აპოლოგეტიკა - ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიული გამართლება 7 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და

ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

პატრიარქ ნიკონის გასამართლება

მილორადოვიჩი. პატრიარქ ნიკონის გასამართლება

შინაარსი

თავი 7

რუსეთის პატრიარქი ნიკონი

ჯერ კიდევ ნოვოსპასსკის არქიმანდრიტად ყოფნის დროიდან ნიკონი დაუახლოვდა მოსკოვში მოწყალების სამთხოვნელად ჩამობრძანებულ სხვადასხვა კატეგორიის ბერძნებს, რომლებთან სიახლოვეს ამაოდ არ ჩაუვლია მისთვის. საკმაოდ მოკლე დროში მოხერხებულ და ლაქია ბერძენთა ზეგავლენის ქვეშ მოქეცა და ისეთ დავდადებულ გრეკოფილად იქცა, რომლის მსგავსი რუსეთს არ ახსოვს.

ბერძნებმა მოხერხებულად ისარგებლეს, როგორც მათდამი ნიკონის კეთილგანწყობით, ასევე ყოველივე ბერძნულისადმი მისი მიდრეკილებით; დაუახლოვდნენ რა მას და მოიპოვეს მისი ნდობა, ბერძნებს უკვე თამამად შეეძლოთ ეძაგებინათ ბერძნულისგან განსხვავებული რუსული საეკლესიო ჩვეულებანი, უმართებულოდ და რუსების უმეცრებით დამახინჯებულ ჩვეულებებად მიეჩნიათ ისინი, რომლებიც თურმე, დაუყოვნებლივ ითხოვდნენ შესწორებას.

ნიკონმა გადაწყვიტა, თანამედროვე ბერძნულ საეკლესიო ნაწერებისთვის დაეახლოვებინა ძველი სლავური საეკლესიოა წიგნები, წესნი და ჩვეულებანი: "მას უკვე შემოაქვს რუსეთში ბერძნული ამბიონები, ბერძნული სამწყემსმთავრო კვერთხი (ორგველიანი მასონური კვერთხი -არქიეპ. პ.), ბერძნული მანტიები და თავსაბურავები...". ნიკონი იმდენად ენდობოდა ბერძნებს, რომ "მოსკოვში შემთხვევით შემოსული რომელიმე ბერძენი იერარქის უბრალოდ შენიშვნაც კი საკმარისი იყო იმისთვის, უძველესი საეკლესიო ჩვეულება, თანამედროვე ბერძნულის მიხედვით ყოფილიყო გადაკეთებული" (იქვე. გვ. 343-345).

გაპატრიარქებისთანავე ნიკონის პირველივე რეფორმატორულმა ცდებმა - გაენადგურებინა ძველი საეკლესიო წესები და დაექვემდებარებინა რუსული ეკლესია ძველი ღვთისმოსაობისთვის უკვე გაუცხოებული ახალბერძნული საეკლესიო პრაქტიკისთვის, - აჩვენა, თუ როგორი პაპისტური "უცთომელობისა და უცოდველობის" სულით იყვნენ გაჟღენთილნი თვით ნიკონი და მისი დამქაშები; თუ როგორი მძულვარებით იყვნენ განწყობილნი გონივრული შეგონებების მიმართ, ისინი პაპისტური სულისკვეთებით ცდილობდნენ მხოლოდ ერთს, - ყოველივე თაისი ამბიციური სურვილებისთვის დაემორჩილებინათ და ამაში უდიდესი როლი თავად ნიკონის ხასიათმა ითამაშა. აი, როგორ ახასიათებს მას ისტორიკოსი: "ნიკონისთვის არ იყო დამახასიათებელი მოთმინება, სიმშვიდე და ქრისტეანული მორჩილება, პირიქით, მის ხასიათში ბატონობდა სიამაყე, ქედმაღლობა, სიძულვილი, ღვარძლი, მძვინვარება, - ის იყო უხიაგი, თავნება დესპოტი, რომელიც არაფერს ერიდებოდა..." (Е. Макаров. დასახ. ნაშრ. გვ. 6-8).

"... საპატრიარქო კათედრაზე ასვლისთანავე ნიკონმა განუსაზღვრელად გააფართოვა თავისი ძალაუფლება. ყველას ეშინოდა მისი... როგორც საშინელი ტირანი, ის შიშის ზარს სცემდა როგორც სამღვდელოებას, ასევე, თვით მეფის სამსახურში მყოფ გავლენიან პირებსაც კი. მასთან არ ჭრიდა თხოვნა, შუამდგომლობა, ვის მიერაც და როგორადაც უნდა ყოფილიყო იგი შემოთავაზებული" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 242).

"ამ მხრივ რომის პაპებსაც კი აჯობა" (Е. Макаров. დასახ. ნაშრ. გვ. 8-9). "დესპოტურად და განუსაზღვრელად ბატონობდა ნიკონი სასულიერო პირებზე. მას იმდენად მაღლა ეჭირა თავი, რომ არა მხოლოდ კლერიკოსთა უქვემოეს წარმომადგენელთათვის, არამედ თვით მღვდელმთავართათვისაც კი ნაკლებად მისაწვდომი იყო. მას ჯიუტად არ სურდა "ძმები" ეწოდებინა მათთვის, განსაკუთრებით კი მის მიერ ხელდასხმულთათვის. პატივს არ მიაგებდა მათ სასულიერო წოდებას... არღვევდა მათ უფლებებს... დაუნდობელი სიმკაცრითა და მძვინვარებით დევნიდა ყველას (ვინც კი მისი სურვილების წინააღმდეგ წავიდოდა - არქიეპ. პ.). საპატიმროები უდანაშაულო ადამიანებით იყო გავსებული. ყველა ეშინოდა მისი და ძრწოდა" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 305).

მან იმდენად განავრცო თავისი "უღმერთო უფლებანი" (რომლის გამოც რომის პაპები მწვალებლებად მიიჩნევიან) და იმდენად დაუმძიმა ხალხს მდგომარეობას, რომ თვით უცხოელ მიტროპოლიტებსაც კი "მხოლოდ სულიერ შვილებად თვლიდა და არა ძმებად" (იქვე).

"სამეფო ხელისუფლებასაც შეეხო და იმდენად გაქელა, რომ მეფის ხელისუფლებისა არაფერი ისმოდა რუსეთში" (იქვე). ერთხელაც კრების თანდასწრებით განაცხადა: "მეფის დახმარება უსარგებლოა და არც არის საჭირო ჩემთვის, მიმიფურთხებია და ცხვირიც მიმიხოცია მისთვის"-ო (იქვე. გვ. 307). ასე, რომის პაპებიც კი არ იქცეოდნენ. ამაოდ არ უთქვამს ნიკონისთვის მასთან დაახლოვებულ მოძღვარ გრიგოლს: "რა პატივია შენთვის, წმიდაო მეუფეო, იმდენად საშიშარი რომ გამხდარხარ ხალხისთვის შენი რომ აშინებენ ერთურთს და ნიშნისმოგებით ესიტყვებიან გულმოსულნი: "იცი, ის ვინ არის, მხეცია დაუძინებელი; ლომიცაა, დათვიც და მგელიცო" (იქვე, გვ. 225).

ხალხის თვალში პაპის მსგავს ტირანად რომ ჩანდა ნიკონი, ამაში გასაკვირი არაფერია; მართლაც, სახელწოდებით თუ არა, თავისი მოქმდებითა და ხასიათით იყო კიდეც პაპი. მეტიც, მას სურდა, ეტრებინა ეს ტიტული და, როგორც ისტორიკოსი ამბობს: "ყოველგვარი პაპისტური რეგალიებიც მზად ჰქონდა". მან, "როგორც ეს 1667 წლის კრებაზე დაამოწმეს, - სცვალა მის წინამორბედ პატრიარქთა ჩვეულებანი... უფრო მეტიც, უზენაესისთვის რომ შეედარებინა თავი, წირვაზე მის გარშემო მომსახურე ყრმებს ქერუბიმები და სერაფიმები უწოდა" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 688). ამგვარი კაცისგან კი რა სამართალი, მიუკერძოებლობა ან სიკეთე უნდა გამოსულიყო?! და, თუკი უზენაესობის პატივსაც კი ეპოტინებოდა, განა ეკლესიის ჭეშმარიტების, მშვიდობასა და კეთილდღობას გაუფრთხილდებოდა?! და ამგვარი კაცი, რომლის შესახებაც 1667 წლის საეკლესიო კრება მოწმობდა, რომ გადარეული და გახელებული იქმოდა ყოველივეს; სატანას მისდევდა და არა მაცხოვარს (Историческое исследование дела Никона - Гиббсон. Прилож. Ко II
части. Стр. 683 и 1051) და თვით სატანაზე უარესიც იყო" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 736). ის შეუდგა რუსული ეკლესიის რეფორმას, ეკლესიისა, რომელიც მის პატრიარქად აღსაყდრებამდე სრულიად მართლმადიდებლური იყო" (Е. Макаров. დასახ. ნაშრ. გვ. 9-10).

და აი, ამგვარი საქმეებით, თავისი უგუნური და უტაქტო რეფორმით ნიკონმა, როგორც ამბობს მისი ერთმორწმუნე და თანამედროვე პაისი ლიგარიდი: "მშვიდობის მოტანის მაგიერ ხანჯალი ჩასცა ქრისტეს ეკლესიას" (Богословский вестник. Октябрь. 1892 г. Отд. 2, стр. 35).

ასეთია ნიკონისა და მისი თანამოაზრე ბერძენი პაპისტების
ნამდვილი სახე. აი, ამ ადამიანებმა, ჯერ თავად მიჰყიდეს რა სული ეშმაკს, ძველმართლმადიდებლური რუსული ეკლესიის, უძველესი საეკლესიო პრაქტიკის შერყვნისა და მისი ახალბერძნული საკლესიო პრაქტიკასთან დაახლოვების მიზნით, მოახდინეს ყოვლად გაუმართლებელი საეკლესიო რეფორმა. რუსული ეკლესიის პრაქტიკაში შეიტანეს ახალბერძნული, ერეტიული წესები, რომლითაც ჩამოშორდნენ ქრისტეს მისტიკურ სხეულს და ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს ძველმორწმუნეებზე, რასაც უდიდესი სისხლისღვრა მოჰყვა და რომელიც ერთ-ერთ, ყველაზე უდიდეს და უმთავრეს ტრაგიკულ ფურცლებად ჩაიწერა რუსეთისა და მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика