Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-
ისტორიულ-
შინაარსი
თავი 2
საღვთისმსახურებო წიგნების შესახებ
მორიგი ბრალდების მიხედვით, რომელსაც ახალმოწესეები ძველმართლმადიდებელთ უყენებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები "საღვთისმსახურებო წიგნებს ანიჭებენ "ბუკვალურ", უცვლელ მნიშვნელობას" (იხ. მაგ.: "ივერიის გაბრწყინება" № 4. 2000 წ. გვ. 8). რამდენად მართებულია ეს ბრალდება და რა მნიშვნელობა გააჩნიათ საღვთისმსახურებო წიგნებს ეკლესიაში?
უნდა აღინიშნოს, რომ გამოთქმა "საღვთისმსახურებო წიგნებს ანიჭებენ "ბუკვალურ მნიშვნელობას", მეტად ბუნდოვანია და არაზუსტი. ბუკვალური მნიშვნელობა შეიძლება მიანიჭო რაიმე გამონათქვამს და არა წიგნს. ამიტომაც უცნობია, რისი თქმა სურთ ოპონენტებს, როცა მსგავს ბრალდებებს გამოთქვამენ. შესაძლოა აქ საღვთისმსახურებო წიგნთა, ანუ ლიტურგიკულ ტექსტთა შინაარსის "ბუკვალურ", პირდაპირ, სიტყვა-
რაც შეეხება მათი შინაარსის "ბუკვალურ" გაგებას, უნდა ითქვას, რომ საღვთისმსახურებო წიგნების (კონდაკი, ჟამნი, თვენი, ტრიოდიონი, ზატიკი, ფსალმუნნი, სამოციქულო, სახარება, ლიტურგიარიონი და სხვა) წმიდა და საღმრთო ტექსტები შეიცავს მდიდარ საღმრთო-
ძველმორწმუნეები ახალმოწესე-
მეორეს მხრივ, ბრალდება, რომ ძველმართლმადიდებლები "საღვთისმსახურებო წიგნებს ანიჭებენ ბუკვალურ და უცვლელ მნიშვნელობას" ჩვენს ოპონენტთა არამართლმადიდებლურობას, არაორთოდოქსულობას და რეფორმატორულ სულისკვეთებას ამხელს. უკვე აღვნიშნეთ, რომ საღვთისმსახურებო წიგნებში გადმოცემულია საღმრთო და წმინდანთა ისტორიები, მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატური სწავლება, ხოლო რამდენად უცვლელი და უცთომელი უნდა იყოს საღმრთო ისტორიისა და წმინდანთა ცხოვრების ამსახველი ლიტურგიკული ტექსტები, ასევე მათში გადმოცემული დოგმატური სწავლება, ნათლად ჩანს შვიდივე მსოფლიო და მთელი რიგი ადგილობრივი კრებების საქმეებიდან და დადგენილებებიდან, ასევე წმიდა მამათა ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან და მათივე თხზულებებიდან.
"მაშინ, როდესაც არ იყო არც სასულიერო სემინარია, არც სასულიერო აკადემია, საღვთისმეტყველო ინსტიტუტები და თეოლოგიური ფაკულტეტები, ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნე ერი საღვთისმეტყველო განათლებას (ამ სიტყვის პირდაპირი და საუკეთესო გაგებით) ეკლესიის ამბიონიდან იღებდა. მათი ცოდნის, განათლების და, რაც მთავარია, რწმენის განმტკიცების წყარო ტროპარები, კონდაკები, სტიქარონები, დაუჯდომელნი, საგალობელნი, მჯდომარენი (Седален), პროლოგები და საკითხავი თვენი გახლდათ. ძველი გალობების ჰანგებზე იზრდებოდა მტკიცე და ურყევი ღვთისმოსაობა, მათზე დაყრდნობით გამომუშავდებოდა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, რომელიც ბუნდოვან ფილოსოფიურ თეორიებად კი არ რჩებოდა, არამედ განუხრელად ხორციელდებოდა ცხოვრებაში. მორწმუნენი ამ ლოცვებს აგროვებდნენ ვითარც "შროშანთა ველისათა" (მათე 6:28), აღიქვამდნენ მათ ღვთისმოშიშად, მათზე აგებდნენ თავიანთ ყოფასა და ცხოვრებას" (Иеромонах Киприан. "Взгляните на лилии полевые". Курс лекций по литургическому богословию. Свет Православия. Христианский собеседник. Изд. Макариев-
მაგრამ რეფორმატორულ სულისკვეთებას არ ესმის საეკლესიო საგალობელთა ენა, მისთვის ღვთისმსახურება უკვე აღარ გახლავთ წყარო ღვთისშემეცნებისა. არადა, სწორედ ღვთისმსახურებაშია დაფარული მთელი ჩვენი სიმდიდრე, სიმდიდრე მართლმადიდებლური სარწმუნოებისა.
სრულ სიმართლეს ბრძანებს ერთ-
მაშ, თუ ასეა, როგორ ან რაში უნდა დავადანაშაულოთ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანიმ, რომელიც ასე მოწიწებით ეპყრობა ეკლესიის ამ სიმდიდრეს, უფრთხის მის განიავებას და იცავს მას ყოველგვარი ცვლილებებისგან? იქნებ ოპონენტებმა გვიპასუხონ, რითი, რომელი სხვა წიგნით შეიძლება შეიცვალოს ისეთი საღვთისმსახურებო წიგნები, როგორიცაა, მაგალითად, დიდმარხვის ტრიოდიონი, ზატიკა, ოქტოიხი, თვენი, პროლოგი და მრავალი სხვა?
მართლმადიდებლური საღვთისმსახურებო წიგნები შეუცვლელია! მათი შეცვლა მართლმადიდებლობის ღალატია! იუდა ისკარიოტელისეული გამცემლობაა!
დიდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ძველმორწმუნე ქრისტეანთ, ნამდვილ ორთოდოქსთ, რომელთაც წმ. საღვთისმსახურებო წიგნები დღემდე უცვალებლად და შეურყვნელად რომ დაუცავთ და სირცხვილი მათ, ვინც ამგვარ გმირობას სამარცხვინოდ და საძრახისად თვლიან, ამით ხომ აშკარავდება მართლმადიდებლობის წმიდა სახელს ამოფარებული რეფორმატორულ-