Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
"ივერიის გაბრწყინებას" გაბრწყინება არ უწერია!
ქართველ მორწმუნე საზოგადოებას ბიულეტენების "მართლმადიდებლისა" (№ 3 (14) 1998 წ.) და "ივერიის გაბრწყინების" (№ 3 (24) 1998 წ.) მეშვეობით ვაუწყეთ იმ საღვთისმეტყველო დისპუტის შესახებ, რომელიც ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა და ნიკონიანელ მწვალებელთა შორის უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, დისპუტი არ შედგა. "ივერიის გაბრწყინების" რედაქცია, ჩანს ჩვენთან საპოლემიკოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა, რის გამოც დისპუტს თავი აარიდა.
ოპონენტთა პუბლიკაციებიდან აშკარად იკვეთება (რასაც ჩვენს საპასუხო პუბლიკაციებში კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოვაჩენთ) მათი დაბალი გონებრივი, სულიერი და ზნეობრივი დონე, რაც იმაში გამოიხატება, რომ:
1) ოპონენტები დემაგოგიური გამოხდომებით არიდებენ თავს პოლემიკას, უჭირთ წარდგენილი ტექსტებისა და განმარტებების ჯეროვანი ანალიზი, რის გამოც ხშირად გვიხდება ერთი და იგივე საკითხის "დაღეჭვა" და ისე მიწოდება.
2) მათ პასუხებში არ ჩანს უერთიერთდაახლოვებისა და ურთიერთგაგების სასიკეთო სურვილი; პირიქით, საპასუხო წერილებში იყენებენ ისეთ გამოთქმებსა და მიმართვებს, რაც შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებსა და თვით ადამიანის პიროვნულ ღირსებებს. სწორედ ეს უწყობს ხელს მათი დაბალი ზნეობრივი კულტურის წარმოჩენას.
"ივერიის გაბრწყინების" რედაქციის თანამშრომელთა თვითმიზნური ენაკვიმატობა, დაბალი სულიერების მკითხველის ყურის მოფხანაზეა გათვლილი. ჩვენს წერილებში დასმულ საკითხებს, საეკლესიო-
ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ საქციელს ხშირად შური, მედიდურობა და ამპარტავნება განაპირობებს. ასეთი ადამიანები ზოგჯერ იმათ შეურაცხყოფენ, ვინც სძულთ, ამ დროს კი ისინი ოპონენტებთან ყოველგვარ ტაქტსა და დიპლომატიას ივიწყებენ, მეტიც, იჩენენ უზრდელობას, მაშინ, როდესაც სხვა ოპონენტებთან არა თუ ტაქტიანნი არიან, ხშირად ბოდიშის მოხდასაც არ უკადრისობენ (იხ. "ივერიის გაბრწყინების" წინა ნომრები).
ეს კია -
შეიძლება ითქვას, რომ მათი უტიფრობა მათვე სულიერ სიმახინჯეს წარმოაჩენს. ისინი თავიანთი საქციელის პასუხს თვითონვე განსაზღვრავენ, რამეთუ ნათქვამია: "და ვითარცა იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ" (ლკ. 6:31; მთ. 7:12).
ამიტომაც, ვთხოვ მკითხველს -
და მაინც, ჭეშმარიტმა მორწმუნემ რომ სიმართლე იცოდეს, ოპონენტებისგან განსხვავებით თავს არ ავარიდებთ მათ მიერ დასმული საკითხების განხილვას და ყველა მათ კრიტიკულ შენიშვნას თუ ბრალდებას დაწვრილებით, საღვთისმეტყველო სწავლებათა საფუძველზე განვიხილავთ, ოღონდაც ეს მანამ არ მოხდება, სანამ ჩვენი მოპასუხე თავისი "თეოლოგიური" ფუნაგორიების ბეჭდვას არ დაასრულებს.
"ივერიის გაბრწყინების" ლიდერის იმედებს, რომ თავაწეული, მთელი თავის ბრწყინვალებით ამაყად ჩაუვლის დამარცხებულ ოპონენტებს, გარწმუნებთ, არავითარი საფუძველი არა აქვს. გჯეროდეთ -