Главное меню:
გლებ ჩისტიაკოვი
ანტიძველმართლმადიდებლური ფალსიფიკაციები
იყო თუ არა მართალი ანდრია უხტომსკი?
გასული წლის 90-
იმ მომენტში მე ყველაზე მეტად გამაკვირვა თვით ეპისკოპოს ანდრიას (უხტომსკის) სიტყვებმა, რომელიც მან დაწერა 1933 წელს, ალმა-
დიდი ხნის განმავლობაში ეს გამონათქვამი რაღაც ემოციურ გადაჭარბებად, ჰიპერბოლად, მეტყველების ფიგურად მიმაჩნდა.
შევეცადე რა გავრკეულიყავი ყოველივე ამაში, საკმაო რუდუნებითმა მუშაობამ მომიწია, რომლის შედეგად ფრიად საინტერესო დოკუმენტები აღმოვაჩინე. საბოლოოდ მიღებული ინფორმაცია საფუძვლად დაედო ლექციათა სერიას ძველმართლმადიდებლობის აპოლოგიაზე, რომელიც წაკითხულ იქნა მოსკოვის ძველმოწესეობრივ სასულიერო სასწავლებელში (რუს. აბრევიატურა: МСДУ -
რა თქმა უნდა, მოცემულ ლექციაში შეუძლებელია ცილისწამებისა და გაყალბებების ყველა ისტორიული ფაქტების ჩამოთვლა, სინოდალური ავტორის ყოველი სტროფისა და მისიონერული ბროშურების ყოველი ისტორიის გადმოცემა, რომელშიც თუნდაც მცირედი უსამართლობა არის მოცემული. ჩვენ შევჩერდებით ძირითად, საბაზო მითებზე, რომლებიც შემდგომ ანტიძველმართლმადიდებლური პროპაგანდის საფუძველი გახდა და რომელთა წყალობითაც ყალიბდებოდა ახალი საეკლესიო ფუნდამენტი, შემდეგ კი მთელი ახალი საერო ისტორიაც.
წიგნების გადაკეთება
უნდა ითქვას, რომ თავისთავად პატრიარქ ნიკონის რეფორმა სულაც არ დაწყებულა პირჯვრისსაწერი თითების წყობისა და სხვა ძველსაეკლესიო წეს-
პატრიარქი ნიკონი. კადრი ფილმიდან "განხეთქილება" ("Раскол")
იგივეა მითითებული ნიკონის მიერ ახლადგამოცემული კონდაკის (რუს.: Служебник) წინასიტყვაობაში: (განაწესა რა კრებამ) ძველი ბერძნული და სლავური წყაროების მიხედვით ყოველმხრივ შესწორებული (კონდაკი)... დაებეჭდათ; და არა მარტო ამ წიგნის გასწორება ისურვა, არამედ სხვა წმიდა წიგნებისაც და რაც მათში ცთომილებები აღმოაჩინა, ყოველივეში ძველბერძნულ და სლავურ წმიდა წიგნებს შეუფარდა" (დედანში: "Служебник во всем справя, и согласну сотворя древним греческим и славянским …повелеша напечатати, но не точию сию книгу исправити восхотеша, но и прочия святыя книги во всем с древними греческими и славянскими священными книгам в них же не едино погрешение обретается, согласити и исправити узакониша (Предисловие к Служебнику 1655 г. (с.38 1-
სინამდვილეში ახალი საღვთისმსახურებო წიგნების გამოცემის დროს არავითარი ძველბერძნული და ძველსლავური წიგნები არ გამოუყენებიათ. ამის შესახებ უკვე ლაპარაკობდა წიგნების იმდროინდელი შემსწორებელი სილვესტრ მედვედევი: (ქართულად: "იმ კრების შემდეგ მიატოვეს ყველა ძველი და სლავური წიგნები და მათი გასწორება დაიწყეს გერმანიაში გამოცემული ბერძნული წიგნების მიხედვით". "ხოლო ხსენებული წიგნი "კონდაკი" ჩასწორებულ იქნა არა ძველბერძნული ან ძველსლავური ხელნაწერების, არამედ კვლავ გერმანიაში ნაბეჭდი ბერძნული დაუმოწმებელი წიგნებიდან, რომლებიც გაურკვეველია სად და ვის მიერ არის ნაბეჭდი" (დედანში: "После того Собора все книги древние и славянские оставивши, начаша правити с новопечатных у немец греческих книг». «А та книга Служебник правлена не с древних греческих рукописменных и славянских, но снова у немец печатаной греческой бессвидетельствованой книги у нея же начала несть и где печатано неведомо")
დღეისთვის მეცნიერთაგან არავინ უარყოფს, რომ ნიკონიანური რეფორმის დროს ყველა წიგნი "გასწორებულ" იქნა არა ნარჩევი და ძველ ხელნაწერებთან შედარებულ-
წიგნების შესწორებაზე ამავე შეხედულებისანი იყვნენ ისეთი მეცნიერები, როგორც: ს. ა. ბელოკუროვი, პროფესორი ნ. ფ. კაპტერევი, პ. ფ. ნიკოლაევსკი, ი. დ. მანსვეტოვი და სხვები. ნაპოვნია ის წიგნებიც, რომლებიდანაც პატრიარქმა ბრძანა მთელი ძველრუსული საეკლესიო წეს-
ამგვარად, 1654 წლის კრებამაც და თვით პატრიარქ ნიკონის ბრძანებით გამოცემული ახალი საღვთისმსახურებო წიგნების შესავალშიც, აშკარად შეცდომაში შეიყვანეს კლერიკოსებიც და ერისკაცებიც, რომლებსაც ებრძანათ კიდეც ელოცათ სწორედ ამ ახალჩასწორებული წიგნების მიხედვით.
თითების წყობა: დავა თითების გარშემო
წიგნების "შესწორების" შემდეგ დადგა სხვა მღვდელმოქმედებების შეცვლის ჟამიც -
და მაშინ საქმეში ჩართეს ყველაზე სულელური არგუმენტები და გაყალბებები. ისტორიული და ლოგიკური სახის უამრავი სიყალბეა მოცემული 1656, 1666-
ასე მაგალითად, წიგნი "ფილაქანი" ("Скрижаль"), რომელიც 1656 წელს მომზადდა პატრიარქ ნიკონის კურთხევით, უთითებს, რომ ორთითიანი წყობა შეიცავს არიანულ და ნესტორიანულ მწვალებლობებს. თითების წყობაში გამოხატულ მწვალებლობებშივე ადანაშაულებს ღირ. მაქსიმე ბერძენსა და წმ. თეოდორიტეს.
ორთითიანი წყობა უძველეს ფრესკაზე
"ფილაქნის" ("Скрижаль") უმთავრეს არგუმენტად გამოდიოდა ის, რომ ორთითიან წყობაში თურმე იქადაგებოდა წმიდა სამების პირთა არათანასწორობა, რომელიც ვითომცდა წარმოჩენილი იყო სამი შეერთებული თითის არათანასწორი ზომებით: "მოსკოვში ნაბეჭდ თანამიმდევრულ ფსალმუნში არსებული თეოდორიტესა და მაქსიმეს და ასევე სხვა ხელნაწერ წიგნებში წერია: ბოლო ორი თითი შეერთებულ უნდა იქნას დიდ თითთან, რითაც ნაჩვენები იქნება წმ. სამების პირთა არათანაბრობა, რაც არია არიანული მწვალებლობა" (დედანში: "Еже Феодоритово и Максимово обретаемое в книге Псалтыре со возследованием, московской печати и во иных рукописных писано: еже два малых последних перста соединити с великим пальцем, то ими будет показано неравенство Св. Троицы, то есть арианство" ("Скрижаль" Л. 15 об.).
წიგნში ასევე მითითებული იყო, რომ ახალ თითთაწყობაში, ანუ სამთითიანში ყველა ადამიანური თითები, რომლებიც წარმოადგენენ წმ. სამებას არიან თანასწორნი. ლოგიკირ არქონა წიგნში "ფილაქანი" უკვე იმთავითვე ცხადი იყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, რადგან თითოეული ჩვენთაგანის ხელზე არა თუ არ არის სამი ერთი და იგივე ზომის თითები, არამედ ორიც კი, ხოლო წმიდა სამების ერთობის სიმბოლო გამოიხატება არა თითების სიგრძის (!), არამედ რაოდენობის მიხედვით.
ახალმოწესეობრივი ეკლესია ასწავლის, რომ თითებით ნაჩვენებ უნდა იქნეს ბერძნული ასოები
არანაკლები ალოგიზმებითა და ცრუმოწმობებით არის შეკმაზული სამღვდლო კურთხევის ახალი ფორმის აპოლოგიებიც. ეს არის დღეისთვის ცნობილი "სახელობითი თითების წყობა", რომელშიც თითები ვითომცდა გამოსახავენ ასოებს. ამ თხზულების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ თითები, რომლებითაც ბერძნული ასოები გამოიხატება, ადამიანისთვის უფალს უბოძებია.
"საღმრთო განგებით, -
"ფილაქნის" ის გვერდი, სადაც ეს სისულელეა ნათქვამი
გასადიდებლად დააკლიკეთ სურათს
გარდა ამისა, ახალმოწესეები ირწმუნებოდნენ, რომ ბერძნული ასოებით ისრაელში პირველად კურთხევა გასცა თვით მაცხოვარმა:
"თითების ამგვარი მოწყობა საკურთხებლად თვით ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტესგან გვისწავლია" -
ამ სწავლების აშკარა სიცრუე მდგომარეობს ერთბაშად რამოდენიმე პუნქტში:
ჯერ-
მეორეც, ადამიანივით თითები, გააჩნიათ მაიმუნებს, ლემურებს და ზოგიერთ სხვა ცხოველებსაც. ძნელი სავარაუდებელია, რომ ყველა ამ ცხოველს უფალმა იმიტომ მისცა ხუთი თითი, რომ მათით ასოები გამოეხატათ.
და მესამე, იესუ ქრისტე ქადაგებდა არა ბერძნულად ან სლავურად. მაცხოვრის სახელი შეუძლებელია ნაჩვენებ იქნას არამეულ, ან ძველებრაულ და სხვა რომელიმე ენაზე.
არსებობენ ცხოველები, რომელთა თითები წააგავს ადამიანისას
ცხადია, რომ ლემურების თითები ადამიანისას წააგავს
წიგნ "ფილაქანში" დოგმატიზირებულია მაცხოვრის სახელის დაწერა ფორმით "Иисус", ასევე დამკვიდრებულ იქნა მთელი რიგი მეტად საეჭვო სწავლებანი.
სამწუხაროდ, სულელური სწავლება ადამიანის თითებზე, რომელთა მეშვეობითაც, თურმე ბერძნული და სლავური ასოებით უნდა იქნას გამოხატული მაცხოვრის სახელი, და კრებითად დამტკიცებულ წიგნებში "ფილაქანსა" ("Скрижаль") და "კვერთხშია" ("Жезл") მოცემული, დღემდე არავის გაუუქმებია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) და საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦЗ) კრებები, რომლებიც ჩატარდა გასული საუკუნის 70-
დარტყმა რუსეთის ეკლესიაზე
რადგან პატრიარქ ნიკონისა და მეფე ალექსის რეფორმების მსვლელობისას ძველი წეს-
აქ ამუშავდა პრინციპი, რომელიც კარგად იცის მკითხველმა, ვინც გაცნობილია ბოლო ათწლეულების ისტორიულ ლიტერატურას; რომ თითქოსდა ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაოდ "ძნელად გასაგები" ისტორია. როდესაც ჯერ კიდევ გუშინ ყველას მიერ ქებული მმართველები, გმირები და დამსახურებული მოღვაწეები უცებ ხდებიან "სოციალურად მავნე ელემენტები", "ხალხის მტრები", "გაყინულები", "საბჭოთა კავშირის მესაფლავეები" და ა. შ.
გადაწყვიტეს ზუსტად ასე გადაესინჯათ ძველრუსული ეკლესიის ისტორიაც.
წმ. მიტროპოლიტი მაკარი
პირველ რიგში ასეთი ბრალდებები წარუდგინეს 1551 წლის ასმუხლიან კრებას. 1667 წლის კრებამ პირდაპი დაადანაშაულა ამ კრების მამები უმეცრებასა და უგუნურებაში, ასევე მისი დადგენილებები, რომლებიც საეკლესიო ღვთისმოსაობას ეხებოდა: "მაკარი მიტროპოლიტი და ძმანი მისნი თავისი უმეცრებით უგუნურად და თვითნებურად მჭევრმეტყველებდნენ, არ ეთანხმებოდნენ ძველბერძნულ და სლავურ ხელნაწერ წიგნებს, არც წმიდა და მსოფლიო პატრიარქებისგან მიუღიათ რჩევა-
მაკარისეული კრება
წიგნში "ფილაქანი" ამაზე უფრო სასტიკი განაჩენია გამოთქმული: "ეს უთანხმოებანი და მწვალებლობანი აღმოცენდნენ ვიღაც მწვალებელთაგან, რომლებიც ჩამოცილდნენ ბერძნებს და და არც მათ ეკითხებოდნენ რამეს და საკუთარი ცრუბრძნობით მოქმედებდნენ" (დედანში: "ие несогласие и ереси возрастоша от неких еретиков, кии от греков отлучишася и с ними не совопрошахуся ни о чесом же, ради тогдашния своея суемудрия") (цит. По Карташев А. В. Очерки по истории русской Церкви. Т. II. Москва.1992. с. 178).
ახალმოწესე მღვდელმთავრები შემდგომ წლებშიც ავითარებდნენ ამ აზრს. მაგალითად, არქიეპისკოპოსი ეგნატე ტობოლსკელი წერდა: "მწვალებელთაგან გარყვნილ იმ ბოროტ ჟამს, აღდგნენ წყეული სომხები და ჩვენი ღვთისმოსავი და დიდი თავადის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისა და მეფის იოანე ბასილის დროს საიდუმლოდ შეიჭრნენ ჩვენს მართლმადიდებლობაში და შემოიტანეს თავიანთი მყრალი მწვალებლობების აყროლებული სწავლებანი, და ჩააგდეს ის ხსენებულ "ასმუხლიან" კრებაში: და მართლაც შესაზარია "ასმუხლიანი" კრება თავისი ესოდენ მრავალი თავებით" (დედანში: "По том же злейшим от еретиков развращенным времени, восташа таинственно проклятии армени и тако вкрадшеся в православие наше, егда в лета благовернаго царя и великаго князя Иоанна Васильевича, всея России самодержца, и привнесше злобныя своя ереси злосмрадное учение, и ввергоша е в рекомый Стоглав: но вправду речено Стоглав, яко дивиячище (Чудовище -
არქიეპისკოპოსი ნიკიფორე ასტრახანელი (თეოტოკი)
არქიეპისკოპოსი ნიკიფორე ასტრახანელი (თეოტოკი) უთითებდა: "მაკარის კრება... ჭეშმარიტების მქადაგებელი კი არ იყო, არამედ მტერი... მისი კრების წევრებს არ უნდა ვუწოდოთ ეკლესიის მოძღვრები. ეკლესიის შეურაცხყოფაა მის მოძღვრებად ხმობდე ისეთ ადამიანებს, რომლებმაც არ იცოდნენ საღმრთო წერილის ძალი" (დედანში: "Собор Макариев … был не проповедник, но враг истины… Членов сего собора недолжно называть учителями церкви. Поругание церкви называть учителями ее таких людей, которые силы божественнаго писания не знали") (Архиепископ Никифор Астраханский, Ответ на вопрос 10, стр. 280).
როგორც ეკლესიის ახალმოწესე ისტორიკოსი ა. ვ. კარტაშევი წერს: "პატრიარქებმა, და ვაი, რომ მათი მიყოლებით 1667 წლის კრების ყველა რუსმა მამამ განსასჯელთა სკამზე დასვეს მოსკოვის საეკლესიო ისტორია, კრებითად განიკითხეს ის და შეცვალეს იგი" (დედანში: "Патриархи, а за ними — увы! — и все русские отцы собора 1667 г. посадили на скамью подсудимых всю русскую московскую церковную историю, соборно осудили и отменили ее" (Карташев А. В. Очерки по истории русской Церкви. Т. II. Москва.1992. с. 179).
_____________
რედაქციისგან: ძველრუსული საეკლესიო ისტორიის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-
_____________
თვითმარქვია მსაჯულნი
ამასთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესოა გავარკვიოთ, თუ ვინ განიკითხა ასე რუსეთის ეკლესია, ვის გამოჰქონდა ვერდიქტები და ვინ ადგენდა კრების საქმეებს "სახელობითი" კურთხევის დოგმატის სულისკვეთებით? როგორია იმ პირთა კანონიკური სტატუსი, ვინც ანათემას გადასცა ძველრუსული საეკლესიო ტრადიციები? 1666-
კადრი ფილმიდან "განხეთქილება" ("Раскол"): პატრიარქები პაისი ალექსანდრიელი, მაკარი ანტიოქიელი, ღაზის მიტროპოლიტი პაისი (ლიგარიდი) და 1667 წლის კრების სხვა მონაწილეები.
ისტორიკოსებმა უკვე დიდი ხანია აჩვენეს, რომ ეს პატრიარქები გადაყენებულნი იყვნენ თავიანთი კათედრებიდან, ხოლო მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდი საერთოდ პატივაყრილი იყო. ყველა ეს პირი მოქმედებდა ყალბი სიგელების და ფალსიფიცირებული დოკუმენტების საფუძველზე:
"მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდი... იყო დაწყევლილი და ეკლესიიდან თავისივე მეუფის, პატრიარქ ნექტარი იერუსალიმელის მიერ მოკვეთილი (Зеньковский С.А. Русское старообрядчество. Т.1 с. 222).
ლიგარიდის მეგობრებმა მსოფლიო პატრიარქს გამოსცინცლეს საეგზარქოსო უფლებამოვალეობანი. 1663 წელს მოსკოვში ამ თვალსაზრისით მიღებულ იქნა საპატრიარქო სიგელი, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ყოფილა გაყალბებული. ლიგარიდის მეგობრები ისეთივე გარყვნილი მორალის ხალხი გახლდათ, როგორც თვით ლიგარიდი" (დედანში: "Друзья Лигарида добыли ему от Вселенского патриарха экзаршие полномочия. В 1663 году была получена в Москве в этом смысле патриаршая грамота. Как оказалось впоследствии, она была подложной -
ამ ორი პატრიარქის რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის კრებაში მონაწილეობის კანონიკური უფლება უკიდურესად საეჭვოა. მათი რუსეთში გამგზავრებით აღშფოთებულმა პართენიმ (კონსტანტინოპოლელი -
"ისინი (პატრიარქები -
"სასახელო" საქმეთა დასაბამში
XVIII საუკუნის ანტიძველმოწესეობრივ დოკუმენტთა კორპუსი გამდიდრდა ახალი, უპრეცდენტო ნაყალბევებით. ამჯერად ახალმოწესეობის იდეოლოგებმა გადაწყვიტეს არ დაჯერებოდნენ ძველრუსული ეკლესიის "ცთომილებისა" და "უმართებულობის" დეკლარირებას და კიდევ უფრო წინ წაწეულიყვნენ მის ცილისწამებაში. სპეციალური კრების მეშვეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამზადებულიყო ფალსიფიკაციური დოკუმენტები, რომლებიც გაამართლებდა ნიკონისა და მის შემდგომ დამკვიდრებულ სიახლეებს.
მეფე პეტრე I. კადრი ფილმიდან "სასახელო საქმეთა დასაბამში"
საპატრიარქო საყდრის ადგილნაცვალმა, რიაზანის მიტროპოლიტი სტეფანე (იავორსკი) და ნიჟეგოროდის არქიმანდრიტი პიტირიმე (შემდგომში არქიეპისკოპოსი) შეუამხანაგდნენ ცნობილ მატყუარასა და ფალსიფიკატორს მეფე პეტრე I-
გადაწყდა, რომ ამ ისტორიული "ფაქტის" აღმოჩენა მიეწერათ იმ მომენტისთვის უკვე გარდაცვლილ მიტროპოლიტ დიმიტრი როსტოველისთვის, რომელიც, როგორც "წმინდანთა ცხოვრების" შემდგენელი, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა სინოდალურ ეკლესიაში.
ისტორიკოს პ. პ. პეკარსკის მოწმობით, პეტრე I-
ამგვარად, მეფის ჩანაფიქრის მიხედვით დაიწყო ისტორიის ფალსიფიკაციის "სასახელო" საქმეები.
დოკუმენტის დამზადების შემდეგ მოახდინეს კრებითი საქმეების სამეცნიერო მოძიების ინსცენირება.
მიტროპოლიტმა სტეფანემ (იავორსკი) ისტორიული "ძიებების" საწარმოებლად ბიბლიოთეკებსა და კიევო-
ამ "საქმეებში" მითითებული იყო, რომ ორი თითით პირჯვრისწერა, ორჯერადი ალილუია და სხვა ძველრუსული და ძველბიზანტიური წეს-
ამ წინდახედული და ნაყოფიერი მწვალებლის საქმე განუხილავთ "კიევისა" და "კონსტანტინოპოლის" 1151 წლის კრებებზე, სადაც თვით ერეტიკოსი და მის მიერ გამოგონილი წეს-
კიევის 1151 წლის არარსებული კრების ყალბმა საქმეებმა მიიღო სახელწოდება "მარტინე სომეხთან დაკავშირებული კრებითი საქმეები" (დედანში: "Соборное деяние на еретика Мартина Армянина"). ამ ცრუმოწმობის სინამდვილე დაადასტურა კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კრაკოვსკელმა) და კიევის კრებამ.
ქსოვილი "პეტრე და პიტირიმე". ქსოვილზე წარწერაა: 1722 წ. ნიჟნი ნოვგოროდი. მეფე პეტრე საუბრობს იღუმენ (შეცდომა: ის უკვე ეპისკოპოსია) პიტირიმესთან განხეთქილების ("რასკოლის") თაობაზე. მეფე ურჩევს და ითხოვს პიტირიმესგან გაასასტიკოს ღონისძიებები განხეთქილების მოქმედთა წინააღმდეგ (დედანში: "1722 год. Нижний Новгород. Царь Петр беседует с игуменом Питиримом о расколе. Царь дает совет и требует ужесточить меры против раскольников").
1718 წელს "მარტინე ერეტიკოსის საქმე" მოსკოვში საზეიმოდ ჩაიტანეს. აქ მას ხელი მოაწწერა რუსეთის 12-
1719 წლის 20 ივნისს პეტრე I-
"მარტინე ერეტიკოსის სამხილებელი წიგნი, კვირაობით, პროლოგის ნაცვლად (ანუ წმინდანთა ცხოვრებებისა და ქადაგებების ნაცვლად -
მეფის კარის მღვდელმთავრები და თვით პეტრე I-
"ვინც ისურვებს ნამდვილი კრებითი საქმის გაცნობას, ... ჩამოვიდეს მოსკოვში... ყოველგვარი შიშისა და ძრწოლის გარეშე, და უმეტესი დამაჯერებლობისთვის იხილოს ხსენებული კრებითი საქმე, რომელიც კიევიდან არის გამოგზავნილი კიევის მღვდელმთავრის მიერ..." (დედანში: "аще ли кто похощет оное соборное деяние подлинное, и присланный лист из Киева за руками подлинной же видети, и тебе архимандриту Питириму, велеть им приходить в Москву, на печатный наш великаго государя двор, без всякаго опасения и страха, и смотрети бы оное соборное деяние подлинное, и из Киева присланный от архиерея Киевскаго лист подлинной же самой, ради лучшаго уверения") (Православное обозрение за 1887 г., т. 3; стр. 307).
მარტინე ერეტიკოსის საქმე
მარტინე ერეტიკოსის "საქმეთა" სიყალბე მისი გამოქვეყნებისთანავე ამხილეს. 1719 წელს სწავლულმა ძველმოწესემ, მღვდელმოწამემ, დიაკვანმა ალექსანდრე კერჟენსკიმ ბრწყინვალედ დაამტკიცა ამ დოკუმენტის სიყალბე. მკვლევარი სუვოროვი ასე წერდა ამის შესახებ:
"დიდი საცთური შეიქნა, როდესაც კერჟენის ყრუ ტყეთა ბინადარმა, ვინმე დიაკვანმა ალექსანდრემ მეცნიერების ყველა წესის დაცვით გაარჩია ეს საქმე, მიუთითა ისტორიულ ანაქრონიზმებზე, ფილოლოგიურ და პალეოგრაფიულ შეუსაბამობებზე და მკაფიოდ დაამტკიცა ამ საქმის სიყალბე" (დედანში: "Соблазн был немалый, когда обитатель глухих Керженских лесов, некий дьякон Александр разобрал это деяние по всем правилам науки, указал исторические анахронизмы, филологическия и палеографическия несообразности и доказал с очевидностью подложность этого деяния") (Суворов. О происхождении и развитии руского раскола. Ярославль. 1886. л. 64-
თავისი ობიექტური გამოკვლევისთვის დიაკვანი ალექსანდრე დასაჯეს (მას ვერ უშველა თვით პეტრეს მიერ ადრე გამოცემულმა განკარგულებამ, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს ჰპირდებოდა "საქმის" დედნის დათვალიერებას "ყოველგვარი შიშისა და ძრწოლის" გარეშე).
1724 წელს მიღებულ იქნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ვინც ამ "საქმეებს" არ ირწმუნებდა სიკვდილით უნდა დასჯილიყო, რამაც შესაძლებლობა მისცა რეფორმატორებს ათწლეულების განმავლობაში შეემცირებინათ კრიტიკის ზეწოლა, ხოლო "საქმენი" ნამდვილად თვით საერო აკადემიურ მეცნიერებაშიც კი აღიარეს (აქედან ცხადი ხდება, რომ იმდროინდელი (და იქნებ ახლანდელიც) მეცნიერება იდგა ოფიციალური სახელმწიფო თუ ეკლესიური იდეოლოგიის და არა ჭეშმარიტების სამსახურში -
თეოგნოსტის კურთხევანი
ყალბ დოკუმენტთა რიგს ეკუთვნის კიდევ ერთი წყარო, რომელზეც იყო აგებული ანტიძველმართლმადიდებლური პროპაგანდა. კერძოდ, ეს გახლდათ კურთხევანი, რომელიც ვითომცდა ეკუთვნოდა XVI საუკუნეში მცხოვრებ მოსკოვის მიტროპოლიტ თეოგნოსტეს. ეს დოკუმენტი დამზადდა კიევის კრების "საქმეებთან" ერთად, მაგრამ, "საქმეებისგან" განსხვავებით, სადაც მთავარი მოქმედი პირი იყო გამოგონილი მწვალებელი მარტინე სომეხი, კურთხევანში გაჩნდა ორი არარსებული პერსონაჟი: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ლეონტი ბალსამონი და იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი, რომლებიც ვითომცდა მსჯელობენ სამი თითით პირჯვრისწერის, მზის მიმართულებით ლიტანიობის, სამჯერადი ალილუიასა და სხვა ახალმოწესეობრივი ჩვეულებების შესახებ. ამ ნაყალბევის მიზანი იყო პატრიარქ ნიკონისა და მის მიმდევართა მიერ შემოიტანილ წეს-
კირილე კისელიოვი "განხეთქილება" ("Раскол")
მწვალებელ მარტინეს ნაკვალევზე
სამწუხაროდ, ეს ფალსიფიკაციები (ისევე როგორც წიგნების გაყალბება, რომელზეც ადრე ვილაპარაკეთ) არ შემოიფარგლა ლოკალური აქტით, არამედ ზეგავლენა იქონია მთელს შემდგომ ისტორიოგრაფიაზე, ბიძგი მისცა მსგავსი გაყალბებების გაგრძელებას, რომლებიც ადრე გაკეთებულ ფალსიფიკაციათა გამართლებას ემსახურებოდნენ.
ასე მაგალითად, 1780 წელს ხერსონის არქიეპისკოპოსმა ნიკოფორემ ძველმოწესეთადმი მიძღვნილ ერთ-
თავიანთ შრომებში ამ არარსებულ კრებას იხსენიებენ გაბატონებული აღმსარებლობის ისეთი ცნობილი მღვდელმთავრები, როგორიცაა მიტროპოლიტი პლატონი (ლევშინი), ფილარეტი (დროზდოვი), მაკარი (ბულგაკოვი), ხოლო ეპისკოპოსი თეოფანე (გოვოროვი), რომელიც "დაყუდებულის" სახელითაც არის ცნობილი, წერდა: "ჩვენთან, რუსეთში, მალე ქრისტეს წმ. სარწმუნოების მიღების შემდეგ, გამოჩნდა ვინმე მარტინე სომეხი, რომელიც დღევანდელ "რასკოლნიკებს" მოგვაგონებს (Феофан (Говоров) епископ. О православии в предостережениями от погрешностей против него. М. Издательский отдел Московского Патриархата. 1991. С. 3).
მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი)
არარსებული კრების ყალბი "საქმეების" დასაცავად კიდევ ერთი ფალსიფიკაცია გააკეთა ცნობილმა ისტორიკოსმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ (ბულგაკოვი). თავის წიგნში "რუსული განხეთქილების ისტორია" ("Истории русского раскола") მან დაიმოწმა მართლმადიდებელთა მიმართ უნიატების მიერ მიწერილი ყალბი ეპისტოლე, რომელიც დათარიღებულია 1596 წლით და შეთითხნილია მალოროსელი (малороссийский) ისტორიკოსის ნ. ა. მარკევიჩის მიერ, ასევე უგლიცკელი არქიმანდრიტის ანდრონიკეს (1713 წ.) უცნობი წარმომავლობის თხზულება. ამ დოკუმენტებში, რომელიც გამოყენებულია მიტრ. მაკარის მიერ, სხვა მწვალებელთა შორის მოხსენიებულია არასოდეს არსებული მწვალებელი მარტინე სომეხი.
როდესაც 1849 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა გრაფ დ. ნ. ბლუდივმა მოისურვა პირადად გაცნობოდა "საქმეთა" ორიგინალს და შეეცადა "საქმეთა" ხელნაწერები, რომელიც ინახებოდა სინოდალური ბიბლიოთეკის საცავში, სახელმწიფო ბიბლიოთეკისთვის გადაეცა, მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი) ამისი კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა. ის აცხადებდა, რომ ხელნაწერის ორიგინალი საიდუმლოდ უნდა იქნას დაცული "გახმაურების არასასურველი შედეგების გამო". მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დ. ნ. ბლუდოვმა მოახდინა ადმინისტრაციული ზეწოლა სინოდზე, მიტროპოლიტი ფილარეტი იძულებული გახდა ეცნობებინა მისთვის ნამდვილი მიზეზი, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის ორიგინალი არ უნდა გამოტანილიყო საჯარო განხილვაზე. მან დაფარულ შეტყობინებაში ამცნო მინისტრს, რომ "პალეოგრაფიული ნიშნები ხელნაწერის სიძველეს არ ადასტურებს" ("признаки палеографические не благоприятствуют мнению о глубокой древности сей рукописи") (Цит. по Козлов В.П. Тайны фальсификаций: пособие для преподавателей и студентов ВУЗов – 2-
XIX საუკუნის შუაწლებში "საქმეთა" სიყალბე აღიარა რუს მეცნიერთა უმეტესმა ნაწილმა. ისტორიკოსი კ. ფ. კალაიდოვიჩი თავის დავაში ნ. კ. კარამზინთან, რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა "საქმეთა" სინამდვილე წერდა: "მე მას ვეწინააღმდეგებოდი, მომყავდა მიზეზები, რომლებმაც აიძულა ჩვენი სამღვდელოება გამოეყენებინა ეს დაუშვებელი მეთოდი განხეთქილების წინააღმდეგ; სწრაფწერა, რომელიც არ არსებობდა იმ საუკუნის დასაწყისში, მელნის სიმკვეთრე და თვით ამ თხზულების ფორმა" (Калайданович К.Ф. Записки важные и мелочные //Летописи рус. Лит. И древности издаваемые Н. Тихонравовым. – М.,1861 – Т.3 – Кн. 5-
ნ. მ. კარამზინი
დასასრულ, თვით კარამზინმაც თავის თხზულებაში "რუსეთის სახელმწიფოს ისტორია" მიუთითა: "მოვალენი ვართ აღვნიშნოთ, რომ არც მატიანეებში, არც (("Степенная книга") *, არც "ასმუხლიანში" ამის შესახებ (მარტინე მწვალებლის შესახებ -
______________
* საფეხუროვანი წიგნი: "Степенная книга" (საფეხუროვანი წიგნი) -
რუსული "რასკოლის" საქმეთა მოხელე, რუსი მწერალი ა. პ. მელნიკოვი (პეჩორსკი) XIX ს.-
მწერალი ა. პ. მელნიკოვი (პეჩორსკი)
მკვლევარი ნ. პ. ლიხაჩევი ამ "საეკლესიო ძეგლს" ახასიათებდა როგორც "უკადრის გაყალბებას" (Лихачев Н.П. Дипломатика. – СПб., 1901.-
ეკლესიის ისტორიკოსმა ტ. ფილიპოვმა ასე აღნიშნა "საქმეთა" გამოჩენა: "მხოლოდ ნიკონამდელი წეს-
მკვლევარი სუვოროვი ასე ახასიათებს გაყალბებების ტენდენციას: "რადგან საეკლესიო მთავრობა შედგა არა სახარებისეულ გზაზე, დაღმართში დაცურებულივით მიგორდა ის სამწუხარო და მართლმადიდებლური ეკლესიის ხასიათთან შეუსაბამო აზრამდე, გაყალბების აზრამდე" (დედანში: "Раз церковное правительство вступило на путь не евангельский, ему уже не трудно было, идя по наклонной плоскости, дойти до прискорбной, так мало согласующейся с характером православной церкви, мысли, до мысли о подлоге") (Суворов. О происхождении и развитии руского раскола. Ярославль. 1886. л. 64-
სამწუხაროდ, ეს "საქმენი" ოფიციალური ეკლესიის მიერ ოფიციალურად დღემდე არ არის უარყოფილი, ამიტომაც, მის მიერ დათესილი ეს ღვარძლი დღემდე იჩენს თავს სხვადასხვა გამოცემებში, ზოგჯერ კი ჩვენი დროის თანამედროვე ლიტერატურაშიც.
თანამედროვე მკვლევარები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ "აკუმულირებენ რა ისტორიულ მითებს, გაყალბებები თვითონვე ქმნიან კიდევ უფრო მყარ ახალ მითებს, რომლებმაც ჩვენს დროებამდე მოაღწიეს და დღემდე არსებობენ. თითქმის ორი საუკუნე ინახება არქივებში "მარტინე სომეხის კრებითი განკითხვა" ("Соборное деяние на мниха Мартина Арменина"): მისი მხილების მიუხედავად, მისი დამალვის ფაქტმა მაინც გააჩინა ეჭვი: იქნებ "საეკლესიო სიწმიდე" მართლაც ნამდვილია" (დედანში: "аккумулируя в себе исторические мифы, подделки сами порождают новые мифы, еще более устойчивые, дожившие до наших дней, не умирающие и сегодня. Едва ли не два столетия лежало запечатанным в архиве "Соборное деяние на мниха Мартина Арменина": несмотря на его разоблачение, факт сокрытия все-
დიმიტრი როსტოველი
თვით წყევლა-
"ქვესკნელიდან ამოხეთქილმა მწვალებლობათა ქარიშხალმა, რომლებიც საბერძნეთში აღორძინდნენ, ბოლო წლებში მარტინე სომხისა და ბრინსკის
_____________
* ბრინსკის სკიტეები მდებარეობდნენ მდ. ბრინის ნაპირებზე მდებარე უღრან ტყეებში, სადაც იმალებოდნენ ძველმორწმუნე მართლმადიდებელნი. აქედან მომდინარეობს ახალმოწესეთა მიერ გამოგონილი ახალი ზედწოდება "ბრინსკული რწმენა" (რუს. "Брынская вера").
_____________
და "ქვესკნელიდან ამოხეთქილმა მწვალებლობათა ქარიშხალმა, რომლებიც არიოზისგან საბერძნეთში აღორძინდნენ, ბოლო წლებში მარტინე სომხის მზაკვარებით ჩვენს სამშობლოშიც მზად იყო დაერღვია ერთი წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის მშვიდობა" (დედანში: "Буря ересей от преисподних по Греции возродившаяся, а в последняя лета происками Мартина армянина, чрез брынских скитоначальников возникшая в нашем отечестве" и "Буря ересей от преисподних, чрез Ария по Греции возродившаяся, а в последняя лета происками Мартина Армянина в нашем отечестве, готова была опровергнуть тишину Единыя Святыя Соборныя Апостольския Церкви" (Служба и акафист Димитрию Ростовскому).
დიმიტრი როსტოველის ანტიძველმართლმადიდებლურ თხზულებათა აქტუალობა დასტურდება ყველაზე მაღალ დონეზე. ასე, მაგალითად, მიმართავდა და დიმიტრი როსტოველისადმი მიძღვნილი გამოფენის "მართლმადიდებლობის მოშურნე და განხეთქილების აღმომფხვრელი" მონაწილეებს, პატრიარქი ალექსი მეორე აღნიშნავდა, რომ ამ უკანასკნელმა "ბევრი იშრომა საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად და დამღუპველი და ბოროტმორწმუნე სქიზმატიკოსებისადმი წინააღდგომით, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: "აცთუნებდნენ მართალთაც თუკი შესძლებდნენ" (მათე 24:24) (დედანში: "... немало потрудился на поприще благоустроения церковной жизни и противостоянию гибельному и зловерному влиянию расколоучителей, тщавшихся, как о том пророчески сказано в писании «прельстить если возможно и избранных (Мф. 24. 24)" (Обращение патриарха к участникам выставки «Православия ревнитель и раскола искоренитель», Москва, Чистый переулок, № 5966, 29 сентября 2005 года, Москва).
მკვლევარი ვ. პ. კოზლოვი "მარტინე სომხის საქმეებსა" და "თეოგნოსტეს კურთხევანს" განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ამოსავალ წერტილს ისტორიულ დოკუმენტთა ფაბრიკაციის ტრადიციაში: "ჩვენს დროში "კრების საქმეები" (მარტინე სომეხზე -
წყარო: http://ruvera.ru/articles/lekciya_antistaroobryadcheskie_falsifikacii#_ftnref5
გაგრძელება იქნება.