Главное меню:
არქიეპისკოპოსი პავლე
გავამარჯვებინოთ სიყვარულს!
საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-
წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.
გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.
წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-
შინაარსი
ნაწილი მეოთხე
ხუთი სიმართლე
მართებულად რომ გავიაზროთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული ჩვენი განცხადების არსი, საჭიროდ ვთვლი, დეტალურად, სიტყვასიტყვით განვიხილოთ იგი და თანაც იმ სქემის შესაბამისად, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, რამეთუ, ამდაგვარი მეთოდით, ვფიქრობ, უფრო ცხადად გამოჩნდება იმ გაუგებრობისა და მშფოთვარების უსაფუძვლობა, რომელიც, სამწუხაროდ, დაგეუფლათ თქვენ და ეკლესიის ზოგიერთ წევრს მისი გამოქვეყნების შემდეგ. საკითხის ადვილად გარკვევისთვის გადავწყვიტე გამემეორებინა თქვენი წერილის სქემა და მისი თავებად დაყოფის პრინციპები. ასევე, ზოგიერთი სათაურიც, ოღონდ არსობრივად საპირისპირო მნიშვნელობით.
სიმართლე პირველი
ჩვენი განცხადების პირველ აბზაცში წერია: "ამასწინათ გაზეთ "რეზონანსიდან" (№ 215. 9 აგვისტო) მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის იონას მიმართვა ოფიციალური ეკლესიის მოძღვრებისადმი, რომელსაც დასანანი გაუგებრობის გამო რედაქციამ არასწორი ქვესათაური დაურთო -
ჯერჯერობით აქ შევჩერდეთ და აღვნიშნოთ, რომ განცხადების გამოქვეყნების მიზეზი, რომელმაც ამდენი გაუგებრობა გამოიწვია, გახლავთ არა თქვენი წერილის შინაარსი ან, როგორც თქვენ წერთ, "პროტესტი" თქვენი ღონისძიებისადმი, არამედ თვით გაზეთ "რეზონანსის" გაუთვალისწინებელი და თქვენთან შეუთანხმებელი ინიციატივა, თქვენი წერილისთვის მიეცა ქვესათაური: "სტაროვერები მოძღვრებს სატანისადმი გადაცემით ემუქრებიან". ამ ქვესათაურით თქვენი კერძო ინიციატივა მიეწერა მთელს ეკლესიას, რაც გახდა კიდევაც ჩვენი განცხადების გამოქვეყნების მიზეზი.
"რეზონანსს" ეს ქვესათაური რომ არ მიეცა თქვენი წერილისთვის, არც ჩვენი განცხადება დაიბეჭდებოდა. მეტიც, "რეზონანსის" მტკიცებით, თქვენი წერილი "ერთ-
თავად ამ ქვესათაურისთვის განმარტების მიცემა იმიტომ დაგვჭირდა, რომ ვაწარმოებდით პოლემიკას გაბატონებული ეკლესიის ზოგიერთ წევრთან, დამყარებული გვქონდა კონტაქტები ბ-
ვაწარმოებდით ასევე პოლემიკას ე. წ. "ბოსტონის დაჯგუფებასთან", გელა აროშვილთან და თეიმურაზ დედაბრიშვილთან, რომელთანაც გვქონდა და მომავალშიც უნდა გვქონოდა საღვთისმეტყველო-
თქვენი განსაკუთრებული აღშფოთება გამოუწვევია ჩვენს შემდეგ წინადადებას: "მოვალენი ვართ განვაცხადოთ, რომ ეპ. იონას კერძო წერილი არ გამოხატავს ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას. ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლესთან ერთად არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს, სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, პიროვნულ მოქმედებებს..."
სამწუხაროა, რომ ეს წინადადებები თქვენს მიერ აღქმულ იქნა პირად შეურაცხყოფად. თქვენი კერძო წერილი მთელი ჩვენი ეკლესიის პოზიციას რომ არ გამოხატავს, თქვენ ხომ თვითონვე განგვიცხადეთ და გვამცნეთ, რომ კონკრეტული აქტი შვიდი ერეტიკოსის დასასჯელად თქვენი კერძო, პირადი ინიციატივაა და არ გსურდათ ამ საქმეში ჩაგერთოთ მთელი ეკლესია? ამას ხომ თქვენი წერილიც ადასტურებს, კერძოდ:
1) თქვენი წერილი იწყება სიტყვებით: "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქის, მეუფე იონას გაფრთხილება ღვთის რისხვის მომლოდინეთა მიმართ".
2) თქვენ წერთ: "სრულიად საქართველოს საყურადღებოთ ვაცხადებ... ღმერთსა ვთხოვ, წარმოაჩინოს თავისი რისხვა ერის მაცთუნებლებზე" (სხვათა შორის, ეს სიტყვები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კათაკმევლობაზე მწვალებელთა ანათემირებისა და სატანაზე შვიდი კაცის გადაცემის თქვენეულ აქტს შორის სხვაობას).
3) თქვენვე აცხადებთ: "პავლე მოციქულის დარად, გადაგცემთ სატანას... სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. ამაყად ვიყენებ უფლის მიერ მონიჭებულ ჩემს საეპისკოპოსო უფლებამოსილებას..." ("რეზონანსი". 1999 წლის 9 აგვისტო).
თქვენი წერილიდან ამოკრეფილი ადგილები ცხადზე უცხადესად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ეს იყო თქვენი, პირადი, კერძო ღონისძიება. "რეზონანსს" ასეთადვე რომ დაეტოვებინა, ჩვენც სათქმელი არაფერი გვექნებოდა, რამეთუ ამ ფაქტს არც მანამ და არც შემდეგ არ შევწინააღმდეგებივართ.
ამიტომაც, სრული ჭეშმარიტებაა ჩვენი მტკიცება, რომ "... ეპ. იონას კერძო წერილი არ გამოხატავს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას". თქვენი კერძო ღონისძიება, თქვენი რწმენისა და საეპისკოპოსო ძალაუფლებდან მომდინარეა და ცხადია, მას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა (ასეთად რჩება ის დღესაც!), ხოლო ღონისძიების შესახებ ფოთში და თბილისშიც რომ იცოდნენ, ეს არ ნიშნავს მთელი ეკლესიის დათანმხებას. ამდენად, ამ მეტად უბოროტო ინფორმაციის მოწოდებით არაფერი შეგვიცოდავს.
სიმართლე მეორე
განსაკუთრებულ განმარტებას ითხოვს ჩვენი განცხადების შემდეგი წინადადება: "ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლესთან ერთად, არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს, სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, პიროვნულ ქმედებებს..."
თქვენ ეს წინადადება ავტომატურად დაუკავშირეთ შემდგომს, რომელშიც თქვენს ამჟამინდელ აქტზეა ლაპარაკი, არადა მოტანილ წინადადებაში ვგულისხმობთ თქვენს იმ გარკვეულ თვალსაზრისებს, იმ სუბიექტურ გადაწტყვეტილებებსა და ქმედებებს, რომელნიც ადრე გამოგითქვამთ და აგისრულებიათ. ზემოთ შეგპირდით, რომ განვმარტავდი თუ რატომ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო თქვენს გარკვეულ თვალსაზრისებს, რატომ ვაცხადებ ამას ფოთის მრევლის (და, გნებავთ, მთელი ეკლესიის) სახელით, და სად, როდის და როგორ შემთხვევებში კეთდება ასეთი განცხადებები. ამიტომაც, სანამ თქვენს სუბიექტურ (ანუ კერძო) გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე ვისაუბრებდე (რომელთაგან ზოგიერთი შესახებ ჩემი ეპარქიის მრევლს დღემდე წარმოდგენაც კი არა აქვს, რადგან ეს ვითარებანი დაფარული მქონდა მათგან), საჭიროდ ვთვლი, თავიდან განვიხილო ჩემი უფლების სფუძველი, რომლის მიხედვითაც ვაცხადებ, რომ "ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოლხეთის ეპისკოპოს პავლესთან ერთად, არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს". ეს საფუძველი არის -
ა) თეოლოგუმენის შესახებ
"ეკლესიის გამოცდილება დოგმატურ განსაზღვრებებზე უფრო ვრცელი და სრულია. დოგმატიზირებულია მხოლოდ ცხოვნებისთვის ყველაზე აუცილებელი და არსებითად საჭირო სწავლანი (ხაზგასმა ყველგან ჩვენია -
საღვთისმეტყველო აზრი უნდა შეიცავდეს ჭეშმარიტებას, რომელიც, როგორც მინიმუმი, საღმრთო გამოცხადების საწინააღმდეგო არ არის. საღვთისმეტყველო აზრი, დოგმატივით, საერთო-
ღვთისმეტყველთა კერძო მოსაზრებები, ძირითადად ონტოლოგიის იდუმალ საკითხებს ეხება და, როგორც ჩვენი ცხოვნებისთვის არაარსებითი საკითხები, როგორც ჩანს, ამ საუკუნის აღსასრულამდე არ იქნება გახსნილი. უეჭველია, რომ ყოველგვარი თვითნებობა ღვთისმეტყველებაში დაუშვებელია. ამა თუ იმ კერძო მოსაზრების ჭეშმარიტების კრიტერიუმი წმიდა გადმოცემასთან მისი თანხმობაა, ხოლო ამგვარივე მოსაზრების დაშვების კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გადმოცემას.
მართლმადიდებლურ და მართლზომიერ საღვთისმეტყველო აზრთა და მსჯელობათა საფუძველი ლოგიკა ან გონივრული ანალიზი კი არ უნდა იყოს, არამედ პირდაპირი ხედვა და ჭვრეტა, რაც ლოცვითი ღვაწლითა და მორწმუნე ადამიანის, პიროვნების სულიერი ჩამოყალიბების მეშვეობით მიიღწევა... ის, რაც ამ (ე. ი. დოგმატურ -
მეორეს მხრივ, საჭიროა საღვთისმეტყველო მოსაზრებიდან განვასხვავებდეთ ამგვარ, ღვთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებებსაც, რომლებიც, თუმც არ არიან დოგმატიზირებულნი, მაგრამ ეკლესიის წმიდა გადმოცემის ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ და თავიანთი მნიშვნელობით უთანასწორდებიან დოგმატს. მაგალითად, ჭეშმარიტებანი ღვთის მიერ არაფრისგან სამყაროს შექმნის, ადამიანის სულის უკვდავების, ეკლესიის საიდუმლოთა მაცხოვნებელი ძლიერების, პირჯვრისწერის ძალმოსილების და სხვათა შესახებ (ეს საკითხები იმიტომაც არ არის დოგმატიზირებული, რომ კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხოა საჭიროების გარეშე რაიმეს დოგმატიზირება. მართლმადიდებლური დოგმატები ფორმირებული და დამტკიცებულია მსოფლიო კრებათა მიერ ერეტიკულ მოძღვრებებთან ბრძოლის პროცესში).
დაბოლოს, ეკლესიის ზოგიერთი მამის თხზულებებში გვხვდება არასწორი შეხედულებებიც, რომლებიც არასოდეს დაუცავთ მათ, როგორც უცდომელი აზრი. მაგალითად, წმ. გრიგოლ ნოსელი ორიგენეს მსგავსად ვარაუდობდა, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველნი არ იქნებოდნენ დაუსრულებელნი. შეკითხვაზე თუ რატომ გამოთქვამდნენ ზოგჯერ წმინდანები არასწორ აზრებს, წმ. ბარსონუფი დიდი პასუხობს: "ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, შეეძლოთ საღმრთო სიღრმეთა მთლიანი წვდომა, რამეთუ მოციქული ბრძანებს: "...მცირე რაიმე ვიცით და მცირედ რაიმე ვწინასწარმეტყველებთ" (1 კორინთ. 13:9). წმინდანებმა, რომლებმაც ზეგარდმო მიიღეს სიმტკიცე, ახალი სწავლება ჩამოაყალიბეს, მაგრამ ამასთანავე, თავიანთ წინანდელ მოძღვართაგან გადმოცემული არასწორი შეხედულებებიც შეინარჩუნეს... ისინი (წმინდანები) არ შეევედრნენ უფალს, რათა პირველ მოძღვართა შესახებ გამოეცხადებინა მათთვის სულიწმიდის შთაგონებით ასწავლიდნენ თუ არა ისინი -
ამრიგად, სხვა საქმეა, შეცდე იმგვარ ჭეშმარიტებებში, რომლებიც ეკლესიის მიერ ჯერ კიდევ განსაზღვრულნი არ არიან და შესაძლებელია სხვადასხვაგვარად განიმარტონ და სულ სხვა -
უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტების უეჭველ მტკიცებას წმიდა მამათა სწავლების თანხმიერება, ერთსულოვნება და ეკლესიის მიერ აღიარება წარმოადგენს. მხოლოდ ამგვარ მოძღვრებას უნდა მივიჩნევდეთ უეჭველ კანონად და არა ყოველგვარ გამოკვლევასა და მოსაზრებას. ამიტომაც, ე. წ. "წმიდა მამათა თანხმობის" (ერთსულოვნების) პრინციპს ("კონსენსუს პატრუმ") საღვთისმეტყველო საკითხებში გასათვითცნობიერებლად ერთ-
წმინდანის, მოწამის თუ აღმსარებლის მიერ გამოთქმული სწავლება, რომელიც არ არის უმრავლესობის თანხმიერი ან განცხადებული და საყოველთაო სწავლების გამომხატველი, საერთო ავტორიტეტისგან განსხვავებით, კერძო, განსხვავებულ, დაფარულ (secretum) სწავლებად უნდა იქნეს მიჩნეული, რათა ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა უკეთური ჩვეულების მსგავსად, რომელთაც მსოფლიო დოგმატთა უძველესი ჭეშმარიტებანი მიატოვეს, მარადიული ცხოვნების მოსურნეები, ერთი ადამიანის ახალი ცდომილების მიმყოლნი არ აღმოვჩნდეთ" ("Напоминания". Казань. 1904 г. Стр. 51).
ზოგიერთი თეოლოგი კერძო საღვთისმეტყველო აზრის გარდა გამოყოფს თეოლოგუმენს. მათ შორის სხვაობა ხატოვნად ასეა განმარტებული: "დოგმატები შეიძლება შევადაროთ ბუნების კანონებს, თეოლოგუმენი -
ჩვენთვის და ჩვენს წინაშე არსებული საეკლესიო უთანხმოების თუ პრობლემის გადასაწყვეტად, უმთავრესად მივიჩნევთ იმის აღნიშვნასაც, რომ ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიაში, კერძო, თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ამ ეკლესიაში აზროვნება ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა, რომ ის გულწრფელ ძალისხმევათა და კეთილ განზრახვათ ნაყოფია, რომელსაც ჭეშმარიტების შემეცნება უფრო ვრცელი მოცულობითა აქვს განზრახული.
კერძო საღვთისმეტყველო აზრი -
ხოლო თეოლოგუმენი -
ეკლესიის მამათა ნებისმიერ მსჯელობას არ შეიძლება ეწოდოს თეოლოგუმენი; მაგალითად, ისტორიული ან ნატურფილოსოფიური შეხედულებები (მაგ.: ღირ. იოანე დამასკელის მსჯელობა ზოდიაქოს ნიშნებზე) არ არის თეოლოგუმენები. თეოლოგუმენი სარწმუნოებრივი, დოგმატური ჭეშმარიტების ინტერპრეტაციაა. როგორც სულიერი გამოცდილება მოღვაწისა, ჩემი კერძო საღვთისმეტყველო აზრის ან ფილოსოფიური მიდრეკილებებისა თუ შეხედულებების გამო, წმიდა მამათამიერი შეხედულებები არ შეიძლება უარყოფილ იქნეს. თეოლოგუმენის შეპირისპირება-
თეოლოგუმენთან საღვთისმეტყველო მუშაობის ტექნიკა საუკუნის დასაწყისის ცნობილ რუს ღვთისმეტყველს, ვ. ვ. ბოლოტოვს ასე აქვს აღწერილი: "არავისა აქვს უფლება ამიკრძალოს თეოლოგუმენის მიყოლა, რომელიც თუნდაც ერთი მამის მიერ მაინც იქნებოდა გამოთქმული, თუ არ დამტკიცდება, რომ ეს შეხედულება კომპეტენტურ საეკლესიო სამსჯავროს მიერ მცდარად ჩაითვალა; მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე არავის შეუძლია მომთხოვოს მივყვე ეკლესიის მამათა მიერ გამოთქმულ თეოლოგუმენს, თუკი ეს თეოლოგუმენი თავისი ამაღლებული საღვთისმეტყველო სილამაზით არ მატყვევებს... ერთი რამ უცილობლივ ცხადია ჩემთვის: თუ ამ თეოლოგუმენს მე არ მივსდევ, არ შემიძლია განვსაჯო ისინი, რომელთაც ის აღიარეს" (იქვე).
წმ. მამათა მიერ გამოთქმულთაგან ყოველივე არ არის აუცილებელი რწმენის საგანი. არც წმიდა მამათა შრომებია უცდომელი. უფრო მეტიც, მათი ზოგიერთი შეხედულბა კრებათ მიერ დაიგმო (მაგ.: წმ. გრიგოლ ნოსელის აპოკატასტაზისის თეორია, ღირ. ისააკ ასურელის ქრისტოლოგია და სვხა). "ჭეშმარიტებისგან გადახვევა მოძღვართაგან რომ შეუძლებელი ყოფილიყო, კრებები საჭირო აღარ იქნებოდა" -
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღირ. ბარსონუფი წმინდანთა შეცდომებს ადრინდელი გარემოცვითა და განათლებით ხსნიდა. "თითოეული ადამიანი, თვით წმინდანიც კი, თავისი დროისა და საუკუნის ზოგიერთი ცრურწმენების მატარებელ ადამიანად რჩება იმდენად, რომ სახარებისგან დაშორებასაც კი ვერ ამჩნევს და მანამ, სანამ ეს განსხვავება შემჩნეული არ არის შეუძლებელია ცოდვაში ჩაეთვალოს იგი, -
აქედან, სხვათა შორის, გამომდინარეობს ისიც, რომ ყოველი საღვთისმეტყველო შეცდომა ან უზუსტობა არ არის ერესი. I-
ამრიგად, არსებობს თქვენი გარკვეული თვალსაზრისები, რომელთაც ჩვენ არ ვეთანხმებით და რომლის გაცხადების უფლება გვაქვს ფოთის ეპარქიის მრევლის (და გნებავთ მთელი ეკლესიის) სახელითაც. როგორც აღვნიშნეთ, ეს თვალსაზრისები ეხება კერძო საღვთისმეტყველო აზრს (ანუ ღვთისმეტყველების სფეროს) და მოიცავს თქვენს მთელ რიგ თეოლოგიურ (ამ სიტყვის ვრცელი გაგებით) შეხედულებებს, რომელთაგან ერთნი აშკარად მცდარია და მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებასთან შეუთავსებელია. მე აქ შეგნებულად არ ვიყენებ გამოთქმას "მწვალებლურია", მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელი სწავლება სწორედაც რომ მწვალებლობაა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჯერ ერთი, თავიდან ავიცილო მოსალოდნელი ბრალდება, თითქოსდა მე თქვენ გსახავთ ერეტიკოსად (ნუმც იყოფინ!) და მეორეც, იმიტომ, რომ ჩემს წიგნში "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო" ერთგან დამოწმებული მაქვს წმ. იოანე ოქროპირის და მაქსიმე ბერძენი განმარტებები, რომელთა მიხედვითაც: "ვინც დარიგების მიუხედავად, მტკიცედ მიეკრობა თავის ყალბ მოსაზრებას და ჭეშმარიტების წინააღმდეგ გაილაშქრებს იმ ზომით, რომ მართლმადიდებლობად მოქცევის იმედსაც არ ტოვებს -
როდესაც ვწერდით, რომ არ ვეთანხმებით თქვენს გარკვეულ მოსაზრებებს, სწორედ ამ ორ ვითარებას ვგულისხმობდით. უმთავრესად კი პირველს, რასთან დაკავშირებითაც, როგორც შეგპირდით, მასალებს ცალკე მოგაწვდით. ის ფაქტი, რომ არ ვეთანხმები თქვენს გარკვეულ თვალსაზრისებს, მე წერილობით ადრეც არაერთხელ გამომითქვამს (იხ. მაგ.: "მართლმადიდებელი" № 4 (15) 1998 წ.
იგივე ითქმის თქვენს სუბიექტურ გადაწყვეტილებებსა და პიროვნულ ქმედებებზეც. მოდი, შევეხოთ მათ დეტალურად.
სიმართლე მესამე
ა) სიზმართათვის
საკითხის სიცხადისთვის, საჭიროდ ვთვლი, ორიოდ სიტყვით მაინც ითქვას იმის შესახებ, თუ რა მიზეზით იყო გამოწვეული ჩვენი განცხადების გამოქვეყნება "რეზონანსში".
ჩვენის აზრით თქვენ იმყოფებით უმძიმეს ხიბლში, რაც იოანე ღვთისმეტყველის სულითა და ძლიერებით თქვენს მოვლინებას და მსოფლიოს გაქრისტეანების პრეტენზიაში გამოხატება (ამის დასტურად იხ. ქვემოთ ეპ. იონას (მ. ჩახავას) წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" შესავალი გვერდის ფოტოასლები. აგრეთვე იხ. "ერი, ღმერთი და კანონი". თბილისი 1989 წ. და "რა უნდა ვაკეთოთ". თბილისი 1994 წ.). ასეთ მდგომარეობამდე თქვენ სხვა მრავალ მიზეზთან ერთად სიზმრისეულ ხილვათა ზემოქმედების შედეგად მიხვედით, მიუხედავად წმ. მამათა: ნეტ. დიადოხოსის, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, წმ. იოანე კიბისაღმწერელის, წმ. ბასილი დიდის და სხვათა უმკაცრესი გაფრთხილებისა -
ამიტომაც, საჭიროდ ვთვლით ვისაუბროთ ამ საკითხზეც და ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად თქვენი თვითრწმენისა, სრული უფლება გვაქვს არ ვერწმუნოთ თქვენს სიზმრებს და მათზე არ ავაგოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება და ღვაწლი.
წმ. მამები სიზმრებს ყოფენ სამ კატეგორიად:
წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით: "როგორც ადამიანი არის ორბუნებოვანი არსება და სულისა და სხეულისგან შედგება, ასევე სამყაროც ორგვარია: ხილული და უხილავი. თითოეულში ცალ-
ამიტომაც, "...სულის გონითი ნაწილი მზვაობრობამ და სიამაყემ თუკი შეიპყრო, სიზმრად ფრთაშესხმული ჰაერში აფრენას ლამობს, ეჩვენება, რომ მოკალათებულია მოსამართლის მაღალზურგიან სავარძელში და ხან სახალხო მსაჯულია, ხან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობს, ხანაც საზეიმო შეხვედრებს უწყობენ" (იქვე). ამიტომაც ამბობს ბრძენი ზირაქი: "ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე... სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებნ გულს. თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილნი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ, რადგან მრავალი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი" (ზირაქი. 34:1, 2, 5-
დიდების მოყვარეობის ეშმაკი სიზმარში წინასწარმეტყველებს. თუმც ეშმაკმა მომავალი არ უწყის, თავისი ბუნების სისწრაფის წყალობით თუ რაიმე ესმა, ან იხილა ან იცის, მსწრაფლ მოვა და მოგვითხრობს. ვინც ეშმაკს ერწმუნება მას მრავალგზის წინასწარმეტყველად შეექმნება. ხოლო ვისაც სძულს, მისთვის ეშმაკი ყოველთვის მტყუარია. ეშმაკნი ხშირად გვეცხადებიან ანგელოზთა და წმიდა მოწამეთა სახით და გვიჩვენებენ, თითქოსდა ჩვენ მათ მივეახლებით, რათა ამით გახარებულები გამოგვაღვიძონ და აღგვავსონ მზვაობრობით" ("კლემაქსი", თ. 3. "სიზმართათვის"). მათი საცთურების ნიშნად ეს გქონდესო, გვაფრთხილებს წმ. იოანე, რომ ჭეშმარიტი ანგელოზნი ხორცისგან სულის განშორებასა და მარადიულ სატანჯველთ გვიჩვენებენ, რათა გაღვიძებულები შევრძწუნდეთ და შევშინდეთ, ამიტომაც, ვერწმუნოთ მათ, რომლებიც სასჯელსა და სატანჯველთ გვიჩვენებენ; ხოლო თუ სასოწარკვეთა დაგეუფლა, უწყოდე რომ აქაც ეშმაკი გებრძვის" ("კიბე", იქვე).
შეკითხვაზე: "თუ ვინმეს ერთი და იგივე სიზმარი სამჯერ დაესიზმრა, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ ის ჭეშმარიტებად"? მამები პასუხობენ:
"არა! არ უნდა ვერწმუნოთ ასეთ სიზმრებს! რადგან, მას, ვისაც შეუძლია ყალბი სიზმარი ერთხელ გვიჩვენოს, ამის გაკეთება სამჯერაც შეუძლია. ასე რომ, იფხიზლე, ძმაო, რათა ეშმაკისგან შეგინებული არ აღმოჩნდე" (იქვე. ბარსონუფი დიდისა და იოანეს პასუხები. პასუხი 415). პატერიკებში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ეშმაკმა მოსაგრეს ერთი და იგივე სიზმარი ექვსჯერ დაასიზმრა. ერთ-
ეშმაკის მზაკვარებას ვინ ჩამოთვლის; ვინც თუნდაც ზერელედ მაინც გასცნობია წმ. მამათა თხზულებებს, მან კარგად იცის ამ საგანზე წმ. მამათა გაფრთხილება. სანიმუშოდ ჩვენ შემოგთავაზებთ ნეტ. დიადოხოსის მეტად საჭირო და საყურადღებო დარიგებას, ვისი თქმითაც, როდესაც გონება სულიწმიდის მადლისმიერ ნუგეშს იგრძნობს, მაშინ სატანაც "დასვენების ანუ ძილის დროს სიზმრების მეშვეობით მოჩვენებით ნეტარ გრძნობებს აღუძრავს ადამიანს". ამავე მამის მტკიცებით სიზმრები ადამიანს ღმრთის სიყვარულით ევლინებათ (აქ, ცხადია, იგულისხმება ზემოთ უკვე ნახსენები მანუგეშებელი სიზმრები -
"ამ წესს თუ მივყვებით, -
ახლა კი თქვენს ზოგიერთ დაბეჭდილ, დაუბეჭდავ თუ გამოუქვეყნებელ სიზმრებს გადავავლოთ თვალი და შევადაროთ ზემოთ ნათქვამს, რათა გავიგოთ, გვაქვს თუ არა უფლება საღმრთო გამოცხადებებს, ანუ მანუგეშებელ ხილვებს მივაკუთვნოთ ისინი; თუ თქვენს გრძნობისმიერ ჩვენებებად მივიჩნიოთ, რომელთა გამო თვითონაც მწარედ ტყუვდებით და თქვენი სიზმრებით მოხიბლული მრავალი ადამიანიც.
ასე მაგალითად, ერთ ერთ სიზმარში (იხ. "რა უნდა ვაკეთოთ") რუსი "სტაროვერები" თეფშებზე დამაგრებული ანთებული სანთლების წინაშე დგანან და თეფშებზე ყურებით ჭვრეტენ თავიანთ მომავალს. მოიტანენ თეფშს და სანთელს თქვენთვისაც. თქვენ თეფშზე დამაგრებულ სანთელს ანთებთ. "ვიგრძენი ჩემმა თეფშმა გახურება იწყო, -
-
-
სხვა სიზმარი: "ერთ-
წიგნის მე-
ერთ სიზმარში გინახავთ როგორ აგიტაცათ ქრისტემ ჰაერში და მაღლა ცაში, სივრცეში დაგაყენათ. შემდეგ კი ხელი გაგიშვათ და თავად მოშორებით მდგომი თქვენს სიმტკიცეს დააკვირდა. თქვენ სიმაღლე გაშინებთ და ვარდნას იწყებთ, მაგრამ აქ უეცრად ქრისტე გეშველებათ, კვლავ მტკიცედ გაყენებთ და გაუბნებათ "რატომ ეჭვობ შენ?". ამის შემდეგ ცაში, მტკიცედ დგებით და არ ირყევით (ამას სხეულებრივი მდგომარეობითაც, ანუ გათამაშებითაც, წარმოგვიდგენდით ხოლმე). თქვენს რწმენასა და სიმტკიცეში დარწმუნებული ქრისტე უეცრად სასწაულთქმედების ნიჭით გაჯილდოვებთ და აი, -
ასეთი სიზმარიც მოგიყოლიათ: ერთხელ თბილისის შემოგარენში ტაქსით მგზავრობდით. თქვენში ერთგვარ აღელვებას და სასიამოვნო თრთოლვას იწვევს ტაქსის მძღოლი და მის გვერდით მჯდომი ქალბატონი. თქვენ ხვდებით, რომ მძღოლი მიქაელ მთავარანგელოზია (! -
ერთხელაც ეშმაკმა სიზმარში კინაღამ ცხვირ-
საკუთარ სიზმრებზე დაყრდნობით (ჯერ კიდევ 1989 წლიდან), ყოველწლიურად გვიცხადებდით, რომ "ამა წლის 3 დეკემბერს დიდი ომი დაიწყებოდა". მახსოვს, როგორც გაეცით ბრძანება ორცხობილები დაგვემზადებინა, შეგვეკრა ბარგი-
და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ბ-
ამ სიზმრების დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს, მე მხოლოდ მცირე შენიშვნებით შემოვიფარგლები და ვიტყვი, რომ გარდა წმ. მამათა დარიგებებისა, რომელთა მიხედვითაც უფლება გვაქვს არ დავიჯეროთ არც ერთი სიზმარი. აქვე შევნიშნავთ, რომ ღმრთისგან მოწოდებულ სიზმრისეულ ხილვებს უცილობლივ გააჩნიათ:
1) დოგმატური, ანუ სწავლა-
ასე მაგალითად:
1) მომავლის გაგება თეფშებში ყურებით ან ანთებული სანთლებით და შეწირული საკმევლით, მეტად გავრცელებული ოკულტური ხასიათის ქმედებაა!
2) ნაკარნახევის ან ნანახის დავიწყება გრძნობებით, ემოციებით გამოწვეული სიზმრის შედეგია და არა საღმრთო ჩვენება (ამის შესახებ მამები დეტალურად გვესაუბრებიან. იხ. ზემოთ: წმ. ნიკიტა სტიფატი, წმ. ბასილი დიდი, წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვანი).
3) გრძნობისმიერია და არანაირ მორალს არ შეიცავს სიმღერა მამა ღმერთთან და საყოფაცხოვრებო ამბების გამოკითხვა. თანაც, წმ. წინასწარმეტყველის მიხედვით ღმერთი მხოლოდ თავის მოწინააღმდეგეთა კბილებს მუსრავს (იხ. ფსალმუნი 3:8).
4) ვფიქრობთ კომენტარს არ საჭიროებს ღვთისმშობლის ჯდომა "ტაქსში", თანაც მიქაელ მთავარანგელოზის "მძღოლად" წარმოდგენა. ამ სიზმრის გრძნობისმიერებაზე, ალბათ, არც უნდა შემოგვედავოთ!
5) შეუძლებელია საღვთოდ მივიჩნიოთ სიზმარი, რომელშიც ეშმაკს ჯვრის არ ეშინია და ლაპარაკია რაღაც 99 თუ 75 ჯვარზე, რომელიც თურმე თქვენს თავზე დადგმულ "ალფა გვირგვინშია" ჩახატული. "ალფა გვირგვინი" პირველობის პატივზე მიანიშნებს (ასე აღიქვამდით მას თავადაც). და თუ ბარსონუფი დიდი და იოანე სულიერ ძმას პირჯვრისწერით ურჩევენ ეშმაკისგან თავის დაცვას, აქ ეშმაკს ქრისტეს საჭურვლისა კი არა, მხოლოდ თქვენი "ალფა გვირგვინისა" შეშინებია! კეთილი, მაგრამ, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ვისი ან რისი იმედით ვიყოთ, ვისაც ასეთი "ალფა" გვირგვინები არ გვახურავს? აქ ალბათ გვეტყვით, "თქვენ მეუფე იონა გიცავთ, რომელსაც ქრისტემ მეხთატყორცნის უფლება და ეკლესიის დაცვა დაავალაო", მაგრამ ეს ხომ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის საწინააღმდეგო იქნება?! ეკლესიას თვით ქრისტე იცავს! ეს კია, მებრძოლ ეკლესიაში, ის ყოველთვის აღძრავს წმიდა კაცებს ჭეშმარიტების დასაცავად.
თქვენი სიზმრების გრძნობისმიერებაზე (ეშმაკეულ ხასიათზე რომ არაფერი ვთქვათ) მიანიშნებს ასეთი "ხილვაც":
თქვენი წიგნის, "რა უნდა ვაკეთოთ" ფერი, ზომები, სისქე და სათაურიც ასევე ნაკარნახევია სიზმრიდან. აი, ისიც:
"სიზმრისეულ ხილვაში ფოთის ზღვის სანაპიროზე მჯდომ იმ დროისთვის გარდაცვლილ მეზობელს (თუ ნაცნობს), კომუნისტური პარტიის წევრს, ვინმე მაყვალას ხედავთ. ხელში მას რაღაც შავი საგანი უჭირავს. თქვენსა და ქალბატონს შორის (ღმერთმა განუსვენოს მის სულს) იმართება ასეთი დიალოგი:
-
-
-
-
და აი, მაყვალა გაწვდით წიგნს სახელწოდებით "რა უნდა ვაკეთოთ", რომელიც შემდგომ გამოიცემა ამავე სახელწოდებით.
არაერთხელ მოგიყოლიათ ჩვენთვის თუ როგორ იხილეთ სიზმარში თქვენი ნაშრომი. მის შავ ფონზე გამოხატული გამოსახულება. თითების დაშორიშორებით გვიჩვენებდით მის სისქეს, მტკაველის გაშლით მის სიგრძეს და ასევე მის სიგანესაც.
ეპისკოპოს იონას (ერისკაცობაში მურთაზ ჩახავას. ნათლობით იოანე) წიგნი: "რა უნდა ვაკეთოთ" (თბილისი 1994 წ.). მარცხნივ -
ბ) დევნულების მანია
ამ და სხვა მსგავსი სიზმრებით და საკუთარ მსოფლიო მისიაში თავდაჯერებულ ადამიანს ეშმაკი უსწორდება სხვა მხრიდანაც. კერძოდ, ის გაწვდით აზრს, რომ ვიღაცას თქვენი განადგურება უნდა. გაიხსენეთ ყოფილი მეგობრები, რომელთაც თქვენ "ეშმაკის ერთგულებს" უწოდებთ და, რომლებიც ზემოთ ხსენებული სიზმრის მიხედვით "ცდილობენ" თქვენს "დაბრკოლებას".
სამწუხაროდ, სიზმრებით მოხიბლული და ეშმაკისეული საცთურებით დატყვევებული, საკუთარ მეგობრებისა და სულიერი შვილების მიმართ ძალიან ეჭვიანი გახდით. შეგიპყროთ დევნულების მანიამ. თქვენი ლოგიკა ასეთია: "თუ ღმერთმა გაწარმართებული მსოფლიოს გადანათვლა და გაქრისტეანება დამავალა, ადვილი წარმოსადგენია ეშმაკის მომხრეთაგან ჩემს დასამხობად მომართული მთელი ძალისხმევაც". აქედან, როგორც თქვენ, ასევე თქვენმა ადეპტებმა დაიწყეს მტკიცება -
"რა არის თქვენი მიზანი? -
პასუხი: გაწარმართებული ქვეყნის გაქრისტეანება.
კითხვა: ძლიერდება თუ არა თქვენს მიმართ ოპოზიცია?
პასუხი: მთელი მსოფლიო ლუციფერთა საკრებულო სადღეისოდ საქართველოში იყრის თავს, რამეთუ დამდგარა ჟამი დედა ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნის, "ლაზარეს" გაცოცხლებისა" (გაზეთი "ღვთიური გზა, 1991 წ. № 8. ან წიგნი: "რა უნდა ვაკეთოთ". გვ. 418-
ამის გამო უსამართლო ეჭვებით უმხედრდებით თქვენს ერთგულ მეგობრებს და მათ ხან "შამანებად", ხან "ეშმაკის ერთგულებად", ხან კიდევ "სუკის აგენტებად" მიიჩნევთ. ასე ჩამოგშორდათ მ. იაშვილი, ლ. ჯიბლაძე, და-
არ ვიცი, როგორ და რა ღონისძიებებით მოახერხა ბ-
ერთი პერიოდი ზ. ნოდიაც ითვლებოდა "სუკის აგენტად". და საერთოდ, ასეთად ითვლება ყველა, ვინც კი ცდილობს თქვენს გამოყვანას ამ ხიბლიდან, გაბედავს და არ გაიზიარებს თქვენს რომელიმე შეხედულებას (ამის დასტურია თუნდაც "რეზონანსში" დაბეჭდილი ჩვენი განცხადების გამო ატეხილი აჟიოტაჟი) და თამამად გამოთქვამს თავის მოსაზრებას.
მოსალოდნელია, რომ შავ სიაში უკვე მეც ვარ ჩაწერილი, რადგან ვბედავ თქვენს არასწორ შეხედულებათა და ქმედებათა მხილებას, "მსოფლიო ლუციფერული ძალები" ხომ საქართველოში იყრიან თავს და ამ "ლუციფერულ" ძალებს, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ძველმართლმადიდებელთა შორის ეძებთ, ნამდვილად ლუციფერულ ძალებს კი (კომუნისტებს ვგულისხმობ) იახლოვებთ, დადიხართ მათ ყრილობებზე და მათ ლიდერებსაც ხვდებით...
მაშ, დავაჯამოთ ყოველივე ზემოთ ნათქვამი და კვლავ აღვნიშნოთ, რომ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მიიჩნევთ საკუთარ სიზმრებს, ვთვლით, რომ გვაქვს სრული უფლება არც ერთი თქვენი სიზმარი არ მივიჩნიოთ საღმრთო გამოცხადებად და ამიტომაც მათზე არ ვაფუძნებთ არც ჩვენს საეკლესიო ღვაწლს და არც ჩვენი ეკლესიის მომავალ ცხოვრებას.
უფალი წმ. იერემია წინასწარმეტყველის პირით ბრძანებს: "გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!" როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან? ამიტომ, აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, თავისას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, უფლის ნათქვამიაო; აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი, ჰყვებიან მათ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახობენ. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი" (იერემია 23:25-
ხოლო წმ. ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით უფალი ასე გვაფრთხილებს: "უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-
თუ ვინმე შემომედავება და მეტყვის, რომ ეს უფალმა ძველაღთქმისეულ ისრაელს უთხრა, ვამცნობ, რომ ის ახალაღთქმისეული ჭშმარიტი ისრაელის, ქრისტეს მისტიკური სხეულის -
ცხადია, რომ ჩვენ არ გვქონდა არც მორალური და არც კანონიკური უფლება ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი წინამძღვარი არ გაგვეფრთხილებინა. მითუმეტეს, რომ ამ სიზმრებზე მთელ რიგ წინასწარმეტყველებებსაც კი აფუძნებდით. ვხედავდით რა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს პირველიერარქს, -
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სიზმრისეული ხილვებით ცთუნებულმა არათუ რიგითი ადამიანების, თვით სახელმწიფოთა მეთაურებისა და სახელმწიფოთა ბედ-
ამრიგად, კარგად ხედავთ, ეშმაკმა სიზმრებით საკუთარ განსაკუთრებულ მისიაში თავდაჯერებული როგორ გაცთუნათ, თუმცა, სამწუხაროდ, აქედან საჭირო დასკვნები მაინც ვერ გამოიტანეთ. ელცინის გარდა დამხობა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტ ბ-
"... რომან გვენცაძემ ტელეფონით გააცნო ჩემი პიროვნება ბ-
არაერთხელ გაფრთხილებდით თავი შეგეკავებინათ ამგვარი "წინასწარმეტყველებებისა" და ერის დამაბრკოლებელი სხვა გამონათქვამებისგან, რაც თქვენს წიგნ "რა უნდა ვაკეთოთ"-
"სხვათა შორის უფლებამოსილი ვარ განვაცხადო: რადგანაც წიგნის ავტორის მეტად პრეტენზიული განაცხადი დამაბრკოლებელია როგორც ეკლესიის გარეთ მდგომთათვის, ასევე ჩვენი ეკლესიის მრევლისთვისაც, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა ერთი ჯგუფისა და ჩემი შეგონებით ეპისკოპოსი იონა თანახმაა თავის შეიკავოს ამგვარი განცხადებებისგან, მოაცილოს წიგნს მესიანისტური ადგილები და მეორე გამოცემისთვის ისაუბროს მხოლოდ თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური, ასევე, ზნეობრივი ხასიათის საკითხებზე. ასე, რომ წიგნის მომდევნო გამოცემიდან სრულიად ამოღებული იქნება მისი პირველი გვერდები მსგავსი განცხადებებით, წიგნის სხვა გვერდებში მოცემული ანალოგიური ადგილები და მკითხველის დამაბრკოლებელი სიზმრები. ეს კი, ვფიქრობ, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რაც ამ წიგნთან და მის ავტორთან დაკავშირებით წარმოიშვა" ("მართლმადიდებელი", № 5 (16) 1998 წ.).
მაგრამ, 1999 წელს, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში დაარღვიეთ ეს პირობა და გაზეთ "კომუნისტის" 1999 წლის 16-
ამის შემდეგ ილია II-
ცხადია, რომ ასეთი ხიბლისმიერი, ერთპიროვნული განცხადებები ვერც თქვენ და ვერც ეკლესიას ავტორიტეტს ვერ შეუქმნიდა. ამიტომაც, მონდომება არ დაგვიკლია, რათა შეგვეგონებინა თქვენთვის მოგეშალათ ეს ჩვევა.
მითუმეტეს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო, ერთპიროვნული, ეკლესიასთან შეუთანხმებელი განცხადებები ადრეც გაგიკეთებიათ. კერძოდ, იმავე ჟურნალისტ გია კორძაძისთვის მისცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე: "მეუფეო, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ცოდვილ ეკლესიას?" პასუხობთ:
-
თქვენს ამ მოჩვენებით და ყალბ თავმდაბლობას რომ თავი დავანებოთ (რაც იმაში აშკარავდება, რომ თუ მე პირველობის მოპოვების სწრაფვასა და თქვენი "გადაყენების" მცდელობაში მადანაშაულებთ (იხ. ზემოთ), საინტერესოა, როგორ პირდებით ამავე პირველობას, ანუ პატრიარქობას ილია II-
1) ლიტურგიკული შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ თუნდაც 12 კაცის გადანათვლა და მეორე დღესვე ეპისკოპოსის (ან რომელიმე სასულიერო) ხარისხში აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია! ცნობილია, რომ სასულიერო წოდებაზე წარმოდგენილმა გადანათლულმა მწვალებელმა, თუ მას უმაღლესი (სამღვდელმთავრო) სასულიერო წოდება მიეცემა ყველა სასულიერო საფეხური უნდა გაიაროს, კერძოდ: 1) მესანთლეობა; 2) მედავითნეობა ამ მგალობლობა; 3) იპოდიაკვნობა (ამ უკანასკნელის ხელდასხმას სჭირდება ლიტურგია და 4) დიაკვნობა. შემდეგ მოდის 5) მღვდლობა და ბოლოს 6) ეპოსკოპოსობა. ერთ კვირაში 12 ეპისკოპოსის ხელდასხმა ეკლესიას არ შეუძლია, რამეთუ ჩამოთვლილ ხარისხებს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული არითმეტიკის საკითხია, ზედიზედ მთელი კვირის განმავლობაშიც რომ ატარებდე ლიტურგიას 7 დღეში 12 ეპისკოპოსის ხელდასხმა პრაქტიკულად შეუძლებელია. რამეთუ ერთ ლიტურგიაზე არა თუ ორი ეპისკოპოსის, ორი იპოდიაკვნის ხელდასხმაც კი სასტიკად აკრძალულია! ასე, რომ თორმეტი შვიდში ვერანაირად ჩაეტევა.
2) კანონიკური ხასიათის შეცდომაა და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ღირსებისა და მადლმოსილების გამაუქმებელია გამოთქმა: "ჩვენი ძველმართლმადიდებლური ეკლესია შეუერთდება ქართულ ეკლესიას; კი მაგრამ, თუკი ჩვენ უნდა გადავნათლოთ, საკუთარ წიაღში მივიღოთ და ხელიც დავასხათ ჩვენსკენ გადმოსულ სასულიერო პირებს (ე. ი. ისინი უნდა შემოგვიერთდნენ ჩვენ), რაინაირად უნდა შევუერთდეთ ოფიციალურ ეკლესიას? ეს ხომ უაზრობაა!
3) რაც შეეხება საეკლესიო ცხოვრების ერთპიროვნულ გადაწყვეტას, ცხადყოფილია ასეთ უპასუხისმგებლო გამონათქვამში: პატრიარქს ისევე პატრიარქად აირჩევენ, ხოლო თავად თითქოსდა ერთ-
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ციტატები არ გახლავთ კორესპონდენტის ინტერპრეტაცია, რაშიც გვარწმუნებს ამ ინტერვიუზე თქვენი რეაქცია იმავე გაზეთ "შანს"-
ამას დაემატა თქვენი თვითნებობაც საეკლესიო პოლიტიკისა და გარესამყაროსთან ურთიერთობის საკითხებში. კომუნისტებთან თქვენი ინტენსიური კავშირების გამო, რომელსაც ყოველთვის რაღაც "გამართლება" ეძებნება, ეკლესიას არ ეკარება ქრისტეანობის მოწადინე მრავალი ადამიანი. არც აქ გაჭრა ჩვენმა თხოვნამ: საეკლესიო პოლიტკიას აწარმოებთ საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ეკლესიასთან შეუთანხმებლად.
ამრიგად, ერთპიროვნული მმართველობის თვალსაჩინო მაგალითია ის, თუ როგორ ერთპიროვნულად და ეკლესიისგან დაუკითხავად ჰპირდებით თქვენ, "უფლის საყვირი" იონა, ილია II-
გეტყვით, ასეთი უფლებები საკუთარ თავს თვითონ მიანიჭეთ! რადგანაც თქვენ ხომ თქვენივე აზრით, მამა ღმერთის რჩეული, მსოფლიო მოციქული, წინაწსწარმეტყველი და "უფლის საყვირი" ბრძანდებით, ამიტომაც არც კი მიიჩნევთ საჭიროდ ანგარიში გაუწიოთ "უბრალო მოკვდავთ", ანუ რიგით მორწმუნეებს და სასულიერო პირებსაც კი.
ამგვარი მოქმედებების შედეგად ხშირად ზარალდებოდა მთელი ჩვენი ეკლესიის ინტერესი და ავტორიტეტი. ამიტომ (რადგანაც ერთჯერადი კერძო სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად კვლავ განუხრელად აგრძელებთ თქვენს კურსს) მე, როგორც ეკლესიის მეორე ეპისკოპოსმა, საკუთარ თავზე ავიღე იმგვარი განცხადებების გაკეთების უფლება, რომლებითაც საზოგადოებას, ეკლესიისკენ მოქცევად მორწმუნეებს და თვით ეკლესიის წევრებს მიეცემოდათ შესაძლებლობა გაერკვიათ, რომ ერთი პიროვნების კერძო აზრბი, გადაწყვეტილებები და მოქმედებები ყოველთვის არ წარმოადგენენ მთელი ეკლესიის საზოგადო არზს და პიროვნული ხიბლის ან თეოლოგუმენის, ან კიდევ სოციალურ-
სწორედ ამ მიზნით დაიწერა ჩვენი განცხადება თქვენს მიერ 7 კაცის სატანაზე გადაცემის შემდეგ, რაც სხვათა შორის, ხიბლისმიერი აღმოჩნდა, რადგანაც იმ მომენტში გჯეროდათ თქვენი სასწაულთშემძლებლობისა და იმისა, რომ სატანაზე "ხორცით სატანჯველად" გადაცემის შემდეგ სატანისგან დატანჯული ეს ადამიანები დასახმარებლად თქვენ მოგმართავდნენ. ამის შემდეგ კი გრანდიოზული სასწაულები "იგეგმებოდა"...
როდესაც სატანაზე გადაცემის აქტმა შედეგი ვერ გამოიღო, მოსალოდნელი კრახი იგუმანეთ და თქვენი ფიასკოს გადმობრალება ჩვენზე გადაწყვიტეთ. თურმე ჩვენ "წაგაქეზეთ" ამ აქტისკენ, შემდეგ კი, "რეზონანსის" ფურცლებიდან "თავს დაგესხით". საკუთარი ფიასკოების სხვაზე გადაბრალება უცხო რომ არ არის თქვენთვის ამას წერილობითი მოწმობითაც დაგიმტკიცებთ.
ვინც აკვირდებოდა ჩვენსა და ბ-
გ. გაბაშვილის ბრალდება თქვენი მისამართით: "თქვენი წიგნის 152-
თქვენი პასუხი: "ჩემი წიგნის ოპონენტებს, რომ ბერ-
"Икос: Разум неразумен разумети, Девая ищущи, возопи к служащему, из боку чисту, Сыну како ест родитися мощно рцы ми".
ან: "Бог из боку Твоего проиде" (დიაჩენკოს საეკლესიო სრული ლექსიკონი -
ესეც უნდა ითქვას: თქვენს უწინარეს ჩემმა სულიერმა შვილმა საპირისპირო შეხედულება გამაცნო ამ საკითხის გარშემო წმ. იოანე დამასკელის წიგნიდან, სადაც იოანეს მოსაზრებას ღვთისმშობლის გვერდიდან მაცხოვრის დაბადების თაობაზე მცდარ შეხედულებად მიიჩნევს. როცა გამოირკვა, რომ "бок"-
ამრიგად, თქვენი მტკიცებით "შეცდომა სხვას დაუშვია", თქვენ კი ის "უნებლიეთ" გაგიზიარებიათ! ჯერ ის გამოვიძიოთ, ვინ არის ის "სხვა", ასეთი უმძიმესი შეცდომა რომ დაუშვა? ამთავითვე გეტყვით -
ამრიგად, დიაჩენკო არ არის დამნაშავე თქვენს შეცდომაში, მეტიც, თქვენ საკუთარი "განმარტების" დაწერამდე რომ წაგეკითხათ ან ქართული თარგმანი ან დიაჩენკოს ხსენებული ლექსიკონი, ეს შეცდომა იქნებ არც დაგეშვათ.
მაშ, თუკი დიაჩენკო არა, ვინ არის ის "სხვა", თქვენი "მაცთუნებელი"? გეტყვით, ეს თეოკტისტე სტოდიელის "აკაფისტოს" სლავურად მთარგმნელი რუსი წმინდანია (სამწუხაროდ, მისი ვინაობა ცნობილი არ არის). რაც შეეხება "სხვისი შეცდომების" უნებლიეთ გაზიარებას, საკუთარ წიგნში "რა უნდა ვაკეთოთ" გაზიარებული გაქვთ ანტროფომორფიტული მწვალებლობა (ე. წ. აბდიანელობა), ებრაული ფილეტიზმი, წინასწარგანსაზღვრულობის პროტესტანტულ-
ამრიგად, ჩვენი (ჩემი და ზ. ნოდიას) მიზანი თქვენი ავტორიტეტის შეუბღალავად ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნება გახლდათ; თუ რა გამოვიდა აქედან ყველა კარგად ხედავს!
ჩვენი სამაგალითო დასჯით თქვენ შეეცადეთ -
ერთგან პატრიარქ ილია II წერთ: "პატრიარქი არ შეიძლება ჩემი მტერი იყოს, ან მე ვიყო პატრიარქის მტერი; ჩვენ ორთავეს ერთი საერთო მტერი გვყავს, -
მე კი კვლავ ჩემს "გასამართლებასთან" დაკავშირებულ თქვენს სრულიად უკანონო ღონისძიებას დავუბრუნდები, რამეთუ "რეზონანსში" ჩვენი განცხადების გამოჩენის მიზეზები, ვფიქრობ, ცხადყოფილია. ასევე ნათელია, რა ედო საფუძვლად ჩვენს განცხადებას: "ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის" მნიშვნელოვანი ნაწილი კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლესთან ერთად არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს, სუბიექტურ გადაწყვეტილებებს და პიროვნულ ქმედებებს".
სიმართლე მეოთხე
ამრიგად, ჩვენი ზემოთ ხსენებული სიტყვები, რომლებიც სრულიად მექანიკურად მომდევნო, ქვემოთ განსახილველ წინადადებას დაუკავშირეს, გულისხმობდა ჩვენს მიერ წერილობით თუ სიტყვიერად ადრე დაფიქსირებულ შეხედულებებსა და ღონისძიებებს, რომელთადმი, როგორც კერძო ღონისძიებათადმი და აზრთადმი დაუთანხმებლობა, თავისუფლად შემეძლო და ეკლესიის სახელით დღესაც შემიძლია. ჩვენი სიტყვები წარსულს რომ ეხებოდა და არა აწმყოს, მინიშნებული იყო მომდევნო წინადადებაში, რომელიც იწყება ასე: "... ამჯერადაც", ე. ი. როგორც უწინ (როგორც ეს ზემოთ ვნახეთ) "ამჯერადაც, ჩვნეი წინააღმდეგობისა და გაფრთხილების მიუხედავად, ეპ. იონამ დამოუკიდებელი სვლა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანმხებით ოფიციალურ "სამღვდელოებას" მთელ რიგ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის მათაც, ვინც ეპ. იონას "გადაცემის" ობიექტები გახდნენ, მათდამი ამგვარი ფორმით დაპირისპირებას კატეგორიულად ვემიჯნებით".
თუ რას ნიშნავს ამ აბზაცში გამოყენებული სიტყვები, ჩვენ ზემოთ უკვე განვმარტეთ, ამიტომაც, ერთხელ განმარტებულის განმეორებით თავს არ შეგაწყენთ. აქ გვსურს თქვენი წერილიდან ამოვწეროთ, ჩემი, როგორც ეპისკოპოსის დამაკნინებელი ეპითეტები, რომელთა სრული უსაფუძვლობა, ვფიქრობ, ცხადად ვაჩვენეთ, მიუყენოთ თქვენს ამ ემოციურ ქმედებას ის კანონები, ჩემს დასასჯელად რომ გამოიყენეთ და დარწმუნდებით, -
თავად განსაჯეთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ეჭვების, ვარაუდებისა და ტექსტის სათანადო ვერგაგების გამო, მიწოდებთ თავხედს, ცრუს, თვალთმაქცს, ურჩობის სულით შეპყრობილს, ხაფანგისა და შეთმულების მომწყობს. ჩვენი წერილის I ნაწილში თქვენი მოქმედებების არაკანონიკურობა ვაჩვენეთ, II ნაწილში თქვენი ამა თუ იმ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველზე წამოყენებულ ბრალდებათა უსაფუძვლობა დავამტკიცეთ, III ნაწილში კი ჩვენი უდანაშაულობისა და უბრალოების წარმოჩენას შევეცადეთ.
ამჯერად, გთხოვთ, ყოველივე ამის ფონზე, თქვენს მიერ "დიდი სჯულისკანონიდან" ამონარიდი განწესებები გაიხსენოთ, რომელთა საფუძველზე ეპისკოპოსისა და საკუთარი სულიერი მოძღვრის შეურაცხყოფისთვის (რაც გამოიხატა ბრალდებათა გამოუძიებლად და გამოუკვლეველად, ბრალმდებელთა და მოწმეთა ნათქვამის გადამოწმების გარეშე, ჩემს უსაფუძვლო სიტყვიერ თუ წერილობით შეურაცხყოფაში, ასევე ეკლესიის წინაშე, როგორც ვითომცდა პირველობის პატივისთვის მებრძოლი, ხაფანგის მომწყობი, არა სანდო და ასასაიმედო პიროვნებად გამოცხადებაში), როგორც თქვენმა სულიერმა მოძღვარმა (რომელსაც არათუ აკრძალვა, ეპითიმიად ერთი მეტანიაც კი არ მეკუთვნის) თავადვე დაგადოთ ეპითიმია: ყოველდღიური მეტანიები (შეძლებისამებრ) 1 წლის განმავლობაში. თუ ამ ეპითიმიას არ აიღებთ, ღვთის წინაშე პასუხს თქვენ აგებთ, მე კი თქვენდამი ჩემი სამოძღვრო მოვალეობა მოხდილი მექნება.
თქვენთან პოლემიკას არ ვაპირებ, გაეცანით ქვემოთ მოტანილ სჯულმდებლობას, რომელიც თქვენეული მსჯელობით, სამწუხაროდ, საკუთარ თავს თვითონვე განუწესეთ (თუმც ამ სჯულმდებლობის აღსრულებას მთელი თავისი სიმკაცრით მე არ ვითხოვ, რამეთუ თქვენთან მშვიდობა და ეკლესიის სიხარული ყოველივეზე აღმატებულად მიჩნს!). თქვენ წერთ:
ზონარა: "სულის საცხოვნებლად განსაზღვრული ეს დადგენილება, როგორც სამღვდელო ხარისხსა და პატივს შეჰფერის, რომელიც ღვთისთვისაც სათნოა და ხალხისთვისაც სასარგებლო, არ იქონიებს ძალას და უქმი გახდება, თუკი მას არ მოჰყვება დასჯისა და ეპითიმიის შიში, რათა კანონთა დამრღვევთ ჰქონდეთ შიში ეპითიმიისა. ჩვენ ვიცით, რომ არცთუ იშვიათად ერთეულთა ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება, რადგანაც განკითხვას ექვემდებარებიან არა მარტო ცოდვის ჩამდენი მღვდელმსახურნი, არამედ ყველანი ერთად; რამეთუ, სამღვდელოებაზე მითითებით კანონმა ყველა მღვდელმსახური აღნიშნა. ამრიგად, აწ თუ ვინმე მრავალთა მიერ მოწონებულისა და დადგენილის საწინააღმდეგოდ რაიმეს ჩადენას გაბედავს ამპარტავნებითა და ცუდმედიდურობით, და არა ღვთის სათნოყოფის მიზნით, ასეთმა იცოდეს, რომ თავის თავს სამსჯავროსა და პასუხისგების წინაშე აყენებს და ყოველგვარი თავის მართლებისდა მიუხედავად დაექვემდებარება სასჯელს. როგორც დამნაშავე, ის პასუხს აგებს დანაშაულისთვის და დაკარგავს ღირსებას, ანუ აეყრება ეპისკოპოსობის პატივი".
ბალსამონი: "მიღებულ იქნა რა განსაზღვრებანი სხვადასხვა საეკლესიო საკითხთა შესახებ, მამებმა განსაჯეს, რომ ეს სჯულდებანი ადვილად შესაძლებელია ვინმეს უგულებელეყო და არ შეესრულებინა ისინი, რადგანაც შესაბამისი სასჯელი არ ჰქონდათ განსაზღვრული. ამიტომაც, წმიდა მამებმა დააწესეს, რომ ამ კანონთა დამრღვევთ, გამოძიების შემდეგ (რაც ნიშნავს საეკლესიო-
იმის ნათელსაყოფად თუ რამდენად ზუსტად მიესადაგება ზემორე კანონი ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას, საჭიროა ჩავატაროთ ზონარასა და ბალსამონის განმარტებათა პუნქტობრივი ანალიზი და ჯეროვანი დასკვნები გამოვიტანოთ.
1. სარდიკიის მე-
წმიდა მამები და სჯულის კომენტატორები უცილობელ პირობად გვიყენებენ, რომ პრაქტიკაში ავამოქმედოთ სულის მაცხოვნებელი კანონები, რათა ჩვენს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი დაუსჯელობის პრეცედენტით დანაშაული არ გავუადვილოთ ვინმეს და ამგვარი დანაშაულისკენ არ ვუბიძგოთ მრავალს. ე. ი. არ ვავნოთ სამწყსოს. სწორედ კანონის ამოქმედების პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებენ კომენტარები შემდეგ ციტატებში:
"თუკი ამ დადგენილებას არ მოსდევს დასჯისა და ეპითიმიის შიში" -
ამიტომ, სამღვდელოებას შეაგონებენ -
2. საგულისხმო და ლოგიკურადაც გამართლებულია ის, რომ ზონარამ ეს კანონი ყველა სასულიერო პირზე განაზოგადა.
"განკიცხვას ექვემდებარებიან არა მარტო ცოდვის ჩამდენი მღვდელთმსახურნი, არამედ ყველა ერთად, რამეთუ სამღვდელოებაზე მითითებით კანონმა ამით ყველა მღვდელმსახური აღნიშნა".
ფაქტია, სიტყვა "ყველაში" კომენტატორმა ყველა სასულიერო პირი იგულისხმა.
3. ზონარას განმარტებაში დაკონკრეტებულია ამ კანონის მიხედვით თუ რა დანაშაულის გამო ისჯება მღვდელმსახური. კერძოდ: "კრების მიერ დადგენილ სჯულდებათა დარღვევისას" (იგულისხმება 7 მსოფლიო და 9 ადგილობრივ კრებებზე მიღებული სჯულდებები). ამდენად, ვუსადაგებთ რა ამ კანონს ჩვენს შემთხვევას, როდესაც დაირღვა მოციქულთა 74-
4. ზემორე კანონი (სარდიკიის მე-
ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თქვენეული მსჯელობით, სამწუხაროდ, საკუთარ თავს თვითონვე განუწესეთ, რადგან ჩვენს შემთხვევაშიც "ერთეულთა მიერ მთელი ეკლესიის წინაშე კომპრომეტირებულია პატიოსანი სახელი მღვდლობისა". ანუ ეპისკოპოსი პავლე გამოცხადდა ამპარტავნების სულით შეპყრობილ, ურჩ, მატყუარა, მზაკვარ და თავხედ პიროვნებად, რომელსაც არ უნდა ენდოს არც მრევლი და არც ერი. ამის საფუძველზე კი იგი, შინ თუ გარეთ იქცა განკითხვის ობიექტად, რაც უცილობლივ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა და ჭეშმარიტად ექვემდებარება თქვენს მიერ დამოწმებული კანონებითა და განმარტებებით განსაზღვრულ სასჯელს.
წმიდა მამები გვამცნობენ
"თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს" (მათე 5:21-
"ამ სიტყვების აზრს რომ ჩავწვდეთ, -
ებრაელები ხშირად ხმარობდნე უმსგავსო სიტყვებს "რაკა" ანუ "ცოფ" – "უსარგებლო ადამიანი"; ეს სიტყვა სრულიადაც არ ითვლებოდა ღვთის სჯულის გმობად, მაგრამ, ვინაიდან ეს სიტყვა ღვთის საძულველი იყო და სულისთვის დამღუპველი და, რადგანაც ჩვენგან უფალი მოითხოვს სრულყოფილებასა და სიწმინდეს, ამის მთქმელიც სასტიკად ისჯებოდა.
რადგან, ქრისტეს მცნების მიხედივთ, ვინც თავის რისხვას დააწევდა ახლობლებს დამამცირებელი სიტყვებით, იმსახურებდა უმაღლეს სასჯელს, ხოლო ის, ვინც საგმობი სიტყვებით მიმართავდა მოყვასთ, უთანაბრდებოდა ღვთის მგმობელთ და იმსახურებდა ცეცხლსა და გეჰენიას. უმაღლეს სალანძღავ სიტყვად უფალი თვლის ისეთ სიტყვებს, რომლებიც აღნიშნავენ "სულელს", "ბრიყვს", "შტერს". ასეთი სიტყვებით ებრაელები მიმართავდნენ გაბოროტებულ ადამიანებს, რომლეიც მათი გაგებით იყო უჭკუო, გაუნათლებელი, ამიტომაც ის, ვინც ღვთის გაჩენილ, კეთილშობილ ადამიანს ასე ამცირებდა და ამით ეწინააღმდეგებოდა უფლის სურვილებს, სასტიკად ისჯებოდა ღვთისგან იმავე სასჯელით, რაც შემზადებლუია ღვთის მოწინააღმდეგე ეშმაკისთვის... გეჰენია უფალმა უწოდა იმ ადგილს, სადაც მუდმივი საწამებელია შემზადებული.
დააკვირდით, როგორ იცავს სარდიკიის მე-
აქ თვალნათლივ ჩანს, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ღვთიურ სჯულდებებს უგულებელჰყოფს, ისჯება.
სწორედ ამ კანონების ავლით, თქვენ უარჰყავით უფლისმიერი გაფრთხილება, რითაც დაარღვიეთ სასულიერო პირის მღვდლობის დამცავი სჯულდებანი, რასაც სარდიკიის ,ე-
დიახ, სამწუხაროდ ეს ასეა, ანუ საღვთო კანონები მართლაც დაირღვა, მაგრამ ისინი (წმ. მოციქულთა 74-
1) სახარებისეული მცნება (მათე 18:15-
2) თქვენ დაარღვიეთ ნომოკანონის 121-
3) შეუფერებელია ჩემს წინააღმდეგ კართაგენის მე-
4) ასევე არ მეხება IV მსოფლ. კრების მე-
თქვენ ასევე საკმაოდ მოხერხებულად შეარჩიეთ დრო და საეკლესიო კრებაზე (1999 წლის 17 ოქტომბერს, კვირას), ეპისკოპოსის საბრალდებო საქმისწარმოებისთვის საჭირო ყველა კანონის გვერდის ავლით (
5) არ მეხება მე არც წმ. მოციქულთა 74-
ამ უკვე წარსული ამბების გახსენებაც კი მზარავს! ნუთუ თქვენ შეგეძლოთ ეს ყოველივე?! ნუთუ იმდენად დიდია პირველობის ჟინი თქვენში, რომ აღძრულმა უსაფუძვლო ეჭვმა, თითქოსდა ამ პირველობას გეცილებით, ჩემი განადგურება გადაგაწყვეტინათ? ნუთუ, წმ. იოანე ოქროპირის თქმისა არ იყოს, მართლაცდა "არავისი ისე არ უნდა მეშინოდეს, როგორც ეპისკოპოსების"?
სხვათა შორის, ეს ყოველივე და ამ უახლოეს წარსულში ჩემს თავზე თქვენგან დატეხილი უსამართლობა კიდევ უფრო მიღრმავებს იმ რწმენას, რომ იოანე ღვთისმეტყველის სულით, ძლიერებით და ფუნქციით მოსული პიროვნება არ ბრძანდებით! ნუ გეწყინებათ, მაგრამ ყოველივე დანახულ-
სიმართლე მეხუთე
სარდიკიის მე-
დადგა დრო შევასრულო დანაპირები და ვიხილოთ, რა ისტორიულმა მიზეზმა გამოიწვია სარდიკიის კრების მოწვევა, რამაც საფუძველი დაუდო მე-
სანამ სარდიკიის კრების მე-
რადგან ამ კანონში გადმოცემული განწესება პირდაპირ ეხება ამ წმინდანთა მოწინააღმდეგეებს და რადგანაც ისინი მიმართავდნენ ისეთ ხერხებს და მეთოდებს, რომლებიც (რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს) თქვენს გამოიყენეთ ჩემს წინააღმდეგ, უპურიანი იქნება გავეცნოთ მათი გასამართლების ვითარებებსა და მეთოდებს, რათა შემდგომ გავაკეთოთ დასკვნა, ვის ეხება სარდიკიის კრების მე-
ა) წმ. იოანე ოქროპირის გასამართლების ვითარებანი, პირობები და ამ აქციის არაკანონიკური ხასიათი
მე არ შევუდგები იმ ვრცელი ისტორიული პირობებისა და ვითრებების განხილვას, რომელიც წინ უძღოდა წმ. იოანეს გასამართლებას. ეს დიდად გაწელავს ჩემს წერილს და კონკრეტულობას დაუკარგავს სათქმელს, ამიტომაც, აქ მხოლოდ მისი გასამართლების კანონიკურ, უფრო სწორედ, ანტიკანონიკურ მხარეებს შევეხები. ვნახოთ, წმ. იოანე ოქროპირის გასამართლებისას რა მეთოდებს იყენებდნე მისი მოწინააღმდეგეები.
მაშ ასე, იმპერატრიცა ევდოქსია და მისი გარემოცვა, ზოგიერთი ამბიციური და იოანე ოქროპირზე განაწყენებული მღვდელმსახურის თანადგომით, თამამი, მამხილებელი და მაღალზნეობრივი ქადაგებებისთვის იოანეს მოცილებას გადაწყვეტენ. იოანეს საწინააღმდეგოდ მიმართულ აქცის ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე ჩაუდგება სათავეში, რომელიც საიდუმლო კრებას იწვევს და ოქროპირის დასამხობად მომხრეებს იკრებს.
მზადდება ცილისწამებები, ყალბი საბუთები, უაზრო ბრალდებები... კრებას ქალკედონში დანიშნავენ. ეს პირველი უკანონო ნაბიჯია, რომელსაც გადადგამენ მის წინააღმდეგ. ისტორიკოსი გვამცნობს, რომ მართალია, გეოგრაფიულად ქალკედონი კონსტანტინოპოლის გარეუბანი იყო, მაგრამ ჰყავდა თავისი დამოუკიდებელი ეპისკოპოსი. დაეთანხმება კი ოქროპირი, განკითხულ იქნას თვისი ეპარქიის გარეთ? საეჭვოა, მაგრამ იმპერატორთან შეკრებილ მოწინააღმდეგეებს ეს ვითარება არ აღელვებთ.
"არა უშავს, -
ქალკედონში თავმოყრილ კრებას თავმჯდომარეობდა ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე. შეთითხნეს 29 პუნქტისგან შემდგარი ბრალდება. "ეს იყო უმეტესწილად სინამდვილესთან შეუფერებელი და სრულიად ყაბლ ბრალდებათა კრებული, რომელიც უსამართლო, მოჩვენებით შეცდომებსა და გარდამეტებულ, ყალბ ჭორებზე იყო დაფუძნებული, რომელთაც მთელი ორი წლის განმავლობაში ავრცელებდნენ იოანეს მოწინააღმდეგეები..." (Крестный путь Иоанна Златоуста, сост. О. В. Орловой. Изд. "Рарог". Москва. 1996 г., стр. 109). ბრალდებათა შორის იყო საიმპერატორო კარის მძიმე შეურაცხყოფის მოტივებიც.
"საეკლესიო სასამართლოს საქმისწარმოების თანახმად საჭირო იყო ბრალდებული ეპისკოპოსისთვის წარედგინათ ეს ბრალდებები, მოესმინათ მისი პასუხი, პირისპირ წარედგინათ მოწმეები და აი, თეოფილემაც გადაწყვიტა კრების ორი მონაწილის პირით შეეთვალა იოანესთვის, გამოცხადებულიყო კრებაზე" (იქვე).
ამ დროისთვის ოქროპირის მომხრეები შეკრებილნი იყვნენ იოანეს ტაძრის ტიკლინიუმში (სატრაპეზოში) – "ილოცეთ ძმანო, -
მიუხედავად ამისა, ოქროპირი მაინც სთხოვს თავის მომხრეებს დაემორჩილონ კრების მოთხოვნას, არ გახლიჩონ ეკლესია მისი გულისთვის: "დაეთანხმეთ, -
იოანეს ეპისკოპოსებმა შეადგინეს პასუხი, სადაც თეოფილე ალექსანდრიელს წერდნენ: "ნიკეის წმიდა კრების დადგენილებათა საწინააღმდეგოდ შენი ტერიტორიის გარეთ ნუ გსურს გაასამართლო ეპისკოპოსი. მოდი აქ, ქალაქში (კონსტანტინოპოლში -
ამრიგად, იოანე ოქროპირი არ ასრულებს უკანონო განკარგულებას და კრებაზე არ ცხადდება. მეტიც, იოანე ამ კრებას არ ეახლა არც მეორე და არც მესამე გამოძახების შემდეგ (იხ. იქვე. გვ. 114-
კრებამ "დაამხო" იოანე: "იმის გათვალისწინებით, რომ იოანე, რომელიც ბრალდებულია მთელ რიგ დანაშაულობებში და გრძნობს საკუთარ დანაშაულს, თავის გასამართლებლად ჩვენს წინაშე არ გამოცხადდა. ამიტომაც, საეკლესიო კანონების თანახმად დავამხეთ, მაგრამ, რადგანაც საბრალდებო დასკვნა საეკლესიო დანაშაულობათა გარდა მისი აღმატებულების შეურაცხმყოფელ დანაშაულობებსაც შეიცავს, თქვენს აღმატებულებას ეძლევა შესაძლებლობა დამნაშავის გაძევებისა, რათა ასეთი ქმედება არ დარჩეს დაუსჯელი (იქვე. გვ. 117).
ამის შემდეგ ქაოსი მოიცავს კონსტანტინოპოლის ეკლესიას. ხალხი იცავს თავისი მოძღვრის ტაძარს და არ სცილდება წმ. იოანეს. სადღეღამისო მორიგეობაც დააწესეს. ოქროპირი ხალხს მიმართავს: "მე განმიკითხა ყალბმა კრებამ, მართალმა კრებამ უნდა გამამართლოს, რომელიც აქ, ჩემს ეკლესიაში მოეწყობა". ვითარება უკიდურესად იძაბება, იმპერატორი იოანეს ემუქრება, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს ძალას და ჯარისკაცთა დახმარებით დააპატიმრებს (იქვე. გვ. 123).
ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში ეკლესიის კართან აუცილებლად მოხდებოდა შეტაკება, დაიღვრებოდა სისხლი... ამ სურათის წარმოდგენამ იოანე შეაძრწუნა. ამიტომაც, თამამად მიეახლა იმპერატორის წარგზავნილ ოფიცერს და უთხრა: "მე თქვენს ხელში ვარ, სადაც გნებავთ იქ წამიყვანეთ". ხალხს კი მიმართა: "მომეცით წასვლის საშუალება, ვალდებული ვარ დავემორჩილო იმპერატორს, არცერთი წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს ჩემი გულისთვის. ჩემს საქმეს ვანდობ მომავალ კრებას" (იქვე. გვ. 123).
მაგრამ, სისხლი მაინც დაიღვარა... ხალხი ქუჩებში გამოვიდა სალოცავად.... ვითარება მეტად დაიძაბა... თეოფილემ დაიწყო იოანეს მომხრეთა დევნა, მათ ტაძრებში კი საკუთარი მომხრეები დააწესა... მიდის ბრძოლა თითოეული ტაძრისთვის... თეოფილემ არქიეპისკოპოს იოანეს ბაზილიკაში შესვლა მოინდომა... ხალხი ეწინააღმდეგება მის განზრახვას. დაიწყო შეტაკება, ხოცვა და ჟლეტა... ეკლესია გვამებით აივსო, ბაპტისტერიუმი სისხლით შეიღება, თითოეული ტაძარი ციხე-
ასეთი იყო ვითარება კონსტანტინოპოლში, როდესაც მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნეს... შეირყა კონსტანტინოპოლი... ევდოქსია პანიკამ მოიცვა... მიწისძვრა მიღებულ იქნა, როგორც ღვთის რისხვა, რაიც თავს დაატყდათ უსამართლოდ განკითხულ იოანეს გამო. ევდოქსიამ იოანე უკანვე გამოიხმო... ხოლო ხალხმა იგი ხელში აიტატებული დააბრუნა საკუთარ ბაზილიკაში.
იოანეს საწინააღმდეეგო მოწვეულმა პირველმა კრებამ ფიასკო განიცადა, მაგრამ მტერს არ სძინავს და ამიტომაც, მის საწინააღმდეგოდ მეორე, უფრო მზაკვრულ გეგმას ამუშავებს. იოანე ეწინააღმდეგება წარმართულ ჩვეულებებს, ხოლო კონსტანტინოპოლში თაყვანსაცემად იმპერატრიცა ევდოქსიას ქანდაკებას დგამენ. იოანეს ევდოქსიას შეურაცხყოფა და ხალხის ამბოხებისკენ მოწოდება ბრალდება.
მეორე კრებამ პირველი კრების შეცდომები გაითვალისწინა და შეკრებილნი კონსტანტინოპოლში მოიწვია. მეორე კრება ღებულობს პირველზე უფრო უსამართლო გადაწყვეტილებებს. ანტიოქიის მე-
ამას მიუმატეს ამავე კრების მე-
"რა უ ნდა ვქნათ? -
ამ დადგენილებათა წაკითხვამ იოანეს მომხრეები გააოგნა, მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი სარდიკიის კრების კანონებმა.
საქმე იმაშია, რომ კრებაზე შეკრებილ იოანეს მომხრე "ეპისკოპოსთა უმეტესობისთვის უცნობი იყო ანტიოქიის კრების აქტები, რადგანაც ისინი საერთოდ არ შედიოდნენ საეკლესიო კანონთა იმ კრებულში, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოქმედებდა". ამიტომაც, "ისინი არასოდეს გამოიყენებოდა", რადგანაც "ანტიოქიის კრების აქტები გამოცხადებისთანავე გააუქმა სარდიკიის კრებამ" (იქვე. გვ. 140).
ბ) ანტიოქიის კრება ათანასე დიდის წინააღმდეგ
რას წარმოადგენენ ანტიოქიის კრების ეს დადგენილებები, რა ვითარებაში აღმოცენდნენ ისინი და რა ღირებულება და მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდათ მათ წმ. იოანე ოქროპირის საქმეში? ანტიოქიის ეს დადგენილებები უდიდეს მღვდელმთვარს, ათანასეს, ნიკეის კრების "საყვირს" და მჭევრმეტყველ ღვთისმეტყველს ეხებოდა. წმ. ათანასემ, რომელსაც გამუდმებით დევნიდნენ მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეები, ხლისუფალთაგან განდევნილმა -
კრების ნამდვილი მიზანი ერთი გახლდათ -
თვით აღმოსავლეთში, ალექსანდრიული ვნებათა ღელვის ჩაცხრომის შემდეგ, როდესაც იმპერატორმა კონსტანციუსმა ათანასე დააბრუნა, ამ წმინდანის წინააღმდეგ გამოთქმული ანტიოქიის კრების დადგენილებები ხმარებიდან გამოვიდა. მხოლოდ მოგვიანებით, დისციპლინარულ კანონთა შემადგენლობაში გამოიყენეს იქიდან ის რამოდენიმე დადგენილება, რომლებიც თავისთავად მისაღები იყო და რომლებიც საბოლოოდ მსოფლიო ეკლესიამ შეიწყნარა (გვ. 141).
აი, რა მიზეზით გააუქმეს მაშინ (IV საუკუნეში) ანტიოქიის კრების აქტები და აი, ის მიზეზებიც, რომლის გამოც მიღებულ იქნა სარდიკიის მე-
მაშ ვის ეხება იგი? იმ ეპისკოპოსთა ღირსებას, რომელთაც ბრალს საქმის გამოუძიებლად სდებენ, რითაც "შეურაცხყოფილი რჩება მღვდლობის პატიოსანი სახელი".
ამდენად, სარდიკიის მე-
1. საეკლესიო საქმის წარმოების არცერთი განწესება ამ თვითმარქვია კრებაზე (იგულისხმება ქალკედონის კრება ოქროპირი წინააღმდეგ -
2. "ამაოდ ცდილობდა ოქროპირი მსაჯულთა რიგებიდან გამოერიცხა ის პირები, რომლებიც აშკარად მისი მტრები იყვნენ" (ამაოდ ვცდილობდი ამას მეც).
3. "ბრალდებები არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, ის გაასამართლეს ისე, რომ მისი მართლება არც კი მოუსმენიათ" (იქვე) (ჩემს წინააღმდეგაც იგივე მოიმოქმედეთ).
იგივე ხდებოდა წმ. იოანე ოქროპირის მეორედ გასამართლების დროსაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ პირველ კრებაზე იოანე საერთოდ არ მოვიდა, მეორე კრებაზე მისულ იოანესა და მის დამცველებს სიტყვას აწყვეტინებდნენ და დაცვის საშუალებას არ აძლევდნენ (იქვე. გვ. 144) (ასევე გვეპყრობოდნენ მე და ჩემს დამცველებს თქვენს მიერ მოწვეულ კრებაზე).
იოანე მეორე კრებამაც "დაამხო" და კონსტანტინოპოლიდან გაძევება მიუსაჯა. იმის ნათელსაყოფად თუ როგორ ტყუპის ცალივით წააგავს ჩემი "გასამართლება" წმ. იოანე ოქროპირის "გასამართლებას", ხოლო თქვენი მოქმედება თეოფილე ალექსანდრიელის საქციელს, გაგაცნობთ ნაწყვეტს წმ. იოანე ოქროპირის თავის გამამართლებელი წერილიდან, რომელიც მან რომის პაპ ინოკენტის მისწერა:
"ამდენ უბედურებათა გამომწვევი ჩემი მოჩვენებითი დანაშაულის დამტკიცება თუ ჰსურთ, გამომიგზავნონ თავიანთი აქტები, დაე ჩემს წინაშე დადონ ყველა ბრალდება, გამოცხადდნენ კრებაზე ჩემი ბრალმდებელნი და სამართლიანი კრება მოეწყოს განაჩენის გამოსატანად. მე უარს არ ვიტყვი, მეტიც, მე ხომ სწორედ ამას ვითხოვდი და ამჟამადაც ამას ვითხოვ. დიახ, განმსაჯონ! ეს იქნება ჩემი გამართლება! რამეთუ, ყოველივე, რაც კი გამოყენებულ იქნა ჩემს წინააღმდეგ, ყოველგვარი გონივრულობის, სიმართლის, კანონის და საეკლესიო სჯულმდებლობის საწინააღმდეგოა. ამგვარი გასამართლება არ სმენიათ თვით ბარბაროსებსაც კი. არ არიან ისეთი სკვითები და სარმატები, რომლებიც ადამიანს მოუსმენლად განიკითხავენ, როდესაც ის მართლმსაჯულებას ითხოვს, მაგრამ არა მტრებისგან შემდგარს, არამედ ჭეშმარიტ მართლმსაჯულებას; და როდესაც ასეთი კაცი აცხადებს, რომ მზად არის მთელი ქვეყნიერების წინაშე უარყოს მის წინააღმდეგ აღმართული ყველა ბრალდება (თქვენ კი მწერთ, ვინც თავს იმართლებს, მართლაც რომ ეშმაკეულიაო. მაშ, წმ. იოანე ოქროპირი, თქვენის აზრით, "ეშმაკეული" ყოფილა?! -
როგორც წმ. იოანე ოქროპირის და წმ. ათანასე დიდის გასამართლებისას, აქაც, ჩვენს შემთხვევაშიც, უხეშად დაირღვა ზოგადსაეკლესიო დისციპლინარული საკითხი. მათი (ხსენებული წმინდანების) საქმის წარმოება არღვევდა სამართლიანობის ელემენტარულ ნორმებსაც კი. უსამართლო დადგენილებები მიღებულ იქნა უკრიტიკოდ, უაპელაციოდ, თანაც ბრალდებულის აშკარა მტრების მიერ. სწორედ "ამგვარ ქმედებათა დაუსჯელობას შეეძლო გზა გაეხსნა იმ ურცხვი უწესივრობისთვის, რომლებიც თვით ეკლეიის არსებობას ემუქრებიან, ეკლესიისა, რომელიც ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად დააფუძნა" (იქვე. გვ. 157).
აი, სწორედ ამას ეწინააღმდეგება სარდიკიის კრება და ამასვე ვეწინააღმდეგები მეც, რისი უგულებელყოფაც თქვენთვისაც და ეკლესიისთვისაც საზიანო იქნებოდა.