Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
"ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი"
რელიგიური ბიულეტენი: "მართლმადიდებელი" № 2 (21)1999 წ..
"რომელი ღმრთისგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს.
ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისგან" (იოანე 8:47).
"ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18) -
III ს. ქრისტეანი მწერალი ტერტულიანე ბრძანებდა: "ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ყველა მოსაზრება ჭეშმარიტებას იმოწმებს და ცდომილების სულნი მხარს უჭერენ მას. ისინი აყალბებენ ჭეშმარიტებას და მასთან მსგავსებით აცდუნებენ მრავალთ" (აპოლოგია). ცთომილების სულთა ამგვარ გამოხდომად მიგვაჩნია გაზეთ "დროს" ა. წ.-
უნდა ითქვას, რომ ქალბატონ შორენას პირადად ვიცნობ და დღემდე ჩვენს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ შეგვიმჩნევია; ამდენად, მისგან ამ კადნიერი პასკვილის დაბეჭდვამ დიდად გაგვაკვირვა. ოპონენტის ირონიული და სარკაზმით აღსავსე ტონი მით უფრო გაუგებარია, რომ თვითონვე აცხადებს: თეოლოგიური ცოდნით ვერ დავიკვეხნიო.
მაშ, თავად განსაზღვრეთ, რამდენად აქვს ასეთ ადამიანს უფლება, ძველმართლმადიდებლური ეკლესია "არამართლმადიდებლურად", "სქიზმად" ან "სექტად" გამოაცხადოს?! განა არ ემსგავსება ის იმგვარ "მკურნალს", დიაგნოზს დაუფიქრებლად რომ დაგისვამს, ექიმობისა კი არა გაეგება?!
"სქიზმის"-
ესეც არ იყოს, თეოლოგიაში გაუცნობიერებელს გაბატონებული ე. წ. "მართლმადიდებლური" ეკლესიის ადვოკატობის მეტად სახიფათო მისია აგიღიათ. ჩანს არ გსმენიათ, რომ "ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი -
ვიცი, აღშფოთდებით და იქნებ შემომედაოთ კიდეც: "რატომ გგონიათ, რომ ვამართლებ ბოროტეულს და ვამტყუნებ მართალს?" მაგრამ აქ, როგორც ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, თავს თქვენგან უგულებელყოფილი "დიდი სჯულისკანონით" ვიცავ! დიახ, თქვენი ე. წ. ეკლესია (რომელსაც მეუფე იონა, ოფიციალური საპატრიარქოსადმი შერბილებული პოლიტიკის გამო, უწინწკლებოდ მართლმადიდებლურსაც კი უწოდებს, რაც ვფიქრობ, სწორი არ არის), სწორედ "დიდი სჯულისკანონის", წმ. მამათა თხზულებებში მოცემული წმ. საეკლესიო გადმოცემისა და მართლმადიდებლური ეკლესიის 2000 წლოვანი პრაქტიკული ღვთისმეტყველების ფონზე ემხილება! არ გამიკვირდება, იგივე პასუხი მომაგოთ, რითაც მეუფე იონას უპასუხეთ: "თქვენც ისევე იმ ოპერაში მღერიხართ იმავე არიას". ქალბატონო შორენა, გულახდილად და ერთგვარი გამბედაობითაც გეტყვით: აგერ უკვე 2000 წელია ამ "ოპერაში" იმ "არიას" "მღერის" ყველა წმიდა მამა და მთელი მართლმადიდებლური ეკლესია; და ეს "არია" ჩვენც მათგან გვისწავლია, თავად განსაჯეთ:
II მსოფლიო საეკლესიო კრების ბრძანებით: "შეჩვენებულ იქნას ყველა მწვალებლობა!"
III მსოფლიო კრების განჩინებით: "ვინც გაბედავს უკეთური სარწმუნოების, ანუ მრწამსის შემოღებას და ჭეშმარიტი ცოდნის გადაქცევას ელინობად, ან იუდეველობად, ან რომელიმე მწვალებლობად ... შეჩვენებულ იქნეენ".
VI მსოფლიო კრებამ, ღვთის მადლით, "სიტყვის (ე. ი. ქრისტეს) მსახურ თვითმხილველ მოციქულთაგან ჩვენთვის მოცემული სარწმუნოების შეუხებელად და უვნებლად დაცვა... მტკიცედ პყრობა და შეუცვლელად დატოვება" დაადგინა (იხ. "დიდი სჯულისკანონი", თბილისი 1975 წ. II მსოფლ. კრება. კანონი 7-
ამიტომაც, ვინც "დიდი სჯულისკანონის" განწესებებს და სწავლებას ეწინააღმდეგება, VI მსოფლიო კრების სიტყვებით რომ გითხრათ: "ყველას უკუვაგდებთ და შევაჩვენებთ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ გათავხედებულებს და სიცრუის ხმამაღლა მეტყველებს" (VI მსოფლ. კრების 1-
ახლა კი ეს ვიკითხოთ, ძვირფასო ქალბატონო, იმის შემდეგ, რაც გამოგიცხადებიათ, "სამყარო იცვლება და დოგმატიზმს სიკეთე არ მოაქვსო", რაღაა გასაკვირია, ამგვარი მკრეხელობის მოსმენის შემდეგ თქვენთან მოსაუბრე ეპისკოპოსს პირჯვარი გადაეწერა და თქვენნაირი დაბნეული "ცხოვარი" უფლისთვის შეევედრებინა: უფალო, შეუნდე, არ იცის, რას ამბობსო?!
ზემოთ დამოწმებული მსოფლიო საეკლესიო კრებათა დოგმატური განჩინებანი, როგორც ნახეთ, ურყევია, და დროის ცვალებადობასა და მოთხოვნებს არ ექვემდებარება. თქვენ კი -
დოგმატიზმის (მართლმადიდებლური გაგებით) შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზემოთ მოტანილი უცილობელი ავტორიტეტები მიგახვედრებენ, როგორ ეწინააღმდეგება თქვენი შეხედულება მართლმადიდებლობას. მერწმუნეთ, ქალბატონო შორენა: "თქვენივე ბაგე გდებთ ბრალს, მე კი არა თქვენს წინააღმდეგ თქვენივე პირი იმოწმება" (იობი 15:16).
თქვენ ფიქრობთ, რომ რაკიღა ეკლესია გაბატონებულია და "მართლმადიდებლობის" პრეტენზიით გამოდის, ის ნამდვილად მართლმადიდებლურია. ეს მეტად გულუბრყვილო და ღიმილის მომგვრელი შეხედულებაა! უნდა იცოდეთ, რომ ეკლესიის ჭეშმარიტება ქრისტესთან მისტიკური ერთობით დასტურდება და არა მისი პრეტენზიებით ან იმით, გაბატონებული მდგომარეობა უკავია მას თუ არა; თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამ ცოტა ხნის წინათ გისახსოვრეთ ჩემი ერთი პატარა წიგნი: "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო", რომელიც სწორედ იმ ბრალდებების განხილვას მიეძღვნა, გაზეთ "დროს" ხსენებულ ნომერში რომ გამოგითქვამთ, -
ვიღაცის რჩევით ჩვენს წინააღმდეგ "არქიმანდრიტ" რაფაელის მეტად ტენდენციური და საკითხის უმეცრებით დაწერილი წიგნიც გამოგიყენებიათ. აქ შავით თეთრზე წერია: "როგორც ცნობილია, "სტაროვერობა" წმიდა რუსული პროვინციული მოვლენაა, რომელიც წარმოიშვა XVII ს. რუსეთის პატრიარქ ნიკონის უმნიშვნელო რეფორმების გამო. ბოლო ათწლეულში საქართველოშიც გაჩნდა "სტაროვერების" დაჯგუფება. ეს მოვლენა სრულიად მოულოდნელია, რადგან "მეძველწესეობას" საქართველოში არავითარი რელიგიური და ეთნიკური ფესვები არ გააჩნია და თავისი არსებობის 300 წლის მანძილზე უცხო იყო ქართველი ერისთვის".
უპირველესად ეს აღვნიშნოთ, რომ როდესაც მორწმუნე საზოგადოებას რუსეთის ეკლესიის განხეთქილების რუსულ წარმომავლობაში არწმუნებენ (რის გამოც ერთი შეხედვით, ქართულ სინამდვილეში მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს), ამტკიცებენ აზრს, თითქოსდა ძველი საეკლესიო წესები (რომელთა გამო მოხდა კიდევაც განხეთქილება), -
"ძველი წესები და განგებულებანი არავის დაურღვევია ნიკონამდელ რუსეთში, არამედ არსებობდნე იმ სახით, რა სახითაც მიიღეს იგი ბერძნებისგან ქრისტეანობასთან ერთად. მხოლოდ ეგ არის, რომ ბერძნებში, მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი შეიცვალა... ამიტომაც, სლავურ საეკლესიო და გვიანდელ ბერძნულ საეკლესიო წესებს შორის აღმოჩნდა ასეთი სხვაობა" (Н. Ф. Каптерев. "патриарх Никон и его противники в деле церковных обрядов". Москва 1887 г.). ხოლო ცნობილი რუსი ისტორიკოსი მ. დ. პრისელკოვი წერს: "... ძველი რუსული წეს-
ასე რომ, საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებით "რუსული წესები" კი არ დამკვიდრდა, არამედ ის, ძველ, მოციქულთამიერი საეკლესიო სწავლება გადმოინერგა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში შერყვნილია და სრულიად მივიწყებულია.
სარწმუნოება და მასთან დაკავშირებული წეს-
ქრისტეანულ სარწმუნოებასა და საეკლესიო წეს-
თქვენ, გაბატონებული, ე.წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის ერეტიკულობა ვერ დაგიჯერებიათ, არადა, გაბატონებული ეკლესიის ერეტიკულობა და მადლგაცლილობა რომ მწარე სინამდვილეა, უპირველესად ამ ეკლესიაში ნათლისღების სამოციქულო წესის (რაც მოსანათლავის წყალში სამგზის შთაფლვას გულისხმობს მხოლოდ) გაყალბებით აშკარავდება. ნათლობის საიდუმლო ეკლესიის უმთავრესი საიდუმლოა. ნათლობით იბადება ქრისტეანი. იქ სადაც არ არსებობს ნათლობა, არც ქრისტეანობა არსებობს და, ბუნებრივია, არ არსებობს არც სულის მაცხოვნებელი სხვა საიდუმლონიც, რის გამოც ღვთისმსახურება მადლგაცლილ ბუტაფორიად იქცევა.
თქვენგან მოწონებული წყალპკურებითი "ნათლობის" შესახებ ბერძნული "დიდი სჯულისკანონი" ("პიდალიონი") ბრძანებს: "ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა და შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც, ყოველგვარი მადლმოსილების, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია. ასე რომ, ლათინნი (და მათ კვალობაზე -
ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) კი პკურებითი "ნათლობის" შესახებ წერს, რომ ამდაგვარად "ნათელღებულთ" "ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავად დაუტევებენ ბნელში" (იხ. მისი "გრდემლი", თ. 20).
ახლა იოანე ბატონიშვილსაც მოუსმინეთ: "ლათინებმა კანონნი ჩვენისა წმიდისა ეკლესიისა გარყვნეს და შეამსუბუქეს: და ნათლისღებასა შინაცა არა აღმოშობენ წყალსა შინა, არამედ ოდენ მოუსმენ წყალსა" (იოანე ბატონიშვილი. "კალმასობა". თბილისი "მერანი", 1990 წ. გვ. 54).
მაშ, თუკი ბერძნული ეკლესიის აღიარებით წყალპკურებითი "ნათლობის" მესაკუთრეთ, როგორც მოუნათლავთ, "არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლო"; თუ ქართლი კათალიკოსის მტკიცებით: ამგვარად "მონათლულნი" ბნელში რჩებიან და საღვთო სჯული შერყვნილი აქვთ, თქვენ, წყალპკურებით შებილწულნი და უნათლავნი, როგორ იჩემებთ მადლმოსილებას?
ალბათ, დარწმუნდით, ძვირფასო ქალბატონო, ამ ე. წ. "არქიმანდრიტ" რაფაელს მხოლოდ საეკლესიო და თეოლოგიურ საკითხებში თქვენნაირ ჩაუხედავთა და გულუბრყვილოთა მოტყუება შესძლებია!
დაბოლოს, ისიც მინდა გამცნოთ, რომ ერესისა და ხორციელი ცოდვის ცნებებიც ერთმანეთში გერევათ და აბსოლუტურად უადგილოდ მოიხმობთ სახარებისეულ ისტორიას ცოდვილი დედაკაცის შესახებ, რომლის ჩაქოლვის უფლებაც მაცხოვარმა სხვა ცოდვილებს არ მისცა. უსჯულოების მხილებას გვავალდებულებს მთელი ძველი და ახალი აღთქმა, მთელი ბიბლია! ასევე "დიდი სჯულისკანონი"! მაგალითების მოტანა, მერწმუნეთ, მეტად შორს წაგვიყვანს.
ჩვენი პრეტენზიები ოფიციალური ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის მიმართ საკმაო საფუძველს ემყარება და მათი უარყოფა -
პატივიცსემით -