Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა -
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი -
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.
თავი II
____________________________________________________________________________________________________________________________
საეჭვო ნათლისღება, ანუ შთაფლვითი ნათლობის საფუძვლები
და დასხმითი ნათლობის უსაფუძვლობა
ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ ჭეშმარიტ მეცნიერს, რომელიც უტყუარ სიმართლეს ფლობს, არაფერში უნდა სჭირდებოდეს ოპონენტის ლანძღვა და მისი ღირსების სრული დაკნინებით მსმენელისა თუ მკითხველის გადმობირება. გადმობირება და მკითხველის განწყობის მიმხრობა სწორედ მატყუარებს სჭირდებათ, რადგან ისინი თვითონაც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარი მტკიცებულებების სიმართლეში, ხოლო თუ დარწმუნებულნი არიან, ე. ი. არ გააჩნიათ მეცნიერისთვის საჭირო ობიექტურობა, რამეთუ ლანძღვა-
ამრიგად, გავარკვიოთ რას ეფუძნება ნათლისღების საიდუმლოს ძველმართლმადიდებლური (წყალში სამგზის დაფლვითი) ტრადიცია და არის თუ არა დასხმითად ან სხურებით-
სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდეთ, საჭიროა აღინიშნოს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. როგორც ცნობილია, ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობს ნათლობის დასხმით ფორმას და მას არასწორ ნათლობად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ჩვენდამი დაპირისპირებული ახალმოწესეობრივ-
გამომდინარე ამგვარი მიდგომიდან, ძველმართლმადიდებლური ეკლესია მისკენ გადმოსულ მორწმუნეებს, თუ აღმოჩნდება, რომ ის მონათლულია წყალპკურებით ან დასხმით, ან მისი ნათლობა აღუსრულებია ამგვარად მონათულ სასულიერო პირს, თავიდან ნათლავს მართლმადიდებლური წესით, ანუ სამგზისი დაფლვით წყალში, -
მოკლედ რომ ვთქვათ, ოფიციალური "მართლმადიდებლობა", ბევრ სხვა რამესთან ერთად, ნათლისღების საკითხში აბსოლუტურად გაუკუღმართებულ პრატქიკას ადგას. მის წიაღში შემოერთებულ ქრისტეანთაგან არ ნათლავს მათ, ვინც ადრე პკურებით მონათლულა, და გადანათლავს მათ, ვინც შთაფლვით იყო მონათლული.
ხსენებული პრაქტიკა ორივე ეკლესიისთვის ქმნის ერთ საყურადღებო პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ე. წ. "ხელმეორედ ნათლობასთან" რაც, წმიდა მოციქულთა კანონებით, კატეგორიულად აკრძალულია და დაგმობილია. საქმე ის არის, რომ წმ. მოციქულთა 46, 47, 49 და 50-
რადგან ოფიციალური ეკლესიისთვის წყალპკურებითი ნათლობა აბსოლუტურად მისაღები და კანონიკურია, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკას (ანუ წყალპკურებულთა თავიდან ნათლობას) თავისი მთავარი აპოლოგეტის, ე. ჭელიძის პირით, მკრეხელობად და ქრისტეს მეორედ ჯვარცმად აცხადებს.
აი რას წერს ე. ჭელიძე: "რატომ შევეხეთ ნათლისღების საკითხს ასე ვრცლად? საქმე ისაა, რომ თავზე დასხმითი ნათლობის ერეტიკულად შერაცხვა ქმნის ხელმეორე ნათლობის აუცილებლობას. ... არასწორად მონათლულთ ხელმეორე ნათლობა სჭირდებათ. ერთი შეხედვით საკითხი მეტად იოლია: გადავინათლოთ შთაფლვითი წესით და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ... (მაგრამ) ვინც მეორედ მოინათლა მან უეჭველად უნდა დაამტკიცოს მისი პირველი ნათლობის ერეტიკულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე. ი. თუკი პირველი ნათლობა ერეტიკული არ არის, მეორედ ნათლობა, წმიდა მამათა მიხედვით, უმძიმეს ცოდვად შეირაცხება" (ე. ჭელიძე. "ეკლესია -
ამ მსჯელობასთან ჩვენ სადავო არაფერი გვაქვს, რადგან, მართლაც, თუ ნათლობა ერეტიკულია, ანუ შესრულებულია არასწორად, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მიღებული და დამტკიცებული წესის მიხედვით, ის არ მიიღება და ამდაგვარად "ნათელღებული" მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში თავიდან უნდა მოინათლოს. ამას ითხოვს წმ. მოციქულთა 47-
იმავე საკითხს სხვადასხვა კუთხით ეხებიან წმ. მოციქულთა 46, 49 და 50-
სჯულისკანონის გარდა, სწორად მონათლულთა ხელმეორედ გადანათვლას კრძალავენ წმიდა მამებიც და მას ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმად და უდიდეს დანაშაულად თვლიან. "ვინც მეორედ მოინათლავს თავს კვლავ ჯვარს აცმევს მას" (ქრისტეს -
"ამასვე გვაუწყებს ნილოს სინელი: "კვლავ ჯვარს აცმევენ მას მწვალებლები, რომლებიც... ბოროტად ესწრაფვიან კვლავ ნათლისღებას" (წმ. ნილოსი, ეპისტოლეები, წიგნი I, თავი 204, პგ. 79, სვ. 160 ა).
იოანე დამასკელი გვმოძღვრავს: "თუკი ისეთი ვინმე, ვინც მოინათლა მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ და ვისაც ეუწყა ერთი ბუნება სამპიროვანი ღმრთეებისა, კვლავ მოინათლება იგი ხელახლა აცმევს ჯვარზე ქრისტეს". PG. 94, ცოლ. 1120).
ცხადია, ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები არც დიდ სჯულისკანონთან ვართ წინააღმდეგობაში და არც წმიდა მამებთან, რადგან ჭეშმარიტად გვწამს -
მაშ, რატომ ვნათლავთ თავიდან წყალპკურებულთ ან წყალდასხმულთ, ასევე ამგვარად მონათლული მღვდლისგან "ნათელღებულთ"? -
დავაკვირდეთ წმ. მოციქულთა 47-
სწორედ ამიტომ ცდილობს ე. ჭელიძე, კანონიკურად და აბსოლუტურად მართლმადიდებლურ წესად წარმოაჩინოს ნათლისღების პკურებით-
იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატეგორიულები არ ვიქნებით და ოდენ დავეჭვდებით ნათლისღების დასხმით-
ასე, მაგალითად, კართაგენის წმიდა კრების 72 (83)-
იგივეს განაწესებს VI მსოფლიო კრების 84-
სასარგებლო იქნება, თუ მოვისმენთ სჯულის კომენტატორთა განმარტებებსაც:
ალექსი არისტენე (XII ს.) ბრძანებს: "ეჭვ ქვეშ მყოფი, არის თუ არა მონათლული, უნდა მოინათლოს, რათა ორჭოფობამ საღმრთო განწმნედის გარეშე არ დატოვოს" ("Находящихся под сомнением, крещены ли или нет, разсуждено крестить, дабы сомнением не лишить их божественного очищения" (კართ. კრების 72 (83)-
იოანე ზონარა (XII ს.): "სარწმუნოების ღვთაებრივი სიმბოლო ერთ ნათლისღებას გვასწავლის. ხოლო, რადგან უფალმა ბრძანა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5), წმიდა მამებმა, რომლებიც ძველ მამათა დადგენილებებს მისდევდნენ, განსაზღვრეს, რათა, თუკი იარსებებს ეჭვი რომელიმე პიროვნების ნათლისღების მიმართ, როდესაც ჩვილებრივი ასაკის გამო არც თვითონ უწყიან ამის შესახებ, და არც ვინმე არის მოწმე, ვისაც ეცოდინებოდა და დაამოწმებდა მის ნათელღებულობას, -
პატრიარქი თეოდორ ბალსამონი (XII ს.) ამავე კანონის განმარტებაში წერს: "კართაგენში შეკრებილმა მამებმა, რომელთაც წინამდებარე კანონიც ახსენებს, სარწმუნოების სიმბოლოს სწავლებით აღიარებდნენ რა ერთ ნათლისღებას, თავიანთ 72 (83)-
ამრიგად, თუკი მართლმადიდებელი ეკლესია სჯულით განასწესებს იმ ადამიანთა თავიდან ნათლისღებას, ვისაც არ ახსოვს და არც მოწმეები ჰყავს საკუთარი ნათლობისა, და თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა მოუნათლავიც იყოს, რა უნდა ითქვას იმ შემთხვევისთვის, როდესაც ეჭვი პიროვნებისადმი კი არა, თვით ნათლისღების აღსრულების ფორმისადმი (ან აღმასრულებელისადმი) იბადება? ცხადია, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ და უცილობლივ
მაგრამ აქ, იქნებ, გაჩნდეს ლოგიკური კითხვა: რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვილი მონათლული ყოფილა, ის კი უცნობლობის გამო თავიდან მონათლეს? ამგვარად მოქმედ მღვდელს ჩვილის თავიდან ნათლისღება ქრისტეს ხელმეორე ჯვარცმად ხომ არ ჩაეთვლება? ამ კითხვაზე პასუხს სჯულის იმავე კომენტატორებთან ვპოულობთ. კერძოდ, არისტენე ამბობს: "ვინმეს ხელმეორედ ნათლობა, თუ ის მონათლული არ ყოფილა უკეთურთა მიერ, სხვადასხვა კანონებით აკრძალულია; მაგრამ მის ნათლობაზე ეჭვი თუ არსებობს (რუს. წყარო: "если о ком есть сомнение, крещен ли"), რადგან არც თვითონ ახსოვს ამის შესახებ, ვინაიდან სიყრმის ასაკში მოინათლა, და არც მოწმეები ჰყავს, რომლებიც დაუდასტურებდნენ, რომ ნამდვილად მონათლულია, -
პატრიარქი ბალსამონი კი წერს: "ეს კი დაწესებულია (იგულისხმება კართ. 72 (83) და VI.84 კანონები -
წმიდა პატრიარქ ლუკას დროს სინოდში მაჰმადიანები მოვიდნენ. როდესაც მათ ნათლობის მიღება მოსთხოვეს, განაცხადეს, რომ თავიანთ ქვეყნებში უკვე მონათლულნი იყვნენ; ხოლო როდესაც მათ ჰკითხეს -
ამრიგად, წმ. მოციქულთა 47-
წიგნში "ეკლესია -
ცხადია, ეს სწორი პირობაა, მაგრამ არა ერთადერთი, რამეთუ, როგორც ზემოთ ვნახეთ, არა მარტო ერეტიკულობა (ანუ საიდუმლოს არამართლმადიდებლური, არასწორი, ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან გადახვევით შესრულება) შეიძლება გახდეს მიზეზი თავიდან ნათლობისა, არამედ თვით ნათლობის აღსრულების წესში დაეჭვებაც; რამეთუ რა არის ის ნათლობა, რომელიც საეჭვოა ან აღმასრულებლის ან აღსრულების ფორმის მხრივ?! განა თვით ოფიციალური ეკლესია თავის კატეხიზმოებში არ ქადაგებს, რომ საიდუმლო "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64).
ხოლო ნათლისღების სწორი აღსრულების ფორმად წმიდა მამებისა და წმიდა საეკლესიო კრებების მიერ მითითებულია სწორედ მოსანათლავის წყალში სამგზის შთაფლვა წმიდა სამების პირთა მოწოდებით (ყოველ შთაფლვაზე) და არა დასხმა ან პკურება, რომელიც არც ერთ წმიდა საეკლესიო კრებას ან წმიდა მამას არც დაუკანონებია და არც სადმე უსწავლებია; ხოლო თუ ვინმეს უსწავლებია (რასაც ქვემოთ ვნახავთ), ის ეკლესიას არც საზოგადო წესად მიუღია და არც მოუწონებია. ასეთი აზრები მხოლოდ კერძო აზრებად ან კერძო გადაწყვეტილებად დარჩა, რომელთაც ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობა არა აქვს.
თავისი პოზიციის განსამტკიცებლად, ე. ჭელიძე წყალპკურებითი ნათლობის არაკანონიკურობის დამტკიცებს მოსურნეებს ასეთ პირობებსაც უყენებს: "რით შეიძლება ამის დამტკიცება (იგულისხმება სხურებით-
ერთი შეხედვით, ე. ჭელიძის ეს მოთხოვნა სამართლიანია, ბრმად არავის უნდა ვენდობოდეთ, და ყოველივეს წყაროთა დამოწმებით უნდა ვამტკიცებდეთ. ეს სწორია, მაგრამ რატომ მაინცადამაინც ძველბერძნული მართლმადიდებლობა? რატომ "პირდაპირი არგუმენტი მხოლოდდამხოლოდ ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან"? რა დააშავეს ძველმა ლათინურმა წყაროებმა? ხომ არ უნდა ე. ჭელიძეს იმისი თქმა, რომ ძველი დასავლელი წმიდა მამები წმინდანები არ იყვნენ ან ძველი ეპოქის დასავლური კრებები მწვალებლური იყო და მათი გათვალისწინება დანაშაულია? ან ვიკითხოთ, თავის ახალ ანტიძველმართლმადიდებლურ წიგნში "სული -
ე. ჭელიძის სიტყვებით, მკითხველი მხოლოდ მას, ანუ ე. ჭელიძეს უნდა ენდოს, მხოლოდ ის არის "პატიოსანი" მეცნიერი, რომელიც არამც და არამც არ გააყალბებს არავის ნაშრომს და არავის ნათქვამს; რაც შეეხება სხვებს, ყველანი უსინდისო მკვლევრები არიან და მათი ნდობა არ შეიძლება. რამდენად მისაღებია ამგვარი პრეტენზიული განცხადება, მკითხველმა განსაჯოს. ე. ჭელიძის ეს რჩევა სამართლიანი და მეცნიერული რომ იყოს, მაშინ საერთოდ მეცნიერული ნაშრომების არც ბიბლიოთეკებში კითხვას ექნებოდა აზრი და არც მაღაზიებში მათ შეძენას. ე. ჭელიძემ მთელ მეცნიერულ სამყაროს უნდობლობა გამოუცხადა და ქართველ საზოგადოებას ნდობის ერთადერთ წყაროდ საკუთარი თავი დაუსახა. თუ არადა, მაშინ არც ე. ჭელიძის ნაშრომსა აქვს რაიმე ფასი, თუნდაც მასში ძველბერძნული წყაროები იყოს დამოწმებული, რადგან ეს წყაროები არც ჩვენ და არც მკითხველს თვალითაც არ გვინახავს.
"კედელთან მიყენებულ" ჩვენს ფსევდო-
რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი თარგმნა და წყაროების მითითება აუცილებელია, მაგრამ სადავო საკითხის განსახილველად მარტოოდენ ძველბერძნულ წყაროებს როდი უნდა ვეყრდნობოდეთ. მართლმადიდებლობა მარტო ძველბერძნებს როდი ჰქონდათ, ის მთელს მსოფლიოში იყო გავრცელებული და საკვლევი საგნის გარშემო სხვა ერებისა თუ რეგიონების მოწმობები ფრიად ღირებული და კანონიკური მასალა გახლავთ. ძველი ეკლესიის ისტორია, ძველი ლიტურგიკული პრაქტიკა გადმოცემულია არა მარტო ძველბერძნულად, არამედ სხვა ძველ ენებზეც და ამგვარი წყაროები, რომლებიც საკვლევ საკითხებთან დამოკიდებულებას და ფაქტებს წარმოაჩენენ, ფრიად ღირებულია.
გარდა ამისა, ე. ჭელიძემ კარგად იცოდა (და იცის), რომ მის ოპონენტებს (ცოცხალთ თუ გარდაცვლილთ) ძველბერძნულ წყაროებზე ხელი ისე როდი მიუწვდებოდათ (ან მიუწვდებათ), როგორც თვითონ. შამწუხაროდ, ამისი შესაძლებლობა არც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომაც, საკვლევ თემას მოსკოვის, კიევის, ყაზანის და სანკტ-
ამგვარ პოლიტიკას ე. ჭელიძე თავის ახალ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომშიც არ ღალატობს და რამდენადაც შესანიშნავად იცნობს წყალდასხმითი "ნათლობის" უარმყოფელ დადგენილებებს, ასეთ პირობას აყენებს: "ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გარდაუვალად აუცილებელი უნდა იყოს უკლებლივ ყველა საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ I-
რას ნიშნავს ე. ჭელიძის ეს სრულიად მკრეხელური განცხადება? მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მივიღოთ ის, რაც ე. ჭელიძეს და ოფიციალურ "ეკლესიას" უნდათ და არამც და არამც არ შევიწყნაროთ ის სწავლება, რაც მათთვის მიუღებელია, თუნდაც ეს I-
მოგეხსენებათ, პირველი რვა საუკუნის განმავლობაში არ განხილულა მრავალი ისეთი საკითხი, რომელსაც ეკლესია მოგვიანებით, მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული შეეხო. ამიტომაც, აბსურდულია, ვინმესგან მოვითხოვოთ ამ საკითხების ძიება "ზემოთხსენებული ეპოქის ღმრთივსულიერ მოძღვართა და უწმიდეს საეკლესიო კრებათა დადგენილებებში". ამგვარი კატეგორიული მოთხოვნა, მისი შინაარსიდან და შედეგიდან გამომდინარე, არის კიდევაც ნამდვილი უტიფრობა და თუ გნებავთ, თავხედობაც ეკლესიის წინააღმდეგ, ოღონდ, ცხადია, არა იმ ეკლესიისა, რომლის წიაღშიც თავად ჩვენი ოპონენტი ბრძანდება, არამედ ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა, რომელიც, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, სამყაროს აღსასრულამდე ჭეშმარიტების მფლობელი და მქადაგებელი იქნება.
ავიღოთ თუნდაც ლათინებთან (ე. წ. "რომაელ-
გამომდინარე ამ ელემენტარული ჭეშმარიტებიდან, ე. ჭელიძის "განკარგულება", რომელსაც ის "გარდაუვალ აუცილებლობად" უსახავს "ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს", გულისხმობს იმას, რომ მერვე საუკუნის შემდეგ ეკლესიას ეკლესიურობა დაუკარგავს და მანამდე განუხილველ საკითხთადმი მის პოზიციას თუ განმარტებას საყოველთაო და სავალდებულო მნიშვნელობა აღარ ჰქონია. რაც მთავარია, მას დაუკარგავს ჭეშმარიტების გამოხატვის, გამოთქმისა და დაცვის უნარი და ამით, ჭეშმარიტების სვეტისა და საცავის მდგომარეობიდან (როგორც უწოდებდნენ ეკლესიას ადრინდელი წმიდა მამები, კერძო შეხედულებათა გამავრცელებელ კანტორად გარდაქმნილა.
რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ, როგორც პირველ რვა საუკუნეში, ასევე შემდეგაც ეკლესიაში ხშირად გამოითქმებოდა კერძო შეხედულებები, რომლებიც ზოგადსაეკლესიო სწავლების რანგში არ ასულა; ზოგიერთი შეხედულება მწვალებლობადაც კი შეურაცხავთ, ამიტომაც, კერძო შეხედულებები, თუ პირველი რვა საუკუნის განმავლობაში დასაშვები იყო, ცხადია, ის ამ პერიოდის შემდეგაც დასაშვებია და ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ასე როდი ფიქრობს ე. ჭელიძე, ჭეშმარიტი ეკლესიის ისტორია მან VIII საუკუნით დაასრულა. მომდევნო საუკუნეების ეკლესია კი მკითხავებისა და სიბნელეში ხელების ფათურით მოსიარულეთა დაწესებულებად გამოაცხადა, რადგან რა არის ის ეკლესია, რომელსაც თუნდაც იმ საკითხზე, რომელიც მსოფლიო კრებებს ადრე არ განუხილავთ, ჭეშმარიტი დადგენილების მიღება არ შეუძლია?!
ედიშერ ჭელიძეს საკვირველი შეცდომები მოსდის. ზემოთ ვნახეთ, როგორ ეცადა იგი, ერთი რომელიმე ადამიანის დაბადება (მაგ.: წმ. იოანე ნათლისმცემელისა) და მისი მოსვლა სხვა ადამიანის სულიერებითა და ძლიერებით "მეტემფსიქოზად" (რეინკარნაციის იდეად) შეერაცხა, და ეს მას აწ გარდაცვლილი ძველმართლმადიდებელი ეპისკოპოსის იონას განსაქიქებლად სჭირდებოდა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ "მეტემფსიქოზის" ქადაგება თვით ქრისტეს დასწამა, რადგან მაცხოვარმა სთქვა: "ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყველას, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ" (იხ. მათე 17:10-
ახლა კი, ცდილობს რა საკუთარი თვალსაზრისისა და ოფიციალური მწვალებლური ეკლესიის დასხმითი ნათლობის პრაქტიკის დაცვას, ჭეშმარიტების მქადაგებელ ეკლესიას პირველი რვა საუკუნით შემოსაზღვრავს, დანარჩენებს კი დოგმატებზე მკითხაობისა და სჯა-
რას ელტვის ე. ჭელიძე? -
მეტიც, როდესაც ის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ესვრის ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს და მათ დასხმითი ნათლობის მიუღებლობის გამო ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელებად აცხადებს, კვლავ და კვლავ საკუთარ ეკლესიას და მის წმინდანებსაც "ურტყამს", რადგან დასხმით ნათლობას ისინიც თავგამოდებით უარყოფდნენ.
გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ე. ჭელიძე ხშირად არაადეკვატურად აზროვნებს და მეცნიერისთვის საჭირო ობიექტურობა არ გააჩნია, მხოლოდ ოპონენტის შეურაცხყოფისა და მიწასთან გასწორების დემონური ჟინით არის შეპყრობილი. თანაც იმდენად, რომ ვერ ამჩნევს, სხვისკენ მოქნეულ ჯოხს საკუთარ თავს როგორ ურტყამს. ეს რომ ასეა, ქვემოთ მოყვანილი მისი "ლოგიკური მსჯელობები" და ისტორიული მაგალითებიც დაგვარწმუნებს.
ე. ჭელიძე, როგორც გამობრძმედილი დემაგოგი, თავისი მკითხველის ფსიქოლოგიურ "დამუშავებაზეა" გადართული და უკიდურესი ნეგატიური განწყობის შესაქმნელად მუდმივად ახსენებს ადრინდელ ძველმორწმუნე პოლემისტთა მიერ, გარკვეული თვალსაზრისით, დასხმით-
ე. ჭელიძე ერთგან წერს: "თუ დასხმითი ნათლობა "სატანური პრაქტიკაა" და ამ "სატანური პრაქტიკის" დადასტურება უძველესი დროიდანვეა აურაცხელგზის სახეზე... მაშ, ამ სახის ნათლობის პირდაპირი ანათემირება გარდაუვალად უნდა განესაზღვრა ამა თუ იმ მსოფლიო კრებას ან ყველა მათგანს ერთობლივად. ასევე, წმ. ფოტი პატრიარქისგან (IX ს.) შედგენილ თოთხმეტტიტლოვან "დიდ სჯულისკანონში" პირდაპირ (ამასთან, არაერთგზის) მითითება უნდა გვქონოდა (ისევე როგორც ამას ვხედავთ ჩვენ უკლებლივ ყველა სხვა შემთხვევაში) ამგვარი ქმედების როგორც "სატანური პრაქტიკის" სრული აკრძალვის შესახებ. სხვა დასკვნა უბრალოდ შეუძლებელია" (იქვე. გვ. 117).
რას გულისხმობს ჩვენი ოპონენტი? -
ჯერ-
ე. ჭელიძის ცრუპენტელობა ქვემოთ კიდევ მრავალგზის გამოჩნდება, მაგრამ აქ არ შეიძლება არ შევეხოთ მის კიდევ ერთ ხრიკს. ე. ჭელიძე ვითარებას ისე სახავს, თითქოსდა ძველ, I-
ჩვენ მეტს ვიტყვით: ეკლესიას არც თავდაყირა ნათლისმღებელთა მიმართ მიუღია რაიმე დადგენილება, არც მონტანისტური ფორმულის მიმართ, რომლებიც სულიწმიდაში მონტანსა და პრისკილას გულისხმობდნენ და ამდენად, ამახინჯებდნენ ნათლისღების ფორმულის შინაარსს: "სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა", და კიდევ სხვადასხვა გნოსტიკოსი მწვალებლის უამრავი დარღვევის მიმართ, რომლებიც ეხებოდა ან ნათლისღების გარეგნულ ფორმასა და მის შინაარსს ან კიდევ სანათლავ ფორმულას.
რატომ? იმიტომ, რომ ძველმა ეკლესიამ ყველა მის დროს არსებული ან ის მწვალებლური გამონაგონები, რაც მომავალში შეიძლებოდა გამოჩენილიყო ერთი ფორმულით დაგმო და შეაჩვენა. კერძოდ, ეს არის წმ. მოციქულთა 50-
ცრუობს ე. ჭელიძე, როდესაც აცხადებს, რომ ეკლესიას არასდროს მიუღია ამგვარი გადაწყვეტილება, რადგან მართლმადიდებლობას სხვადასხვა საუკუნის კურთხევანებში, მწვალებელთა მისაღებ წეს-
წარმოვიდგინოთ, რამდენი სახის მწვალებლური შეხედულებით შეიძლება შეირყვნას ჭეშმარიტი საეკლესიო საიდუმლო და პრაქტიკა. არის კი საჭირო, ეკლესიამ ყოველგვარ მწვალებლურ გამოვლინებას ცალკე-
მოდი, შევაბრუნოთ ე. ჭელიძის მოთხოვნა მის საწინააღმდეგოდ და ვიკითხოთ: განა "გარდაუვალი ვალდებულება არ იყო", მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებს "მკაფიოდ დაედგინათ დასხმითად მონათლულთა" კანონიკურობა, და ისევე განემარტათ მისი მნიშვნელობა და დაეცვათ, როგორც განმარტავენ და იცავენ შთაფლვით ნათლობას?
რატომ არსად არის ნახსენები დასხმითი წესი, მაშინ, როცა ხშირია ლაპარაკი შთაფლვით ნათლობაზე? თუ მწვალებლებს სამგზისი შთაფლვის დარღვევით შეეძლოთ სამების დოგმატის დარღვევა და ნათლობის მწვალებლური ფორმით მისი დამახინჯება, ნუთუ ეს არ შეეძლოთ დასხმით-
მაშ, თუკი, როგორც ჩვენი ოპონენტი ამბობს: "დასხმითი სახის ნათლისღება ეკლესიის ამქვეყნიური ისტორიის, მისი დედამიწაზე მწირობის დასაბამიდანვეა დამოწმებული და მეტად ფართოდ გამოიყენებოდა უადრეს ეპოქაში", რატომ არსად დაიცვეს ის წმიდა მამებმა? რატომ არსად, არც ერთმა საეკლესიო კრებამ არც ერთი სიტყვით არ განაჩინა: "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა ან დასხმითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ"?
რატომ არსად არის მოხსენიებული "შთაფლვის" გვერდით მისი თანასწორი და "სრულიად კანონიკური" "დასხმა"? იმიტომ ხომ არა, რომ ძველ ეკლესიას (ისევე, როგორც შემდგომ პერიოდშიც) დასხმითი ნათლობა კანონიკურ ფორმად, ეკლესიის ნორმატიულ აქტად არასოდეს მიუჩნევია, და ეს კრებითი კანონიკური დადგენილებებითაც გამოუხატავს, რასაც ვერ ვიტყვით შთაფლვით ნათლობაზე, რადგან ის ყოველთვის იყო კანონიც და ნორმაც.
აი, კიდევ მორიგი ეშმაკობა, რასაც ე. ჭელიძე თავის სოფისტურ მსჯელობებში მიმართავს: "სული -
წმ. იოანე დამასკელის (VII ს.) განმარტება სრულიად გასაგებია, ოღონდ ე. ჭელიძე არ აღნიშნავს თუ ვის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული წმინდანის სიტყვა. ცხადია, ის გულისხმობდა იმ მწვალებლებს, რომლებიც ნათლისღების საიდუმლოში არღვევდნენ ნათლობის ფორმულას და მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე არ ნათლავდნენ. ამიტომაც, წმიდა მამას აქ ნათლობის გარეგან მხარეზე მსჯელობა არ დასჭირვებია და მასზე ამიტომაც არც უმსჯელია. ის, რომ ნათლობა შთაფლვითად აღსრულდება და არა დასხმითად, თვით წმ. იოანე დამასკელი თავის თხზულებაში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა" ასე განგვიმარტავს: "ნათლისღება არის ქრისტეს სიკვდილის სახე, რადგან წყალში სამგზისი შთაფლვა საფლავში უფლის სამდღიან ყოფნაზე მიანიშნებს" " (Иоанн Дамаскин. "Expositio fidei ortodoxae". Curs. Compl. Patiolog. Ser. Graec. Tom. XLIV, col. 1120; в pyc. пеp. "Точн. излож. прав. Веры" М. 1855, стр. 235). და, თუ ე. ჭელიძე თავს უფლებას აძლევს, იკითხოს: "ნუთუ წმ. იოანე დამასკელს არ ჰქონდა უდიდესი ვალდებულება, რომ სწორედ აქ, ამ ადგილას დასხმითი ნათლისღების "სატანურობაზე" გარკვევით ეუწყებინა ჩვენთვის, თუკი იგი ხსენებულ მღვდელმოქმედებას, პირველივე საუკუნიდანვე ესოდენ ფართოდ ცნობილს, სწორედ ასეთად ("სატანურად") მიიჩნევდა?" -
ე. ჭელიძე საკმაოდ მკაფიოდ ავლენს ნათლისღებისადმი
ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოში უფლის ჯვარცმით მონიჭებული გამოსყიდვის ნიშანი არის წყალში დამარხვა, დაფლვა. ამიტომაც, უფლის ხელმეორედ ჯვარცმა ნათლისღების საიდუმლოს მთლიანი სახის (ყოველ შთაფლვაზე წმ. სამების პირთა მოწოდწების) განმეორებაა და არა მისი რომელიმე ცალკეული ნაწილისა.
ქრისტეს ჯვარცმას მოჰყვა დამარხვა და აღდგომა მკვდრეთით, ნათლისღებაში ეს გამოიხატება წყალში შთაფლვით და აღმოსვლით: მაშ, რომელი ნიშანი უნდა იყოს ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმის გამოხატულება თუ არა მისი ისევ დამარხვა და ისევ აღმოყვანა?
ამდენად, ქრისტეს ხელმეორედ ჯვარს აცვამს სწორედ ის, ვინც სწორად მონათლულს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მიწაში დამარხვისა და აღდგომის სახედ წყალში შთაფლულს ისევ შთაფლავს და ამ საიდუმლოს გაიმეორებს. რაც შეეხება წმ. სამების პირთა მოწოდებას, ეს მაგიური ფორმულა როდია, ნათლობის გარეგანი სახის დარღვევისდა მიუხედავად მაინც მოქმედებდეს. ნათლობა ორი თანაბარმნიშვნელოვანი მხარისგან შემდგარი მთლიანობაა -
ე. ჭელიძე ირწმუნება, რომ "საეკლესიო ისტორია, უძველესი ეპოქიდანვე, შთამბეჭდავად გვიდასტურებს დასხმითი წესით აღსრულებული ნათლისღების შემთხვევათა განსაკუთრებულ სიმრავლეს, საზეიმოდ აღწერს ამგვარ (დაასხმითი სახის) ნათლისღებას ყოველგვარი კომენტარის გარეშე, არაერთგზის გამოსახავს ამავე მღვდელმოქმედებას ხატწერითად (ფრესკულად), რჯულმდებლობს დასხმითი ნათლისღების სრულ მადლისმიერ იგივეობას შთაფლვითი სახით აღსრულებულ ნათლობასთან და, მეტიც, პირდაპირ სახელდებს დასხმით ნათლობას "შთაფლვად" ანუ "ჩაძირვად", ამასთან, სრულიად იცავს ამგვარად მონათლული მოღვაწის წმინდანობის პატივს" ("სული -
რამდენად შეესაბამება ე. ჭელიძის ეს მტკიცება სინამდვილეს, ჩვენს მიმოხილვაშიც თვალსაჩინოდ ვნახავთ და ასევე იმ შეფასებებშიც, რასაც აძლევენ შთაფლვასა და დასხმას (ცალ-
1. დასხმითი ნათლობების ის სიმრავლე, რომელსაც ე. ჭელიძე ახსენებს, უმეტესწილად სასწაულებრივად აღსრულებული ნათლობებია, რომლებიც მრავლად არის აღწერილი წმიდა მოწამეთა ცხოვრებაში (განსაკუთრებით III საუკუნიდან). საზეიმოდ აღწერილი წმიდანთა ცხოვრება (სადაც მათი სასწაულებრივი ნათლობებიც არის მოხსენიებული) სულაც არ ნიშნავს ნათლისღების დასხმითი წესის საეკლესიო წესად გამოცხადებას. ეკლესიამ მრავალი გამონაკლისი იცის და არა მარტო ნათლისღების საიდუმლოში -
2. ე. ჭელიძის მტკიცებას, რომ ეკლესია "ამავე მღვდელმოქმედებას" (დასხმით "ნათლობას" -
3. სრული ცრუპენტელობაა მტკიცება იმისა, რომ ეკლესია თურმე "პირდაპირ სახელდებს დასხმით ნათლობას "შთაფლვად" ანუ "ჩაძირვად"", რადგან ამგვარი სწავლება არც პირველი რვა საუკუნის მამებს გამოუთქვამთ, არც მერვე საუკუნის შემდგომ მცხოვრებ წმინდანებს. ამგვარი სწავლება არ მოუცია არც ერთ წმიდა საეკლესიო კრებას (მსოფლიოს თუ ადგილობრივს). ეს "სწავლება" თავიდან ბოლომდე ე. ჭელიძის გამოგონებაა. ეს არის იშვიათ, გამონაკლის ან საგანგებო შემთხვევებში დაშვებული ფაქტების ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაცია.
ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, ჩვენი მიმოხილვის მომდევნო ნაწილებში დავრწმუნდებით.
საკითხის გარკვევა დავიწყოთ თანამედროვე ღვთისმეტყველთა და სასულიერო პირთა დამოკიდებულებიდან დასხმითი (ლათინური) "ნათლისღების" მიმართ და ვნახოთ, რამდენად "სტაროვერული" ახირებაა დასხმითი ნათლობის უარყოფა და კიდევ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ის სალანძღავი ეპითეტები, რომელთაც ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელთა დასახასიათებლად არ იშურებს.
უფრო ნათელი რომ გახდეს განსახილველი საკითხის არსი, ჯეროვანი იქნება, ძალზე მოკლედ შევეხოთ ნათლისღების საიდუმლოს შინაარსს (დეტალურად და ვრცლად ის ქვემოთ, სხვადასხვა ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა განმარტებებში იქნება ნაჩვენები) და აღვნიშნოთ თუ რას ასწავლის მის შესახებ ე. ჭელიძე.
როდესაც ნათლისღების საიდუმლოს გარშემო ე. ჭელიძის მიერ გაკეთებულ დასკვნებზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სამი მომენტი, რომლებსაც ის ხაზს უსვამს თავისი "დასხმითი ნათლობის" თეორიის დასამტკიცებლად:
პირველი, -
"დასხმა წყლისა, -
ე. ჭელიძის თქმით "...იმდენად, რამდენადაც ტერმინი "შთაფლვა" ანუ "ჩაძირვა" ლიტურგიკული მნიშვნელობით ყოველთვის სულიერი გაგებისაა (აღნიშნავს მოსანათლის თანადასაფლავებას მაცხოვართან), აღნიშნული გარემოების საფუძველზე "დიდი სჯულისკანონი" შეუძრავად გვიდგენს, რომ ხსენებული "შთაფვლა", ყოველგვარი შერჩევითობის გარეშე თანაბრად ეწოდება ნათლისღების ყველა იმ სახეს, რაც სწორედ დასაფლავების აზრით აღესრულება. შესაბამისად, ტერმინოლოგიურად და სულიერი მნიშვნელობით უეჭველად და მხოლოდდამხოლოდ შთაფლვაა არა მარტოოდენ სრული ხილული დაფარვა ნათლისღებითი წყლით, არამედ, აგრეთვე, დასაფლავების მნიშვნელობით მოქმედებული ოდენ თავის-
იმავეს ბრძანებს ჩვენი ოპონენტი თავის ადრინდელ წიგნში "ეკლესია -
ქვემოთ ჩვენ ვნახავთ და ნათლად დავრწმუნდებით, რომ ნათლისღების საიდუმლოში ტერმინ "შთაფლვის" სიმბოლურობასა და დასხმითი "ნათლობის" შთაფლვით ნათლობასთან თანასწორობაზე წმიდა მამებს არაფერი უსწავლებიათ. ამგვარი სწავლება თავიდან ბოლომდე ბ-
"დასხმითი" ნათლობის შესახებ ამგვარი სწავლება წმიდა მამებს რომ ჰქონოდათ, ე. ჭელიძეს 476-
მეორე, -
და ბოლოს, მესამე, -
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ნაშრომი მიზნად არ ისახავს ე. ჭელიძის მიერ მოტანილი მაგალითების სათითაოდ განხილვას (თუმცა ზოგიერთ მათგანს მაინც შევეხებით), ამას უფრო სერიოზული ლიტურგიკულ-
ჯერ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მკვლევარი (ცხადია, მათ შორის არის ე. ჭელიძეც), სხვადასხვა საუკუნეში არსებული დასხმითი ნათლობის განსაკუთრებული შემთხვევებიდან გამომდინარე (რომლებიც უკიდურესი შეჭირვებისა და მძიმე ვითარების გამო ან კიდევ სასწაულებრივად აღესრულებოდა), ფიქრობს, თითქოსდა ნათლობის დასხმითი ფორმა ისევე შეწყნარებული და კანონიკური იყო ეკლესიაში, როგორც შთაფლვა. ჩვენი აზრით, ასევე მცდარად არის ინტერპრეტირებული ზოგიერთი წმიდა მამის (მაგ.: წმ. კვიპრიანე კართაგენელის) დამოკიდებულება და გამონათქვამი დასხმითი ნათლობის კანონიკურობასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიის ზოგად სწავლებას, ეკლესიის საერთო ხმას ეწინააღმდეგება და მიუღებელია.
ჩვენს მიმოხილვაში, რომელიც ცნობილ მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა კვლევებს ეფუძნება, ნაჩვენები იქნება ჩვენი მტკიცებულების საფუძვლები და ის, რომ საკითხისადმი იმგვარი მიდგომა, როგორიც აქვს ბ-
მეორე მხრივ კი, გვაქვს დასხმითი ნათლობის ფაქტებიც, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც შეიწყნარებოდა.
რადგან შეუძლებელია ეკლესია ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს, ჩვენ ან უნდა შევიწყნაროთ ის აზრი, რომ ეკლესია:
ა) ან ჩამოყალიბებული ვერ არის ნათლისღების დასხმით ფორმასთან მიმართებაში (რადგან მას ხან აღიარებდა და ხან კიდევ უარყოფდა);
ბ) ან კიდევ დასხმითი ნათლობა შეიწყნარებოდა რთული ვითარებების გამო იმ აზრით, რომ ამგვარ ვითარებაში დაშვებულ დანაკლისს ადამიანებს მათი რწმენისაებრ უვსებდა თვით ღმერთი. საიდუმლოს სრული ფორმის ვერაღსრულების შემთხვევაში ადამიანი ინათლებოდა საკუთარი უბიწო რწმენით და არა იმიტომ, რომ მასზე აღსრულებული იყო საეკლესიო საიდუმლო მთელი თავისი სრულყოფილი ფორმითა და მოთხოვნებით; თუ როგორ ხდება ეს ჩვენ მიერ მონიშნულ ვითარებაში, ბრწყინვალედა აქვთ განმარტებული III საუკუნის წმიდა მამას წმ. კვიპრიანე კართაგენელს და IX საუკუნის უდიდეს ავტორიტეტს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ წმ. ფოტის, რომელთაც ცოტა მოგვიანებით მოვუსმენთ.
ამ წინააღმდეგობრიობასთან მიმართებაში არასწორ გადაწყვეტად გვიჩნს შეხედულება, თითქოსდა ეკლესია დასხმით ფორმას მიმართავდა იკონომიის სახით. მიუღებელია ეს იმიტომაც, რომ იკონომია, როგორც კარგად არის ცნობილი, დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით დაუშვებელია, ხოლო ნათლისღების საკითხი, მასში ჩადებული დოგმატური შინაარსის გამო, არის კიდევაც დოგმატური. ამას აჩვენებენ წმიდა მამები და მართლმადიდებლური საეკლესიო კრებები.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ასევე არასწორად განმარტავენ დასხმითი ნათლობის მიმდევრები. კერძოდ, ლაპარაკია ზოგიერთ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე (მაგ.: კონსტანტინოპოლის 1484 წ. კრება), სადაც ლათინთა მირონცხებით მიღება იყო შეწყნარებული. იმოწმებენ წმ. მარკოზ ეფესელსაც, რომელიც ლათინთა მირონცხებით მიღებას ეთანხმებოდა და ა. შ.
ამგვარი მაგალითების შესახებ უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა მიღების საკითხში გამოიყოფა ორი მომენტი, რასაც მკვლევრები (ცხადია, მათი ეკლესიების პოლიტიკიდან და გარკვეული იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე) გვერდს უვლიან, ერთმანეთში ურევენ და საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა რაკიღა ლათინები მირონცხებით მიიღებოდნენ (რაც მხოლოდ მწვალებლებში სწორი ნათლობის არსებობის შემთხვევაში ხდება), დასხმითი ნათლობა საერთოდაც სრულიად მისაღები და კანონიკური იყოს. მაგრამ აქ შეგნებულად (უმეცრების ვერსიას, უბრალოდ, ვერ დავუშვებთ, რადგან ამ საკითხს განიხილავენ მეტად ცნობილი მეცნიერები და მკვლევრები) ტოვებენ იმ ფაქტს, რომ ლათინებთან დასხმითი ნათლობა ეკლესიისგან მათი განდრეკისთანავე როდი გაჩნდა. ის თავს იჩენს XIII საუკუნეში და საბოლოოდ მკვიდრდება XVII საუკუნეში. გამომდინარე აქედან, ყოველთვის როდია შესაძლებელი დაბრალდეს ლათინთ დასხმითი ნათლობის აბსოლუტური შეწყნარება.
ამრიგად, ხსენებული კრება და წმ. მარკოზ ეფესელის დამოკიდებულება ლათინებთან გულისხმობდა არა დასხმით ნათლობას, რამეთუ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დასხმითი ნათლობა იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო მათში საყოველთაოდ დამკვიდრებული, არამედ მათი, როგორც მწვალებლების მიღებას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სხვა საფუძველი არ ვიცით და თუ ვინმე გვიჩვენებს დასხმითი ნათლობის წმ. მარკოზ ეფესელისეულ აპოლოგიას და ამ მხრივ ლათინელთა მირონცხებით მიღების გამართლების პრაქტიკას, მადლიერნი დავრჩებით.
შემდეგ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც ასევე ტოვებენ დასხმითი ნათლობის მეტ-
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა განყოფის შემდეგ ლათინობა ყოველი ძალით ცდილობდა ბერძნების თავისკენ მიმხრობას თუ გადმობირებას. უნიონალური შეთანხმებების შემდეგ ბერძნულ ეკლესიაში ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და გამძაფრდა. ერთი მხრივ, ფარულ ლათინებსა თუ უნიატებს და მეორე მხრივ, მართლმადიდებლებს შორის, შეიძლება ითქვას, გაჩაღდა სამკვდრო-
ბიზანტიის დაცემის შემდეგ (1453 წ.) პაპიზმი ცდილობდა, მიემხრო არა მარტო საბერძნეთის, არამედ რუსეთის ეკლესიებიც და ამ მიმართებით გააფთრებული აგენტურული მოძრაობა იყო გაჩაღებული რუსეთშიც. რადგან ჩვენი ნაშრომი ამ თემას არ ეხება, აქ შევჩერდებით და საკითხს არ განვავრცობთ, მაგრამ მკითხველმა უნდა იცოდეს, როდესაც მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ლათინთა მიღებაზეა ლაპარაკი და მათ მირონცხებით შეწყნარებაზე მსჯელობენ, მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მარტო უკვე ნახსენები გარემოება (დასხმითი "ნათლობის" გავრცელების არეალი ლათინობაში), არამედ თვით მართლმადიდებლობაში მოკალათებული ფარული ლათინებისა და უნიატების მცდელობა.
ფარული თუ აშკარა ლათინებისა და მართლმადიდებლების მძაფრი ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითია ბერძნული და რუსული ეკლესიების ისტორია. მაგალითისთვის 1667 წლის მოსკოვის საეკლესიო კრებაც საკმარისია. 17-
სწორედ ლათინებთან დაახლოების ნაბიჯები, რომლისკენაც უბიძგებდნენ მართლმადიდებელთ, აუცილებელ პირობად გულისხმობდა მათი დასხმითი "ნათლობის" შეწყნარებას (17-
რადგან ჩვენი კვლევა ამ მეტად საინტერესო ისტორიულ პერიპეტიებს არ ეხება, აქ შევჩერდებით, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალში სპეციალურ ბროშურებში ან მცირე ზომის წიგნებში შეიძლება შევეხოთ მას და სპეციალურად მიმოვიხილოთ ბიზანტიის დაცემის შედეგები და შემდგომი ვითარება აღმოსავლურ-
ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს თემას და ვაჩვენოთ არის თუ არა ტერმინი "შთაფლვა" სიმბოლური მნიშვნელობის; არის თუ არა თანასწორი ნათლისღების შთაფლვითი და დასხმითი ფორმები და რამდენად კანონიკურია ნათლობის დასხმითი წესი.
ამ მომენტების საჩვენებლად ჩვენ მათი სათითაო განხილვა და გაბათილება სულაც არ დაგვჭირდება, რადგან სამივე მომენტს ერთდროულად პასუხობს ქვემოთ ჩვენ მიერ მოხმობილი ყველა მაგალითი. ახლა კი, მოდი შევუდგეთ ე. ჭელიძის ნაშრომების ("ეკლესია -