Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
ისტორიულ-
შინაარსი
თავი 5
ნიკონიანელ რეფორმატორთა მკრეხელობანი და მწვალებლური ცთომილებანი
(იბეჭდება მნიშვნელოვანი შემოკლებით, რადგან სრულად ეს საკითხები გაშუქდება ჩვენს მომავალ წიგნში, რომელიც მზადების პროცესშია)
როგორც უკვე ითქვა, ახალმოწესე რეფორმატორებმა გასწორების ნაცვლად მთლად გააფუჭეს საღვთისმსახურებო წიგნები. "ახალშესწორებულ" წიგნთა ცთომილებანი იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მათი სათითაოდ განხილვა სცილდება წინამდებარე ნაშრომის ჩარჩოებს, მაგრამ ზემოთთქმულის სიცხადისთვის და ე. ჭელიძისა და სხვა მისნაირ "მეცნიერთა" პოლემიკური ხრიკებისა და სოფიზმების მორიგი დოზის წარმოსაჩენად რამოდენიმე მათგანი მაინც განვიხილოთ.
1. ფსალმუნის ძველსლავურ ტექსტში წერია: "Се пядию измерены положил еси дни моя" (ფსალმ. 38:6(5). ქართ.: "ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი") "შესწორებულ" ნიკონიანურში კი ასეა: "Се пяди положил еси дни моя".
კომენტარი: ძველი თარგმანის აზრი სრულიად ნათელია (пядь -
აი სხვა გამოცანებიც:
2. ძვ. ტექსტი: "Закон положит ему на пути".
ახ. ტექსტი: "Законоположит ему на пути".
3. ძვ. ტ.: "Обновится яко орлу юность твоя" (ფსალმ. 102:5).
ახ. ტ.: "Обновится яко орля юность твоя"
4. ძვ. ტ.: "Неправду возненавидех и омерзе ми" (ფსალმ. 118:163)
ახ. ტ.: неправду возненавидех и омерзих.
კომენტარი: ძველ ტექსტში მართლმადიდებელი ეუბნება უფალს: "ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე" (იხ. ქართ. ფსალმ.), ნიკონიანელ რეფორმატორებს კი სრულიად გასაგები ტექსტი "შეუსწორებიათ" და დაუბეჭდავთ: "ცოდვაი მოვიძულე და მოძაგებულ ვიქმენ"-
5. ძვ. ტ.: უფლის განცხადების დღესასწაულზე, წყლის კურთხევის წესში, კვერექსში ძველად ასე ლოცულობდნენ: "О еже быти воде сей приводящей в жизнь вечную, Господу помолимся". ნიკონიანელმა რეფორმატორებმა კი ეს ლოცვა ასე "შეასწორეს":
ახ. ტ.: ""О еже быти воде сей скачущей в жизнь вечную, Господу помолимся".
კომენტარი: ე. ი. იმის სანაცვლოდ, რომ უფალს ევედრონ, რათა (ნაკურთხი) წყალი თავისი მადლისმიერი კურთხევით ჩვენი მიმყვანებელი გახდეს სამარადისო ცხოვრებაში, ახალ "შესწორებულ" წიგნებში ღმერთს იმას ევედრებოდნენ, რომ წყალი თვითონ მიხტუნაობდეს სამარადისო ცხოვრებისკენ. კი, მაგრამ რისთვის არის ის იქ საჭირო? თანაც სიტყვა "скачущей" (მოხტუნავე) არც მთლად საკადრისი ტერმინია უდიდესი სიწმიდისთვის, ისიც საღვთისმსახურებო წიგნში, ხოლო მისი გამოყენება წყალთან მიმართებაში უფრო მეტია, ვიდრე კურიოზი.
ასეთი უაზრო "შესწორებები" საკმაოდ უხვად მოიპოვება ნიკონიანელ რეფორმატორთა ახალ წიგნებში (საგულისხმოა, რომ ახალმოწესეები 1970 წელს დაუბრუნდნენ ძველ ვარიანტს (იხ. "Праздничная минея". 1970 г. Б. Кутузов. "Трагическая ошибка или диверсия?!". Журн. "Церковь", 1992 г. № 1), მაგრამ საბჭოურ პერიოდში გამოცემულ საეკლესიო წიგნთა ტირაჟების სიმცირის გამო, მთელ რიგ ნიკონიანურ ტაძრებში დღემდე კვლვ ამ უვარგისი, ნიკონიანურად "შესწორებული" წიგნებით სარგებლობენ (იქვე).
ძველი ტექსტების ამგვარი მკრეხელური ცვლილებების გამო, ძველი წესების მომხრეები გამუდმებით ამხელდნენ ახალმოწესეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელებმა ლოცვის ნიკონამდელი ვარიანტი მხოლოდ საუკუნეების შემდეგ აღადგინეს...
6. ნათლისღების წმიდა საიდუმლოში ძველი წიგნების მიხედვით მღვდელი კითხულობდა: "Запрещает ти диаволе, Господь наш Исус Христос, Пришедый в мир и вселивыися в человецех". (ქართულად ასეა: "შეგრისხებს შენ, ეშმაკო, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელი მოვიდა სოფლად და დაემკვიდრა კაცთა შორის").
კომენტარი: აქ ნათლად და სრულიად გარკვევით, გრამატიკული სისწორით არის გამოხატული ის აზრი, რომ ეშმაკს შერისხავს უფალი იესუ ქრისტე, "რომელი მოვიდა სოფლად და დაემკვიდრა კაცთა შორის", როგორც თავადვე ბრძანა: "და აჰა ესერა მე თქვენ თანა ვარ ყოველტა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 20:28). ხოლო თუ რატომ მოვიდა ქრსიტე ამ სოფლად (ანუ რატომ განკაცდა და "დაემკვიდრა კაცთა შორის" განმარტებულია შეფუცვის (პირველი) ლოცვის დამოწმებული ფრაზის გაგრძელებაში, -
როგორ მოგვაწოდეს ეს ადგილი ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა"? აი, ასე: "Запрещает тебе, Господь, диаволе пришедый в мир и вселивыися в человецех" (შეად. С. В. Булгаков. Настольная книга для свящ. Церк. Служителя. С. 997) და სრულიად შერყვნეს ლოცვაში გადმოცემული დოგმატური შინაარსი ჯერ ერთი იმით, რომ თუკი ძველ ტექსტში ეშმაკს შერისხავს უფალი, "შესწორებულ" ახალ ტექსტში პირიქით (ო, მკრეხელობავ და რეფორმატორთა უგუნურებავ!), უფალს შერისხავს ეშმაკი და, მეორეც, "შესწორების" მიხედვით, თურმე, ნუ იტყვით და, ქრისტე კი არ მოვიდა სოფლად და დაემკვიდრა კაცთა შორის, არამედ ეშმაკი.
აი, ასეთი დოგმატური ცთომილებაა საეკლესიო საიდუმლოთაგან უპირველესში, შეფუცვების ლოცვებში, რომელთა მნიშვნელობის შესახებ წმ. სვიმეონ თესალონიკელი (XV ს.) ბრძანებს: "წმ. მამათაგან გვსმენია, რომ ისინი, ვისაც ხშირად აშინებენ მოჩვენებები, ამას განიცდიან იმიტომ, რომ მათი მომნათვლელი მღვდელი უყურადღებოდ კითხულობდა შეფუცვებისა და სხვა წმიდა ლოცვებს (ნათლისღების საიდუმლოში)". ამიტომაც, წმ. სვიმეონის ცნობით, ამ შეფუცვების ლოცვებს ძველად მოსანათლავს რამდენჯერმე უკითხავდნენ (Писания св. Отцев и учителей церкви относящиеся истолкованию православного богослужения. Санкт-
შეფუცვების ლოცვებში, რომელთა უყურადღებოდ და დაუდევრად წაკითხვას ასეთი მძიმე შედეგები მოსდევს, ისინი თვით ეშმაკს ევერდებიან უფლის შერისხვას და კაცთა შორის დამკვიდრებულად ეშმაკს მიიჩნევენ. საცოდავთ ჰქონიათ, რომ კრავენ ეშმაკს, სინამდვილეში კი, პირიქით, უფალს გმობენ!
ორი საუკუნე ედავებოდნენ ნათლობის ტექსტში ამ მწვალებლური ცვლილების გამო ძველმორწმუნენი ახალმოწესე ნიკონიანელებს და მხოლოდ 1979 წელს გამოცემულ კურთხევანში დაუბრუნა მას მოსკოვის საპატრიარქომ ძველი იერსახე (თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წიგნების ნაკლებობის გამო ნიკონიანურ ტაძრებში კვლავ ნიკონის მომხრე რეფორმატორთა მიერ "შესწორებული" წიგნებით ხელმძღვანელობენ).
7. იმავე ნათლისღების საიდუმლოდან ძველი ტექსტი გვაუწყებს: "Молимся Тебе, Господи, ниже да снидет с крещающимся дух лукавый" (ქართულად ასეა: "გვედრებთ უფალო... ნუცა დაიმალვის წყალსა ამას შინა ეშმაკი ... და ნუმცა შთაჰყუებინ ნათლისმღებელსა ამას თანა სული ბოროტი...").
კომენტარი: ნიკონიანურ წიგნებში ეს ადგილი ასე იკითხება: "Ниже да снидет с крещающимся, Молимся Тебе, дух лукавый". ძველ ლოცვაში ყველაფერი გასაგებია, მღვდელი ემბაზის წყლის კურთხევისას ღმერთს ევედრება: "ნუმცა შთაჰყვებინ ნათლისმღებელსა ამას თანა სული ბოროტი"-
ეს ლოცვა საკმაო ხნის განმავლობაში ასეც იკითხებოდა ნიკონიანურ "კურთხევანებში", მაგრამ 1666 წლის შემდეგ მისი კვლავ ძველი, ნიკონამდელი ფორმულირებით აღდგენა მოხერხდა მხოლოდ სინოდალურ პერიოდ
8. კვლავ ნათლისღების წმიდა საიდუმლოში ძველ, ნიკონამდელ წიგნებში (ნათლისღების საიდუმლოს შესრულების დროს) მღვდელი ევედრება უფალს: "Вообрази Христа Твоего в хотящем породитися святым крещением от моего недостоинства..." (ქართულად ასე იქნება: "... და გამოსახე ქრისტე შნი, რომელსა ეგულების განახლებაი წმიდითა ნათლისღებითა ჩემ მიერ საწყალობელისა...").
კომენტარი: მოსანათლავი იბადება ახალი ცხოვრებისთვის სწორედ წმ. ნათლისღებით, ამიტომაც იწოდება ის "საბანელად მეორედ შობისა", თუნდაც ამ საიდუმლოს აღასრულებდეს უღირსი და საწყალობელი მღვდელმსახური. ნიკონიანურ წიგნებში ეს ადგილი "შესწორებულია": "Вообрази Христа Твоего в хотящем породитися моим окаянством".
კომენტარი: ტექსტმა ამ "შესწორების" შემდეგ მიიღო შემდეგი შინაარსი: მოსანათლავი ნათლობით კი არ იშვება, არამედ მღვდლის შეჩვენებულობით (моим окаянством). ე. ი. ადამიანის "მეორედ შობაში" ამ ტექსტის მიხედვით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონია არა თვით ნათლისღების საიდუმლოს მადლს, მის ძალმოსილებას, არამედ წყეულ, შეჩვენებულ მღვდელს, მის შეჩვენებულობას, საწყალობლობას, ამიტომაც ნიკონიანელი მღვდელმსახური იმას კი არ ევედრება ღმერთს ჩემნაირი უღირსის მეშვეობით "გამოსახე შენი ქრისტე მასზედ, რომელსა ეგულების განახლება წმიდა ნათლისღებითო", არამედ უფალს სთხოვს ჩემი უღირსობით და შეჩვენებულობით დაბადეო ადამიანი (იქვე. გვ. 27).
9. წმ. ეფრემ ასურელის ცნობილ ლოცვაში, "უფალო და მეუფეო..." რომელსაც ვკითხულობტ დიდ მარხვაში, ძველი წიგნებისა და ლოცვების მიხედვით უფალს ვევედრებით: "... дух уныния, небрежения, сребролюбия, празднословия отжени от мене" (ქართულად: "... სული უქმობისა, მიმომწვლილველობისა, ვერცხლისმოყვარეობისა და უქმადმოუბრობისა განდევნე ჩემგან").
კომენტარი: ძველრუსული სიტყვა "отжени" ნიშნავს "განდევნას" (შეად.: "Краткий церковно-
აი, როგორ განმარტავს ამ ადგილლს ნეტ. ამბა დოროთე (VII ს.): "ღმერთი მოვიდა და ჰკითხა მას (ადამს -
და როგორ დაისაჯა ადამი ამგვარი კადნიერებისა და მოუნანიებლობისთვის?
"ჰრქუა უფალმან ადამს ... წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა! მწუხარიებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისატა. ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევამდე შენდა მიწად, რომლისგანაც მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე" (შესაქმე. 3:17-
მსგავსი საქციელისთვის დაისაჯა ევაც (შესაქმე 3:13-
მაშ ვიკითხოთ, დიდ მარხვაში, როდესაც ყველა მართლმადიდებელი იმ შეგნებით მარხულობს, რომ ცოდვით დაეცა, მაგრამ მაცხოვრის განკაცებითა და ჯვარცმით გამოსყიდულია ცოდვის წყევისგან და უფლის კაცთმოყვარებითა და მადლით ღირს იქმნა მიახლებად "ხისა ცხორებისასა" (ე. ი. წმ. ევქარისტიისა), რას დაიმსახურებს ღვთისგან ის, ვინც იმის სანაცვლოდ, რომ "აღუარებდეს უფალს თავის ცოდვებს და მათგან განთავისუფლებას ევედრებოდეს მას", პირიქით, ადამივით თავს იმართლებს და, მეტიც, უფალს აბრალებს თავის მდგომარეობას და კადნიერად ესიტყვება "სული უქმობისა, მიმომწვლილველობისა, ვერცხლისმოყვარეობისა და უქმადმოუბრობისა არ მომცემ მეო" (Не даждь ми)? რა თქმა უნდა იმას, რაც შემცოდე ადამმა დაიმსახურა!
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "ასეთი ველური რწმენია, თითქოსდა ღმერთია ადამიანთა ცოდვილიანობის მიზეზი, ნამდვილად დამახასიათებელია ნიკონიანური "ღვთისმეტყველებისთვის". ასე, მაგალითად, წიგნში "Опыт христианского православного Катихизиса", რომელიც კიევის მიტროპოლიტმა ანტონიმ შეადგინა, სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის განმარტებაში წერია: "ღმერი, რომელმაც წინასწარ უწყის, რომ თითოეული ჩვენგანი ადამის თვითნებობის ზეგავლენის ქვეშაა, შობის ჟამს შემოგვარტყამს (შემოგვახვევს) ავადმყოფურ, მოკვდავ და დაცემულ ბუენბას, ანუ ბუნებას, რომელიც ცოდვილი მიდრეკილებებით არის მოწყლული" (Сербия. Изд. Первое. Стр. 38).
ლიტველი "მართლმადიდებელი" მიტროპოლიტი ელეფთერი კი აქედან ასკვნის, რომ ამგვარი რწმენის მიხედვით, "ადამიანთა ცოდვების მიზეზი ღმერთია" (Об искуплении. Париж. 1937 г., стр. 36 и 40). ალბათ, სწორედ ამგვარი რწმენის გამო გადააკეთეს ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" წმ. ეფრემ ასურელის ლოცვა ისე, რომ მლოცველნი ღმერთს ცოდვათაგან განთავისუფლებას კი არ ევედრებიან, არამედ იმას, რომ თვით ღმერთმა არ მისცეს მათ რაიმე უწმინდური სული, როგორც ამას ჩვენი დაბადების ჟამს "აკეთებს". მიტრპოლიტი ელეფთერი ადასტურებს, რომ ლათინობასაც ზუსტად ასევე სწამს (დაიმოწმეს "ავტორიტეტი"!!! -
ფრიად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნიკონიანური ეკლესია დღემდე არ ეშვება ამ "შესწორებას". ჩვენ ხელთა გვაქვს წმ. ეფრემ ასურელის ლოცვის ხერსონისა და ტავრიის "არქიეპისკოპოს" ინიკენტის კომენტარებით, სადაც ეს ლოცვა მოცემულია ძველი, ნიკონიანელ რეფორმატორთაგან "შესწორებული" ვარიანტით. ამ წინააღმდეგობებით აღსავსე "კომენტარში" "არქიეპისკოპოსი" ინოკენტი ერთგან, სხვათა შორის, წერს: "... არ მომცე მე" (Не даждь ми), ე. ი. თუ შენ ყოვლად ნეტარო, თავადვე არ ჩაკეტავ ჩემში ცოდვის უსაზღვრო უფსკრულს, ის ჩემი ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, ყოველთვის აღმოანთხევს ბილწ აზრებსა და საქმეთ და უწმინდურებით შებილწავს ჩემს სულსა და გულს" (поучения на св. Четыредесятницу. Из соч. Иннокентия архиеп. Херсонского и Таврического на молитву св. Ефрема Сирина "Господи и Владыко живота моего". Изд. Втор. Афонско св. Андреевского общежит. Скита. Изд. Е. Т. Кирилла Маринова. София. Болгария).