შინაარსი
თავი 9
ნიკონიანური რეფორმების შედეგად დამკვიდრებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება და სწავლება
გ) მაცხოვრის სახელი იესუ
ცნობილია, რომ XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის რეფორმირებისას, პატრიარქმა ნიკონმა და მისმა თანაშემწე რეფორმატორებმა შეცვალეს მაცხოვრის სახელის დაწერილობა; თუ მანამდე სლავურ ტექსტებში მაცხოვრის სახელი იწერებოდა ერთი იოტათი - Iсус, რეფორმის პროცესში ეს შეცვალეს და მკაცრად დაამკვიდრეს მაცხოვრის სახელის ორი იოტათი დაწერის ჩვეულება, ანუ Иисус. უაღრესად საინტერესოა, თუ რის საფუძველზე არ აღიარებენ ნიკონიანელი რეფორმატორები ერთი იოტათი დაწერილ სახელს Iсус.
მაცხოვრის სახელი იესუ, რომელიც სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად იწერება და წარმოითქმის, ნიკონიანელთა მიერ დოგმატიზირებულია, როგორც ერთი ყველა ხალხისა და ერისთვის; კერძოდ, ის უნდა წარმოითქვას ისე, როგორც ამას ითხოვს ბერძნული ენის კანონები, ანუ როგორც - Иисус. რეფორმატორთა სწავლებით არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება სხვაგვარად იქნას წარმოთქმული მაცხოვრის სახელი, რამეთუ ახალმოწესე რუსი და ბერძენი "ბრძენკაცების" და "წმინდანების" სწავლებით - ამ სახელის ასოთა რიცხვში უდიდესი საიდუმლო ყოფილა ჩაქსოვილი.
მოსკოვის ზემოთხსენებული რეფორმატორული კრების მიერ გამოცემული წიგნი "კვერთხი" ("Жезл") განმარტავს: "ასეთია უტკბილესი სახელი იესუ (რუსულში - Иисус ან Iисус - არქიეპ. პ.), რომელიც მიგვიღია ელინური - იესუსგან" - სამნაწილოვანი სიტყვისგან, რომელიც აღნიშნავს მაცხოვარს ანგელოზის სიტყვისამებრ, რომელმაც ამცნო იოსებს ეს სახელი: "და უწოდებ მას სახელად იესუ (რუსულშია - Иисус - არქიეპ. პ.), რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან" (მათე 1:21). ხოლო თუ დაირღვა ეს სამნაწილევანობა, მას არ ექნება ეს შინაარსი; ამიტომაც, ჯერ არს ამ სახელის დაწერა სამნაწილოვანი სიტყვით" (დედანში: "Аще же не будет тресложно, не будет иметь того знаменования, убо подобает сие имя тресложно писани"). და კვლავ ორი საიდუმლო გამოიხატება ამ სახელში, ვინმე (!) ბრძენი კაცის მოწმობით (დედანში: "... по свидетельству некоего мужа премудра..."): პირველი ორი მარცვლით, რომელიც გამოიხატება ასოების I-ს და И-ს მეშვეობით, მინიშნებულია ღმრთის ძის განკაცება; ხოლო მესამე მარცვლით "сус" (ანუ სამ ასოვანი სიტყვით "сус") წარმოჩინდება სამება (დედანში: "...чрез третий паки слог треписьменный СУС является святая Троица..."). ამდენად, ერთი მარცვალიც რომ მოაკლდეს (ამ სიტყვას - არქიეპ. პ.), დაირღვევა მისი საიდუმლო მნიშვნელობა: ამიტომაც, ჯერ არს, ამ სიტყვას ვწერდეთ სამნაწილოვანი (ანუ სამმარცვლოვანი) გამოთქმით" (იხ. Св. Димитрий митрополит Ростовский. "Розыск". Ч. I, гл. 15. Л. 18. იხ. ასევე: Никифор, архиепископ Астраханский. Ответы. Гл. 7). ორივე ეს წიგნი გამოცემულია და ნაკურთხია მმართველი სინოდის მიერ და მთელი ახალმოწესეობრივ-ნიკონიანური ეკლესიის რწმენის გამომხატველია" (ციტ. Ф. Е. Мельников. "Краткая история древлеправославной (старообрядческой) Церкви. 1999 г., стр. 85-86).
მაგრამ, ყველა სხვა ენაზე (მაგალითად, ასურულზე, აბისინიურზე, ჩინურზე, იაპონურზე, ებრაულზე (ანუ იმაზე, რომელზეც ახარა ანგელოზმა იოსებს), და კიდევ სხვა მრავალ ენაზე წარმოთქმული უფლის სახელი მოკლებულია ამ "უმთავრეს" და "უდიდეს საიდუმლო მნიშვნელობას", და ეს ხალხები ამის გამო ყოფილან მწვალებლები და დაწყეევლილები (ასეთია ნიკონიანელ რეფორმატორთა სწავლებიდან და კრებითი განჩინებიდან გამომდინარე ლოგიკური დასკვნები).
***
მაგრამ, მაცხოვრის სახელის ძველებური, რეფორმამდელი დაწერილობის უარყოფის ამაზე უფრო უაზრო მიზეზიც არსებობს. ნიკონიანელი მიტროპოლიტი დიმიტრი როსტოველი თავის წიგნში "Розыск" წერს: "... ხოლო რუსულ ენაში, "რასკოლნიკები" მხოლოდ ორი მარცვლით (რუს.: суллябы...) წერენ IС ( და არა IИС - არქიეპ. პ.), რითაც არ აღიარებენ (?) მაცხოვარს (ალბათ, ზემოთ განმარტებული სწავლების მიხედვით - არქიეპ. პ.), რომელიც არის ჩვენი სულების მკურნალი, ... ჭეშმარიტ იესუს (IИС) და მაცხოვარს კი არ აღიარებენ ისინი, არამედ ვიღაც ყურისტოლა IС-უსს, ("... не истинного бо IИС-а Спасителя и исцелителя исповедуют, но некоего равноухого IС-а). (იქვე).
მსგავსადვე წერია ნიკონიანელთა მიერ კრებითად მიღებულ და დამტკიცებულ წიგნში "Пращица" ("შურდული"): ("ერთი იოტათი დაწერილი სახელი IС არ აღნიშნავს მაცხოვარს, არამედ ყურისტოლა (равноухого) IС-უსს".
მაინც, რას ეყრდნობიან ნიკონიანელი რეფორმატორები, "Розыск"-ისა და "Пращица"-ს ავტორები, როდესაც ასეთი თავგამოდებით უარყოფენ ერთი იოტათი დაწერილ სახელს Iсус-ს და ვინმე "რავნოუხის" საფერ სახელად მიიჩნევენ მას და არა მაცხოვრისად? ისინი წერენ: "ჯერ არს (მაცხოვრის) სახელი დავწეროთ სამნაწილედად IИСУС და არა ორნაწილედად IС, რამეთუ ბერძნული ენის მიხედვით, უდიდესი განსხვავებაა მათ შორის. მათში (ე. ი. ბერძნებში - არქიეპ. პ.) ИСОС ჩვენებურად (ანუ რუსულად - არქიეპ. პ.) ნიშნავს "ტოლს" (равный), ხოლო УС მათივე (ე. ი. ბერძნებისავე - არქიეპ. პ.) ენაზე ნიშნავს "ყურს", და თუ ამ ორ გამონათქვამს შევაერთებთ, მივიღებთ IСУС-ს, ანუ ამ ე. წ. "ყურისტოლას" (ანუ "რავნოუხის").
ამ "სიბრძნის" ავტორებს როგორც ჩანს არ ესმოდათ, რომ სახელი იესუ ებრაული წარმოშობისაა და არა ელინურის (ანუ ბერძნულის).
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.) ბრძანებს: "იესუ არა ბერძნულითა ენითა არს, არამედ ებრაულითა, რომელ ესე მაცხოარ ითარგმნების; ხოლო მაცხოვარ ეწოდა, რამეთუ აცხოვნა ერი თვისი და სახელი ესე არ საცნაურ იყო ჰურიათა" (წმ. იოანე ოქროპირი. "თარგმანებაი მათეს სახრებისაი". წიგნი I. თბილისი 1996 წ. გვ. 37).
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის (XI ს.) თქმით: "... სახელი იესუ არის არა ბერძნული, არამედ ებრაული. ბერძნულად კი ის ნიშნავს მაცხოვარს" (благовестник или толкование блаж. Феофилакта архиеп. Болгарского на св. Евангелие. Часть первая. Евангелие от Матфея. Изд. Виорое. Казань. 1875. С. 43).
ეკლესიის ერთ-ერთი ავტორიტეტული ეგზეგეტი ექვთიმე ზიგაბენიც (XII ს.) ადასტურებს, რომ "სახელი იესუ - ებრაულია და ნიშნავს მაცხოვარს" (Толкование Евангелия от Матфея и толкование Евангелия от Иоанна, составленные по древным святоотеческим толкованиям византийским, XII века ученым монахом Евфимием Зигабеном. Перевод с греческого. Санкт-Петербург. 2000 г, Стр. 7).
არ უყარყოფენ ამ ჭეშმარიტებას არც ცალკეული ახალმოწესეები. მაგალითად, ახალმოწესე (ნიკონიანელი) მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო საკვირაო და სადღესასწაულო სახარებათ განმარტებებში წერს, რომ "სახელი იესუ არის კერძო სახელი, ებრაულად - იეშუა, და ნიშნავს "ღმერთ-მაცხოვარს" ან უბრალოდ, "მაცხოვარს" (Священник Григорий Дьяченко - Объяснения воскресных и праздничных Евангелий всего года, читаемых на литургиях и всенощных бдениях, с подробными догматическими и нравственными выводами. Часть первая. Изд. Сретенского монастыря. 1997 г., стр. 351).
ხოლო ა. პ. ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაში ნათქვმაი, რომ იესუ არის ებრაული სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან "იეშუა" ან (ბაბილონის ტყვეობამდე) "იეღოშუა"-დან და ნიშნავს მაცხოვარს, ღმერთს. ეს სიტყვა ჩვეული იყო ებრაელებში" (Толковая Библия или коментарии на все книги Св. Писания Ветх. И Нов. Завета. Кн. 3. Новый Завет. Петербург. 1911-1913. Репринт. Стокгольм. 1987 г., стр. 30).
მაგალითების დამოწმება და იმაში დარწმუნება, რომ სახელი იესუ (Iсус) ებრაულია და არა ელინური (ან ბერძნული), უხვად შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია.
ამრიგად, ახალმოწესე (ნიკონიანელ) რეფორმატორთა არგუმენტაცია საფუძველშივე მცდარია და შეიცავს უდიდეს სიცრუეს, თითქოსდა მაცხოვრის სახელი Iисус ელინური იყოს და ბერძნულ ენაზე უდიდესი დოგმატური სწავლების საიდუმლოს გამოხატავდეს. ელემენტარული ლოგიკის თანახმად, თუ უეჭველია, რომ მაცხოვრის სახელი Iсус (ან Исус) ყოფილა (როგორც წმიდა მამები გვასწავლიან) არა ბერძნული, არამედ ებრაული, მისი შინაარსის წაკითხვა ბერძნულად ყოვლად უსაფუძვლო და ცთომილია.
ასევე შეცდომაა ამავე ენაზე სახელ "იესუ"-ში თითქოსდა რაღაც დოგმატური სწავლების მონიშნება, ხოლო ერთი იოტათი დაწერილი მაცხოვრის სახელის "Iсус" ბერძნული ენის საფუძველზე განქიქება და მისი "ყურისტოლად" შერაცხვა, ყოვლად დაუსაბუთებელი და გაუგონარი მკრეხელობაა!
ახალმოწესეთა მტკიცება ვერც სხვა მხრივ უძლებს კრიტიკას. ისინი ამბობენ, რომ სიტყვების ИСОС და УС-ის ერთად შეკრების შემთხვევაში თითქოსდა ვღებულობდეთ სიტყვა "ყურისტოლას", ანუ ИСОСУС და რანაირად გამოდის აქედან Iсус ყოვლად გაუგებარია, რამეთუ Iсос და Ус შედგება სამი მარცვლისგან (Iс + ос + ус), ხოლო ასეთი სამმარცვლიანი სიტყვა ვერანაირად წარმოქმნის ორმარცვლიან Iс + ус-ს. ცხადია, რომ ორმარცვლიანი სიტყვა, ყოვლად შეუძლებელია იყოს სამმარცვლიანის აღმნიშვნელი. ამას მოწმობს თვით "Пращица"-ც: "Убо двоесложное имя, тресложного речения знаменования не носит".
რაც შეეხება სახელ Iсус-ის დაწერილობას ბერძნულ ენაზე ქრისტეს ორბუნებოვნებისა (რაზეც მიანიშნებს თურმე "Жезл"-ისა და სხვა ახალმოწესე "ავტორიეტეტების" სწავლებით ორი "ი" - Iи) და ყოვლადწმიდა სამების დოგმატის აღსარება (რაზეც მიანიშნებს ვითომცდა ბოლო სამი ასო " сус"), იგი იმდენად აბსურდულია, რომ ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას.
ჯერ ერთი, არც ერთი წმიდა მამა ამგვარ რამეს არ ასწავლის (ეს ბუნებრივიცაა, რადგან არც ერთი მათგანი არ მიიჩნევს, რომ მაცხოვრის სახელი მომდინარეობდეს ბერძნულიდან, არამედ წერენ, რომ ის მომდინარეობს ებრაულიდანბ. წმ. იოანე ოქროპირი კი ერთგვარად, მომავალ ახალმოწესე ერეტიკოსთა საყურადღებოდ, ხაზს უსვამს, რომ სახელი იესუ ბერძნული კი არა, - ებრაულია (იხ. ზემოთ).
მეორეც, თუ დაითვლით ასოებს, ამ ვითომ "ბერძნულ" სიტყვაში Iисус, ნახავთ, რომ ასოთა რაოდენობა ხუთია. აქედან (ახალმოწესე რეფორმატორთა სწავლებით) პირველი ორი ერთი და იგივე ასო (I და И) მაცხოვრის ორბუნებოვნებაზე მიანიშნებს, ხოლო ბოლო სამი СУС ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოს აღნიშნავს. ამიტომაც ოთხი ასოსგან შემდგარი IСУС, მათი აზრით, ვერანაირად ვერ გამოხატავს ამ სწავლებას. მაგრამ აქ იბადება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი კითხვა: თუ მაცხოვრის სახელის დაწერილობაზე, მის ხუთ ასოში (Iисус) ასეთი დოგმატი გამოიხატება, ცხადია, ის სხვა ენებზეც უნდა იმეორებდეს ამ სწავლებას.
ქართულად მაცხოვრის სახელში "იესუ" გვაქვს ოთხი ასო და არა ხუთი (უფრო ძველ ვერსებში "ისუ"-ა).
არაბულად სახელი იესუ წარმოითქმის ასე - "იიშუ".
ასურულად მაცხოვრის სახელი არის "იეშუ".
სერბულად მაცხოვრის სახელი იწერება ოთხი ასოთი Iсус.
ხორვატულადაც ასე - Isus იწერება.
და ყველგან ასოთა რაოდენობა ან ოთხია ან ხუთი და მეტიც. ხოლო თვით ბერძნულში მაცხოვრის სახელი იესუ ექვსი ასოთი იწერება - Ἰησους ( В. Г. Усов. Об имени Исус).
მაშ, თუკი ახალმოწესე რეფორმატორები მართლები არიან, მაშინ, ჩვენ, ქართველები, ოდითგანვე ერეტიკოსები ვყოფილვართ, ჩვენ წმინდანებს კი არ ცოდნიათ, როგორ უნდა დაიწეროს მაცხოვრის სახელი იესუ, რამეთუ ოთხ ასოში ("იესუ") ვერანაირად ვერ გამოვხატავთ მაცხოვრის ორბუნებოვნებისა და ღმრთის სამპიროვნების უძირითადეს დოგმატს, რომელიც, ნიკონიანელთა თქმით, მაცხოვრის ხუთ ასოში (Iи და сус) არის გამოხატული (ხოლო ოთხი ასოსგან შედგენილი მაცხოვრის სახელი (Iсус) არ გამოხატავს ამ დოგმატს. ამიტომ, ის "არაფრისმთქმელ" და "ყურისტოლა" სადარ ტერმინად შეურაცხავთ.
***
ახლა ვნახოთ შეიცავს თუ არა ეს ნიკონიანური სწავლება კიდევ რაიმე წინააღმდეგობას?
დიახ, შეიცავს და, უპირველეს ყოვლისა, ეს წინააღმდეგო ნიკონიანურ ხატმწერლობაში გამოიხატება. ზემოთ ხსენებული მოძღვრების მიხედვით, ახალმოწესე ხატმწერები მაცხოვრის ხატებზე ტიტლოსს ამ სწავლების შესაბამისად წერენ IИС ХС (იხ. ხატი ქვემოთ).
ეს კი ხსენებული სწავლების შეუსაბამოა, რამეთუ თუკი პირველი ორი ასო I და И ქრისტეს ორბუნებოვნებას გამოხატავს, ხოლო ბოლო სამიСУС წმ. სამებას, მაშინ მაცხოვრის ხატებზე ან უნდა იწერებოდეს ორი იოტა (I და И) ქრისტეს ორბუნებოვნების აღსანიშნავად), ან მთლიანად IИСУС ორივე დოგმატის გამოსახატავად. ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ ახლავს ორ იოტას IИ-ს მხოლოდ ერთი С (იხ. ზემოთ ხატზე). ან რატომ არის ხატების უმრავლესობაზე მხოლოდ ერთი იოტა I და ერთი С. ამ შემთხვევაში რას გამოხატავენ ისინი? (იხ. ქვემოთ ხატი).
ხატი: "უფალი ყოვლისმპყრობელი" 1685 წ.
"არქიმანდრიტი" რაფაელი წერს, თითქოსდა "სტაროვერები" სრულიად უსაფუძვლოდ საყვედურობენ ახალმოწესეთა ეკლესიას, რომ მათ შეცვალეს მაცხოვრის სახელის დაწერილობა; რომ მოციქულ ბარნაბას ეპისტოლეში (I ს.) "იესო" ორი იოტათი უწერიათ. ამასთან მოცემულია თითოეული "იოტას" რიცხობრივი ინტერპრეტაცია. ასევე, ორი იოტათი იწერება მაცხოვრის სახელი კლიმენტი იერუსალიმელთან და სხვა ავტორებთან. სლავურ ენაზე შემონახულ უძველეს წიგნში "ოსტრომირის სახარება" მაცხოვრის სახელი ორივენაირად იწერება (არქ. რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე").
მაგრამ, "ჩემი შენ გითხარიო", სწორედ ამაზეა ნათქვამი! "არქიმანდრიტი" საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოსდა პრობლემა სახელ "იესუს" გრაფიკულ გამოხატულებაში მდგომარეობდეს და არა იმაში, რასაც ზემოთ ხსენებული რეფორმატორები კრებით დადგენილებებსა და კრებითად მიღებულ და მოწონებულ სახელმძღვანელო წიგნებში წერენ.
ძველმორწმუნენი იოტათა რაოდენობას იმდენად არ აღუშფოთებია, რამდენადაც რეფორმატორთა მიერ წარმოდგენილ "დოგმატურ" შინაარსს, რომელიც ვითომცდა ამ ხუთასოვან სახელში იკითხება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სრულებითაც არ არის საინტერესო ის, თუ რამდენი იოტათი იწერება ეს სახელი სხვა ენებზე. სხვათა შორის, რუს ძველმორწმუნეებს არც არასოდეს ჰქონიათ რაიმე დავა ამის გამო. ცხადია, აქედან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია მოცემული საკითხის გასარკვევად იმის მოხმობა, თუ რამდენი იოტათი წერდნენ სახელ "იესუ"-ს. წმ. მამები (გამომდინარე მათი ეროვნული ენის თავისებურებებიდან), რომლებსაც თავისი "არგუმენტაციის" გასაძლიერებლად იყენებს ოპონენტი.
"არქიმანდრიტი" ორი იოტათი დაწერილი სახელის (Iисус) სასარგებლოდ იმოწმებს ე. წ. "ოსტრომირის სახარებას", რომელიც სლავურ ენაზე შემონახული უძველესი წიგნია და რომელშიც, მისივე თქმით, "მაცხოვრის სახელი ორივენაირად იწერება". ეს მართლაც ასეა, და "ოსტრომირის სახარებად" წოდებულ ძეგლში, რომელსაც XI ს.-ეს განაკუთვნებენ და, რომელიც მეცნიერებისთვის მხოლოდ XVIII ს.-ში გახდა ცნობილი, მაცხოვრის სახელი ორივენაირად იწერება, მაგრამ რა გზა განვლო ამ ხელნაწერმა XI ს.-დან XVIII ს.-მდე? როგორ მოხდა, რომ ერთსა და იმავე ძეგლში ერთი და იგივე სახელი ერთი და იგივე გადამწერის მიერ (თუ ეს ასეა) სხვადასხვაგვარად არის დაწერილი - არავინ ხსნის.
ორი იოტათი მაცხოვრის სახელის დაწერა სლავური საეკლესიო ტრადიცია რომ ყოფილიყო "ოსტრომირის სახარების" გარდა უზარმაზარ საეკლესიო სლავურ ლიტერატურაში ამის მამტკიცებელი უამრავი მასალა გვექნებოდა, მაგრამ საქმე პირიქითაა. უძველესი სლავური საეკლესიო ძეგლები ერთი იოტათი დაწერილ სახელ Iсус-ს ადასტურებენ და არსად არ ჩანს, რომ სლავურ საეკლესიო ტრადიციას ოდესმე შეეწყნარებინოს ორი იოტათი დაწერილი მაცხოვრის სახელი (Iисус).
***
საზოგადოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ენიდან მეორეზე სახელის გადატანისას დიდი ყურადღება ექცევა არა მარტო გამოთქმათა მაქსიმალურ იდენტურობას, არამედ ორივე ენის ფონეტიკურ თავისებურებებს, ლიტერატურულ ტრადიციებს და სხვა. საეკლესიო სლავური ენის გარამატიკის სახელმძღვანელოში კარგად არის განმარტებული "იოტას" - (i) მართლწერის საკითხები სლავურ ენაში. ასე, მაგალითად, მღვდელ კრილოვის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში განმარტებულია, რომ i რუსულის მსგავსად იწყება, როგორც ხმოვნისა და თანხმოვნის წინაშე, ასევე იმ უცხო სიტყვებშიც, რომელიც სლავურ ენაშია დამკვიდრებული. მაგალითად, i-ს მართლწერისა და წარმოთქმის შესახებ წერს: "ასო i იწერება: ა) ხმოვნების წინ; ბ) თანხმოვნების წინ უცხო სიტყვებში" (Грам. Цернк. Слав. Яз. С 5. ციტ. იქვე (მელნიკოვი)). რადგანაც ქრისტეს სახელი - ეს არის უცხო სიტყვა, სლავურ-რუსული დიალექტის გრამატიკის კანონების შესაბამისად ის სლავური ალფავიტის მეათე ასო I-თიუნდა იწერებოდეს, რომლის შემდეგ მოდის თანხმოვანი. ასე წერენ კიდევაც ძველმორწმუნენი. მათი მართლწერა მაცხოვრის სახელის Iсус სრულ თანხმობაშია სლავური ენის გრამატიკის კანონზომიერებებთან.
დაბოლოს, ზედმეტი არ იქნება გამცნოთ კიდევ ერთი უმთავრესი და უძველესი არგუმენტი, რომელიც მეათე ასოს - I-ს მნიშვნელობაზე მიუთითებს. ძველ პერიოდში სლავური ალფავიტის მეათე ასო i თავდაპირველად არ გამოიყენებოდა ხმოვნის წინ (როგორც ეს არის მაგალითად, ნიკონიანურ Iисус-ში - არქიეპ. პ.), არამედ, გამოიყენებოდა მყარი ხმოვნების შესარბილებლად (იხ. Практ. Слов. Грам.Водовозова, стр. 7. Изд. "Брон. Про", стр. 25 об., Цит. В. Г. Усов. "Об имени Исус", часть II). ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანწილად ჰფენს ნათელს განსახილველ საკითხს.
სახელ Исус-ის მოწინააღმდეგეებს სხვა გზა არა აქვთ, გარდა იმისა, აღიარონ საკუთარი ცთომილება ამ საკითხშიც.
მეტი სიცხადისთვის და დამოწმებული არგუმენტის დასამტკიცებლად ყურადღება მივაქციოთ იმ განმარტებას, რომ მეათე ასო I ძველ სლავურში გამოიყენებოდა "მყარი ხმოვნების შესარბილებლად", ხოლო საეკლესიო სლავურში მყარი ხმოვნებია: а, о, у, ы. მაშასადამე, ძველ დროში ხმოვანი i გამოიყენებოდა მხოლოდ ამ ასოების წინ. მაშინ, როდესაც, მერვე ასო и რბილი ხმოვანია და, შესაბამისად, მეათე i-ს გამოყენება მერვე რბილი ხმოვნის (и-ს) წინ ძველ სლავურში შეუძლებელი იყო. ასე, რომ სახელ Iсус-ის დაწერილობა და გამოთქმა ყველაზე უძველესია" (ვ. გ. უსოვი. იქვე).
"ამგვარად, მაცხოვრის სახელის ჩვენი დაწერილობა და გამოთქმა მართებულია ყოველმხრივ. კერძოდ კი, როგორც საეკლესიო სწავლების, ასევე საეკლესიო-სლავური ენის გრამატიკის კანონთა თვალსაზრისით. ნიკონიანელი ე. წ. "მართლმადიდებლები" მართლები არ არიან ზემოთ განხილული საკითხის არც ერთ პუნქტში. მათი კონფესია მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს მხოლოდ თვითნებობით ან, პირდაპირ რომ ვთქვათ, სიცრუითა და სიყალბით.
ცხადია, რომ მათ შესცოდეს ძველი ეკლესიის ჭეშმარიტების წინააღმდეგ და კრებითად განამტკიცეს მაცხოვრის უწმიდესი სახელის შეურაცხყოფა და თავიანთი უკეთური ტყუილი.
ისინი არ მოერიდნენ უძველესი სიწმიდეების, სასწაულთმოქმედი ხატების შერყვნასა და გადაკეთებასაც კი, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათზე გამოსახული ყოფილიყო არა სწორი სახელი "იესუ" (Iсус), არამედ სლავურისთვის უცნობი და არაბუნებრივი ბერძნულის კალკი Iисус. ასე გადააკეთეს, მაგალითად, მათ წარწერა IС მაცხოვრის სასწაულთმოქმედ ხატზე, რომელიც იმყოფებოდა მოსკოვში, კრემლის მაცხოვრის სახელობის კოშკში" (Записки по народным беседам о Символе Веры. Стр. 30, в прим. ციტ. იქვე).
***
ამ საკითხს კიდევ უფრო მეტ ნათელს ჰფენს ძველმოწესე მკვლევარი დიაკვანი ვალერი ტიმოფეევი. თავის პუბლიკაციაში "მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო" (Диакон Валерий Тимофеев. Разсуждение о древнем и новообрядческом текстах Символа Веры. "Остров Веры" - Православный журнал для семейного чтения. http://www.miass.ru/news/ostrov_very/index.php?id=10&text=129).
"მაცხოვრის სახელის დაწერილობის წმმ. კირილე და მეთოდესგან მომდინარე ტრადიციის გასარკვევად, - წერს დიაკვანი ვალერი, - მივმართოთ სლავური დამწერლობის უძველეს ძეგლებს. ცხადია, რომ ტექსტუალური მასალის სიდიდის გამო წინამდებარე ნაშრომში ყველა მაგალითის დამოწმებას ვერ შევძლებთ. ამიტომ, იძულებულნი ვართ მცირედით შემოვიფარგლოთ.
როგორც ცნობილია, სლავებს ორი ანბანი აქვთ - გლაგოლიცა და კირილიცა. ძველი ანბანის მკვლევართა უმეტესობა უძველესად გლაგოლიცას მიიჩნევს, მითუმეტეს, რომ "გლაგოლიცურ ძეგლებში ასახულია სლავური ენის უფრო ძველი აგებულება, ვიდრე იმ ძეგლებში, რომლებიც კირილიცათია დაწერილი; ეს ეხება როგორც ხმოვან სისტემას, ასევე მის გრამატიკულ აგებულებასაც" (61. С. 30).
1. ზოგრაფის სახარებაში (X-XI სს. მიჯნა), რომელიც ათონის ზოგრაფის მონასტერშია ნაპოვნი, მაცხოვრის სახელის ტიტლოსი მოცემულია მხოლოდ ასეთი სახით: I(су)съ – I(су)сомъ; И(су)съ – И(су)сви.
2. XI მარიანულ სახარებაში (Codex Marianus), რომელიც ათონის წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში აღმოაჩინეს, ჩვენ ვხედავთ ზოგრაფის სახარების იდენტურ დაწერილობებს: И(су)съ и I(су)съ.
3. XI ს. ასსემანის სახარებაში, რომელიც იერუსალიმში აღმოაჩინა სლავისტმა ასსემანიმ, მაცხოვრის სახელის დაწერილობა მოცემულია მხოლოდ И(сус)съ-ის ტიტლოსური ფორმით.
4. XI ს. ოხრიდის გლაგოლისტურ ფურცლებში, რომელიც დასავლეთ-მაკედონიურ ქალაქ ოხრიდში იპოვეს და რომელიც წარმოადგენს იოანეს სახარების მონაკვეთებს, გვხვდება მხოლოდ ფორმები: И(су)съ и I(су)съ.
ამგვარად, სრულიად ცხადი ხდება, რომ გამონაკლისის გარეშე, X-XI სს. ყველა გლაგოლური ძეგლი, კერძოდ ზოგრაფის სახარება (304 ფურცელი), მარიანული (173 ფურცელი), ასემანისა (158) და ოხრიდის გლაგოლური ფურცლები გვაძლევენ მაცხოვრის სახელის მხოლოდ შემდეგ დაწერილობებს: Исоусъ (ტიტლოსით) ან Iсоусъ. თანაც, აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ძველსლავური სახარებები, როგორც ამას დეტალური გამოკვლევები ცხადყოფენ, განეკუთვნებიან პირველ, ძირეულ სლავურ რედაქციას - კირილე-მეთოდესეულ თარგმანს, რომელიც IX საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული (См.: 46. С. 75).
ახლა კი მივმართოთ კირილიცულ წერილობით ძეგლებს:
1. კირილიცათი შესრულებულ უძველეს წერილობითი ძეგლს წარმოადგენს X-XI სს. აპრაკოსული სახარება, რომელსაც "საბას წიგნი" ("Саввина книга") ეწოდება.
ამ ხელნაწერის დათვალიერება ადვილად გვარწმუნებს, რომ "საბას წიგნმა" იცის მხოლოდ I(су)съ და I(су)с. სხვათა შორის, უნდა შევნიშნოთ, რომ ძველსლავური ენის ერთ ერთი უდიდესი სპეციალისტი, გ. ა. ხაბურგაევი, როდესაც X-XI სს. დასაწყისის სლავურ ხელნაწერებში გადმოცემულ კერძო სახელთა დაწერილობაზე ლაპარაკობს, მაცხოვრის სახელი მოჰყავს მხოლოდ ამგვარი დაწერილობით: "Исоусъ" ან "Исъ" (ტიტლოსით) (См.: 61. С. 148).
2. გალიჩის სახარებაში (1114 წ.), რომელიც სპეციალისტთა აღიარებით პირდაპირ IX ს. მეორე ნახევრის თარგმანებთან არის დაკავშირებული (46. С. 75), წარმოდგენილია მხოლოდ ფორმა И(су)съ ან I(су)съ ტიტლოსით ან კიდევ Исусъ ტიტლოსის გარეშე.
3. იმ სახარებებს თუ გამოვიკვლევთ, რომლებიც განეკუთვნებიან სლავური ენის საფუძველზე გადამუშავებულ რუსულ რედაქციებს, კერძოდ, მსტისლავის სახარებას (XI ს. დასასრული - XII დასაწყისი) და დობრილოვოს სახარებას (1164 წ.), ადვილად შევნიშნავთ, რომ მსტისლავის სახარება (2) და დობრილოვოს სახარებაც (36) მხოლოდ ტიტლოსიან Iсоусъ ცნობენ.
მაგალითების დამოწმება უხვად შეგვიძლია, თუმცა, დამოწმებული მასალაც საკმარისია იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ დაწერილობა iсъ (iсоусъ) ან исъ (исоусъ) სათავეს სლავური დამწერლობის უძველესი ძეგლებიდან იღებს, რომლებიც, თავის მხრივ, განეკუთვნებიან კირილესა და მეთოდეს თარგმანებს, ამგვარი უცვლელი სახით მტკიცედ დამკვიდრდა რუსულ ნიადაგზე და ენის წერილობითი და ფონეტიკური ნორმა გახდა.
ამ თვალსაზრისით საინტერსოა XVI ს. დედა-ენებისა და ლექსიკონების კრებული - მათში ლიტერატურულ ნორმად გამყარებულია მაცხოვრის სახელის სწორედ ეს უძველესი დაწერილობა - iсоусъ (ძველ სლავურში - оу არის დიფთონგი და იკითხება როგორც "უ" (у) -არქიეპ. პ.). ასე, მაგალითად, მხცოვან ბასიანე კოშკას მიერ შედგენილი კრებულის ლექსიკონში (XVI ს. შუა წლები) 35-ე ფურცლის მეორე მხარეს, ასევე XVI ს. ანბანში (ქაღალდზე - 1589–1594 წწ.) მოცემულია მხოლოდ ზემოთდამოწმებული სახის დაწერილობა (См.: 45. С.264. №61; С.284. №250, 251).
პირველ სლავურ ბეჭდვით გამოცემებში, რომლებიც პირველ სლავ გამომცემელს ფ. სკორინას ეკუთვნის (1525 წ.) ყველგან მოცემულია მხოლოდ Iсъ, ოღონდ რატომღაც მახვილით პირველ მარცვალზე.
მოკლედ, ზემოთთქმულს თუ შევაჯამებთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მაცხოვრის სახელის დაწერილობის თავწყაროს წარმოადგენენ წმმ. კირილესა და მეთოდეს თარგმანები და ნიკონის რეფორმამდე აღიარებული იყო როგორც ლიტერატურული და ორთოგრაფიული ნორმა არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა სლავ ერებს შორისაც.
ახალმოწესეობრივი დაწერილობის (Iисус ან Иисус) აპოლოგეტები ხშირად ეყრდნობიან იმას, რომ ის თითქოსდა მოიპოვება სლავური დამწერლობის ზოგიერთ ძველ ნიმუშში და დასტურად ოსტრომირის სახარებას (1056-1057 წწ.), სვიატოსლავის კრებულს (1076 წ.) და ზოგიერთ სხვა ძეგლსაც ასახელებენ. მაგრამ, მოდი, ბოლოს და ბოლოს, გავარკვიოთ ჭეშმარიტება ამ საკითხშიც.
საქმის ფაქტობრივი მდგომარეობა კი ისეთია, რომ ნიკონის დროს შემოტანილი და დღემდე ახალმოწესეობრივ ეკლესიაში დაცული მაცხოვრის სახელის დაწერილობა არ გვხვდება სლავური დამწერლობის არც ერთ ძეგლში. იქ ზოგჯერ გვხვდება Иiсусъ და არა Iисус რაც სულაც არ არის ერთი და იგივე. მათ შორის ტოლობის ნიშნის დადება შეუძლია მხოლოდ ფილოლოგიაში სრულიად უმეცარ ადამიანს.
გარდა ამისა, ტექსტებში, სადაც გვხვდება Иiсъ, მას არსად, არცერთ ძეგლში არ უპყრია მონოპოლიური ადგილი, არამედ ყოველთვის გხვდება ძველსლავურ ფორმასთან Iсъ (Исъ) ერთად. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი.
ყველაზე ხშირად იმოწმებენ ოსტრომირის სახარებას, რომელიც 1056-1057 წლებში ნოვგოროდელ თავად ოსტრომირისთვის გადაწერეს. ის შედგება 294 ფურცლისგან და მასში შეინიშნება შემდეგი: ტექსტის ზოგიერთ ნაწილში ჭარბობს გამოსახულება ტიტლოსით Iс (ვარიანტი: Исъ), სხვა ნაწილებში კი - Иiсъ. მაგალითად, მეექვსე ფურცელზე და მის მეორე მხარეს Iс-ისა და Иiсъ-ის შესატყვისობა პროცენტებში რომ გავმოხატოთ, შეესაბამება, როგორც 80% - 20%-ს.
"И ОУЗЬРЕ IСА ИДУЩА; И ПО IСЕ ИДОСТА; ОБРАЩЬ ЖЕ СЯ IС; И ПРИВЕДЕ И КЪ ИIСВИ; IС РЕЧЕ" (იოანე. 35–43); ხოლო ფურცლებზე 29-32 მეორე მხარე (იოანე 4:5-42) გვხვდება მხოლოდ Иiсъ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მსტისლავის სახარებაში, ამავე მონაკვეთზე ყველგან მოცემულია მხოლოდ Iсъ.
როგორ ავხსნათ მაცხოვრის სახელის ამგვარი ორმაგი დაწერილობა ოსტრომირის სახარებაში, როდესაც ტექსტის ერთ სივრცეში მოცემულია მაცხოვრის სახელის ორგვარი დაწერილობანი: Iсъ და Иiсъ?
პასუხი მდგომარეობს შემდეგში. ძველრუსული ტექსტების მკვლევარი ბ. ი. ოსიპოვი (* სქოლიო)
___________________
* სქოლიო: ბორის ივანეს ძე ოსიპოვი. რუსი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
___________________
წერს: "როგორც ცნობილია, ნ. მ. კარინსკიმ (* სქოლიო) დაამტკიცა, რომ ამ სახარებაში მოცემულია ყველაზე უმცირესი სამი (თუ არა ოთხი) ხელწერა, რომელთაგან, სხვათა შორის, ტექსტის მნიშვნელოვანი მონაკვეთები დაწერილია მხოლოდ ორი ხელწერით: პირველი ეს არის ფურცლები 2–24 და ოქროს სათაურები, გარდა სათაურებისა, რომლებიც მოცემულია 21–40 გვერდებზე და 131–154 გვერდებზე. მეორე ხელწერა კი ეკუთვნის დიაკვან გრიგორის: 25-ე ფურცლიდან ბოლომდე, ოქროს სათაურებისა და მახარობელთა გამოსახულებებზე გაკეთებული წარწერების გამოკლებით (52. С. 58).
__________
* სქოლიო: ნიკოლოზ მიხეილის ძე კარინსკი (1873-1935). რუსი ფილოლოგ-სლავისტი, პალეოგრაფი, დიალექტოლოგი. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1921-125 წლებში), ენათმეცნიერების დოქტორი (1934).
__________
ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ მაცხოვრის სახელების დაწერილობაში პირველ გადამწერთან ჭარბობს Iсъ ან Исъ, რომლის ორთოგრაფიას ბ. ი. ოსიპოვი ახასიათებს როგორც ტრადიციულს და უძველესს, მაგალითისთვის კი მოჰყავს მაცხოვრის სახელის დაწერილობა და წერს: "i-ს რაოდენობა и-სთან ერთად - i(соу)съ და и(соу)съ - სხვა სიტყვებში მხოლოდ и იმორჩილებს ამ წყვილებში ასოების შერჩევის ტრადიციას, თანაც ამ გადამწერთან უპირატესობა ენიჭება ფონემის (i) გადაცემის ტრადიციულ პრინციპს" (დედანში: "Наличие i наряду с и – i(соу)съ и и(соу)съ – в других словах только и подчиняет традиции выбор букв в этих парах, причем традиционный принцип в передаче фонемы [i] у этого писца преобладает" (Осипов Б. И. О нормах древнерусской орфографии старшего периода // Литературный язык Древней Руси: Межвузов. Сборник. – Л.: Изд-во ЛГУ, 1986. – С.55-72. С. 59).
ხოლო დიაკვან გრიგორის შესახებ მკვლევარი აღნიშნავს: "ამ გადამწერთან დაკავშირებით ერთდროულად ლაპარაკი გვიწევს სიტყვიერ ფორმათა ფონემური სტრუქტურის გადაცემის ფონეტიკური პრინციპისა და არაფონეტურის თანაარსებობაზე ... აღსანიშნავი ფონემის გადაცემისთვის გრაფიკული საშუალების არჩევის საკითხი მუდმივად იდგა ამ გადამწერის წინაშე" (დედანში: "по отношению к данному писцу приходится говорить о сосуществовании фонетического принципа передачи фонемной структуры словесных форм на равных с принципом нефонетическим. (…) вопрос о выборе графического средства для передачи обозначаемой фонемы вставал перед писцом постоянно") (Осипов Б.И. О нормах древнерусской орфографии старшего периода // Литературный язык Древней Руси: Межвузов. Сборник. – Л.: Изд-во ЛГУ, 1986. – С.55-72. C. 60).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთ შემთხვევაში დიაკვანი გრიგორი მიჰყვებოდა ტრადიციულ დაწერილობას, სხვა შემთხვევაში კი წერდა პრინციპით: "როგორც გვესმის - ისე იწერება". ამიტომ, დაწერილობა Иiсъ-ის გვერდით ჩვენ გვხვდება ასო и (иже) სხვა უჩვეულო ადგილებშიც, მაგალითად, 30-ე ფურცელზე: "БЕ ЖЕ ТОУ СТУДЕНЬЦЬ ИIАКОВЛЬ", ან კიდევ 294-ე გვერდზე მოცემულ თარგმანში: "ИIСААКА, ИIIАКОВА", ასევე იოანეს სახელის თარგმანშიც: Иiоанна (იოანეს ნათესაობითი ბრუნვა). მაცხოვრის სახელის ИIСЪ მსგავსად, ყველა ეს ფაქტი ერთსა და იმავე მოვლენას განეკუთვნება, რომელიც ასახავს დიაკვან გრიგორის პირადი წარმოთქმის თავისებურებებს. ხოლო ის, რომ დაწერილობა ИIСЪ არის თარგმანში თვით გადამწერის (დიაკვან გრიგორის) მეტყველების ფონეტიკური თავისებურებების ანარეკლი და არა ბერძნული Ἰησους გადმოცემა, გვარწმუნებს სახელ იოანეს (Иiоаннъ) დიაკვან გრიგორისეული დაწერილობა, რომელიც სიტყვის დასაწყისში იწყება ასოთი И და რომელიც შეუძლებელია ბერძნული Iw_nnhz-დან იქნეს გამოყვანილი.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ Iсъ-სა და Иiсъ-ის ერთმანეთში არევის იგივე თვისება წარმოდგენილია მცირე რაოდენობის სხვა ძეგლებშიც, სადაც გადამწერები მიჰყვებოდნენ მართლწერის ფონეტიკურ პრინციპს, მაგალითად, მილიატინის სახარებაში (Милятино Евангелие), რომელიც დაწერილია XII ს. პირველ ნახევარში ორი გადამწერის მიერ. პირველი გადამწერი მიჰყვება ძველი ორთოგრაფიის ყველა ნორმას, რასაც ბ. ი. ოსიპოვი "ორთოგრაფიის არქაულობად, ტრადიციულობად" ახასიათებს. და ამ თვალსაზრისით, როგორც ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი "არქაულობისა და ტრადიციულობისა" იმაზე უთითებს, რომ "სახელში Iс(ус)ъ ასო Й იწერება კენდემის გარეშე", ხოლო მეორე გადამწერი, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად გამოცდილია და ძველი მართლწერის ნორმებს არღვევს, იყენებს იმ ფონეტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც Iс(ус)ъ-თან ერთად გვხვდება Иiс(ус)ъ-იც (См..: Осипов Б.И. О нормах древнерусской орфографии старшего периода // Литературный язык Древней Руси: Межвузов. Сборник. – Л.: Изд-во ЛГУ, 1986. – С.55-72. С. 65).
ამ მაგალითებით თვალსაჩინოდ ვრწმუნდებით, რომ დაწერილობა Iсъ არის უძველესი, ხოლო ფორმა Иiсъ - გვიანდელი აღმონაცენია მართლწერაში ფონეტიკური პრინციპის შემოღწევის გამო, რომელიც არასიცოცხლისუნარიანი და ჩიხში მომწყვდეული აღმოჩნდა. ამიტომაც, რუსულმა მართლწერამ XII საუკუნის მიწურულს ის უარყო.
Иiсъ-ის ფილოლოგიური დაწერილობის გამოჩენა შემდეგნაირად აიხსნება. მაცხოვრის სახელის დაწერილობაში ასო i-ს წინ ასო и-ს გამოჩენა ასახავს დროებითი პროთეთიკური, ანუ ფონეტიკური, წარმოთქმის პროცესში განვითარებული ბგერის [j] გამოჩენას, რომელიც შეიძლებოდა განვითარებულიყო ხმოვნის წინ სიტყვის დასაწყისში, მათ შორის ნებისმიერი წარმომავლობის И-ს წინ. ანუ ძველსლავური სიტყვა "ити" (идти), შეიძლებოდა წარმოეთქვათ ასე: jити; სიტყვა "илъ" (თიხა) წარმოეთქვათ, როგორც "jилъ" და ა. შ.
მაგრამ წარმოშობის მხრივ ახლო მდგომი j და и ძალიან მალე შეერთდნენ ერთ ხმოვნად (и) (См.: Хабургаев Г.А. Старославянский язык / Изд. 2-у, перераб. и доп. – М.: Просвещение, 1986. – 288 с. С. 54–55). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაწერილობა Иiсъ ასახავს მოკლევადიან ფონეტიკურ მოვლენას - პროთეთიკური j-ს განვითარებას სიტყვის დასაწყიში ასო и-ს წინ, რომელიც აღნიშნულია ასოთი i. მსგავსი მოვლენა შეიმჩნევა XI ს. დასაწყისიდან, როდესასც უძველეს исоусъ -ს ("ისუს") გადამწერები წარმოთქვამენ, როგორც jисоусъ და შესაბამისად გადმოსცემენ თავიან თარგმანებში წყობით "Иiсъ".
ამ დაწერილობამ ვერ განდევნა ძველი Iсъ (Исъ), არამედ თანაარსებობდა მასთან ერთად, რის შედეგადაც ერთსა და იმავე ტექსტის არეალში გვხვდება ძველი Iсъ (Исъ) და Иiсъ-ი პროთეტიკური თანხმოვნით j. როგორც ვთქვით, სწორედ ამ მოვლენას ვხვდებით ჩვენ ოსტრომირის და მილიატინის სახარებებშიც. რაც შეეხება სხვა ძეგლებს, შეგვიძლია მივუთითოთ "თეოდოსი პეჩორელის ცხოვრება" ("Житие Феодосия Печерского") (16), რომელიც დაწერილია XI ს. 80-იან წლებში, სადაც გვხვდება: "Гдь нашь Иiсъ Хсъ", ხოლო ზუსტად სამი სტროფის შემდეგ: "Ги Iсъ Хе мои".
ერთ ერთი უძველესი ძეგლის ტექსტს თუ გამოვიკვლევთ, კერძოდ - 1073 წლის სვიატოსლავის კრებულს (17), აღმოვაჩენთ, რომ ამ კრებულის ტექსტი დაწერილია ორი მწერლის მიერ: პირველი იყო - დიაკვანი იოანე, რომელსაც ეკუთვნის 1-85 ფურცლამდე და 86-ე ფრუცლის თოთხმეტნახევარი სტროფი; 263-ე გვერდზე მოთავსებული ბოლოსიტყვაობა და ასევე ტექსტი 264-266 ფურცლებზე. მთელი დანარჩენი ტექტსი დაწერილია მეორე მწერლის მიერ, რომლის სახელი უცნობია (18. С. 60).
დიაკვან იოანესთან დაწერილობაში "ййсоусъ" ასო и საერთოდ არ გვხვდება. ასო й-ს გაორება მაცხოვრის სახელში უეჭველად გადმოსცემს и-ს წინ პროთეთიკური j-ს აღმოცენების პროცესს, რაშიც სრულიად მკაფიოდ გვარწმუნებს შემდეგი ფონეტიკურად განპირობებული დაწერილობანი, რომლებიც თავისი ბუნებით იდენტიურნი არიან დაწერილობისა ййсоусъ. მაგალითად:
гласом ййсаййномъ (Л.6 г);
къ ййзрайилитомъ (Л.7а);
ййзраиль (Л.28 г); а также:
ййстиьнЕ (Л.6г);
ййстиньный (Л.6г);
ййсоусъ хсе (Л.6в);
въставивый йiса (Л.7г);
ййсоусъ хрiстоса (Л.37б);
ცხადია, რომ ყველა დამოწმებული მაგალითი ასახავს პროთეთიკური ბგერის j-ს ტიპიურ, დროებით განვითარებას სიტყვის დასაწყიში ასო и-ს წინ, რაზეც ნათლად მეტყველებს იმავე მწერალთან მოცემული დაწერილობანი. მაგალითად:
йсаиiево (Л. 28 а);
къ сномъ изревомъ (Л.196 г);
въскрЕсивъшааго iсъ хса (Л.7г);
гь же нашь iс хс (Л.7г);
о хрьсте исусе ги нашемь (Л.263в), სადაც პროთეთიკური j, როგორც ვხედავთ, ამოღებულია.
მეორე მწერალთან, რომლის სახელი ჩვენთვის უცნობია, პროთეთიკური j-ს განვითარება и-ს წინაშე სიტყვის დასაწყისში სრულიად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად:
ГЬ НАШ IУ ХС (Л. 250а);
IСУСЪ (Л. 253а);
IСУС (Л. 253г);
ИСУСЪ (Л. 254б)
1073 წლის მთელი კრებულის დეტალური გამოკვლევის შედეგად დავითვალეთ, რომ მაცხოვრის სახელის დაწერილობა საწყისი и (i)-ს გაორებით გვხვდება მხოლოდ 30%-ში, მაშინ როდესაც დაწერილობას გაორების გარეშე (iс, iсъ, iу, iсусъ, iсус, исусъ) უკავია 70%. "თეოდოსი პეჩორელის ცხოვრებაში" (კრებულის მიხედვით XII ს.) პროცენტული შეფარდება თითქმის იგივეა. პროთეთიკური ბგერით დაწერილი სახელი Иiсъ გვაძლევს 34% (17-დან 6), მის გარეშე კი Iсъ (Исъ) – 66% (17-დან 11). და როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ერთმანეთთან ახლოს მდგომ ბგერებს jи შეუძლებელია დიდხანს ეარსებათ ერთად და მათი შეხამება იყო არასიცოცხლისუნარიანი, ამიტომაც შეერთდნენ ისინი ერთ ხმოვნად (и) და უკვე XII ს. მიწურულს გამოთქმა jисоусъ გაქრა, როგორც ენის ისტორიის ძალზედ მოკლე ეპიზოდი, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ გააჩნდა.
როგორც ზემოთმოტანილი მაგალითები მოწმობს, დაწერილობა Иiсъ XI-XII სს. ძეგლებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივუსადაგოთ XVII ს.-ში ჩატარებული რეფორმის დროს დამკვიდრებულ დაწერილობას (Иисус, Iисус), რადგან პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მწერალთა მცდელობას, ორთოგრაფიის ფონეტიკურ პრინციპზე დაყრდნობით, დაწერილ ტექტსტში აესახათ XI ს.-ში აღმოცენებული პროთეტიკური ბგერა j, რომელიც XII საუკუნეში გაქრა. მაშინ როდესაც, მეორე (ანუ პატრ. ნიკონის რეფორმის - არქიეპ. პ.) შემთხვევაში ახალი დაწერილობა უცხოა რუსული ფონეტიკისა და ორთოგრაფიისთვის და იყო იძულებითი აქტი, რომელიც მხოლოდ პატრიარქისა და სახელმწიფოს ძალადობაზე იყო დაფუძნებული.
უკვე XVI საუკუნეშივე იყვნენ კარგად მომზადებული ფილოლოგები, რომლებსაც ბრწყინვალედ ესმოდათ, რომ სლავურში დამკვიდრებული მაცხოვრის სახელის დაწერილობის შეცვლა დაუშვებელი იყო. ამის ნათელ მაგალითად გამოდგება ღირ. მაქსიმე ბერძენი.
არსებობს მაქსიმე ბერძენის თხზულების "Толкование именамъ по алфавиту" ("სახელთა განმარტებანი ალფავიტის მიხედვით") სამი რედაქცია. პირველ რედაქციას შეიცავს ხელნაწერი ГБЛ МДА 173(35), რომელიც თარიღდება ХVI ს. მიწურულით და მხცოვან მაქსიმეს მიერ სლავური ენის ფლობის პირველ ეტაპს ასახავს. მოცემულ ხელნაწერში, 121-ე გვერდზე დგას Iсоу. ხელნაწერში ГПБ Сол. 498(479), რომელიც ასევე XVI საუკუნეს განეკუთვნება Iсоу-ს ნაცვლად დგას Iисоу, მაგრამ ღირ. მაქსიმე ბერძენის ფილოლოგიური მემკვიდრეობის მკვლევარი ლ. ს. კოვტუნი (* სქოლიო) სწორედ ამ დაწერილობას განიხილავს როგორც "ბერძნული ენის გარკვეულ რეფლექსს, როგორიც არის, მაგალითად, Iисоус - წოდებითი ფორმა სიტყვისგან 'Ihsouj (45. С. 188).
_________________
* სქოლიო: ლუდმილა სტეფანეს ასული კოვტუნი (1916 - 2001 წწ.). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსული ენის კათედრის პროფესორი.
_________________
გარდა ამისა, დადგენილია, რომ "განმარტებების" სიები, რომლებიც მის პირველ რედაქციას წარმოადგენენ, არ იყო საავტორო ტექსტი. ის ჩამოყალიბდა მხოლოდ მეორე რედაქციაში. მასში, წინა ვარიანტთან შედარებით, უფრო მდიდარი მასალაა, უფრო მეტი სიზუსტეა დაწერილობებსა და აქცენტუაციებში, რაც, უეჭველად მოწმობს ტექსტის სრულყოფასა და დაზუსტებაზე. ამ რედაქციის ტექსტები ორჯერ აღემატებიან პირველი რედაქციის ასლებს (5 და 11). სწორედ ეს რედაქცია შევიდა, და არა პირველი, ღირ. მაქსიმე ბერძენის თხზულებათა კრებულში, მათ შორის ძალზედ ადრინდელშიც. XVI ს. მწიგნობრები მას ძირითადად თვლიდნენ" (45. С. 125).
მეორე რედაქციაში უკვე არ გვხვდება Iисоус. იგივე ვითარებაა მესამე რედაქციაშიც, რომელიც თითქმის მეორე რედაქციასთან ერთად შეადგინეს (45. С. 340. №. 127. Сноска а; С. 141. №. 199). ამგვარად, შესანიშნავ ფილოლოგს მაქსიმე ბერძენს ბრწყინვალედ ესმოდა ბერძნული 'Ihsouj-ის გრაფიკული კალკირების არამიზანშეწონილობა რუსულ ენაზე კირილიცას დახმარებით - Iисусъ და უარჰყო იგი, როგორც ფილოლოგიურად უსუსური და მიუღებელი, უფრო სწორად და მისაღებად კი, სლავური ენის საფუძველზე, მიიღო მაცხოვრის სახელის ისეთი დაწერილობა, როგორიცაა Iсусъ, Iсъ" (Диакон Валерий Тимофеев. Разсуждение о древнем и новообрядческом текстах Символа Веры. Глава Первая. Имя Спасителя) (http://www.miass.ru/news/ostrov_very/index.php?id=10&text=129).
***
აქ შევწყვიტავთ დიაკვან ვალერი ტიმოფეევის გამოკვლევის ციტირებას, რადგან ვფიქრობთ, უკვე საკმაოდ ცხადი ხდება სლავურში ერთი იოტათი დაწერილი მაცხოვრის სახელის უძველესი წარმომავლობა, ასევე იოტათა გაორების საფუძვლები და ის მიზეზებიც, თუ რატომ აღმოჩნდა ეს გაორება ოსტრომირის სახარებაში, რომელსაც ნიკონის რეფორმის უკანონო და სლავური ენისთვის არაბუნებრივი სიახლის გასამართლებლად იყენებს "არქიმანდრიტი" რაფაელი. საკითხში უფრო ჩაღრმავების მსურველთ ვურჩევთ ბოლომდე გაეცნონ დიაკვან ვალერი ტიმოფეევის ხსენებულ პუბლიკაციას მითითებულ მისამართზე. ჩვენ კი ავტორთან ერთად დავასკვნით:
"როგორც ვხედავთ, - წერს დიაკვანი ვალერი (ტიმოფეევი), - ახალმოწესეობრივი სიახლე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აცხადებდეს პრეტენზიას ძველებრაული ორიგინალის განმეორებაზე და ვერც სლავური ტრადიციის ერთგულებაზე, ვერც სიძველეზე და ვერც პირველი მსოფლიო კრებების ენის ზუსტ კოპირებაზე, მაშინ როდესაც, სლავური დაწერილობა Iсусъ ასახავს ძველებრაულ ორიგინალსაც და ბერძნული დამწერლობის ათასწლოვან ტრადიციასაც და მეტად წარმატებით უხამებს ორივეს ერთად. ის თავის დასაბამს იღებს უძველეს სლავურ თარგმანებში, რომლებიც ეკუთვნით წმმ. კირილესა და მეთოდეს და სრულიად შეესაბამება როგორც ძველ, ასევე ახალ სლავურ ენათა წყობას.
არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც გვარწმუნებს უარვყოთ მაცხოვრის სახელის ნიკონიანური დაწერილობა (Иисусъ). მასში ერთად არის შერწყმული მართლმადიდებლური დოგმატიკა და საშინელი ყოველდღიურობა. ჭეშმარიტი ქრისტეანები არასოდეს დაივიწყებენ ძველმართლმადიდებლურ სისხლს დაღვრილს ნიკონიანელთა მიერ, რომელიც მიმდინარეობდა ბაირაღის ქვეშ, რომელსაც ეწერა Иисус. გავისხენოთ რამოდენიმე მათი "საგმირო საქმენი": ჯერ გადაასახლეს და შემდეგ მოკლეს ეპისკოპოსი პავლე კოლომნელი, 1667 წლის 27 აგვისტოს ენები ამოაჭრეს მღვდელ ლაზარეს და სოლოვეცკელ ბერ ეპიფანეს, 1670 წლის მარტში მეზენში ჩამოახრჩვეს თევდორე სალოსი, 1670 წლის 14 აპრილს დიაკვან თევდორეს, ლაზარეს და ეპიფანეს ხელმეორედ ამოაჭრეს ენები, გარდა ამისა, მღვდელ ლაზარეს ხელი მოაჭრეს მაჯამდე, დიაკვან თევდორეს შუა ხელისგულამდე, ბერ ეპიფანეს - ოთხი თითი, ბოლოს კი მოსკოვში სიკვდილით დასაჯეს ბერი აბრაამი, 1675 წ. პუსტოზერსკში თავი მოაჭრეს კვიპრიანე სალოსს (შიშველს), ამავე წელს, ბოროვსკში, შიმშილით მოკლეს თავადის ქალი ე. პ. ურუსოვა - ფ. პ. მოროზოვას და (გარდ. 11 სექტემბერს), ღამით 2 ნოემბერს გარდაიცვალა თვით თავადის ქალი ფ. პ. მოროზოვა, ხოლო 1 დეკემბერს ღმერთს მიაბარა სული მისმა თანამესაკნემ - სტრელეცების პოლკოვნიკის მეუღლემ - მ. გ. დანილოვამ, 1682 წელს პუსტოზერსკში, ცოცხლად დაწვეს დეკანოზი ამბაკუმი, მღვდელი ლაზარე, დიაკვანი თევდორე და ბერი ეპიფანე (См.: Малышев В.В. Материалы к «Летописи жизни протопопа Аввакума» // Древнерусская книжность / По материалам Пушкинского Дома: Сб. научных трудов. – Л.: Наука, 1985. – С.227-322. С. 306–320).
და რამდენი ძველმართლმადიდებელი მოწამის შესახებ კიდევ არაფერი ვიცით, რომელთა შესახებაც ბრძანებს ამბაკუმი: "ბოროვსკში მღვდელ პოლიევქტთან ერთად დაწვეს 14 კაცი. ნიჟნიში კაცი დაწვეს. ყაზანში ცეცხლს მისცეს 30 ადამიანი. კიევში დაწვეს სტრელეცი ილარიონი. ხოლო ვოლგის გაყოლებაზე, ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში ათი ათასობით ადამიანი მოიწყლა მახვილით, რომელთაც ანტიქრისტეს ბეჭედი არ მიიღეს (ასე უწოდებდნენ ნიკონიანურ სიახლეებს ძველმორწმუნეები - არქიეპ. პ.)" (Житие протопопа Аввакума, им самим написанное и другие его сочинения. – Горький: Волго-Вятское кн. Изд-во, 1988. – 285 с. С. 59).
და თუ მოსკოვის 1666-1667 წლების ყაჩაღთა კრებაზე ახალმოწესე ეპისკოპოსებმა უეცრად მოისურვეს ქრისტეანთა სისხლი - ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათი ეკლესია, მიიღო რა სახელი, შეჯდა იმ მხეცზე, რომლის შესახებაც "აპოკალიფსისის" თავის განმარტებაში ბრძანებდა ანდრია კესარიელი (თ. 53): "ის თითქოსდა გართხმულია ეშმაკზე, რომელიც ხარობს ქრისტეანთა მოკვლითა და სისხლით. მხეცის წითელი ფერი მის სისასტიკესა და მკვლელობისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს" (Андрей Кесарийский. Толкования на Апокалипсис // Литературная учеба. – 1991. - №2. – С. 112-132).
სწორედ ამასთან კავშირში გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-5). და თუკი ახალმოწესე ეპისკოპოსები გამძვინვარებულნი ანადგურებდნენ მაცხოვრის უძველესი სახელის დაწერილობას, რომელიც სლავებმა თავიანთი გაქრისტიანების ალიონზე მიიღეს, მსგავს მოქმედებებში ჭეშმარიტი ქრისტეანი ვერაფერს დაინახავს ღიად გამოცხადებული ღმრთივმბრძოლობისა და ანტიქრისტეს ძალისხმევის გარდა იწოდებოდეს ქრისტეს სახელით. მხოლოდ წმიდა ტექსტებსა და ლოცვებში გამოსახული სახელი უფლისა უთითებს თუ ვისკენ არის მიმართული ჩვენი ლოცვები, და ეს არის ჭეშმარიტი ძე ღმრთისა უფალი იესუ" (Диакон Валерий Тимофеев. Разсуждение о древнем и новообрядческом текстах Символа Веры. Глава Первая. Имя Спасителя) (http://www.miass.ru/news/ostrov_very/index.php?id=10&text=129).
***
რაც შეეხება საკუთრივ ქართულ საეკლესიო ტრადიციას, მაცხოვრის სახელის უძველესი ფორმა რომ იესუა, ამას ოფიციალური, ქართული "მართლმადიდებელი" ეკლესიის წარმომადგენლებიც არ უარყოფენ.
""იესო" - ესაა მაცხოვრის სახელის გვიანდელი ფორმა. - ვკითხულობთ გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესიის საპატგრიარქოს ოფიციალურ ჟურნალში "ჯვარი ვაზისა". - ეს სახელი ქართულში თავდაპირველად "იესუს" ფორმით შემოვიდა. ასეთი ფორმით მოიხსენიებოდა უფლის სახელი არა მარტო საღმრტო წერილის ძველ თარგმანებში, არამედ სასულიერო მწერლობის სხვა ქმნილებებშიც. მაგალითების დასახელება უსასრულოდ შეიძლება.
მოგვიანებით, ძირითადად XVIII-XIX საუკუნიდან, იესუს ნაცვლად დამკვიდრდა მისი ხალხური ფორმა "იესო". ეს იმის შედეგი იყო, რომ ამ დროიდან საზოგადოების დიდი ნაწილი სასულიერო მწიგნობრობას ჩამოსცილდა და უფლის სახელი მხოლოდ წირვა-ლოცვაზე ესმოდა. თანდათან ეს ხალხური ფორმა მწიგნობრულად იქცა და დღეისთვის თითქმის ყველგან, სადაც "იესუ" უნდა ყოფილიყო, იწერება და წარმოითქმის "იესო". ამ სახეცვლილებას შესაძლოა "უ"-ს დამწერლობის გრაფიკულმა თავისებურებამაც შეუწყო ხელი. როგორც ცნობილია, ასომთავრული და ნუსხური დამწერლობა "უ"-ს წარმოგვიდგენს როგორც დიფთონგს "ოჳ" (შესაძლოა, ბერძნული ου-ს ანალოგიით). ამ დიფთონგის მეორე წევრის დაკარგვით გვრჩება მარტო "ო" (იესოჳ - იესო). ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდა მრავალ შემთხვევაში. მაგალითად, სიტყვა "უფალი" ქარაგმით ზოგჯერ იწერებოდა ასე: "ოი". აქ პირველი ასო "ო" გაგებული იყო, როგორც ოჳ დიფთონგის პირველი შემადგენელი ასო, როგორც "ო" ასოთი გამოხატული ბგერა" ("ჯვარი ვაზისა", № 3. 1991 წ. გვ. 28-29).
და რადგანაც, როგორც ცნობილია, ბიზანტიურ პერიოდში ბერძნულ η-ს წარმოთქმამ ტრანსფორმაცია განიცადა და "ი"-ს დაუახლოვდა (იხ. ნ. მახარაძე. "ბიზანტიურ-ბერძნული წარმოთქმის საკითხები. თბ. 1978 წ.). ქართული ფორმა "იესუ" უფრო ახლოა ძველბერძნულ Ἰησους-სთან (რუსული Исус და სომხური "ჰისუს" მიღებულია ბერძნული η-ს გვიანდელი გამოთქმის გათვალისწინებით) ლათინურ და თანამედროვე ენებზე კი გვაქვს Jesus და Iesus. აქ ბერძნულ η-ს შეესაბამება e. ქართული ფორმაც არქაულ წაკითხვას უჭერს მხარს" (იქვე).
ასე რომ, "არქიმანდრიტ" რაფაელის მიერ წამოყენებული ვერსიები, თითქოსდა ბერძნულშიც ეს სახელი ორი იოტათი იწერება, არ წარმოადგენს მართებულ ვერსიას.
***
ამჯერად, მიზანშეწონილია დავსვათ კითხვა: რა სასჯელს იმსახურებს მაცხოვრის უწმიდესი სახელის გამოცხადება "ყურისტოლად" (равноухий) და მისი სწორი და მართებული დაწერილობისა და გამოთქმის მიმდევართა წევლა-კრულვა?
წმ. მახარობელი ლუკა მოციქულთა საქმეების აღწერისას ქრისტეს სახელისთვის ბრძანებს, რომ "... არავინაით არს სხვით ცხორებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაი ჩუენდა" (საქმე 4:12). "აქ გვემცნო უმაღლესი ჭეშმარიტებაო - განგვიმარტავს ამ ადგილს ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI - XII სს.). ... ცნობილი ყველასთვის, რომ არა მხოლოდ ჩვენ (ე. ი. იუდეველთ - არქიეპ. პ.) გვერგოო ეს სახელი, არამედ ყველას" (ე. ი. ყველა ხალხს - არქიეპ. პ.)" (Блаж. Феофилакт Болгарский. Толкование на деяния и соборные послания святых Апостолов. Изд. "Скит", стр. 47-48).
ნიკონიანელ როფორმატორთა კრებითი განჩინებებით კი, ნურას უკაცრავად, ეს სახელი თურმე მხოლოდ ბერძნებს და სლავებს ერგოთ და, ვინც გაბედავს და მათებურად (თანაც ხუთი ასოთი) არ გამოთქვამს (ბერძნულში ერთი დიფთონგია) ამ სახელს, "შეყენებულია" წყევლა-კრულვას და გამოაცხადეს ის არაფრისმთქმელ "ყურისტოლად".
მეტიც, უფლის სახელს იესუ-ს წაართვეს მისი ჭეშმარიტი შინაარსი "მაცხოვარი", რომელიც ამდაგვარი აზრით მხოლოდ ებრაულში იკითხება (და არა ბერძნულში. ბერძნულად "იესუ" საერთოდ არაფერს ნიშნავს). მაგრამ, ამაზე უარესიც ხდება, მაცხოვრის ჭეშმარიტ ებრაულენოვან გამოთქმა იესუს (იეშუა, იეჰოშუა) შეურაცხყოფენ, ხოლო ამ მკრეხელობის მოწინააღმდეგეებს და მისი ჭეშმარიტი სახელის აღმსარებლებს სიკვდილამდე დევნიან.
მაგრამ, გვანუგეშებს თვით მაცხოვარი, რომელმაც გვითხრა: "... გდევნიდნენ და მიგცნენ თქუენ... საპყრობილეთა... სახელისა ჩემისათვის და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ" (ლუკა 21:12, 13); და კიდევ: "და იყვნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის" (ლუკა 21:17); და "განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი, ძისათვის კაცისა" (ლუკა 6:22). "ნეტარ იყვნეთ "... და გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარლუ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქვენი მრავალ არს ცათა შინა" (ლუკა 6:22, 23). განა სიტყვა-სიტყვით, ბუკვალურად და ზედმიწევნით არ აღსრულდა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებზე ეს წინასწარმეტყველება?!
გვეკითხებით, - უფლის სახელზე გათავხედებულებს რა ელოდება? - ვისმინოთ უფლის სიტყვა: მისი სიტყვის მოშიშნო, თქვენი მოძულენი დ უფლის სახელისთვის თქვენი უარმყოფელნი... შერცხვებიან! შეად. ეზეკ. 36:20). მაგრამ, "წმიდა-ყოფს ღმერთი მის დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც მათ შელახეს; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალია" (ეზეკ. 36:23).
თქვენ გეუბნებათ ამას ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, მისი სახელის შეურაცხმყოფელნოლ თქვენ კი ამბობთ, რომ რითი შეურაცხვყავით მისი სხელიო?" (შეად. მალაქია 1:6). ამას ისე ამბობენ, თითქოსდა ძემოთ მოტანილი განწესებები და სწავლებანი უფლის სახელის შესახებ მათი არ იყოს, თითქოსდა იესუს სახელის აღმსარებელნი არ ედევნოთ.
უფალი ბრძანებს: "არა ყოველი, ვინც მეტყვის: უფალო, უფალო! შევა ცათა სასუფეველში..." მრავალნი მეტყვიან იმ დღეს (ე. ი. გაკითხვის დღეს - არქიეპ. პ.) უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით მოქმედნო უსჯულოებისა" (მათე 7:21-23).