შინაარსი
თავი 6
ორიოდ სიტყვით შემსწორებელთა შესახებ
დღეისთვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ XVII ს.-ის მეორე ნახევრის რუსეთში საეკლესიო რეფორმებს სათავეში ჩაუყენეს და საეკლესიო გიწნების "შესწორება" მიანდეს აშკარა მწვალებლებს (კერძოდ, ლათინებს, იეზუიტებს და უნიატებს), ასევე, საკუთარი პატრიარქების მიერ პატივაყრილ და კათედრაწართმეულ იერარქებს.
"რეფორმებზე ნიკონის ერთ-ერტი მთავარი შთამაგონებელი, როგორც ამას თვიტ პატრ. ნიკონი აღიარებს, იყო აღმოსავლელი პატრიარქი ათანასე პატელარიოსი, რომელიც სამჯერ აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის კათედრაზე: პირველად კათედრაზე მხოლოდ ორმოცი დღე დაჰყო (ეს იყო 1633 წ.); მეორედ - თითქმის ერთი წელიწადი (1634-1635 წწ.) და მესამედ (1653 წ.) მხოლოდ თხუთმეტი დღე. მოსკოვში სამათხოვროდ (რუსის მეფისგან მოწყალების მისაღებად - არქიეპ. პ.) ჩამოვიდა 1653 წელს. ჯერ კიდევ 1643 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი მის შესახებ რუსეთის მეფეს წერდა, რომ ათანას არის ვერაგი და მზაკვარი ადამიანი, რომ მან კონსტანტინოპოლის კათედრა დაიპყრო მოტყუებითა და ღალატით, რომ ის არის "სუპოსტატი და ახალი იუდა" ("…якоже супостат и новый Июда) (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв.". Отдел III. Глава 9. Взгляд русских XVI и первой половины XVII столетия на греков и греческое благочестие. Москва. 1914. იხ. აგრეთვე: http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html).
პროფ. ე. შმურლო ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის გარდა "ათანასე იყო ლათინელი" (ე. ი. პაპისტი - არქიეპ. პ.). "კათოლიკურ წრეებს" მისი ალექსანდრიის პატრიარქად დანიშვნა უნდოდათ და ამიტომაც რეკომენდაციას უწევდნენ, როგორც "კეთილ კათოლიკეს, რომელიც სარგებლობდა პროპაგანდის (პაპისტური დაწესებულება, რომელიც შეიქმნა ბერძენთა ლათინობისკენ "მოსაქცევად" - არქიეპ. პ.) კეთილგანწყობით". შმურლო აღნიშნავს, რომ "ათანასეს ასეთ დახასიათებას აძლევს თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი, რომელიც სხვათა შორის ასევე რომის (ე. ი. პაპის - არქიეპ. პ.) ერთგული იყო" (Шмурло Е. Паисий Лигарид в Риме и на греческом Востоке // Труды Пятого съезда Академических Организаций за границей. С. 539 и 541).
პატრიარქ ათანასეს შესახებ ამ ცნობას ადასტურებს "პროპაგანდის" მდივანი ფრანჩესკო ინგოლი (გვ. 581). აი, ვინ იყო ნიკონ პატრიარქის პირველი შთამაგონებელი. როგორც დავინახავთ, "ამ ათანასეზე უკეთესები არ იყვნენ ნიკონის სხვა თანამშრომლები და შთამაგონებელნი" (ციტ. Федор Евфимьевич Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. დასახ. შრ. სქოლიო. გვ. 20. იხ. ასევე: http://krotov.info/history/17/staroobr/melnikov.html).
დავიწყოთ არსენ ბერძენით, ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმატორით: აი, რას გვამცნობენ მის შესახებ ისტორიული წყაროები: "თუკი ნიკონის დროს (საეკლესიო) წიგნების შესწორებათა მოწინააღმდეგეები არსენს ყველა მხრივ უკიდურესად არასაიმედო პირად და პირდაპირ ერეტიკოსადაც კი მიიჩნევდნენ, რომელმაც რუსულ საღვთისმსახურებო წიგნებში შეიტანა თავისი მწვალებლობები და სწორედ მასში ხედავდნენ ნიკონის დროს შემოტანილი ყველა საეკლესიო სიახლის მთავარ დამნაშავეს, მართლმადიდებელი (იგულისხმება ნიკონიანელი - არქიეპ. პ.) მწერლები ამ ბოლო დრომდე დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ არსენი იყო არა მხოლოდ განათლებული ადამიანი, არამედ მართლმადიდებლობის მკაცრი დამცველიც. თითქოსდა მან მოსკოვში მხურვალედ ამხილა რუსული ჩვეულებების უმართებულობა და რუსული საეკლესიო წიგნების უვარგისობა, რითაც აიმხედრა კიდევაც ძველი ღვთისმოსაობის დამცველები" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв." Москва. 1914. გვ. 208. http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html).
რამდენად "უვარგისი" იყო ძველი რუსული საეკლესიო წიგნები და რამდენად საჭიროებდნენ ისინი შესწორებას, მოკლედ ზემოთ მიმოვიხილეთ, ამჯერად ჩვნეი მიზანია გვარკვიოთ ნამდვილად იყო კი ეს არსენ ბერძენი მართლმადიდებელი?!
როგორც პროფ. ნ. კაპტერევი გვამცნობს, ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე და ნიკონის მომხრე რეფორმატორები ცდილობენ შექმნან არსენ ბერძენის, როგორც მგზნებარე მართლმადიდებლის ხატი, მაგრამ მ ათ ამ მონდომებას ცივი წყალი გადაასხა მთელმა რიგმა ისტორიულმა პირებმა, მათ შორის, იერუსალიმის პატრიარქმა პაისიმ, რომლის წერილიდანაც ჩანს, რომ არსენი მართლმადიდებელი კი არა, მგზნებარე ერეტიკოსი ყოფილა.
1649 წელს პატრირქი პაისი მეფე ალექსი მიხეილის ძეს უგზავნის წერილს, სადაც ურჩევს, კარგად გამოიძიონ არსენის ვინაობა და გამოკითხონ იგი, რამეთუ "მერყევია ქრისტეანულ სარწმუნოებაში" (დედანში: "... он не утвержден в вере своей благочестивой христианской...") (იქვე. გვ. 209). რომ მისთვის (პატრიარქისთვის - არქიეპ. პ.) ცნობილია არსენის მიერ ჩადენილ ბოროტი სქმეები და, რომ წერს ამ წერილს რუსეთის მეფეს იმ მიზნით, რომ "თავი დაიცვან ამგვარი ადამიანებისგან, რათა ასეთმა გარყვნილმა და ბოროტმა ხალხმა არ შებილწოს ქრისტეს ეკლესია" (დედანში: "А ныне есми проведал и пишу вашему царствию, да будете соблюдатися от таковых человек, чтобы не оскверняли церквей Христовых такие поганые и злые люди") (იქვე. გვ. 231-241).
ცხადია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ არსენი დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვკაში. დაიწყეს მისი საქმების გამოძიება და დაკითხვები. "არსენ ბერძენის საქმიდან ცხადი ხდება, რომ არსენი რომის იეზუიტური კოლეჯის აღზრდილი იყო, რომელიც სპეციალურად ბერძენ უნიატთა აღზრდას ემსახურებოდა. ამგვარი პიროვნება იყო არსენიც. ძალზე ძნელი და თითქმის შეუძლებელია, ივარაუდო, რომ იეზუიტ მოძღვართა ხელში აღმოჩენილ 14 წლის ყმაწვილს რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია მათი ზეგავლენისთვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ასაკის გამოც ვერ შესძლებდა იგი მართლმადიდებლურ და პაპისტურ (ლათინურ - არქიეპ. პ.) აღმსარებლობათა შორის არსებულ განსხვავებათა სიღრმისეულ წვდომას, ამიტომაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიეცა ადამიანის სულის წარწყმედის საქმეში გაწაფულ იეზუიტებთან მეგობრობას... როდეს არსენი კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა, მისმა საკუთარმა ძმამ, არქიმანდრიტმა ათანასემ, იგი ბერად არ აღკვეცა იმ მიზეზით, რომ იგი რომში გალათინდა. თუ არსენის ჩვენებებს დავუჯერებთ, თავისი ღვიძლი ძმების მიერ იძულებული იქნა საჯაროდ შეეჩვენებინა ლათინობა და მართლმადიდებლობა მიეღო; მაგრამ არცთუ დიდი ხნით. ძალიან მალე მან საერთოდ უარყო ქრისტეანული სარწმუნოება და მაჰმადიანობა მიიღო... დატოვა კონსტანტინოპოლი და ვალახეთში (რუმინეთი) გადასახლდა, შემდგომ კი მოლდავეთში, მართლმადიდებლურ გარემოში აღმოჩნდა, სადაც ისევ ქრისტეანობას დაუბრუნდა... ამის შემდეგ საცხოვრებლად გადადის ლვოვში და ისევ უნიატი ხდება; შემდეგ მიემგზავრება ვარშავაში, სადაც მეფის კარზე ცხოვრობს. ეს უკანასკნელი მას კიევის მართლმადიდებლურ სკოლაში აგზავნის მასწავლებლად - რა თქმა უნდა, აქ უნიატობის საქადაგებლად...
მოსკოვში ჩამოსული არსენი თავს ორთოდოქს მართლმადიდებლად ასაღებს, ხოლო შემდგომ, სოლოვკის მონასტერში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გადასახლებულ - დროისა და ვითარების შესაბამისად - მთელი მონდომებით აქებს დ ადიდებს რუსულ ღვთისმოსაობას და ბერძნულზე ბევრად აღმატებულად მიიჩნევს. ცხადია, რომ იეზუიტური აღზრდის შედეგად არსენი როგორც ადამიანი სრულიად დეგრადირებული იყო; მას არაფრად უღირდა, ვითარებისდა მიხედვით, წარამარა ეცვალა რელიგიური შეხედულებანი: ლათინებთან ლათინი იყო, მაჰმადიანებთან - მაჰმადიანი, მართლმადიდებლებთან - მართლმადიდებელი; სოლოვკელ ბერებთან კი დიდი გულშემატკივარი რუსული ღვთისმოსაობისა და ბერძნულის მაძაგებელი.
არსენი, მასთან ერტად იეზუიტურ კოლეჯში აღზრდილ პაისი ლიგარიდის (მის შესახებ იხ. ქვემოთ) მსგავსად , იმ ავანტიურისტთა რიგს მიკუთვნებოდა, რომელთა მსგავსნი საკმაოდ მრავლად იყვნენ იმდროინდელ ბერძნებს შორის და რომელთა ზედაპირული განათლებულობის ქვეშ უხეში ეგოიზმი, მერყევობა და გამცემლობა იმალებოდა. ესენი ის ადამიანები იყვნენ, ვინც ყველაფერს იკისრებდნენ საკუთარი გამორჩენისთვის.
თავისთავად გასაგებია, როგორ წინდაუხედვად მოიქცა ნიკონი, როდესაც სოლოვკებიდან მოსკოვში გამოიძახა არსენი და რუსული საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება მიანდო. თვით იერუსალიმის პატრიარქმა აღიარა არსენი ერეტიკოსად, და მართლმადიდებლობისთვის საშიშ პიროვნებად მიიჩნია. ამიტომ ურჩევდა ნიკონს, როგორც მავნე ეკალი, დაუყოვნებლივ ამოეძირკვა არსენი მართლმადიდებლური რუსეთის ნიადაგიდან, რათ იგი რაიმე "საეკლესიო გარყვნილებით" არ შეებილწა. თვით რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად სცნო არსენი ბოროტმოქმედ ერეტიკოსად, რომლსაც ერეტიკული გამონაგონებით სურდა მოსკოვის ქვეყანაში გაევრცელებინა თვისი დემონური სწავლებანი და მართლმადიდებელ ქრისტეანთა შორის კეთილმსახურებისა და ღვთისმოსაობის ნაცვლად მწვალებლური ღვარძლი ეთესა. მაშ, როგორ იყო შესაძლებელი ასეთი ადამიანისთვის მიენდოთ წიგნების შესწორება?" (დედანში: "Само русское правительство официально признало Арсения зловерным еретиком, который "своим еретическим вымыслом хотел и в Московском государстве свое злое дьявольское учение ввесть и православным христианам во благочестивой вере еретические плевелы сеять", - как же можно было подобному человеку поручить исправление церковно-богослужебных книг?") (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв." Отдел II. Глава 4. Благотворительность русских государей православному Востоку в XVI и XVIIстолетиях. б) Разные иерархи и другие лица, приезжавшие с Востока и остававшиеся в России на вечное житье. Москва. 1914).
(იხ. ასევე) http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html).
ნიკონის მოწინააღმდეგეთა მყარი რწმენა არსენის ერეტიკულობასთან დაკავშირებით მტკიცდებოდა კიდევ გარემოებით, რომ არსენი სოლოვკებიდან გამოძახების შემდგომაც (ე. ი. წიგნების შესწორების დროსაც კი - არქიეპ. პ.) მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა (ეს ჩანს მის მიერ 1666 წელს მეფისადმი მიწერილი სავედრებელიდანაც).
ამრიგად, არსენ ბერძენი 1666 წლამდე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა მისი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში გამოსწორების მიზნით და სწორედ ამ მართლმადიდებლობაში გამოსასწორებელ კაცს ანდობენ რუსული ღვთისმოსაობისა და საეკლესიო წიგნების შესწორებას ამგვარი ქმედების შეუსაბამოა ხომ სრულიად აშკარაა" (დედანში: "Арсений до 1666 года продолжал находиться под началом "для исправления его православныя христианския веры", а между тем он, исправляемый в Православии, в это время занимался исправлением московских церковных чинов, обрядов и богослужебных книг... - - несообразность слишком очевидная) (იქვე. გვ. 214-218).
უფრო ცნობილი და ნიკონის საეკლესიო რეფორმების საქმეში საკმაოდ გავლენიანი პირი იყო ღაზელი მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდი, რომლის შესახებ ასეთ ცნობებს გვაწვდიან: "... ეს იყო იეზუიტების აღზრდილი ("воспитанник иезуитов"), მართლმადიდებლობისა და მისი ინტერესებისადმი სრულიად გულგრილი პიროვნება, რომელსაც მიტოვებული ჰყავდა თავისი სამწყსო".
მოსკოვში ჩამოსვლისას "პაისი ღაზის ნამდვილი (მოქმედი) მიტროპოლიტი არ არის, რამეთუ უკვე დიდი ხანი იყო, რაც სამწყსო უპატრონოდ ჰყავდა მიტოვებული, რის გამოც, სხვათა შორის, მწყემსმთავრობისგან გადაყენებულ იქნა კიდევაც იერუსალიმის პატრიარქ ნექტარიოსის მიერ. უფრო მეტიც, მოგვიანებით, 1668 წელს იერუსალიმის პატრიარქ ნექტარიოსის მიერ გამოგზავნილი სიგელიდანაც დადასტურდა, რომ პაისი ლიგარიდი: "... განკვეთილი და შეჩვენებული იყო ჯერ კიდევ მისი წინამორბედი პატრიარქის პაისის მიერ..." პატრიარქი ნექტარიოსი მიუთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ ლიგარიდი "მართლმადიდებელთან მართლმადიდებელს უწოდებს თავს", ხოლო ლათინნი თავისიანად მიიჩნევენ - რომის პაპი მისგან ყოველწლიურად ორასამდე ეფიმს ღებულობს" (დედანში: "Затем Нектарий указывает на то обстоятельство, что Лигарид "называется с православными православным", а "латыни свидетельствуют и называют его своим, и папа Римский емлет от него на всякий год по двесте ефимков") (ამას პაისის შესახებ ამბობს თვით იერუსალიმის პატრიარქი" (იქვე). ასე, რომ ლათინად პაისი ლიგარიდი ცნო ჯერ მისმა საკუთარმა, იერუსალიმის პატრიარქმა, მის კვალობაზე კი კონსტანტინოპოლის პატრიარქმაც.
ამრიგად, პაისის პიროვნება, ცხადად გამოიკვეთა: "ეს იყო პატივაყრილი მღვდელმთავარ-ავანტიურისტი, რომელიც ყალბი სიგელებით ჩამოვიდა მოსკოვში, თავს ღაზის მიტროპოლიტად ასაღებდა და, ითხოვდა რა მოწყალებას (ფულად დახმარებას - არქიეპ. პ.) თავისი ვითომცდა მრევლისთვის, უტიფრად და მოურიდებლად ატყუებდა მეფეს, როგორც საკუთარ პიროვნებასთან, ასევე იმ თანხის დანიშნულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც თავისი არარსებული ეპარქიის ვალების დასაფარავად მიიღო მეფისგან" (დედანში: "Личность Паисия теперь стала ясна: это был лишенный сана архиерей-авантюрист, который явился в Москву с подложными грамотами и, выдавая себя здесь за действительного газского митрополита, выпрашивал у царя милостыню для бедствующей своей паствы, дерзко и нагло обманывал царя как относительно своей личности, так и употребления тех денег, которые он получал от царя на покрытие долгов своей мнимой епархии. Но и этого мало: являясь в Москве в роли строгого ревнителя Православия, уставов и положений Православной Церкви, Паисий в действительности сильно подозревался в латинстве - латынником Паисия признал и его собственный Иерусалимский патриарх, а затем и патриарх Константинопольский" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв." Отдел II. Глава 4. Благотворительность русских государей православному Востоку в XVI и XVIIстолетиях. б) Разные иерархи и другие лица, приезжавшие с Востока и остававшиеся в России на вечное житье. Москва. 1914. Стр. 181-184; 193-197; 201-206). და თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ 1655 წელს "... მოსკოვში ჩამოვიდნენ სერბი პატრიარქი გაბრიელი, და ანტიოქიელი მაკარი, ასი ათასი სირიელის უნიატობისკენ მიმქცევი (В. Е. Макаров.. "К вопросу о причинах разделения русской церкви. Москва. 1911 г., стр. 51. იხ. აგრეთვე: Журнал "Старообрядец". 1906 г. Февраль (№ 2) С. 117 - 157), რომლებიც დიდად დაეხმარნენ ნიკონს წიგნების "შესწორების" საქმეში (იქვე. გვ. 59), ცხადი ხდება, ტუ ვინ ყოფილან XVII ს.-ის მეორე ნახევარში რუსეთში გატარებული რეფორმების ინიციატორები და მთავარი მოქმედი პირები.
პაისი ლიგარიდთან და არსენ ბერძენთან ერთად, როგორც ძველმართლმადიდებლობის გასამართლების, ასევე საეკლესიო რეფორმების საქმეში ქმედითი როლი შეასრულა ათონის ივერონის მონასტრის ბერძენმა არქიმანდრიტმა დიონისემ. "ამ მოღვაწის რუსულ საეკლესიო ჩარევის პერიოდში, - წერს. პროფ. ნ. კაპტერევი, - ჩვენში მასზე დადიოდა საკმაოდ ცუდი ხმები, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა დიონისეზე გავრცელებულ ხმებს, არამედ თავისი მოსკოვური მოღვაწეობის საკუთარ შეფასებას, რომელიც მან გადმოსცა მეფისადმი მიწერილ არზაში. ამ არზაში დიონისე ნაწყენი აცხადებს, რომ "არქიმანდრიტებს, რომელთაც საერთოდ თითიც კი არ გაუნძრევიათ მეფის კეთილდღეობისთვის მან 100, 500 და 1000 მანეთიც კი მისცა, უსაჩუქრა სამღვდელო ტანისამოსნი, ხოლო მას, დიონისეს, რომელცი სამეფო საქმისთვის შეყოვნდა (რუსეთში), რის გამოც თავის მოწოდებას 15 წლით ჩამოშორდა და დიდ ხელმწიფესა და წმიდა ბერძნულ-რუსულ ეკლესიას ესოდენ ემსახურებოდა მთელი სულითა და გულით - მისცეს მხოლოდ 200 მანეთი..."
"ხელმწიფისა და ბერძნულ-რუსული ეკლესიისთვის გაწეული საკუთარი შრომის მანეთებში ეს გულახდილი შეფასება იმდენად ნათლად და მკაფიოდ გვიხატავს რუსეთში მოღვაწე ამ ბერძენი საქმოსნის სახეს, რომ დიონისეს ყველა სხვა შემდგომი დახასიათება სრულიად ზედმეტია" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв." Москва. 1914. Стр. 219).
მართალია, ძალზედ მოკლედ, მაგრამ ვფიქრობთ, სათანადოდ წარმოვაჩინეთ ძველი რუსული საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნებისა და პრაქტიკის "რევიზორთა" და "შემსწორებელთა" პიროვნებები და ისიც, თუ რამდენად საჭიროებდნენ რეფორმებსა და შესწორებას ძველი საეკლესიო გადმოცემები და ტექსტები.
აშკარაა, XVII ს.-ის რუსეთში საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნების და პრაქტიკის, საეკლესიო გადემოცემების "კორექტორები" და "რევიზორები" ყოფილან გალათინებული მათხოვრები, ეგოისტები, ინტრიგანები და ვერცხლისმოყვარენი, რომლეთაც არაფრად უღირდათ გაეყიდათ სინდის-ნამუსი, სული და სარწმუნოება; რომელთათვისაც არ არსებობდა არაფერი წმიდა და, საერთოდ, ესენი იყვნენ იეზუიტური აღზრდით სულდასახიჩრებული, თხემით ტერფამდე პაპიზმით გაჟღენთილი ან, საერთოდ, ყოველგვარ რელიგიურობას მოკლებული და წყევლა-კრულვისა თუ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანები.
რა სიკეთე უნდა გამოსულიყო მათი ხელიდან? სრულიად ცხადია, რომ მათ სპეციალურად შერყვნეს და დაამახინჯეს ძველი მართლმადიდებლური წიგნები, საეკლესიო წესები და ჩვეულებები, ძველი საეკლესიო გადმოცემები და განა შესაძლებელი იყო, ამ ავანტიურისტთა და იეზუიტთა აღზრდილ, მათხოვარ ბერძენ პაპისტთა უმსგავსო ქმედებაზე რეაგირება არ მოეხდინა ეკლესიის ცნობიერებას? განა შესაძლებელი იყო სრულიად აშკარა მწვალებელთა მიერ ძველი საღვთისმსახურებო წიგნების "შესწორების" შეწყნარება?
"ამიტომაც არ არის გასაკვირი, - აღიარებს XVII ს.-ის განხეთქილების მიზეზების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, პროფ. ნ. კაპტერევი, - რომ უამრავი რუსი ადამიანი მეტად დიდი უნდობლობით და მეტიც, უარყოფითადაც კი მოეკიდა ამ პიროვნებების საქმიანობას, განსაკუთრებით კი საეკლესიო საქმეებში. როგორ არ უნდა ეფიქრათ მათ, რომ ეს ძალიან ბნელი და საეჭვო წარსულის მქონე გადამთელინი, მართლმადიდებლობაში არამყარნი, ხარბნი და ეგოისტურნი, რომლებიც მზად იყვნენ ემსახურათ ყველასთვის და ყოვლისათვის, ოღონდ კარგად გადაეხადათ მათთვის ამგვარი მსახურებისთვის, - რომ ეს ჩამოსულნი, ანგრევდნენ რა რუსულ საეკლესიო სიძველეთ, ჩვენთან წყვეტდნენ სხვადასხვა საეკლესიო საკითხებს, რითაც, კი არ ასწორებდნენ რუსეთის ეკლესიის თითქოსდა "დამუქებულ" მართლმადიდებლობას, არამედ მხოლოდ რყვნიდნენ მის სიწმიდეს?
როგორ არ უნდა ეღიარებინათ რუსებს თავიანთი ეკლესიის და ყოველივე რუსულის დამცირება იმ ვითარებაში, როდესაც წმიდა რუსეთის მიწაზე ყველა საეკლესიო საქმეებს განაგებდნენ: თურქეთის მკვიდრი, აკრძალული მღვდელმთავარ-ავანტიურისტი, თავიანთი კათედრებიდან და ხარისხებიდან ჩამომხობილნი და თვით აღმოსავლელ პატრიარქთა მიერ მართლმადიდებლებად არაღიარებული პირები?
როგორ არ უნდა აღელვებულიყვნენ რუსები იმის დანახვაზე, რომ რუსულ საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნებს, რომლებიც თითქოსდა ყველაფერში მართლმადიდებლურნი არ იყვნენ მათში დაშვებული "დამახინჯებების" გამო, ასწორებდა იეზუტების მიერ სიყრმიდან აღზრდილი, შემდეგ გამუსულმანებული, კვლავ გამართლმადიდებლურებული და ბოლოს გაუნიატებული ადამიანი, რომელიც იმ დროს, როდესაც "ასწორებდა" რუსულ საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნთა მართლმადიდებლურ ხასიათს, თვითონ "მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში აღსაზრდელად და გასასწორებლად" იყო დაპატიმრებული?"
დედანში: "Неудивительно также, если многие русские ко всей деятельности этих лиц, особенно в сфере церковной, отнеслись крайне подозрительно или прямо отрицательно. Как было им не подумать, что эти пришельцы, с очень темным и сомнительным прошлым, нетвердые в Православии, корыстолюбивые и эгоистичные, готовые служить всякому и всем, лишь бы только им хорошо платили за их службу, - что эти пришельцы, ломая русскую церковную старину, решая у нас разные церковные вопросы, тем самым не исправляли будто бы затемнившееся Православие Русской Церкви, а только искажали его? Как русским было не признать глубокого унижения своей Церкви и всего русского в том обстоятельстве, что на Святой Руси всеми церковными делами орудует и заправляет выходец из Турции, запрещенный архиерей-авантюрист, лишенный своим патриархом кафедры и сана и даже не признаваемый самими восточными патриархами за православного? Как русским было не заволноваться при виде того, что русские церковно-богослужебные книги, будто бы не во всем строго православные вследствие допущенных в них искажений, исправляются человеком, который с детства был воспитан и совращен в униатство иезуитами, а потом принимал мусульманство, а затем опять делался то православным, то униатом, который и в то время, как восстановлял истинно православный характер русских церковно-богослужебных книг, сам находился, однако, под началом "для исправления его христианския православныя веры"?" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв." Отдел II. Глава 4. Благотворительность русских государей православному Востоку в XVI и XVIIстолетиях. б) Разные иерархи и другие лица, приезжавшие с Востока и остававшиеся в России на вечное житье. Москва. 1914. Стр. 220).
ამიტომაც, როდესაც ამ ზემოთხესენებულმა "მიტროპოლიტებმა" თუ "პატრიარქებმა" წყევლა-კრულვა და შეჩვენება შეუთვალეს ძველი მართლმადიდებლური გადმოცემების აღმსარებელ და მცველ ქრისტეანებს და მწვალებლობად შერაცხეს სრულიად მართლმადიდებლური გადმოცემები, სრულიად სამართლიანად მოიქცნენ ძველი ღვთისმოსაობის დამცველნი, რომ ამ უკეთურთა მოდგმას გამოეყვნენ.
მაგრამ, რეფორმატორთა გალერეა არ იქნებ სრული თვით ნიკონ პატრიარქის პორტრეტის გარეშე. ვნახოთ, როგორ აფასებენ და ახასიათებენ მას რუსი (ნიკონიანელი) ისტორიკოსები.