოკრიფზე დაყრდნობით), რომელსაც დ. როსტოველიც აღიარებს და ამტკიცებს, რომ "ვარსკვლავთმრიცხველობა და წიგნიერი სწავლება მომდინარეობს შეთისგან, რომელსაც, თავის მამასთან, ადამთან ერთად დიდი შრომა გასწია, რათა ყოველივე ეს ქვაზე გამოესახა და მომავალ თაობათათვის ესწავლებინა" (იხ. http://astropnz.rutl.ru/index.php?option=com_content&task=view&id=12&Itemid=31).
დ. როსტოველისადმი მიძღვნილ ერთ-
თავის დროზე დ. როსტოვსკიმ დაწერა წიგნი "სულიერი ბაღი" ("Сад духовный"), რომელშიც პლანეტებს ზეციურ ანგელოზებს ადარებს და ამბობს, რომ უფალმა ღმერთმა, ვარსკვლავები ნიშნებად განალაგა ცაში. მართალია ეს არ არის ასტროლოგიური წიგნი, მაგრამ მას ასტროლოგიამდე მივყავართ. მასში მღვდელმთავარი არაერთხელ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ასტროლოგიის ხელოვნება საღმრთო მეცნიერებაა. მართალია, ის უარყოფს ასტროლოგიის გამოყენებას მკითხაობისა და ჰოროსკოპების შესადგენად, მაგრამ შემოქმედის ჩანაფიქრების ამოსაცნობად, -
სხვა, არანაკლები "პუსტოსვიატია" ცნობილი იოანე კრონშტადტელი. მის შესახებ, ძალზედ საინტერესო ცნობებს ვპოულობთ ქართველი მღვდელმოწამის, კათალიკოს-
კირიონ კათალიკოსს მოჰყავს ერთი საინტერესო ცნობა (მღვდელ მ. აფონსკისა და მოძღვარ ვასილი დობროდეევის მიმოწერა), საიდანაც აშკარავდება, რომ იოანე კრონშტადტელის ხრიკებში სხვებიც იყვნენ დაეჭვებულნი და მის "სასწაულთმოქმედებებს" როდი ენდობოდნენ.
მღვდელი აფონსკი, დეკანოზ იოანე კრონშტადტელის მიერ გაზეთში გაგზავნილი ცნობის შემოწმების მიზნით, სთხოვს ვ. დობროდეევს, აუწყოს, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მისი სულიერი ასულის, პ. კარიაკინას სასწაულებრივი განკურნების ამბავი, რომელიც იოანე კრონშტადტელმა, საკუთარი თავის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ერთ-
აღარაფერს ვამბობთ ასეთივე "ცრუწმინდან" სერაფიმე საროველზე, რომლის წმინდანად კურთხევაც კი არ სურდა იმდროინდელ მმართველ სინოდს და თუ მაინც მოხდა მისი კანონიზირება, მხოლოდ და მხოლოდ მეფე ნიკოლოზ II-
მრავალი რამ შეგვიძლია ვთქვათ ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის სხვა "წმინდანებზეც" (იხ. მაგალითად, ა. ეზეროვის საკმაოდ საინტერესო სტატია
ხოლო ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ძველმოწესეობის განმაქიქებელთ, ფარული იეზუიტისა და ლათინის, კათალიკოს ანტონ I-
1. В городе орле есть известный благотворитель – богач купец Сакин, у которого жена имела рак в желудке. Для успокоения ея пригласил в Орел протоиерея Иоанна Кронштадского, который приехал 20 Августа 1904 года и отслужил Божественную Литургию. Несмотря на Литургию и молебны и прославленный дар чудотворения, она вскоре скончалась. Но если Иоанну Кронштадскому не удалось исцелить Сакину, то попутно исцелил Парасковью Карякину после 20 лет страдания от бесов. И тут же в присутствии уличных своих поклонников начертал собственноручную записку следующего содержания: "Парасковья Карякина после 20-